შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 8)
-უნარებზე მივდივარ, წამიყვან? -კი, ეხლავე-ოთახიდან გამომძახა დუდამ. -გელოდები-სავარძელში ჩავეშვი და დუდას ტელეფონი ავიღე. ვთამაშობდი მესიჯი რომ მოუვიდა, დუდას ოთახისკენ გავიხედე, ჯერ გამოსვლას არ აპირებდა, მესიჯი გავხსენი. *დუდა, დღეს გამოხვალ? ბავშვები ვიკრიბებით, მენატრები დუდ*-ავტორი ნანკა. პირი დავაღე, ეს ვინღაა? ნუთუ? არა, არა, არა შუძლებელია, არამც და არამც. რამდენიმე წამში კვლავ ნანკასგან მოვიდა მესიჯი. *ვიცი გაწუხებ, მაგრამ იქნებ გამომიარო, ოთხისთვის! მაპატიე გუშინდელი კოცნა, ვიცი რომ დამნაშავე ვარ* პულსაცია ამიჩქარდა, ფეხზე წამოვხტი, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავვარდი. გული გამალებით მიცემდა, დუდამ მიღალატა? არა, რა სისულელეა, დუდა ასეთი ტიპი არაა, თანაც მთელი ღამე მიმეორებდა მიყვარხარ ჩემო ფერიაო. ღმერთო, იქნებ რაღაც მეშლება, დუდასთვის უნდა მეთქვა, უნდა აეხსნა, თუმცა რა აზრი აქვს? ყველაფერი გასაგებია, კოცნა, აკოცა კიდეც! თავს ძლივს ვიკავებდი ბოლო ხმაზე რომ არ მებღავლა. ახლა რა ვქნა, რა გავაკეთო,ჩანთაში ჩემი მშობლების სახლის გასაღები მოვიძიე, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. მეზიზღება ეს სახლი და აქ გატარებული დროც, მას შემდეგ რაც სოფი წავიდა. მეზიზღება მაგრამ წასასველი არსად მაქვს, ყველაზე უსუსური ადამიანი ვარ, ვკარგავ ადამიანს რომლის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ვკარგავ და არაფერს ვაკეთებ მის შესანარჩუნებლად. ვინ არის ეს ნანკა? რატომ გამოჩნდა საერთოდ, რატომ უნდა ყველას ჩემი უბედურება, რატომ ხდება ყოველთვის ასე?! შუშის მაგიდაზე მდგარი ლარნაკები ძირს გადავაგდე, ვტიროდი და ვერ ვწყნარდებოდი, არ შემეძლო ამ ყველაფრის გააზრება, თითქოს გული ამომგლიჯეს. -ღმერთო უნარები-ვიკივლე და ფეხზე წამოვხტი, სარკეში ჩემი თავის დანახვისას შემეშინდა, ხელიდან სისხლი მდიოდა, თუმცა ახლა ფიზიკურ ტკივილს ყველაზე ნაკლებად ვგრძნობდი, ოთახში შევედი, დედაჩემის ყველაზე ნორმალური, ჩემთვის შესაფერისი ტანისამოსი ავარჩიე, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, ხელი გადავიხვიე, არ ვიცი, ჩემს თავს შთავაგონე, რომ არაფერი არ ხდებოდა, რომ ყველაფერი დამესიზმრა და ახლა ამის დრო არაა! უნარებზე როგორ ვიჯექი წარმოდგენა არ მაქვს, მასწავლებელმა ადრე გამომიშვა, ისედაც დავაგვიანე და ძალიან შემრცხვა. -წადი ახლა და სახლში რომ მიხვალ აუცილებლად დამირეკე-თავზე ხელი გადამისვა ეკა მასწავლებელმა. -ტელეფონი არ მაქვს, იცით... მეგობართან დამრჩა -კარგი, კარგი, ფრთხილად იარე, რაღაც ვერ ხარ დღეს ხასიათზე. -ხო, დაღლილი ვარ-მოვიტყუე და სახლიდან გამოვედი. სადარბაზოს წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ისტერიული ტირილი ამივარდა. -კარგად ხარ?-მხარზე ხელი შემახო უცხომ, მაღლა ავიხედე და ხელში სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი შემრჩა. -კი, არაფერია-გავუღიმე მე. -შენ ქეთუთა ხარ ხო? -რა?-გაკვირვებულმა ავხედე-შენ საიდან იცი? -მე დათა ვარ, კერესელიძე-საშინლად მეცნობა მისი სახელი. -ვერ გიხსენებ-თავი გავაქნიე. -ხო, არც მიცნობ და-გადაიხარხარა ბიჭმა. -სასაცილო ხარ-კვლავ თავი გავაქნიე და ბიჭს ავხედე. -მოკლედ-ხელები გაშალა-მე ის დათა ვარ რა, აი არ ვიცი ანომ თუ მოგიყვა, მე და ანოს ერთმანეთი გვევასება ისეთ პონტში... -აა-ფეხზე წამოვდექი-როგორ ვერ მივხვდი, მერე რახდება? -რა და, ძაან დამევასა ეგ შენი ანო, ხოდა მაგის ძმასთან მინდა ლაპარაკი, გავაისნებ ყველაფერს, ანო კიდე ცოცხალი თავით არ მეუბნება სად ვნახო მაგის ძმა. -უი, რატო? მე გეტყვი სადაც უნდა ნახო. -ხოდა მაგიტო დაგადექი შენ, ანო მიყვებოდა, არ გაგიკვირდეს-გამიღიმა ბიჭმა-მოკლედ, აი ჩემი მანქანა დაგტოვებ სადაც მიდიხარ და თან შენ მომიყევი რაღაცეები, რა უყვარს ანუშკას, რა არა და ხო ხვდები რა? -კი, კი-გამეცინა-წავიდეთ. მანქანის კარს ვაღებდი, უკნიდან ვიღაცამ რომ მიხურა, ნაცნობი სურნელი ვიგრძენი თუ არა შეშინებული შევტრიალდი უკან და დუდას ამღვრეულ თვალებს მივაშტერდი. –დუდა?–გაკვირვებული მზერა მივაპყარი, ამ დროს დათაც მოგვიახლოვდა. –ქეთა, მშვიდობაა?–იკითხა მან და დუდას შეხედა. –შენ ნუ ერევი!–დაუღრიალა დუდა, და მაჯაში ხელი ჩამავლო. დათას თვალებით ვანიშნე არ გამოგვყოლოდა. ჩიხში ვიდექით, გაშტერებული ვუყურებდი და ვერ ვბედავდი რამის თქმას. –ამ ახ*ართან რა გინდა? –წესიერად ილაპარაკე–ძლივს დავატრიალე პირში ენა. –რას გავს შენი საქციელი! როგორ იქცევი ქეთა, დილით მარტო იმისთვის წამოხვედი რო ეს ნაბი*ვარი გენახა? –რეებს ბოდავ დუდა, გგონია მასთან რაიმე მაკავშირებს?–ნერვიულად ჩავიცინე მე. –წავედით–კვლავ მაჯა დამიჭირა, თუმცა გავაშვებინე. –არსად არ წამოვალ დუდა, დათას ანო უყვარს და უბრალოდ მთხოვა ერეკლე გამაცანიო, მასთან ლაპარაკი მინდაო, მეტი არაფერი გესმის? შენ კი დუდა–თვალები ამემღვრა მე–მძულხარ გესმის? მეზიზღები და ჩემი სახელი აღარ ახსენო! –ნუ ბოდავ!–დამიყვირა–მანქანაში ჩაჯდები და სახლში წამოხვალ, მთელი დღეა გეძებ. –კარგი დუდა, მე სახლში წამოვალ–მხრები ავიჩეჩე–შენ კი ნანკასთან წადი, გაერთე, მის დაქალებთან ერთად დალიე და სახლში ნაცემი მოდი, კარგი?–ხელი ვკარი და დათას მანქანისკენ წავედი, გაოცებულ დუდას ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა. –მშვიდობაა?–მკითხა დათამ და მანქანის კარი გამიხსნა. –კი, ყველაფერი კარგადაა, ძველი ნაცნობია–ვუპასუხე და მგზავრის ადგილი დავიკავე. მთელი დღე დათასთან გავატარე, საკმაოდ მხიარული ბიჭი აღმოჩნდა, ყველაფერი დამავიწყა. 8 საათზე სახლში დამტოვა. სადარბაზოში შევდიოდი უკნიდან ისევ ნაცნობი სურნელი მეცა, არ შევბრუნებულვარ, გზა გავაგრძელე. –ქეთ–მომესმა მისი ხმა და ადგილზე მივეყინე–მაპატიე, ყველაფერი სხვანაირადაა რა. –დუდა შენ მე გული მატკინე–მისკენ მივბრუნდი–ვერ წარმოიდგენ როგორ მატკინე, ძალიან ცუდად ვარ დუდი, მარტო ყოფნა მინდა გესმის? ნუღარ დამსდევ, წადი, წადი ჩემგან გესმის? ყველაფერი მორჩა. უკან მივბრუნდი და იქვე ჩავიკეცე, კედელს თავი მივადე და ხმამაღლა ავტირდი. –წადი, დუდა, არ მომეკარო–ვუთხარი და ისიც უკან გაბრუნდა, ვუყურებდი მიმავალს, სანამ მისი გამოსახულება სულ არ გაქრა, მერე ფეხზე წამოვდექი და სახლში ავედი. **** –ვკიდივარ ეკე გესმის? ვკიდივარ!–ბუტბუტებდა მაისურაძე და არაყს სვავდა. –არ კიდიხარ და ეგ მთელმა თბილისმა იცის, დაწყნარდი ეხლა, აბა რა გეგონა, რა უნდა ვაფშე იმ ნანკას? –არ ვიცი შე*ემა, არვიცი, ვაჩეს დაბადების დღეზე იყო, მერე ვაჩესთან შემხვდა დამეტაკა და მაკოცა, მაგის დედა*ევეცი! –წამო ავიდეთ ვაჩესთან, ვინ არი ეგ გოგო გავარკვიოთ –*ლეზე მ*იდია ვინ არი ეგ გოგო რაა! –წამოდითქო დუდა!–ეკემ ხელი მოკიდა მაისურაძეს, ფეხზე ძლივს იდგა ისეთი მთვრალი იყო... *** –ქეთუთ გამოხვალ? მე და დათა გავდივართ აუზზე. –ხო, რავი გამოვალ. –რამე ხდება? –არა, რა უნდა ხდებოდეს? –რაღაც ამ ბოლო დროს ძაან უხასიათოდ ხარ. –მოგიყვები მერე, გკოცნი, გამოვალ 15 წუთში. –გელოდები! ანო და დათა ეზოში მანქანით მელოდებოდნენ, გერმანიიდან ჩამოტანილი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, ძალიან მომწონდა და თან ჩემს სხეულსაც ზუსტად ერგებოდა. –არენა თუ ჯიქია? –რავი, არენაზე წავიდეთ–თქვა ანომ და მე გადმომხედა. –ხო, იყოს არენა–გავუღიმე და მანქანაში მოვთავსდი. როგორც აღმოჩნდა დათას წყალში ყოფნა ბევრად ერჩივნა გასარუჯად წოლას, ანომაც აიჩემა ჯერ წყალში მინდაო და გასარუჯად მხოლოდ მე გავედი. სამი „შეზლონგი“ წინასწარ დავიკავე, ერთ–ერთზე გავწექი, ცხვირზე ეკეს სათვალე დავისკუპე, რომელიც ჯერ კიდევ ორი დღის წინ მე გამომყვა და მზეს მივეფიცხე. თვალები არ გამიხელია, ისე ვიგრძენი, რომ ჩემს წინ რამდენიმე გოგო იდგა. ლაპარაკობდნენ და უნებურად მომესმინა მათი ლაპარაკი. –მოკლედ დღეს მივწერე და პასუხი არ გაუცია. –მართლა? –ხოო, ხო იცი მაგას შეყვარებული ყავს, ვიღაც მათხოვარკა, მარა დაიკიდე თუ არ დავაშორო მე არ ვიყო ნანკა დოლიძე. –ხოდა ეგრე რა–უპასუხა მეორემ და გაირინდნენ. სახეზე ფერები მეცვალა, თვალებში ბრაზი ჩამიდგა, ვერ მოვითმინე, თვალებიდან სათვალე მოვიხსენი და ჩემს წინ მჯდომთ გავხედე, რომელთაც ანოსთვის და დათასთვის განკუთვნილი „შეზლონგები" დაეკავებინათ. –აქ სხედან!–უხეშად ვუთხარი და ორივე ჩემსკენ მობრუნდა–რას მიყურებთ, ჩემი მეგობრები სხედან და აბრძანდით! –ჩვენ დავიკავეთ ეს ადგილები უკვე.–მიპასუხა შავგვრემანმა, რომელსაც თმის ბოლოები ქერად შეეღება. –კაი ნანკა, რა გჭირს, იქით გადავიდეთ–უთხრა მეორემ. ესეც ასე ესეიგი ეს არის ნანკა? ეს საფრთხობელა? –უი–გავუცინე მე–შენ ხარ ნანკა? ის ნანკა დოლიძე ხარ გუშინ დუდა რომ აგინებდა? გუშინ დუდა რომ დასცინოდა?–ვიტყუებოდი და მის აფეთქებას ველოდი–სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა, ჩემმა საქმრომ ბევრი მაცინა შენზე, ნანკ–გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი, ჩანთა და ნივთები ავიღე და გაშტერებულ გოგოებს გადავხედე. –რა იყოთ? აჰ, ვიცი დუდა გიყვარს, დილით შენი მესიჯებიც ერთად წავიკითხეთ, მაგრამ იმედები გაგიცრუვდა, 2 თვეში ქორწილი გვაქვს, თუ სტრიპტიზორები დაგვჭირდება აუცილებლად დაგირეკავთ–ისევ გავუღიმე და მათგან საკმაოდ შორს დავიკავე ადგილები. ღმერთო, ახლა ძალიან ბევრს ვიცინებ, რა სახით მიყურებდნენ, თანაც ნანკამ ხმა რომ ვერ ამოიღო, ან სახეზე რა ფერები დაედო? ახლა ვფიქრობ და რა მაგარი ვარ, არ მჯერა! ყოჩაღ ქეთ, ვამაყობ შენით, რამდენიმე წამში გოგონას ტირილმა მოიცვა ყველა, სათვალე მოვიხსენი და პირდაღებულმა გავხედე იმ ნანკას რომელიც პატარა ბავშვივით ჯღაოდა, ეს უკვე პიკი იყო, ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე ავტეხე სიცილი, ახლა ყველამ ჩემსკენ გამოიხედა, ნანკა გაცოფებული მომვარდა და გაავებული თვალებით მომაშტერდა. –საზიზღარო, მოგკლავ, ჩემი ხელით მოგკლავ. თმაში მწვდა და ხელებს მირტყამდა, არ გავნძრეულვარ, მშვიდად ვუთმენდი, მერე როგორც იქნა თავისმა დაქალმა მომაცილა, გიჟს გავდა, მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი, ეს ჯოჯოხეთის მაშხალა საიდანღა იპოვა დუდამ? მხიარულად ვიცინოდი, გაკვირვებულმა ხალხმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო მათაც სიცილი ატეხეს, მოკლედ ასე დამთავრდა „ჩემთან თამაში“. გაავებულ ნანკას ბასეინი დაატოვებინეს. –ქეთ, ვერ წარმოიდგენ, წეღან გიჟი გამოიყვანეს–სიცილით ყვებოდა ანო.–ვაიმე, სახეზე რა გაქვს? –რა მაქვს?–გავიკვირვე. –ნაკაწრები, ღმერთო ქეთა რა მოხდა?–ახლა ანო გაგიჟდა. –ღმერთო–ამოვიოხრე–იმ გიჟმა მცემა. მცემა? გავიფიქრე ჩემთვის და კვლავ ისტერიული სიცილი ამივარდა. –ჩქარა ადექი და მომიყევი ყველაფერი–ფეხზე წამომაგდო ანომ, სწრაფად დავწვდი ჩემს ნივთებს და გაკვირვებულ ანოს გასახდელისკენ გავყევი. *************** ბავშვებო, არავინ არ აქტიურობთ. საერთოდ, გინდათ ისტორია გაგრძელდეს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.