შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 7)
ჩიტების ჟღურტულმა ადრიანად გამომაღვიძა, საწოლიდან ლაღად წამოვხტი და სააბაზანოს მივაშურე, ნატკენი ისე ძალიან აღარ მეტყობოდა, სამზარეულოში გავედი და ჩემთვის და დუდასთვის კვერცხი შევწვი. მასაც მალევე გამოეღვიძა. –დუდი, კოკა-კოლა გინდა? –კი დამისხი რა–ჭიქა წინ დამიდო, კოკა კოლა დავუსხი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. –გემრიელია–ჩანგალი მაღლა ასწია და გამიღიმა. –მადლობ–წინ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. –გუშინ რა მოხდა, აბა გისმენ? –დუდა, რაც მოხდა მოხდა, გთხოვ ნუ მეკითხები. –ქეთუთა, მომიყევი რა მოხდა, თორემ ვიჩხუბებთ! –ხო კარგი–დავნებდი მე –მოკლედ, არ ვიცი ვიღაც ბიჭი გავიცანი, სანდრო ერქვა.......–დუდას ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, ვხედავდი, როგორ ენთებოდა ბრაზისგან თვალები და როგორ ცდილობდა საკუთარი თავი დაემშვიდებინა, თუმცა ამაოდ. –გირეკავენ–გამომარკვია ფიქრებიდან და მობილური მომაწოდა. –აიღე რა–საცოდავად ავხედე, მობილურს უპასუხა და მეც გავირინდე. –ხო, კაი ვეტყვი, კი კარგადაა, ეკეს უთხარი 1 საათშითქო, კაი მაშინ წამოვიყვან ეხლავე.–ლაპარაკი დაამთავრა და მობილური გვერდით გადადო. –რა ხდება?–წამოვიწიე მეც. –ანო იყო, ქეთასთან საქმეები მაქვს და გამოვიდესო. –უი, ხო სულ დამავიწყდა იმ დღეს რომ მიყვებოდა, კარგი გავემზადები და წავალ. –მე წაგიყვან–კატეგორიულად განაცხადა და ფეხზე წამოდგა. ***** მაისურაძემ გოგოები შორს რომ დაიგულა, ეკეს მხრებში ჩაავლო ხელი. –გავარკვიე იმ სანდროზე, წავიდეთ?–იკითხა ეკემ. –მე წავალ, შენ ესენი მარტო არ დატოვო. –აუ კაი რა შე*ემა, მარტო რატო მიდიხარ. –ჩემი თემაა ეკე რა, ხოაზზე ხარ მაგრად უნდა მივბეგვო, მალე მოვალ. –კაი მიდი მაშინ–მხრები აიჩეჩა ეკემ. –მერე ქეთუთა სახლში გაიყვანე რა, არ გაუშვა მარტო. –მაგას შეხსენება არ უნდა დუდა –წავედი–კარი გაიხურა, მანქანაში მოთავსდა. *** –მოკლედ, ძალიან მაგარი ბიჭია–აღფრთოვანებული საუბრობდა ანო. –ხო, მაგრამ ეკემ რო გაიგოს რეებს გიკეთებს მოკლავს–გადავიხარხარე მე. –კაი რა, შენ რო დუდა გიკეთებდა ეგეთ რაღაცეებს მერე რა–გაიბუტა ანო. –ხო, მაგრამ დუდა სულ სხვაა, მოკლედ რადგან შენ ვინმე შეგიყვარდა, ესეიგი მართლა მაგარი ბიჭია. –ხოდა გაგაცნობ, აი ეს მაჩუქა–საწოლიდან წამოხტა, კარადიდან ლამაზი გულსაბამი გამოიღო, რომელიც თავის ყუთში ხელუხლებლად იდო. –და რატო არ იკეთებ, ძალიან ლამაზია–გავიკვირე მე. –რატო და, შეხედე რა ძვირფასია, ეკეს რა ვუთხრა საიდან მაქვსთქო. –უი, მართალია–გადავიკისკისე მე.–კაი ან, წავედი ეხლა, დედაჩემს და მამაჩემს უნდა შევუარო, მერე სოფისგან ტანსაცმელებს წამოვიღებ და დუდასთან ავალ. –იქ რჩები? –ხო ვრჩები–ამოვისუნთქე მე–საღამოს ამოდით, სოფისაც ვეტყვი. –კაი ამოვალთ, გკოცნი–მითხრა და ოთახიდან გამომისტუმრა. –მიდიხარ ქეთუ?–სამზარეულოდან გამომძახა პირგამოტენილმა ეკემ. –ხო, წავალ მშობლებს უნდა შევუარო. –ეხლავე მოვრჩები და გაგიყვან. –კაი, გელოდები–გავიცინე და ეზოში გავედი, რამდენიმე წამში ეკეც გამოჩნდა, მანქანის კარი ჯენტლმელურად გამიღო. –სულელო–ხელი ვკარი და მგზავრის ადგილი დავიკავე. –დუდა სად წავიდა ხომ არ იცი?–ვიკითხე მე. –არაა, საქმე მაქვსო. –ა, იმედია საღამოს მოვა. –მოვა, აბა რას იზავს. –თქვენც მოდით, ანოს უკვე ვუთხარი, მერე სოფისთან ავდივარ და იმასაც ვეტყვი–გავიკრიჭე მე. –შენც სოფისთან ადიხარ? მეც. –რა დამთხვევაა ერეკლე, ერთად ხომ არ ავსულიყავით?–გადავიხარხარე და ეკეს სათვალე მოვირგე.–აშკარად მე უფრო მიხდება–ვთქვი ისევ. –შენ იღადავე და მართლა ერთად ხო არ ავიდეთ, დუდამ მარტო არსად არ გაუშვაო და დაგელოდები სანამ მშობლებთან იქნები. –დუდას 3 წლის ვგონივარ–თავი გავაქნიე–არ მინდა, მეთვითონაც ამოვალ. –შენ არგინდა, მე მინდა, მიდი გადადი და რამდენი ხანიც გინდა იყავი, ისედაც სახლში ჭამა ვერ მოვასწარი, აგერ კაფეა და დავჯდები. –ოხ ეკე, კარგი მალე ჩამოვალ–მანქანიდან გადავედი და სახლში ავედი. –ღმერთო, ვის გავახსენდით–ხლეები მაღლა ასწია დედაჩემმა. –როგორ ხართ?–გავუღიმე და მშობლები გადავკოცნე. –შენ არ იცი რა კარგად–გამიღიმა მაკამ. –რატო, რა ხდება? –რა და... მილანში მივდივართ! სამივე!–შეჰკივლა და მამაჩემს გადაეხვია. –რა?–სახე მომეღრიცა მე. –რაც გაიგე, არ გაგიხარდა? –არსად არ მოვდივარ–მშვიდად ვთქვი და სავარძელში ჩავესვენე. –რას ნიშნავს არ მოდიხარ, მშობლები მიდიან და შვილიც მათ მიჰყვებათ–სახე აერია დედას–ძვირფასო, რამე უთხარი–მამაჩემს გადახედა. –არა მამა, არაფერი არ მითხრა–გავიცინე–კარგით, რადგან მიდიხართ დაგემშვიდობებით–ტაში შემოვკარი. –ქეთა, უნდა წამოხვიდე–ალაპარაკდა მამაჩემიც–აუცილებლად. –არა, არა და არა–სიმშვიდეს ვინარჩუნებდი მე. –ვისთან დაგტოვოთ? –ჩემს დასთან დედა, დაგავიწყდა რომ კიდევ გყავს შვილი? თანაც აქ იმის გამო მოვედი რომ მეთქვა, მე დუდასთან გადავდიივარ. –რააო?–შეჰკივლა კვლავ მაიამ, მამაჩემს სახეზე ფერები გადაუვიდა. –კარგით, რაღაცეებს წავიღებ და წავალ–ჩემს ოთახში შევედი, ნამდვილად არ მქონდა მათთან ჩხუბის თავი. ჩემოდნები ავიღე, ყველაფერი ჩავყარე და გარეთ გამოვედი. –აბა, ბედნიერი მგზავრობა–ხელი დავუქნიე პირდაღებულ მშობლებს და სადარბაზოში გამოვედი, ეგრევე ტელეფონს დავწვდი და ეკეს გადავურეკე. –ეკე, თუ არ შეგაწუხებ ამო რა, მძიმეა ჩემოდნები. –ეხლავე, მეოთხე სართულია ხო? –ჰო–ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. ჩემი სახლიდან სოფისთან წავედით, ჩემოდნები ამოვალაგე და ჩემს ოთახში მოვათავსე ყველაფერი, მერე პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყვე და გარეთ გამოვედი. –ეკე, ეხლა რომ მითხრა წაგიყვანო ფანჯრიდან გადავხტები–თითი დავუქნიე–ტაქსი გამოვიძახე უკვე. –სულელო, წაგიყვანდი–მითხრა ეკემ და ხელი მომხვია. –წადი, წადი სოფის მიხედე–გავიცინე და ორივე გადავკოცნე –საღამოს გელოდებით, წავედი მე. –ჭკუით–მომაძახა სოფიმ და კარი გავიხურე. 6 საათი იყო სახლში რომ მივედი, დუდა კვლავ არ დამხვდა, არადა ამ დროს სულ სახლშია, ნეტავ რახდება, ტელეფონი ამოვიღე და დუდას დავურეკე. –დუდი, სად ხარ? –საქმეზე რამე ხდება? –არა, უბრალოდ გამიკვირდა რომ არ მოხვედი. –ხო, მოვალ მალე. –გელოდები, ბავშვებიც გამოვლენ ათისკენ. –კაი, მიყვარხარ. –მეც დუდ. მობილური გავთიშე, სამზარეულოში შევედი, მთელი დღეა არაფერი მიჭამია, იოგურტები გადმოვიღე და ერთიანად დავხსენი. მალე კარზე ზარი გაისმა, დუდა მოვიდათქო გავიფიქრე და ბედნიერად წამოვხტი. კარს უკან კი საშინელი სანახაობა დამხვდა, წარბი გატეხილი, ცხვირი, ტუჩი დასისხლიანებული, ხელებზე ჩალურჯებები. არვიცი, ალბათ გულიც წამივიდოდა და აქვე მოვკვდებოდი, რომ არა მისი ღიმილი, რომელიც არასდროს, არასდროს დამავიწყდება. –დუდა–პირზე ხელი ავიფარე მე. –გეხვეწები რა, არაფერი არ მჭირს–მშვიდად თქვა და სახლში შემოვიდა. –რა მოგივიდა?–ავტირდი მე–დუდა გტკივა? –ნუ ტირიხარ, ჩემო ფერია, რა გატირებს არაფერიც არ მტკივა. –სპირტს მოვიტან–თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და ოთახში გავედი. მალე სახეც და ხელებიც დავუმუშავე, დავაძალე ცოტა ხნით ოთახში გასულიყო და დაესვენა, ისედაც ძალიან მანერვიულა და აღარ გამიძალიანდა. დაეძინა. 10 სრულდებოდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, ბავშვები სახლში შემოვიპატიჟე, პატარა სუფრა გავშალე და ყველა მაგიდას შემოვუსხედით. –დაღლილი ჩანხარ–სახეზე მომეფერა სოფი. –დუდა არ მოსულა?–მკითხა ეკემ და სოფის ხელი გადახვია. –კი–ამოვიოხრე–მოვიდა და ძინავს. –რატო, რამე ხდება?–ჩამეძია ანოც. –რავიცი, არვიცი, ნაცემი მოვიდა. –მართლა?–გადაიხარხარა ეკემ. –ნუ იცინი! –მიდი, მიდი გააღვიძე–ხელით ოთახისკენ მანიშნა ეკემ. –კარგი ხო–შევუბღვირე და დუდას ოთახისკენ წავედი. საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა ძილის დროს. ლოყაზე მოვეფერე და ტუჩებზე ნაზად შევეხე. –ჩემი ფერია–ხელი მომხვია. –სტუმრები გვყავს–გავუღიმე და სკამიდან ტანისამოსი მივაწოდე.–ჩაიცვი და გამოდი. –მიყვარხარ ფერია! –მეც–ფეხზე წამოვდექი და კვლავ სტუმრებს დავუბრუნდი. *********** ვაიმეე, ბავშვებო საშინლად პატარა თავია ვიცი. მაგრამ დღეს მეტის დაწერას ვერ ვახერხებ. ხვალ დავდებ დიდ და კარგ თავს! აბა, როგორ მოგეწონათ ეს თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.