შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 15


26-06-2015, 10:42
ავტორი Nini13
ნანახია 4 213

დღეები გადიოდა, მე და დიტოს უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი, და ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე. ხან კინოში დავდიოდით, ხან ატრაქციონებზე, ხან უბრალოდ ვსეირნობდით ქუჩებში. ერთი სიტყვით ძალიან ბედნიერები ვიყავით. გვანცას და ლუკას ქორწილიც ახლოვდებოდა.
ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ადრე ავდექი, შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და ტელევიზორთან, ანის გვერდით დავჯექი.
-ეს რა ფილმია? (მე)
-„The Age Of Adaline“, ახალია და დამაინტერესა (ანი) მეც დავინტერესდი და დავიწყე ყურება.
ფილმი რომ დამთავრდა მე და ანიმ გადავწყვიტეთ რამე გემრიელობა გაგვეკეთებინა და ბოლოს არჩევანი ნამცხვარზე შევაჩერეთ.
-აუ საჭირო მასალა არ გვაქვს (ანი)
-ჩავალ მაღაზიაში, ფურცელზე დაწერე რაც დაგვჭირდება და რამდენი (მე) ანი ასეც მოიქცა, ფურცელი გამოვართვი, საფულე ავიღე და მაღაზიაში ჩავედი.
___ანი___
კარზე ზარი
ანიმ კარი რომ გააღო კინაღამ გული წაუვიდა სიხარულისგან.
როცა გონს მოეგო მთელი ძალით ჩაეხუტა მონატრებულ ძმას.
-სანდრო? ვაიმე რა სიურპრიზია, არ მჯერა რო აქ ხარ, ხო არ მეჩვენება? (ანი)
-გუშინ ღამით ჩამოვედი და სპეციალურად არ გითხარი, რას შვები როგორ ხარ, ძაან მომენატრე (სანდრო)
-შენ არ იცი მე როგორ მომენატრე, შენთან ჩხუბიც კი მომენატრა (ანი) თქვა და ისევ ჩაეხუტა
-რამდენიმე დღით ჩამოვედი, დიდი ხნით არა, ვერ მოვითმინე, ნახვა მინდოდა თქვენი (სანდრო)
-მოგიხდა ლონდონი ხო იცი, მაგრამ მე მინდა რო აქ იყო, როდის უნდა მორჩე სწავლას (ანი)
-ერთი წელიც და, როგორ გალამაზებულხარ (სანდრო)
-შენ კიდე ბევრად უფრო სიმპათიური ხარ (ანი) თან თვალი ჩაუკრა
-მოდი აქ, კიდე უნდა ჩაგეხუტო (ანი) თქვა და ასეც მოიქცა
___ნინი___
სახლში შევედი და ხელში დაჭერილი პარკები კინაღამ დამივარდა, გავოცდი სანდრო რომ დავინახე, ნამდვილად არ ველოდი
-გოგო ნახე ვინ ჩამოვიდა (ანი) მომახარა ანიმ
-ვაიმე სანდრო, როგორ ხარ (მე) მოვიკითხე და თან ჩავეხუტე
-რავი კარგად, მომენატრა აქაურობა და ცოტა ხნით ჩამოვედი (სანდრო)
-შენ და შენი ლონდონი, სამუდამოდ როდის ჩამოხვალ? (მე) ვუთხარი და თან გამეცინა
-მისმინე, ახლა მე და ნინი ნამცხვრის გამოცხობას ვაპირებთ და შენც დაგვეწვიე კაი? ცოტა დიდი დრო დაგვჭირდება მაგრამ არაუშავს, ჯერ მაინც არსად გაგიშვებ (ანი)
-კაი, თქვენ გაკეთებულს დიდი სიამოვნებით შევჭამ (სანდრო)
სანამ ნამცხვარი ცხვებოდა, ანის და სანდროს ერთად ბევრი ფოტო გადავუღე და facebook_ზე ატვირთეს. მერე დიტომაც დამირეკა და მომიკითხა.
ნამცხვარი ძალიან გემრიელი გამოვიდა, სანდროსაც ძალიან მოეწონა და მალევე წავიდა.
დაახლოებით 6 საათი იქნებოდა როცა ჩემი მობილური აწკრიალდა, ეკრანზე დიტოს ნომერი ეწერა და მაშინვე ვუპასუხე
-გისმენ დიტო (მე)
-გამარჯობა, თქვენ დიტო ჯავახიშვილის ნათესავი ბრძანდებით?.. ვიღაც ქალმა მკითხა, ცოტა დავიბენი
-არა მე მისი.. მეგობარი ვარ (მე) არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი
-იცით, დიტო ავარიაში მოყვა, კიდევ კარგი დროზე მივუსწარით და საავადმყოფოში მოვიყვანეთ, ახლა ოპერაციას უკეთებენ, მის ოჯახს უკვე შევატყობინეთ, მობილურში ვნახეთ რომ ბოლოს თქვენ დაგირეკათ, და ამიტომ თქვენც გაგაგებინეთ. ნახვამდის.
ვერ ავღწერ მაშინ რა დამემართა, ადგილზე გავშრი და მობილური ხელიდან გამივარდა, ერთი წუთით წარმოვიდგინე, დიტო რომ დამეკარგა, რამე რომ მოსვლოდა...
___ 2 საათით ადრე ___
ანის მობილური აწკრიალდა, ბექა იყო
-როგორ ხარ პრინცესა? (ბექა)
-კარგად, შენ როგორ ხარ? (ანი)
-რავი კლუბში ვარ დიტოსთან ერთად, facebook_ზე რო ფოტოები დადეთ, ის ტიპი ვინაა? (ბექა)
-ახლა არ თქვა ვიეჭვიანეო, ჩემი ძმაა (ანი)
-აა, არა არ მიეჭვიანია, სხვა რას შვები? მომენატრე (ბექა)
-მეც მომენატრე (ანი)
-გვიან შემოგივლით, გკოცნი, დროებით. (ბექა) და ტელეფონი გათიშა.
ბექა დიტოს მიუბრუნდა და მაგიდასთან დაჯდა
-რაო ვინააო? (დიტო) ეს რომ იკითხა, ბექას ერთმა აზრმა გაუელვა თავში
-რაო და, ნინის ყოფილი შეყვარებული ყოფილა, ანისთან მეგობრობს თურმე და ბავშვობიდან ნინი ყვარებია, ახლაც ერთად ყოფილან სამივე (ბექა) რაც შეეძლო სერიოზული სახით თქვა ბექამ.
დიტომ ამის გაგონებაზე მუშტები შეკრა და ძარღვები დაეჭიმა, მაგრამ ეცადა არ შეტყობოდა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
ძალიან ბევრი დალია დიტომ, უკვე ზედმეტი მოსდიოდა, ძალიან მთვრალი იყო.
-ლაშა, კიდე ერთი ბოთლი მოგვიტანე რა (დიტო) ძლივს თქვა დიტომ, რომელსაც სასმელი უკვე საკმაოდ მოეკიდა.
-აღარ გვინდა ლაშა (ბექა) მიაძახა ბექამ
-ბიჭო რა იყო, ხო კაი გაგეხუმრე, ის ბიჭი ანის ძმაა, არანაირი სიყვარული და რამე, მორჩი ახლა სმას და სახლში წადი, ისედაც ბევრი მოგივიდა, შენ თავს შეხედე რას გავხარ (ბექა) დიტო ცოტა ხანში ადგა, მანქანამდე ძლივს, ბორძიკით მივიდა. სახლში მიდიოდა, საჭესთან იჯდა მაგრამ ნახევრად უგონოდ იყო, მანქანა ძლივს მიყავდა.
გზაზე ერთი მანქანა გამოჩნდა, დიტომ მოხვევა ვერ მოახერხა და...
___ 2 საათის შემდეგ ___
_ნინი_
სასწრაფოდ ჩავიცვი და საავადმყოფოში ტაქსით წავედი. ანისთვის არაფერი დამიბარებია. მეტირებოდა მაგრამ თავს ვიკავებდი.
როცა მივედი, ლია დეიდა დავინახე ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც ალბათ დიტოს მამა იყო, ის ტიროდა. მათთან მივედი
-როგორ არის? (მე)
-ოპერაციას უკეთებენ (ლია დეიდა) ნამტირალევი ხმით მითხრა.
მე აღარაფერი მიკითხავს, ცრემლები წამომივიდა, ღმერთს ვეხვეწებოდი არ წაერთმია ჩემთვის. ვერ გადავიტანდი რომ დამეკარგა... არა, არ უნდა მომკვდარიყო, მისი ოჯახის გამო, თუნდაც ჩემს გამო, არ უნდა მომკვდარიყო.
საოპერაციო გაიღო და ექიმი გამოვიდა
-ექიმო, როგორაა ჩემი შვილი
-ნუ ღელავთ, დროზე მიუსწრეს, მისი გადარჩენა მოვახერხეთ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ როცა ეს მოვისმინეთ
-მის ნახვას როდის შევძლებთ? (მე)
-ხვალამდე ვერ შეძლებთ სამწუხაროდ. თქვა და წავიდა.
მალე ვიღაც ქალი მივიდა დიტოს მამასთან
-თქვენ ხართ? თქვენ ხართ იმ ბიჭის მამა ხომ?!. იკითხა ქალმა
-ვინ ბრძანდებით?
-თქვენი ლოთი შვილის გამო ჩემი ქმარი კინაღამ მოკვდა, გესმით?! ნამტირალევი ხმით ამბობდა, უფრო სწორად, ყვიროდა
-უკაცრავად ქალბატონო მაგრამ, ჩემი შვილი ლოთი არაა, ისიც კინაღამ მოკვდა, რისი თქმა გინდათ, გგონიათ სპეციალურად გააკეთა?
-არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ ის მთვრალი იყო და იცოდეთ, აუცილებლად გიჩივლებთ!
-ქალბატონო, ზარალს მე ავანაზღაურებ, არ ვიცი თუ გინდათ ფულს გადაგიხდით, ან ახალ მანქანას გიყიდით, როგორც გინდათ, მაგრამ გთხოვთ, ჩემ შვილს არ უჩივლოთ, მას ეს სპეციალურად არ გაუკეთებია! უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც კინაღამ ორივე ემსხვერპლა.
-ზარალს აანაზღაურებთ? ჩემი ქმარი რომ მომკვდარიყო გააცოცხლებდით? მიპასუხეთ!
-ქალბატონო ის ცოცხალია, ღმერთმა არ გაწირა, დამშვიდდით, მითხარით რამდენია საჭირო და გადაგიხდით.
-თქვენ... ამ დროს ერთი ქალი მოგვიახლოვდა და უცნობი გააჩუმა
-თინა დამშვიდდი, რა მისი ბრალია, რას ერჩი ამ კაცს? დაწყნარდი... უცნობი მართლაც ეცადა და ცოტა დამშვიდდა, მერე დიტოს მამას შეხედა და კითხა
-რამდენს გადამიხდით?
-რამდენიც საჭიროა ზარალის ასანაზღაურებლად
-თქვენი ნომერი მომეცით
-აი ჩემი სავიზიტო ბარათი, შეგიძლიათ დამიკავშირეთ როცა გინდათ, ნახვამდის. და ორივე ქალი წავიდნენ.
მალე ლია დეიდა მომიახლოვდა
-შვილო ხომ გაიგონე, დიტოს ხვალამდე ვერ ვნახავთ, სახლში წადი და დაისვენე (ლია დეიდა)
-არა, აქედან არსად წავალ, ტყუილად არ მთხოვოთ (მე) აღარაფერი უთქვამს.
ახლა უკვე ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ დიტო არ გაწირა. შვებით ამოვისუნთქე. მალე დავინახე რომ დერეფანში, ჩვენსკენ ანი, ბექა და ლუკა მოდიოდნენ, სამივე ჩემთან მოვიდნენ
-როგორაა? (ბექა) საშინლად ნერვიულობდა
-ექიმმა თქვა რო მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება (მე) ვთქვი და ტირილი ამივარდა.
-ბატონო კახა, მაპატიეთ, ჩემი ბრალია (ბექა) მოულოდნელად თქვა ბექამ და თავი დახარა, კანკალებდა
-რა არის შენი ბრალი შვილო?
-ერთად ვიყავით კლუბში, აი ეს გოგო დიტოს შეყვარებულია, დიტოს ვეხუმრე, თითქოს მისი ყოფილი შეყვარებული გამოჩნდა და მსგავსი რამეები ვუთხარი, მე არ ვიცოდი რომ ამას ასეთი შედეგი მოყვებოდა, ანერვიულდა და ძალიან ბევრი დალია, სასმელი ძალიან მოეკიდა, ვუთხარი სახლში წადიმეთქი, ყველაზე დამპალი ადამიანი ვარ, ისიც არ ვიკადრე მანქანამდე მიმეყვანა, მარტოც გავუშვი სახლში და... მაპატიეთ, ვიცი რო საშინელი ვინმე ვარ, ვიცი რო არაკაცი ვარ, მაპატიეთ ყველამ (ბექა) ძლივს დაასრულა, ცოტაღა აკლდა და იტირებდა.
-შვილო, არავინ იცოდა რომ ეს უბედური შემთხვევა მოხდებოდა, ეს არავის ბრალი არაა, შენ კარგი ადამიანი ხარ, დიტოს ნამდვილი მეგობარი, რა იცოდი რომ შენს ხუმრობას ასეთი რამე მოყვებოდა, მაგრამ მაინც იცოდე, ასე აღარ მოიქცე.. თქვა ბატონმა კახამ და თბილად გაუღიმა. ბექა მივიდა და ჩაეხუტა.
მერე ჩემთან მოვიდა და ბოდიშები მიხადა.
-საბოდიშო არაფერი არ გაქვს, ვეთანხმები ბატონ კახას (მე) მართალია მასზე თავიდან გავბრაზდი, მაგრამ რა იცოდა ეს რომ მოხდებოდა, გულით ნანობდა და ნერვიულობდა.
გვიანობამდე იქ ვიყავით ყველა. მერე ბავშვები წავიდნენ, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, მე არ გავყევი, მინდოდა იქ ვყოფილიყავი. არც ბატონი კახა და ლია დეიდა წასულან.
რაღაც ძალიან მინდოდა დიტოს ნახვა, გადავწყვიტე მის პალატაში შევსულიყავი ჩუმად, და ასეც მოვიქეცი.
რომ დავინახე გული მომიკვდა, იქვე ახლოს, დივანზე დავჯექი და ვუყურებდი. მალე, ჩემდა უნებურად, იქვე ჩამეძინა.



№1  offline მოდერი ანკა

ძალიან საინტერესო თავი იყო. გამიხარდა დიტოს არაფერი სერიოზული რომ არ სჭირდა winked
ასე გააგრძელე, მომწონს love

 


№2  offline წევრი Nini13

ანკა
ძალიან საინტერესო თავი იყო. გამიხარდა დიტოს არაფერი სერიოზული რომ არ სჭირდა winked
ასე გააგრძელე, მომწონს love

მადლობა დიდიი love love

 


№3  offline წევრი მირზა

კარგია ძალიან love და მე რო სიახლეს ვდებ რატო არ ჩანს ხომ ვერ დამეხმარებით ვინმე? no

 


№4  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს მალე დადე

 


№5  offline წევრი Nini13

მირზა
კარგია ძალიან love და მე რო სიახლეს ვდებ რატო არ ჩანს ხომ ვერ დამეხმარებით ვინმე? no

ადმინის შემოწმების შემდეგ დაიდება smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent