ორმაგი ტკივილი - {8}
ასე ვიდექით და ვეხუტებოდით ერთმანეთს, მე კი ცრემლებს არ ვმალავდი. - არ მაინტერესებს რა გჭირს და რა მოხდება უახლოეს მომავალში, მე შენ მიყვარხარ და მინდა ჩემს გვერდით იყო! - არ მინდა, არ მინდა რომ მერე ორივეს გვეტკინოს... - მთავარია რომ გიყვარდე და დანარჩენი აღარ მაინტერესებს. - ნამტირალევი ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა. ამას ისეთი სიფრთხილით აკრთებდა, გეგონებოდა ფაიფურის თოჯინა ვიყავი და რომ დავვარდნოდი დავიფშვნებოდი. - გთხოვ დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდი. - ცოტა ხანი ჩუმად იყო, მაგრამ ვამჩნევდი რაღაც არ ასვენებდა, ალბათ ათასი კითხვა, რომლის დასმაც ეშინოდა. მაგრამ ვერ მოითმინა და სიჩუმე ისევ მან დაარღვია. - როდის გაიგე პირველად, რომ კიბო გქონდა? - თავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავხედე. - თუ, თუ გინდა ნუ მიპასუხებ... - არა, ვთვლი რომ უნდა იცოდე ყველაფერი... პირველად სამი წლის წინ, 13ის რომ ვიყავი ჩემმა მშობლებმა ექიმთან მიმიყვანეს, რადგან ზოგჯერ რაღაც უჩვეულო მემართებოდა და შეეშინდათ. თავიდან დამიმალეს და მითხრეს დიდი არაფერიაო, მაგრამ ბოლოს ვერ მოვითმინე და ანალიზების პასუხი მალულად ვნახე. ვერ აგიღწე რა დამემართა იმ დროს, როგორი ტკივილი განვიცადე, იმ ერთმა პატარა ფურცელმა ჩემი მთელი ცხოვრება თან წაიღო. სწორედ იმ დღის შემდეგ აღარ ვიღიმოდი, ყველა კარგ მეგობარს დავშორდი, მინდოდა თავიდანვე შეგუებოდნენ ჩემს დაკარგვას ვიდრე სიკვდილის შემდეგ. მხოლოდ ერთი ადამიანი არ მანებებდა თავს - ნოე - ერთადერთი იყო ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი და ასე უბრალოდ არ მთმობდა, მაგრამ... მაგრამ ცოტა ხნის წინ ვაიძულე წასულიყო და მასაც სხვა გზა არ ჰქონდა. ასე უბრალოდ და ასე უცებ დავკარგე ჩემი პატარაობის საუკეთესო მეგობარი. - ექიმები რას ამბობენ? რა..რა..რამდენიი... - რამდენი დამრჩა? - ხო - მოერიდასავით. - ექიმთან ორი თვის წინ ვიყავი ბოლოს და მითხრეს ორი წელი... არც კი. თუ მდგომარეობა არ გაუარესდა. ამიტომ გეუბნები ცოტნე, არ მინდა არანაირი ურთიერთობა... - ჩუუ - გამაჩერა - მე კი მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, კიდევ გიმეორებ და გაგიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება, არ მაინტერესებს რა მოხდება, მე შენ მიყვარხარ. - ბოლო წინადადება ხაზგასმით თქვა. - მადლობ, რომ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ არ ღირს... - გამაგიჟებ! მორჩა, გაჩუმდი ეხლა, აზრს მაინც არ შევიცვლი. ეხლა კი წამო თბილისში წავიდეთ - მომახარა - ასე ძალიან რომ გინდოდა. ახლა უკვე ვიცი რომ ჩემგან გაცევას მაინც აღარ შეეცდები. სახლში დაგტოვებ და მეც წყნარად ვიქნები და შენც დაისვენებ. - ერთ რამეს გთხოვ.. - მთხოვე რაც გინდა და რამდენიც გინდა. - ეს ლაპარაკი, გთხოვ აქ დარჩეს სამუდამოდ და არავს უთხრა. - ბაზარი არაა ჩემო ცხოვრებავ რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ. წამო ეხლა დავივიწყოთ ჩვენს ეს საუბარი, ავიბარგოთ და თბილისში წავიდეთ. ე კაი რა ეხლა მაინც გაიღიმეე. - ხომ იცი... - მაინც მოვახერხებ შენს გაცინებას ადრე თუ გვიან, აგერ მიყურე. - ვნახოთ. და ამ შუა ღამეს უნდა წავიდეთ? - ხო რა პრობლემაა? - არა უბრალოდ ბნელა და.. - არა, არა ნუ გეშინია, თუ გეძინება უკან დაწექი და დაიძინე, გამთენიისას თბილისში ვიქნებით უკვე. - კარგი. გამთენიისას მართლა თბილისში ვიყავით უკვე. სახლში დამტოვა კარგად გამოიძინეო და საღამოს გამოგივლიო. აღარ ვაპირებდი გაქცევას ან მისგან დამალვას, თავს არც ისე ცუდათ ვგრძნობდი, თანაც მემგონი მომწონდა კიდევაც, მემგონი არა, მართლა მომწონდა, ასე რომ სახლში შესულმა მაშინვე საწოლს მივაშურე და მკვდარივით ჩამეძინა. შუა დღისას საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი. აღარ მეძინებოდა, საშინლად ვგრძნობდი თავს, ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილი, მაგრამ მალევე გამახსენდა - ლომკა. მაშინვე ოთოსთან დავრეკე: - ალო ოთო როგორ ხარ? - ვა ელი სად დაიკარგე რომ არ ჩანდი? - ახლა მაგის დრო არაა, წამალი გააქვთ? - აი ეხლა უნდა მოიტანოს გიორგამ. - ჩემთვისაც მოატანინე რაა, ეხლავე გამოვალ. - არგი, მალე მოდი. - გავთიშე თუ არა ჩაცმა დავიწყე და მაშინვე ქოხში გავვარდი. თქვენც მშვენივრად იცით ჩემი თქმის გარეშე იქ რას გავაკეთებდი. ზედმეტად დიდი სიამოვნება იყო ამდენი ხნის მერე ლომკის „ჩაკვლა“, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ იქ ყოფნის დროს ცოტნემ დამირეკა. ნომერს დავხედე თუ არა მკვდრის ფერი დამედო, კიდევ კარგი იმ დროს უკვე გამოვდიოდი კაიფიდან და ცოტა ნორმალურად ვუპასუხე: - ალო. - ელი სად ხარ? - გაბრაზებული იყი. - რა..რაა იყო? - სად ხარ მეთქი? - ქ..ქოხში..ი - მანდ რა გინდა გოგო? - ყურმილში ისეთი ჩამყვირა არ მეგონა ბარაბანი თუ არ გამისკდებოდა. - ბავშვებს გამოვუარე სანახავად რა იყო? - რა რა იყო გოგო რომელი ბავშვები ეგენი არიან ან რომელი შენი მეგობრები რომ სანახავად მიხვედი? დროზე წამოდი მაქედან შენს სახლთან ვდგავარ და 5წუთში აქ იყავი. - წამოვალ ცოტა ხანში. -ცოტა ხანში არა, ეხლავე წამოდი მაქედან! - ხო წამოვალ მეთქი ვაა ცოტა ხანშიი. - ვუთხარი და გავუთიშე. აი სად დამერხაა, ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოსული. ნერვიულობისაგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, აქეთ-იქით დავდიოდი, ხან ვანაში შევიდოდი და წყალს შევისხავდი, ამ დროს კი კარებზე კაკუნის კი არა ბრახუნის ხმა გაისმა, აი ახლა კი ნამდვილად შემეშინდა, სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. - არ გაუღოთ ჯერ რაა. - განწირული ხმით ძლივს-ძლივობით ამოვილუღლუღე. - ჩამოიღო გოგო კარი აბა რა ვქნაათ(გიო) - მივიდა და გააღო. ვინ იქნებოდა თუ არა ცოტნე. - ელი სად არის? - მისი ღრიალის ხმა გავიგე, მე კიდე ერთ-ერთ საძინებელში ვიყავი ჩაკეტილი. - ელი სად არის მეთქი თქვე **რებო დროზე მიპასუხეთ. - კანკალმა ამიტაცა, რა ჯანდაბა მექნა სად გადავმხტარიყავი აღარ ვიცოდი. უცებ ნაბიჯების ხმა გავიგე ჩემს კარებთან და მერე ბრახუნი. - ელი გააღე კარები! - ხმას არ ვიღებდი, ერთ კუთხეში ვიყავი ჩაკუზული და შიშისგან ვკანკალებდი. - ელი გააღე კარები თორემ შემოვამტვრევ. - მთელი ძალით აბრახუნებდა, ჩამოიღო კარები რასაც ქვია. ფეხები უკან მრჩებოდა ძლივს-ძლივობით ავდექი და კარები გავაღე. მაშინვე მკლავში მეცა. მისი სახე რომ დავინახე უფრო მეტად მომიცვა შიშმა. ქოხიდან გამათრია მანქანაში ჩამსვა. - შენ სულ გასულელდი გოგო იმ ნაბ***რებთან რა გესაქმებოდა ჰა? - მეგობრები არიან. - ჰაჰ, რა მეგობრები გოგო, იცი მაინც ვინები არიან? ქალაქის ცნობილი ნარკომანები, მაგათთან რა გესაქმებოდა გოგო შენ ხო არ გასულელდი? - ვიცი. - მერე, რო იცი ესე უნდა იარო ხოლმე სანამ რამეს არ გიზავენ? - ჩუმად ვიჯექი ჩმთვის თავჩაღუნული და არაფერს ვამბობდი. - მიპასუხე ელი, მიპასუხე! - ამ დროს გამომხედა და მგონი ყველაფერს მიხვდა - არა.. არა, არა, არ მითხრა რო.. არ მითხრა რო ეხლა რაც გავიფიქრე ნაღდია. - მე რა ვიცი შენ რა გაიფიქრე - ჩუმად ვუპასუხე. - რა და შენც იმათსავით კაიფობ ხოლმე? - დავდუმდი. - პასუხი გამეცი ელი. მართალია? - დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია, ზოგჯერ. - შენ რა მართლა გასულელდი ელი? - ბოლო ხმაზე მიყვირა, ამასობაში ჩემს სახლთანაც მივედი და მანქანიდან გადავედი. - კარგი რაა ცოტნე არ გინდა ეხლა ისტერიკების მოწყობა - ვუთხარი, როცა სახლში შევედით. - რა ისტერიკები გოგო რას აკეთებ ეგ მაინც იცოდე, თავს იღუპავ - გულზე ხელებდაკრეფილმა შევხედე - კარგი ვიცი ხო რო ისედაც დიდი დრო... მარა გინდა რომ უფრო მალე მოკვდე? ფეხს არ გაადგავ გარეთ დღეიდან. - და ვითომ რატომ? შენ ვინ გეკითხება? - ეგ მეორეჯერ აღარ გაიმეორო, მე მეკითხება სწორედაც რომ. აქ დავრჩები სანამ ჭკუას არ ისწავლი... - და რამდენი ხანი უნდა გამომკეტო ჩემს სახლში? იქ გამოკეტვა არ მეყოფოდა თუ რაა? თუ გინდა რომ მაშინდელივით გავაფრინო? ცოტნე მე შენ თავიდანვე გითხარი რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყობოდა და ან შემეგუე ასეთს, როგორიც ვარ ან კიდევ კარგად იყავი. - მომიახლოვდა და წყნარად მითხრა. - ელი როდის უნდა შეიგნო რომ მე შენ თავს არ დაგანებებ... - მოგბეზრდება ერთ დღეს ეს ყველაფერი და შენც წახვალ. - დამაცადე! მეც გითხარი თავიდანვე რომ თავს არ დაგანებებდი.. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ელი, შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, მე შენთვის კარგის მეტი არაფერი მინდა, ამიტომაც ვიქნები აქ სანამ არ გადაეჩვევი იმ მავნე ჩვევას და წამალს თავს არ დაანებებ, მანამდე კი იმედი არ გქონდეს რომ აქედან წავალ ან შენ გაგიშვებ სადმე მარტოს. სხვა გზა არ გაქვს ეხლა შემირიგდი და ბუტიაობას მორჩი, შევთანხმდით? - ხელები გაშალა და გამიღიმა. დიდი ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე: - ჰო კაი - მივედი და მეც ჩავეხუტე. ასეთი სითბო, ნოეს წასვლის შემდეგ არ მიგრძვნია. ********** სამი თვე გავიდა და ზაფხულიც კარგა ხნის დამდგარი იყო. ამ დროის განმავლობაში ცოტნე გვერდიდან არ მომშორებია. მარტო მაინც არადა არ მტოვებდა, მხოლოდ მაშინ როცა მარკეტში ჩადიოდა ეგეც 5წუთით, არ მენდობოდა, სულ ეგონა, რომ ისევ ქოხში გავიქცეოდი. ამ დროის განმავლობაში ლომკა ზოგჯერ ისე შემომიტევდა ხოლმე თითქმის ყველა თეფში და ჭიქა დავამსხვრიე. ამ მდგომარეობას კი ცოტნე ოთახში გამოკეტვით შველიდა სადაც არაფერი იყო მსხვრევადი. მოკლედ, თბილისში სული გვეხუთებოდა ორივეს ისე ცხელოდა და გადავწყვიტეთ სადმე წავსულიყავით. არჩევანი რაჭაზე შეჩერდა, სუფთა ჰაერი ჩემს ორგანიზმს არ აწყენდა, თანაც უკვე მშვიდად ვგრძნობდი თავს და გადაჩვეული ვიყავი წამალს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.