შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 4)


27-06-2015, 00:43
ავტორი llella
ნანახია 3 353

მთელი გზა დაძაბული ვიჯექი, ვერ ვისვენებდი, მე ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი, ის-მე...
-როგორ ხარ?!-მისმა კითხვამ გამაკვირვა.
-კარგად-გამეცინა.
-რატომ იცინი?!
-ახლა რომ მეკითხები მაგას მაგიტომ.
-რომ გნახე დამავიწყდა და...-თავი იმართლა ვაჟბატონმა.
-კაი-მინდოდა ჩვენი დიალოგი რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო.
-გეგა და რატი იქ დაგვხვდებიან, ნიკაც, სანდროც და ნუცაც-შეეცადა საუბრის დაწყებას.
-ვიცი-მოკლედ ვუპასუხე.
-1 თვე დიდი დროა...-მრავლისმთქმელი თვალებით გამომხედა, მერე კი ისევ გზას გახედა.
„ 3 წელი უფრო დიდი დროა... ძალიან დიდი... და მტკივნეული...! “ გავიფიქრე და ღრმად ჩავისუნთქე ფანჯრიდან არეულად შემოსული ჰაერი.
-არ მელაპარაკები?!-მკითხა 15 წუთის შემდეგ, რადგანაც ხმა არ გავეცი.
-ჰა... საიდან მოიტანე?!
-ხმას არ მცემ! და თავს მარიდებ!-გამომხედა დაბღვერილმა და მკაცრი ტონით მითხრა.
-სულაც არა...-ჩავიდუდღუნე და თავი გავატრიალე.
-კაი... ახლა არაფერს არ გეუბნები!-ვითო გამიჯავრდა ვაჟბატონი.
-ვერც ახლა და ვერც მერე ვერაფერს ვერ მეტყვი!-ჩემმა ტვინმა მოფიქრებული გეგმა გაიხსენა და მის შესრულებას შეუდგა?!
-რაა?!-ცალი წარბი ზევით აზიდა და გაკვირვებულმა გამომხედა.
-რაც გაიგე-მოკლედ მოვუჭერი და ტელეფონს დავხედე რომელიც ჩემს მუხლებზე ცეკვავდა.
-უპასუხე!
მობეზრებულმა გავხედე ჯერ ძარღვებდაბერილ ყიფიანს, მერე კიდევ ტელეფონს.
-ხო გეგა.
-სად ხართ?!
-გზაში ვართ, რა იყო?!
-არა არაფერი, მალე ქენით და ხო კიდე-გაიცინა და მერე გააგრძელა-არ დაჭამოთ ახლა ერთმანეთი.
-ვერ გიტან!
-მეც მიყვარხარ დაიკო-გადაიხარხარა და გამითიშა.
მობეზრებულმა დავაგდე ტელეფონი ძველ ადგილას და ამოვიოხრე.
-რაო გეგამ?!-ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე მკითხა.
-არაფერი, სად ხართო.
-აქ გავჩერდეთ, კაფეში შევიდეთ!
-არ მშია მე...
-გადმოდი!-გაიღიმა და მანქნიდან გადმოვიდა.
-უჟმური-ჩემთვის ჩავიდუდღუნე და მანქნიდან გადავედი.
-გავიგონე!-ისევ ვსტაცე კბილები ქვედა ტუჩს და ცალი თვალი დანანების ნიშნად დავხუჭე.
კაფეში შევედით, სასიამოვნო გარემო იყო.
-მიდი შენ დაჯექი სადმე და მოვალ მეც-მითხრა შესვლისთანავე.
-კაი...-მობეზრებულმა გავეცი პასუხი.
კუთხეში ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დავჯექი, თვალი მოვავლე ოთახში მყოფ ხალხს, ჩემი ყურადღბა კი ახალგაზრდა 8 ბიჭმა მიიპყრო, რომლებიც ეტყობოდათ რაღაცას აღნიშნავდნენ, ყველა შევათვალიერე, უფრო ერთს დავაკვირდი, მუქი ყავისფერი მოგრძო თმებით, ყავისფერი თვალებით და დიდი ტუჩებით... ყველანი არაჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ, კარგადაც ჩაცმულები, თანაც სიმპატიურები, ჩემს თავზე გამეცინა, იდიოტური ფიქრები თავიდან მოვიშორე და ისევ ფანჯარაში გავიხედე.
-რას ინებებთ?!-გავიგე გოგონას საყვარელი ხმა.
-აჰ... უბრალოდ ატმის წვენი.
-ახლავე-საყვარლად გამიღიმა და წავიდა.
ფანჯარაში ყურებას ვაგრძელებდი, ისევ ფიქრებმა მომიცვა... ჩემს თავზე მეცინებოდა, ასე როგორ შემიყვარდა ირაკლი ყიფიანი, ასეთი გულუბრყვილო როგორ აღმოჩნდა ჩემი გული?! მეც ვერ გამეგო, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ვბრაზობდი რომ ასე ახლოს მოვუშვი ეს ჯმუხი და ბოროტი ადამიანი გულთან, მოვუშვი რაა, ისე ძალიან მიყვარდა რომ... მიყვარდა?! ტვინი მიმტკიცებს წარსულში დატოვეო, გული კი პროტესტს აცხადებს, ასე არ შეიძლება, ცუდად იქცევი, მიეცი შანსიო... არა მას არა... საკუთარ თავსო... მე კიდე მათ „ბრძოლას“ ყურადღებას აღარ ვაქცევ... უბრალოდ აღარ შემიძლია...
ეს 3 წელი?! უსაშინლესი, ურთულესი და აი რაღაცნაერი იყო, პირველი წელი ხომ საერთოდ, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, ვისთვის გამენდო დარდი... ისევ მეგობრები და ჩემი ძმები... ნუცა რომ არ ყოფილიყო... ალბათ შევიშლებოდი... ხო ზუსტადაც...
და ახლა... მისგან თავს შორს ვიკავებ, არა... იმიტომ არა რომ მაღიზიანებს და რაღაც ამდაგვარი... უბრალოდ მეშინია... მეშინია ისევ ისე არ შემიყვარდეს... ისევ ისე არ მეტკინოს მისი სიყვარული... მეშინია მაშინ როცა ჩემთის ძვირფასი გახდება ისევ არ წავიდეს... აი რისი მეშინია, მეგობრობა კი... სასაცილოა უბრალოდ... როგორ უნდა იყო იმ ადამიანის მეგობარი ვინც ყველაზე მეტად გიყვარს და ვინც სულ ყველას გირჩევნია, ვერანაირად ვერ იქნები მისი უბრალოდ მეგობარი, ამიტომ საერთოდ „არავინ“ ჯობია იყო...
-გამარჯობა!-გავიგე უცნობი ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმა, ზემოთ ავიხედე და აი ის ბიჭი შემრჩა ხელში ზემოთ რომ აღგიწერეთ.
-გაგიმარჯოს...-გაკვირვებულმა ჩავიბურტყუნე.
-მარტო ხარ?!-მკითხა და თან ჩემს პირდაპირ მდგომ სკამზე დაჯდა.
-არა!-ნერვებ მოშლილმა ვუპასუხე და ახლად მოსულ ოფიციანტ გოგონას გავხედე, რომელმაც ჩემს პირდაპირ წვენი დადგა.
-არაუშავს, სანამ ეგ ვიღაც მოვა ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ-გამიღიმა და გოგონას მიუბრუნდა-ერთი ლუდი მომიტანე.
-ახლავე-სწრაფად გასცა პასუხი და გაგვშორდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა.
-თორნიკე-გამიღიმა და ლუდი მოსვა.
-.............-მე ხმა არ ამომიღია, ყურადღებას არც კი ვაქცევდი, ნელა ვწრუპავდი ატმის წვენს, ვიყურებოდი ფანჯარაში და ღმერთს ვთხოვდი ყიფიანი მალე მოსულიყო, სად ჯანდაბაშიც არ უნდა ყოფილიყო.
-შენ სახელს არ მეტყვი?!
-...........-არც ახლა არ ამომიღია ხმა.
-გოგო რომ გელაპარაკები შენ არ გესმის?!-გაბრაზებული წამოიწია წინ და სიგარეტის კოლოფს ხელი მაგრად მოუჭირა.
-კი-ნაგლი ღიმილი ავიკარი და ისე გავეცი პასუხი.
-რომ გელაპარაკები გამეცი პასუხი.
-არ ვარ ვალდებული.
-შენ რა ჯიუტი ყოფილხარ-გაიცინა და ლუდი მოსვა.
-აი მაგაში გეთანხმები რომ ჯიუტია-გავიგონე ირაკლის ხმა და ღმერთს მადლობა გადავუხადე, იმისათვის რომ ჩემი თხოვნა შეისმინა.
გაოცებული ავხედე ძარღვებდაბერილ ყიფიანს და მის ამ მდგომარეობაზე გამეღიმა.
-შენ ვინ ხარ?!
-მე ირაკლი ვარ ყიფიანი!-ჯიბეებში ხელები ჭაეწყო და მომღიმარი სახით უყურებდა „მსხვერპლს“
-ხოდა ირაკლი ყიფიანი შეგიძლია წახვიდე, მე და...-ახლაღა გაახსენდა რომ ჩემი სახელი არ იცოდა.
-ანეტა-ირონიული ღიმილით უთხრა ყიფიანმა ჩემი სახელი.
-ხო, მე და ანეტა არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს!-მიუგდოსავით, ისე რომ მისთვის არც კი შეუხედია.
-გაა****ამ თუ გაგა****ნო?!-მისი ბოხი ხმა ცუდად მისწვდა ჩემს სმენას და მთელ ტანში გამცრა.
-რა თქვი ბიჭო?!-ფეხზე წამოვარდა თორნიკე და ირაკლის საყელოში წვდა.
ირაკლიმ ურეაქციოთ სტაცა ხელი კეფაზე, ასე ვთქვათ მოხარა წელში საცოდავი თორნიკე და გასასვლელისკენ წავიდა.
-ირაკ....-არ მაცადა დასრულება.
-არ გაექანო! მალე მოვალ!-გასცა ბრძანება და კაფე დატოვა.
შევნიშნე, რომ 2 ბიჭი გავიდა გარეთ, თანაც თორნიკეს მეგობრები იყვნენ, ძალიან შემეშინდა, მინდოდა გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ვიცოდი რაც მოხდებოდა მერე და ამიტომ ისევ ჩემს ადგილას დატევა გადავწყვიტე.
ზუსტად 20 წუთში დაბრუნდა უკან, მაისურს ისწორებდა, მკლავები ზემოთ აწია და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა, გზაში თორნიკეს ძმაკაცებს ირონიული ღიმილით გახედა და ისე დაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას.
-აბა რამე შეუკვეთე შენ?!-მკითხა წყნარი, მაგრამ მაინც ბოხი ხმით.
-წ... წვენი-გაკვირვებულმა გავეცი პასუხი და თვალებში ჩავაშტერდი.
-მეტი არაფერი?!-გამიღიმა და ისე მკითხა.
-არა.
-კაი მე აჭარული ხაჭაპური მინდა, შენც ხომ შეჭამ?!-მე არაფერი არ მიპასუხია-გოგონა-დაუძახა ოფიციანტს.
-დიახ, გისმენთ.
-2 აჭარული ხაჭაპური და ამდენივე ატმის წვენი.
-ახლავე-გოგონამ ყველაფერი ჩაიწერა და ისე გაგვშორდა.
-ნუ ხარ დაძაბული!
-რა უქენი თორნიკეს?!-ვკითხე უემოციოთ.
-ააჰ, ანუ თორნიკე-მისი სახელი დაძაბულმა წარმოთქვა-გაგიცნიათ ერთმანეთი, რაღა გიჭირს.
-რა უქენი თქო!
-ისეთი არაფერი, არ ინერვიულო შენ-ვითომ დასამშვიდებლად გამიღიმა.
-სავალდებულოა ადამიანს დააყრევინო კბილები?!
-კი! სავალდებულოა! მადლობა თქვი ცოცხალი რომაა საერთოდ.
-ნამდვილი ცხოველი ხარ!-წარმოვთქვი გაღიზიანებულმა.
-ჭკუა დაატანე გოგო რას ლაპარაკობ!-არანაკლებ გაბრაზებულმა გამცა პასუხი და ხმას საგრძნობლად მოუმატა.
-შენ კიდევ შენს ქმედებებს დაატანე ჭკუა!
-რომ დავატანე როგორც შენ ამბობ, იმიტო დაყარა კბილები.
-................-არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოეტანათ ხაჭაპური, რომ ლაპარაკისთვის არ მოეცალა, ასეც მოხდა, მალევე მოიტანეს ჩვენი შეკვეთა.
-გემრიელად მიირთვით-საყვარლად გაუღიმა გოგონამ ყიფიანს, მას კი მისთის არც შეუხედავს, გოგონა დამწუხრებული გაგვშორდა, ჩემმა გულმა კი 3 წამით წაიცეკვა, მისი ასეთი საქციელის გამო.
-ჭამე, რომ მალე წავიდეთ.
-..............-არც ახლა არ გამიცია ხმა, ისედაც ბევრი ვილაქლაქე და აღარ მინდოდა იგივეს გამეორება.
დავნაყრდით, ანგარიში გადაიხადა და ისევ მანქანაში ჩავჯექით.
-შენი ბრალია! ეგრე რო არ გცმეოდა...-უცებ წამოიძახა და ძარღვებდაბერილმა ისე მოუჭირა საჭეს ხელი, წამით ვიფიქრე შემოატყდება თქო.
-რაარი ჩემი ბრალი?!-ვერ გავიგე რას გულისხმობდა
-რადა კბილები რო დაყარა იმან-გამარკვია საქმის ვითარებაში.
-რას უწუნებ ჩემს ჩაცმულობას?!
-ამაზე მოკლე კაბა არ გქონდა გარდერობში?!-გაღიზიანებულმა მკითხა.
-მგონი არა-არანაკლებ გაღიზიანებულმა ვუპასუხე მეც.
-წესიერად ჩაიცვი!
-მაცვია!
-არ გაცვია და მეორეჯერ არ გამამეორებინო!
-შენ ამას ვერც გამიმეორებ!
-რას ქვია ვერ გაგიმეორებ გოგო?!
-რას და იმას!
-მე თუ არა აბა ვინ უნდა გითხრას?!-ხმას საგრძნობლად უწევდა.
-შენ არ გაქვს უფლება!
-მე მაქვს უფლება თუ მაქვს...-მრავლისმთქმელი თვალებით გამომხედა.
-არ გაქვს! შენ არავინ ხარ გესმის?! არავინ!
-აჰა-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და გაიცინა-თუ არავინ ვარ მაშინ არავის რატო უზიხარ მანქანაში?!
-შეგახსენებ, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი შენთან ერთად მგავრობაზე.
-მაშინ ახლა რატომ მომყვები?!
-სხვა გზა არ მაქვს.
-გაქვს...-ისე გამომხედა ტანში გამცრა-შეგიძლია შენი გრძელი ენით და მოკლე ჭკუით გააჩრო მანქანა და შენით ჩამოხვიდე სოფელში.
-არაჩვეულებრივი-გაბრაზებულმა გამოვაღე კარები და გადავედი მანქანიდან.
„ამას თუ გონია, რომ შევეხვეწები სოფელში ჩამიყვანე თქო, ძაან შემცდარა, არაფრის უფლება არ აქვს, რაც მთავარია ჩემთან დაკავშირებით... არადა... ყველაფერი ისე მიდის როგორც მე მინდოდა... მაგრამ... მაგრამ მაინც მტკივა, არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც მტკივა“
ფეხით მივდიოდი, ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ალბათ სიბრაზისგან ასფალტს ფეხს რომ ვადგამდი ტყდებოდა.
ჩემთვის მივდიოდი, როცა ფეხის ხმა გავიგე, არ ვიცოდი ვინ იყო, ამიტომ შიშმა ამიტანა, ფეხს ავუჩქარე.
-გაჩერდი!-გავიგე ნაცნობი ხმა, მაგრამ მე რისი ანეტა ვიყავი ახლა გავჩრებულიყავი.
-............
-გოგო გაჩერდი-მეთქი!
-...........
-ანეტა!-რასაც ქვია დამიყვირა, შეშინებული შევხტი და მივუბრუნდი.
-რა გინდა ადამიანო რააა?!-დავუყვირე და თვალებშიო ჩავხედე, ერთმანეთს სულ რაღაც 20 სანტიმეტრი გვაშორებდა.
-რა რა მინდა გოგო?! რომ გეუბნები გაჩრდი თქო არ გესმის?!
-მესმის.
-მერე?!
-მერე არაფერი.
-აუ ეს გადამიყვანს მე ჭკუიდან. მერე და არ უნდა გაჩრდე?!
-არა!
-წამოდი!-დამიყვირა წყიბიდან გამოსულმა.
-არ წამოვალ! შენ არ მითხარი შენით წადიო?! ხოდა მივდივარ!
-არ გამომიყვანო წყობიდან იცოდე!
-გამოდი მერე, ჩემიდან რა გინდა-მხრები ავიჩეჩე.
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა!-დამაყენა არჩევნის წინაშე ვაჟბატონმა.
-როგორც გინდა-ნაგლურად გავუღიმე, წარბები ზემოთ ავზიდე და შევტრიალდი.
-ნუ მე ფაქტია მოგეცი არჩევნის უფლება...-ჩუმად ჩაილაპარაკა და ისე ამიტაცა ჰაერში.
-რას აკეთბ-წამოვიყვირე-გადაირიე?! დამსვი ეხლავე!
-არაფერს! ხომ თქვი შენ როგორც გინდაო?!-გაიცინა და ისე მკითხა-ხოდა მე ესე მინდა.
-იდიოტო დამსვი ახლავე!-დავიწყე ფართხალი, ხელებს ზურგზე ვურტყამდი ის კი ურეაქციოთ მიდიოდა წინ.
-არა!
-დროზე დამსვი შე ცხოველო!
-აჰა დაგსვი-რასაც ქვია დამაბერტყა მანქნის წინა სავარძლზე, თვითონ კი მისი ადგილი დაიკავა.
-ველური ხარ!
-ვიცი!
-ცხოველი!
-ეგეც ვიცი, ახლა კიდევ გეყოს ჭიჭყინი და ჩუმათ იჯექი შენთის ჯობია.
-ხოო, აბა რაა, ადგები და ჯერ გადამაგდებ მანქნიდან, მეტყვი შენით ჩადი სოფელშიო, მერე კიდე რაღაც მიზეზის გამო გამომყვები უკან და ჩამტენი მანქანაში!-წყობიდან გამოსულმა დავუყვირე და ხელები გადავაჯვარედინე ერთმანეთში.
-ზუსტადაც, ასე რომ თუ კიდევ გააგრელებ ბუზღუნს, გარწმუნებ კიდევ სამჯერ შევძლებთ მაგ თეატრის დადგმას.
-ღმერთო შენ მიშველე-ერთი ამოვიჩურჩულე და ფანჯარაში გავიხედე.
არა იფიქრეთ ამათმა გზაში კიდე დაჭამეს ერთმანეთიო?! სულაც არა იმის მერე ხმა არ ამოგვიღია, ან მე რაღას ამოვიღებდი...
-ვააახ გეღირსათ ტო!-წამოიძახა გეგამ, რომელიც ნუცას აწვალებდა და ჩვენსკენ გამოექანა.
-სად ხართ ბიჭო ამდენ ხანს?!-საუბარში სანდროც ჩაერთო.
-გზაში-მოკლედ მოუჭრა ყიფიანმა და ირონიული ღიმილით გადმომხედა.
-თამრიკო ბებოოოო-წამოვიყვირე და გავიქეცი 60 წელს აცილებული საყვარლად მომზირალი ქალისთვის, რომელიც სიცილით იკრავდა თავშალს და ჩემსკენ მოდიოდა.
-ჩემი კუდრაჭა, ჩემი პატარა გოგონა, როგორ მომენატრე ბებო-გამიღიმა ქალმა და გულში ჩამიკრა, ახლა მივხვდი რა დონეზე მომნატრებია ჩემი ბებიკო-ასე დაკარგვა შეიძლება გოგო?!
-ბებიკო 1 თის წინ არ ვიყავი ჩამოსული-გავიცინე და ახლახანს მომხდარი ფაქტი შევახსენე.
-მერედა 1 თვე ცოტაა?!
-კაი გეყოფა ცა, გამეიწიე ერთი მეც ვნახო ბაღანა-გავიგე ბაბუაჩემის ხმა და ახლა მისკენ წავედი.
-ბაბუუუ შე ძველო, რაფრა ხარ თუ იცი?!-გავიცინე და მაგრად ჩავეხუტე მონატრებულ ბაბუას.
-ეს რაფერიც იყო, იმფერი დარჩა ხომ?!-სიცილით გახედა გეგას და რატის და ჩემზე ანიშნა.
-კი ბაბუ კი-მათაც გაიცინეს.
-რაფრა მომენატრებიხარ შე პაწა ჭინკა შენა-ცხვირზე მაკოცა და გულზე მიმიხუტა.
-მეც მომენატრე ბერო-მე და ბებიკო ბაბუას „ბეროს“ ვეძახით, ხოლო მე და „ბერო“ კი ბებიკოს „თეკლას“ ბებუაჩემი იცინის, ჩემთვის ისევ ისეთი ახალგაზრდა ხარ როგორც ადრე იყავი და არც არასოდეს არ დაბერდებიო, ისე როგორც ჩვენი სიყვარული არ დაბერდებაო, ამას რომ ვუსმენ გული სითბოთი მევსება და თვალზე ცრემლი მადგება, მეც ვვოცნებობ ისეთვე სიყვარულზე როგორიც მათ აქვთ, მეც მინდა ვიღაცამ ესე შემიყვაროს... უბრალოდ მინდა...
-თეკლა მოი შენაც მოი-გაიცინა ბერომ და ბებიასაც მოხვია ხელები.
-მიყვარხართ...-დავიჩურჩულე.
-ჩვენც გვიყვარხარ...-გამიცინეს ორივემ.
-კაი გოგო გეყოფა, მაცადე გავაცნო ადამიანი ხალხს-გაისმა რატის სიცილნარევი ხმა.
-ოოოხ-ამოვიოხრე და ბიჭებს გავხედე.
-გაიცანით ეს ირაკლი ყიფიანია, ჩვენი მაგარი ძმაკაცი, აი ბიჭია თვით სიუჟმურე, ხოდა ცოტა გასანიავებლად ჩამოვიყვანეთ, იქნება რამე ეშველოსო და...-გადაიხარხარა რატიმ.
-ჯაფარიძე-გაისმა ყიფიანის ბოხი ხმა და მე როგორც ყოველთვის მისი ხმის გაგონებაზე გამცრა.
-ხო კაი კაი-ისევ აგრძელებდა სიცილს, მაგრამ მალევე დააწყნარა სახე, ნუ მას შემდეგ რაც ირაკლის სახეზე დაწერილი “მოკეტე თორემ სახეს აგაძრობ, გპირდები!“ არ წაიკითხა-ესენი კიდე ჩვენი ბერო და თეკლა არიან, ნუ ჩვენი ბებო და ბაბუ რაა-გაიცინა და ორივეს გადახედა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ხმა საგრძნობლად გაუთბა ყიფიანს.
-ჩვენთვისაც შვილო, სულ ყვებოდნენ ბიჭები შენს შესახებ-ყიფიანმა უბრალოდ გაუღიმა.
-კაი გავშალოთ ახლა სუფრა-წამოიძახა ბერომ-თეკლა მიდი აბა შენ იცი-თბილად გაუღიმა მეუღლეს ბერომ, მისი მზერით გამთბარმა თეკლამ კი სამზარეულოსაკენ აიღო გეზი.
-ბე მოიცა მეც მოგეხმარები-წამოვიძახე.
-მეც წამოვალ-აგვყვა ნუცაც, რომელზეც გეგა იყო აკრული-გამიშვი ადამიანო.
-იყავი აქ მიეხმარება ანეტა.
-ვაიმეეე, მომაშრეთ რაა ეს ნივთი, ხალხი არ ხართ?!-დაიწუწუნა ნუცამ და „მიშველეთ“ სახით გადახედა ოთახში მყოფებს.
-გაანებე ბიჭო ამ გოგოს თავი-ნუცას ბერო გამოექომაგა.
-მაიცა ბერო ახლა, ეს რო გავუშვა მერე რაღა ჩაიხუტებს-გაიცინა, მაგრამ ნუცას ხელს მაინც არ უშვებდა.
-ისე ხო სუ ჩემი ნებით გეხუტები რააა-დაიცაცხანა ნუცამ.
-გაუშვი ბიჭო-ნუცას თეკლაც გამოექომაგა.
-ხო კარგით კარგით, აი შვილიშვილის დაოჯახება რომ არ ენდომება ადამიანს რააა...-გაიცინა და ნუცას ხელი გაუშვა.
-ვაიმე მადლობა-გაიცინა ნუცამ და სამზარეულოში შემოცუნცულდა.
მალევე გავაწყვეთ მაგიდა, ღვინოო, ქათამიო, ხაჭაპურებიო, ესო, ისო და გავაწყეთ კიდეც დიდებული სუფრა.
მამაკაცებმა დალევა დაიწყეს, სადღგრძელო სადღგრძელოზე მიდიოდა, თანაც რა სადღეგრძელოები...
კარგათაც გამოთვრნენ, ჩვენ კი უბრალოდ ვჭორაობდით, მე დრო ვიხელთე, ნუცას დავავლე ხელი და აივანზე გავიყვანე, გარეთ წვიმდა ამიტომ ეზოში ჩამოკიდებულ ჰამაკზე არ გავსულვართ და აივანზე მდგომ სკამებზე მოვთავსდით, საკმაოდ კი ციოდა მაგრამ...
-მიდი მოყევი-გავიცინე.
-რა მოვყვე?!
-რადა სად ეგდეთ შენ და გეგა და ვაფშე ყველაფერი მოყევი.
-არაფერი არაა მოსაყოლი-თავის დაძვრენა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-მიდი ეხა დროზე მოყევი!-გადავიხარხარე და გავხედე დაბნეულ დაქალს.
მანაც ყველაფერი დაფრქვა, მე კიდე კმაყოფილი სახით ვუყურებდი და მსიამოვნებდა ესეთი მაგარი და გადარეული ძმა რომ მყავდა.
-ვაახ, გეგას უყურე შენ-გავიცინე-არა რაა მაგარი ძმა მყავს-კმაყოფილი ღიმილით გადავაჯვარედინე ხელები ერთმანეთში და გავიჯგიმე.
-ოოოხ ზედმეტად-გაეცინა ჩემს საქციელზე.
-რა გინდა გოგო შენ არ მესმის...
-მე?! არც არაფერი, რა უნდა მინდოდეს?!
-ხო გეთანხმები, ასეთი ბიჭი გყავს და რაღა უნდა გინდოდეს-ჩავიფხუკუნე და გავიწიე მისი მოსაცმელი რომ არ მომხვედროდა თავში, ისე მწარედ მოიქნია რომ რავიცი...
-მიდი ახლა შენ-გაიცინა და მან გამომხედა კმაყოფილმა.
-რა მე?!
-ოოო რა და მოყევი ყველაფერი რაც ხდება, რაც მოხდა და დაჟე რაც შეიძლება მოხდეს-მაცდურად აათამაშა წარბები.
-არაფერია ნუცა მოსაყოლი.
-ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებ!-გაიცინა.
-არ ვიმეორებ-გავიცინე, მაგრამ მაინც მოვუყევი ყველაფერი, ის კი ამ დროის განმავლობაში სახიდან ღიმილს არ იშორებდა.
-მაგარია-წამოიყვირა როცა მოყოლა დავამთავრე-რა საყვარელია ყიფიანი, ერთი სიტყვით აგწია და დაგდო-გაიცინა.
-რაარი გოგო მაგარი?!
-ის რომ შენს გამო ბიჭი ცემა.
-არაფერიც... ჩემს გამო არ უცემია...
-ხო აბა რაა, მის სკამზე რო დაჯდა მაგიტო ცემა, აბა რააა-გადაიხარარა.
-რაც არ უნდა იყოს მე არ მაინტერესებს! აღარ ვაპირებ ისევ ისე დავიტანჯო როგორც ადრე! აღარ ვაპირებ!
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ ნუცა... შენ ხომ იცი..
-ვიცი ანეტ აბა არ ვიცი?! მაგრამ ვიცი რომ უყვარხარ ყიფიანს, მაშინაც უყვარდი და ახლაც უყვარხარ!
-რა სისულელეა!-წამოვიძახე დარწმუნებულმა-არ ვუყვარვარ და რაც მთავარია არც ადრე ვუყვარდი!
-შენ გოგო სუ გამოდებილდი?!-გაოცებულმა წამოიძახა და ცალი წარბი ზემოთ აზიდა-ბიჭს რომ არ ყვარებოდი, ყველა პარასკევს 3 საათზე მოგიტანდა 3 ცალ ვარდს?! იმ დღეს ნინოს და ბუბას ქორწილიდან მოვიდოდა შენთან ღამის 4 თუ 5 საათზე, ისე უბრალოდ რომ მოეკითხე, თანაც მთვრალი და ხელგადაჭრილი?! ხომ იცი არა... შენაც კარგად იცი რომ იმ დღს შენს გამო იჩხუბა, აი იმ ბიჭს ეჩხუბა...
-ხო ვიცი... ვიცი...-შევაწყვეტინე მოყოლა, რადგანაც ყველაფრის გახსენება ბოლოს მიღებდა-აღარ გააგრძელო!
-არა! ვერ დაემალები გესმის ყოველთვის წარსულს! არ შეიძლება! სანამ წარსულს და მოგონებებს თვალს არ გაუსწორებ მანამდე ისინი თავს არ დაგანებებენ, შენ კიდე ამ მოგონებებს აიგნორებ! ასე არაფერი არ გამოვა! გაიხსენე არავინ რომ არ გეკარებოდა, ისიც იცი ამას ვინ აკეთებდა, მის გარდა ხომ ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა არა?!-მისგან ასეთ სიტყვები არასდროს არ მომისმენია, მაშინაც როცა... ყიფიანი წავიდა... როცა ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ნუცა მამშვიდებდა.
ხო... ალბათ რაღაცაში მართალიც კი იყო...
-ხო...
-მერე?!
-მერე არაფერი...
-ანეტა ვიცი რომ უყვარდი ირაკლის და ახლაც უყვარხარ!
-მაშინ რატომ წავიდა?! ან საერთოდ რატომ არ მოვიდა და რატომ არ მითხრა მიყვარხარო?!
-ეგ არ ვიცი... მაგრამ იცი რაა?! მისი ყოველივე ეს ქედება ნუთუ არ იყო იმის საბუთი რომ სიგიჟემდე უყვარდი?!
-არა! არ ვიცოდი! და არც მეცოდინება!
-ანეტა მე უბრალოდ არ მინდა რომ დაიტანჯო ჩემო გოგონა, მიყვარხრა ანეტ და კიდევ ერთხელ მე შენი ცრემლების მყურებელი არ ვარ! ჩემი ხელით მოვიყვან ირაკლის და ვათქმევინებ სიტყვა „მიყვარხარს!“-გამიღიმა და მაგრად ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები და გავიღიმე.
-მიყვარხარ!-დაიჩურჩულა.
-მეც... მეც მიყვარხარ „სარძლოვ“- გავიცინე და ნუცას რეაქციას დაველოდე.
უცებ გაშეშდა, მომშორდა და მამისმკვლელი თვალებით გამომხედა.
-ანეტაა-დაიყვირა.
-კაი კაი ვსო არ მცემო-დავიცინე.
-გცემო კი არა მოგკლავ გოგო!-წამოიყვირა, მერე კი თავი დაბლა დახარა-სისულელეს ნუ ამბობ...-ეს სიტყვები რატომღაც დაიჩურჩულა, მე კიდე გაკვირვებულს ღიმილი სახეზე შემახმა.
-ნუცა... რა ხდება?!
-ჰა... არაფერი...
-როგორ არა... რაღარაც „ნე დაგავარევაეშ“ შენ-გავიცინე და გვერდით მივუჯექი.
-არაფერი ანეტ... მართლა...
-კაი, როცა მოგინდება მაშინ მითხარი კაი?!-მივხვდი რომ ამაზე ლაპარაკი არ სურდა და ამიტომაც აღარ ჩავაცივდი.
-კაი.
-ხოდა მასე სარძლო-ისევ გავიცინე და გამოვიქეცი, მის გაბრაზებულ სახეს რომ წავაწყდი.
სახლში ყვირილით შევვარდი, ყველანი დასაწოლად ემზადებოდნენ, თეკლას კიდე ყველაფერი დაელაგებინა.
ბიჭები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, ხან მე გამომხედავდნენ ხან ცეცხლწაკიდებულ ნუცას, ყიფიანი კი მარტო მე მიყურებდა რაღაცნაერი ღიმილით, ახლაც იგივე ყიფიანია... რამდენიც არ უნდა დალიოს, მაინც ფხიზელ მდგომარეობაშია, მაშინაც კი აკონტროლებს თავს...
-ნუცა გეყოფა-გავიცინე და დივანს წრე სირბილით მოვუარე.
-მოგკლავ იცოდე!
-კაი რაა...-საწყალი სახე მივიღე, ამაზე მასაც გაეცინა-აი ხომ ხედავ გიყვარვარ და ვერ გამწირავ.
-როგორ არა, ისე ლამაზად მოგიღებ ბოლოს რომ...
-აე გოგოებო რა ხდება?!-სიცილით გვკითხა გეგამ.
-რავიცი ნუცა რეალურ ფაქტს აიგნორებს, ნუ უარყოფს რაა...
-რა ფაქტს?!-მკითხა რატიმ.
-არაფერი დაივიწყეთ-წამოიყვირა ნუცამ.
-კაი ხო ვსო, ჩვენ მივდივართ დასაწოლად და ძილინებისა ხალხო-გავიცინე და ნუცას ხელი დავავლე.
-ძილინებისა-წამოიძახა ნუცამაც და სიცილით ავედით მეორე სართულზე.
-მოიცათ ერთი წამით-წამოიყვირა გეგამ, უცებ ამოირბინა 9 კიბე, ნუცას მაგრად მოხვია ხელები, შუბლზე აკოცა და გახევებული გოგონას ღიმილით დახედა ზემოდან-ძილინებისა პატარავ!
ნუცას შემხედვარე როგორ არ მოვკვდი სიცილისგან არ ვიცი, მაგრამ რა მაცინებდა არ ვიცი... ყიფიანი ისეთ თვალებით მიყურებდა როგორ არ მომეკიდა ცეცხლი მიკვირს, სხვებმაც გვისურვეს ძილინებისა და ოთახში შევვარდით.
გადავივლეთ, მოვემზადეთ და ლოგინებში შევძვერით.


- - - - - - -
გამარჯობა ხალხოოო ესეც ახალი თავი და იმედია მოგეწონებათ
ველოდები შეფასებას და კომენტარებს
მითხარით ღირს გაგრძელება?!



№1  offline წევრი Indigo

აუ მალე გააგრძელე რაა... და დიდი თავები!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline წევრი llella

M-A-R-I
აუ მალე გააგრძელე რაა... და დიდი თავები!!!

ამაზე დიდი რაღა დავდო :დდდდ ადამიანი ვარ მეც :( :'( შემიბრალეთ...

 


№3  offline წევრი -tiko))

Magaria leluu...nu exla martalia cudi gogo xar ro malodineb xolme mara kaia da aba vinme shemedaos... xo kide... peopleee... adamiania esec sabechdi masala ki ara ra... rac sheudzlia debs da gulebs ar gvwyvets da chven kide pretenziebit varrttt?

Xo damaviwyda boloshi ro mimewera... mikaqaloooo leeeluuuu
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი Only DrEAmer

გიჟი ხარ და გიჟი ისტორიებიც გაქ ლელლ <3 ლავიუ <333

 


№5  offline წევრი llella

Only DrEAmer
გიჟი ხარ და გიჟი ისტორიებიც გაქ ლელლ <3 ლავიუ <333

მადლობა თამრი :დ ვცდილობ <3

-tiko))
Magaria leluu...nu exla martalia cudi gogo xar ro malodineb xolme mara kaia da aba vinme shemedaos... xo kide... peopleee... adamiania esec sabechdi masala ki ara ra... rac sheudzlia debs da gulebs ar gvwyvets da chven kide pretenziebit varrttt?

Xo damaviwyda boloshi ro mimewera... mikaqaloooo leeeluuuu

მადლობა <3 მართლა დიდი თავი იყო... ნუ მე ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო და... სხვა უკვე თქვენზეა... <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent