შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარის ქალი (11)


27-06-2015, 13:58
ავტორი gijka13
ნანახია 3 931

დამიანის ჩანაწერებიდან.
ავღანეთი/25 ნოემბერი/2014წ.
დღეს 10 ჯარისკაცი დავკარგეთ საშინელი სიტუაციაა, ყოველ წამს ველოდებით ბაზაზე თავდასხმას. ვერც ვერავის ვეხმიანები, უბრალოდ კომუნიკაციის საშუალებები არ გვაქვს გარდა რაციებისა.
არავინ იცის ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ბელას გარდა, ვიცი რომ მელოდება და ეს მაძლიერებს, მან იცის რომ ცოცხალი ვარ, დარწმუნებული ვარ იცის და სჯერა რომ დავბრუნდები, დავბრუნდები და ბევრი შვილები გვეყოლება. "იმედია".

***

ბელა აკადემიის წინ იდგა, იხსენებდა პირველად როგორ გაიცნო დამიანი, ისიც გაიხსენა როგორი წარმოდგენა ჰქონდა მასზე და გაეცინა, მუცელს მოეფერა რომელიც ჯერ საერთოდ არ ეტყობოდა.
-ალავიძის და ნაჭყეპიანის, მნახველი შემოვიდეს.
ბელა ოთხში შევიდა, რატი და გეგა რომ დაინახა სიხარულისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, გაექანა რატის შეახტა და მაგრად ჩაეხუტა.
-ჩემი გადარეული, რას შვები გოგო ბავშვი?
გაუბრაზდა რატი.
ბელა ჩამოვიდა და ახლა გეგას შეახტა და ჩაეხუტა.
-როგორ მომენატრეთ ხალხნო.
ეფერებოდა ბიჭებს ბელა.
-შენ ბიძიას გოგოს მიხედე სჯობს.
უთხრა გეგამ და თან მუცელზე ანიშნა.
-შენ რა იცი რო გოგოა? ბიჭია.
გაბრაზდა რატი.
-გოგოა დავნაზლევდეთ?
-მორჩით ბავშვობას! გოგოები სად არიან?
იკითხა ბელამ.
-დავუძახებ ახლავე.
თქვა რატიმ და კარები გააღო შემობრუნდა და დაამატა.
-მაგრამ მაინც ბიჭია.
-გოგოა.
მიაძახა გეგამ.
ცრემლები აი ის იყო ნატა და სალომე რომ შემოვიდნენ და ბელას გადაეხვივნენ.
-ო კარგითრა რას იფლურცქებით ორივე.
გაბრაზდა გეგა.
-რას შვებიან?
სიცილი აუვარდა ბელას, რომელიც არ ტიროდა რათქმაუნდა, თუმცა რომ გეკითხათ დიდი სიამოვნებით იტირებდა, მაგრამ არ შეეძლო.
-იფლურცქებიან.
გაიოცა გეგამ.
-ნაჭყეპიანი შენ ნატა კიდე გევასება?
გაუღიმა ბელამ.
-გოგო რა იყო დამალე ცოტა ქუთაისელი მაინც არიყო რო დაგიყენებია თბილისური და მებლატავები სიმონ.
-ძალით არ მიქნიაა.
ტუჩები მობუსხა ბელამ.
-კაი ხო ოღონდ შენ არ იტირო და მეც დავაყენებ თბილისურს ბაბუუ...
გასცინა გეგამ ეგრედ წოდებულ ''ბაბულიკა'' ტიპებს.
ნატას გაეცინა.
-რა იყო 120 კილოზე ჩამოხვედი და ბედნიერი ხარ?
არ გაახარა გეგამ.
-ესენი ფორმაში არიან.
ანიშნა სალომემ გეგაზე და ნატაზე.
-კი შენდობას ვფიცავარ.
დაამატა რატიმ.
-თქვენ?
-რა ჩვენ? გაიოცა სალომემ.
-არ უნდა წაგათრიოს ქუთეისში და არ უნდა მაჩუქოთ ძმის ბაჭატყები?
სიცილი ვეღარ შეიკავა ბელამ.
-მანდ ჩემი ცუცქნა არ გყავდეს მუცელში კაი დაგემართებოდა.
დაემუქრა სალომე ბელას.
-გაჩერდი გოგო ეგი რო არ წევიყვანო ჩემ მიწაწყალზე აშხვართალებული გოგოები დეილია?
ქუთაისურად ჩამოაყალიბა რატიმ.
-ხო და ვინ მიგყვება?
-ვინ წაგიყვანს?
-გეყოფათ ბავშვობა.
გაიბღვირა ბელა.
-დამიანზე რა ისმის?
დასერიოზულდა გეგა.
-არვიცი გეგა არაფერი... ერთი თვეა რაც წავიდა და არაფერი ვიცი.
-კაი დაწყნარდი კარგად იქნება.
დაამშვიდა გეგამ, მაგრამ გულის სიღრმეში გეგაც და რატიც ძალიან ნერვიულობდა.
-ხო მართლა ერთ კვირაში შეიძლება ჩვენც გაგვგზავნონ.
თქვა რატიმ.
გოგოები გაშრნენ.
-რა იცით?
იკითხა ბელამ.
-მოგვივიდა გაწვევა, მზად ხართ თქვენ ორნიო ასეთ დავალებას თავი გაართვათო და აჰა.
ნატა და სალომე ხმას არ იღებდნენ.
-სხვა ვინმე გაიწვიეს?
-კი.
-ვინ?
-გოგოები.
-ჩვეენ?
ორხმაში წამოიყვირეს ორივემ.
-ხო მარა უარი თქვით.
-როგორ ვთქვით უარი არაფერი ვიცოდით.?
-თქვენ არ წახვალთ! ყოველშემთხვევაში შენ!
კატეგორიულად უთხრა გეგამ ნატუკას.
-არც შენ!
დაამატა რატიმ და სალომეს გახედა.
-მე მინდა წასვლა.
გაოცებულმა წამოიყვირა ნატუკამ.
-არსადაც არ წახვალ!.
იყვირა გეგამ.
-შენ ვინ გკითხავს ან რატო უნდა დაგიჯერო!
ხმას აუწია ნატუკამაც.
-მკითხავს იმიტო რო მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო!
უფრო ხმამაღალი ტონით იყვირა გეგამ და ბელას მიუბრუნდა.
-კნოპკა მე გავალ, ხშირად გვესტუმრე მომენატრე.
გეგა ბელას გადაეხვია და გავიდა, ნატა კიდე გაშტერებული იდგა.
-ნატუუს, ნატაა...
ეძახდა სალომე და ხელებს მის თვალებთან აქნევდა.
-ხო
-რა გჭირს?
-უნდა გავიდე.
ისე გავიდა ნატა ბელას არც დამშვიდობებია.
-ეღირსათ ამათ.
გაეცინა სალომეს.
-ჰო, მაგრამ ვნერვიულობ.
თქვა ბელამ.
-რაზე?
ჰკითხა რატიმ.
-ჯერ დამიანი წაიყვანეს, ახლა თქვენ ვერ ვიცოცხლებ რომელიმე რომ დაგკარგოთ,
პირველად შეამჩნია სალომემ ბელას თვალზე მომდგარი ცრემლები.
-არც ერთს არ დაგვკარგავ, გპირდები.
უთხრა რატიმ ბელას და გადაეხვია.


***


-გეგა! გეგა! მოიცა!
ეძახდა ნატა წინ სწრაფად მიმავალ გეგას.
-რა გინდა?
უხეშად შემობრუნდა გეგა.
-რაც თქვი მართალია?
-მეტყობა რო ხუმრობის ხასიათ...
აღარ დაამთავრებინა სიტყვა ნატამ და უეცრად შეახო მისი ტუჩები გეგას ტუჩებს. წუთით ორივე სხვა სამყაროში იყვნენ და არ სჯეროდათ რომ ისინი იყვენ ვინც გამუდმებით ჩხუბობდნენ, ერთმნეთს აწამებდნენ და ეს სიამოვნებას ანიჭებდათ.
გეგა მთელი ძალიათ მოეხვია ნატას, ნატამაც იმავე გაიმეორა.
-გეგაა...
-ჰო...
-მართლა მსუქანი ვარ?
საწყალი ხმით ჰკითხა ნატამ.
-არა სულელო გაბრაზებდი.
გაეცინა რატის.
-მეც მიყვარხარ.
-ვიცი.
-რა იცი?
-რო გიყვარვარ.
-საიდან?
-თვალებზე გამჩნევ.
გაეცინა გეგას.

***

სახლში დაბრუნებულ ბელას ქალბატონი ნინო კარებთან დახვდა.
-ხო კარგად ხარ შვილო? ხო არაფერი გინდა?
ნერვიულად ჰკითხა დედამთილმა რძალს.
-არა დე კარგად ვარ.
ჰო ბელა დედამთილს დედას ეძახდა და ეს არავის დაუძალებია, უბრალოდ უნდოდა სითბო გამოეხატა ამ ქალისადმი, რომელიც მართლა დედასავით ზრუნავდა მასზე. როცა ეკითხებოდნენ დედას რატო ეძახი არ გიჭირსო, პასუხობდა.
-მან ჩემი მეორე ნახევარი გააჩინა და გაზარდა...
აქ ყველა ყველაფერს გებულობდა.
ქალბატონ ნინოსაც ისე სიამოვნებდა ამ მიმართვის გაგონება რონ ყოველი ბელას დაძახებაზე უფრო უყვარდებოდა ეს თბილი, ცოცხალი და ენერგიული გოგონა, რომლის სიცილიც სახლს აცოცხლებდა და ალამაზებდა.
-დე იცი ხვალ შენი მული ჩამოდის შენს გასაცნობად ლიზა.
უთხრა ნინომ ბელას.
-მართლა? რაკარგია...
სიხარულს ვერ მალავდა ბელა.
-ხო.
-აუუუ...
-რაიყო ? ხომ კარგად ხარ?
-დედა საზამთრო მინდა ამ ნოემბერში საზამთრო რამ გამახსენა?
ტუჩები მობუსხა ბელამ.
ქალბატონმა ნინომ სიცილი ვერ შეიკავა და მთელი ხმით გადაიხარხარა.
-დამიანზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, შუა ზაფხულში დემეტრეს ვუთხარი, რომ მანდარინი მინდოდა, ლამის გავაგიჟე, წავიდა და თუ ვინმეს სათბური ჰქონდა ყველას ეკითხებოდა მანდარინი ხომ არ მოგყავთო, ბევრი გიჟად შერაცხავდა სად იპოვიდა ივლისში მანდარინს.
-მერე?
გაეცინა ბელას.
-მერე ფორთოხალი მომიტანა მე კიდე ორი დღე არ ველაპარაკებოდი, ფეხმძიმე ქალი პატარა ბავშვივითაა და ძალიან მგრძნობიარე ხდება.
-დედა დამიანი ძალიან მენატრება.
ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე ბელას, და ქალბატონ ნინოს კალთაში თავი ჩაუდო.
-მეც ძალიან მენატრება შვილო, ყოველდღე ვლოცულობ და ვიცი დედის ლოცვა და შენი სიყვარული გააძლიერებს,
ცრემლით აევსო თვალები ქალბატონ ნინოსაც.
ბელას ისე მოუნდა დედათან ყოფილიყო და მისი სურნელი ეგრძნო, რომ ლამის გული გაუსკდა, მართალია ქალბატონი ნინო მასზე ძალიან ზრუნავდა, მაგრამ დედის სითბო სულ სხვაა, ამაში ყველანი დამეთანხმებით, ტელეფონი აიღო და დედას დაურეკა.
-დე...
-ხო დედა რა ხმა გაქვს ტირი?
-როგორ ხართ?
-კარგად დე თქვენ როგორ ხართ?
(ერთმანეთზე მრავლობითში ლაპარაკობდნენ რადგან იცოდნენ, მათში ორივეში მეორე სიცოცხლე იყო ჩასახული)
-არაგვიშავს, დე მომენატრე...
-მეც მომენატრე დედი...
ბელან ხმას ახლა ქალბატონი ირინეს ცრემლიანი ხმაც დაემატა.
-ექიმთან იყავი?
ჰკითხა ბელამ.
-კი დე ვიყავი და სქესს ვერ მეუბნებიან.
-რატო?
-არვიცი შებრუნებულიაო, უცადეს და არ შემობრუნდა ეს ჯიუტი, შენ გგავს და სახლში დარბის მუცელში, იქ არ გაინძრა მაინც და მაინც. შენ იყავი ექიმთან?
-კი ყველაფერი რიგზეა.
-კარგია. დე დამიანზე კიდე არაფერი ისმის?
-არა დე... ძაან მენატრება, აღარ შემიძლია...
-დამშვიდდი დე, მამას უნდა შენთან ლაპარაკი.
ქალბატონმა ირინემ ტელეფონი მეუღლეს მიაწოდა.
-ალო
-ალო მა როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ მამას ფერია?
-არამიშავს მა...
ბელას დაეტყო ხმაზე, რომ ტიროდა.
-მა გახსოვს ბავშვობაში რას გასწავლიდი? ყოველთვის ყველაფერს უნდა გაუმკლავდე და ვერანაირმა განსაცდელმა ვერ უნდა გაგტეხოს.
-ვიცი მა..
-არასდროს არ იტირო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი ქმარი გმირია და არ მოეწონებოდა მისი ცოლი ცრემლიანი ენახა. არც მე მინდა შენს თვალებზე ცრემლი დავინახო, შენ ხო ძლიერი ხარ?
-კი მე ძლიერი ვარ.
-ხო და ცრემლები მოიწმინდე და აღარასდროს იტირო, მპირდები?
-გპირდები.
ცრემლები მოიწმინდა ბელამ.
მამასთან ლაპარაკმა დაამშვიდა და დიდი ძალა შემატა, თითქოს ხელახლა დაიბადა.
ბატონი დემეტრეც დაბრუნდა სამსახურიდან.
-აბა ჩემი გოგოები სად არიან?
იკითხა დემეტერემ კარებში შემოსვლისთანავე.
-აქ ვართ,
გამოეხმაურა ნინო.
-ჩემი გოგო სადაა?
-მეც აქ ვარ მა
გაღიმებული გამოვიდა ბელა.
-ნაყინი მოგიტანე საზამთროსი. ოღონდ ცოტა შეათბე არ გაცივდე.
გაეცინა კაცს.
-საიდან იცოდით რომ საზამთრო მინდოდა?
გაოცდა ბელა.
-შენი დედამთილისგან ბევრი რამ ვისწავლე.
სიცილითვე დაამატა დემეტრემ.
-ისწავლე ხო ისწავლე, ჯერაც არ დამვიწყებია მანდარინი რომ არ მომიტანე.
გაიბუტა ნინო...
-სად მეშოვა ქალო ივლისში მანდარინი?
გაოცდა დემეტრე.
ბელა უყურებდა ამ ორ ადამიანს რომლებიც დიდი სიყვარულით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული და ეღიმებოდა.



რახან სიახელს ყოველდღე ვამატებ, თავები ცოტა შევამცირე, იმედია არ მიწყენთ ვერ ვასწრებ ბევრს. მადლობთ ;-* დამიანი კიდე დაბრუნდება, მისი მოკლვლა არც მქონდა გეგმაში. :-*



№1  offline წევრი ninonino7500

მაგარია მალე დადე რა :D :D :D

 


№2  offline წევრი მარი)))

ეხლა დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და აი გავგიჟდი საღოლ მალე გააგრძელე რაა <3

 


№3  offline წევრი candy

მაგარია მალე დადე რა love

 


№4  offline წევრი მარი)))

ჰაუუუ მალე დადე რაა:((

 


№5  offline წევრი BLATNOI

ძაან მომეწონა მალე დადე რაა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent