შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარის ქალი (10)


26-06-2015, 15:53
ავტორი gijka13
ნანახია 3 736

მხოლოდ ქალბატონი ნათელა არ იყო ამ ამბით გაკვირვებული, მთელი აკადემია გააკვირვა ამ ამბავმა, რა ხდებოდა? დამიანი და ბელა ხომ სულ კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ასე უცებ რა მოხდა მათ შორის?
ირგვლივ მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ.
ძალიან ბევრ ჯარისკაცს ჩაეშალა გეგმები ალავიძესთან დაკავშირებით.
რატიც გაბრაზებული იყო ბელაზე, რატომ არაფერი უთხრა დამიანზე.
მოკლედ გადაწყდა, რომ დამიანს სამ დღეს აძლევდნენ მოსამზადებლად და როგორც კი ეს გაიგო იმ წამსვე ბელას ძებნა დაიწყო.
-სამი დღე მაქვს.
უთხრა დამიანმა ფოიეში მდგარ ბელას.
-მერე?
-მერე ხვალ შენს მშობლებს უნდა დაველაპარაკოთ, მერე ჩემსას.
-იქნებ პირველი შენებს ვუთხრათ?
-იქნებ შენები თანახმა არ არიან ? მოდი სჯობს შენები წინასწარ გააფრთხილე და ჩემებს მე გავაფრთხილებ. კარგი?
-კარგი დავურეკავ.
-კარგი. მე საქმე მაქვს გავალ და საღამოს გნახავ ჩემი ბარტყი.
-კარგი.
-ხო მართლა დღეიდან მამაჩემი გავარჯიშებთ.
-რა?
-რა და შენი მამამთილი გავარჯიშებთ
გაეცინა დამიანს.
-მართლა?
-ხო მამაჩემი უფროსი მაიორია.
-ღმერთო შენ მიშველე.
გაეცინა ბელას.
-კაი დამშვიდდი არ შეგჭამთ.
გაეცინა დამიანსაც.

♥♥♡♡♥♥♡♡
ყველაფერი სწრაფად მოხდა, რათქმაუნდა დამიანის ოჯახმა ბელა ძალიან თბილად მიიღო, და მოეწონათ სარძლო, ბელას ოჯახი დაიბნა, არ ელოდნენ ველური შვილის გადაწყვეტილებას რომელიც სულ იმას გაიძახოდა:
-მე არ ვთხოვდები, რადროს გათხოვებაა? არც არასდროს ვაპირებ.
და უცროსი დის ნიას პასუხი რომელიც სულ 5 წლის არის, ყოველთვის ერთი და იგივე იყო
-ისედაც ალსად გაგისვებ.
როცა ნიაკომ დის გათხოვების ამბავი გაიგო მთელი დღე ტიროდა.
მერე უთხრეს დისშვილი ხო გინდა პატარა, დეიდა გახდებიო, ამის მერე სულ იმას გაიძახოდა დეიდა ვიქნებიო და ყველას აცინებდა ირგვლივ.
ბელა უფრო გაოცდა დედამისის ორსულობის ამბავი რომ გაიგო.
-ქალო რამ გაგამწარათ ამ სიბერეში?
იყო პასუხი დედამისის ნათქვამზე, თუმცა ძალიან გაუხარდა.

♥♥♥♡♡♡♥♥♥♡♡♡♥♥♥


დამიანის წასვლის დროც მოვიდა.
-არ დაივიწყო რომ ძალიან მიყვარხარ და ყოველწუთს და ყოველ წამს შენზე ვფიქრობ.
უთხრა დამიანმა ბელას.
-არც შენ დაივიწყო, რომ ყოველთვის ჩემს გულში ხარ და იქნები, მე დაგელოდები მანამ სანამ არ ჩამოხვალ და არ ჩამეხუტები.
-გპირდები, რომ ჩამოვალ.
-შენი მჯერა.
ბელა და დამიანი ერთმანეთს გადაეხვივნენ, დამიანი სამხედრო მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
ბელას ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ხორცი მოაგლიჯეს და შორს წაიღესო, საშინლად სტკიოდა გული და ნერვიულობდა მაგრამ არ იმჩნევდა, თავი ასწია და ისე შებრუნდა აკადემიაში.
ერთი კვირა გავიდა, მძიმე ვარჯიში მიდიოდა აკადემიაში, რომელსაც დამიანის მამა ხელმძღვანელობდა, დამიანზე კი არაფერი ისმოდა. არც ერთხელ არ დაურეკავს.
ხშირად უსაუბრიათ ბატონ დემეტრეს (დამიანის მამა) და ბელას, ხშირად ამხნევებდნენ ერთმანეთს.
ერთი თვის შემდეგ უკვე ოჯახის წევრებს შეეძლოთ რიგითების მონახულება.


♥♥♡♡♥♥♡♡♥♥♡♡♥♥

ბელას მშობლები სავიზიტო ოთახში იჯდნენ და ბელას ელოდებოდნენ, ნიაკო ოთახში მოუთენლად დარბოდა, ქალბატონ ალავიძეს ცოტათი მუცელიც დასტყობოდა, კარი გაიღო და ბელა შემოვიდა. ნიაკო სწაფად გაექანა ბელასკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა. ახლა მშობლებიც გადაეხვივნენ.
-დე მა როგორ ხართ? ჩემი დაიკო ან ძამიკო როგორაა?
მუცელზე მოეფერა ბელა დედამის.
-კარგად შენ როგორ ხარ შვილო?
-არამიშავს.
-დაიკო დეიდა როდის გავხდები?
ჰკითხა ნიაკომ ბელას და თან ტუჩები მობუსხა, ეს ჩვევა ბელასგან გამოჰყვა.
ბელას გაეცინა.
-ძალიან გინდა დეიდა გახდე?
-კი მინდა.
სახე გაუბრწყინდა ნიას.
-ბებო და ბაბუ როგორაა?
იკითხა ბელამ.
-კარგად არიან არაუშავთ. დე ტელეფონი მოგიტანე და სასუსნავები,
სასუსნავების გაგონებაზე ბელას თვალები გაუბრწყინდა,
-აუ რამაგარია რა მომიტანე?
-შენთვითონ ნახე, მისაღებში ჩავაბარეთ დაათვალიერებენ და მოგცემენ.
-კარგი დე.
ბელამ მამას და დედას რატიზე უამბო, ცოლ ქმარი ყურებს არ უჯერებდა მაგრამ მაინც ძალიან გახარებულები იყვნენ და რატის ნახვაც მოინდომეს.
-თავისიანებს ელაპარაკება და გამოვიყვან.
უთხრა ბელამ.
-დამიანისგან რამე ისმის?
ჰკითხა ბელას ბატონმა ალავიძემ.
ბელა გაჩუმდა, ძალიან ნერვიულობდა, უკვე ერთი თვე გავიდა და დამიანისგან არაფერი ისმოდა.
-არაფერი.მე წავალ რატის დავუძახებ.
ადგა ბელა და კარებისკენ წავიდა, მოულოდნელად სისუსტე იგრძნო, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა.
გონს მედ პუნქტში მოვიდა.
-რა მოხდა?
-გონება დაკარგე და არვიცი რატომ.
უპასუხა მედდამ.
-გადავიღალე.
-მე სხვა მიზეზი მგონია.
კარი შემოგლიჯა ნატუკამ.
-შენც გაიგე?
-ხო შენები გარეთ იცდიან აქ შემოსვლის უფლება არ აქვთ და ნერვიულობენ, თითქმის არ ჭამ, თუ ჭამ აღებინებ თავბრუც დაგეხვა და გონებაც დაკარგე, მემგონი ჯობია ორსულობის ტესტი იყიდო.
-რა?
-ხო რა შენ და დამიანს ხომ გქონდათ ურთიერთობა სანამ წავიდოდა? ეხლა არ თქვა არაო.
-არამგონია ეგ იყოს მიზეზი...
-შეამოწმე.
-მე მაქვს ტესტი გუშინ ორი ვიყიდე და მარტო ერთი გამოვიყენე მეგონა ირსულად ვიყავი.
თქვა მედდამ და ჩანთიდან თეთრი ყუთი ამოიღო.
-ხო მაგრამ ერთს ვერ ვენდობით.
-ეს ზუსტია.
დაარწმუნა მედდამ.
-კარგი.
მედდა და ნატა მოუთმენლად უცდიდნენ ბელას საპირფარეშოს წინ. როგორც იქნა გამოვიდა.
-რა? რა მოხდა?
-ორი ხაზია. ეს რას ნიშნავს?
-ორსულად ხარ.
პირი დააღო ნატამ.
-კარგით რა.
ბელა არ იჯერებდა სანამ ექიმმა არ გასინჯა, ერთი თვის და სამი დღის ფეხმძიმე იყო. გაოცდა, თან უხაროდა, მაგრამ მოუწევდა აკადემია დროებით დაეტოვებინა, დამიანის დედის დაჟინებული თხოვნით ბელა დამიანის სახლში გადავიდა.
-ჩემს რძალს და შვილიშვილს მე უნდა მოვუარო.
ამბობდა ქალბატონი ნინო.
დამიანზე კი ისევ არაფერი ისმოდა.


დამიანის ჩანაწერებიდან.

ავღანეთი/9 ნოემბერი/2014წ.
აქ საშინელი სიტუაციაა, ბიჭები ბაზიდან როცა გავდივართ არ ვიცით უკან რომელი დავბრუნდებით, ან საერთოდ ვინმე დაბრუნდება თუ არა. შენი სიყვარული მაძლიერებს და იმაზე ფიქრი რომ მელოდები. უშენოდ ძალიან მიჭირს მაგრამ ყველაფერს გავუძლებ გპირდები, მალე შენს გვერდით ვიქნები, მიყვარხარ ჩემო პატარავ.
♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥

(გადიოდა დღეები თვეები ბელა ნელნელა იბერებოდა და რადგან მის თავს საინტერესო არაფერი ხდებოდა გარდა იმისა რომ დამიანი ძალიან ენატრებოდა და მასზე ისევ არაფერი ისმოდა მინდა მოგიყვეთ რა ხდებოდა ამ დროს რატისა და სალომეს ცხოვრებაში, გეგა და ნატაც არ გამოგვრჩეს)

♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

-გოგო შენ ნორმალური ხარ?
ყვიროდა გაბრაზებული რატი.
-რა გინდა შენ ხომ არ გტკენია რა გაყვირებს? ან საერთოდ ვინ გკითხავს?
უკან არ იხევდა სალომე.
-ხომ შეიძლებოდა ასე კარგად არ დასრულებულიყო და ფეხი მოგეტეხა ან თავი დაგერტყა?
-მერე შენ რა?
-რა? გოგო ამხელა პლადფორმიდან რამ გადმოგახტუნა კიბე ვერ ნახე?
-არ მქონდა დრო არ მინდოდა წამეგო.
-აჰა ბელა წავიდა და ლიდერობა შენ გადაიბარე ხო?
-რატი რა გინდა? ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ შენ შენს თავს მიხედე.
-კისერი გიტეხია სულ ფეხებზე რას იზამ აწი.
-ხო და კარგი.
ტირილი აუტყდა სალომეს და კოჭლობით წავიდა საერთო საცხოვრებლისკენ.
-ფუ ამის დედასშე***ცი.
მთელი ძალით დაჰკრა ხელი პლადფორმას რატიმ.
-რაიყო შე*ემა რამ გაგამწარა?
ჰკითხა ახლახანს მოსულმა გეგამ.
-ბიჭო ჭკუიდან გადავყავარ აღარ შემიძლია.
-ახლა რაღა მოხდა ტოო?
-რა და პლადფორმიდან გადმოხტა და ფეხი იტკინა ვეღარ მოვასწრებდი კიბეზე ჩამოსვლას და შეჯიბრს წავაგებდიო.
-მოიგო?
-ჰო მოიგო.
-შენ რა გაღელვებს რო წაგაგებინათ ბიჭებს თუ ფეხი რო იტკინა?
გაეცინა გეგას.
-შენ შიგ***აქ ბიჭო ფეხი რო იტკინა იმიტო გავბრაზდი.
-მერე ეჩხუბე?
-ხო?
-ბიჭო გოგოს არ ეუბნები რო გიყვარს და იმაზე ეჩხუბები ფეხი რატო იტკინეო? გამაგიჟებ ტოო.
-ახლა შენ დაიწყე.
-კაი ხო გაატარე. ბიჭო ბელაზე რა ისმის ე?
-დღეს ველაპარაკე დამპირდა ხვალ მოგინახულებთო,
-მომენატრა მაგ კნოპკა.
-მეც ძალიან მენატრება.
-აუ ნატა მოდის ეხა ნახე.
-რა ვნახო?
-ეე ნატუუს მოდი რაა...!
დაუძახა გეგამ ნატას, რომელიც საერთო საცხოვრებლისკენ მიდიოდა.
-რა გინდა?
-მოდი რა ხო არ შეგჭამ არა?
ნატა მიუახლოვდა ბიჭებს.
-არ არის გამორიცხული, ახლა რაღა მოიფიქრე ნაჭყეპიანი ახალი შუტკა უნდა გაამარიაჟო ჩემზე?
-არა სულ ბოროტი კი არ ვარ.
-აბა?
-გოგო მემგონი დასუსტებული მეჩვენები და არ ჭამ?
ნატამ გაკვირვებული დაიხედა ტანზე...(არ გეგონოთ რომ ნატა მსუქანი იყო, პირიქით ძალიან მაგარი ტანი ჰქონდა)
-მართლა?
-ხო... აიწონე?
-არაა
-აუ დაგენაზლევები და რატის ძმობას ვფიცავარ 120 კილოზე იქნები ჩამოსული.
სერიოზული სახით უთხრა გეგამ.
-მასხარა ხარ ნაჭყეპიანი.
გაბრაზდა ნატა და შევარდა საერთო საცხოვრებელში.
გეგა კიდე სიცილისგან სულს ვერ ითქვამდა.
-კაი ტოო ცოდუა ეგ გოგო.
თანაგრძნობით უთხრა რატიმ.
-ჯერ სად ხარ.
თვალი ჩაუკრა გეგამ და ისიც საერთო საცხოვრებლისკენ წავიდა.
-სულელი! მასხარა! იდიოტი!
იძახოდა ნატუკა და თან ოთახისკენ მიდიოდა.
-მე მლანძღავ ღიპუც?
მოესმა ზურგს უკან გეგას ხმა.
-დამანებე თავი.
-რო არ დაგანებო?
წელზე მოხვია ხელი გეგამ და ზურგით გულზე აიკრა.
-გაწიე შენი დამპალი ხელები უნამუსო!
-იცი რა საყვარელი ხარ რო ბრაზდები?
-არა!
-კაი ტოო რა გჭირს?
შემოაბრუნა გეგამ ნატა თავისკენ და ლოყაზე ცერა თითით დაუწყო ფერება, ნატამ კიდე ბელასგან ბევრი რამ ისწავლა, ხელი დაუკავა და ისე მაგრად უკბინა მაჯაზე, გეგამ ლამის ტირილი დაიწყო.
-სხვა დროს დაფიქრდები როცა შემეხები.
თქვა ნატამ და ოთახში შევიდა.
-ბელა ალავიძე შენი გაფუჭებულია ეს გოგოები.
გაოცებული სახით იდგა გეგა და თან ხელს უყურებდა, რომელზეც კარგად იყო გამოკვეთილი ნატას კბილები.


ძალიან მამხნევებს თქვენი კომენტარები, ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და კომენტარს ტოვებთ, დიდი სტიმულია ჩემთვის, მიყვარხართ ყველანი.<3



№1  offline წევრი gijka13

ვეცდები. მადლობთ

 


№2  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent