ტრიუმფალური თაღი (ნაწილი III)
დილით იმედიანად წამოდგა ბაია საწოლიდან და აბაზანას მიაშურა. მალე მოიწესრიგა თავი. კარადიდან დაკეცილი შარვალი და კოსტუმი გამოიღო. შიგნით კი შავი ზედა ჩაიცვა. მართალია ბაიას ბევრი ტანსაცმელი არ ჰქონდა, მაგრამ რაც ჰქონდა ძალიან გემოვნებით შერჩეული. ტანისამოსის შესაფერისი, ოდნავ შედგმულ ძირებზე ფეხსაცმელი გამოიღო, არც უჭამია ისე ჩანთა აიღო და სკოლისაკენ გაეშურა. დღეს დილის ათზე ჰქონდა გაკვეთილი. ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. არ სურდა სკოლაში უპუნქტუალო მასწავლებლის სახელი დაემკვიდრებინა. ნელი ნაბიჯებით დაუყვა პარიზის ქუჩებს საბოლოოდ სკოლის ჭიშკართან შეჩერდა. ახლა უკვე მშვიდობიანად მიაღწია სკოლამდე. ეზოში თავმოყრილ ბავშვებში მისი მოსწავლეებიც ამოიცნო. -Bonjour - გამარჯობა _ უთხრა მათ და თბილად გაუღიმა. გაკვეთილის დაწყებამდე საკმაო დრო იყო, ამიტომ საკლასო ოთახს მიაშურა. უკვე ძალიან კარგად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. ჩანთა მაგიდაზე დადო და საკლასო ოთახს მიუბრუნდა. თავდაპირველად სკამებისა და მერხების გადაადგილება დაიწყო. წყვილ წყვილად დაალაგა. შემდეგ მარკერით თითოეულის სახელი დააწერა თაბახზე და მერხებზე მოათავსა. ამის შემდეგ 12 ფურცლიანი რვეულები თავისი კალმებითურთ დააწყო თითოეულ მერხზე და მოსწავლეთა შემოსვლას დაელოდა. მალე შემოლაგდნენ ბავშვები. ჯერ გაკვირვებული თვალები მოავლეს შეცვლილ საკლასო ოთახს, შემდეგ ბაიას გახედეს. ის კი ჯიუტად არ იღებდა ხმას მანამ სანამ თორმეტივე მოსწავლე არ შემოვიდოდა კლასში. ზარი დაირეკა თუ არა მოსწავლეები კლასში იყვნენ მაგრამ არცერთი არ ეკარებოდა მერხს. -დასხედით. _ უთხარ ბაიამ და თბილად გაუღიმა. -არა მადლობთ ვიდგებით. _ ირონიულად გასცა პასუხი შავგრემანმა. ბაიას ამაზე მხოლოდ ჩაეცინა. პირველ მერხთან მივიდა და გარკვევით ხმამაღლა წარმოსთქვა ამ მერხის მფლობელის ვინაობა. -პიერ დიუნან ! გთხოვთ დაიკავეთ თქვენი ადგილი. _ ბაიამ კარგად იცოდა, რომ პიერზე მაინც მოახდინა ცოტაოდენი გავლენა ამიტომაც დაასახელა ის პირველი. პიერი თითქოს ელოდაო ამ ყველაფერსო ბავშვებს გადახედა, ერთი ამოიხვნეშა და მერხისკენ დაიძრა. -ანრი ფრარ. (ეს ის შავგრემანი გახლავთ სწორედ) გთხოვთ დაიკავეთ თქვენი ადგილი. _ ახლა უკვე მეორე მერხზე გადმოვიდა ბაია. მოსწავლეც დამორჩილდა მასწავლებლის კატეგორიულ მოთხოვნას. ასე გააგრძელა ბაიამ და ბოლოს თორმეტივე მოსწავლე (ზოგიერთთან მოუწია ორჯერ გამეორება, მაგრამ ეს დიდად არც ანაღვლებდა) თავის მერხზე მოათავსა. -ძალიან კარგი. _ ჩაილაპარაკა ბაიამ და მოსწავლეებს გადახედა. - უპირველეს ყოვლისა სანამ გაკვეთილზე გადავიდოდეთ მაინტერესებს თქვენი მოთხოვნები რაც ჩემი მისამართით გაქვთ. ბაიამ დიდი თაბახის ფურცელი აიღო და დაფაზე ჭიკარტებით დაამაგრა. ხელში მარკერი მოიმარჯვა და ბავშვებს დაელოდა. -დიუნან იქნებ შენ მითხრა რა შენიშვნები გაქვს ჩემთან მიმართებით. -არანაირი მის. _ მიუგო დიუნანმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. -თუმცა არა მაქვს. _ დაამატა მალე. მინდა ისტორია შემასწავლოთ კარგად. -მორჩი რა დიუნან! ვერხედავ ჩვენზე ერთი-ორი წლით თუ იქნება დიდი. ამან რა უნდა გვასწავლოს ან რაში გამოიყენებ ისტორიას. _ დამცინავად აათვალიერა დიუნანი. -ანრი. იქნებ დაფასთან გამობრძანდეთ. _ ახლა უკვე ბაია ჩაერთო ლაპარაკში. -არ გამოვალ. -მოვითხოვ დაფასთან გამოხვიდეთ. თან სასწრაფოდ. _ ბაიამ ხმა გაიმკაცრა და მზერა ანრის მიაპყრო. ისიც უხმოდ წამოდგა და დაფასთან გავიდა. -მაინტერესებს როგორ ახსნით ქუჩურ ცხოვრებას ? -მე არ მაინტერესებს. -მე მაინტერესებს და მთელ კლასს ამიტომ დაგვდეთ პატივი და დაიწყეთ გეთაყვა. _ დაუყვავა ბაიამ როცა მიხვდა, რომ მასთან მკაცრი ტონი არ გაჭრიდა. -ქუჩა, ქუჩაა. მას თავისი წესები გააჩნია. თუ არ დაემორჩილები მოკვდები. სულ ესაა. -მერე და მოგწონს შენ ეს ? -მე არავინ მეკითხება მომწონს თუ არა ეს ასეა და მორჩა. -სიტყვებს დაუფიქრდი ანრი, ამწამს სწორედ ეს შეკითხვა დაგისვი მოგწონს თუ არა მეთქი. -არა არ მომწონს. _ მალევე გასცა პასუხი. -რატომ ემორჩილები იმას რაც არ მოგწონს ? -მე მამიკოს ბიჭი არ ვარ. ბავშვოიდან მიწევდა ჩემი საჭმლისთვის ზრუნვა. აქ ყველა მასე ვართ, დიუნანს თუ არ ჩავთვლით. ეს ჩვენი ცხოვრებაა მის და გთხოვთ ნუ ჩაერევით. -რამდენი დაუმცირებიხართ, რაღაც-რაღაც მიზეზების გამო ? ფეხზე წამოდეგით გთხოვთ. _ ბაიამ მარტივად დააიგნორა ანრის სიტყვები და კლას გახედა. კლასი მთლიანად ფეხზე ადგა. -რამდენი დაუმცირებიხართ იმის გამო, რომ სოციალურად დაბალ ფენას ეკუთვნით? ფეხზე დარჩით. თერთმეტი ბავშვი (დიუნანის გამოკლებით) ფეხზე იდგა. -ვისაც სიტყვით მოუყენებია შეურაცხოფა ამის გამო, ფეხზე დარჩით. _ განაგრძო ბაიამ. თერთმეტი ბავშვი ისევ ფეხზე იდგა. -ვისაც ფიზიკურად შეგხებიან ამისთვის ფეხზე დარჩით. _ ძვლივს ამოიჩურჩულა ბაიამ. თერთმეტი ბავშვი კვლავ ჯიუტად ფეხზე იდგა. ბაია კი გაოგნებული უყურებდა მათ. -ვისაც აღარ სურს ჩაგვრა გაგრძელდეს მათ მიმართ ხელი აწიეთ. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს. და მალე თორმეტივე მოსწავლეს ხელი მაღლა ჰქონდა აწეული. ბაიამ მიხვდა, რომ თუ ახლა არ დანებდებოდა შეეძლო ამ სადავეების ხელში ჩაგდება. -ანრი, გთხოვთ დაიკავეთ თქვენი კუთვნილი ადგილი. _ ანრიც უხმოდ წავიდა და სავარძელზე მოკალათდა. -იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ ბევრი ღარიბი მინახავს. მაგრამ სხვა მათზე უფრო შეძლებული ოჯახის შვილები არ აგრძნობინებდნენ, რომ ისინი რაიმეთი აღემატებოდნენ მათ. ვერ წარმოვიდგენდი, აქამდე საფრანგეთში, ასეთ პრესტიჟულ სკოლაში მსგავს პრობლემას თუ წავაწყდებოდი. როგორც ვხედავ ყველას გინდათ არსებული სიტუაცია შეცვალოთ. მე ერთადერთი რამ შემიძლია გავაკეთო. მოგცეთ გზა, სწორი გზა. მაგრამ ამ გზაზე თქვენ უნდა გაიაროთ, ჩემს გარეშე. მე ყველანაირად დაგეხმარებით და ჩვენ ერთად შევცვლით დღევანდელობას. მაგრამ მე თქვენს გარეშე არაფერი ვარ. თუ გვერდით დამიდგებით, მეც ამოგიდგებით მხარში. აბა რას იტყვით ? _ბაიამ ღიმილიანი სახე მიაპყრო მათ. -ჩვენ თერთმეტი წლის მანძილზე არაფერი გვიკეთებია. არც ერთ საგანში. როგორ შევძლებთ პროგრამას დავეწიოთ. თქვენ რაღაც შეუძლებელს გვთავაზობთ მის. _ ანრი მაინც არ თმობდა პოზიციებს. - იქ სადაც დიდი სურვილია, შეუძლებელი არაფერია.! მთავარი სურვილია. გაქვთ კი ეს. -მე მაქვს. _ წამოიძახა დიუნანმა და ფეხზე წამოდგა. -მეც. _ ლინდაც უკვე ფეხზე იყო. და ერთ წუთში თერთმეტი ბავშვი ფეხზე იდგა, მხოლოდ ანრი ებღაუჭებოდა სკამს. მთელი კლასი და ბაიაც მხოლოდ მას შეჰყურებდა. ბოლოს ისიც წამოდგა და ბაიამაც შვებით ამოისუნთქა. -ძალიან კარგი. ალბათ ხვდებით თერთმეტი წლის უმოქმდობა თერთმეტი წლის მასალის დაუფლებას, რომ ნიშნავს. მეთერთმეტე კლასით განსაზღვრულ პროგრამას აუცილებლად გავივლით და ამასთან ერთად მეათე, მეცხრე და მერვე კლასის პროგრამებსაც. სწავლას ხვალიდან შევუდგებით, მზად ხართ ? _ ბაიას სიტყვის წარმოთქმა და ზარის დარეკვა ერთი იყო. მიუხედავად ამისა არავინ განძრეულა. -მზად ვართ. _ დასჭექა კლასმა ერხმად და ბაია სიხარულით ცაში აიტყორცნა. პირველად ცხოვრებაში, ასე ცხადად იგრძნო გამარჯვებით გამოწვეული ბედნიერება. -დროებით. _ თქვა ბაიამ და ღიმილიანი სახე მოავლო მთელ კლას. -დროებით მის. _ დაემშვიდობნენ ბავშვები და საკლასო ოთახი დატოვეს. ბაია თითქოს კანში ვერ ეტევაო ისე იყო გახარებული. მაგიდასთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა. კარგად ჰქონდა ყველაფერი გააზრებული. ისიც კარგად იცოდა, რომ ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე. მაგრამ ვერაფრით დაუშვებდა შექმნილი სიტუაცია სამომავლოდაც გაგრძელებულიყო. უპირველეს ყოვლისა ბაიას დამატებითი მასალა სჭირდებოდა. რაც შეიძლება მეტი და მარტივ ენაზე გასაგები. პირველი რაც მოიფიქრა ეს სკოლის დირექციასთან ჩასვლა და მერვე კლასისა და სხვა დამატებითი ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან ერთი თვით გამოტანის ნებართვა იყო. ჩანთას ხელი დაავლო და პირველ სართულზე კოორდინატორთან ჩაირბინა. -უკაცრავად მინდა ბიბლიოთეკის თავჯმდომარეს გავესაუბრო. შესაძლებელია ეს? -ბატონი ანტონის კაბინეტი მესამე სართულზეა. მე-19 საკლასო ოთახი და იქ მიბრძანდით. -მადლობთ. _ უთხრა ბაიამ და ჩქარი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა. -მობრძანდით _ ოთახში მხოლოდ მაშინ შევიდა, როცა იქიდან დართეს ნება. -მოგესალმებით, მე ბაია გიგაური ვარ. -აჰჰ თქვენ სტუდენტი ხარ საქართელოდან ხომ ასეა ? _ საკმაოდ თბილი ეჩვენა მამაკაცი ბაიას. -დიახ. -გისმენთ, რამე გნებავთ? დაბრძანდით უპირველეს ყოვლისა. -იცით მე მეთერთმეტე კლასს ვასწავლი. მინდა გთხოვოთ იქნებ ერთი თვით ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანის ნებართვა დამრთოთ. -მათთვის გინდათ? _ გაიკვირვა მან. -დიახ მათთვის, პროგრამას ძალიან ჩამორჩნენ და ამიტომ ვიფიქრე... -ცუდად არ გამოგით, სხვა ნებისმიერი კლასისთვის, რომ გეთქვათ აუცილებლად დაგრთავდით ნებას მაგრამ არა ეს კლასი. -რას ამბობთ? _ ბაია ძალიან გააოცა თავჯდომარის სიტყვებმა. -ისედაც ეს კლასი, ცუდად არ გამიგოთ მაგრამ სკოლისთვის ზედმეტი ტვირთია. მათ რა წიგნებსაც ვაძლევთ მომავლისთვის გადასაყრელი გვირჩება. ამიტომაც ვერანაირად ვერ დაგრთავთ ნებას. ჩემიც გაიგეთ თავს საფრთხეში ვერ ჩავიგდებ. -ამას როგორ ამბობთ? კი მაგრამ მათ ხომ უბრალოდ სწავლა უნდათ, ყველა წიგნს ისე ჩაგაბარებთ როგორსაც გამოვიტან. ძალიან გთხოვთ. _ თხოვნაზე გადავიდა ბაია. -როგორ გეტყობათ, რომ გამოუცდელი ხართ. მალე მიხვდებით, რომ ეს უბრალო შეცდომა იყო. მაპატიეთ მაგრამ ამის ნებას ვერ მოგცემთ. ბიბლიოეთაკას მათ გამო ზიანს ვერ მივაყენებ. -გპირდებით როგორსაც მომცემთ ისეთს ჩა... -გთხოვთ, მე უკვე გითხარით, რომ არ ვარ თანახმა. -კარგით ჩემთვის ყვეალაფერი გასაგებია. _ კაბინეტიდან გაცეცხლებული გამოვარდა და კიბეებს ჩაუყვა. არა ვერ იჯერებდა ეს ყველაფერი მის თავს, რომ ხდებოდა როგორ შეიძლება ასე ბავშვების კატეგორიებად დაყოფა. რა ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე და ჰუმანიზმზეა საერთოდ ლაპარაკი. რამ დააბრმავა ყველა ამ სკოლაში ?! ნუთუ მხოლოდ ის შეცდა ამ ბავშვების შეფასებისას და სხვები მართლები არიან. მაგრამ ვერ დაიჯერებს და არც უნდა დაიჯეროს, რომ ცდება. ფული მაინც ჰქონდეს, არავის სახვეწარი არ დარჩებოდა თავისი ფულით შეუძენდა ბავშვებს. ახლა კი მართლა გაიჭედა მგონი, ვერაფერს იზამდა წიგნების გარეშე, ბავშვებს თვითონაც აუხსნიდა მაგრამ მათაც ხომ უნდა ემეცადინათ სახლში. ისე არაფერი გამოვივოდოდა. თავის კაფეს მიაშურა და მაგარი ყავა შეუკვეთა. იქნებ ამას მაინც მოეყვანა აზრზე. ისეთს არც არავის იცნობდა პარიზში ვისი მეცენატობითაც შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება. ხოდა იჯდა ასე კაფეში და ფიქრობდა რა უნდა ექნა. არა ბავშვებს იმედებს ვერ გაუცრუებდა. ისედაც ძვლივს მოიპოვა მათში ნდობა. ერთი არასწორი ნაბიჯი კი ამ ნდობას მიწასთან გაასწორებდა. ამ ფიქრებში გვარიანად დააღამდა ბაიას. ახლა გაახსენდა „ტრიუმფალური თაღი“ და მისი სავარძლის პარტნიორი კლოდი. ერთი ისიც იფიქრა იქნებ მას ვთხოვო დახმარებაო მაგრამ შემდეგ მასში პატივმოყვარეობამ იმძლავრა და გადაიფიქრა. ანგარიში გაასწორა და „ტრიუმფალური თაღისკენ“ გაეშურა. კლოდი ადრე მოსულიყო, უკვე დაეკავებინა სავარძელზე კუთვნილი ადგილი, ბაიაც გვერდით მიუჯდა. -აბა როგორ მიდის თქვენი აღზრდა-განათლების საქმეები? _ ყოველგვარი შესავლების გარეშე დაიწყო მამაკაცმა. -ბავშვებისგან სურვილი არის, მაგრამ ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. -მთავარი სურვილია და მონდომება, რა პრობლემებს გულისხმობთ, იქნებ უფრო კონკრეტულად ამიხსნათ? _ აშკარად დაინტერესებული იყო მამაკაცი ამ ამბით. -ეს ბავშვები თერთმეტი წელი არაფერს აკეთებდნენ. ახლა კი მსურს პროგრამას დავაწიო. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ამ ერთ წელში მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის პროგრამა უნდა დაძლიონ. -თქვენ გჯერათ მათი? -საჭიროზე მეტადაც. -მაშ რაღაა პრობლემა ? -აკი უკვე მოგახსენეთ ოთხი კლასის პროგრამა უნდა დაძლიონ მეთქი, ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანის უფლება არ დამრთეს. ასე განმიცხადა ბიბლიოთეკის თავჯდომარემ, სხვა კლასისთვის, რომ გეთხოვათ დაგთანხმდებოდითო. განა ეს სოციალური ნიშნით დისკრიმინაცია არ არის ?! არ ეპატიება ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის ქვეყანას მსგავსი რამ. _ მამაკაცი კვლავ დუმდა. -იქნებ მირჩიოთ რამე? -ალტერნატიული რესურსები უნდა მოიძიოთ. იქნებ სკოლის თვითმართველობას დაელაპარაკოთ. არამგონია მაგ სკოლაში ყველა ერთნაირი იყოს. -დღეს ისე გამაღიზიანა თავჯმდომარის სიტყვებმა, თვითმართველობა სულ არ გამხსენებია. მადლობთ კლოდ. -მგონი უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს თქვენობით მიმართვის კონტექტი, რომ ამოვიღოთ ლექსიკონიდან რას იტყვი ბაია? _ იკითხა მამაკაცმა და გოგონას გაუღიმა. -მხოლოდ იმას, რომ მშვენიერია. _ ჩაილაპარაკა ბაიამ მამაკაცის გასაგონად და თაღს გახედა. ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია. ბაია გრძნობდა მამაკაციდან წამოსულ სითბოს რომელიც მასაც ათბობდა. იმასაც ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ კლოდი „ტრიუმფალური თაღითურთ“ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა. კლოდი ^__^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.