შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (14)


27-06-2015, 21:04
ავტორი casas
ნანახია 4 231

ქვემოდან ამომავალმა რაღაც ხმაურმა გააღვიძა.თვალები,რომ გაახილა გარეთ უკვე ბნელოდა. "აი რას შვება დაღლილობა,რამდენხანს მძინებია"-გაიფიქრა თავისთვის და მთქნარება-მთქნარებით წამოდგა.მისი ნება,რომ ყოფილიყო საერთოდ არ ადგებოდა,მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობა უხმობდა და სხვა გზა არ ჰქონდა...თორე ჩაათაი,რომ შეკრავდა წარბებს მტრისაას...უცებ მოიწესრიგა თავი და ქვემოთ ჩავიდა..მისაღებში რამოდენიმე ადამიანს მოეყარა თავი..საუბრობდნენ და თან გულიანად იცინოდნენ...მათში ნაცნობებიც ამოიცნო...ინტერესი კლავდა რა ხდებოდა რომ გაეგო.. "თუმცა რახან არავინ გამაღვიძა,ესეიგი არ ვიყავი საჭირო"-ჩაიფრუტუნა გაბრაზებულმა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი..წყალს სვამდა და თან საშინლად ლანძღავდა ჩაათაის..ასეთი დაუდევარი,რომ იყოო...ხომ შეიძლებოდა,რომ გაეფრთიხლებინა სტუმრები თუ ეყოლებოდა..ძილის მაგივრად ჩამოვიდოდა და დაეხმარებოდა..თუმცა რახან ასე ინება,შარსაც ვერ მოსდებს...შემოტრიალებას აპირებდა უეცრად წელზე თბილი ხელები,რომ იგრძნო...სურნელით მიხვდა ვინც იქნებოდა,თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მაინც სცადაა...ხელიდან დასხლტომას აპირებდა,უფრო ძლიერად რომ მოუჭირეს თეძოებზე ხელი და სწრაფი მოძრაობით შემოატრიალეს..შემოტრიალება და ჩაათაის განიერ გულ-მკერდზე აკვრა ერთი იყო.

-დაბადებისდღე არ უნდა მომილოცო?-ნელი მოძრაობით გადაუწია ყურს უკან თმა და ძალიან დაბალი ხმით უჩურჩულა..ნაზად უკბინა ყურის ბიბილოზე და ტუჩებით ნაზად ჩამოუყვა ყელს..საბოლოოდ კი ლავიწთან შეჩერდა და სველი კოცნა დაუტოვა..ნათაისგან პასუხი,რომ ვერ მიიღო სწრაფად ასწია თავი და თვალებში ჩააჩერდა უტეხად..

-მე..არ..ვიცოდიი-მამაკაცის მწველი მზერა,რომ იგრძნო იძულებული გახდა რამე ეთქვა..იმდენად იყო სიამოვნებისგან მინაბული ძლივს ამოილუღლუღა რამდენიმე სიტყვა..

-ახლა ხომ იცი!-ცალი წარბი აზიდა და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე

-გილოცაავ!-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა..საშინლად იყო გაბრაზებული...თურმე დაბადებისდღე ჰქონია და ამას ახლა გებულობს..როგორი უტიფარია..

-საჩუქარი?-ეშმაკურად მოჭუტა თვალები...

-მუშტს გაჩუქებ სახეში თუ გინდა-ჩაიდუდღუნა ქართულად და და ვითომც არაფერიო თვალებაფახუნებულმა ახედა ინტერესით მომზირალ ჩაათაის..

-ვერ ვგებულობ შენს ენას,მაგრამ ისე მიყურებ რაღაც ცუდი თქვი!-გამაფრთხილებლად შეხედა და დაკვირვებით შეათვალიერა.

-ხვალ გაჩუქებთ მეთქი ეს ვთქვი-უტიფრად გაუსწორა მზერა

-დღესვე რომ იყოს წინააღმდეგი ხარ?-ხმა დაიდაბლა და მისკენ გადაიხარა ოდნავ

-კი მაგრამ დღეს არ მაქვს არაფერი ისეთი თქვენს ბრწყინვალებას რომ ვაჩუქო-სარკასტულად ამოთქვა ვითომ დამწუხრებულმა

-მოდი მაგას მე ავირჩევ-მოულოდნელად წამოუყენა იდეა და ველურივით დაეტაკა ტუჩებზე..გააზრებაც ვერ მოასწრო ისე შეუცურა მამაკაცმა მაისურის ქვეშ ხელები და მთელი მონდომებით დაუწყო მოფერება...მისი სიახლოვით გონებადაბინდულს ჩუმი კვნესა აღმოხდა და მთელი მონდომებით ჩაებღაუჭა მის მაისურს... ამ გამოუცდელი გოგოსთვის გონების დაბინდვა ადვილი იყოო..ერთი მისი შეხება და მაშინვე ეთიშებოდა გარესამყაროს და მხოლოდ ჩაათაის მომაკვდინებელ ალერსზე ფიქრობდა...თვითონაც უკვირს როგორ მოთოკა თავი და ვნებისგან თავგზააბნეულმა როგორ კრა ხელი.

-თავხედი ხარ ბატონო ჩაათაი-წამოიძახა აზრზე მოსულმა და გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები.

-ესეც დაბადებისდღის საჩუქარი-თითქოს არც გაუგია ნათაის ნათქვამი და კმაყოფილმა გადაისვა ტუჩზე ენა.

-ცოტა ზრდილობა არ გაწყენდა-ღრენით უთხრა და მაისურის შესწორება დაიწყოო

-თავს ვერ ვიკავებ შენ,რომ გხედავ-ცალყბა ღიმილით აათვალიერაა

-მხოლოდ მე თუ ზოგადად ქალს?-სარკასტულად გადახედა და გულში ლამის ფეირვერკი გაუშვა მის სახეს რომ შეხედა..

-როდემდე უნდა წამომაძახო?-გაბრაზებულმა შეუღრინა

-მანამ სანამ წესიერად მოქცევას არ ისწავლი-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა...მისაღებში შესულს უცებ მერთი შეეფეთა წინ და სწრაფად წაიყვანა ერთ-ერთი მაგიდისკენ,სადაც მათი საერთო სანაცნობო იჯდა...ყველას თავის კვრით მიესალმა და თავისი ადგილი დაიკავა...

-ჩაათაი ხომ არ გინახავს?-მოულოდნელად იკითხა მურატმა

-სამზარეულოში იყო ცოტა ხნის წინ-სახეაწითლებულმა უპასუხა,რამდენიმე წუთის წინანდელი ინციდენტის გახსენებისას.

-აი მოდის-ხელი გაიშვირა ერთ-ერთმა სამზარეულოდან მომავალი ჩაათაისკენ,რომელიც კმაყოფილი სახით მოდიოდაა..მათთან მისულმა ადგილი ნათაის გვერდით დაიკავა და ირონიულად გაუღიმა...

-აბა ვსმათ ყველა!-წამოიძახა მერთმა და სათითაოდ შეავსო ყველა ჭიქა..ნათაიმ სასმლისგან თავი შორს დაიჭირა და მათი ყურებით ირთობდა თავს..თან ცდილობდა ჩაათაისგან რაც შეიძლება შორს დაეჭირა თავი..

-შენ რატომ არ სვამ?-კითხა კივანჩმა და სასმელი მიიყუდა.

-ცუდი სიმთვრალე მაქვს-ამოიბურტყუნა ვითომ სერიოზულად და თავი დახარა

-არაუშავს..ჩაათაი მოგხედავს სიმთვრალეში-ხელი აიქნია მერთმა და ჭიქა მიაწოდა

-მე მისი ძიძა კი არ ვარ-ნაძალადევად გაიღიმა

-მაშ კარგი,რახან ძიძა გამომიჩნდა..-თქვა და ბოლომდე გამოცალა ჭიქა..თავიდან ცოტა გაუჭირდა სასმელთან შეჩვევა..არასოდეს არ დაულევია და წარმოდგენაც არ აქვს როგორი სიმთვრალე იციის..იმედოვნებს,რომ კარგი.ერთ ჭიქას მეორე მიყვა,მეორეს მესამე და ასე შემდეგ..სრულიად გამოეთიშა გარე სამყაროს.ყურადღებას არ აქცევდა არც შეზარხოშებულ ბიჭებს და არც ყურისწამღებ ხმაურს..არაფერი არ აინტერესებდა დედამიწის ზურგზე და ერთადერთი რასაც ნატრობდა ოთახამდე მშვიდობით მისვლა და ტკბილად დაძინება იყო..თუმცა,სიტუაციას რომ თვალი გადაავლო მიხვდა ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მხიარულება...

-ეგრე ძაალიანაც ნუ მენდობი-ყურში ჩაჩურჩულა ჩაათაიმ

-უკაცრავად?-მთვრალი მზერა მიაპყრო

-არ ვიცი რამდენად შევძლებ თავის მოთოკვას,როცა წინააღმდეგობას ვერ გამიწევ-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.

-არც ეგეთი მთვრალი ვარ,ასე ადვილად რომ აღმოვჩნდე შენს მკლავებში-წამწამები აუფახულა და მოსაუბრე ბიჭებს შეუერთდა..ბევრი იცინეს,ისაუბრეს და იმხიარულეს.უკვეე ძალიან გვიანი იყო ყველა,რომ დაიშალა..სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ იქ დარჩენა გადაწყვიტა..ჩაათაი ჯერ კიდევ სტუმრებს აცილებდა ოთახში,რომ ავიდა..იმდენად ცუდათ იყო არაფრის თავი არ ქონდა..ტანსაცმელიც ძლივს გაიხადა და საცვლების ამარა შეწვა საწოლში.ბევრი იწრიალა..სასმელმა არ მოასვენა..საკუთარ თავს ლანძღავდა დალევის გამო..ცხოვრებაში სასმელს არ მიკარებია და ახლა რამ გადარია."ოდესმე ხომ უნდა გამეგო,როგორი სიმთვრალე მქონდა"-ცდილობდა საკუთარი თავი გაემართლებინაა..საბოლოოდ თანდათან გონება გაეთიშა და თითქმის ჩაძინებული იყო მის ყურთასმენას კარის გაღების ხმა,რომ მისწვდა...გადმობრუნების თავიც არ ქონდა..იფიქრა ჩაათაიმ დამხედაო და ისევ მშვიდად განაგრძო ძილი..მთელი ღამე საოცარი კომფორტულობის შეგრძნება არ მოშორებია და ღრმა ძილშიც კი გრძნობდა თბილ ხელებს სხეულზე..თუმცა თავი სიზმარში ეგონა და თვალების გახელას საერთოდ არ აპირებდა...
ვიღაცის მწველ მზერას გრძნობდა და იძულებულს ხდიდა თვალები გაეხილა..მიუხედავად იმისა,რომ ესიკვდილებოდა გაღვიძება თავი ისე ტკიოდა,ინტერესი კლავდა ვინ შეიძლება ყოფილიყო ასე ადრიანად მის ოთახში..

-მაინცდამაინც კოცნით გინდა,რომ გაგაღვიძო?-მის ყურთასმენას ირონიული ჩახითხითების ხმა,რომ მიწვდა გონებამ მაშინვე გადახარშა ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები და ინერციით წამოხტა ფეხზე..წონასწორობის შეკავება ვერ შეძლო და პირდაპირ ხალიჩაზე გაიშოტა.ტკივილისგან სახე მოემანჭა და სასწაული ხმა ამოუშვა.ადგომის თავიც არ ქონდა და ასე გაშოტილი იწვა იატაკზეე..

-დიდი სიამოვნებით გიყურებ ყოველ დღე ამ ფორმაში, იატაკზე გაწოლილს-ოდნავ გადაიწია და საწოლის კიდეზე ჩამოდო ნიკაპი ცინიკურად მომღიმარმა

-იქნებ მოიფიქრო და დამეხმარო ადგომაში-გამწარებულმა შეუღრინა და რომ მიხვდა მამაკაცი ადგილიდან დაძვრასაც არ აპირებდა ისევ თავიისი ძალებით,სიმწრით წამოდგა ფეხზე.სიტუაცია რომ გაანალიზა და მიხვდა სად იყო და ვის გვერდით ეძინა პირდაპირ შეტევაზე გადავიდა

-რა მინდა შენს ოთახში?-დოინჯი შემოირტყა და წარბაწეულმა დახედა მამაკაცს

-ისე ეგ კითხვა მეც გამიჩნდა..რა გინდა ჩემს ოთახში?-ინტერესით მიაჩერდა და ოდნავ წამოიწია საწოლზე

-რა გამიკეთე?-ისე თავისას აგრძელებდა და საკუთარ თავს ათვალიერებდა რაიმე ცცვლილება რომ ეპოვა.დარმწუნებული იყო ჩაათაიმ მისი სიმთვრალით ისარგებლა დაა..დაა არ უნდა წარმოდგენა რა შეიძლება მომხდარიყო..გულში უკვე საშინელი გლოვა ქონდა გამოცხადებული..მისტიროდა ბედნიერ ცხოვრებას..

-შენი სიმთვრალით ვისარგებლე-მის ნერვებზე თამაშობდა და ამით ძალიან ერთობოდა გოგონას ანერვიულებულ სახეს რომ ხედავდა

-ეგ..ეგ როგორ გაბედეე..არ მჯერა მაგას არ გავაკეთებდი-თავს ნერვიულად აქნევდა და ოთახში სასაცილოდ დააბოტებდა

-სხვათაშორის ინიციატივა შენ გამოიჩინე-უდარდელად ესაუბრებოდა თითქოს მისთვის რიგითი მამაკაცი ყოფილიყო,ვისთანაც ღამე გაათენა

-არაა..მე მაგას არ გავაკეთებდი-თავზე ხელებს იჭერდა და ცდილობდა წუხანდელი ღამე გაეხსენებინა..კარგად ახსოვდა ოთახში როგორ ამოვიდა და როგორ დაწვაა..სწორედ აქ წყდებოდა მისი მახსოვრობაა..

-მკოცნიდი და მეხვეოდი...შენ მაიძულე დაა თავი ვეღარ შევიკავეე-ისევ აგრძელებდა უემოციოდ თამაშს

-ღმერთო ჩემო რა სირცხვილია.ეეს..ესს..როგორ გავაკეეთე..-სახეზე ხელები აიფარა და იქვე ჩაიკეცააა...გულში საკუთარ თავს ლანძღავდა ასეთი დაუდევარი,რომ იყო..სხვაზე ვერაფერზე ვერ ფიქრობდა...ვერ ფიქრობდა რა შეიძლება მოყოლოდა მის საქციელს..ალბათ სხვა მის ადგილას ტირილით აიკლებდა ყველაფერს,მაგრამ ნათაის ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია..რა აზრი ჰქონდა ტყუილად ცრემლების ღვრას..მაინც ვერაფერს შეცვლიდა..მისი უჭკუობით დაემართა ყველაფერი..არა ჩაათაის არ ადანაშაულებდა..თვითონ იყო დამნაშავე და ბოლომდე იზიარებდა ამას..

-კარგი მორჩა თამაში..წამოდი ვისაუზმოთ-უბრძანა სერიოზული სახით,თან ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა

-შენ ამ ყველაფერს თამაშს უწოდებ?-წამოიძახა დაფეთებულმა და მისი გულგრილობით გულნატკენმა..

-კი,იმიტომ რომ შენთვის თითიც არ დამიკარებია-გამოუცხადა სრულიად სერიოზული ტონით და ოთახიდან გავიდა

-რაოოო??? ეგ როგორრ?? კი...მაგრაამ..შენ...მე..ჩვეენნ...-ბლუყუნებდა საცოდავად და მიკეტილ კარს უყურებდა...ყველაფრის გააზრების შემდეგ უცებ წამოხტა ფეხზე და გიჯივით გავარდა კარებში..სამზარეულოში იჯდა ჩაათაი და გემრიელად მიირთმევდა..

-არ მჯერა..მატყუებ ხომ რო დავმშვიდდე?-ამოიბუტბუტა განცვიფრებულმა და საწყალი თვალებით შეხედა...

-სიმართლეს გეუბნები..უბრალოდ ცოტა წავითამაშე შენს ნერვებზე-თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა

-რა მაგარიაა...მე და შენ..ჩვეენ...არ მჯერააა-იმეორებდა თავისთვის, უეცრად მისკენ რომ გაექანა და კისერზე შემოხვია ხელები..იმდენად ბედნიერი იყო პირველ რიგში იმით,რომ მასთან არ წოლილა და მეორე იმით,რომ ჩაათაის მისი სიმთვრალით არ უსარგებლია..საერთოდ დაავიწყდა როგორ უმოწყალოდ მოატყუა მამაკაცმა და როგორ ანერვიულაა..ემოციებმა თავისი ქნეს და ახლა მამაკაცის კისერზე ხელებშემოხვეული დგას..გონს ჩაათაის ჩახველებამ მოიყვანა..ელდანაკრავივით გახტა უკან და ხელები ზურგს უკან წაიღო..თან ადგილზე ირწეოდა პატარა ბავშვივით და შრეკის კატის თვალებით უყურებდა ირონიულად მომღიმარ ჩაათაის.

-თავი ვეღარ შევიკავე-დამნაშავის თვალებით ახედა..

-არაუშავს,მეც მომეწონა-თვალი ჩაუკრა და წინკებათამაშებული თვალებით აათვალიერა...მის მზერას თვალი,რომ გააყოლა მხოლოდ მერე გაიაზრაა რა მდგომარეობაში იდგა მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინ..სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა.ყველაზე მეტად იქიდან აორთქლებას ნატრობდა

-რას მიყურებ?-გაბრაზებულმა შეუღრინა

-მაშინ ნუ მიმზეურებ ნახევრად შიშველ სხეულს,თორემ რაც გუშინ არ გავაკეთე დღეს ავანაზღაურებ-უდრტვინველად გასცა პასუხი და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.

-უტიფარი და უტაქტო ხარ!-შეშფოთებულმა მიახალა და ჩქარი ნაბიჯებით გაიქცა ოთახში..



№1  offline წევრი xatia wurwumia

vgijdebi shenze :-*:-*:-*:-*<3<3<3 (mapatie rom pirdapir shenobit mimartvaze gadmovedi) ubralod imdenad momwons es istoris emociebs ver vmalavv :-*:-* tu kidev daagvianeb icode saprotesto aqciebs mogiwyobb :-D:-D:-D:-D

 


№2  offline წევრი casas

xatia wurwumia
vgijdebi shenze :-*:-*:-*:-*<3<3<3 (mapatie rom pirdapir shenobit mimartvaze gadmovedi) ubralod imdenad momwons es istoris emociebs ver vmalavv :-*:-* tu kidev daagvianeb icode saprotesto aqciebs mogiwyobb :-D:-D:-D:-D

ძალიან დიდი მადლობაა love ძალიან მსიამოვნებს ასეთი თბილი კომენტარები და იმის გაგება,რომ ერთ ადამიანს მაინც მოსწონს ჩემი "ნაჯღაბნი" winked

 


№3  offline წევრი xatia wurwumia

casas
xatia wurwumia
vgijdebi shenze :-*:-*:-*:-*<3<3<3 (mapatie rom pirdapir shenobit mimartvaze gadmovedi) ubralod imdenad momwons es istoris emociebs ver vmalavv :-*:-* tu kidev daagvianeb icode saprotesto aqciebs mogiwyobb :-D:-D:-D:-D

ძალიან დიდი მადლობაა love ძალიან მსიამოვნებს ასეთი თბილი კომენტარები და იმის გაგება,რომ ერთ ადამიანს მაინც მოსწონს ჩემი "ნაჯღაბნი" winked


vgijdebi shennair nichier adamianebze (chem tavze mat shorisacc ) :-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D

 


№4  offline წევრი casas

xatia wurwumia
casas
xatia wurwumia
vgijdebi shenze :-*:-*:-*:-*<3<3<3 (mapatie rom pirdapir shenobit mimartvaze gadmovedi) ubralod imdenad momwons es istoris emociebs ver vmalavv :-*:-* tu kidev daagvianeb icode saprotesto aqciebs mogiwyobb :-D:-D:-D:-D

ძალიან დიდი მადლობაა love ძალიან მსიამოვნებს ასეთი თბილი კომენტარები და იმის გაგება,რომ ერთ ადამიანს მაინც მოსწონს ჩემი "ნაჯღაბნი" winked


vgijdebi shennair nichier adamianebze (chem tavze mat shorisacc ) :-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent