შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთს უხდება რითმა (მეხუთე თავი)


27-06-2015, 21:54
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 1 556

დღე ფეხდაფეხ მიჰყვა ღამეს, გადაება და გვერდიდან არ მოსცილებია. იმ დილით ჩემთვის არ გათენებულა, რადგან არავის უთქვამს გათენდაო. ალექსანდრე მოსაღამოვებულს მოვიდა, ისევ ვიწექი. საწოლთან ჩამომიჯდა და თმაზე ხელი გადამისვა. ხმა არ გამიცია.
-მაპატიე- ჩაილუღლუღა და ლოყაზე მომადო ხელი. ცხელი იყო, ზედმეტადაც კი.
-სიცხე გაქვს?
-კი, ამიტომ ვერ მოვედი დილით. ალბათ გუშინ შემცივდა.
- მაღალი?
- კი, ძალიან.
- მაინც?
- დაახლოებით შენი სიმაღლის იქნება.
გამეღიმა და წამოვჯექი.
-შენ არ ხარ ვალდებული მე მომიარო.
- ვიცი. მე შემიძლია ნებისმიერ დროს დაგტოვო.
- შეგიძლია- ჩავიჩურჩულე და თითქოს მაშინვე ლოდად დამაწვა ისედაც ნაცნობი რეალობა.
- წამოდი, გარეთ გავიდეთ.
- არა, მცივა.
- უცნაურია, არა და მზე ანათებს, თბილა. ნეტა იცოდე რამხელა მზე იჭყიტება შენი ფანჯრიდან. დღეს არ გაუღიმე ხომ?
- არა, მთელი დღე მეგონა, რომ წვიმდა.
- სულ ტყუილად.
ხელი ჩამკიდა და აივანზე გამიყვანა.
-გარეთ ძალიან თბილა ლიზა, ისეთი დღეა შენ რომ გიყვარს, კაშკაშა. ისევ გცივა?
- არა, იმდენად აღარ.
- აი, ხომ გეუბნებოდი.
რამოდენიმე წუთით ორივე გავჩუმდით. არაფერი ისმოდა ირგვლივ, ჩემი აჩქარებული გულისცემის გარდა.
- რა ფერის თვალები მაქვს სანდრო?
- მოიცა ვნახო... თაფლისფერი, მუქი თაფლისფერი.
- მატყუარავ, ახლა მოღრუბლულია.
- რა იცი?
- როცა მზე ანათებს მე ყოველთვის მწვანე თვალები მაქვს, მახსოვს.
ცოტა ხანს ხმა აღარ გაუცია, შემდეგ ლოყებზე ხელის გულები მომადო და მითხრა:
-სამაგიეროდ გათბი...
მართალი იყო, თუმცა არ ვიცი რატომ. ალბათ სწორედ ისეთია ცხოვრება, როგორიც გვინდა რომ იყოს, ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ მის მიმართ.
- შენ რა ფერის თვალები გაქვს?
- არასდროს შემოგიხედავს ხომ?
- არა, არასდროს.
- მაშინ სევდისფერი.
- და მაინც რა ფერია ეგ შენი სევდა?
- შენი თვალების ფერია ლიზა.
- როდის?
- როცა მზე ანათებს.
- ანუ მწვანე?
- ჰო, შეიძლება მასეც ვთქვათ.
- მუქი?
- არა, ღრმა...

- გეშიება ლიზა.
- ჰო, იმაზე მეტად, ვიდრე იმ დღეს, მაღაზიაში.
- რაღაც მოგიტანე, დედაჩემმა გამომატანა შენთან.
- რა?
- ჯერ მითხარი, ჩაი გინდა?
- ჰო, რა?
- ორი კოვზი შაქრით ხომ?
- ჰო, არ მეტყვი რა არის?
- ლიმნით?
- არა, არ მინდა ლიმონი. თუ არ მეუბნები ნუღარ მაწვალებ მაინც.
- დედაჩემმა ტორტი გამოგიცხო.
- მე? რატომ?
ალექსანდრე ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ, ჩემი სკამის საზურგეს მიეყუდა და ღიმილნარევი ხმით ჩამჩურჩულა:
- ჩემს დაბადების დღეს გილოცავ ლიზა, დიდი ბიჭი გავიზარდო. შეგიძლია სული შეუბერო.
აღარ მახსოვდა არც თვე, არც რიცხვი და შემრცხვა,თავი დამნაშავედ ვიგრძენი მის წინაშე, თუმცა ალექსანდრე ისე დაჟინებით ითხოვდა სული შეუბერეო, რომ სურვილი ავუსრულე.
- მადლობა, ახლა შეგიძლია ტორტსაც შეუბერო სული.
- აბა წეღან რას შევუბერე?
- ჩაის, ახლა უკვე აღარაა ცხელი- თქვა და გულიანად გადაიხარხარა, თითქოს წლების ნაგროვები დარდი ერთიანად ამოიღო სულიდანო.



№1  offline წევრი marisa

აი, გამოჩნდა დიალოგები და უფრო მეტად დაგვანახე ეს ორი ერთად :) მე მგონი ჩემი ცხოვრება კარგია.. მინდა, სულ ასე იყოს.. შენი ცხოვრებაც ისეთი იყოს, როგორც გინდა.. იმსახურებ! სხვანაირად არ გამოვა, ისეთი ხარ.. მე კიდევ დავფიქრდი ცხოვრების ამაოებაზე :დდ რაც არ უნდა იყოს და როგორიც, უნდა გაუზიარო მას ყველაფერი :)

 


№2  offline წევრი Dare Gogashvili

ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent