შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(8 ნაწილი)


28-06-2015, 10:02
ავტორი ანკა
ნანახია 5 866

საავადმყოფოში კიდევ 2 დღე დარჩა. სერიოზული არაფერი იყო, ამიტომ ექიმებიც დათანხმდნენ მის მალე გამოშვებაზე. ბედნიერმა ჩაიცვა ტანზე და მარის დაუძახა.
-ჰოუუ!(მარი) - შემოყო თავი ოთახში.
-მე მზად ვარ წასასვლელად(კატო)
-კაი, ახლავე დავუძახებ ბექას და წავიდეთ(მარი)
-ბექას?! - გაუკვირდა მაშინვე - მამაჩემი სადაა?(კატო)
-კომპანიიდან დაურეკეს რაღაც საქმეზე და ბექა წაგვიყვანს(მარი)
-აჰაა, კაი...
საავადმყოფოდან გავიდა და სუფთა ჰაერით გაივსო ფილტვები. როგორ მობეზრებია მთელი დღე ოთახში გამოკეტილს წოლა. მარი სახლამდე მიიყვანეს და შემდეგ კატოს სახლის გზასაც დაადგნენ.
-იმედია ამის მერე უფრო ფრთხილად იქნები(ბექა) - თქვა და კატოს გახედა.
-იმედია(კატო) - გაუცინა და ენა გამოუყო. ბექასაც გაეცინა კატოს ასეთი პასუხი.
-ჯიუტი გოგო ხარ, მაგრამ ჩემი ჯიუტი გოგო(ბექა) - თვალებში შეხედა და გაუღიმა
-შენი არ ვარ(კატო)
-აბა ვისი ხარ(ბექა)
-არავისი!
-გეშლება... ჩემი ხარ
-არა-თქო ვაა!
-მაინც მოგარჯულებ - უთხრა და მანქანა გააჩერა.
სახლში თვითონაც შეყვა. ნათელა, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-ბებიი(კატო) - შეფრინდა ოთახში და ნათელას ჩაეხუტა.
-როგორ ხარ კატოო! რა ფეთიანი ხარ რა, როგორ შეიძლებოდა შენს მდგომარეობაში საჭესთან დამჯდარიყავი. იცი როგორ ვინერვიულე?! - უსაყვედურა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია კარზე აყუდებული უცნობი ახალგაზრდა. - კატო, ეს ვინაა? - იკითხა და ყმაწვილზე ანიშნა.
-ეს ბექაა, ბექა ეს ნათელაა - გააცნო ერთმანეთს.
-სასიამოვნოა(ბექა) - მიმართა თავაზიანად და გაუღიმა
-ჩემთვისაც შვილო - მოესიყვარულა თბილად - უი ხო, მართლა. ლევანმა მითხრა ბექა ჩემს მოსვლამდე დამელოდოსო
-კარგით დაველოდები(ბექა) - გაუღიმა და მისაღებ ოთახში გავიდა. კატო ცოტახანს ისევ სამზარეულოში დარჩა.
-რა კარგი ბიჭია. კატო, არ მოგწონს? - ჰკითხა და ინტერესიანი თვალები მიაპყრო.
-ბეე, კაი რაა... ხო იცი რომ მაგ თემებზე ლაპარაკი არ მიყვარს - უპასუხა მორიდებულად
-კაი ბე, როგორც გინდა. მიდი გადი ახლა, სტუმარს უყურადღებოდ ხომ არ დატოვებ - გაუღიმა და მისაღებ ოთახზე ანიშნა.
-საღამომდე რა ვაკეთოთ?(კატო) - ჰკითხა ბექას და მოშორებით დაჯდა.
-შენ რაც გინდა - უპასუხა და თვალებში შეხედა. არა რაა!.. მაინც როგორ ძაბავს ამ კაცის მზერა! სულ იბნევა...
-მე, რავიცი... - თქვა უხერხულად და ბექას თვალი აარიდა. მამაკაცმა თავისთვის ჩაიცინა და ისევ კატოს გახედა.
-ახლა გიომ და ბიჭებმა მომწერეს, თურმე ეგენიც ჩამოსულან, გინდა გავიდეთ კლუბში?!
-კი, ჩავიცვამ და მოვალ
-კაი, გელოდები
ოთახში ავარდა და კაბის მოძებნა დაიწყო. ბოლოს არჩევანი შავ უბრალო კაბაზე შეაჩერა. მოკლე იყო და მოტკეცილი. შავი მაღლები შეუხამა, ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა და პირველ სართულზე ჩაპაკუნდა. ბექას აშკარად მოეწონა კატოს ჩაცმულობა, თუმცა ეტყობოდა, რომ კაბა ძალიან მოკლედ ეჩვენებოდა. არაფერი უთქვამს. მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ.
-ოჰჰ. მობრძანდა დაზარალებული(გიო) - მიესალმა ბიძაშვილს სიცილით და გადაეხვია.
-მომენატრე დებილოო(კატო) - მოესიყვარულა და სხვებსაც გადახედა - ბიჭებო როგორ ხართ?
-ჩვენ კარგად და შენ როგორ ხარ(დემე)
-როგორ იქნება, დღეს გამოწერეს და პირდაპირ კლუბში გამოიქცა(ნიკა) - თქვა სიცილით და ახარხარდა. კატომ ენა გამოუყო და თავისი ადგილი დაიკავა. ბევრი ილაპარაკეს. კატოს არ დაულევია, ახლა ამის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. ცეკვის თავიც არ ჰქონდა. კლუბიდან ის და ბექა მალევე წამოვიდნენ. სახლში მისულებს ლევანი უკვე იქ დახვდათ.
-მოდით ბავშვებო(ლევანი) - თბილად მიესალმა და სახლში შემოიპატიჟა.
-გამარჯობათ, ბატონო ლევან(ბექა) - გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-მოდი რა, სახლში პირდაპირ ლევანით მომმართე. ოფიციალურობები სამსახურშიც გვეყოფა - უპასუხა მხიარულად და დივანზე დაჯდა.
-კარგით, ლევან... აბა, რისთვის დამიბარეთ?(ბექა)
-რაღაც ხარჯთაღრიცხვებს ვავსებ და გარკვეული დეტალების დაზუსტება მინდოდა.(ლევანი)
ბექა და ლევანი ადგნენ და კაბინეტში შევიდნენ. ალბათ ბევრი საქმე ჰქონდათ, გვიანობამდე ოთახიდან არ გამოსულან. კატოს უკვე ძალიან ეძინებოდა და ოთახში ავიდა.
დილით ადრიანად ადგა. მამამისი სახლში არ დახვდა. ნათელას სანაქებო ყავა გააკეთებინა და ისევ ოთახში აბრუნდა. არ იცოდა იმ დღეს რა გაეკეთებინა და მარის დაურეკა.
-მაარ, ამო რა ჩემთან
-კაი, 5 წუთში მანდ ვარ! - ამოსძახა ტელეფონიდან და გაუთიშა.
მალე კარზე ზარი იყო. გააღო და გიჟი მეგობარი თავის ოთახში აიყვანა.
-რამე ვქნათ რაა... არ ვიცი რა გავაკეთო(კატო) - უთხრა და თავის შესაცოდებლად ტუჩები სასაცილოდ დაპრუწა.
-მერე მაგას რა უნდა! - წამოიძახა მხიარულად. - მომისმინე, ბექა დაბადების დღეზე რამეს აპირებს? - ჰკითხა ინტერესით
-რა დაბადების დღეზე? - გაუკვირდა და კითხვა შეუბრუნდა
-რა დაბადების დღეზე და ხვალ რო აქვს არ იცი?
-არაა, საიდან უნდა ვიცოდე!
-ხო კაი, მთავარია უკვე იცი. ანუ არაფერს არ აკეთებს ხო?
-მგონი არა
-ჰოო, ცუდია...(მარი) - ჩაფიქრდა და თავი ჩახარა
-აუ, მე ვიცი დღეს რასაც ვიზავთ!(კატო) - წამოიძახა მხიარულად თავისი იდეით აჟიტირებულმა
-რა აბა? - ჰკითხა ინტერესით
-რადა, რამე უნდა მოვიფიქრო ბექას რო ვაჩუქო და ძალიან გაუხარდეს
-ოოო... ეგ მართლა რთული საქმეა - ჩაფიქრდა და ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო.
მთელი დღე თავს იმტვრევდნენ. რამე ორიგინალურის ჩუქება უნდოდათ, თუმცა ასეთი ვერაფერი მოიფიქრეს.
-ვაიმეეე!!! მე ვიციი!!!(კატო) - წამოხტა საწოლიდან და მარის შეხედა.
-გასკდა გოგო თავი!!! თქვი აბა ჰეე...(მარი)
-საათს ვაჩუქებ რამე ლამაზს და შიგნით მამამისის სახელს დავაწერინებ.
-მაგარი იდეაა! ყოჩაღ შეენ რა!!!
-ხო წამო ახლა დროზე, ბევრი საქმე გვაქვს - დაქალს ხელი დაავლო და მაღაზიებისკენ დაიძრნენ. მთელი დღე წინ და უკან დარბოდნენ. იუველირმა აიტეხა მე სახელის დაწერას დღეს ვერ მოვასწრებო, თუმცა ფულით ყველაფერი კეთდება!!! ორჯერ მეტი შესთავაზეს და იმანაც იმწამსვე ყველაფერი გააკეთა.
სახლში კმაყოფილი დაბრუნდა. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე, რომ ბექასთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
დილით ბედნიერმა გაიღვიძა. სწრაფად ისაუზმა და ტელეფონს დაწვდა. ბექას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ცოტა გაუკვირდა, თუმცა დიდად ყურადღება არ გაუმახვილებია.
-მა, დღეს სამსახურში გამოგყვები(კატო) - უთხრა ოთახში შემოსულ მამას იმ იმედით, რომ ბექას ნახვას იქ მაინც მოახერხებდა.
მთელი დღე სართულებზე დარბოდა ზემოთ-ქვემოთ, თუმცა ბექა არსად შეხვედრია. ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა. უკვე ნერვიულობდა. მამამისთან შევიდა კაბინეტში და პირდაპირ ჰკითხა:
-მა, ბექა დღეს არ იქნება?
-რავიცი შვილო, დღეს არ მოსულა და აწი დაღამდა და აღარც მოვა. რამე ხდება?
-არაა, ისეთი არაფერი... აუ მე უნდა წავიდე კაი? - უცბად გადაკოცნა და სახლში წავიდა.
ნერვიულობისგან ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა. სად შეიძლებოდა ბექა ყოფილიყო. დაერეკა მაინც. თან ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. უკვე თითქმის თავი დაარწმუნა იმაში, რომ რაღაც დაემართა, როდესაც ბექას საყვარელი ადგილი გაახსენდა. მაშინვე დაავლო საჩუქარს ხელი და გარეთ გავარდა. ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვას ვერ შეძლებდა. ტაქსი გამოიძახა და მთელი გზა ეხვეწებოდა რაც შეიძლება მალე მისულიყო დანიშნულების ადგილას. მანქანა გზაზე გაჩერდა. ტყისკენ დაიძრა და იმ სიბნელეში სულ კანკალით წავიდა წინ. შორს მანქანის სილუეტი დალანდა და ბექას მანქანა იცნო. ნაბიჯს აუჩქარა და ძირს დამჯდარი ბექა დაინახა
-ბექა(კატო) - დაუძახა და მის ზურგს უკან გაჩერდა
-კატო? აქ რა გინდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა
-მთელი დღეა გეძებ! ტელეფონსაც არ პასუხობ! ასე ყველაფრისგან მოწყვეტა როგორ შეიძლება!(კატო) - უსაყვედურა და ხელები გადააჯვარედინა. ბექას კატოს ასეთ საყვედურზე გაეცინა და ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო.
-ახლა მშვიდად ხარ? - ჰკითხა სევდიანმა და თბილად გაუღიმა.
-კი - მიმართა ღიმილით - კიდევ კარგი გიპოვე, თორემ დაბადების დღეს ვერ მოგილოცავდი! - წამოიძახა მხიარულად - გილოცაავ!!! - საჩუქარი ამოიღო და გაუწოდა - აი ეს შენ.
-უკვე მეორედ მაკვირვებ(ბექა) - მიმართა სიცილით და საჩუქარი გამოართვა - მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ საჭირო არ იყო. შენი აქ მოსვლაც საკმარისი იყო ჩემთვის - თქვა და ისევ გაუღიმა.
-მიდი გახსენიი! არ გაინტერესებს რაარის?!- ჰკითხა სიცილით და საჩუქარზე ანიშნა. ბექა ფიქრებიდან წამიერად გამოერკვა და პატარა ყუთი ხელში შეათამაშა.
-აბა ვნახოთ რაარის(ბექა) - თქვა ენთუზიაზმით და ყუთი გახსნა. - ვაა, ძაან მაგარია! - წამოიძახა საათის დანახვისას. ხელში დაიჭირა და თვალში მამამისის სახელი მოხვდა. - კატო, ეს... - ამოხედა გაოცებულმა და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა
-მინდოდა რამე ორიგინალური გამეკეთებინა - გაუღიმა და თვალებში ჩახედა - მიხარია რომ მოგეწონა...
მამაკაცმა მოულოდნელად მოხვია ხელები კატოს და გულში ჩაიკრა. გოგონა მის მკლავებში გაირინდა და სასიამოვნო სურნელი ჩაისუნთქა. მასთან თავს დაცულად გრძნობდა. ბექა მას ცოტათი მოშორდა და თვალებში ჩახედა
-კატო, მე... ააა, არაფერი, დაივიწყე - გაახსენდა უცბად რაღაც და ლაპარაკი აღარ დაასრულა. ჩაიცინა და გვერდზე გაიხედა - მაპატიე...
-ბექა, მეც მიყვარხარ - წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად, თუმცა ეს სანატრელი სიტყვები ბექას ყურამდე მაინც მივიდა. ბედნიერი მოუბრუნდა და ტუჩებზე დააცხრა. ერთი ხელით თავისკენ მიიზიდა და მეორეთი სახეზე მოეფერა. კატოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სასიამოვნო ეკლებმა დააყარეს და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. ერთი ხელი კისერზე მოხვია, მეორე თმებში შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. ბექა ისე ნაზად და ვნებიანად კოცნიდა კატოს, თითქოს შუშის სათამაშო ყოფილიყოს, რომელიც ოდნავი შეხებისას იმსხვრევა. მისი ბაგეები აწითლებამდე კოცნა. გოგონას ტუჩებს ძლივს მოწყდა და თვალებში ჩახედა. კატომ მორცხვად დახარა თავი.
-ჩემი ჯიუტი გოგოოო... როგორი მორცხვი ყოფილხარ(ბექა) - უთხრა ბედნიერმა და გულში ჩაიკრა.
-აუუ, ბექაა(კატო) - უპასუხა სიცილით და მუშტი მკერდზე მიკრა.
-მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლეე!!! - ბედნიერმა აკოცა ყელში და კიდევ ერთი კოცნა მოპარა.
რას გრძნობდა ამწამს კატო? ეს რაღაც არაამქვეყნიური იყო. ერთი ბედნიერება იყო იმის აღმოჩენა, რომ ბექა უყვარდა. ეს კი... ეს სულ სხვა რაღაცა იყო. თავი მეცხრე ცაზე ეგონა. ბავშვობიდან სიყვარულის უნარი უდიდეს საჩუქრად მიაჩნდა. სჯეროდა, რომ ყველა ამ ნიჭით არ იყო დაჯილდოვებული და მას, ვისაც ეს საოცარი უნარი გააჩნდა, უბედნიერესი უნდა ყოფილიყო. მისთვის საყვარელ შავ თვალებში ის ყველაფერს ხედავდა, რაც სჭირდებოდა. მისგან წამოსული სითბო ათბობდა და სიყვარული სიცოცხლის სურვილს უღვივებდა. მისი დანახვით გამოწვეული პეპლები და ტორნადოები მუცელში საოცარი შეგრძნება იყო. ფიქრებიდან კვლავ ბექას კოცნამ გამოიყვანა.
-კაიი(კატო) - შეაჩერა სიცილით - ნუ შემჭამე ვაა...
-აპ აპ აპპ... - საჩვენებელი თითი ჰაერში აწია - დღეიდან ჩემი ხარ და ჯიუტობის გამო დაგსჯი იცოდე - გააფრთხილა და მსუბუქად აკოცა ქვედა ტუჩზე. - წამოდი სახლში წაგიყვან, გვიანია უკვე - ფეხზე წამოდგა და კატოც წამოაყენა.
გზაში ხელჩაჭიდებულნი ისხდნენ. კატო სულ ბექას უყურებდა, ბექაც არ აშორებდა თვალს, რის გამოც ხშირად კატოს შენიშვნას იმსახურებდა
-ბიჭო გზას უყურეე!(კატო) - გააფრთხილა ისევ სიცილით.
მანქანა კატოს სახლის წინ გააჩერა. ჯელტმენურად მოუარა და გოგონას კარი გაუღო.
-ხვალამდე(კატო) - გაუღიმა და გვერდზე ავლა სცადა.
-კოცნის გარეშე მტოვებ?(ბექა) - გახედა და საწყალი თვალები მიაპყრო - კაი წადი არმინდა - უპასუხა ვითომ გულნატკენმა და ზურგი აქცია. კატოს გაეცინა და მკლავებზე დაეჯაჯგურა
-აუუ, ბექაა... - ექაჩებოდა და თან ეცინებოდა.
-წადი თუ არ გინდა ჩემი კოცნა - ეპასუხებოდა ვითომ გაბრაზებული, არადა სინამდვილეში კატოს ბავშვურობაზე ეცინებოდა.
-ბექაა... არ მაკოცებ?(კატო) - ახლა ამან შეაცოდა თავი - მიყვარხარ - წარმოთქვა ეშმაკურად და ბექას რეაქციას დაელოდა, რომელმაც არ დააყოვნა. იმწამსვე მოტრიალდა და კატო ჰაერში აიტაცა.
-ააა, დამსვი ბიჭოო!!! - კიოდა და თან იცინოდა. რამდენიმე დაბზრიალების შემდეგ გოგონა ძირს დასვა და მის ბაგეებს დაეწაფა. მანქანაზე ააყუდა და როგორც სჩვევია, დიდხანს კოცნიდა.
-ბექაა, უნდა წავიდე უკვე, გამიშვიი...(კატო) - ამოილუღლუღა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
-ხვალამდე ჩემო ჯიუტო გოგო(ბექა) - თბილად გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
კოცნისგან გამოშტერებული კატო ნელა გაუყვა სახლის ბილიკს. ბექა მანამ არ წასულა, სანამ თავისი გოგო უსაფრთხოდ არ დაიგულა. მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა...
კატოს სახლში გვიან მისვლა არავის გამოპარვია.
-ქალბატონო, სად ბრძანდებოდით გვიანობამდე?(ლევანი) - ჰკითხა და კატოს შეხედა.
-იცი, მაა... ბექასთან ერთად ვიყავი, დღეს დაბადების დღე ჰქონდა(კატო)
-კატო, მოდი ჩემთან - უთხრა თბილად და დივანზე მის გვერდზე ანიშნა. კატო ნელა მიუახლოვდა და მამის გვერდით ჩამოჯდა. - შვილო, მოგწონს ეგ ბიჭი? - ჰკითხა სხვანაირად დამთბარი ხმით. კატომ თანხმობის ნიშნად თავი ჩახარა. მამა შვილს მაშინვე ჩაეხუტა და თავზე მზრუნველად აკოცა - უკვე რამხელა გოგო ხარ. ბექა კარგი ბიჭია, მეც მომწონს. ძალიან უყვარხარ...
-მოიცა, მოიცა... - გაკვირვებულმა ამოყო თავი მამის კისრიდან - შენ რაიცი მე რომ ბექას ვუყვარვარ?!
-საავადმყოფოში რომ იყავი დღე და ღამე შენს გვერდით იყო. როცა ვუთხარი წადი, დაისვენე-თქო, მაშინ მითხრა კატო მიყვარს და აქედან ფეხს არ მოვიცვლიო - განუმართა სიტუაციის ვითარება.
-მიყვარხარ მაა(კატო) - ჩაეხუტა ისევ ბედნიერი
-მეც, მეც. წადი ახლა დაისვენე, დაიღლებოდი(ლევანი)
ოთახში ავიდა და საწოლზე წამოწვა. ახლა ორმაგად უფრო ბედნიერი იყო. თვალები დახუჭა და იმწამსვე დაეძინა.

......
ესეც მორიგი თავი...
ძალიან ძალიან შემიყვარდით ყველა თქვენი თბილი კომენტარების გამო. საიტზე ყოველი შემოსვლისას თქვენი კომენტარების ნახვა უდიდესი ბედნიერებაა. <3 <3 <3
იმედია ისიამოვნებთ  ))))
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი sali))

Dzaliaan kargiiaa

ukve shemiyvardi

 


№2  offline მოდერი ანკა

sali))
Dzaliaan kargiiaa

ukve shemiyvardi

შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ შემიყვარდიიიიიი love love love

 


ვეძებდი რამე კარგ და სასიამოვნო ისტორიას და აი ისიც...
ამდენ "ნაბოდვარში" ძლივს ვიპოვე რაღაცა სასიამოვნო...
ძალიან მომწონს, ახლა წავიკითხე ერთიანად ყველა თავი და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება, იმედია დიდხანს არ გვალოდინებ..
წარმატებები

 


№4  offline მოდერი ანკა

შოკოლადიანი კრუასანი
ვეძებდი რამე კარგ და სასიამოვნო ისტორიას და აი ისიც...
ამდენ "ნაბოდვარში" ძლივს ვიპოვე რაღაცა სასიამოვნო...
ძალიან მომწონს, ახლა წავიკითხე ერთიანად ყველა თავი და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება, იმედია დიდხანს არ გვალოდინებ..
წარმატებები

დიდიიიი მადლობაა!!! love
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3 <3 <3
დიდხანს, რა თქმა უნდა, არ გალოდინებთ <3 შემდეგ თავს ხვალ დავდებ winked

 


№5  offline წევრი masu

Auu dzaan magari iyo <3 rasayvarlebi arian <3

 


№6  offline მოდერი ანკა

masu
Auu dzaan magari iyo <3 rasayvarlebi arian <3

მადლობაა love love love

 


№7  offline მოდერი ანკა

Marley
როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ! :) smile

love love love როგორ მიყვარს მე ეს გოგოო!!!
მიუხედავად იმისა, რომ შენც კარგ ფორმაში ხარ, მალე გახდები უკეთეს ფორმაში wink მიხვდი ალბათ რაც ვიგულისხმე love
მიყვარხარ ძალიაააააან!!! <3

 


№8  offline წევრი მარი ნოზაძე

ძალიან მაგარია love და ძალიან მიყვარხარ

 


№9  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
ძალიან მაგარია love და ძალიან მიყვარხარ

მადლობაა <3 მეც ძაან შემიყვარდი... love

 


№10  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მაგარია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent