შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრდეს?!(I თავი)


28-06-2015, 17:29
ავტორი qeti-tuxa
ნანახია 1 794

ეს მოთხრობა რამოდენიმე თვის წინ დავწერე, კიდევ გრძელდება საკმაოდ, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ დამიმთავრებია, ამ დღეებში დავამთავრებ, თუ მოგეწონებათ თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.
------------

წვიმიანი დღე იყო, ძილის ამინდს რომ ეძახიან, მაგრამ პარიზის ქუჩებში ხალხს რა დალევს. ტურისტები, მოქალაქეები, აქეთ-იქით დადიოდნენ, ათასგვარ სახეს ნახავდით, მოწყენილს, ნაღვლიანს, მაგრამ ამ ათასგვარი რასის ხალხში უდაოდ შეამჩნევდით ერთ უმშვენიერეს ქალბატონს(ამას თვითონ ასე არ თვლიდა) მისი სახე განსხვავებული იყო, რაღაც მიუწვდომელი, ამოუცნობი. ერთი შეხედვით ლაღი და მხიარული ახალგაზრდის შთაბეჩდილებას ტოვებდა, მაგრამ დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა თითქოს რაღაცას ეძებდა, თითქოს სწყურია რაიმეს ნახვაო, ათასგვარი ემოცია და გამომეტყველება გადაურბენდა ხოლმე სანუკვარ სახეზე(რომელზეც ნიუ იორკში ბევრი გიჟდებოდა). ეს ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის დღე იყო, წვიმიანი და არაფრით სხვებისგან გამორჩეული, გრიზელდა კი ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა, ქუჩიდან ქუჩაზე, მაღაზიიდან მაღაზიაში, თვითონაც არ იცოდა რა სურდა, სახეზე ერთი შეხედვითაც კი შეამჩნევდით რომ ამ ქალაქში პირველად იყო, მაგრამ გაოცებას არ გამოხატავდა მისდამი, მას სულ სხვა რამ ადარდებდა. მის თავში ათასგვარი ფიქრი ირეოდა და გონებას უწამლავდა მას. წიგნების მაღაზიაში შევიდა თუ არა უეცრად შეეჩეხა ნაცნობი, არც ამან გააკვირვა.
-გამარჯობა გრიზელდა, აქ საიდან მოხვდი? დახმარება ხომ არ გჭირდება? ჰკითხა ტომასმა. ტომასი მისი ყოფილი თანამშრომელი იყო კოლუმბიაში, ერთ დროს გრიზელდას მეგობარიც იყო.
-გამარჯობა ტომას, გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დავიწყო და ამბობენ ეს ქალაქი ყველაფერს შველილო, ამიტომ ჩამოვედი, შენ რა გინდა აქ?
-სამსახურში ძალიან დაგვაკლდი ხომ იცი, დაბრუნებას ხომ არ აპირებ? შენს გვერდით ვიქნებით ხომ იცი, ჯოს გამო კიდევ ერთხელ ვწუხვარ, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. მე გასტროლებზე ვარ ერთი კვირით, ჩვენი კომპანიიდან, ეს მაღაზია მირჩიეს და მოვედი რომ რამე ვიყიდო სამახსოვროდ, თანაც ხომ იცი კითხვა როგორ მიყვარს.
-არამგონია სამსახურში და საერთოდ კოლუმბიაში კიდევ დავბრუნდე საცხოვრებლად, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება, ამიტომ წინასწარ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იქ დაბრუნების სურვილი არ მაქვს, იქ ჩემთვის ყველაფერი სევდისმომგვრელია ხო ხვდები.
-გრიზ, ვიცი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, არ გიფიქრია ფსიქოლოგთან მისვლაზე? დაგეხმარებოდა, ვიცი ჯო ძალიან გიყვარდა და ყველაფერი ძალიან რთული იქნება. რამე წაიკითხე დაგეხმარება.
-არა, გმადლობ ტომას, მაგრამ ეხლა მარტო ყოფნა მირჩევნია.
-რათქმაუნდა, შენ არც კი იცი როგორ მესმის შენი, თუ რამე დაგჭირდა შემეხმიანე, არ მოგერიდოს, დროებით.
-დროებით.
ასე გააგრძელა გზა, შედიოდა ერთიდან მეორე მაღაზიაში, თითქოს ინთერესიტ ათვალიერებდა ყველაფერს, მაგრამ სასურველი ვერ იპოვა, ბოლოს კი ერთი წიგნი იყიდა და უკან სასტუმროსკენ გაუყვა გზას. უკვე გვიანი იყო როცა სასტუმროში მივიდა, ძალიან დაღლილი იყო, პირდაპირ ნომერში ავიდა, იმ დღეს არაფერი ეჭამა და არც აპირებდა რამისთვის პირის დაკარებას. იდგა მარტოდმარტო და "გამჩვირვალე" სასტუმროდან(შემინული იყო ) გაჰყურებდა გაბრდღვიალებულ ქალაქს, რომელიც არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენდა მასზე, ახლა მას სხვა საფიქრალი ჰქონდა, მასში რამოდენიმე გრძნობა ერთად არეულიყო. იცით იმ წუთას რა უნდოდა ყველაზე მეტად? გაქცევა... სადმე შორს გაქცევა და ბოლო ხმაზე ყვირილი, ასეთი შემთხვევა ტქვენც გქონიათ? თუ კი, მაშინ უფღო კარგად მიხვდდებით... გრიზელდა აღარც თინეიჯერი იყო, მაგრამ არც ჩამოყალიბებული ქალი, ოცდახუთიოდე წლის გულგატეხილი ქალბატონი, დიდი ზილამაზით დაჯილდოვებული უფლისგან. მაგრამ გარეგანი სილამაზე არაფერი იყო მის შესანიშნავ ხასიათებთან და ზოგადად მის შიდა სამყაროსთან... იჯდა ფანჯრის რაფაზე და იხსენებდა "კოლუმბიის ნათელ დღეებს". ასე უწოდებდა იქ გატარებულ დროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent