შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის ფრთები (2)


29-06-2015, 23:09
ავტორი whovian
ნანახია 1 665

პასუხი არ გასცა,იცოდა რომ დედა ერთადერთია ვისაც უსიტყვოდ ესმის მისი, შეიძლება ხშირად იმაზე უკეთაც ვიდრე თვითონ საკუთარი თავის.ზლაზვნით შევიდა აბაზანაში და თავის მოწესრიგებას შეუდგა.კბილების ხეხვას რომ მორჩა სარკეში ჩაიხედა,საკუთარ თავს მხნეობა უსურვა და ხშირად გაიღიმეო შეახსენა,მერე ისევ ზლაზვნით ჩაუყვა კიბეებს და სამზარეულოსაკენ მადისაღმძვრელ ბლინების სუნს გაყვა.
-მოდი უკვე მზადაა,ნელა გოგო პირი არ დაიწვა
-კაი დე. და ბლინებს შოკოლადი წაუსვა.
-ყველაფერი ჩაალაგე?არ დაგრჩეს რამე,მაინც პირველი დღეა და შეეცადე ფრთხილად იყო.ფრთხილად გადახედა დედამ შვილს რომელიც ასე დაუდევრად ჭამდა ბლინებს
-აჰამ.
-და არ ინერვიულო,ხომ იცი ზედმეტი განცდები საზიანოა,დღეს შეუვლი ნათიას?ან რადიოში ხომ არ დაგაგვიანდება? ნუ შენი საქმისა შენ იცი.თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა
-კარგი რა დედა ბავშვივით ნუ მექცევი. ხო ხო ვიცი მე შენთვის სულ ბავშვი ვარ.მადლობა გემრიელი იყო.
ჩანთა ზურგზე მოიგდო და სახლიდან გამოვიდა.მისი ავტობუსის ნომერს 10 წუთი ეწერა დაიჭყანა და ფეხით გაუყვა უკვე ტკივილამდე ნაცნობ და მობეზრებულ გზას.ორი წუთიც და უკვე ფიქრებში ისე შორს იყო გატაცებული რომ ვერც დაინახა წინ მდგომს როგორ დაეჯახა.
-უი უკაცრავად.ბოდიში მოიხადა,რვეული მიაწოდა და გზა განაგრძნო
.
,ხო რაზე გავჩერდი?აა ფრთები რომ მქონდეს რა ადვილი იქნებოდა სკოლაში მისვლაც და სხვაგანაც,ერთი ისაა მერე ყველა გაშტერებული მომაშტერდებოდა თუმცა ამას უკვე შევეჩვიე,ანდაც ტანსაცმელში დავმალავდი,თუმცა დიდი ლაბადა დამჭირდებოდა,არა იქნებ მაშინ ყველას ჰქონოდა ფრთები,ახ მაშინ ცაშიც საცობები იქნებოდა და ავარიში მოყოლილ ფრთამოტეხილებს ვერ აიტანდა საავადმყოფო'.ჩაიცინა და ისევ თავის ფიქრებს გაყოლილმა შეაბიჯა სკოლის ეზოში.აქ უკვე ვეღარ შეძლო ფიქრების ნაკადს მიყოლა და დაძაბულმა მთელი სხეულით იგრძნო როგორ მიშტერებოდნენ.ერთიოერმა გაუღიმა,ერთიორმა თავისკენაც მიიწვია,ზოგიერთებმა ზემოდან გადმოხედეს ზოგმაც შეწუხებული სახე მიიღო.ესეც შენი პირველი დღე.5 წამია აქაა და უკვე მობეზრდა.მუსიკას ხმა აუწია და თავაუღებლად დააწვა გზას თავისი საკლასო ოთახისაკენ. ,ესეც ასე,ეხლა 5 გაკვეთილი,მერე ნათიას გაძლება და ბოლოს რადიოსკენ ჰერიჰერი'.გაკვეთილის დაწყება ზარის მაგიერ დამრიგებლის შემოსვლამ ამცნობათ,კლასში ისეთი ხმაური იყო ზარს ვინ გაიგებდა,ყველ დაკავებული იყო იმის მოყოლით და ახსნით თუ ვინ სად როგორ და ვისთან ერთად გაატარა ზაფხული:
-გოგო იცი რა კარგი იყო ეგვიპტეში?
-აუ გოგო რა მაგარია მარა მე ანტალიაში ვიყავი
-აუ მართლააა,მეც მინდოდა მანდ მარა მშობლებმა არაო აიჩემეს,
და ამგვარი მრავალი ფრაზა.დამრიგებელს თან რამოდენიმე ახალი ბავშვი მოყვა,2 ბიჭი და 3 გოგო.რადოს სკოლის შეცვლა იყოო კი გაიფიქრა სანიმ მაგრამ თავი არც აუწევია ისე გააგრძელა დღევანდელ მის თემატიკაზე ინფორმაციის მოძებნა და ახალი ბავშვებითაც დიდად არ დაინტერესებულა,ისედაც კარგად იცნობდა ამ სკოლის რჯულს და წესებს,ასე რომ მისთვის აქ ყველას ერთიანი სერი ფერი ქონდა.ბავშვებმა თავის წარდგენა დაამთავრეს და გაცნობამ წარმატებით ჩაიარა,ყოველ შემთხვევაში დამრიგებელს ესე უნდოდა ეფიქრა და ახლა ახალი ბავშვებისთვის ადგილის ძებნას შეუდგა.სანი უკვე მარტო იჯდა მაგრამ დამრიგებელმა მაინც შეიკავა თავი მის გვერდით ვინმეს დასმისაგან,
- ბავშვებო ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს,აბა თქვენ იცით ამ წელს როგორ მიაფუჩეჩებთ,ახალ ბავშვებს სამაგალითოდ მოექეცით.მერე ირონიურლად ჩაიცინა და კლასიდან გავიდა.რათქმაუნდა,ამ სკოლაში ბავშვებზე მეტად მასწავლებლებს ეზარებოდათ სკოლაში მოსვალ და გაკვეთილების ჩატარება,ახლაც პირველივე დღიდან ეტყობოდათ ერთი სული ჰქონდათ სწავლა როდის დამთავრდებოდა.მიუხედავად პირველი დღისა მაინც ბევრი დავალება მიაყარეს,დაფასთანაც გამოიზახეს რამოდენიმე და ბოლოს იბუზღუნეს კიდეც საზაფხულო დავალება ყველას რატომ არ გაქვთ შესრულებულიო.თითქოს არ იცოდნენ რომ საზაფხულო დავალებას არც არასდროს არავინ ასრულებდა,ნუ ერთიორი ბავშვის გარდა,მათში სანიც ერია.ბეჯითი მოსწავლე დიდად არ ყოფილა თუმცა ზაფხულში სხვა საქმე მაინც არ ჰქონდა,თანცა ამ წელს სასწაული მოხდა და მისი საყვარელი წიგნები მისცეს წასაკითხად და გასარჩევად ამიტომაც უპრობლეოდ შეასრულა.განსაკუთრებით დიდი განხილვა "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაზე" დაწერა და "მექანიკურ ფორთოხალსაც" დაუთმო ერთიორი ფურცელი.დღემ ასე თუ ისე მშვიდად ჩაიარა,რამოდენიმე ნაცნობს გამოესაუბრა დანარჩენებს შორიდან მიესალმა და გაღიმებაც სცადა რაც წარმატებით გაუმოუვიდა და აი დადგა დრო იქ წასულიყო სადაც ყველაზე მეტად ეჯავრებოდა წასვლა,ნათიასთან.ჩანთა ზურგზე მოიგდო და მეორე სართულისკენ კიბეს შეუყვა,5 წუთიც და კარებზე დააკაკუნა სადაც დიდი ასეობით ეწერა "სკოლის ფსიქოლოგი".



№1  offline წევრი Khaleesi

ყოჩაღ ძალიან საინტერესოდ და კარგად წერ უბრალოდ რამდენიმეგან მძიმე გეკლდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent