მისი სამყარო. თავი 10
დილაადრიან გააღვიძა გოგონები, თაიას დედამ, გულიკო დეიდამ, ადექით ვისაც ხევისბერთან შეხვედრა გინდათო და ამის სურვილი მხოლოდ დუდიკას და თაის მეჯვარეს ნანას აღმოაჩნდათ, გარეთ მდგარ მაგიდას უკვე შემოსხდომოდნენ ბიჭები, ზოგი ჩაის და ზოგიც ყავას სვამდა, დუდანამ იკითხა, როგორ უნდა მოვიქცეთ ხევისბერთანო და ბეშქენამაც სერიოზულად დაუწყო ახსნა, რომ მივალთ ხელზე უნდა ემთხვიო, დამლოცე ხევისბეროო უნდა უთხრაო, თვალებში არ უნდა შეხედოო, ქალებს მეტი კითხვის დასმის უფლება არააქვთო და თავზეც აუცილებლად უნდა გეფაროს მანდილიო, მერე ბიძამისმა თავზე ხელი წამოარტყა, გააჩუმე ენა შე მაიმუნოო და დუდანაც მიხვდა რაც ბეშქენამ ჩამოთვალა იქედან არაფერი არ უნდა გაეკეთებინა, დაემუქრა მაცადე შენ რას გიზამო და ბატონ თამაზს მორიდებულად გადაუხადა მადლობა, თამაზმაც თავსაბურავს მართლა თუ დაიხურავთ კარგი იქნება, თუ არა და არც ეგ არის დანაშაულიო და დუდანამაც დიდი სიამოვნებით მოიხვია თავზე თხელი შარფი, ხევისბერმა მოსული სტუმრები დალოცა და თაიას მშობლები თბილად მოიკითხა, მერე სიძე პატარძალი დააწინაურა და ისინი ცალკე დასვა, ესაუბრებოდა მხოლოდ მათ მშობლებს, რა და როგორ უნდა მოემზადებინათ, რომ ყველაფერი წესისამებრ შესრულებულიყო და მერე საუზმეზე მიიპატიჟა ყველანი, ბეშქენა ჩვეულზე უფრო მოუსვენრად იყო, თითქოს სულ ვიღაცას ეძებდა თვალებით, დუდანამ კი კითხა რა გჭირსო, არაფერიო ბეშქენამ თავი გაუქნია, საუზმე უკვე მირთმეული ჰქონდათ, მაგრამ ხევის ბერს უარი ვერ უთხრეს მიპარიჟებაზე და სასადილოდ მოწყობილ ოთახში გადაინაცვლეს, სადაც ყველაფერი უკვე მზად იყო, ახლად გამომცხვარი პურის სუნი იდგა, რძის, ყველის და ყველას ძალიან ნასიამოვნები სახე ჰქონდა, ბეშქენას კი განსაკუთრებით, სტუმრებს ახალგაზრდა გოგო ემსახურებოდათ, რომელიც ხევისბერის უმცროსი შვილი ლილე აღმოჩნდა, დუდანას თითქოს რაღაც დააკლდა და მერე მიხვდა ბეშქენას ხვანცალი, რომ აღარ აწუხებდა, ხუთი წუთი აკვირდებოდა ნათლიის შვილს, რომელიც ლილეს არ აშორებდა თვალს, ბერდიას იდაყვი გაკრა და ბეშქენასკენ გაახედა, ბერდიასაც გაეცინა და ამან ახლა აქ შარი არ გვანახოსო ჩასჩრჩულა შეძლებისდაგვარად ჩუმად, დუდიკასაც ჩაეღიმა, მერე ბეშქენას უბწკინა გვერდიდან, შენს თეფშს დახედე თვალები არ მოგტყდესო... ხევის ბერს რომ ემშვიდობებოდნენ მან დუდანას და ბერდიას დაუძახა, თუ შეიძლება მარტოები მესტუმრეთ ან საღამოს, ან ხვალისთვისო, გაოცებულებმა ერთმანეთს გადახედეს და დიდი სიამოვნებით მოვალთ ხვალ საღამოსო, მერე მთელი დღე ცდილობდნენ ბეშქენას დამარტოხელებას, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს, როგორც იქნა საღამო მიტანებულზე, როცა უკვე ბიჭებს მოზომილი ჰქონდათ ყველაფერი და დასასვენებლად ჩამოსხდნენ, ბერდიამ ერთი აქეთ მოიწიო ბეშქენას დაუქნია თითი, იმანაც თავი ვეღარ დაიძვრინა, რა იყო ბიჭო ხევის ბერის გოგო მოგწონსო? ბეშქენამაც, შენ დუდიკას მიხედე თუ კაცი ხარ და მე თავი დამანებეო, მაგრამ სად წაუვიდოდა ახლა ამათ დაცინვას? ბერდიას თხოვა, მაშინ მაინც მეხუმრეთ, როცა მარტოები ვიქნებითო.... დუდანას და ბერდიას შემხედვარე შოთიკო იყო დაბოღმილი და დუდანასთან დალაპარაკებაც უნდოდა, უბრალოდ ვერ მოახერხა, ბერდიას კი მთელი დღე უბღვერდა, ის კი ყურადღებას არ აქცევდა, საღამოს ისევ ვახშამი და კოცონი, კვირას ერთ–ერთი სალოცავის სანახავად წასვლა დაგეგმეს, დროც გავა და აბა ტყუილად ხომ არ ამოვედით ასე ადრე, ხომ უნდა ნახოთ ხევსურეთიო.... საინტერესო ლაშქრობა გამოუვიდათ, ბატონი თამაზი სტუმრეს უყვებოდა არდოტის (მდინარე მუცოში) ხეობაზე, მის მნიშვენლობაზე და ლეგენდებს მუცის მცხოვრებლებზე ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს, ამავე ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინშიო და ბიჭები ხუმრობდნენ რა მაგარი იქნება რო ვიპოვოთ ეგ საგანძურიო, ბატონ თამაზს შეეხვეწეს უფრო დაწვრილებით ვერ გვეტყვით ეგ საგანძური სად ინახებაო? ბიჭების ქილიკზე ბატონ თამაზს მხოლოდ გაეცინა და მერე კიდევ ერთი ლეგენდა მოუყვა ახალგაზრდებს, ძალიან ადრე არდოს ხეობას თავისი მცველები ყავდათო და ამ მცველებს ზამთრობით დიდთოვლობის და ყინვის გამო ძალიან უჭირდათ მოვალეობის შესრულებაო, ყველაზე მეტად კი მცველებს წელიწადში ერთი დღის, უფრო სწორად ღამის ეშინოდათო და სპეციალურ სასმელს სვავდნენ რომ არ გაღვიძებოდათ, შუაღამისას, რადგან იყო ასეთი ლეგენდა, რომ 22 იანვრის ღამით არდოს ხეობებში, ტყის ჯადოქრები იკრიბებოდნენ... და ვინც გაიღვიძებდა, სამუდამოდ გაუტყდებოდა ძილი, ვინც მათ სიმღერას გაიგებდა სიმშიდეს ვეღარ პოვებდა, ყველა ერთმანეთს აფრთხილებდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მცველების რაღაც სიმღერაც კი ჰქონდათ ამ დღისთვის დაწერილიო, ტექსტი კი დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო, „დაიძნეთ სანამ თოვს, სანამ მდინარეს სქელი ყინული ადევს, ამ ღამით ყინულზე ხომ საოცრებები ხდება, ტყეები ღამით ლურჯდება და ცხოველები მღერიან,“ გაკვირვებული უსმენდნენ ახალგაზრდები ბატონ თამაზს და მერე ამაზეც ბევრი იხუმრეს, ქვემოთ, რომ ჩავალთ კიდევ მოგიყვაბით ერთ ლეგენდას სიყვარულზეო... ბეშქენამ კი ხელები გაშალა, აბა სიყვარულის გარეშე როგორ შეიძლებაო... არდოს ნაპირას გაშალეს პიკნიკი და დუდანამ მხოლოდ ახლა შენიშნა მომყვირალ მდინარეში დიდ ქვის ლოდზე აშენებული პატარა კოშკი და ბატონ თამაზს შეპირებული სიყვარულის ლეგენდის მოყოლა სთხოვა, მასაც გაეცინა და ლეგენდას წაუმძღვარა -არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როცა ხევსურულ ტრადიციებს გაცნობდით ქალ-ვაჟის ქორწინებასთან დაკავშირებით, მაშინ ავღნიშნე, რომ არ შიძლებოდა ერთმანეთზე დაქორწინებულიყვნენ მეზობლები, ერთმანეთის მეზობლად კი მთელი სოფელი ითვლებოდა, ლეგენდის თანახმად ხევისბერის ქალს (შვილს, გოგონას, ასე ეძახიან ხევსურეთში და საერთოდ მთაში) და სოფლის გამორჩეული ოჯახის ვაჟს შეჰყვარებიათ ერთმანეთი, ხევის ბერს და რა თქმა უნდა სოფელს შეერთების უფლება არ მიუციათ და ქალს თავი არდოტის ჩქერისთვის მიუცია, ის ვაჟი კი ზამთრის ყინულიან მდინარეშ ჩასულა და გაქვავებულა, ეს ლოდი და მასზე დადგმული კოშკურა კი მათი სიყვარულის უკვდავსაყოფად აგებული ძეგლია... დუდანამ ბეშქენას გადაულაპარაკა შენ ასე ხომ არ აპირებო?.... თრითინამ ადრე მოახერხა სამსახურიდან განთავისუფლება და კვირა საღამოს შეუერთდნენ დანარჩენებს, თან მომსახურე პერსონალი და ინვენტარი ამოიტანეს, გზაში ალეკო ახელებდა იმედია შენი ძმა არ ამხანჯლავსო, კი გიპირებდა ერთი პერიოდი მაგას, მეც მემუქრებოდა მოკვლით, მაგრამ მერე გადაუარაო, დაამშვიდა ირინამ, მისალმება–გაცნობის ცერემონიალი, რომ ჩაამთავრეს ალეკომ დუდანას ასავალ–დასავლი იკითხა და ბეშქენას უსაყვედურა ასე უნდა ჩაბარებული გოგოს მოვლაო?ბეშქენამ კი მოკლედ აუხსნა, ეგ და ბერდია ხევისბერმა დაიბარა დღეს, იქ არიან და მოვლენ მალეო... ხევისბერმა დუდანას და ბერდიას თავიანთი დაბადების დღეები ჰკითხა, ჩაინიშნა და მერე დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად იყო, მერე ბერდიას უთხრა: ახლა კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და თუ შეიძლება გულახდილად მიპასუხეო, ბერდიამაც თქვენთან დასამალი რა მაქვსო და ხევისბერმაც დაიწყო –თუ იცი დედას იოლი მშბიარობა ჰქონდა როცა შენ დაიბადე? იკითხა ძალიან ჩვეულებრივად და ორივე ძალიან დააბნია ამ კითხვამ –როგორც ვიცი არა, იმიტომ რომ სამშობიაროში დილით მიყვანილმა მეორე დილას გამაჩინა და ამას სულ მაყვედრიდა როცა ვაბრაზებდი ხოლმე ბავშვობაში –და ახლა ოცდა ცამეტი წლის ხარ –დიახ –ბავშვობაში, ძალიან ხიფათიანი იყავი, სულ რაღაცა გემართებოდა და თან დროის გარკვეული ინტერვალით –აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით, მაგრამ ვერ ვხვდები საით მიგყავთ საუბარი და ამით რისი თქმა გინდათ –მთაში არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ ბავშვი ამ ქვეყნად მოვლენისას წვალობს ის ღვთის შვილია, ან ანგელოზი, რომელსაც რაღაც მისია აქვს შესასრულებელი დედამიწაზე და ასეთი ბავშვები დიდხანს არ ცოცხლობენ, კრიზისული წლები აქვთ ცამეტი, ოცდა სამი და ოცდა ცამეტი –ანუ ყველა ათ წელიწადში? ვერ გაიგო დუდანამ და გაფართოებული თვალებით ელოდა თუ რას ეტყოდა ხევისბერი –არა ჩემო კარგო, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ბავშვები მეტს ვერ ცოცხლობენ, უბრალოდ მათი დრო მთავრდება დედამიწაზე, ამის გაგონებაზე დუდანა ფეხზე წამოდგა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ და ხევის ბერს გაეცინა –ნუ ნერვიულობ, დაჯექი, შენს პრინცს არაფერი მოუვა –კი მაგრამ ხომ თქვით... –მე ის არ მითქვამს, რომ ახლა მას შენ ყავხარ, დამცავი ამულეტივით, შეხედე ამ გოგოს... გაახედა დამუნჯებული ბერდია დუდანასკენ –შენს გამო დაიბადა, შენ რომ ეპოვნე და გადაერჩინე, თქვენ კარმული სიყვარული გაკავშირებთ ერთმანეთთან, ეს ძალიან დიდი ხანია აღარ მინახია –რას ნიშნავს კარმული სიყვარული? ვეღარ მოითმინა დუდანამ –თქვენ ერთმანეთი ოდესღაც უკვე გიყვარდათ, რეინკარნირებული სულები ხართ და ერთმანეთი ამხელა სამყაროში ისევ როგორ იპოვეთ ძალიან მიკვირს, პირველივე დანახვისთანავე გააცნობიერეთ და იცანით ერთმანეთი, ვიცი, ვხვდები მე ამას და ისიც მიხარია, რომ თქვენც ხვდებით, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ადამიანთა უმრავლესობა ერთხელაც ვერ ხვდება მის მეორე ნახევარს და თქვენ უკვე მეორედ ნახეთ ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ თქვენი სულები, თქვენს შემდეგაც იპოვნიან ერთმანეთს –უკაცრავად მაგრამ ამ ყველაფერს ერთი შეხედვით მიხვდით? ეჭვი შეეპარა დუდანას ხევისბერის სიტყვებში –შვილო ხევის ბერობა მხოლოდ წოდება და მოვალეობების პირნათლად შესრულება არ არის, ხევისბერი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და კიდევ არის რაღაც რაც არარის საჭირო ხალხმა იცოდეს, ადამიანებს თავისი აურა აქვთ და ყველასი სხვადასხვანაირად ასხივებს, შენი და ბერდიასი კი აბსოლიტურად იდენტურია, მუქი იასამნისფერი, ანუ უკვე გამოყენებული, ერთხელ უკვე შემდგარი ცხოვრების ფერი, დუდანაც ბერდიასავით დამუნჯდა, ვეღარ გაიგო რა უნდა ეთქვა, ან უნდა ეთქვა თუ არა რამე? ხევისბერმა სამაჯურები მისცათ, ეს ჩემგან სახსოვრად ორივესო, გუშინ გავაკეთე, მას მერე რაც ერთად გნახეთო და ორივე მიხვდა დამშვიდობების დრო იყო, ხევისბერის სახლი საკმაო მაღლობზე იდგა და ძალიან ჩაფიქრანებულები მოდიოდნენ ამ მაღლობზე თავდაღმა, ბერდიას დუდიკას ხელი ეჭირა –ბერდო, გააჩერა უცებ დუდანამ და ბერდიაც მისკენ შებრუნდა –ბერდო გჯერა იმ ყველაფრის რაც ხევისბერმა გვითხრა? –დუდიკ არ ვიცი დავიჯერო თუ არა, მაგრამ ფაქტები რომ ჯიუტია? –რა ფაქტები? ვერ გაიგო დუდანამ –ცამეტი წლის ვიყავი ყინული რომ ჩამიტყდა ტბაზე სოფელში და ძლივს გადამარჩინეს, ოცდა სამი წლის ვიყავი, როცა ავარიაში მოვყევი და დღემდე არავის სჯერა რომ იმ მანქანიდან ვინმე ცოცხალი ამოიყვანეს, არა და ხომ ცოცხალი ვარ? ახლა ოცდა ცამეტის ვარ და.... დუდანამ უცებ ააფარა პირზე ხელი –ახლა ოცდა ცამეტის ხარ და მე გყავარ გვერდით... ბერდიას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ დუდანამ გასაჩუმებლად აკოცა და ბერდიამ მაგრად მოხვია ხელები –მითხარი, ახლა ისეთი რაღაც მითხარი, რომ სული გამითბეს და გაჩერდეს დრო, თხოვა თვალებდახუჭულმა დუდანამ –დაივიწყე ყველაფერი, მე შენ კარმული სიყვარულით მიყვარხარ და რა დროც არ უნდა გავიდეს, რომელი საუკუნეც არ უნდა იყოს, მე შენ აუცილებლად გიპოვნი, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა შენ გარეშე ჩემი საათები დედამიწაზე დათვილია.... მართალია დროის გაჩერება ვერა, მაგრამ დუდანას სულის გათბობა ნამდვილად შეძლო ბერდიას სიტყვებმა და კმაყოფილმა გაუღიმა... ისევ უსიტყვოდ დაუყვნენ ვიწრო ბილიკს სახლამდე და დუდანას გაახსენდა ის დღე როცა პირველად დაინახა ბერდია ვერის პარკში, ისიც გაახსენდა რა გაიფიქრა მისი დანახვისას და ხევისბერის სიმართლეშიც ეჭვი აღარ შეჰპარვია, უბრალოდ შეეშინდა ბერდიას გამო... ალეკო რომ დაინახა სახე გაებადრა და თბილად მოეხვია, რატო არ მითხარი დღეს თუ მოდიოდიო უსაყვედურა, ბეშქენას ვუთხარი, არ უთქვაო? გაუკვირდა ალეკოს, დუდანას კი გაეცინა, ეგ დასნეულებული დადის და მაგისგან არ არის გასაკვირი თუ დაავიწყდაო, ალეკომ თავით ანიშნა წამო ვიღაც უნდა გაგაცნოო, დუდიკაც მიხვდა ვისაც გულისხმობდა, ირინა ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსანი იყო, კეთილი თვალებით და ბავშვური ღიმილით, აი თურმე ვის გავს ბეშქენაო გაიფიქრა თავისთვის დუდიკამ და ირინას გაუღიმა, აი თურმე გოგონა, რომლის გამოც ალექსი მოძულებულ ქალაქს დაუბრუნდაო, თბილი ხმით თქვა ირინამ და დუდანამ იუხერხულა ირინას ეს სიტყვები, იმ მომენტისთვის ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ და მეტი ერთმანეთისთის არც არაფერი უთქვამთ, სასიამოვნო სანახავი იყო ჭიანნჭველებივით ერთად როგორ აკეთებდნენ ყველაფერს და ხალხით დაცარიელებული სოფელი როგორ ახმაურდა, ლაზარეს ძმაკაცები და სანათესაოს ახალგაზრდები შეუერთდნენ, ჯერ გეგმავდნენ, ამდენი დამხმარე და დაუზარებელი ადამიანის წყალობით კი თაიას ყველა მორიდებული თხოვნა სრულდებოდა, ორი დღე დასჭირდათ ას კაცინი ქორწილის დეკორაციების ზუსტად ისე მოწყობას როგორც ეს პატარძალს ჰქონდა ჩაფიქრებული, დუდიკა და გადამღები ჯგუფის ბიჭები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ბიჭებიც აღნიშნავდნენ რომ მხოლოდ ამ ხალისისთვის და ამ შესანიშნავი ხალხისთვის ღირდა წამოსვა ამ სიშორეზეო, ისიც თქვეს ასეთი ორიგინალური ქორწილის ამსახველი კადრები ალბათ არავის ექნებაო, თაიამ თხოვათ ვიცი, რომ ამ ყველაფერს დაამონტაჟებთ, მაგრამ დაუმონტაჟებელი მთელი მასალაც მჭირდებაო, განაწილებულები იყვნენ ქალბატონები სამზარეულოში (როგორც ყოველთვის) და მამაკაცები მამაკაცების საქმეზე, ამ დღეების განმავლობაში დუდიკამ ბევრი გაიგო ირინაზე, ისეთი სასიამოვნო და მშიდი ხმა ჰქონდა, უნდოდა სულ ესმინა მისთვის, ალეკოზე კი ძალიან, ძალიან, ძალიან გაბრაზდა, ხევსურეთში ერთი უცნაურობაც შენიშნა დუდანამ, განმარტოვება ძაანაც, რომ მოგდომებოდა არ გამოგდიოდა, სულ ვიღაც იყო შენს გვერდით და თითქოს სულ ვიღაც გითვალთვალებდა, ამიტომ ხშირად აწყდებოდა შოთიკოს სიბრაზისგან ანთებულ მზერას, როცა ბერდია იოლად, რომ ვთქვად გადამეტებულ ყურადღებას იჩენდა ხოლმე და შოთიკოს გარდა ეს არავის აღიზიანებდა, სამშაბათიდან უნდა დაწყებულიყო ქორწილის ცერემონიები, მაშვლის როლი ლაზარეს ბიძამ და მამიდამ აიღო საკუთარ თავზე, ორშაბათ ღამით, დაღლილები კი სიამოვნებით შემოუსხდნენ კოცონს და ძალიან გააკვირვათ ხევისბერის და მისი ოჯახის მოულოდნელმა სტუმრობამ, რომლებიც ჩვეულებრივად ჩამოსხდნენ კოცონის ირგვლივ ცარიელი ხის მორებზე და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთეს პოლემიკაში, პოლემიკა კი სულაც არ იყო წინა საქორწილო თემებთან დაკავშირებული, იქ მყოფები საქართველოს ისტირიაზე, სახელმწიფოს რაობაზე და ქვეყნის ახლანდელ მდგომარეობაზე კამათობდნენ, ლილეს გამოჩენისთანავე ბეშქენას გახედა დუდანამ, გაეცინა უცებ როგორ გასწორდა წელში და დაღლილობის კვალიც უცებ შეუცვალა სახეზე კმაყოფილების, სიხარულის ღიმილმა, მერე დუდანა თვითონაც ვერ მიხვდა რატომ გახედა ირინას და ალეკოს მომენტალურად, ირინას ისეთი სახე ჰქონდა, რომ ახალია არ უნდა ყოფილიყო მისთვის ბეშქენას ლილეთი დაინტერესებ ამბავი და ლილეს ყურადღებით ათვალიერებდა, ალეკო კი იმ მომენტში ყველაფერს მიხვედრილი, თავს რაღაც უკმაყოფილოდ და ორაზროვნად იქნევდა ბეშქენას შემხედვარე.... დუდანამ მზრუნველად გადაულაპარაკა მზერაგაშეშებულ ბეშქენას, თვალები წამიერად მაინც მოაშორე მთების პრინცესასო, თორე მისი ძმა ისე გიყურებს სადაცაა ხანჯალს წამოგაგებსო და ბეშქენას გაეცინა, მაგის დაბღვერილი სახე სულ სხვა რამის ბრალიაო... ბეშქენასთან საუბრით გაერთო და დანარჩენები რას ლაპარაკობდნენ აღარ ესმოდა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა რაღაც ჩოჩქოლივით, რომ ატყდა და შოთიკოს გაბრაზებული ხმა გაიგო, რომელიც როგორც ჩანს ალეკოს ეკამათებოდა, უცებ ვერ გაიგო რა საკითხზე დაობდნენ და დუდანამ ალეკოს შიშით გახედა, მისი მომღიმარი სახის დანახვისას კი დამშვიდდა –შოთიკო შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ესეც რომ არ იყოს ყველას აქვს უფლება ქონდეს თავისი მოსაზრება, სჯეროდეს რისიც უნდა, თუ უნდა ფანატიკოსი იყოს რომელიმე რელიგიის, მეცნიერების, ან იყოს გამოუსწორებელი ათეისტი და არ სწამდეს არაფრის დედამიწის ზურგზე, საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის გამხელაც შეიძლება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ გინდა თუ არა ჩემი მოსაზრებებია სწორი და ყველამ გაიზიარეთო ეს არ არის სწორი საქციელი, სცადა შოთიკოს დაშოშმინება ალეკომ –ჩემი აზრით პატრიოტიზმი ვირტუალური ბოროტებაა და ყველაზე დიდი საშინელება რაც კი შეიძლება სახელმწიფო წყობილებამ ჩაიდინოს, ფანატიკოსი თაობის აღზრდაა, რომელსაც შთააგონებს, რომ სიძულვილს სიძლვილითვე უნდა უპასუხო და მტრობას მტრობით... სინანულით თქვა ალეკომ და სახეზე სინანულ შეპარულვე ხევისბერს გახედა –აბა მტრები და მოძულეები უნდა გვიყვარდეს? ვერ გაოგო შოთიკომ –როცა ადამიანს საკუთარი მტრის შეყვარება შეუძლია - ეს საოცარი ადამიანური აქტია, რომელსაც ტოლი არა აქვს, მაგრამ ახლა ამაზე არ არის საუბარი, წეღან ომებზე ვსაუბრობთით და თუ მომისმენ რასაც გეტყვი კარგი იქნება, მე მგონი მაქვს ამის უფლება, ომში ერთმანეთი არავის სძულს და სიმართლე რომ ვთქვათ ომი სიყვარულით იწყება –ეგ როგორ ბატონო ალეკო? ძალიან გააკვირვა ალეკოს სიტყვებმა შოთიკო –თუ შეიძლება ბატონობით ნუ მომმართავ, ალეკო ბიძია მაინც დამიძახე, თუ უბრალოს ალეკოს ვერ მეძახი –ეგ იოლი ასახსენელია, საუბარში ჩაერთო ბერდია და ალეკოს გახედა, იმის ნიშნად, ხომ შეიძლება შენი სათქმელი მე ვთქვაო და ალეკომაც თავის დაკვრით გადაულოცა სიტყვა –ომი სიყვარულით იწყებაო ალეკომ რომ თქვა, მართალია ეგ, შენ შენი მოწინააღმდეგე არ გძულს და ამისთვის ხელში იარაღს არ იღებ, ომის ამომავალი წერტილი ის არის, რომ ის სხვა შენს საყვარელ ღირებულებებს გინადგურებს, მაგალითად როგორიცაა შენი ცხოვრების სტილი, რელიგია, თვალი უჭირავს შენს თუნდაც ერთ მტკაველა მიწაზე, რომელიც შენ გიყვარს და არ გინდა მისი დაკარგვა, რომ გართმევენ და გინადგურებენ იმას რაც გიყვარს ამიტომ ომობ და კლავ, თორემ იმიტომ კი არა რომ გძულს, ის გიყვარს რასაც გართმევენ, სიყვარულიდან მოდის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა, ის ძლევამოსილება წართმეულს რომ დაგიბრუნებს... მშვიდად აუხსნა ბერდიამ და ალეკოს ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა –თანაც მხოლოდ ქართველები მღერიან კახურ მრავალჟამიეროში, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებიაო... დაუმატა ღიმილით ბატონმა თამაზმა ბერდიას სიტყვებს, შოთიკოს ხმა აღარ ამოუღია და დუდანას ცოტა შეეცოდა კიდეც, მოულოდნელად საუბარშ ხევისბერი ჩაერთო და უფალზე დაიწყო საუბარი, უფალზე, როგორც ცხოვრების შემოქმედზე და იმაზე, რომ მისი ნების გარეშე არაფერი ხდება დედამიწის ზურგზე, ამ მოსაზრებამაც არანაკლები პოელემიკა გამოიწვია ახალგაზრდა თაობაში, შოთიკოსი არ იყოს ლაზარეს რამოდენიმე ძმაკაცმა ქილიკით დაიწყეს საუბარი რწმენაზე, რელიგიაზე და უფალზე –ყოველთვის მიკვირს რატომ არ სწამთ უფლის ადამიანებს, მარადიულობის, უკვდავების, უსასრულობის, ის ხომ თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს? ძალიან მშვიდად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ლილემ და დუდანამ მისი ხმა პირველად გაიგო, ისევე როგორც იქ მყოფების უმრავლესობამ და მისი მორცხვად დახრილი თვალების იქეთაც კი შესამჩნევი იყო როგორ უხერხულობას განიცდიდა მისი ამ უნებლიედ ხმამაღლა გაჟღერებული ფიქრების გამო ყურადღების ცენტრში მოქცევას –ლილექს, ისე თბილად მიმართა ბეშქენამ, რომ დუდანას ლამის ცრემლები წამოუვიდა, პირველად ნახა ერთი სიტყვისთვის როგორ შეიძლებოდა ამხელა გრძნობა გაეყოლებინა ადამიანს –ლილექს... კიდევ ერთხელ და ორჯერ მეტი სითბი დაუძახა ბეშქენამ ლილეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ესმოდა ლილეს მისი, მან კი როგორც იქნა თვალები მორცხვად გაუსწორა და ბეშქენაც მიხვდა, რომ უსმენდნენ –გააცანი მათ შენი უფალი, დაანახე მარადისობა, უკვდავება და უსასრულობა, შეემუდარასავით ბეშქენა და დუდანა მოემზადა რაღაც ძალიან კარგის მოსასმენად, ლილეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში, მამას გადახედა, რომელიც უღიმოდა –რადგან ასეა მე მოგიყვებით ერთ ძველ ისტორიას, სიკვდილის და სიცოცხლის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად გადმოსცემს სიცოცხლის მარადოსიბის არსს... დროის გრძელ სუფრაზე ნადიმობდა თურმე სიკვდილი... მერიქიფედ კი სიცოცხლე ჰყავდა, ვერაფრით ძღებოდა სიკვდილი, მუსრს ავლებდა სუფრაზე უხვად არსებულ საზრდოს, ჭიქასაც ჭიქაზე ცლიდა, არც იღლებოდა და არც თვრებოდა თურმე, დილით მზის სადღეგრძელოს სვამდა და ღამით კი მთვარესთან ერთად ღრეობდა, მზე სიკვდილისგან ნადღეგრძელები, სიცოცხლეს სხივით ეფერებოდა, მთვარე კი სიკვდილთან ერთად დამთვრალი, სიცოცხლისთვის მზედ გადაქცევას ცდილობდა, არ გამოსდიოდა, მკრთალ სხივებს ჩუქნიდა, მაგრამ სიცოცხლეს შუქად ყოფნიდა... ღამეს დღე ცვლიდა, დღეს ისევ ღამე, დარი ავდარს, ავდარი დარს, დრო გადიოდა, სიკვდილს კი მაინც სიცოცხლე ედგა მერიქიფედ და დაუზარებლად გამოცლილ ჭიქას უმალ უვსებდა... ლილე ცოტა ხნით გაჩერდა და კოცონს თვალი მოავლო, რომ დარწმუნდა კითხვები არავის ჰქონდა, ოდნავ კმაყოფილს ჩაეღიმა და ისევ მშიდად გააგრძელა –ეს რაც შეეხება სიცოცხლის მარადისობას, ალეკო თქვენ თქვით რომ ყველას აქვს უფლება რაღაცის სჯეროდეს, ან რელიგიის, ან მეცნიერების, ან იყოს გამოუსწორებელი ათეისტი და არ სჯეროდეს არაფრის დედამიწის ზურგზე, გახედა ძალიან სევდიანი თვალებით ალეკოს და ისიც უსიტყვოდ დაეთანხმა –ჩემი აზრით ათეიზმი აბსურდია, სრულიად დაუაბუთებელია და დამღუპველია საზოგადოებისთვის, რაღაცის რწმენის გარეშე უფუნქციო არსებები გავხდებით, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანაა ახლა უფუნქციოდ დარჩენილი, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რაღაცის რწმენის გარეშე საძოვარზე გაშვებულ ნახირს დავემსგავსებისთ, მხოლოდ სამი მოთხოვნილებით ჭამის, სმის და შვილების გაჩენის, რისი საფუძველიც საკუთარი ჯიშის გადარჩენის სურვილი კი არა სიამოვნების მიღებაა, შვილების გაჩენა კი ამ სიამოვნების ბიოლოგიური შედეგი, ათეიზმი აბსურდია იმიტომაც, რომ არ შეიძლება არაფრის გჯეროდეს, ერთხელ მაინც ხომ გიკითხავს საკუთარი თავისთვის საიდან, ვინ და რატომ შეგქმნა, საერთოდ სამყარო ვინ შექმნა... მივედით იმ საკითხთან რაზეც ოდითგანვე დაობდნენ და სიმართლეს სავარაუდოდ ვერასდროს გავიგებთ, უფლის ქმნილებები ვართ თუ დიდი შეჯახების, თიხისგან გამოგვძერწეს თუ მაიმუნების ევოლუციის შედეგად გამოვიძერწეთ... მეცნიერები დიდი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ სამყარო დიდი აფეთქების და ორი ერთეულის შეჯახებით წარმოიშვა, მაგრამ ამ დიდ შეჯახებამდე რამ წარმოშვა ეს ორი ერთეული, შეიძლება შეყვარებულებიც რომლებიც უბრალოდ გაერთიანდნენ დიდი შეჯახების შედეგად... დარვინის თეორიას ალბათ ყველანი ვიცნობთ,შეგიძლია გწამდეს რომ ადამიანი მაიმუნისგან ევოლუციისგან წარმოიშვა, მაგრამ იმას ვერაფრით დაამტკიცებ რომ მაიმუნი მაინც ღმერთმა არ შექმნა, ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, არ არსებობს ადამიანი რომელსაც რაღაცის მაინც არ სჯერა, თუნდაც იმის რომ ხვალინდელი დღე გათენდება, ამიტომ ყველა ათეისტს მოეძებნება გულში უფალი... როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ჯახაი, იმიტომ რომ რაღაც ახალი იქმნება, როცა ერთ ადამიანს მთელი სამყარო უყვარდება - ეს ყველაზე ძლიერი დიდი შეჯახებაა და როცა 7 მილიარდიდან ნახევარს მაინც ერთი ადამიანი უსაზღვროდ უყვარდება - ეს უკვდავების უეჭველი ბეჭედია! მაგალითად მწერლები, მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები... ლილე ისევ გაჩუმდა და თვალები ისევ მორცხვად დახარა, კოცონზე სამარისებული სიჩმე იყო ეშქენას კი უზომოდ კმაყოფილი სახე ჰქონდა –მერე ლილექს? ზესტად ისე მიმართა ალეკომ ლილეს როგორც ბეშქენამ, ლილემ კი თვალები ალეკოს გაუსწორა, გაუღიმა და გააგრძელა –ჩემთვის ევოლუციის შემომქმედი აინშტაინია, რომელმაც ფარდობითობის თეორია შექმნა, ევოლუციის შემომქმედი პლატონია, რომელმაც 'რესპუბლიკა' დაწერა, ევოლუციის შემქმნელი ბეთჰოვენია, რომელმაც მეცხრე სიმფონია დაწერა, ევოლუციის შემქმნელი ვაჟა ფშაველაა, რომელმაც 'სტუმარ-მასპინძელი' დაწერა, ევოლუციის შემქმნელი ილია ჭავჭავაძეა, რომელმაც 'განდეგილი' დაწერა, ევოლუციის შემქმნელი გრიგოლ ხანძთელი იყო, რომელიც სიცოცხლის ზნეობას ქმნიდა, ძერწავდა, ევოლუციის შემქნელი სტივ ჯობსია, რომელმაც 'მაკინტოში' გააკეთა, ევოლუციის შემქმნელი იყო კონ ედისონიც, რომელმაც ოთახები გაანათა, ევოლუციის შემქმნელი ის ადამიანია, ვინც მზის ენერგია დაიჭირა და კიდევ ბევრი - შემქმნელი - შემომქმედი ამმ ყველაფერში უფალი რომ დაინახო სამყარო და ადამიანები უნდა გიყვარდეს... უბრალოდ სხვანაირად როგორო აგიხსნად არ ვიცი –არც არის საყვარელო საჭირო, შენ იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე უბრალოდ ახსნაა და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული დავიჯერებთ თუ არა ამას, თბილად უთხრა ირინამ –ლილემ უფლისგან შექმნილ მხოლოდ სიკეთეებზე ილაპარაკა, მაგრამ არაფერი უთქვამს ბოროტებებზე, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემიები, უკურნებელი სენები და ძალიან ბევრი რამ რასაც შეუძლია კაცობრიობა საბოლოოდ გაანადგუროს და ჩემი აზრითაც იმას რასაც დასაწყისი აქვს აუცილებლად ექნება დასასრული, საკმაოდ ხმამაღლა და ირონიულად გამოუვიდა ნათქვამი ლაზარეს ერთ– ერთ მეგობარს და ბეშქენა ძალიან დააბრაზა ამ სიტყვებმა, თითქოს ის ჯადოსნური ატმოსფერო გაუნადგურეს, რომელიც ლილემ შეუქმნა ცოტა ხნის წინ და გაბრაზებულა უპასუხა იმ ბიჭს –უფალი კაცობრიობას არასოდეს გაანადგურებს, იმ ბოროტებებით რომლებიც შენ ახსენე თავს გვახსენებს, მის უზენაესობას გვაჩვენებს, ჩვენს შეცდომებზე გვითითებს, მიპოვნე და შემიყვარეო იმის ნიშანია ყველაფერი –რატომ შვილო? იკითხა უცებ ხევისბერმა –რატომ გგონია, რომ უფალი არასოდეს გაანადგურებს კაცობრიობას? –თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით, შეიძლება მცდარი და ზედმეტად პრაგმატული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ უფალი კაცობრიობას მხოლოდ იმიტომ არ გაანადგურებს, რომ ეს მის ავტომატურ განადგურებასაც გამოიწვევს, სანამ კაცობრიობა არ გააჩინა უფალმა ვინ იცოდა მისი არსებობა? არავინ... და თუ გაგვანადგურებს ვის ეცოდინება მისი არსებობის შესახებ? ამიტომ ჩვენ უფალს ისევე ვჭირდებით როგორც ჩვენ ის... არ შეუძლია არსებობა უმწყემსო ფარას და მწყემსს ფარის გარეშე... ეს არის და ეს –საინტერესო მოსაზრებაა, ამაზე არასობეს მიფიქრია, კმაყოფილმა გადაულაპარაკა ხევისბერმა ბეშქენას, მერე კოცონზე მყოფები დალოცა, გვიანია დავისვენოთ და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადოთო... გვიანი ღამის მიუხედავად აივანზე დადგმულ ძველებურ ტახტზე ფხიზლად იჯდა ალეკო და მარტოობით ტკბებოდა, როცა მარტოობა დუდიკამ დაურღვია და რატომ არ გძინავსო, გვერდით მიუჯდა –ვერ ვიძინებ დუდიკ, წამოწვა ალეკო და დუდანას კალთაში ჩაუდო თავი –ნათლი, ხომ მითხარი შენი ხეიბარი, რომ ალაპარაკდება მერე მოგიყვაბი ყველაფერსო –იცი, შენი ხეიბარი კარგ დროს ალაპარაკდა, მეც მჭირდება ვიღაცასთან საუბარი და შენ ძალიან კარგი კანდიდატურა ხარ ამისთვის, მერე ალეკო დაფიქრდა საიდან უნდა დაეწყო მოყოლა –დუდიკ, მე ერთი გოგო მიყვარდა ხატია, სანამ აფხაზეთში წავიდოდი მანამდე გავიცანი, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და არ ვიცი რატომ მომეწონა, მამაშენისთვის, რომ გეკითხა ხატიას შეყვარება ნორმალურ ადამიანს არ შეეძლო, ხო და სულ იმას მიმეორებდა, რომ არანორმალური ვიყავი, ის სულაც არ გავდა დედაშენს და ალბათ ლეუშასაც ამიტომ არ მოსწონდა, ძალიან თამამი, გამბედავი, პირდაპირი გოგო იყო, არ ვიცი რატომ მიყვარდა ასე ძაან, ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობდით, ნუ დასამალი არც არაფერია და მტრების ნაკლებობას არც მანამდე და მითუმეტეს ომის შემდეგაც არ განვიცდიდი, თავის მართლებას არ ვაპირებ ღირსი ვიყავი, ვიმსახურებდი სიძულვილს და ყველა იმ ბოროტებას რაც გამიკეთეს, არ ვიცი რატომ მაგრამ ხატია წამართვეს, მოკლეს და ვერ ვხვდები ეს ჩემს გამო მოხდა თუ იმის გამო რასაც აკეთებდა –რას აკეთებდა? გააწყვეტინა უცებ საუბარი დუდანამ –წამას ყიდდა, მაშინ თავის გატანის და კარგი ცხოვრების ერთადერთი გზა ეს იყო, მას კი კარგი ცხოვრება ძალიან უყვარდა, შენ კი ნუ გაქვს ეგეთი სახე სხვისი განკითხვის უფლება არ გაქვს –არ განვიკითხავ ნათლი, უბრალოდ ძალიან მიკვირს რატომ უყვარდებათ ხოლმე შენისთანებს ასეთი შეუფერებელი გოგოები? ალეკომ არცოდნის ნიშნად მხოლოდ მხრები აიჩეჩა –რომ შემძლებოდა დაუფიქრებლად დაუთმობდი ჩემს სიცოცხლეს და ვიცი მისთის სამყარო არ დაინგრეოდა უჩემოდ, როგორც ჩემთვის დაინდრა უმისოდ.... და მაინც, ახლაც რომ შემეძლოს ასე მოვიქცეოდი.... –რას გრძნობდი ხატიას გარეშე დარჩენილი? –დუდიკ ის რასაც მაშინ ვგრძნობდი ძალიან ჰგავდა ბოლომდე დაუხარჯავი, გამოუყენებელი გრძნობების გამო განცდილ სინანულს, ამოუთქმელი გულისნადების წყრომას, გაბოროტებას.... –მერე? –მერე დავანებე საბოლოოდ თავი ჩემთვის საყვარელ საქმიანობას–ცხოვრებას! აღარც მშობლები... აღარც ხატია... და მეც საბოლოოდ მოვიშორე ერთადერთი უსარგებლო ჩვევა რომელიც ადამიანობას მახსენებდა –რომელი ნათლი? –იმედი... იმედი იმის, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა... იმედი მომავლის და ბედნიერების.... მინდოდა საბოლოოდ მიმეტოვებინა დედამიწა, ეს ერთი დიდი სისულელე, სრული აბსურდი.... –ნათლი რაღაც მაინც ვერ გავიგე, მართალია არ მინახიხარ როგორი იყავი ხატიასთან, მაგრამ ირინასთან, რომ გხედავ ჩემთვის ვხვდები რა არის სიყვარული და აბა ხატია რაღა იყო შენს ცხოვრებაში? -და რა არის შენთვის სიყვარული დუდიკ? -ჩემთვის სიყვარული ვიშნევსკისნაირია, როცა სურვილი გაქვს წელიწადის ოთხი დრო გაუყო ვიღაცას, გაზაფხულზე ჭექაქუხილებს ემალებოდე მის მხრებს შეფარებული, ზაფხულობით მდინარეში ბანაობდე და მაყვალს აგროვებდეთ, შემდგომაზე მურაბების კეთება და სუსხიანი ქარისგან მის დასაცავად დარაბების დახურვაა სიყვარული -ზამთარში? გაეღიმა ალეკოს -ზამთარში გაციებულის და სიცხიანის მოვლა და დიდი ღამეების მხიარულად გატარებაა სიყვარული.... –არსებობს დიდი და იშვიათი, ან სწორი სიყვარული, ბედნიერებაა როცა ამას ერთ ადამიანში პოულობ, მე სამწუხაროდ ეს არ გამომივიდა –ანუ შეიძლება გიყვარდეს ორი და ორ სხვადასხვა სიყვარულს გრძნობდე? –შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ეს არასწორია... როცა ასე ხდება ესეიგი ეგოისტი ხარ და ის ორი კი არა, საკუთარი თავი გიყვარს მხოლოდ... დუდანას ნათლიას სიტყვებზე გაეცინა –და თრითინა? რა იყო შენს ცხოვრებაში თრითინა? –ის ჩემი სიმშვიდე იყო და მთელი ოცი წელი ეს ძალიან მენატრებოდა, მას ჩემი ქაოსი მწყობში მოჰყავდა და მისი ეს ზეგავლენა ჩემზე ძალიან მაშინებდა, ირინას შეეძლო ყველაფერი... უბრალოდ ეს უნდა აეხსნა, ეთქვა, მოეთხოვა, ან დაეძალებინა ჩემთვის... მის გრძელ, თხელ და ყოველთვის თბილ თითებს ჩემს სულში შემოაცურებდა მაშინ, როცა მე ამის უფლებას ვაძლევდი და როგორც კიბის საფეხურებს ისე დაალაგებდა ხოლმე ყველაფერს, ახლაც ხატიას საფლავზე, რომ ვნახე მიყურებდა და მეგონა არ იცოდა რა უნდა ეთქვა, მერე მივხვდი, რომ მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის, იმიტომ რომ თრითინა ისევ ისეთი მშვიდი იყო, უსიტყვოდ მიმიხვდა, როგორ ვევედრებოდი, ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახეთქო... მიხვდა ისევ ვაძლევდი ჩემი სულის დალაგების უფლებას და მანაც დაალაგა, ერთ დღეში დაალაგა ყველაფერი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მისი თითები ახლა უკვე ცივი იყო და ეს სიცივე ჩემი ბრალია, ჩემი და იმ ოცი წლის წინანდელი თებერვლის, როცა მე ის ახსნა–განმარტებების გარეშე დავტოვე... –გამოიყენე და მერე დატოვე, მოესმათ ბექას აღელვებული ხმა თითქოს სადღაც შორიდან –ხო, გამოვიყენე და მერე დავტოვე, დაეთანხმა შვილს აკლეკო –არასეოდეს გინანია? ცრემლიანი ხმით იკითხა დუდანამ –არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ისეთი გულმოდგინებით დავივიწყე ყველაფერი, რომ ამაზე არასოდეს მიფიქრია, თავისი თავის და ნათქვამის თვითონვე გაუკვირდა ალეკოს –ახლა? შეიცვალა რაიმე? –გადაწყვეტილებებს ძალიან იშიათად, თითქმის არასდროს ვნანობ დუდიკ, უბრალოდ ახლა მივხვდი, რომ სხვა ადამიანების გაუბედურების უფლება არ მქონდა და საკუთარი თავი ახლა უფრო მეზიზღება ვიდრე ადრე –ეს მე ვარ უბედურება? ირინას რომ კითხო მე მისი ყველაზე დიდი ბედნიერება ვარ, გვერდით ჩამოუჯდათ ბექაც –შენ არ მიგულისხმიხარ უბედურებაში, მე თრითინა როგორც ქალი ისე გავანადგურე, მომავალი წავართვი, სხვისი წილი სიყვარული მოვიპარე და მე რომ მაჩუქეს ის სიყვარულიც ვერ დავაფასე –მარტო ეგოისტი არ ყოფილხარ, ბოროტი ეგოისტი ყოფილხარ! გაუღიმა ბექამ და ალეკოსაც გაეცინა –ბეშქენ რაღაცა, რომ გკითხო შეიძლება? მქონდეს იმედი, რომ გულახდილად მიპასუხებ? გამომცდელად გახედა დუდანამ და ბექამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და ისიც დაუმატა ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ ახლა ალეკოს ვაცადოთ დაიხარჯოსო –და ასე მოულოდნელად, თებერვლის ერთ დღესაც ამერიკაში წახვედი? ისევ კითხა დუდანამ –არ წავსულვარ, გავიქეცი, ჩემს ტკივილს, მარტოობას, ბოროტებას და შეცდომებს გავექეცი და აღმოჩნდა, რომ რასაც გავექეცი იქ ორმაგი დოზით დამხვდა –ცხოვრება ხანდახან სამართლიანიცაა, მწარედ ჩაიხითხითა ბეშქენამ და ალეკოც დაეთანხმა –რა იყო ამერიკაში ყველაზე ძნელი? –ჩაბნელებულ ოთახში მარტოობის ხმაური....ბავშვივით, რომ გინდა იტირო და გულს როგროც გრძნობების კარადას რომ ვერ იმშიდებ, სიცოცხლეს, რომ ინახავ მხრებიანი საკიდით და ალუზიურ საწყისებს, რომ ისრუტავ გამალებით... შენთვის შესატყვისი, რომ არის შავი ფერები და ეს მარტოობა ისე შეგეფერება, როგორც კვირტის დასკდომა გაზაფხულის საღამოს –მალე ნახე ამ წყვდიადიდან გამოსავალი? გაბზარული ხმით იკითხა დუდანამ –უღმერთობის ქალაქში ანგელოზებს ჩავბარდი... ამოიხვნეშა ალკეომ და კარგა ხანი კრინტი არც ერთს არ დაუძრავს –როგორ ახერხებ ამას? მიუბრუნდა დუდანა ბეშქენას –კი მთხოვე მერე ვილაპარაკოთ ამაზეო, მაგრამ მერე შეიძლება ამის საშუალება აღარ მომეცეს... აი შენს წინ ზის პიროვნება, რომელმაც დედას ამდენი ტკივილი მიაყენა, შენ როცა გჭირდებოდა გვერდით არ გყავდა, ახლა იმასაც ამბობს, რომ არ ნანობს იმას რაც გააკეთა და შენ მაინც უღიმი, თან ისე გულწრფელი ურთიერთობა გაქვთ... როგორ? გაოცებული კითხულობდა დუდანა, ალეკო კი წამოდგა და ჩემს გარეშე ილაპარაკეთო, თუმცა ბეშქენამ არ გაუშვა, არ გაწყენს იმის მოსმენა რასაც დუდიკას ვეტყვიო –მესმის დუდიკ რასაც მეკითხები და გულწრფელდაც შემიძლია გიპასუხო, იყო დრო როცა ალეკო ძალიან მძულდა, მძულდა იმ ყველაფრისთის რაც შენ ჩამოთვალე, მძულდა იმიტომ, რომ მე მამობას არ მიწევდა, მძულდა ირინას ტანჯვისთვის, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ ალეკო მძლდა, უბრალოდ მამა მძულდა და ირინას მის შესახებ ვკითხე, უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი და ირინამაც ძალიან კარგად ამიხსნა ყველაფერი.... ის რომ დღეს ასე შემიძია მასთან ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვბრაზობ იმის გამო რაც ირინას გაუკეთა, უბრალოდ იმას ვხვდები, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მათი გასარკვევია, მამობას, რომ არ მიწევდა არც ეს იყო მისი ბრალი, არ იცოდა... მაგრამ.... –ყოველთვის არის მაგრამ, მითხარი ბეშქენ, მართალია დუდიკა, ამის შანსი შეიძლება აღარ მოგვეცეს და ჯობია ახლა ყველაფერი გულახდილად ვუთხრად ერთმანეთს –მესმის, რომ ჩემს შესახებ არაფერი იცოდი, მაგრამ მარტო შვილი ხომ არ არის მოვალეობა? ბექას გაუჭირდა თავისი ტკივილის დამალვა –ის დედაჩემია და ყველაზე საყვარელი ადამიანი ვინც კი გამაჩნია, ყველაფერს მას ვუმადლი სიცოცხლიდან დაწყებული... ისიც მესმის, რომ ყველა ქალს რომელთანაც ყოფილხარ ვერ მიაქცევ ყურადღებას, ის კი არა უმრავლესობის სახელიც არ გვახსოვს, მაგრამ დედა ასეთი შემთხვევითი ქალი ხომ არ ყოფილა შენს ცხოვრებაში? დარწმუნებული ვარ იცოდი, ბავშობიდან რომ უყვარდი და უბრალოდ ასე არ უნდა მოქცეოდი, კაცობაშიც არის ისეთი რაღაცეები რაც არ უნდა შეგეშალოს, როგორი განადგურებულიც არ უნდა იყო... ირინასთან არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, პატარა გოგოსთან შენი ბავშვობიდან, რომლისთვისაც პირველი მამაკაცი იყავი, მესმის თვითონ მოგცა ყველაფრის უფლება, იმიტომ, რომ უნდოდა ქონოდა ცხოვრება შენით გაჟღენთილი, შენ კი ისე წახვედი არაფერი აუხსენი, თუმცა ისიც კარგად იცოდი ყველაფერს გაგიგებდა, გაგიშვებდა... შენი უეცარი წასვლით კი იცი რა დაემართა? შესძულდა თებერვალი და თოვლი, წლები გელოდა კარჩაუკეტავი, იქნებ დაბრუნდესო... ტელეფონის ყველა ზარზე იმედი, იქნებ ის რეკავსო... და ასე ტკივილის და მოლოდინის ბევრი წელი.... ირინა ხომ ბაბუაწვერასავით იყო, ოდნავი სულის შებერვა ფანტავდა ნაწილ–ნაწილ და შენ კი ქარიშხალი მოუწყვე, უცნაურია მაგრამ შენ მოახერხე ის რომ ერთდროულად წაართვი და აჩუქე ყველაფერი, ამიტომაც ვერ გაიგო შესძულებოდი თუ სევ ისე უზომოდ ყვარებოდი... ის ხომ ირინაა? მაინც შენი და ჩემი უზომო სიყვარული აირჩია, ჩემშიც ალბათ შენ უყვარდი და მერე ისწავლა ირინამ როგორ შეეცვალა ცხოვრება–ალეკო, ცხოვრება–ბექათი... ახლა კი ისევ დაბრუნდი, მაშინ როცა სიმშვიდე იპოვა და ძალიან მეშინია იმის, რომ ისევ რაღაცას დაუშავებ, გულს თუ კიდევ ატკენ... ჯერ არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ გეფიცები შეიძლება სისხლის სამართლის რომელიმე მუხლით გამასამართლონ, განზრახ და განსაკუთრებული სასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.