მისი სამყარო. თავი 3
დუდიკას ორ–სამ საათიანი საქმე უფრო დიდ ხნიანი აღმოჩნდა ისეთი კაპრიზული დამკვეთი შეხვდა, თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა და შეთავაზებული დიზაინის არც ერთი ვარიანტი არ მოსწონდა, ასეთ დამკვეთებს საშინლად ვერ იტანს დუდანა, სულ იმას იძახის: შენი თუ არ იცი სხვისი ამინც გაიგონეო... მაგრამ დამკვეთთან კამათი არ შეიძლება, ნერვებს გიშლის და შენ კიდევ ზრდილობიანად უნდა უღიმოდე, ბოლოს როგორც იქნა დაიღალა თვითონაც თუ მართლა მოეწონა ის ვაიანტი, რომელიც დუდანასაც მართლა ძალიან მოსწონდა, არჩევანი გააკეთა და საკმაოდ დიდი ტირაჟიც შეუკვეთა დასაბეჭდად, დუდიკაც სამსახურიდან, რომ გამოვიდა უკვე შებინდებული იყო, დილას აქეთ არაფერი უჭამია და ალეკოსკენ რომ მიდიოდა, მაშინ იგრძნო შიმშლი, დუდიკა ჭეშმარიტი ფოტოგრაფივით სულ ფოტოაპარატით დადიოდა და ახლაც ალეკოს სახლამდე მიმავალ შემაღლებულ ქუჩას რომ აუყვა ძალიან საყვარელი მოხუცი დაინახა, ძველებური სეტკიანი პროდუქტის ჩანთებით ხელში და ძველებური კენგოლის ქუდით, რამოდენიმე ფოტო გადაუღო წითელი აგურით ნაშენები სამ სართულიანი შენობის ფონზე, მერე მიესალმა, დაგეხმარებითო თბილად გაუღიმა და ერთი ჩანთა გამოართვა, სურათებიც ანახა და მოხუცის სახეზე უჩვეულო სიხარულის ღიმილიც რომ შენიშნა გაუხარდა, ანუ სურათები მოეწონაო... მე გურამი ბაბუა ვარო გაეცნო კმაყოფილი მოხუცი და დუდანამაც, მე დუდანა მქვია, მაგრამ დუდიკას მეძახიანო და ორივემ გულიანად იცინეს, როცა აღმოაჩინეს რომ ერთსა და იმავე ეზოში მიდიოდნენ,დუდიკამ ალეკოს კარებს, რომ მიუკაკუნა, ბატონმა გურამმა სულ სხვანაირად შეათვალიერა, გუშინ ჩამოვედიო და ნეტა როდის მოასწროოო, ეხ ალეკო ალეკოო, თავისთვის ჩაილაპარაკა და თავიც უკმაყოფილოდ გაიქნია, დუდანას ბატონი გურამის სიტყვებზე, მორიდებულად გაეცინა,ისე თითქოს ვერ გაიგოო და წასვლა, რომ დააპირა, ბატონმა გურამმა შესთავაზა ჩემთან დაელოდე ალეკოს, ეტყობა ქალაქში ბოდიალით გაერთო, ამდენი წელია აქ არ ყოფილაო, ჩაით და ბლითებით გაუმასპინძლდა მშვენიერ სტუმარს, ცოტა კი მოერიდა, მაგრამ მაინც იკითხა რა საქმე ჰქონდა ასეთ ახალგაზრდა გოგოს ალეკოსთან, დუდანამაც ჩვეულებრივად უთხრა, ის ბედოვლათი ნათლიაჩემიაო, ისიც რომ დააყოლა, მამაჩემი ლეუშაა ჯაყელიო, ბატონ გურამს თვალებში იმდენი სიყვარული ჩაეღვარა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა, დუდანა მამის ხსენებაზე ასეთმა რეაქციამ ჯერ გააკვირვა და მერე სიამაყეც იგრძნო უეცრად, მიხვდა ბატონმა გურამმა ბევრი რამ იცოდა ძმაკაცებზე და ესეც ინფორმაციის კიდევ ერთი წყაროო, გაუელვა მომენტალურად ამ აზრმა და ბატონ გურამთან ალეკოზე და მამაზე საუბარი დაიწო, ისიც უხვად იძლეოდა დუდანასთვის საინტერესო და სასაცილო ინფორმაციას, მათი ბავშვობის, ახალგაზრდობის, ძველბიჭობის და სტუდენტობის შესახებ, მერე გულითადი საუბარი, კარებზე კაკუნმა გააწყვეტინათ და ბატონმა გურამმა ალბათ ნათლიაშენი დაბრუნდაო გაუღიმა დუდანას, თუმცა ოთახში ბეშქენასთან ერთად დაბრუნდა –ვაააა... გაოცება არ დაუმალავს ბექას და ბატონ გურამს ხელოვნურად საყვედურნარევი მზერა ესროლა, რაღა დროს შენი ეგეთებიაო, მხარი გაკრა გასაბრაზებლად შეხუმრებულ მოხუცს და ხელი გადახვია, სავარძლიდან წამომდგარი დუდანას თვალიერება ფეხებიდან დაიწყო და რამოდენიმე წამში თვალებით დაამთავრა, ხმა გაიკმინდე შე ლაწირაკოო წაუთაქა ძმაკაცივით ბატონმა გურამმა მანდილოსნით საკმაოზე მეტად დაინტერესებულ ბექას და აუხსნა ალეკოს ელოდებაო, აბა გუშინ ჩამოვედიო? როდის მოასწროო? მხრებაჩეჩილმა იკითხა ზუსტად ის რაც ცოტა ხნის წინ ბატონმა გურამმა და დუდანამ ახლა უკვე დაუფარავად გაიცინა –ნათლიაჩემია, ნა–თლი–ა–ჩე–მი, დაუმარცვლა ბექას მისი სტატუსობრივი მიმართება ალეკოსადმი და ისევ სავარძელს დაუბრუნდა –აა, ჩაიღიმა სიტუაციაში გარკვეულმა ბეშქენამ და გვერდით მიუჯდა, ცოტა ხანი დაჟინებით აკვირდებოდა –შენ გოგებაშვილელი შერლოკას მეზობელი არ ხარ? რაღაც უცნაური სახელი გქვია.. –ვისი? ვერ გაიგო ბექას კითხვა დუდანამ –გამომძიებელი გიორგი მახარაშვილის, განუმარტა გასაგებად და თავი დაუკრა –შერლოკას ეძახით? გაეცინა დუდანას, ბექამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია –მე დუდანა ვარ, მართალია უცნაური სახელი მქვია ცოტა ძნელი დასამახსოვრებელი, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ დედამ თავისი რომ გაიტანა და მამას შერჩეული კრავაი არ დამარქვა –მოძულებული ყავხარ მშობლებს? –სახელის გამო? გვარათ ხომ ჯაყელი ვარ თავადების შთამომავალი და კრავაი ერთ–ერთ ჩემს საკმაოდ ცნობილ წინაპარს ერქვა თურმე, ორასი წელია ალბათ ჯაყელებში კრავაი არავის რქმევიაო და მამასაც აჩემებული ჰქონია გოგო თუ გამიჩნდება მე დავარქმევო –მერე? –მერე მადლობა დედას, რომ დუდანა მქვია –მე ბექა ვარ –ბეშქენა, შეუსწორა ბატონმა გურამმა –ჰო, მეგობრებისთვის ბეშქენა –მე მეგობრები დუდიკას მეძახიან –ლეკვომ არ იცოდა, რომ უნდა მოსულიყავი? –ვიინ? ისევ დააბნია დუდანა ბექას კითხვამ, ბექამ კი კეფა მოიფხანა, ეტყობა ძალიან გაუგებრად ვლაპარაკობო –ნათლიაშენმა არ იცოდა რომ უნდა მოსულიყავი? –არა –დაურეკე –გუშინ ჩამოვიდა, ჯერ ქართული ნომერი არააქვს –მაშინ გურამჩიკას სტუმართმასპინძლობით ისარგებლე –გურამჩიკას მოგცემ მე შენ თუ მოვედი მანდ, გამოსძახა სამზარეულოდან ბატონმა გურამმა –ძალიან საყვარელია არა? და როგორც ჩანს საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი ბატონ გურამ ხო? ჩუმად კითხა ბექას დუდანამ და თავით ბატონ გურამზე ანიშნა –კი ძაან საყვარელია და ძველი სპორცმენიც, მთასვლელია და პარალელურად კიდევ ბევრი განხრით ნიჭიერი პიროვნება, თითქმის მთელი მსოფლიო აქ მოვლილი –ხო მაგას მივხვდი, მოავლო თვალი ნახევრად მაინც ანტიკვარული ნივთებით უხვად აჭრელებულ ოთახს დუდანამ –ალეკოს ლეკვოს რატომ ეძახი? –უბანში ეგრე ეძახიან და იმიტომ... უხერხული სიჩუმე გაიწელა, ბექამ მაგიდაზე დადებული აპარატი შენიშნა და დუდანას თვალით ანიშნა შენიაო? და მერე ისე დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ, ბექა მხატვრობაზე, დუდანა ფოტოგრაფიაზე და ორივე ერთად ფერებზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ, შიგადაშიგ ბატონი გურამიც ერთვებოდათ და საუბარი ისევ კარზე კაკუნმა შეაწყვეტინათ, ეს კი ნამდვილად ნათლიაშენიაო შემოუძღვა ოთახში ალეკოს ბატონი გურამი –აქ რას აკეთებ დუდიკ? –გელოდები და შენ სად დადიხარ? -ვაა, ბეშქენაც აქ ყოფილა, გაუხარდა დილით გაცნობილი თრითინას შვილის ნახვა და დუდანას კითხვაზე პასუხი არ გაუცია –წამოდით ჩემთან გვეყოფა გურამჩიკას შეწუხება, გადახვია ხელი ალეკომ დუდანას, ბატონ გურამს და ბეშქენას კი ისე გახედა თითქოს ეკითხებოდა რაღას დგახართ გამოადგით ფეხიო, ბატონმა გურამმა ისევ გურამჩიკას დაძახებაზე უკმაყოფილოდ დაკრა მარცხენა ხელის გულს მარჯვენას ზურგი და სიცილის შეკავების გამო საკმაოდ ხმამაღლა აფხუკუნებულ ბეშქენას მკაცრად გახედა –არ ვწუხდები ალეკოს შემოვევლე, მაგრამ გურამჩიკას კიდევ ერთხელ თუ დამიძახებთ ან შენ, ან ეს ლაწირაკი, იცოდეთ გაგაგდებთ სახლიდან, ბეშქენამ და ალეკომ ერთმანეთს გადახედეს, მერე ხელები ასწიეს სინქრონულად იმის დასადასტურებლად, რომ შენიშვნა მიიღეს, ბეშქენამ უსიტყვოდ დაუთმო თავისი სავარძელი და თვითონ მომცრო ზომის სკამზე გადაჯდა, რომელსაც ბატონი გურამი ჯორკოს ეძახდა, საუბარი ისევ მხატვრობას, ფოტოგრაფიას და ფერებს დაუბრუნდა, მერე დუდიკას სახლიდან დაუეკეს საათს დახედე, რომელიაო... ბატონ გურამს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის, სასიამოვნო ნაცნობობისთვის და სამივენი ერთად გამოვიდნენ ეზოში –დუდიკ გაგაცილებ, ღამეა უკვე, ნათლიაშენი კი როგორც ეტყობა საკმაოდ დაღლილი, თვალი ჩაუკრა ბეშქენამ, დუდანაც უსიტყვოდ დაეთანხმა, ნათლია გადაკოცნა, ხვალ დილიდან გელოდებიო მკაცრად გააფრთხილა, ლამის თითიც დაუქნია პატარა ბავშვივით და წინ წასულ ბეშქენას აედევნა, ჩუმად მიუყვებოდნენ გზას, გვიანი ღამის მიუხედავად ქალაქი მაინც სიცოცხლეს აფრქვევდა, მანქანების ძრავების და საყვირების გამაყრუებელი ხმებით, კორპუსების წინ გამრავლებული ლუდის მსმელი მობირჟავეებით და ზაფხულისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო, თბილი სიბნელით –რამდენი ხნით ჩამოვიდა არ იცი? როგორც იქნა ამოიღო ხმა ბეშქენამ –ერთი თვით, რამდენადაც ვიცი, თუმცა უკან გასაფრენი ბილეთი ჯერ არააქვს, შეიძლება სექტემბრამდე დარჩეს –საერთოდ არ ჩამოვალო? –ბეშქენ ალეკო ციხიდან გამოსული ადამიანივითაა, მისთვის აქ ყველაფერი უცხოა უკვე, სხვანაირია ქალაქი, აქ აღარ ცხოვრობენ მისთვის საყვარელი ადამიანები, ჩვენ თუ არ ჩაგვთვლი, ალეკომ არ იცის აქ რა გააკეთოს, უსაქმურობა კი არ უყვარს ნამდვილად –ხო ეს უცებ ვერ მოვიფიქრე, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ბეშქენამ –სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, გაუღიმა უკვე სადარბაზოსთან მდგომმა დუდანამ უხერხულად ასფალტს მომზირალ ბეშქენას და ნიკაბზე ხელი აკრა თვალებში რომ ჩაეხედა –მთელი საღამოა რაღაც სხვა განზომილებაში გადიხარ ხოლმე პერიოდლად, თითქოს ისმენ ყველაფერს, მაგრამ არ გესმის, მოხდა რამე? –მემართება ხოლმე, ღიმილით იმართლა თავი ბეშქენამ –სერიოზული არაფერია, გული მწყდება, რომ აქამდე არ გიცნობდი, ჩემთვისაც სასიამოვნი იყო შენთან ნაცნობობა და იმედია ლეკვოს წყალობით ხშირად მომიწევს შენთან შეხვედრა –მეც მაგის იმედი მაქვს, დაუკრა თავი დუდანამ და დიდხანს უყურა ჯანაშიას დაღმართს დაყოლილ ბექას, მანამ სანამ თვალსაწიერიდან არ დაკარგა, სახში შესული მხიარულად ჩაუხტა მდივანზე მოკალათებულ მშობლებს შუაში, მურმანის ეკალივით და მამიკოს მხარზე თავი ჩამოადო –დაიწყება ახლა ამის და ნათლიამისის გაუთავებელი წანწალი, შენ კიდე სახლში უნდა იჯდე და ელოდო ამათ... უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლეუშამ –კაი რა მამ, წამო ერთად ვიბოდიალოდ, თან ალეკოს მაგის ჯერ არაფერი ეტყობა –აცადე ჯერ აკლიმატიზაცია გაიაროს, წამოგვყრის ხოლმე საწოლებიდან შუაღამეზე –მე მეძინება, თქვენი თავი არ მაქ ძალიან დავიღალე დღეს, წამოდგა თინი, ქმარ–შვილი გადაკოცნა და საძნებლისკენ წავიდა –იცი დღეს ვინ გავიცანი? ალეკოს მეზობელი ბატონი გურამი –ვააა, გურამჩიკა კიდე ცოცხალია? –და კიდე ბეშქენა –ირინას შვილი? –შენც იცნობ? –ნუ დაახლოებით –რაღაც უცნაური ბიჭია და თან ძალიან საყვარელი ისევე როგორც ბატონი გურამი, ბევრი რაღაცეები მომიყვა თქვენზე და თქვენს ბავშვობაზე, მერე დუდანა გაჩუმდა და მამას გაუკვირდა მისი ასეთუ უეცარი ცვლილება –მკითხე ახლა დროზე რისი კითხვაც გინდა, თორე გავუყევი დედაშენის გზას მეც –მამ ალეკოს და ირინას ერთმანეთი უყვარდათ? თუ მარტო მეგობრები იყვნენ? –შენ ქალის და კაცის მეგობრობის გჯერა? გამომცდელად გახედა შვილს ლეუშამ –არა და მაგიტომაც მაინტერესებს ვისი გრძნობები იყო უფრო ღრმა და... სიტყვებიც გამოეცალა დუდიკას –ალეკოს ვერ ვკითხავ, მერიდება და იმასაც ვხვდები, რომ ალეკო აქედან არა მარტო საკუთარ თავს, არამედ დიდ ტკივილს გაექცა, რომელიც მხოლოდ ომის და ოჯახის ყველა წევრის დაკარგვის გარდა კიდევ რაღაცას მოიაზრებდა საკუთარ თავში, რაც ბოლო წვეთივით ჩავარდა ალეკოს გამძლეობის უკვე პირამდე ავსებულ ჭურჭელში და როგორც მიწისძვრამ იცის ხოლმე ცუნამი გამოიწვია და ჯებირები გადმოხეთქა –და გგონია, რომ ეს ბოლო წვეთი სიყვარულთან იყო დაკავშიებული? –არ მგონია, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა მაშინ, ოცი წლის წინ, მე ხომ ამაზე არაფერი ვიცი... –დუდიკ სიყვარულში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის, ისევე როგორც ცხოვრებაში –და ალეკომ და ირინამ ორის ორზე გამრავლებით ოთხი ვერ მიიღეს? –არა მა, აქ ირინა არაფერ შუაშია –ანუ სხვა, ვიღაც მესამე –ნუ აერთიანებ ალეკოს და ირინას, ისინი ერთად არც არასდროს ყოფილან და ნათლიაშენს ირინაზე, როგორც სიყვარულის ობიექტზე არც არასოდეს უფიქრია, საქმე სულ სხვანაირად იყო –მაშინ მომიყევი როგორ იყო, ვეღარ მოითმინა დუდანამ –რატომ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე? არც მე და არც დედაშენი ასეთები არ ვართ –მე სხვა ნათესავებიც მყავს მამ, რომელთა გენიც შეიძლებოდა გამომყოლოდა –ალეკოს რომ უთხრა ყველაფერი მამამ მომიყვაო იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ! დაემუქრა შვილს ლეუშა და ზედმეტი დამაჯერებლობისთვის საჩვენებელი თითი მკაცრად დაუქნია, დუდანა მამის მოჩვენებით სიმკაცრეს ღიმილით შეხვდა და იმის მოსასმენად მოემზადა რაც ძალიან დიდი ხანია აინტერესებდა –ალეკოს ერთი გოგო უყვარდა ძალიან, ხატია, სხვის გრძნობებზე საუბარი სისულელეა, იმიტომ რომ არავინ იცის ვინ რას, როგორ და რატომ განიცდის მეორე ადამიანის მიმართ, ქალაქში კი მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ალეკოს და ხატიას სიყვარულზე, ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ ალეკო ერთ–ერთი საკმაოდ ცნობილი ძველი ბიჭი იყო, ვერელი... ხატია კი პლეხანოველი... მიუხედავად ამ ნეგატიური ფონისა, ქალაქი ამბობდა, რომ მათი სიყვარული უფრო მეტი იყო ვიდრე საქვეყნოდ ცნობილ რომანებში აღწერილი წყვილების და რომეოს და ჯულიეტასაც კი უნდა შესშურებოდათ მათი, მამის ასეთი ირონიული ღიმილის მიზეზი ვერ გაიგო დუდანამ –ამას ისე ყვები, რომ აშკარად არ ეთანხმები დანარჩენებს და სავარაუდოდ არც ხატია უნდა მოგწონებოდა თავის დროზე –მე უკვე გითხარი, რომ სხვის გრძნობებზე საუბარი ძალიან დიდი სისულელეა იმიტომ რომ რეალურად არავინ იცის რა და როგორ ხდება ორ ადამიანს შორის და აქაც ყველაფერი ცუდად დამთავრდა –სიყვარული თუ იყო ცუდად არ შეიძლება დამთავრებულიყო –მაშინაც კი თუ ისინი სიკვდილმა დააშორა? –ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან მოვკვდებით მამ, აი სიყვარული კი ყველას არ ემართება... –არ ვიცი რა გითხრა შვილო, არც ის ვიცი მიხარია თუ არა რომ ასე ფიქრობ, იქნებ მე დიდი ხანია ადამიანების რწმენა დავკარგე, სიყვარულის რწმენაც დავკარგე, ან უბრალოდ დავბერდი ასეთი საკითხებისთვის –მერე დედა? –მე დედაშენი არ მიყვარს... მე დედაშენს ვაღმერთებ, დილით ახალ გავიძებულს რომ ვხედავ ზუსტად ისეთი კმაყოფილების გრძნოდა მიპყრობს როგორც მაშინ, პირველად რომ დავინახე ოცდა ხუთი წლის წინ უნივერსიტეტის კიბეებზე, რომ ჩამორბოდა თავისი ფრიალა, შირონის, ზეცისფერი კაბით და თხელი ფეხებით, როცა ის მეხება თავბრუ ისევე მეხვევა როგორც მაშინ, პირველად რომ ჩავკიდე ხელი და მეგონა წნევა ან ძალიან დამივარდა, ან ძალიან ამეწიათქო, თვალების დაბნელების, თავის ჯერ არ ნახული ტკივილის და გულში ჯერ არ განცდილი უსაზღვრო კმაყოფილების განცდის გამო, მე მას მერე დედასთვის ხელი არ გამიშვია და არც ვაპირებ... დუდანა ისეთი კმაყოფილებით უსმენდა მამას, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა, რომ შეძლებოდა ხვევნა–კოცნაში დაახრჩობდა –ალეკოს და ხატიას კი ეს არ აკავშირებდათ? –მამ ყველა ხომ ერთნაირად არ განიცდის ამ გრძნობას? –ისე რა მოუვიდა? რატომ დაიღუპა? –ჩვენ მთლად კარგი ხალხი არ ვართ მამი, ჩვენში საკუთარ თავს და ნათლიაშენს ვგულისხმობ, იმ დროისთვის და იმისთვის რასაც ვაკეთებდით საკმაოდ ბევრი მტერი გვყავდა და ახლაც ვიღაცეებისთვის მკვლელები ვართ და ვიღაცეებისთვის გმირები, იმიტომ, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, გულდაწყვეტით და აშკარა სინანულით თქვა ლეუშამ და დუდანამ ინანა წარსულის გახსენება, რომ დააძალა მამას –ალეკოს გამო?... ვერც კი გაბედა ბოლომდე კითხვის დასმა დუდანამ –არ ვიცი, შეიძლება ალეკოს გამო, შეიძლება სხვა რაღაცეების გამო, ფაქტი კი ერთია ის აღარ არის და ნათლიაშენიც დავკარგეთ –და ირინას ამ ყველაფერში რა ადგილი უკავია მაინც ვერ გავიგე, რატომ იღიმება ალეკო მის ხსენებაზე უცნაურად, რატომ უყურებს ბეშქენა ალეკოს როგორც კუმირს და რატომ იცის მასზე ისეთი რაღაცეები რაც მეც კი არ ვიცი? ლეუშას შვილის ნათქვამი ცოტა გაუკვირდა და ვერ გავიგეს გამომეტყველებით გახედა –შენ ახლა ის გაინტერესებს თრითინა რა კავშირშია ალეკოსთან, თუ ეჭვიანობ ბექაზე? –თრითინა? –ხო, ნათლიაშენისთვის თრითინა, ის და ალეკო ჯერ კიდევ მას მერე იცნობენ ერთმანეთს, როცა ადამიანს ჯერ ის არააქვს გათვითცნობიეებული ბიჭია თუ გოგო, ალეკოს რაც თავი ახსოვს თრითინა მის გვერდითაა, ცხოვრების თანამგზავრივით, ბავშვობას უცნაური რაღაც ახასიათებს, ყველა და ყველაფერი გიყვარს რაც კი მას უკავშირდება, გინდა ეს შენ თუ არა... ამიტომ იცინის უცნაურად ნათლიაშენი როცა ირინას ახსენებენ, უდარდელი ბავშვობა ახსენდება, ერთად ჩადენილი ცუღლუტობები, ერთი თეფშიდან საჭმლის ჭამა და ადამიანი რომელიც რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მაინც შენიანია... –მადლობა მა, ისევ ჩაეხუტა დაკმაყოფილებული დუდანა მამას –რისთვის ჩემო ბაჭია? –ყველაფრისთვის, სულ თავიდან დავიწყო? იმისთის, რომ შენი და თინის შვილი ვარ... იმისთვის, რომ ასეთი კარგი ხარ... იმისთვის, რომ მასწავლი რა არის ცხოვრება და იმისთვის, რომ ამიხსენი რა არის სიყვარული და რას უნდა ვგრძნობდე როცა იმ პიროვნებას ვიპოვნი, რომელიც რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემიანი იქნება... ბეშქენა სანამ სახლამდე მივიდოდა, რამოდენიმე ადგილას გააჩერეს ნაცნობებმა და როგორც იქნა დაღლილმა გააღო კარები, ახლად მომზადებული საჭმლის სურნელმა, რომელიც ჯერ კიდევ სახლის კარებთან იგრძნო მიახვედრა, რომ ირინა დაბრუნდა სამსახურიდან და სამზარეულოს მიაშურა ფეხაკრებით, ჭურჭლის რეცხვით გართულ ირინას ჩუმად მიეპარა და ხელები მოხვია წელზე, თავის ფიქრებში გართული ქალი შიშისგან შეხტა და მერე შვილის ამ ბავშურ საქციელზე გაეცინა, ბექამ ხმაურით აკოცა კისერში და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა –მშია დე, წაიწუწუნა როგორც იცოდა ხოლმე –იცი რომელი საათია? –რამდენ რამეს მოიცავს ეგ ერთი კითხვა? სად ვეთრევი მადენ ხანს, რატომ არ ვჭამე აქამდე და ახლა რაღა დროს ჭამაა ხო? ირინამ უსიტყვოდ გაიმშრალა ხელები, ბექას მაგიდა გაუწყო, თვითონაც შეუერთდა და კმაყოფილად მომღიმარ, უკვე გამაძღარ შვილს თბილად დაუსვა ლოყებზე ხელის გულები და შუბლზე აკოცა, როცა მაგიდის ასალაგებლად წამოდგა –სად იყავი ამდენ ხანს? იკითხა როცა ისევ ჭურჭლის რეცხვას დაუბრუნდა, ბექას პასუხი მაშინვე არ გაუცია და სიჩუმის გამო ირინა ზურგისკენ შემობრუნდა, იმაში დასარწმუნებლად ისევ აქ იყო თუ არა ბეშქენა, ის კი თვალებ დახრილი ისევ სადღაც სხვა განზომილებაში იყო, როგორც დუდანამ უთხრა –მოხდა რამე? ოდნავ ხმამაღლა კითხა ირინამ შვილს, რომ ფიქრებიდან გამოეფხიზლებინა –მამა ჩამოვიდა, თავაუღებლად ჩაილაპარაკა ბექამ –რას ქვია მამა ჩამოვიდა? ვერ მიხვდა უცებ ნათქვამის შინაარს ირინა, ბექა ფეხზე წამოდგა, დედას თბილად მოეხვია, ძილინებისაო ნიკაბზე ფრთხილად აკრა ხელი და სამზარეულოდან გასვლისას დაუკონკრეტა, ლეკვო ჭელიძე დაბრუნდაო....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.