შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიუმფალური თაღი (ნაწილი IV )


30-06-2015, 23:17
ავტორი ნინი-21
ნანახია 1 882

ახალი დილა გათენდა და დღეც ახალი შემართებით დაიწყო ბაიამ. სხარტად წამოხტა ლოგინიდან და აბაზანას მიაშურა.
არ იცოდა, როგორ მაგრამ იმ ბავშვებისთვის საჭირო ლიტერატურას აუცილებლად მოიპოვებდა. თუნდაც ამისთვის დედამისის ნაქონი ოქროს საათის გაყიდვა მოსწეოდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სულაც არ ახარებდა, მაგრამ ხვდებოდა თუ სხვა გზა არ დარჩებოდა საათის გაყიდვა აუცილებლად მოუწევდა.
ალბათ იფიქრებთ, რა აიძულებსო ამ ყველაფერს ?!
გაყიდოს დედამისის სახსოვრად დანატოვები ერთადერთი ნივთი, იმისთვის რომ ორ დღეზე გაცნობილ მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურა შეუძინოს.
სისულელეა-ო _ გაიფიქროთ შეიძლება.
მაგრამ ამას მხოლოდ თქვენ ფიქრობთ და არა ბაია.
თავში მხოლოდ კლოდის სიტყვები უტრიალებდა.
„-ალტერნატიული რესურსები უნდა მოიძიოთ. იქნებ სკოლის თვითმართველობას დაელაპარაკოთ.“
რა თქმა უნდა ასეც იზამს. ბოლომდე მოსინჯავს სკოლის რესურსებს და ბოლოს თუ არ გამოვიდა თავის რესურსებს ცდის. კომოდიდან შავი სწორი შარვალი, თეთრი მაისური გამოიღო. ცოტა წაიხემსა. ბინის მეგობარს გამოემშვიდობა, კოსტუმი მოიცვა და სკოლისაკენ გასწია.
მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი პირველ საათზე იწყებოდა და ჯერ კიდევ საათ ნახევარი ჰქონდა იქამდე, მაინც წინ მიიწევდა რადგან სურდა დილითვე დალაპარაკებოდა თვითმართველობას და თუ ბედი გაუღიმებდა გაკვეთილზეც შეიტანდა წიგნებს.
რა თქმა უნდა თუ ბედი გაუღიმებდა !
ბედი კი საუბედუროდ ხშირად არ გვიღიმის ხოლმე.
კოორდინატორთან მივიდა და ჰკითხა სად იყო თვითმართველობის თავჯმდომარის კაბინეტი.
-203 საკლასო ოთახი. მეოთხე სართული._მიუგო მანაც.
ბაიამ სწრაფად აირბინა კიბეები და 203 საკლასო ოთახის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით. _ გაისმა ოთახის სიღრმინდან ბოხი ბარიტონი და ბაიამაც ამაყად შეაბიჯა კაბინეტში.
მოკლედ აუღწერა შექმინილი სიტუაცია და დახმარება სთხოვა.
-მე-11 კლასი ამ სკოლისთვის მეტად მძიმე თემაა. შარშან ბატონმა ანტონმა ბიბლიოთეკის გამგემ მათ სულ ახალთახალი წიგნები გადასცა თავისი ბიბლიოთეკიდან უსასყიდლოდ, წლის ბოლოს კი წიგნები გადასაყრელი დაურჩა, ნუგეწყინებათ სწორედ ამიტომაც ფრთხილობს ბატონი ანტონი.
-კი მაგრამ...
-მე ყველანაირად დაგეხმარებით._წინადადების დასრულება არ აცადა ბაიას.
-სკოლის სხდომაზე დავსვამ ამ საკითხს, მაგრამ ვერაფერს შეგპირდებით.
-ვერაფერს ? _იმედგადაწურულს ბოლოს და ბოლოს აღმოხდა ბაიას.
-წინასწარ ვერაფერს. _ უთხრა მამის ხნის მამაკაცმა და თბილად გაუღიმა.
-მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. _ უთრა გაბზარული ტონით და სწრაფად დატოვა საკლასო ოთახი. არ უნდოდა ასე უხეშად გამოსვლოდა თვითონაც კარგად იცის, რომ ეს კაცი არაფერს შუაშია, მაგრამ რა ქნას ვინმეზე ხომ მაინც უნდა იყაროს ჯავრი. კიბეებზე აღარ ჩასულა მისი საკლასო ოთახიც ხომ ამ სართულზე იყო. ნელა დაუყვა დერეფანს და ბოლოს იმედგაცრუებულმა შეაბიჯა საკლასო ოთახში. ბავშვები დღეს ადრიანად მოგროვდნენ. ბაიამ კარგად იცოდა, რომ ბავშვებს დაჰპირდა ხვალ უკვე წიგნებს მოგიტანთო მაგრამ ეს ხვალ ზეგისთვის უნდა გადაედო.
ზარიც დაირეკა და გაკვეთილიც დაიწყო.
ბავშვებმა თავთავიანთი მერხები დაიკავეს და მასწავლებლის მოლოდინში გატრუნნენ.
არც ბაია იღებდა ჯიუტად ხმას. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ დიდ ხანს არ გაჩერებულა მალე ეს სიჩუმე კარის სახელურის ჩხაკუნმა და შემდგომ ბიბლიოთეკის გამგემ დაარღვია.
ბაიამ ის, რომ დაინახა სახე გაებადრა ბედნიერებისგან.
-ერთი წუთი შეიძლება მის ბაია.
-ახლავე. _ მიუგო სწრაფად ბაიამ. ბავშვები გააფრთხილა ჩუმად იყავითო და საკლასო ოთახი დატოვა.
-მაინტერესებს თქვენ დირექტორისთვის ხომ არ გითქვამთ რაიმე იმის შესახებ, რომ მე ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანაზე უარი გითხარით.
-არა გეთაყვა, მსგავსი რამ არც მიფიქრია.
-საინტერესოა. _ ჩაფიქრდა ბიბლიოთეკის თავმჯდომარე.
-მაგრამ რაც არის არის. დირექტორმა დამავალა, რომ ბიბლიოთეკიდან ახალი, თქვენთვის საჭირო წიგნების გამოტანის ნებართვა დაგრთოთ და რადგან ეს ბიბლიოთეკა სკოლისაა ამიტომ მე არანაირი ძალა არ მაქვს წინ აღვუდგე მის სიტყვებს. ამიტომ როცა გენებოთ ჩამობრძანდით ბიბლიოთეკაში, შეარჩიეთ საჭირო ლიტერატურა და წაიღეთ. მაგრამ გახსოვდეს წიგნები მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში უნდა ჩამბარდეს. _ დააყოლა ბოლოს ბიბლიოთეკის გამგემ.
ამ ხნის განმავლობაში კი ბაია გაოცებული უსმენდა მას და ბედნიერებისგან აღარ იცოდა სად წასულიყო.
-რა თქმა უნდა. ყველაფერს ისეთივეს ჩაგაბარებთ როგორსაც გამოვიტან. უღრმესი მადლობა თქვენ !
-დირექტორს უმადლოდეთ თორემ ამას არასდროს დავუშვებდი.
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია წიგნები მალე ჩემთან იქნება. _ ჩაილაპარაკა ბაიამ და თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა. ანტონს აღარაფერი უთქვამს, ბაიას ზურგი აქცია და კიბეებს ჩაუყვა.
ორი წუთი ბაია საკლასო ოთახის კარებთან იდგა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. ბოლოს კი ერთი ღრმად ამოისუნთქა და კარები შეაღო.
-ისევ ჩვენ გვეხება ?! ახლა ნამდვილად არაფერი დაგვიშავებია მის. გეფიცებით. _დაიწყო დიუნანმა.
-დიახ თქვენ გეხებათ. _ბაიამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
-კი მაგრამ მის, გეფიცებით ჩვენ..._ დიუნანს ლინდაც აჰყვა.
-ვიცი ვიცი არაფერი დაგიშავებიათ. _ დაასრულა ბაიამ ლინდას სიტყვები და მათ ბავშვურ ქცევაზე ჩაიღიმა.
-აბა რა ხდება? _ ლაპარაკში ანრიც ჩაერთო.
-რა ხდება და ბიბლიოთეკის გამგემ ამწამს მამცნო, რომ ჩემი მოთხოვნა ბიბლიოთეკიდან თქვენთვის საჭირო ლიტერატურის გამოტანაზე დააკმაყოფილა. და ახლა სწორედ ამიტომაც მოვიდა.
-მართლა ? _ აღმოხდა გაოცებულ მერის.
-დიახ, მართლა. ეს კი ნიშნავს, რომ სწავლას ხვალიდან შევუდგებით.
-მაგრამ ალბათ ხვდებით მე მარტოს არ შემიძლია საკმაოდ დიდი რაოდენობისა და სიმძიმის წიგნების პირველი სართულიდან (სადაც ბიბლიოთეკა მდებარეობს) მეოთხე სართულზე წიგნების ტრანსპორტირება. ამაში კი უკვე თქვენი დახმარება მჭირდება.
-რა პრობლემაა მის. _ გაიხარა დიუნანმა.
-მეოთხე კლასის შემდეგ ბიბლიოთეკაში აღარც შევსულვარ. _ დანანებით ჩაილაპარაკა ანრიმ.
-თუ გავითვაისწინებთ იმას, თუ რაოდენ დიდი მასალა გაქვს დასაუფლებელი დამიჯერე ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება.
-პირველ ეტაპზე აუცილებლად მინდა ყველა ბიბლიოთეკაში დარეგისტრილდეთ. ალბათ ხვდებით რომ მე იქედან მხოლოდ სასწავლო წიგნების გამოტანა შემიძლია. მაგრამ ეგ როდია საკმარისი ჩვენ დამატებითი ლიტერატურაც გვჭირდება და ამას სწორედ ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს. გაკვეთილის გამოსვლისთანავე ბიბილიოთეკაში ჩავალთ ყველანი. თქვენ თავდაპირველად ბიბლიოთეკაში ჩაეწერებით, შემდგომ კი წიგნების ტრანსპორტირებაში დამეხმარებით. შევთანხმდით ?
-რა პრობლემაა ! _ შესძახა კლასმა ერთხმად.
მალე ზარიც დაირეკა და ბაია, მოსწავლეებთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა. ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა ბიბლიოთეკარს და სექციებს დაუყვა. მალევე იპოვა მისთვის საჭირო მერვე და მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები. ბავშვებს ანიშნა ესენიაო და მათაც წიგნების ჩამოწყობა დაიწყეს.
-ჰეეიიი ... რას აკეთებთ თქვენ ? ხომ არ გაგიჟდით ? _ მოსწავლეთა ამ ქმედებაზე სათანადო რეაგირება მოახდინა ბიბლიოთეკარმა.
-ნუ ღელავთ, ყვეალაფერი დირექტორისა და ბიბლიოთეკის გამგის თანხმობით ხდება. _ ბაიამ მოკლედ აუხსნა მიზეზი.
-აჰჰ.. თუ მართლაც ასეა მე არაფერი მეთქმის. _ ჩაილაპარაკა ბიბლიოთეკარმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ბაიას მითითებით ბავშვებმა ფრთხილად გადმოალაგეს წიგნები და თავთავიანთი ხელებზე დაიწყვეს. შემდეგ ბიჭებმა ჯელტმენობა გამოიჩენეს და მათ ოთხ თანაკლასელ გოგოს (მერის და ლინდას უკვე იცნობთ, კიდევ არიან მარია და სანდრა, მათ შესახებ მოგვიანებით გიამბობთ), წიგნები გამოართვეს და თვითონ დაიწყვეს ხელზე.
ბიბლიოთეკარმა თითოეული წიგნის აღრიცხვა ჩაატარა. შემდეგ ბავშვების დარეგისტრილება დაიწყო ბიბლიოთეკაში რამაც ნახევარი საათი გასტანა და საბოლოოდ შუადღის სამი საათისთვის უკვე საკლასო ოთახში იყვნენ, მერხებზე იჯდნენ კმაყოფილი სახით და წიგნებით ხელში.
ბაიაც ფრიად კმაყოფილი ჩანდა თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებდით.
-მოკლედ იმის ახსნას არ დავიწყებ, რომ წიგნები როგორიცაა ისეთი უნდა ჩაბარდეს, თუ ისეთი არა მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში. უკვე მომახსენეს თქვენი „გმირობის“ შესახებ წიგნებთან მიმართებით და არ მსურს მსგავსი რამ ახლაც განმეორდეს. ყველაფერი გასაგებია?
-გასაგებია. _ უპასუხა კლასმა.
-ძალიან კარგი. მოკლედ წიგნები დღეს საკლასო ოთახში დატოვეთ და ხვალიდან შევუდგებით სწავლას. აქედანვე გაფრთხილებთ სწავლა ადვილი არ იქნება და ერთადერთს რასაც თქვენგან მოვითხოვ ეს დავალებულის მაქსიმალურად გულმოდგინედ შესრულებაა. თუ ასე არ იქნება სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ. ახლა კი დაგემშვიდობებით ისედაც მოგაცდინეთ. აბა კარგად _ თქვა ბაიამ და ღიმილიანი სახით გადახედა კლასს.
-ნახვამდის მის ბაია. _ დაემშვიდობა დიუნანი.
-ნახვამდის.
-კარგად _ ახლა უკვე ანრი იყო.
-ნახვამდის. _ მასაც იგივე გაუმეორა რაც დიუნანს.
მოულოდნელად ლინდა ბაიასკენ გადმოიხარა და მოწყვეტით აკოცა ლოყაზე.
-მადლობა ყველაფრისთვის. მართლა ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რისთვის დავიმსახურეთ.
ბაიამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა, მაგრამ შიგნით ფეიერვერკებს აწყობდა. მსგავსი რამ შემდგომში მერიმ, სანდრამ და მარიამაც გაიმეორეს. მასწავლებელმა ისინიც გულითადი ღიმილით დაასაჩუქრა.
ბავშვები გავიდნენ თუარა ბაია მოწყვეტით ჩამოჯდა სკამზე თან ცქმუტავდა. ყველაფრის გააზრება სურდა. ამიტომ ქრონოლოგიურად დაიწყო. ჯერ წიგნების ამბავი.
ხო მართლა ბაიასავით ალბათ თქვენც დაგაინტერესათ დირექტორმა საიდან გაიგო ეს ყვეალფერი როცა არც ბიბლიოთეკის გამგეს და მითუმეტეს არც ბაიას არაფერი უთქვამთ ?!
უცებ ბაიას თვალები გაუბრწყინდა.
რა თქმა უნდა ! თვითმართველობის თავმჯდომარე. სანდომიანი, მამისტოლი მამაკაცი 203 საკლასო ოთახიდან.
წამსვე შერცხვა მისი საქციელის როგორ უკმეხად მიუგდო ერთი სიტყვა და დატოვა საკლასო ოთახი. მან კი რამხელა საქმე გაუკეთა. ბაია მიხვდა, რომ შეცდომის გამოსწორება აუცილებელი იყო. ლეპტოპის ჩანთა აიღო. კლასი დაკეტა და 203 ოთახისკენ აიღო გეზი. კარებთან შეჩერდა ერთი ღრმად ამოისუნთქა (ისე ეს კართან შეჩერება და ერთი კარგად ამოსუნთქვა წესად დასჩემდა უკვე ბაიას) და კარების სახელური ჩამოსწია.
ერთხელ... ორჯერ მაგრამ კარები არ გაიღო.
მაჯის საათზე, რომ დაიხედა ოთხის ათი წუთი იყო. რა თქმა უნდა თაბჯმდომარე აღარ იქნებოდა უკვე კაბინეტში სავარაუდოდ სახლში წავიდოდა.
ნელა დაუყვა კიბეებს უზომოდ გახარებული თან ჩამოსვლისას სიმღერას ღიღინებდა. სკოლიდან ჩვეულებისამებრ კაფეს მიაშურა. კაპუჩინო შეუკვეთა ახალი გაზეთი იყიდა და თვალი გადაავლო სამუშაოთა სიას. ბოლოს მისი ყურადღება ერთ ვაკანსიაზე შეჩერდა. გამყიდველის ვაკანტურა იყო, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილ საშოპინგო ქსელში ანაზღაურებაც არ იყო ცუდი და რაც მთავარია ზუსტად ერგებოდა მის განრიგს. გაზეთი გადაკეცა, ჩანთაში ჩაიდო და კაპუჩინოს მიუბრუნდა.
მალევე მოსაღამოვდა და ბაიასაც გაახსენდა მისი კლოდი.
დიახ ის სწორედ მისი იყო.
ყოველშემთხვევაში დროის იმ მონაკვეთში მაინც როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ.
მალევე მოითხოვა ანგარიში, ფული გადაიხადა და გზას დაუყვა „ტრიუმფალური თაღისაკენ“.
მის სავარძელთან, რომ მივიდა არავინ არ დახვდა და რატომღაც სიცარიელე იგრძნო. მიხვდა, რომ კლოდზე, თავის „ღამის ზმანებაზე“ დამოკიდებული ხდებოდა.
და ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულება ადამიანისთვის მავნებელია.
დიდხანს ელოდა კლოდს თან თაღს გაჰყურებდა. ბოლოს კი, რომ აღარ მოვიდა ჩანთა აიღო და სავარძლიდან წამოდგა.
-ბოდიში დავიგვიანე. _ მოესმა ზურგს უკან ნაცნობი, საშინლად მონატრებული ბარიტონი და იქითკენ შეტრიალდა სადაც ამ ბარიტონის პატრონი უნდა მდგარიყო სავარაუდოდ.
-მე უკვე მივდივარ.
-იქნებ დარჩე ცოტა ხანს. დავილაპარაკოთ, მაინტერესებს რა მოხდა დღეს.
-უკვე გვიანი არ არის ?!
-სახლამდე მე მიგაცილებ. ოღონდ ცოტა ხანი დარჩი.
-კარგი. _ თქვა ბაიამ და სავარძელზე ჩამოჯდა. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა გულში კი გამარჯვებას ზეიმობდა.
-აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ? გიშველა თვითმართველობამ?
-შენ რომ იცოდე როგორი მადლიერი ვარ შენი და თვითმართველობის თავმჯდომარის.
-მოიცა ჩემი რატომ ? _ გაიკვირვა კლოდმა.
-შენ არ მირჩიე თვითმართველობის თავჯმდომარესთან მიდიო?! მეც მივედი და დამეხმარა. დირექტორისთვის უთქვამს დირექტორს კი ბიბლიოთეკის გამგესთვის დაუვალებია ნებართვის მოცემა ჩემთვის რათა წიგნები გამომეტანა.
-თავად გითხრა ასე ?
-სიმართლე გითხრა არა, მადლობის გადახდა მინდოდა მაგრამ კაბინეტში არ დამხვდა მაგრამ ზუსტად ვიცი მან გააკეთა. ხვალ აუცილებლად მადლობას გადავუხდი.
-ჰმმ... ძალიან მიხარია თუ ასე მოხდა. წიგნები ახალთახალია ხომ ასეა?
-კი ასეა. შენ უნდა გენახა ბავშვების გაბრწყინებული სახეები. ისე გაუხარდათ და ამასთან ერთად მეც როგორი ბედნიერი ვიყავი როცა მათ გახარებულ სახეებს ვუცქერდი.
-ძალიან მიხარია, რომ გიხარია. _ ჩაილაპარაკა კლოდმა და მზერა „ტრიუმფალური თახიდან“ ბაიაზე გადმოიტანა.
ბაიას არაფერი უთქვამს მანაც გაუღიმა და მზერა შემდეგ ისევ თაღს გაუსწორა.
ბევრ რამეზე ისაუბრეს იმ საღამოს. ბევრი საჭირბოროტო საკითხიც განიხილეს. ბოლოს ძალიან, რომ დაგვიანდა ბაიამ წავიდეთო უთხრა და „ტრიუმფალურ თაღიდან“ ბაიას ბინისკენ დაუყვნენ გზას ერთად.
-აბა შეხვედრამდე. _ ბინასთან მისულს გამოემშვიდობა ბაია.
-ხვალამდე. მიხარია, რომ გაგიცანი._ დაემშვიდობა კლოდი და ცხელი კოცნა დაუტოვა შუბლზე.
ბაია კლოდისგან ამ ქმედებას არ ელოდა. თან ძალიან გაუკვირდა და ასევე ძალიან ესიამოვნა.
გზააბნეულმა აიარა კიბეების საფეხურები, ნელა შევიდა ბინაში მეგობრისთვის ძილი, რომ არ დაეფრთხო. ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინში შეწვა.
ფიქრობდა დღევანდელ მოვლენებზე და ნამდვილად კარგი დღის კარგ დასასრულად მიიჩნევდა კლოდს და მის ბოლო ქმედებას.


ესეც ასე ! შემდეგი თავიც აქ არის wink
აბა ვნახოთ თუ მოგეწონება. ისევ და ისევ მადლობები კომენტარების ავტორებს love



№1  offline წევრი teke08

პირველი კომენტარის ავტორი ვარ:* ძალიან კარგი იყო ძალიან მომეწონა რომ ბაია ასე იბრძვის ამ კლასისთვის ცოდნის გაზიარებას და ველოდები მეხუთე უფრო დიდ და სახალისო თავს....... აბა შენ იცი!!!!.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent