ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 8)
-გთხოვ არაფერი არ თქვა... უბრალოდ ვიცეკვოთ!-მეც ხმა არ ამომიღია და ვეცადე ეს გადარეული გული როგორმე დამეწყნარებინა და მელოდიას ავყოლოდი. ირაკლის ნაამბობი: -კი ვიცოდი რომ გაბნევდი, მაგრამ ასეც თუ იყო საქმე არ მეგონა-მისკენ გადავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე. -ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე-ნამდვილად დაეტყო ნერვიულობა. -არ ვუარყოფ მაგ ფაქტს. -მერედა ძალიან ცუდი. -რატომ?!-ინტერესით ვკითხე და თან წელზე უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი. -სინამდვილეში ადამიანებს რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, იდიოტები არიან!-მკაცრად მიპასუხა, მაგრამ ნათლად ეტყობოდა რომ საშინლად იყო ანერვიულებული. „არაჩვეულებრივი, პატარა ქალბატონო, მაინტერესებს რამდენ ხანს გასტანს ეგ შენი სიჯიუტე, მოგიწევს რქების დატეხვა!!!“ გულში გავიცინე და მისი შესწავლა გავაგრძელე. -რატომ ესე მკაცრად?! -სიმართლე ყოველთვის მკაცრია-ისევ იმ მკაცრ ტონს ინარჩუნებდა, ნუ მისი ჭკუით მკაცრს. -აი მე კიდევ ეგრე არ ვფიქრობ! -შენი აზრი არც მიკითხავს. -ეგეთ ადამიანს ქალბატონო ანეტა თავდაჯერებული ჰქვია და ადამიანს რომელიც თავდაჯერებულია ყველაფერი გამოსდის ცხოვრებაში დაიმახსოვრე! -აუცილებლად-გაეცინა ჩემს ეგრეთწოდებულ ფილოსოფიაზე-ირაკლი... -ხო-მხოლოდ ერთი სანტიმეტრით მოვშორდი და თვალებში ჩავხედე. -სახლში წავიდეთ რა... -დაიღალე?! -საშინლად...-ისეთი საყვარელი იყო... „მოიცა ყიფიანი მოიცა... ცოტა ვაწვალოთ პატარა ჭინკა და მერე ეგ მაიმუნობები“ თავს შემოვუძახე. -წავიდეთ! -აბა გვრიტებო მოიცეკვეთ?!-როგორც ყოველთვის ჩემი დის მჟავე ხუმრობები, არადა ახლა როგორც მე ვამბობ „კ სტატე“ იყო. ანეტა სულ მთლად აწითლდა, მე კი ამაზე უბრალოდ გამეღიმა. -სალომე...-მაინც ვერ გავუძელი და საყვარელი ქალის მხარი დავიჭირე, ვეცადე სიტუაცია ცოტა მაინც დამეწყნარებინა. -რა გინდა ვაახ. -არაფერი ჭკვიანად იყავი თქო, თორე რატი გაგლახავს-ბოლო სიტყვები ურჩულით ვთქვი, ისე რომ მას არ გაეგო. -ჭკვიანად ვარ! -კაი ვსო!-ოფიციანტს დავუძახე, გადავიხადე ფული და ბარიდან გამოვედით. -მადლობა ხალხო-გაიცინა სალომემ და ლოყაზე რიგრიგობით გვაკოცა ჯერ მე, მერე ანეტას. -ჩემი გადარეული-გაუცინა ანეტამ და მაგრად მოხვია ხელები. „მისი ღიმილი... შეუდარებელია... მილიონში ვიცნობ მის ღიმილს... მისი მწვანე თვალები ერთადერთია რასაც შეუძლია გამაქვაოს... ყიფიანი ნუთუ შეიძლება ასეთი სიყვარული?! შეიძლება!!!“ ჩემივე კითხვას გავეცი პასუხი და მანქანა დავძარი. სალომეს უკან ჩასძინებოდა და მთელს სავარძელზე იყო გაწოლილი, მისკენ მივბრუნდი, ნუ მისკენ რაა მინდოდა ანეტასთვის შემეხედა, მეგონა მასაც ეძინა, თვალები ჰქონდა დახუჭული, მისი შესწავლით ვიყავი გართული უცებ ხმა რომ გავიგონე. -მადლობა... -რისთვის?! -ყველაფრისთვის, დღვანდელი დღისთვის...-თვალები გაახილა, გამომხედა და გამიღიმა. -მადლობა რომ გადაგეხადა მაგიტომ არ წამომიყვანიხარ! მინდოდა უბრალოდ კარგი დრო გაგეტარებინა!-მეც გამეღიმა. -მერე არა, მაინც მადლობა. -არაფრის!-მან უბრალოდ გამიღიმა-იმედი მაქვს ყველაფერი ისე იყო როგორც ჩაფიქრებული მქონდა. -მე არ ვიცი შენ რა გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მე მომეწონა, ყველაფერი! -მიხარია...!-გზას გავხედე. -სხვებმა იციან?! -რა?! -სალომე რომ ჩამოვიდა. -ზოგმა კი. -და რატომ ეგრე?! -უბრალოდ... ნუ „ნა ხადუ“ ნახავ რაა... -ეგ „ნა ხადუ“ ყოველთის კარგ რაღაცას ნიშნავს და ახლაც მაგის იმედი მაქვს. -გარწმუნებ გაგიხარდება!-გავხედე და გავუღიმე. -და ვინ შედის მაგ ზოგში?! -ვერ გეტყვი. -რატომ?!-გაეცინა, მე კიდევ როგორც ყოველთვის მის სიცილზე გავშრი. -სიურპრიზი ჩაეშლება ერთ სულიერს... -მაშინ კაი. დიდი ხანი ვიყავით გზაში, სალომემ გაიღვიძა. -ჩაეძინა?!-მკითხა სალომემ. -ხო... -ირაკლი...-რაღაცნაერად მკითხა, აი რაღაც ინტრიგნულად. -ხო. -არ გინდა გამოუტყდე საკუთარ თავს?! -რაში?! -იმაში, რომ ისევ გიყვარს! და რომ ეს 3 წელი მხოლოდ მის გამო იყავი გერმანიაში...! -შენ თვითონ იცი მაგ კითხვაზე პასუხი! -მინდა რომ შენით აღიარო!-წარბები მაღლა აწია და თითი დამიქნია გაბრაზების ნიშნად. -პატარა ბავშვი ხარ-გამეცინა მის სახის გამომეტყველებაზე. -ხოდა მაგ ბავშვს უნდა რომ მისი ყურებით მოისმინოს ყოველივე. -ხო... ისევ ისე მიყვარს! სხვანაერად წარმოუდგენელია...! -და...?!-სახიდან ღიმილს არ იშორებდა. -და ხო მის გამო წავედი გერმანიაში! -აი ასე ჯობია!-კმაყიფილმა, გამარჯვებული ღიმილით გადავიდა მანქნიდან-წამოიყვანე შენი სატრფო-გაიცინა და სახლის კარები გააღო. -ჩემი სატრფო...!-გავიმეორე დის ნამაიმუნარი სიტყვა და მანქნიდან გადმოვედი, მოვუარე და ანეტას მხარეს კარები გავაღე, ფრთხილად შევუცურე ხელი წელზე, მეორე კი ფეხებზე. -ისევ ისეთი წონის ხარ-ჩავიჩურჩულე და ხელებში უკეთესად მოვიკალათე, მან კი კისერზე შემომხვია ხელები კომფორტისთვის-სულ არ გასუქებულხარ, რაარის-ჩემივე მშობლურ სიტყვებზე გამეცინა და კარების გაღება დავაპირე როცა ღიმილით გამიღო ნიკამ. -აე რომეო რას შობი?!-გაიკრიჭა „მასხარა“ -ანეტა ამყავს მის ოთახში-ნიკაზე გამეცინა, ინტერესით რომ მომჩერებოდა. -ოოო ვერ ხვდები ვითო რაზე გეკითხები!-უკმაყოფილოდ გამეჯგიმა. -მაცადე ბიჭო ავიყვანო. -და მომიყვები?!-პატარა ბავშვის თვალებით გამომხედა. -გაიწიე ბიჯო! -ოოო ეს რა უჟმურია, რატი არ გვყოფნის სასტავში უჟმური?!-დაიწუწუნა, მაგრამ მალევე გაიცინა-ისე ამას წამალი ჩამოუვიდა „ანტისიუჟმურე“-გადაიხარხარა და მეც გამეცინა მის ნათქვამზე, რადგანაც კარგად ვიცოდი ვის გულისხმობდა იმ ეგრეთწოდებულ „ანტისიუჟმურეში“ -მაგაში მართალი ხარ ახლა გამიშვი. -ხო, ხო ადი და მალე ჩამო რო ვქეიფობთ. -რას?! -ჩამო დ გეტყვი ბუნჩულ-ქალივით გაინაზა. -ფუ მე შენი პიდარასტი ************ -ჩემს გინებაზე და გამრავლებაზე SALE-ია?!-ცალი თვალი მოჭუტა, მე კი უბრალოდ გამეცინა. ანეტას ოთახის კარი ფრთხილად შევაღე და ასევე ფრთხილად დავაწვინე საწოლზე, ფეხსაცმელი გავხადე, ადიალა გადავაფარე და ოთახიდან გამოვედი. -მიდი მოყევი ახლა-მივედი თუ არა მაჯახეს ბიჭებმა. -რა?!-მეც გამეცინა მათ ინტერესიან თვალებზე. -ვაიმე ეს დღეს მომაკვლევინებს თავს!-დადო განაჩენი ნიკამ და უკმეყოფილოდ გაუხახუნა ერთმანეთს ხელები. -ეტყობა კმაყოფილია ვაჟბატონი და იმიტო გვიშხამავს აქ ხასიათს-აყვა სანდროც. მეც ყველაფერი მოვუყევი, აბა ამათ კაცი ვერ მოიშორებდა დღეს და... -ყოჩაღ რაა სასიძო, ყოჩაღ-შემაქო გეგამ. -მართლა მაგარი ხარ-დაეთანხმნენ სხვებიც. -იასნა-გავიცინე და ლუდი მოვსვი. -აბა ჩემი ძმა იდიოტობას მოიფიქრებდა?! გავიგეთ სალომეს ხმა, რომელსაც მოკლე სარაფანა ჩაეცვა, თმები მაღლა აეწია და საყვარლად მოემართებოდა ჩვენსკენ, უცებ ყველამ ჯერს სალომეს, მერე კი რატის გავხედეთ, რომელიც ძლივს სუნთქავდა და როგორც შევატყვე ერთი 3-4ჯერ გადაცდა ნერწყვი, ამაზე კიდევ ყველას გაგვეცინა, სალომე ჩემს გვერით დაჯდა, აქედან გამომდინარე რატის პირდაპირ, საცოდავი ჩემი ძმაკაცი გამოდებილებული უყურებდა დიდი ხნის სიყვარულს, ვიცოდი რას გრძნობდა ის ახლა და მთელი სულითა დ გულით „პადერჟკას“ ვაძლევდი... აბა როგორ?! მეც მის დღეში ვარ ამხელა კაცი და... -როგორ გეკადრება-გაიცინა სანდრომ, რატის სახეზე გაეცინა, ისევე როგორც ყველას. -არა კი ვაღიარებ რო ხანდახან თვითონაცაა იდიოტი, მაგრამ მაინც ჭკვიანია ეს დამპალი-გაიცინა, გადმოიხარა და ლოყაზე მაგრად მაკოცა, მეც ხელი გადავხვიე 1 თვის უნახავ დას. -სულ არ შეცვლილხართ უმცროსო ყიფიანო-გადაიხარხარა ნიკამ. -რას უნდა შევეცვალე რო?!-დაეჯღანა ნიკას, რომელმაც 2 წამის წინ უჩქმიტა. -რავიცი მე გერმანელს-წამოიძახა გეგამ და გამწვანებულ-გალურჯებულ რატის გახედა. -რა გერმანელი, რის გერმანელი. -რატო ვითო?!-როგორც იქნა საუბარში ჩაერთო რატიც. -ისევ ქართველები ვურჩევნივართ და იმიტო-პასუხის გაცემა დაასწრო ჩემს მიერ წოდებულმა „მასხარამ“ ანუ ნიკამ. -ნუ ხო ეგრეც შეიძლება ითქვას-გაიცინა სალომემაც. -აბა ვქეიფობთ?!-წამოიძახა გეგამ. -კი ტო აბა არ ვქეიფობთ-აყვნენ სანდრო და ნიკა. -აუ მე წავედი დავიძინე, ლელუკასაც და ანეტასაც ძინავთ, თქვენ ახლა აქ იდებილოთ უნდა და ისევ ძილი მირჩევნია თქვენ ღლაბურცობის ყურებას. -ეეე მოიცა ტო სად მიდიხარ-წამოიძახეს სანდრომ და გეგამ. -პირველია საათი, ადი დაიძინე!-გასცა ბრძანება რატიმ, ნუ ეს სანდროს და გეგას დაუყვირასავით, თორე სალომეს ისე თბილად გაუღიმა, კინაღამ დამიდნო და. -ხო...-გაეღიმა სალომეს, მეც კი ვერ ამეხსა როგორ გაეღიმა-მართალია გვიანია, დავწვები მე... -ძილინებისა-ისევ ისე თბილად გაუღიმა რატიმ. -ძილინებისა ბიჭებო-ესღა გვითხრა და აირბინა კიბეები. -ხედავ სიცოცხლე რა უქნა ამ შხვართ ბაღნებს სიყვარულმა?!-დანანებით ჩაილაპარაკა ნიკა და მის ეგრეთწოდებულ „სიცოცხლეს“ გახედა ამ შემთხვევაში სანდროს. -აბა ბიჯოს-გაეცინა სანდროს, მაგრამ მალევე დააწყო სახე-აუ ბიჯო შენ ეს პიდარასტული პრივიჩკები არ უნდა მოიშორო?! -აუ ნუ შე*****ით რა-წამოიძახა და ლუდის ბოთლს დასწვდა. დიდი ხანი ვსვამდით და ვლაპარაკობდით, კარგათაც გამოვთვერით, მერე კიდევ ყველანი წავედით დასაძინებლად, რატის გარდა, გამოაცხადა არ მეძინება მეო, მას ბევრი არც დაულევია, ერთი სიტყვით ფხიზელი იყო, ნუ ჩვენთან შედარებით. ოთახში შესულს მალევე დამეძინა. ანეტას ნაამბობი: დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, მაგრამ გარეთ მაინც წვიმდა, მიყვარდა ასეთი ამინდი, თავი ნელა წამოვწიე საწოლიდან და როცა ჩემი ოთახი ამოვიცანი გამეღიმა, მივხვდი რომ გუშინ აქ ირაკლიმ ამომიყვანა და მისივე ხელით დამაწვინა საწოლში, გვერდით გავიხედე ნუცა უკვე ამდგარიყო, სალომეს კი ჯერ კიდევ ეძინა. -სალომეეეე-დავიყვირე და საწოლზე წამოვჯექი. -ჰა?! რა ხდება?! ომია?! გვბომბავენ?! -რავი, მგონი არა-გამეცინა მის მკვლელ გამოხედვაზე. -ჯაფარიძე ჩემი ძმა მეცოდება თორე ჩემივე ხელით მოგიღებდი ბოლოს. -და შენი ძმის გამო რატო?!-მისმა ნათქვამმა დამაინტრიგა. -არაფერი დაივიწყე, ნუ ჯერჯერობით მაინც-გაიცინა და ისიც წამოჯდა-ის გადარეული სადაა?! -მის მიჯნურთან-გავიცინე და ფეხზე წამოვდექი-გადავივლებ მე და გამოვალ. -კაი. აბაზანაში ნახევარ საათზე მეტხანს გავჩერდი, რომ გამოვედი კი სახეწაშლილი, ნუ უფრო ანერვიულებული სალომე დამხვდა. -რა გჭირს გოგო?! -ჰა...?!-საკმაოდ დაბნეული იყო. -რა გჭირს თქო?! სალომეს ნაამბობი: ანეტა სააბაზანოში შევიდა, მე კიდე საწოლების გასწორებას შევუდექი, როცა კარებზე კაკუნი გავიგონე. -შემოდით. -შეიძლება?!-გავიგე რატის ხმა. „ახ... ამ სამმა წელმა რამდენ ადამიანს დაგვაჩინა იარები, მოგვიკლა სული და გააქრო იმედები, ჩაახშო ოცნების და სიყვარულის უნარი, მაგრამ არაფერიც... ვერაფერი ვერ დამაკლო ამ სამმა წელმა... ვცდილობ რომ ის ყველა ტკივილი რასაც რატის სახელის გაგონების გამო განვიცდი ჩემშივე ჩავახშო და არავის არ დავანახო რომ შემიყვარდა... ხო ადამიანი რომელიც 24 საათის განმავლობაში ნერვებს მაწიწკნიდა და წყობიდან გამოვყავი შემიყვარდა თავდავიწყებით...! გადაუყვარებლად...! ყველაზე რთული კი ის არის, რომ რ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ... განა გრძნობს კი რამეს?! არ ვიცი... და ეს მკლავს ზუსტად...“ -კი შემოდი-ჩემი პასუხი ჩურჩულს უფრო გავდა. -საჭმელი მზადაა, თეკლამ...-მძიმედ გადააგორა სასულეში ნერწყვი, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა, ეხლაღა მივხვდი რომ მოკლე გამჭვირვალე სარაფანა პიჟამოთი ვიდექი მის წინ, ჩემს ტუჩებზე შეაჩერა მზერა და ისე გააგრძელა-თეკლამ მათი საყვარელი ხაშაპური გამოვუცხვე და ჩამოვიდნენო. -აჰ... ჩამოვალთ, კი...-დაბნეულმა გავეცი პასუხი. „ისე კიდე კარგად დგახარ სალომე რას ერჩი შენ თავს არ ვიცი, მის მწვანე თვალებში ყურებისას გულზე რომ არ მიგდის მადლობა თქვი...“ გავამხნევე საკუთარი თავი და ისევ ფეხებს გავუსწორე მზერა. -შეცვლილხარ...! -ხო... შენც შეიცვალე. -ხო... ყველას დაგვეტყო ეს 3 წელი-ჩაფიქრებულმა მითხრა, მეც თავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავხედე. -ხო... თანაც ძალიან... -განა... ნამდვილ გრძნობას რამეს უზამდა ეს 3 წელი?!-მისგან ამ კითხვას არ ველოდი, გაკვირვებული და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვექანებოდი. -ამ... -ხო! მაინტერესებს! -მე რატომ მეკითხები?!-როგორც იქნა შევძელი ხმის ამოღება. -მიპასუხე!-ხმა გაუმკაცრდა. -მე რატომ მეკითხები თქო-ისევ გავუმეორე კითხვა აკანკალებულმა. -გამეცი პასუხი! „სალომე რაარი 1 დღეა ჩამოსული ხარ და უკვე მოგიღო ბოლო, რაარი გოგო აიყვანე ცოტა თავი ხელში...!“ ისევ შემოვუძახე თავს და ვეცადე პასუხისთვის თავი მომეყარა. -არა. -რა არა?!-როგორც ეტყობა ვერ მიმიხვდა პასუხს. -ნამდვილ გრნობს ვერასოდეს ვერაფერს ვერ უზამს 3 წელი! -მართალი ხარ-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და კარები გააღო-ხო, მალე ჩამოდით. -..........-ხმა არ ამომიღია ანდა რა უნდა მეთქვა. ანეტას ნაამბობი: -რა გჭირს თქო?!-გავუმეორე შეკითხვა. -რატი იყო შემოსული... -მერე?! -მერე ის რომ... ყველაფერი მომიყვა, მე კიდევ გაკვირვებული ვუსმენდი ანერვიულებულ დაქალს, ოთახში ნუცაც შემოვიდა, მასაც გაუკვირდა სალომეს მდგომარეობა, მასაც მოვუყევი ყველაფერი, ისიც გაკვირვებული გვისმენდა. -ვერაა ჩემი ძმა-გამეცინა. -გეთანხმები-დამეთანხმა სალომეც, აი ნუცას კი უბრალო გაეღიმა. -რას იღიმი გოგონა?!-კითხა სიცილით სალომემ. -არაფერი, მიდი აეყარეთ და გაეყარეთ თორე თეკლა დაგადგებათ აქ ხაჭაპურიანი თეფშებით. გაიცინა და გაგვყარა გარეთ, ჩვენს გემრიელად მივირთვით და ყველანი დივანზე მოვკალათდით, ვატყობდი დაძაბულობა იყო, რატი რაღაცნაერად უყურებდა სალომეს, ისიც აწითლებული ყველანაერად არიდებდა თავს რატის თვალებს რომ არ გადაყროდა, მათ ასეთ მდგომარეობაზე კი გულში მეცინებოდა, სიხარულისგან ოღონდ... ახლა კიდევ მივხვდი ჩემი ძმის ასე ვთქვათ იდიოტური კითვის მიზეზს. ანდა მე ვისზე რას ვამბობ... მე ხომ კაი დღეში ვარ რაა... - - - - - - - - გამარჯობა ხალხოოო <3 ესეც ახალი თავი ^^ აი უდიდესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ვისაც მოგწონთ ჩემი ნაჯღაბნი <3 ვიცი მოგაბეზრეთ თავი მაგრამ ვერა და ვერ გამოვდივარ ამ საშინელი დეპრესიიდან და რა ვქნა, არ მინდა რომ ჩემი ასეთი ცუდი შინაგანი მდგომარეობა აისახოს ისტორიაზე არ მინდა რაღარც სისულელე გამომივიდეს და მითახრით როგორია... :( ^^ ველოდები შეფასებას და კომანტარებს... <3 ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.