შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი სიტყვა


1-07-2015, 08:26
ავტორი jesorika
ნანახია 1 884

უკანასკნელი სიტყვა (თავი მესამე)

ის ღამე ყველაზე ცივი და გრძელი აღმოჩნდა.თქვენ გგონიათ ლილიანს ეძინა?არა.მხოლოდ მარტინის მშვიდი სუნთქვა ისმოდა,აქა-იქ გზაში ვიღაც გულიანად გადაიკისკისებდა ან ეტლის ბორბლის ხმა დაარღვევდა მყუდროებას.
თენდებოდა,მზემ როგორც იქნა საშინელი ღამის წყვდიადი გაანათა.პრობლემები თავზესაყრელად იყო.ერთი თვით ,,სახლი" ჰქონდათ უფრო სწორად თავშესაფარი.საჭირო იყო სამსახურის პოვნა.ლილიანმა კარგად იცოდა რომ ტომი არაფრის გამკეთებელი არ იყო.ფიქრებში გადავარდნილი იყო როცა ისევ ძმამ გააღვიძა.
-დაიკო მშია,ამ დაწყევლილი ქალაქში კი ყველაფერი ძალიან ძვირია.
-მე სამოცი სტერლინგი მაქვს ტომ,ამ თანხით დიდხანს ვერ გავალთ.
-მე კიდევ ოცი სტერლინგი მაქვს,გუშინ ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა დამასაჩუქრა,ამაყად ამოიღვნეშა ტომმა.
-ტომ,აქ მინც მოიშალე შენი ქუჩური ქცევები.
-მე მხოლოდ ვცდილობ ლილიან რომ შემოსავალი გვქონდეს,შენ კიდევ..
-ასეთი გზით არა ტომ!
-სასწრაფოდ სამსახური მჭირდება,გავივლი შეიძლება ვინმეს დამლაგებელი ანდა მრეცხავი ჭირდებოდეს.მარტინს რომ გაეღვძება რაიმე აჭამე,ქვემოთ ფუნთუშა უყიდე.
გავიდა ლილიანი ქუჩაში,ისევ იმ დაკონკილი კაბით,თმას უწეწვდა ქარი.ეჰ,რა ძნელი იყო უცხო ქალაქში მარტოდმარტო სიარული.გავიდა ქუჩაში გზადაგზა აკვირდებოდა ძვირფასს კაბაში გამოწყობლ მანდილოსნებს,რომლებიც როგორი ამრეზით უყურებდნენ ლილიანს ან სულაც თვალს არიდებდნენ.
როგორც ვთქვი ,,ხაფანგი" გადაჰყურებდა მაღაზიათა ჯგუფს.გზად ვიტრინებში რა არ მოსჩანდა ბამბის,სელის, აბრეშუმის ძაფები,ძვირფასი თეთრეული,საიუველირო ძვირფასი ნივთები.ლილიანს ოქროსა და ქარვის თვლების სინათლე სჭრიდა თვალს.ეტლიდან გადმოდიოდნენ დარბაისელი ახალგაზრდა მამაკაცები,რომლებსაც საუცხოოდ დაუთოვებული სმოკინგები ეცვათ.უცებ ლილიანმა წყურვილი იგრძნო,იქვე შორიახლოს ალუბლის წვენი იყიდა და პირი გაისველა.უცებ თავალი შეავლო თეთრ ბროშურას,რომელიც მაღაზიის ვიტრინაზე იყო გაკრული.ახლოს მივიდა და წაიკითხა სადაც ეწერა ,, ვეძებთ მაღაზიაში ახალგაზრდა გამყიდველს". ძალიან გაუხარდა ლილიანს ბედის ცდა მოუნდა ამიტომ შევიდა.
-უკაცრავად მადამ,გარეთ განცხადება იყო გაკრული..
-კი მაგრამ შენისთანა მათხოვრებისათვის არა ..
-ეი შენ ვერ ხედავ რომ დროს გვაკარგინებ? აქ ჩვენ გვემსახურებიან.რა ხდება ემილი ვის მიაშტერდი?
-გოგონა ,ცოტა ხანს მოითმინე სანამ ქალბატონი ფორესტიე და მისი ქალშვილები წავლენ.
-ყველაფერი მოგვარდა ქალბატონო ფორესტიე, შეგიძლიათ მანტო მოიზომოთ-თქვა ემილიმ რომელმაც ესესაა დაამთავრა საუბარი ლილიანთან.
მადამ ფორესტიე უფრო სწორად მადამ კლოტილდა ფორესტიე გავლენიანი და დარბაისელი ქალი იყო,მისი ქმარი ჟორჟ ფორესტიე ინგლისის საგაზეთო რედაქციის დირექტორი ყოფილა.მეტად ჩასუქებული ლოყებ-წითელა მაღალი შუახნის ქალი იქნებოდა.ნაცრისფერი თვალები მის სახეს უფრო ამაყსა და ბოროტს ხდიდა,მსხვილი ხელები ჰქონდა და ტუჩის ზემოთ დიდი ოვალური ფორმის ხალი.
მადამ ფორესტიეს ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ლუსი დედას ძლიერ ჩამოგავდა.დედასავით მაღალი იყო,მაგრამ შეუხედავი,სადად ჩაცმული და კითხვის მოყვარული ქალიშვილი გახლდთ მაგრამ ისეთივე ამაყი როგორ დედამისი.აი მეორე შვილი ანნა კი ნამდვილი ზღაპრული ფერაია გახლდათ.შავი კულულები წელამდე წვდებოდა,შავი თვალები,ვარდისფერი ტუჩები და კოხტა წელი.
ლუსი დაახლოებთ ჩვიდმეტი წლისა იქებოდა ანნა კი თხუთმეტის.
როგორც იქნა მადამ ფორესტიემ და მისმა ქალიშვილებმა დატოვეს მაღაზია.
-გამარჯობა, მე ემილი ვარ გაცნობა წესიერად ვერ მოვასწარი.
-არა უშავს მიჩვეული ვარ ესეთ მოქცევას.
-მადამ ფორესტიესგან ეს არ უნდა გაგიკვირდეს მუდამ უხეშია.
-მე განცხადება დავინახე გაკრული და..
-სამუშაოს დაწყება გინდა?
-დიახ მემ მე ის ძალიან მჭირდება.
-ძალიან გთხოვ პირველ რიგში ემილი დამიძეხე.
-სამწუხაროდ მე აქ არაფერს ვწყევტ ლილიან,ამ მაღაზითა ქსელის პატრონია ბატონ გრეჰემი.ის უნდა გაგესაუბროს.მეტად ფიცხი კაცია არ უყვარს დაგვინაება და უაზრო ლაქლაქი,მაგრამ გულით კეთილია.
-გასაგებია როდის შევძლებ გასაუბრებაზე მოსვლას?
-ხვალ მოდი დილის ათ საათზე და ყველაფერში გაგარკვევ.
-მადლობა ემილი მოკრძალებით თქვა ლილანმა.
-და კიდევ ერთი რამ ლილიან სანამ გადაწყვეტდე.თუ ოჯახი ჰყავს არ ღირს.მე ობოლი ვარ ამიტომ ჩემთვის მარტივია-მწარე ხმით თქვა ემლიმ.
-არც მე მყავს არავინ... თითქმის არავინ..
- დროებით ლილიან
-დროებით ემილი
დაბნეული,აღელვებული,გაღიზანებული და ერთი სიტყვით ცოცხალ-მკვდარი მოაბჯებდა ქუჩაზე.როგორ კარგი იქნებოდა ახლა ამ სამყაროსგან შორს ქვეყნის დასალიერში ყოფნა.ამ ფიქრებში ხმამაღლა დაძახა ,,სიკვდილი" გული წაუვიდა და წასაქცევად ემზადებოდა რომ ვიღაცც ახალგაზრდა მამაკაცმა ხელში აიყვანა და სკამამდე მიაცილა.
-ქალბატონო კარგად ხართ?
-მე მე დალევა მნდა..
-მადმუაზელ თავს როგორ გრძნობთ?
-ვისკი ძალიან გთხოვთ ვისკი.
-ნუ რა გაეწყობა ასეთ მდგომარეობაში ვერ მგატოვებთ.სად ცხოვრობთ მისამართი მითხართ.
-სახლი? მე სახლი არ მაქვს არც არავნ მყავს მე არარაობა ვარ.
-დამშვიდდით,ღრმად ისუნთქეთ.
ამ დროს იქუხა და ციდან წვიმა წამოვიდა.ნეტავ ბუნებამ რატომ იცავლა ასე მალე ფერი? ლილიან პარკერს ცრემლებო დედამიწის გულს ხომარ შეეხო და აატირა?
იქვე ახლოს ბარში შევიდნენ.ლილინმა ორმაგი ვისკი ერთი მოთქმით დაცალა .
-არა არა არა! ერთ წუთით მომისმინეთ.
-კარგით გისმენთ მაგრამ თქვენ ხომ მე არ მიცნობთ?
-მერე რაც აზრი აქვს თქვენც სხვა ადამიანების მსგავსად სმოკინგში ხართ გამოწყობილი,მთხარით რა ღირს ხუთასი, ათასი,ორიათასი სტერლინგი?
-რას ლაპარაკობთ მადამ?
-მოკეტე!მოკეტე და მომისმინე.
-რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი?
-...
-რატომაა ცხოვრება ასეთ აუტანელი?
-...
-რატომაა ცხოვრება ასეთი მატყუარა?
...
ამოიღეთ ხმა ამოიღეთ!!
-დამშვიდდით თქვენ მთვრალი ხართ..
-ამ უაზრო პირფერ და ვითომ მზუნველი ლაპარაკით რატომ არ იღლებით?
-ქალბატონო თქვენ მთვრაი ხართ რით შემიძლია რომ დაგეხმაროთ?
-ჰაჰაჰაჰაჰაჰ! გაისმა ლილიანის ისტერული სიცილი.თქვენ რომელიმე წმინდანი ხომარ ხართ? ჰაჰაჰ!
-ეს ყოვლად მუღებელია წამოიძახა სასოწარკვეთლმა ყმაწვილმა.
-იმ მიღებულია რომ მე ქუჩაში ვცხოვრობ?ის მიღებულა რომ მე გახრწნილების უბანში დავიარები?
-მადამ მეტი აღარ დალიოთ გთხოვთ.
-აღარ დავლიო?
-დიახ..
აღარ დავლიო?
-თქვენ დახმარება გჭირდებათ ქალბატონო..
-მართალა მე დახმარება მჭრდება იცით რომ მე ..
-მისამართ მითხრით ახლვე!
-ჯერ მომისმინეთ.მე ობოლი ვარ, არც დედა მყავს არც მამა არც ნათესავი და მეგობარი,გარდა ორი ძმისა რომლებიც მე შემომყურებენ ხელებში.გაცრეცილი ტანსაცმლითა და უბრალო სანდლებით დავდივარ.ახლა ზამთარია.. მე კიდევ სიცივისაგან ფეხი მეყინება,შემეშალა ფეხი კი არა გული.
- მე ვერაფრით დაგეხმარებით მადამ ვწუხვარ!
-რა თქმა უნდა ვერ დამეხმარებთ, მაგრამ კი რატომაც არა?
-გისმენთ მემ..
-მაკოცეთ...
-უკაცრავად მე მივდივარ, ღმერთო ჩემო.. და სიტყვის დასრულებაც კი ვერ მოასწრო რომ ლილიანი ეძგერა ტუჩებში ბაგეები დააწაფა,თან მწარედ ტიროდა.ამ დროს ყველაფერი გაშეშდა.
-უცნობიც დანებდა ლილიანს და მიჰყვა დინებას,სანამ იქვე არ ჩაეძინა.
უცნობმა ბარის მიმტანი გაართხილა და უთხრა გააღვიძეთო,მან კი წერილი დაუტოვა სადაც ეწერა ,,უგონოდ გეძინათ,ამტომ თავი შევიკავე გაღვიძებისათვის.მშვიდობით.პატვისცემით გ.კინგსტონი...


მეგობრებო დაწერთ აუცილებლად თქვენი აზრი კომენტარის სახით,ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... მთავარი ახლა იწყება როცა გ.კინგსტონი მაღაზითა ქსელის დირექტორი აღმოჩნდება სადაც ლილიანი იწყებს მუშაობას.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent