შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(11 ნაწილი-დასასრული)


2-07-2015, 11:43
ავტორი ანკა
ნანახია 6 987

ის საღამო მშვენივრად გაატარეს. ბექამ კატო სახლამდე მიაცილა და ბევრი ხვევნა-კოცნის შემდეგ ძლივს შეელია. კატო თავის ოთახში აფარფატდა და მარის დაურეკა. უკვე 1 კვირაა ურეკავდა, რომ დალაპარაკებოდა, თუმცა დაქალს სულ საქმეები ჰქონდა. ვერ ხვდებოდა რა საქმე შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, თუმცა მომთმენად ელოდა როდის მოიცლიდა მარი მისთვის. უსაქმურობამ თავისი ქნა და კატოს მალევე დაეძინა.
დილით უხასიათოდ ადგა, ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა.
-მა, როგორ ხარ?(კატო) - სკამზე ჩამომჯდარ მამას ლოყაზე აკოცა და შემდეგ თვითონაც დაჯდა.
-კარგად, შენ?
-მეც - უპასუხა და თავი გააქნია
-რაღაც ხასიათზე ვერ ხარ - მაშინვე შეატყო უგუნებობა
-ხო რავი, არაფერია გადამივლის - დაამშვიდა მამა და ყავის სმას შეუდგა.
მამამისს კომპანიაში გაყვა. მთელი დღე ბექასთან დარეკვას ცდილობდა, თუმცა არ პასუხობდა. ნერვები მოეშალა. ასეთი რა საქმე აქვს 1 წუთით ჩემთვის რომ ვერ მოიცალაო. მამამისი კომპანიიდან ადრიანად წავიდა. ასე უთხრა რაღაც ვერ ვარ კარგად და შენ დარჩი სამსახურში სამუშაო საათების დასრულებამდეო.
მოწყენილი კატო კომპანიიდან გაბუსული გამოპაკუნდა და წინ ბექას მანქანა დაინახა. გვერდი აუარა და ტაქსის გასაჩერებლად გზაზე დადგა. ცხვირწინ ისევ ბექას მანქანა გაუჩერდა.
-ჩაჯექი - უთხრა და ფანჯრიდან გამოხედა.
-მთელი დღეა გირეკავ, სად იყავი?! - ჰკითხა ნერვებმოშლილმა
-საქმეზე - მოუჭრა მოკლედ
-ისეთ საქმეზე რომ ჩემთვის 1 წუთითაც ვერ მოიცალე?
-გოგო ჩაჯექი ახლა, ბევრს ნუ მალაპარაკებ! - უბრძანა მკაცრი ტონით. კატოც დამორჩილდა და მანქანის წინა კარი გამოაღო.
ბექამ მანქანა დაძრა და მარის სახლის წინ გააჩერა.
-მარისთან რაგვინდა?(კატო) - ჰკითხა გაკვირვებულმა
-მალე გაიგებ - უთხრა რაღაცნაირად დამთბარი ხმით. ხელით სახეზე მოეფერა, შემდეგ კი ტუჩებზე აკოცა ნაზად.
-არ გადავიდეთ?! - იკითხა ახლა უფრო გაკვირვებულმა. ბექამ ჩაიცინა, ღრმად ჩაისუნთქა და კატოს თვალებში ჩახედა.
-კატო, როგორც უკვე იცი, რომანტიკა ჩემი სტილი არაა. შეიძლება ეს ყველაზე არაორიგინალური სიტუაციაა, მაგრამ... ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდე - ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამოიღო და კატოს გაუწოდა. ზუსტად კატოს თვალის ფერის.

მაინც მოგარჯულებ(11 ნაწილი-დასასრული)


კატო შოკში იყო. არაფრის გააზრების უნარი აღარ შესწევდა. ბექას თვალებში ჩახედა და მისგან მომავალი უდიდესი სითბო და სიყვარული დაინახა. პირს ვერ აღებდა თანხმობა რომ ეთქვა. ბექას ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა. ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო.
-კატო, ძალიან მიყვარხარ... ჩემი პატარა ჯიუტი გოგო ხარ... - ეჩურჩულებოდა ბედნიერი და თან კისერში კოცნიდა. შემდეგ კატო ნელ-ნელა მოშორდა ბექას. მამაკაცმა გოგონას თვალში მომდგარი ცრემლი რომ დაინახა, მაშინვე ცერა თითით მოწმინდა და შემდეგ ტუჩებზე დააცხრა.
-ახლა მარისთან ადი, გელოდება(ბექა) - ყურში ჩასჩურჩულა და შუბლზე აკოცა.
-მოიცა, შენ სად მიდიხარ? - ჰკითხა ოდნავ გულდაწყვეტილმა
-მალე გაიგებ - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
კატომ მორჩილად გააღო მანქანის კარი და მარის სახლისკენ დაიძრა. კარზე ზარის დარეკვა არ დასჭირვებია. იქიდან პირდაპირ კივილით გამოვარდა მარი და კატოს ძლიერად ჩაეხუტა.
-აააა, კატო!!!! დაქალი მითხოვდებაა!!!(მარი)
-მოიცა, შენ საიდან იცი?(კატო) - ჰკითხა სიცილით
-ეგ ყველამ ვიცით(გიო) - გამოვიდნენ ოთახიდან ბიჭები და კარზე აეყუდნენ.
-თქვენ რა, ყველაფერი იცოდით?!(კატო)
-კიი, აბა ეგ არ მეცოდინებოდა?!(მარი) - უთხრა სიცილით - წამოდი ახლა გამოგპრანჭო, თორემ ქორწილში დაიგვიანებ - ხელი ჩაავლო და სახლში შეაქანა
-რა ქორწილში(კატო) - იკითხა სრულიად თავგზააბნეულმა
-დღეს ქორწილი გაქვს და მე მევალება ვიზრუნო შენს ჩაცმულობასა და მაკიაჟზე(მარი) - გამოაცხადა ამაყად და ოთახიდან ბიჭები გაყარა, აცადეთ ჩაიცვასო.
კატო ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. აბა როგორია, ჯერ მანქანაში ხელს გთხოვენ და შემდეგ დაქალის სახლში ადიხარ და გეუბნება, რომ მალე უნდა გაემზადო, თორემ ქორწილში დაგაგვიანდება.
-აი კაბა... მოგწონს?(მარი) - მარიმ ულამაზესი კაბა გამოიღო კარადიდან და დაქალს ცხვირწინ აუფრიალა.
-ვაა.... მარი ეს შენ იყიდე?!
-ხო აბა რა გგონია, 1 კვირა რა საქმეები მაქვს - ჩაიცინა მხიარულად.
2 საათში კატო მზად იყო. თავის თავს სარკეში უყურებდა და ვერ წარმოედგინა, რომ უკვე ქორწინდებოდა. ის ხომ ჯერ 20 წლის იყო, ბექა 25-ის. ორივე ძალიან ახალგაზრდები იყვნენ ოჯახის შესაქმნელად, თუმცა ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ.

მაინც მოგარჯულებ(11 ნაწილი-დასასრული)


ბავშვები გიოს მანქანაში ჩასხდნენ და ეკლესიისკენ დაიძრნენ. მანქანიდან რომ გადმოვიდა, უამრავი ხალხი დახვდა. ყველა მისი მეგობარი იქ იყო. არა რაა... მაინც რამდენი მოასწრო ბექამ. მაგრამ ვინ იცის რამდენი ხანი წვალობდა, ყველაფრის დაგეგმვაზე! მამამისი ღიმილით მიუახლოვდა. კატომ იფიქრა ცოტანი იქნებოდნენ და ჯვრისწერაც ვიწრო წრეში მოხდებოდა, თუმცა შეცდა... ყველა ბიზნესპარტნიორი მოწვეული იყო. მამამისს ხელი ჩასჭიდა და საკურთხევლისკენ დაიძრნენ. როდესაც ბექას თვალი მოკრა, მაშინვე გული აუჩქარდა. როგორი სიმპატიური იყო, თანაც კლასიკურ ტანსაცმელში განსაკუთრებით! გულში ეამაყებოდა, რომ ბექა მისი იყო. არც ბექა დარჩენილა გულგრილი კატოს დანახვისას. გაოცებისგან პირი დააყო პირდაპირი მნიშვნელობით. არ სჯეროდა, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი მისი ჯიუტი გოგო იყო, რომელიც უზომოდ უყვარდა. ჯვრისწერამ ზღაპრულად ჩაიარა. თურმე ბექას ბეჭედიც გამზადებული ყოფილა. წყვილმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცა და აკოცა.
კატო და ბექა ბექას მანქანაში ჩასხდნენ და რესტორნისკენ დაიძრნენ.
-უკვე ჩემი ცოლი ხარ(ბექა) - მომღიმარმა გადმოხედა ბედნიერებისგან გაბრწყინებულ კატოს და ტუჩებში აკოცა
-შენ კიდე ჩემი ქმარუკა(კატო) - სასაცილოდ დაეჭყანა და მანაც ტუჩებში აკოცა. გზაში კატომ ცოტა დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. იფიქრა, გადაღლილობის ბრალი იქნებაო. თავი ჯერ კიდევ ტკბილ სიზმარში ეგონა.
წესისამებრ, ცოლ-ქმარი სუფრის თავში დასხდა. შუა ქეიფისას კატომ თავი უარესად იგრძნო. ბექას უთხრა ცოტა ხნით გავალო, მარის ხელი მოკიდა და საპირფარეშოში გავიდნენ.
-რა გჭირს?! სახეზე ფერი არ გადევს(მარი) - ჰკითხა ანერვიულებულმა
-არ ვიცი, მარი, ცუდად ვარ - კედელთან ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. - თავბრუ მეხვევა და გულისრევის შეგრძნება მაქვს.
-რაო რაოო?! შენ გოგო ორსულად ხო არ ხარ?! - ჰკითხა და დაქალი აათვალიერა.
-აუ მე რავი - ამოილაპარაკა და თავი კედელს მიადო.
-მოიცა, შენ აქ იყავი, მე გავვარდები ტესტს ვიყიდი - კატო გააფრთხილა და უსწრაფესად გავარდა გარეთ.
5 წუთში კატოს ხელში 3 ტესტი ეჭირა, სამივე დადებით პასუხს აჩვენებდა. ალბათ გაგიკვირდებათ 3 რატო... მარიმ აიჩემა, დარწმუნებული უნდა ვიყოთო. იქნებ 1 ტესტი შეცდესო, ჰოდა ახლა 1-ის მაგივრად ხელში 3 ტესტი უჭირავს.
-რა ხდება გოგო მანდ, მოკვდი?(მარი) - გამოსძახა კარის მეორე მხრიდან.
-ვაიმე მარი! ააა!!!! - ტუალეტის კარი გამოგლიჯა, ცუდად ყოფნა სულ გადაავიწყდა, დაქალს მივარდა და ძლიერად ჩაეხუტა - ორსულად ვაარ!!!
-გილოცაავ!!!!! - მარიმაც სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო.
-აუ, ერთი სული მაქვს ბექას როდის ვეტყვიი!!!
-წამო გავიდეთ(მარი) - ხელი ჩასჭიდა და კარისკენ უბიძგა
-იცოდე, არაფერი შეიმჩნიო, მე ვეტყვი, გაიგე?! - გააფრთხილა გასვლამდე
-კი გავიგე - უპასუხა სერიოზულად და დარბაზში დაბრუნდნენ.
კატო ბექას მიუჯდა გვერდით.
-ამდენ ხანს სად იყავი?(ბექა) - კატო პასუხს არ სცემდა და დებილივით გაღიმებული მისჩერებოდა ბექას თვალებს - გოგო ნუ მაშინებ, რა გჭირს? ხომ კარგად ხარ?! - ჰკითხა უკვე დაეჭვებულმა.
-ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ - უპასუხა ბედნიერმა. კატოს ორაზროვანმა პასუხმა ცოტაარიყოს ბექა დააბნია. - ბექაა... - ქმრისკენ მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა
-ხო ჩემო სიცოცხლე - მანაც ჩურჩულით უპასუხა.
-შუაღამეს რომ მარწყვი ან ბანანი მომინდეს, ხომ ამომიტან? - ჰკითხა და საწყალი მზერა მიაპყრო. ბექას სახეზე ერთდროულად უამრავმა ემოციამ გადაირბინა.
-კატო, შენ გინდა მითხრა... რომ... შენ... ორსულად ხარ? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი და თვალებში მიაჩერდა
-ჰო ბექა, მალე შვილი გვეყოლება!!! - უპასუხა გახარებულმა. ბექა მაშინვე ტუჩებზე დააცხრა, კატომ კი იმწამსვე მოიშორა, სირცხვილია ხალხი გვიყურებსო. ბექამ ღვინის ჭიქა ხელში აიღო და ფეხზე წამოდგა.
-მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს მე ორმაგად ბედნიერი ვარ... პირველ რიგში იმიტომ, რომ კატო ჩემი ცოლი გახდა. ხოლო მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ცხრა თვეში ბავშვი გვეყოლება - ამ სიტყვებს უმალ ხალხის ტაში მოყვა. ყველა გაოცებული და ძალიან გახარებული იყო. მოლოცვები არ წყდებოდა. ბოლოს ფეხზე გიორგი წამოდგა. ახალდაქორწინებულებს მათთვის ბედნიერი დღე მიულოცა, შემდეგ კი ცოტა ამოისუნთქა და დარბაზი მოათვალიერა.
-კიდევ რაღაცას დავამატებ. ამ დარბაზში ჩემი ოცნების ქალი ზის. პირველი დანახვისთანავე მომაჯადოვა და ახლა მინდა მომენტით ვისარგებლო და ვუთხრა, რომ ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. მარი, ჩემო სიცოცხლე, ძალიან მიყვარხარ - დაასრულა სათქმელი და ატირებულ მარის გახედა. იმწამსვე მის გვერდით გაჩნდა, ხელი წელზე მოხვია და აკოცა. კატო კმაყოფილი სახით იხედებოდა. თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ ვეჭვობდიო. ჟრიამული გვიანობამდე გაგრძელდა. ბოლო-ბოლო ერთის მაგივრად სამი ამბავი ჰქონდათ აღსანიშნი!!!
ბედნიერი წყვილი სახლში დაბრუნდა. ბექამ თავისი ოთახის კარი ლამის შეგლიჯა. კატო მაშინვე წელზე მოისვა და მის ბაგეებს დაეწაფა. ახალდაქორწინებულებმა კიდევ ერთი ბედნიერი ღამე გაატარეს ერთად.
მეორე დღეს ადრიანად გაფრინდნენ მაიამიში და იქ ერთი თვე გაჩერდნენ. საოცარი თაფლობის თვე ჰქონდათ. ყველასთვის სანატრელი. თბილისში ოდნავ წამოზრდილი მუცლით დაბრუნდა. იმ დღეს ყველა მათ სახლში შეიკრიბა. ლელა კატოს თვალისჩინივით ფრთხილდებოდა. არაფერს არ აკარებდა. ასე ეუბნებოდა, ორსულმა თავს უნდა მოუაროს და დაისვენოსო. ბექა, მომენტს გამონახავდა თუ არა, მაშინვე სახლში მორბოდა კატოსთან. სხვათაშორის, კატო ძალიან პრეტენზიული ორსული არ იყო. თავისი ბიჭი ღამით საბოდიალოდ არ ემეტებოდა, ამიტომ ძალიან იშვიათად თუ აღვიძებდა. ბექაც ენერგიულად წამოხტებოდა ხოლმე საწოლიდან და მაღაზიაში გარბოდა თავისი ჯიუტი ქალბატონის კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. ექიმთანაც რეგულარულად დადიოდნენ. ჯერ არ იცოდნენ ბიჭი იყო თუ გოგო, თუმცა ამ თემაზე არ დაობდნენ. მთავარი ის იყო, რომ ექიმი კმაყოფილი იყო კატოს ორსულობით. ყველაფერი წესისამებრ ვითარდებოდა. კატოს უნდოდა პირველი ბიჭი ყოფილიყო, რათა პატარა დაიკო დაეცვა. ბექას კიდევ ერთი სული ჰქონდა დედიკოსნაირ პრინცესას ხელში როდის დაიჭერდა. სახელები უკვე არჩეული ჰქონდათ: ლუკა ან ნინი.
უკვე 9 თვე გავიდა მათი ქორწილიდან. კატო მეცხრე თვეშია. დღე-დღეზე ბავშვს ელოდებიან. შუაღამეს აუტანელმა ტკივილმა გააღვიძა. მაშინვე მიხვდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა და ბექას ნჯღრევა დაიწყო.
-ბექა, გაიღვიძე რაა... მალე!!! ააა, ვაიმე!!! - ცოტა წამოიყვირა ტკივილისგან. მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა ზედმეტი მოძრაობისგან, თუმცა ამხელა გოლიათ გასაღვიძებელი იყო. - ბექაა!!! გაიღვიძეე!!! მშობიარობა დამეწყო!!! - ხმამაღლა ეუბნებოდა და მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა. ბექამ გაიგო თუ არა, რომ კატოს მშობიარობა დაეწყო, მაშინვე საწოლიდან წამოვარდა. უცბად ჩაიცვა და კატო ხელში აიყვანა. 5 წუთში საავადმყოფოში იყვნენ.
-ბექა მეშინია, მარტო არ დამტოვო რაა!!! - შეშინებული კატო ბექას ხელზე ჩაფრენოდა და არ უშვებდა.
-არ ინერვიულო ჩემო პატარა. ყველაფერი კარგად იქნება, მეც შენთან ვიქნები, გვერდიდან არ მოგშორდები. - აწყნარებდა კატოს, თუმცა თვითონ უფრო ნერვიულობდა. ეგონა, თითქოს მას უფრო სტკიოდა, რადგან უძლური იყო საყვარელი ქალისთვის ეს ტკივილი თავიდან აერიდებინა.
საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დაღლილ კატოს მალევე ჩაეძინა. ბექა მაშინვე ბავშვის სანახავად გავარდა და როდესაც დაინახა, რომ ბიჭი შეეძინათ, სიხარულისგან მთელს სამშობიაროს გააგებინა ბიჭის მამა გავხდიო. არ უნდოდათ ბავშვის სქესი წინასწარ სცოდნოდათ. ასე უფრო დიდი სიხარულის მომტანი იქნებოდა მათთვის ბავშვის სქესის დადგენა. პატარა ლუკა მამის ასლი იყო. ძალიან გავდა. ბექამ ბავშვის ნახვის და მისი ყურებით დაკმაყოფილების შემდეგ გააცნობიერა ის, რომ ბავშვის დაბადება სხვებისთვისაც უნდა შეეტყობინებინა. ყველას გადაურეკა და 15 წუთში სამშობიარო მომლოდინე ხალხით გაივსო.
-ბიჭო, სანამ ყველაფერმა არ ჩაიარა მანამდე არ უნდა დაგერეკა?(დემე) - უსაყვედურასავით და მილოცვის ნიშნად გადაეხვია
-აუ რავიცი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ძლივს გავაცნობიერე რახდებოდა(ბექა) - უპასუხა უბედნიერესმა და სახეზე ხელები მოისვა. უკვე მამა იყო. უკვე ორი პატარა არსება ჰყავდა, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა.
-პაციენტმა გაიღვიძა და ქმრის ნახვა სურს - პალატიდან ექთანი გამოვიდა და ბექასთან და ბიჭებთან გაჩერდა - რომელია მისი მეუღლე? - იკითხა და ბიჭებს გადახედა
-მე ვარ(ბექა) - უპასუხა და წინ წამოიწია
-მიბრძანდით მაშინ - ექთანმა ოთახზე ანიშნა, თვითონ კი სხვაგან წავიდა.
ოთახის კარი ნელა შეაღო. კატოს ბექას დანახვისთანავე თვალები გაუბრწყინდა.
-ჩემო სიცოცხლე, როგორ ხარ?(ბექა) - კატოსთან საწოლზე ჩამოჯდა და ტუჩებში მსუბუქად აკოცა.
-კარგად. ნახე ჩვენი შვილი უკვე? - ჰკითხა და თვალებში შეხედა, რომელიც ახლა უკვე ორმაგად უყვარდა.
-კი, ბიჭია - უპასუხა გახარებულმა. კატოსაც ძალიან გაუხარდა. როგორც უკვე იცით, პირველი ბიჭი უნდოდა.
-ჩვენი პატარა ლუკა. მომიყვანე რა...
-ახლავე - საწოლიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-სხვებიც აქ არიან? - ჰკითხა კართან მდგომს
-კი, ყველა აქაა - გაუღიმა და ოთახის კარი გაიხურა.
ბექას გამოსვლის შემდეგ ყველა კატოს ოთახში შეცვივდა. ბიჭებს დიდი ბუშტები ჰქონდათ მოტანილი. მთელი ოთახი მათი გაბერილი ბუშტებით იყო სავსე. ოთახში დიდი სიხარული სუფევდა. მალე კარი ბექამ შემოაღო. მძინარე პატარა ისეთი სიფრთხილით ეჭირა, რომ მათი დანახვისას ღიმილს ვერანაირად ვერ შეიკავებდით. ბექა ისე ბედნიერი უყურებდა პატარა ლუკას, რომ თავი უბედნიერესი ეგონა. ოთახში პატარას დანახვისას სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ კი ერთბაშად ატყდა ჟრიამული - რა საყვარელი ბავშვიაო. კატოს რა დაემართა ბექას და თავისი შვილის დანახვისას? ეს რაღაც ამოუცნობი გრძნობაა. ეს „დედის ინსტინქტია“... ახლა გააცნობიერა, რომ უკვე დედა იყო. ბედნიერებისგან არ იცოდა რა ექნა, როდესაც მისი ქმარი და შვილი ერთად დაინახა. ეს სურათი მეხსიერებიდან არასდროს არ წაეშლება. ბექამ ბავშვი ფრთხილად დაუწვინა გულზე, შემდეგ კი ტუჩებში მსუბუქად აკოცა. კატოს ბედნიერებისგან ცრემლები წამოუვიდა. ამ ჟივილ-ხივილში ბავშვსაც გაეღვიძა და ტირილი დაიწყო. კატომ სულ სიცილით გაყარა სტუმრები ოთახიდან, პატარა ნუ გამიღვიძეთო და მის დაძინებას შეუდგა.
.........
ახლა კატო და ბექა მოხუცები არიან. მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა. უკვე შვილიშვილები ყავთ. ოთხი შვილი გააჩინეს. მათმა შვილებმაც ოჯახები შექმნეს და თითოეულს სამზე ნაკლები შვილი არ ყავს. კატოს და ბექას სულ უხარიათ ხოლმე შვილიშვილების ნახვა და მათი ჟრიამულის ყურება. ახსენდებათ ახალგაზრდობა და თავიანთ თვალებში ისევ იმ ბობოქარ სიყვარულს პოულობენ, სიცოცხლის ძალას რომ აძლევთ. პატარებს ყველაზე მეტად ბებია-ბაბუის სიყვარულის ამბის მოსმენა უყვართ. ყველა წრეზე დაჯდება ხოლმე და ყურებდაცქვეტილი უსმენს მათ მონაყოლს.
-მაინც მოვარჯულე - ჩაილაპარაკა გამარჯვებული სახით ბექამ და კატოს დანაოჭებულ ხელზე აკოცა.



............
ესეც ბოლო თავი...
მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ კომენტარებს არ იშურებდით. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო <3 <3 <3
იმედი მაქვს ისიამოვნებთ...
როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას <3 <3 <3



№1  offline მოდერი ანკა

nini5852
Auu ra sayvarlad damtvda :) dzalian kargi iyo...veli axal istorias:*

მადლობა დიდიი <3 <3 <3 ახალ ისტორიას ამ დღეებში დავიწყებ love

 


№2  offline მოდერი ^paradise^

აუ რაკაიაა<3 ბექა როგორი საყვარელია :* მაგარი გოგო ხარ გელოდები ახალი ისტორიით :*

 


№3  offline მოდერი ანკა

^paradise^
აუ რაკაიაა<3 ბექა როგორი საყვარელია :* მაგარი გოგო ხარ გელოდები ახალი ისტორიით :*

მადლობაა <3 <3 <3 love

 


№4  offline წევრი lamazmani

a magari iyo ai dzaam shen ar ici rogoe gamixarda axali tavi mara ro damtavrda guli damwyda ai dzaan magari iyo dzaan magarad momewona au beqa ra bichia ramagari surprizi gauketa mec minda beqasnaibici :-) dzaan magari istoria iyo magar dasasrulit bolod mainc xo moarjula :-) magari iyo mara momenatreba beqa da kotos sijiute :-* shenc dzaan magari xar ai dzaan sheni wina sitoria ar maq wakitxuli mara aucileblad wavikitxav winasac da shemdeg istoriasac davelodebi moutmenlad darwmunebuli var winac iseti magari iqneba rogoric es iyo da shemdegic magari iqneba moutmenlad davelodebi mara es istoria momenatreba es istoria gansakutrebit beqa
Dzaan magari iyo dzaan yoveltvis moutmenlad velodebodi da ro davinaxavdi
Magrad mixaroda dzaan magari gogo xar dzaan umagresi :-*
Veli axal istorias moutmenlad darwmunebuki var isic esetive magari iqneba :-* :-* :-*
Warmatebebi da male dabrundi didi xani ar gvalodino:-*
Male dabrundi warmatebebi :-*
Magari gogo xar :-* :-* :-*
Miyvarxar :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

 


№5  offline წევრი მარი ნოზაძე

რა საყვარლები არიან ბექა მითუმეტეს სხვა რა გითხრა უკვე აღარ ვიცი მაგარიხარ და მიყვარხარ love

 


№6  offline მოდერი ანკა

lamazmani
a magari iyo ai dzaam shen ar ici rogoe gamixarda axali tavi mara ro damtavrda guli damwyda ai dzaan magari iyo dzaan magarad momewona au beqa ra bichia ramagari surprizi gauketa mec minda beqasnaibici :-) dzaan magari istoria iyo magar dasasrulit bolod mainc xo moarjula :-) magari iyo mara momenatreba beqa da kotos sijiute :-* shenc dzaan magari xar ai dzaan sheni wina sitoria ar maq wakitxuli mara aucileblad wavikitxav winasac da shemdeg istoriasac davelodebi moutmenlad darwmunebuli var winac iseti magari iqneba rogoric es iyo da shemdegic magari iqneba moutmenlad davelodebi mara es istoria momenatreba es istoria gansakutrebit beqa
Dzaan magari iyo dzaan yoveltvis moutmenlad velodebodi da ro davinaxavdi
Magrad mixaroda dzaan magari gogo xar dzaan umagresi :-*
Veli axal istorias moutmenlad darwmunebuki var isic esetive magari iqneba :-* :-* :-*
Warmatebebi da male dabrundi didi xani ar gvalodino:-*
Male dabrundi warmatebebi :-*
Magari gogo xar :-* :-* :-*
Miyvarxar :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

ძააააააალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3
ბექასნაირი ბიჭი ვის არ უნდა love
ძალიან გამახარე, აი, უბედნიერესი ვარ! რა გითხრა არც კი ვიცი love
გამიხარდება წინა ისტორიაც თუ მოგეწონება და მერე შემატყობინე love
შემდეგს რაც შეეხება, დაახლოებით მოფიქრებული მაქვს და დიდხანს არ გალოდინებთ <3 <3 <3


მარი ნოზაძე
რა საყვარლები არიან ბექა მითუმეტეს სხვა რა გითხრა უკვე აღარ ვიცი მაგარიხარ და მიყვარხარ love

მადლობა დიდიი love მეც შემიყვარდი უკვეე love

 


№7  offline მოდერი ჯია

ძალიან მომეწონა ❤️ ველოდები მომდევნო მოთხრობას! ❤️❤️

 


№8  offline მოდერი ანკა

ჯია
ძალიან მომეწონა ❤️ ველოდები მომდევნო მოთხრობას! ❤️❤️

მადლობაა <3 <3 <3 შემდეგ ისტორიას მალე დავიწყებ <3 <3 <3 love

 


№9  offline წევრი Margvelashvili

Mogvianebit ki wavikitxe es sheni dzaaliann magari istoria magram imedia armiwyen :) dzaaliaann momewona ai ver agigwer sityvebit tan orive to morjulda bolos :D katom beqas meqaltaneoba moarjula, beqam ki katusias virze amxedreba :D <3 shen ki magari gogoxar anka <3

 


№10  offline მოდერი ანკა

Margvelashvili
Mogvianebit ki wavikitxe es sheni dzaaliann magari istoria magram imedia armiwyen :) dzaaliaann momewona ai ver agigwer sityvebit tan orive to morjulda bolos :D katom beqas meqaltaneoba moarjula, beqam ki katusias virze amxedreba :D <3 shen ki magari gogoxar anka <3

მადლობა დიდიი <3 <3 <3 მიხარია რომ მოგეწონა love
ერთმანეთი მოარჯულეს wink

 


№11  offline წევრი el gu an qe

ვიცი რო ძალიამ გვიან წავიკითხე :-( აი არვიცი როგორ გაფმოვცე ჩემი გრძნობები რაღაც განსხვავებული იყო ❤ მომეწონა ის რომ არც ერთხელ დაშორებულან ეჭვიანობის ნიადაგზე ძალიან მაგარი გოგოგ ხარ წარმატებებს გისურვრბ და შენს ისტორიებს აუცილებლად წავიკითხავ

[quote=el gu an qe]ვიცი რო ძალიამ გვიან წავიკითხე :-( აი არვიცი როგორ გაფმოვცე ჩემი გრძნობები რაღაც განსხვავებული იყო ❤ მომეწონა ის რომ არც ერთხელ დაშორებულან ეჭვიანობის ნიადაგზე ძალიან მაგარი გოგოგ ხარ წარმატებებს გისურვრბ და შენს ისტორიებს აუცილებლად წავიკითხავ❤ ძალიან შემაყვარე ამ ისტორიით თავიი

 


№12  offline მოდერი ანკა

[quote=el gu an qe]ვიცი რო ძალიამ გვიან წავიკითხე :-( აი არვიცი როგორ გაფმოვცე ჩემი გრძნობები რაღაც განსხვავებული იყო ❤ მომეწონა ის რომ არც ერთხელ დაშორებულან ეჭვიანობის ნიადაგზე ძალიან მაგარი გოგოგ ხარ წარმატებებს გისურვრბ და შენს ისტორიებს აუცილებლად წავიკითხავ

[quote=el gu an qe]ვიცი რო ძალიამ გვიან წავიკითხე :-( აი არვიცი როგორ გაფმოვცე ჩემი გრძნობები რაღაც განსხვავებული იყო ❤ მომეწონა ის რომ არც ერთხელ დაშორებულან ეჭვიანობის ნიადაგზე ძალიან მაგარი გოგოგ ხარ წარმატებებს გისურვრბ და შენს ისტორიებს აუცილებლად წავიკითხავ❤ ძალიან შემაყვარე ამ ისტორიით თავიი[/quote]
ძალიან ძალიან დიდი მადლობააა love love love

 


№13 სტუმარი nina(ნინაჩკა)

ანკა შენ ხარ საოცრება!! მართალია ახლა გიკომენტარებ,მაგრამ ეს წავიკითხე ალბათ ზაფხულში და საოცრად მომეჯონა <3 ყველა ჯიუტ პერსონაჯში ყოველთვის ვპოულობ ჩემს თავს wink და მომეწონა კიდეც კატოს ჯიუტი და ცოტა ჭირვეული ხასიათიც,სათაურიც ძალიან მომეწონა და ისტორიაზე ხომ საერთოდ სიტყვები არ მყოფნის. ძალიან მაგარია <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent