შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (18)


3-07-2015, 23:50
ავტორი casas
ნანახია 4 061

მისაღებში დივანზე იჯდა და ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა...მთელი საღამო ჩაათაის ელოდებოდა ის კი ჯერაც არ იყო სახლში მოსული..რაც ერთად ცხოვრობენ ყოველთვის ცდილობს ადრე მოვიდეს ხოლმე სახლში და მერე მთელი საღამო თავისი საყვარელი ქალის ჩახუტებით და მასთან საუბრით იჯეროს გული...არასოდეს არ აგვიანებს ხოლმე..ან თუ აგვიანებს ურეკავს და აფრთხილებს..ახლა კიდევ მთელი დღეა საწყლად დაჰყურებს ტელეფონს მისი ზარის მოლოდინში..სრტუნი და ჩაწითლებული თვალებიც ნერვიულობის და გაბრაზების შედეგია..ძალიან დამცირებულად გრძნობს თავს..ეჭვები ღრღნის და არ ასვენებს..ძალიან ეჭვიანობს..რა ქნას..მის ტელე პარტნიორზე ეჭვიანობა ვერაფრით ვერ ამოიგდო გულიდან..განსაკუთრებით ნერვებს ჩაათაის იმქალისადმი დამოკიდებულება უშლის..ნუთუ ვერ ხვდება როგორ ეკურკულება ხოლმე??რამდენჯერ ჩამოუგდო საუბარი და მკვეთრად აგრძნობინა თავისი პოზიცია იმ ქალთან დაკავშირებით...მართალია ჩაათაი მას მხოლოდ ტელე პარტნიორად აღიქვამს,მაგრამ იმდენად გაქნილი ქალია ვერანაირად ვერ ენდობა..
გულის შემჭმელი ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ დააბრუნა..


-რას აკეთებ?-კითხა და გვერდი მიუჯდა

-რას აკეთებ?-მისი გაჯავრება გადაწყვიტა

-ჭამე?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო და ხელის გადახვევა სცადა

-ჭამე?-ისევ გააჯავრა და ხელი ჩამოაღებინა

-მაჯავრებ?-სიცილით კითხა ჩაათაიმ და ისევ მიუჩოჩდა

-მაჯავრებ?-მისი ხმით გაიმეორა

-მიყვარხარ-თბილი ხმით უთხრა და ლოყაზე აკოცა

-კი,წეხან ვჭამე-სწრაფად მიაყარა და ფეხზე წამოხტა..ოთახში შევიდა და ოთხად მოკეცილი დაწვა...ძალიან დაწყვიტა გული ჩაათაის გულგრილმა დამოკიდებულებამ..პირველ რიგში იმან,რომ არაფერი შეიმჩნია..მითუმეტეს იცოდა,როგორ ელოდებოდა..მეორეც კიდევ როცა მიხვდა,რომ ნაწყენი იყო და ოთახში წამოვიდა გამოყოლაც არ იკადრა.."ისევ ისეთი უტაქტო და უჟმურია"-თავისთვის ფიქრობდა და თან ცრემლებად იღვრებოდა...უცებ ნაბიჯების ხმა,რომ მისწვდა მის ყურთასმენას ბედნიერებისგან გაიბერა და საკუთარ თავს უსაყვედურა ჩაათაის დადანაშაულებისთვის..თუმცა მაინც ნაწყენი იყო და ამას ერთი მისი თბილი ქცევა ვერ შეცვლიდა.საწოლის ცალ მხარეს ჩაზნიქვამ მიახვედრა,რომ მამაკაცი გვერდით მიუწვა

-ხომ იცი,რომ გადაღებები მაქვს-სევდიანი ხმით ამოილაპარაკა და ჭერს გაუშტერა თვალი

-შენც ხომ იცი,რომ მთელი დღე გელოდები?-გაბუტულმა ჩაიდუდღუნა

-ვერ მოვახერხე დარეკვა-ისევ ისეთი შეცვლილი ხმით საუბრობდა

-დავიჯერო ერთი წუთი ვერ გამონახე 2 სიტყვა რომ გეთქვა?-გაბრაზებულმა უთხრა და ცრემლი მოიწმინდა

-მაპატიე-საწყლად ამოილაპარაკა და მთელი ტანით მიეხუტა უკნიდან...თმა ცალ მხარეს გადაუწია და ნაზად აკოცა ყელში...მერე ხელის სხარტი მოძრაობით სწრაფად გადმოატრიალა და გულში ჩაიხუტა...კოცნით ამოუშრო თვალზე მომდგარი ცრემლი.

-გაპატიე-ბედნიერი ღიმილით ახედა და მფეთქავ არტერიაზე მიაწება ტუჩები

-ესეც ასე-ჩაილაპარაკა მშვიდად და კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა.

-ჰოო-დაეთანხმა

-იცი რა?-კითხა და ზემოდან დახედა

-რა?-ინტერესიანი თვალები მიანათა

-შენ ჩემს ცხოვრებაში ბედნიერება შემოიტანე!-მთელი გრძნობით იყვირა და ტუჩებზე დააკვდა..


^^^^^
შაბათი დღე იყო..სახლში ვერაფრით მოისვენა..ამ ბოლო დროს სულ მოუსვენრობა იპყრობს.ერთ ადგილას ვერ ისვენეებს ხოლმე..ქვეცნობიერი გამუდმებით რაღაც ცუდისკენ მიილტვის..გულიც საოცრად უფეთქავს..არა, ჩაათაისთან ძალიან ბედნიერიაა..მაგრამ,რაღაც ცუდის მოლოდინი აქვს ყოველთვის..ეჭვიანობასაც უმატაა მის გაკონტროლებასაც..ტიპიური ეჭვიანი ქალივით იქცევა,მაგრამ რა ქნას..რა მისი ბრალია ყველა ქალის მოკვლა თუ უნდა ვინც მის მამაკაცს შეხედავს..უამრავი ფიქრი უტრიელებს ხოლმე თავში..თვითონაც არ მოწონს საკუთარი თავი ასეთ ამპულაში,მაგრამ სანამ ჩაათაი სახლში არ დაბრუნდება ეკლებზე ზის..მხოლოდ მისი თბილი ჩახუტების შემდეგ მშვიდდება და თავს დაცულად გრძნობს..ყველაფრისგან და ყველასგან..მხოლოდ ამისთვის ღირს ყველას ის ეჭვიანობა,რომ მერე მისმა კოცნამ ამოუშროს უაზროდ დადენილი ცრემლებიი..
აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად ხელი აიქნია.ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა..სულ სახლში არის ხოლმე გამოკეტილი და ალბათ ეს უფრო ამძაფრებს მის ფიქრებს..ცოტა ყურადღება სხვა რამეზეც უნდა გადაიტანოს,თორემ ალბათ გაგიჟდება..ხოდა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გასეირნება..ცოტას გაივლის და მერე ჩაათაისას მიაკითხავს გადასაღებ მოედანზეე..იქნებ საღამოს სადმე ივახშმონ..


სანაპიროზე იჯდა და ნაყინს მიირთმევდა..ისეთი ლამაზი ხედიი გადაშლოდა წინ ბედნიერებისგან ეღიმებოდა და აქ ჩამოსვლის დღეებს იხსენებდა..რა უბედური იყო თავიდან..როგორ არ უნდოდა მშობლებთან განშორება..თუმცა მისმა უტეხმა გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და ცხოვრებაში ყველაზე მთავარი,სიყვარული აპოვნინა..საყვარელ მამაკაცს შეახვედრა და ცხოვრება უფრო ფერადი გახადა...ძალიან გაუჭირდა მშობლებისთვის ყველაფრის ახნსა..თუმცა,ცრემლების და ტკბილი სიტყვის დახმარებით მაინც შეძლო და ჩაათაის თავი შორიდან მაინც შეაყვარა...ხო, აი რაც შეეხება მარის იქ ყველაფერი უფრო ადვილად იყოო..მათი ამბავი,რომ გაიგო კივილით აიკლო ყველაფერი

-ერთად ვართ-ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად გამოუცხადა მეგობარს და ყურებამდე გაეკრიჭა..

-რაა???? არ არსეებოობს...რა მაგაარიაა-მხიარულად ყვიროდა მარიიი და უაზროდ დახტოდა ოთახში.

-და მასთანაც გადავედი საცხოვრებლად-კიდევ ერთი ახალი ამბავი ახარა და მარის რეაქციით ბედნიერმა თვითონაც ხტუნვა დაიწყო

-ვაუ..თქვენ აღარც ხუმრობთ-მხიარულად გადაიკისკისა და ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა

-იმედია სწორი გადაწყვეტილება მივიღე-უცებ დასერიოზულდა და ჩაფიქრდა

-რაც არ უნდა იყოს უკვე გადაწყვიტე..და რაც მთავარია ამ გადაწყვეტილების წყალობით ახლა ბედნიერი ხარ.არ აქვს მნისვნელობა როგორ იქნები ხვალ ან ზეგ,მთავარია როგორ ხარ დღეს-თავდაჯერებული საუბრობდა და მეგობარს ამხნევებდა

-არ მინდა მომავალზე ფიქრი ჯერ..უბრალოდ მინდა მთლიანად დავტკბე აწმყოთი-გაცისკროვნებული თვალებით ჩაილაპარაკა და ეკრანს გაუღიმა

-ძალიან მინდა ბედნიერი იყო-ღიმილიანი სახით უთხრა და თბილი თვალებით შეხედა.

ტკბილი მოგონებების გახსენებისას უნებურად გაეღიმა და ძალიან მოუნდა მეგობრიბს გვერდით ყოფნა..მისი რჩევების მოსმენა,რომლებიც ახლა ნამდვილად ჭირდებოდა..თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და გარშემო მიმოიხედა..ბედნიერ გაეღიმა უამრავი ხელი-ხელ ჩაკიდებული წყვილი,რომ დაინახა..ძალიან მოუნდა ჩაათაის გვერდით ყოფნაა..მიისი თბილი ჩახუტება და უბრალოდ მისი თბილი თაფლისფერების დანახვა..უმალ წამოხტა ფეხზე და პირდაპირ გადასაღებ მოედანზე წავიდა...იქ მისულს ყველა თბილად შეხვდაა..

-უკაცრავად ჩაათაი სად არის?-რომ ვერსად მოკრა თვალი ერთ-ერთ გრმიორს ჰკითხა

-შესვენებაზე არის გასული-თბილად მიმართა

-კარგი მადლობა-

ტელეფონზე დაურეკა მაგრამ გამორთული ქონდა.ძალიან გაუკვირდა,მაგრამ იფიქრა ალბათ ისვნებს და მაგიტომ გამორთოო.იქ დაცდას კაფეში შესვლა და იქ დალოდება გადაწყვიტა..თან ძალიან მოშივდა და ცოტას წაიხემსებს..ღიმილით შევიდა კაფეში და თვალებით თავისუფალი ადგილი მოძებნა..ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა..ინტერესით მოავლო თვალი გარემოს და ნაცნობი,რომ ვერავინ დაინახა მენიუში ჩაძვრა...მისთვის სასურველი კერძის შეკვეთის შემდეგ სააბაზანოში გასვლა გადაწყვიტაა. ვიწრო დერეფანს გაუყვა და მისთვის სასურველი წარწერის დანახვის შემდეგ შიგნით შევიდა.ხელებს იბანდა უეცრად ერთ-ერთ კაბინას მთელი ძალით,რომ დაეტაკა ვიღაც და ქალი იმხელა ხმაზე აკვნესდა მგელის ყმუილი მონაგონი იქნებოდა..მოულოდნელობისგან შეხტა..ბიძგები ისევ გრძელდებოდა,ნათაი კი გაოცებული სახით იდგა და გულში საშინლად ლანზღავდა წყვილს

-"ნუთუ სახლი არ აქვთ..რა უკულტურობაა"-დუდღუნებდა და სახეზე წყალს..კაბინაში იყო უკვე შესული ბიძგები,რომ შეწყდა და წყვილი გამოვიდა..

-საოცარი იყავი საყვარელოო-ქალის გაწელილი ხმა მოესმა და კინაღამ გულისრევის შეგრძნება დაეუფლა..

-ხომ იცი მეტჯერ აღარ განმეორდება-ნაცნობი ხმის გაგონებისას ყურები დაცქვიტა და თავი ოდნავ გააქნია ალბათ მელანდებაოო..ოდნავ გაიჭყიტა კაბინიდან და შარვლის სწორებით გართული ნაცნობი სახე,რომ დაინახა ეგონა იქვე მოკვდებოდა.მის გვერდით კი მისი ტელე-პარტნიორი იდგა..ჰო,სწორედ ის ქალი ვის გამოც ამდენს ეჭვიანობდა და ვის გამოც სულ კამათობდნენ ხოლმე..ხომ ამბობდა ამ ქალს არ ვენდობიო..ხომ ამბობდა ვერაგი ქალიაოო..ხომ არ ჯეროდა მისი ვითომ გულწრფელი ღიმილის...ერთი წაბარბაცდა,მაგრამ თავი სასწრაფოდ შეიკავა..არ უნდოდა ჩაათაის დაენახა..ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან და გული გამალებით უცემდა..ასეთი სიმწარე ცხოვრებაში არასოდეს არ უგვრძნია..ახლა მიხვდა რას გრძნობენ ქალები ღალატის შემდეგ..ყველა გრძნობა ერთმანეთში ერეოდა..ღალატი,გულისტკივილი,სიყვარული,სიძულვილი..

-რატომ?შენმა კუკლამ არ გინდა,რომ გაიგოს?-გონებადაბინდულს, უკვე მისთვის ყველაზე მეტად აუტანელი ხმა მოესმა

-იცოდე,ნათაის შენს გამო ერთი ცრემლიც,რომ დავუნახო მოგკლავ-მუქარით დაუღრიალა

-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა ძვირფასო-გამომწვევად უთხრა..ჩაათაის აღაფერი უთქვამს გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და გიჟივით გავარდა გარეთ..ცოტახანში ქუსლების კაკუნის ხმაც გაიგო და როცა მიხვდა მართო იყო ოთახში თვალებისცეცებით გავიდა გარეთ..სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვეღარ იცნოო..თითქოს რამდენიმე წუთის წინანდელ ამბავს მთლიანად შეეცვალა და რაღაც გარდატეხა მოეხდინა მასში..ბედნიერებისგან გაცისკროვნებული ცისფერი თვალები ჩამქრალიყო და მასში მხოლოდ უდიდესი გულისტკივილი იკითხებოდა..თვალის უპეები მთლიანად შეშუპებული ქონდა და თმები აწეწილი..განადგურებულმა მოისვა სახეზე ხელი და ცრემლების ღვრით იქვე ჩაიკეცაა..პირს ხელი მიიფარა და რაც შეეძლო მთელი ძალით დაიღმუვლა..თითქოს გულისტკივილი ამით ამოუშვა გულიდან..არ იცის ყველაზე მეტად რამ განაადგურა..ჩაათაის ღალატმა თუ იმან,რომ მისი მუდმივი ეჭვი გამართლდა და მისი ბედნიერება ამ გზით დასრულდა..თითქოს ქვეცნობიერად ამის მოლოდინი სულ ქონდა..ტირილში დრო ისე სწარაფად გავიდა აზრზე,რომ მოვიდა არ იცოდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში..ძლივს წამოდგა ფეხზე..ფეხებში ძალა გამოცლოდა და მთიანად ფიტულად ქცეულიყო..უკვე ცრემლიც აღარ მოსდიოდა თვალებიდან.სიმწრით დაიბანა სახე და ოდნავ მოწესრიგებული ზლაზვნით გავიდა გარეთ..არეული ნაბიჯებით გავიდა კაფიდან და ტაქსი გააჩერა.მთელი გზა მინაზე ქონდა თავი მიდებული და სადღაც დაფრინავდა...თითქოს რეალობას იყო მოწყვეტილი...ფიქრობდა ყველაფერზე და არაფერზე ერთად..ტაქსის მძღოლმა რამდენჯერმე საეჭვოთ გამოხედაა,თუმცა კითხვა ვერ გაუბედა..სახლთან მისულმა მძღოლს თანხა გადაუხადა და ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისაკენ..შიგნით შესული პირდაპი თავისი ოთახისკენ წავიდა...ტანზე არც გაუხდია ისე შეწვა საწოლში ემბრიონის ფორმა მიიღო...ყველაფრის გააანალიზება სწორედ მაშინ შეძლო..ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარის რეალურობას...თვალებს მაგრად აჭერდა ერთმაენთს,იმ იმედით,რომ გახელის შემთხვევაში ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდებოდა..ბევრი იფიქრა...ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა..ყველანაირ გამოსავალს ჩაებღაუჭა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა..საღად აზროვნების უნარი დაკარგული ქონდა,მაგრამ იმ წუთას ყველაზე სწორად ეს გადაწყვეტილება მიააჩნდა. ყველაზე მეტად ის სიყვარული ენანებოდა,რაც ჩაათაის მიმართ აკავშირებდა..ყველა ის ბედნიერი ღამე და დღე,რაც მის გვერდით გაატარა..მისი სხივანთებული თაფლისფერი თვალები და მისი თბილი ჩახუტება..თუმცა,მისი ღალატის გახსენებისთანავე სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და გიჟივით წამოხდა ფეხზე..ვინ იცის რად დაუჯდა ფეხზე წამოდგომა და თავის მოწესრიგებაა..ძლივს დაფარა მაკიაჟმა შესიებული უპეები და ჩაწითლებული თვალები..არ უნდოდა ჩაათაის შეემჩნია,რომ რამე იცოდა..

სამზარეულოში ჩავიდა და კერძების მომზადება დაიწყო..ყველაფერი ლამაზად უნდოდა ყოფილიყო..და სწორედ ასე დამახსოვრებოდა..მართალია იმ გულისტკივილს ვერასდროს ვერ ამოიშლიდა გულიდან,მაგრამ ეს ერთადერთი იყო რისი გაკეთებაც ახლა შეეძლო..უბრალოდ არ უნდოდა და არც არანაირი ძალა არ ქონდა უაზრო ისტერიკები გაემართა და ჩაათაის თავის მართლება მოესმინა..მთელი გულით შეეცადა ყველაფერი კარგი გამოსვლოდა..სუფრა ორ კაცზე გააწყო და ლამაზად გააფორმა..საათს,რომ ახედა უკვე ჩაათაის მოსვლის დრო იყო.ოთახში ავიდა და მომზადება დაიწყო..ყველაფერს რობოტივით აკეთებდა..აკეთებდა იმისთვის,რომ ასე იყო საჭირო..სადა მაკიაჟი გაიკეთა..მუხლამდე,წელში გამოყვანილი ფირუზისფერი კაბა ჩაიცვა და თმა უკან მოიჭირა სადად..სარკეში,რომ ჩაიხედა საკუთარ თავს ტკივილიანად გაუღიმა,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა..გულისფანცქალით ელოდა ჩაათაის მოსვლას..არ უნდოდა რამე შეემჩნია..უნდოდა ისეთ ლაღ და ენამწარედ დამახსოვრებოდა,როგორადაც გაიცნო..მთელ სახლში სინათლეები ჩააქრო და სანთლეებით გაანათა მისაღები..თვითონ კი კუთვნილ ადგილას დაჯდა და საკუთარი თავის მობილიზება დაიწყო..
ჩაათაიმ სახლის კარი მხიარულად შემოაღო და ნათაის დანახვისას გაოცება ვერ დამალა,რომელსაც ორ კაცზე გაეშალა სუფრა და ნაძალადევად უღიმოდა

-რას ავღნიშნავთ საყვარელო?-მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მაშინვე იმ ქალის ნათქვამი "საყვარელო" გაახსენდა..გულში ბრაზი და ზიზღი ერთად აუბუყბუყდა და ცუდი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია..ნელა გადადგა ჩაათაისკენ ნაბიჯი და წინ აესვეტა

-ჩვენი ერთად ყოფნის 1 თვის თავს-ღიმილით ჩამოუსვა სახეზე ხელი და ოდნავ შეეხო ტუჩებზე.

-უნდა გეთქვა, ჩვენი ბედნიერების ერთი წლის თავსო-თბილი ხმით შეუსწორა და წელზე მოხვია ხელი.
-ჰო, ჩვენი ბედნიერების...-ჩაიბუტბუტა და ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა.

-რაღაც მოწყენილი მეჩვენები-თვალებში ჩააჩერდა და თმაზე წაეთამაშა

-გეჩვენება-ხელი ჩაკიდა და მაგიდისკენ წაიყვანაა..ჩაათაიმ ჯელტმენურად გამოუწია სკამი.ჯერ ნათააიი დააჯინა,მერე კი თვითონ დაიკავა თავისი ადგილი.

-ჯერ კიდევ ვერ ვაფასებ შენს შესაძლებლობებს-ღიმილით ჩაილაპარაკა და მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია

-ნამდვილად ვერ მაფასებ-უთხრა და სასმელი ოდნავ მოსვა სითამამე,რომ მომატებოდა.

-რატომ არაფერს ჭამ პატარა?-თბილი ხმით უთხრა ჩაათაიმ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ

-არ მინდა-მოკლედ მოუჭრა

-რატომ ჩემი სიმპატიურობა გაბნევს?-მომნუსხველად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა

-მთავარია სხვა არ დააბნიო და მე არამიშავს-ოდნავ წინ გადაიწიაა და კოცნა გაუგზავნა

-კიდევ ეჭვიანობ?-წარბაწეულმა კითხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო

-რა არ მაქვს მიზეზი?-გამომცდელად კითხა და დაინახა როგორ გადაურა სახეზე სითეთრემ..

-ჩემი თვალები მხოლოდ შენ გამჩნევენ-მშვიდან განუცხადა

-დავიჯერო?-თვალი გაუსწორა გაღიმებულმა

-ოდესმე საბაბი მოგეცი ეჭვიანობის?-სერიოზული სახით უთხრა

-არასოდეს-ტკივილიანი ხმით ამოთქვა და წინ კადრებად გადაურბინა მისი ღალატის კადრებმა..თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ცრემლები,რომ შეეკავებინ

-ხომ იცი,შენ რაც ხარ ჩემთვის?-წინ გადაიწია და ხელზე მოეფერა

-ჩაათაი-მშვიდად გააქნია თავი

-ჩემი სიცოცხლე ხარ..ყველაზე ძვირფასი,რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია..მადლობას ვუხდი ღმერთს შენი გამოჩენისთვის-აკიაფებული თვალებით ესაუბრებოდა და ნაზად კოცნიდა ხელზე..თავი ერთდროულად ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდათ იგრძნო..გული წყდებოდა ყველაფერიი ასე მარტივად,რომ მთავრდებოდა..ცხოველური ჟინის გამო..ვიღაც ანგარებიანი ქალის გამო..რომელმაც ყველაფერი დაანგრიაა და განაადგურა..და მოღალატე კაცის გამო.. მო ღა ლა ტე,როგორ ეხამუშებოდა ამ სიტყვის წარმოთქმა...და ყველაზე მეტად სწორეს ეს სიტყვა ტკენდა..ღალატი..როგორი ამოუცნობი ფენომენია კაცი..ვერასდროს ვერ გაუგებ რა უნდა..რას მოელის..რა შეიძლება გააკეთოს..იმდენი კითხვა არ ასვენებდა ჩაათაისთან მიმართებაში..გული კი ძალიან წყდებოდა ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს,რომ ვერ მიიღებდა..ვერასდროს,რომ ვერ გაიგებდა რატომ უღალატა "სიყვარულს".

ფიქრებიდან ჩაათაის ხმამ დააბრუნა..რომელიც მაგიდიდან ამდგარიყო და წყნარი მუსიკის ფონზე ნათაის ცეკვას სთავაზობდა

-მოდი რა ვიცეკვოთ-სთხოვა და ხელი გაუწვდინა

-კარგი-უსიტყვოდ დაეთანხმა და ფეხზე წამოდგა..უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო..ძალიან აჭერდა ფეხსაცმელი...ტკივილისგან სახე დაემანჭა

-რა თვითგემაა ეს ფეხსაცმეელიი..ან რატომ ჩავიცვი საერთოდ-წუწუნებდა სახედამანჭული

-გაიხადე თუ გაწუხებს-შესთავაზა

-მართალია-დაეთანხმა და მისგან განთავისუფლდა..მის კმაყოფილ სახეს,რომ შეხედა ჩაათაიმ გაეცინა

-რას იცინი?-წარბებშეკრულმა კითხა

-შენზე მეცინება-გულწრფელად უთხრა

-შენ რომ ვინმეზე გაგეცინება-გაიცინა მანაც და ფეხზე წამოდგა...ჩაათაიმ ნაზად მოხვია წელზე ხელიი და მუსიკის ჰანგებს ააყოლა..ცეკვავდნენ სიყვარულით და მთელი სინაზით..იმდენად სიამოვნებდა მასთან ყოფნა,თითქოს დღევანდელი ტკივილიც დაავიწყდა რამდენიმე წუთი...მაგრად ხვევდა ხელებს..უნდოდა მისი სითბო სამუდამოდ დამახსოვრებოდა..ჩაათაიმ ნაზად გადაუწია თმა ერთ მხარეს და კისერში აკოცა...დავლილი ჟრუანტელისგან ოდნავ შებარბაცდა...

-მოდი მთლიანად გაგანთავისუფლებ ზედმეტი ნაჭრებისგან-სიცილით უთხრა და ხელში აყვანილი წაიყვანა ოთახისაკენ..სქელ ბაგეებს უკოცნიდა გოგონას და პარარელურად ფეხის კარებს აღებდა.ნათაის მთელს სხეულში სიამოვნებისგან აკანკალებდა..ოთახის კარები ფეხით მიხურა ჩაათაიმ და ვნებისგან თვალებდაბინდული გოგონა საწოლზე მიაწვინა.ფრთხილად ჩაუხსნა კაბის ელვაშესაკრავი და მუცელზე აუსრიალა თითებიი..ცხელ ბაგეებს დააცოცებდა მის ყელში და მხრებზე.ფრთხილად დააცოცებდა ნათაის სხეულზე ტუჩებს და დრო და დრო ფეხზე ასრიალებ ხელს ბარძაყებძე უჭერდა. გახელებული ეტანებოდა გოგონას ბაგეებს,.ნათაის თვალები მიელულა და სიამოვნების ხმებს გამოსცემდა გაპობილი ბაგეებიდან.ნაზად ხვევდა მამაკაცს ხელეებს და მის სხეულზე დათარეშობდა..კისერსი სველ კოცნას უტოვებდა და თმებში უცურებდა აცახცახებულ ხელებს...ცდილობდა ყველაა დეტალი დაემახსოვრებინა..თითოეული მისი კოცნა და შეხებაა..
შუაღამე,ორი ერთ არსებად ქცეული სხეული.დარღვეული სიჩუმე..ჩურჩულით ნათქვამი მიყვარხარ და საბოლოოდ მიღებული,უცვლელი გადაწყვეტილება..



№1  offline წევრი nanako123

ეს გოგო უეჭველი თავს იდებილებს ... თავისი თავის ფასი არ იცის ქალმა ... უღალატა და მაინც რა გააკეთა ... ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი ხარ <333

 


№2  offline წევრი casas

nanako123
ეს გოგო უეჭველი თავს იდებილებს ... თავისი თავის ფასი არ იცის ქალმა ... უღალატა და მაინც რა გააკეთა ... ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი ხარ <333

მომდევნო თავში გაიგებ,რატომაც გააკეთა ასეთი რაღაც winked wink

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვაიმე ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე. ჩემი აზრით ნათაი სწორად მოიქცა. უნდა იცოდეს კაცმა ქალის ფასი და ყველას ფეხებშუა არ უძვრებოდეს. თუ გუყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს ნუ.. ნათაი ეხლა მგონი საქართველოში დაბრუნდება. ძალიან მომეწონა ვიძახე მწარე მწარე აჰა მწარე :3 კაია ეს ბიჭი უნდა დატანჯოს და აწვალოს -_- არიცის ნათაის ფასი და გაიგებს მალე. თან რო იტყუებოდა -_- ნათაის ადგილზე თავს წავაცლიდი იმ მომენტში..უნიჭიერესი ხარ ველოდები შემდეგ თავს :3 ესე მალე არშეარიგო :3

 


№4  offline წევრი casas

ტომაჩკა
ვაიმე ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე. ჩემი აზრით ნათაი სწორად მოიქცა. უნდა იცოდეს კაცმა ქალის ფასი და ყველას ფეხებშუა არ უძვრებოდეს. თუ გუყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს ნუ.. ნათაი ეხლა მგონი საქართველოში დაბრუნდება. ძალიან მომეწონა ვიძახე მწარე მწარე აჰა მწარე :3 კაია ეს ბიჭი უნდა დატანჯოს და აწვალოს -_- არიცის ნათაის ფასი და გაიგებს მალე. თან რო იტყუებოდა -_- ნათაის ადგილზე თავს წავაცლიდი იმ მომენტში..უნიჭიერესი ხარ ველოდები შემდეგ თავს :3 ესე მალე არშეარიგო :3

ძალიან მსიამოვნებს და მახარებს შენი კომენტაარებიი winked ხო რაც შეეხება ამათ..კარგად გაწვალდებიან ორივეეე wink

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

casas
ტომაჩკა
ვაიმე ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე. ჩემი აზრით ნათაი სწორად მოიქცა. უნდა იცოდეს კაცმა ქალის ფასი და ყველას ფეხებშუა არ უძვრებოდეს. თუ გუყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს ნუ.. ნათაი ეხლა მგონი საქართველოში დაბრუნდება. ძალიან მომეწონა ვიძახე მწარე მწარე აჰა მწარე :3 კაია ეს ბიჭი უნდა დატანჯოს და აწვალოს -_- არიცის ნათაის ფასი და გაიგებს მალე. თან რო იტყუებოდა -_- ნათაის ადგილზე თავს წავაცლიდი იმ მომენტში..უნიჭიერესი ხარ ველოდები შემდეგ თავს :3 ესე მალე არშეარიგო :3

ძალიან მსიამოვნებს და მახარებს შენი კომენტაარებიი winked ხო რაც შეეხება ამათ..კარგად გაწვალდებიან ორივეეე wink

რაც უმფრო მეტ სიმწარეს ნახავენ ერთმანეთის გარეშე მით უფროტკბილად იცხოვრებენ მერე და დააფასებენ ერთმანეთს საყვარელო :დ მიყვარს რა ეს ისტორია. მითუმეტეს თავიდან რომ.დავიწყე მეთწი თურქეთი არა კვახი რაიქნება ესთქო და დავანებე თავი ერთი პერიოდი :3 უნიჭიერესი მყავხარ ნუ :3

 


№6  offline წევრი casas

ტომაჩკა
casas
ტომაჩკა
ვაიმე ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე. ჩემი აზრით ნათაი სწორად მოიქცა. უნდა იცოდეს კაცმა ქალის ფასი და ყველას ფეხებშუა არ უძვრებოდეს. თუ გუყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს ნუ.. ნათაი ეხლა მგონი საქართველოში დაბრუნდება. ძალიან მომეწონა ვიძახე მწარე მწარე აჰა მწარე :3 კაია ეს ბიჭი უნდა დატანჯოს და აწვალოს -_- არიცის ნათაის ფასი და გაიგებს მალე. თან რო იტყუებოდა -_- ნათაის ადგილზე თავს წავაცლიდი იმ მომენტში..უნიჭიერესი ხარ ველოდები შემდეგ თავს :3 ესე მალე არშეარიგო :3

ძალიან მსიამოვნებს და მახარებს შენი კომენტაარებიი winked ხო რაც შეეხება ამათ..კარგად გაწვალდებიან ორივეეე wink

რაც უმფრო მეტ სიმწარეს ნახავენ ერთმანეთის გარეშე მით უფროტკბილად იცხოვრებენ მერე და დააფასებენ ერთმანეთს საყვარელო :დ მიყვარს რა ეს ისტორია. მითუმეტეს თავიდან რომ.დავიწყე მეთწი თურქეთი არა კვახი რაიქნება ესთქო და დავანებე თავი ერთი პერიოდი :3 უნიჭიერესი მყავხარ ნუ :3

wink ხო,შენს ადგილას მეც ეგრე ვიტყოდიი..უბრალოდ ძალიან მომინდა საიტზე გამოქვეყნება და გამოვაქვეყნეე..არ ქონდა მნიშვნელობა რამდენი ადამიანი წაიკითხავდა..ახლა კი ძალიან მიხარიაა ნახვების რიცხვს,რომ ვუყურეებ love winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent