შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობიდან შეყვარებამდე ერთი ნაბიჯია (ნაწილი 5)განახლებული


4-07-2015, 10:42
ავტორი Psycho1402
ნანახია 2 393

ნიკუშა ჯანელლიძე.18წლის.მაღალი,სუსტი,შავგრემანი ბიჭი,სწორი და პატარა ცხვირით,თაფლისფერი თვალებით და რაღაც საოცარი ფერის ტუჩებით.მოკლედ,უზომოდ სიმპატიური და გოგოების გულთამპყრობელი.ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ მთელი #141 სკოლის გოგოები მას დაძდევდნენთქო.რათქმაუნდა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არავის გამოსდიოდა.ჯერ ერთი იმიტომ რომ ვერ იტანდა გოგოებს რომლებიც ბიჭის დასაკერად "ყველაფერზე" წამსვლელები იყვნენ,მეორეც ის რომ მისი გული უკვე დიდი ხანია ერთ გოგოს ეკუთვნის.კარგად იცით ვისაც.ამის გამო სკოლაში ანას ბევრი გოგო ვერ იტანდა.ერთხელ ვიღაც ბიჭმა მისთვის საშინელი რაღაცის გაჩალიჩება გადაწყვიტა.ეს ამბავი გიოს ყურამდე დროულად მივიდა და იმ ღამით ბიჭებმა ისე სცემეს ის საცოდავი როგორც იტყვიან ძვალ-რბილი გაუერთიანეს.ნუ შესაცოდებელი კი არ იყო მაგრამ...ისიც ადამიანია ბოლოსდაბოლოს.

ანა სიხარულიძე.17 წლის.საშუალო სიმაღლის,სუსტი,შავგრემანი,მწვანე თვალებით,წითელი,თითქმის სისხლისფერი ტუჩებით.ძალიან მხიარული და საყვარელი.გოგო,რომელიც ყოველთვის მზად არის ადამინაის დასახმარებლად.თავის პრობლემებს სხვას არასდროს ახვევს თავს და ცხოვრების სირთულეების მიუხედავად მაინც სულ იღიმის.თაყვანისმცემლები არც მას აკლდა.მაგრამ ნიკას ხელში მათ ანუკამდე ვინ მიუშვებდა.გამოელაპარაკებოდნენ და მერე თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ისე უჩინარდებოდნენ.ამასაც ეგონა არავის მოვწონვარო,მახინჯი ვარო და დადიოდა ასე გულგატეხილი.

ამ ორ ადამიანს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი.შეყვარებულები ორი წელი იყვნენ.ხშირად ჩხუბობდნენ მაგრამ სიყვარულს მაინც თავისი გაჰქონდა.ანამ ოცნება აისრულა.ინგლისში სამი თვე ისწავლა.თავიდან ერთი წელი იყო იდეაში მაგრამ ამათ ერთმაეთის გარეშე ვინ გააჩერებდა?ხოდა სამ თვეში უკან დაბრუნდა და სწავლა ჯავახიშვილში იურიდიულზე გააგრძელა 100%იანი დაფინანსებით.უკვე მეორე კურსზე იყო და უნივერსიტეტში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.ხოლო ნიკა-მომავალი ბიზნესმენი, ალასანიაში მესამე კურსზე სწავლობდა.

ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.ანა და მარი უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდნენ, ქუჩის კუთხეში ნაცნობი შავი BMW რომ შენიშნეს.მანქანაში ლუკა და ნიკუშა ისხდნენ.ხო მართლა,მარი და ლუკა უკვე ერთი წელია ერთად არიან.

-აქ რას აკეთებთ ჩემი ძმა?(მარი)
-დაჯექით და გაიგებთ. თქვა ნიკამ და თვითკმაყოფილმა გაიცინა.ეს რათქმაუნდა ანას არ გამორჩენია, მაგრამ მაინც უხმოდ ჩაჯდა მანქანაში ნიკას გვერდით.
-ნიკ სად მივდივართ?(ანა)
-...
-ბიჭებო რა ხდება?(მარი) ნიკამ ბოლო ხმაზე აუწია მუსიკებს.ლუკა უკან იჯდა და მარის მშვიდად ელაპარაკებოდა და რაღაცეებზე იცინოდნენ.სამი სიმღერის და ბევრი ხალისის შემდეგ ისევ გაახსენდათ გოგონებს რომ სახლის გზას უკვე დიდი ხანია გაცდნენ.
-ჰე ახლა იტყვით სად მივდივართ?(ანა)
-ხო...იცი..ჩვენ..(ლუკა)
-ლუკა რა გჭირს გამეცით პასუხი.(ანა)
-მოგიტაცეთ.ერთხმად იყვირეს ლუკამ და ნიკამ.და ამაზე ორივეს სიცილი აუვარდა.
-ოო რას გვეღადავებით ეხა რა.. გაიბუსა ანა და ხელები მუცელთან გადაჯავარედინა.
-არა მართლა მოგიტაცეთ!(ლუკა) ისინი ისევ იცინოდნენ,მაგრამ
აი გოგოებს კი ნამდვილად აღარ ეცინებოდათ.ანა ცოტა ხანს გაჩუმებული იჯდა თითქოს არც სუნთქავსო.მომხდარის გადახარშვას ცდილობდა გონებაში.ცოტა ხანში მანაც მარისთან ერთად დაიწყო კივილი მანქანა მოაბრუნეთო.მაგრამ ამათ ვინ უსმენდათ.ასეთმა რეაქციამ ბიჭები უფრო გაახელა და ნიკამ გაზს ფეხი მიაჭირა თან ოთხივე კარი ჩაკეტა.ლუკა უკანა სავარძელზე მარის დაწყნარებას ცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მკერდზე ხელებს ურტყამდა და თან ისეტიულად ტიროდს.დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ ანა პირველი გადახტა მანქანიდან და ირგვლივ შეშინებულმა მიმოიხედა.ადგილი ეცნო.წყნეთი.ნიკას სოფელი.რამდენი კარგი დრო აქვს აქ მეგობრებთან ერთად ნატარები მაგრამ ახლა ნამდვილად არ მიაჩნდა თავისი საქმე სამხიარულოდ.სახლში შევარდა და ლოგინზე მუცლით დამხობილმა ტირილი დაიწყო.ცოტა ხანში მასთან ნიკაც შევიდა.არც მას აღარ ქონდა ისეთი ბედნიერი გამომეტყველება როგორც აქამდე.
-ან...
-მარტო დამტოვე! გაჩერების მაგივრად ტირილს უფრო უმატებდა.
-ერთი წამით მომისმინე.კარგი?
-..
-თვი აწიე. ხელი ნიკაპზე მოკიდა და ნაზად ააწევინა თავი.
-კარგად იცი რომ მიყვარხარ.სიგიჟემდე მიყვარხარ და პირობას გაძლევ ყოველთვის ასე იქნება... აცრემლიანებულ თვაელბშ შეხედა და იქ მხოლოდ...მხოლოდ სევდა ამოიკითხა.ამან გული იმდენად დასწყვიტა რომ თავისი საქციელი ინანა კიდეც.
-ნიკა ხომ იცოდი რომ გათხოვება არ მინდოდა.მინდოდა სწავლა ნორმალურად დამემთავრებინა.მითხარი რა დროს ეს იყო?ჰა?მიპასუხე!
ხელი გაუშვა და თვალებში ისე ჩააშტერდა სხვა ანას ადგილას ამ მზერას ვერ გაუძლებდა.მზერას რომელიც უსაძღვრო სიყვარულით და ასევე იმედგაცრუებით იყო სავსე.სიყვარულით,პატივისცემით და ტკივილით.ტკივილით. რომელმაც ანას იმ წამს საკუთარი თავი შეაძულა.იცოდა,კარგად იცოდა ამ ტკივილის მიზეზი თავად რომ იყო.
-თუ არ გიყვარვარ მითხარი და ახლავე თბილისში დაგაბრუნებ. პირობას გაძლევ შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები და აღარასდროს შეგაწუხებ. ამ სიტყვებმა შეაშინა.ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ვინმეს დაკარგვის.ნერვიულობისგან გონება დაკარგა და ნიკას ხელებში ჩაუვარდა.ალბათ ერთი საათი იყო გათიშულ მდგომარეობაში.თვალები რომ გაახილა პირველად სატრფოს აღელვებული სახე დაინახა,რომელიც სახეზე ნაზად ეფერებოდა,შემდეგ ლუკა და მასზე ხელჩაკიდებული მარი,რომელსაც ისეთი საცოდავი სახე ქონდა სიცილი ძლივს შეიკავა.ყველა შეშინებული უყურებდა.
-შენ სულ როგორ უნდა გვანერვიულო რა. გაიცინა ლუკამ და ანამაც გულწრფელად გაუღიმა. ლოგინზე წამოჯდა და ნიკას ძალიან ძლიერად ჩაეხუტა და ყურში უჩურჩულა.
-სიცოცხლეზე მეტად!ნიკუშამაც ხელები ძლიერად მოხვია და ყელში სველი კოცნა დაუტოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent