აკრძალული ხილი(2 ნაწილი)
მთელი ღამე უცნობის სიტყვებზე ვფიქრობდი და ეს მოსვენებას არ მაძლევდა. რატომ იყო ბაჩო ჩემთვის საშიში და რატომ არ უნდა გავკარებოდი მას? არ ვიცი, ამ კითხვებზე პასუხს ალბათ ბაჩოსგან გავიგებდი. შაბათ-კვირა სახლში გავატარე, უცნობთან შეხვედრის გამო დაზაფრული ვიყავი. მორიგ „ბედნიერ“ ორშაბათ დღეს ოთახში ლექტორი შემოვიდა და ლექციაც დაიწყო. მთელი დღე მომაბეზრებლად გაიწელა. უნივერსიტეტიდან გამოსვლისას წინ ბაჩოს ერთ-ერთი ძმაკაცი შემეჩეხა, აი ის, ლუკა რომ ერქვა. -ნინი, გამარჯობა - მომესალმა და უხერხულად წაიღო ხელი კეფისკენ. -გამარჯობა - ვუპასუხე გაკვირვებულმა და ინტერესიანი თვალებით მივაჩერდი -ბაჩო შენობის უკან გელოდება, შენთან შეხვედრა უნდა -კარგი, მადლობა - მეტი საქმე არ მქონდა ახლა ბაჩოსთან მერბინა! მითუმეტეს ასეთი უხეში მოპყრობის შემდეგ. ლუკას გამოვემშვიდობე და სახლის გზას დავადექი. მთელი გზა ვიღაცის მზერას ვგრძნობდი ჩემს უკან, თუმცა გზას ჯიუტად ვაგრძელებდი. სახლის მოსახვევთან ბოხი ხმა გავიგე -ნინი, მოიცა - შევბრუნდი და ბაჩო იყო -რაგინდა? - ვუპასუხე უხეშად -ჩემზე გაბრაზებული ხარ? -შენი აზრით? - ცინიზმი არ დავაკელი. ბაჩომ სევდიანად ამოიხვნეშა და თვალებში ჩამაშტერდა. მისი ყურებისას სულ ვიბნევი. ახლაც არეულმა დავიწყე თვალების აქეთ-იქეთ ცეცება გამოსავლის პოვნის იმედით. -არ მინდოდა ასე გამოსულიყო, უბრალოდ შენ არ გესმის... - დაიწყო ლაპარაკი და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა - მე საშიში ვარ, იმაზე მეტად ვიდრე შენ ამის წარმოდგენა შეგიძლია. ჩემთან ურთიერთობით შენც საფრთხეში ჩავარდები. არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაზარალდეს... შენი ადგილი ჩემს სამყაროში არაა... - მითხრა სევდიანად და ჩემთან ახლოს გაჩერდა. - მხოლოდ გთხოვ, ხალხის ჭორებს ყური არ უგდო - დაამატა და გაუჩინარდა. რა ჭორებზე ლაპარაკობს საერთოდ? ამას მხოლოდ ლიკასგან და თათასგან თუ გავარკვევდი. სახლში ავედი და დაქალის ნომერი ავკრიფე -ალო, ლიკა რას შვები? -რავი ნინუც აბა, არაფერს. შენ? -მეც არაფერს, თათას დაურეკე და ჩემთან ამოდით რა -კაიი - ტელეფონი გავთიშე და გოგოების ლოდინი დავიწყე. მანამდე პოპკორნი ვიყიდე და კოკა-კოლები, რომ რამე კინოსთვისაც გვეყურებინა. ცოტა ხანში კარზე ზარი გაისმა -აბაა, ჩვენც მოვედიით!(ლიკა) - შემოხტა მხიარულად და მისაღებ ოთახს მიაშურა. -შემოდით - გავუღიმე ორივეს და უკან მივყევი -ოჰოო, კინოს საღამო გვაქვს?!(თათა) - გაიკვირვა და თან გაუხარდა -ჰო, მაგრამ მანამდე რაღაც მაინტერესებს... - დავიწყე მორიდებულად და დივანზე ჩამოვჯექი. ისინი ჩემს წინ დასკუპდნენ და კომფორტულად მოთავსდნენ -აბა, რა გაინტერესებს?(ლიკა) -ბაჩოზე რა ჭორები დადის? - როდესაც ეს შეკითხვა დავსვი დაქალებმა ერთმანეთს უკმაყოფილოდ გადახედეს - ჰეე, ახლა... მეც გამაგებინებთ რაც ხდება? -რაში გაინტერესებს?(თათა) - მკითხა დაძაბულმა -იმედია ბაჩოსთან არაფერი საერთო არ გაქვს, ხო?(ლიკა) - დაამატა დაეჭვებულმა -არა, უბრალოდ მაინტერესებს - ვიცრუე უტიფრად და პასუხის მოლოდინში გავირინდე -კარგი, გეტყვით(ლიკა) - თათას გადახედა და დაიწყო - საკმაოდ არასახარბიელო ხმები დადის ჩვენს სიმპატიურ ბაჩოზეე... რადგან შენ აქ წლებია არ გიცხოვრია, დიდი ხნის წინანდელი ამბის გახსენებაც მოგვიწევს, ცოტა გრძელი ისტორიაა - აი აქ შეყოვნდა -არაუშავს, დრო ბევრი გვაქვს, მიდი დაიწყე - წავაქეზე დაქალი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი. ამ დროს ჩემი ტელეფონი აზარუნდა. დავხედე და დედას ნომერი ამოვიკითხე. -ერთწამს - გოგოებს გავხედე და ვუპასუხე - ხო დე... -ალო, ნინი. იმედია სახლში ხარ -კი, რაიყო? -საღამოს ნატო და გვანცა ჩამოდიან იტალიიდან და ჩვენთან დარჩებიან 1-2 კვირით, არ ვიცი ზუსტად და სახლი მოაწესრიგე ჩემს მოსვლამდე აუცილებლად -კაიი... - ვუპასუხე ბუზღუნით და გოგოებს გავხედე -რა მოხდა?(თათა) - საღამოს დეიდაჩემი და მაგისი შვილი ჩამოდიან და სახლი უნდა მოვაწესრიგო. მერე მომიყევით ეგ რაღაცა - დივნიდან წამოვიზლაზნე და გავიზმორე. -მე დაგეხმარებოდი, მაგრამ ახლა ჩემი და მყავს ბაღიდან გამოსაყვანი(თათა) - ჩაილაპარაკა დანანებით. -მე დავრჩები ცოტახნით, ჯერ დრო მაქვს(ლიკა) - მითხრა გამამხნევებლად და გამიღიმა -კაი, მაშინ შენ წადი თათუს თუ გეჩქარება -ოქეიი, აბა კარგაად!(თათა) - ორივე გადაგვკოცნა და წავიდა. -ჰე აბა, რა უნდა გავაკეთოთ?(ლიკა) -საჭმლის კეთება იცი?(მე) - ვკითხე იმ იმედით რომ ეცოდინებოდა -კი, რაიყო? -კაია, მაშინ შენ რამე კერძები მოამზადე და მე კიდევ ოთახებს მოვაწესრიგებ კარგი? -კი, არაა პრობლემა. საღამომდე ოთახებში დავრბოდი წინ და უკან. ბოლოს დაღლილი მივესვენე სამზარეულოში ერთ-ერთ სკამზე -აბა რა ქენი?(მე) -5 წუთში მზად იქნება ყველაფერი!(ლიკა) - წამოიძახა ყოჩაღად და ისევ გაზქურას მიუბრუნდა. -მადლობა ლიკა რა, შენ რომ არ დარჩენილიყავი ვერაფერს მოვასწრებდი -რა მადლობა გოგო, კაი რა... რომელი საათია? -8ხდება -უიმეე!!! აუ გასაქცევი ვარ სასწრაფოდ, ეს რამდენიმე წუთი იდგას გაზზე კიდევ და მერე გამორთე - სწრაფად მომვარდა, გადამკოცნა და გარეთ გავარდა. ლიკას მითითებები ზუსტად შევასრულე. სწორედ ამ დროს კარზე ზარიც გაისმა -მოვდივაარ! - გავძახე და კისრისტეხით გავვარდი დერეფანში. -ნინიი, რამხელა გაზრდილხარ!!! მომენატრე ძალიან! - დეიდაჩემი მომესალმა და ჩამეხუტა. -მეც მომენატრე ნატო - დეიდაჩემს ყოველთვის სახელით მივმართავდი - გვანცა, მოდი ჩაგეხუტო - ჩავხედე დედის კაბაზე ჩამოკონწიალებულ გვანცას და ხელში ავიყვანე. გვანცა 3 წლისაა. -მეც მომენატლე - ატიტინდა და ხელები კისერზე მომხვია -ნინი, ბარგი სად დავაწყოთ?(ნატო) - მკითხა და ხელში ჩემოდნები მოიმარჯვა -აი იმ ოთახში, მოიცა მეც შეგატანინებ - ხალ ხელში პატარა ჩემოდანი ავიღე და მათთვის განკუთვნილი ოთახისკენ გავემართე -ოჰჰ, ეს ვინ მოსულან(ლელა) -გაისმა კარში დედაჩემის ხმა -ლელაა!!! რა კარგ ფორმაში ხარ! ახლა მოვედით ჩვენც(ნატო) - გახარებული გადაეხვია მონატრებულ დას და გადაკოცნა. -ჩემი ბარტყვი სადაა?(ლელა) - იკითხა და გვანცას დაუწყო თვალებით ძებნა - მოდი აქ დეიდას სიხარულოო - ბავშვი გამომართვა და ლოყები დაუკოცნა -მე ჩემს ოთახში ვიქნები(მე) - გამოვაცხადე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. არ მიყვარს არეულობა. ჯობია დალაგდნენ, მერე მოვიკითხავ და მოვესიყვარულები ორივეს. საწოლზე ჩამოვჯექი და ფანჯარაში ყურება დავიწყე. უცბად გამახსენდა, რომ სამეცადინო მქონდა თავზესაყრელად და მაგიდას მივუჯექი. ბოლოს, ძალაგამოცლილი დავეგდე საწოლზე და იმწამსვე ჩამეძინა. დილით ვიღაცის ტირილმა გამაღვიძა. ვინ იქნებოდა, თუ არა გვანცა. საღამურებით გავფრატუნდი მისაღებ ოთახში და დავინახე, თუ როგორ არ აძლევდა ნატო გვანცას რაღაცა სათამაშოს. -ნინი, იქნებ შენ მიშველო, ვერაფრით ვერ ვაჭამე(ნატო) - შემომჩივლა ძალაგამოცლილმა. -ვინ არ ჭამსო? - გვანცას უკნიდან მივეპარე და ჰაერში ავიტაცე -სათამასო მიდაა - ამოიბღავლა და ტირილს უმატა -მოდი ახლა შენ ეს შეჭამე და მერე მე მაგ სათამაშოს მოგცემ კაი? – „ზავი“ შევთავაზე -კალქი - გამიღიმა და ტირილი შეწყვიტა. „გამოკვებილ“ გვანცას თავისი სათამაშო მივეცი და ჩემს ოთახში შევბრუნდი ჩასაცმელად. როდესაც გამოვეწყვე, სამზარეულოში გამოვედი, მეც ვისაუზმე და უნივერსიტეტის გზას დავადექი. იმ დღეს ბაჩო არ გამოჩენილა. აღარც მე ვფიქრობდი მასზე. ლექციების მერე გოგოებთან ერთად კაფეში შევიარე -მე მინდა ალუბლის წვენი(თათა) -მე ყავა(მე) -კარგით, მაშინ 1 ალუბლის წვენი, 2 ყავა და 3 ნამცხვარი მოგვიტანეთ(ლიკა) - მიმტანს შეკვეთა მისცა და ჩვენსკენ გამობრუნდა. -ნიინ, აბა როგორ მიდის გამოცდებისთვის მზადება?(თათა) - მკითხა და ინტერესიანი თვალები მომაპყრო -უიი გამოცდები არც გამხსენებია! - ხელი შუბლზე მივირტყი და ჩემს დაუდევარ საქციელზე ნერვები მომეშალა - როდისაა? -რა გული გაუხეთქე შენც კიდე! 1 თვეშია ჯერ რა დროს გამოცდებია - გაეცინა ჩემს რეაქციაზე და ოფიციანტს გახედა. ჩვენ-ჩვენ შეკვეთას ხელი დავავლეთ და გემრიელად შევექეცით. -აბა რა გამოცდები აგიტყდათ!(მე) - ამოვისუნთქე და ყავა მოვსვი -მაინტერესებდა შენი რეაქცია(თათა) - მიპასუხა სიცილით და მეც ენა გამოვუყავი. ფიქრებით ისევ ბაჩოსკენ წავედი. არა, უფრო იმ უცნობისკენ ასე რომ დამემუქრა. იქნებ მე არა, მაგრამ დედაჩემს უქნას რამე, ამას ხომ ნამდვილად ვერ გადავიტან. თანაც, როგორც ჩანს, არც ბაჩო კვდება ჩემთან ურთიერთობის სურვილით, ამიტომ იქნებ მართლაც თავი გავანებო. -მაგრამ რა ლამაზი თვალები აქვს?!-გამომეპასუხა ჩემი საზიზღარი მეორე მე - არაუშავს!-შევეპასუხე მაშინვე. -ოჰჰ ახლა ადვილად ამბობ და რომ გიყურებს კარგად იბნევი!-გამომიჭირა „მეორე მემ“ და კმაყოფილად ჩაიცინა - გაშპი ჩემი თავიდან!!!-დავუღრინე ცუდ ფიქრებს და ჭამა განვაგრძე. -გოგო, დემე რა საყვარელია ხო?(ლიკა) - იკითხა და თათას მიაჩერდა -ჰო რავი - მხრები აიჩეჩა და წვენი მოსვა -ოოო კაი რაა - ამოიბუზღუნა და ახლა მე მომაჩერდა - შენ რას ფიქრობ? ხოა საყვარელი - მკითხა და თვალები მომანათა -ეგ რომელია? - დავსვი, მგონი, სრულიად უადგილო შეკითხვა, რადგან ორივემ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. -კარგი გავანებოთ მაგათ თავი. ჩემი და მყავს ბაღიდან გამოსაყვანი და გამომყევით რა(თათა) - ფეხზე წამოდგა და ჩანთა მოიკიდა -აუ მე მეჩქარება, ნინ შენ გაყევი კაი?(ლიკა) - ისიც ფეხზე წამოდგა და ორივე მე მომაჩერდა. -კარგი, არაა პრობლემა - მხრები ავიჩეჩე და ავდექი. ლიკას დავემშვიდობეთ და ბაღისკენ წავედით. დეიდაჩემს დავურეკე გვანცას მე გამოვიყვან ბაღიდან-თქო და ისიც სიხარულით დამთანხმდა. თათას დას ლიზი ქვია და 4 წლისაა. ორივემ გამოვიყვანეთ „ჩვენი“ ბავშვები და გასეირნება გადავწყვიტეთ. ერთ პარკში შევიარეთ და სკამებზე ჩამოვჯექით. ბავშვებმა თამაში დაიწყეს. -ეს შენი ვინაა/(თათა) - მკითხა თათამ და გვანცაზე მანიშნა -დეიდაშვილი -აჰაა, გასაგებია. - კიდევ რაღაცეებზე ვიჭორავეთ და რომ დაღამდა სახლში წასვლაც ვინებეთ. -კარგად აბა ხვალამდე(მე) - თათა გადავკოცნე, გვანცა ხელში ავიყვანე და სახლის გზას დავადექი. ისეთი დაღლილი იყო, მაშინვე ჩაეძინა ჩემს ხელებში. გადავწყვიტე გზა მოკლეზე მომეჭრა და მეც ერთ ბილიკს დავადექი. შორიდან მთვრალი კაცების ხმები მომესმა. ალბათ 2 ან 3 იქნებოდნენ, იმ სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი. ავნერვიულდი და ნაბიჯს ავუჩქარე. -ჰეი ლამაზო - დამიძახა ვიღაცამ ზურგს უკან. ყურადღებას არ ვაქცევდი და უკვე ლამის სირბილით მივდიოდი წინ -მოიცა, სად გარბიხარ - გავიგე ისევ იმ კაცის ხმა. უკან მივიხედე და ვერ დავინახე, შევტრიალდი, რომ გზა გამეგრძელებინა და წინ ვიღაცას შევასკდი. -არ გავერთოთ? - მკითხა ახლა იმან, ვისაც შევასკდი და მომიახლოვდა. გვანცა მთელი ძალით მყავდა ჩახუტებული და იმედს ვიტოვებდი, რომ არ გაეღვიძებოდა. შიშისაგან სულ ეკლებმა დამაყარეს მთელს ტანზე. -არ მომეკაროთ! - დავუყვირე მთელი ხმით, თუმცა რა აზრი ჰქონდა, არც ჩემი შეეშინდებოდათ და ვერც ვერავის მივაწვდენდი ხმას. ღაწვებზე თბილმა სითხემ დაიწყო გზის გაკვლევდა - ბავშვს არაფერი უქნათ თორემ განანებთ - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე მუქარას მიმსგავსებული ტონით და გვანცას უფრო მოვხვიე ხელები. -რატომ ტირი? - შორიდან მეორე კაცი მოვიდა - ცოტას გავერთობით. შენც გესიამოვნება, დამიჯერე - ხელით სახეზე მომეფერა და მაშინვე უხეშად მოვიშორე. -გამოართვი ეგ ლაწირაკი - ბრძანება გასცა მეორემ და ბავშვზე ანიშნა. ხელის გაშვება არ მინდოდა, თუმცა სხვანაირად არ შემეძლო, მარცხენა ლოყაზე მუშტი დამარტყეს. სიმწრისაგან ტირილს ვუმატე. ბავშვი მეორე კაცს მისცა და ისევ მომიახლოვდა -არ ინერვიულო, შენს დაიკოს არაფერს ვუზამთ - გამიღიმა და ყველა კბილი გადმოყარა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა ამ საზიზღრობისგან. ფეხზე ადგომის თავი აღარ მქონდა, მთლიანად ვკანკალებდი და მომავალი საშინელებისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი. ჩემთან ჩაიკუზა და ხელი თმებზე მომკიდა. უხეშად ამაწევინა თავი და ტუჩებზე დამაცხრა. ეს ყველაფერი გულისამრევი იყო. გავუძალიანდი, თუმცა არაფერი გამომივიდა. სასმლის სუნად ყარდა და ეს ყველაფერი უფრო ცუდად მხდიდა. მოულოდნელად ხელი ჩემი მაიკისკენ წაიღო და შუაზე გადამიხია. ერთი ხელით ხელები დამიჭირა, მეორე კი მკერდისკენ წაიღო. -ძალიან მადისაღმძვრელი ხარ ძვირფასო - ჩაილაპარაკა ხრინწიანი ხმით, ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და ტანზე ამიკრო -მალე მორჩი და მეც მიმიშვი მერე - გავიგე მეორის უკმაყოფილო ხმა, რომელსაც აშკარად არ სიამოვნებდა ლოდინი. მისი სიტყვების გაგონებაზე უცნობი ჩემი შარვლის შესაკრავს დაეჯაჯგურა. ფეხებს წინ და უკან ვიქნევდი მთელი ძალით, თუმცა ვერაფერს გავხდი. ხელები დაჭერილი მქონდა და ვერ ვანთავისუფლებდი. ბევრი ჯახირის შემდეგ ის კაცი ჩემს ფეხებს შუა მოექცა და ზემოდან დამაწვა. მთელი ძალით დავიწყე კივილი, იმდენი ვიკივლე, სანამ ხმა არ ჩამეხლიჩა, თუმცა აზრი არ ჰქონდა. ამ შუაღამისას აქ არავინ არ იქნებოდა. ჩემს ხმაზე პატარა გვანცასაც გაეღვიძა. უცნობმა რაღაც შეასუნთქინა და იმწამსვე გაჩუმდა. გამიხარდა, რომ ამ საშინელების მომსწრე არ გახდებოდა, თუმცა ახლა ჩემი პრობლემა მქონდა. მეორე ხელი საჯდომზე მომკიდა და ძლიერად მომიჭირა. შემდეგ თავის შარვლის შესაკრავს დაწვდა გასახსნელად. ავფართხალდი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. -არ მიეკარო, ! - გავიგე ვიღაცის საზარელი ხმა. ზემოდან მომაშორა ეს კაცი და გამეტებით დაუწყო მუშტების რტყმა. მეორემ ბავშვი იქვე მაგდო და მას ეცა საცემრად. მე ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ადგომის თავიც არ მქონდა. ძალაგამოცლილი ვედგე მიწაზე და მათი ჩხუბის ხმები მესმოდა. ჩემს გადამრჩენელში ბაჩოს ხმა ამოვიცანი. ისე საზარლად იღრიალა, რომ გული გამისკდა. პირველს იმდენი ურტყა, სანამ არ გაითიშებოდა, შემდეგ მეორეს მიუბრუნდა და სახეში მუშტი გაარტყა. უცნობი დაბარბაცდა და მანაც მუშტი მოუქნია. -აა, ბაჩოო!!! - ვიკივლე შიშისაგან. ერთხელ გამომხედა და დავინახე როგორ დაებერა ძარღვები. უფრო მხეცურად დაუწყო რტყმა. ძირს დააგდო და სახეში მუშტები დაუშინა - ბაჩო, არ მოკლა!!! შემოგაკვდება!.. დაანებე თავი!!. - ვყვიროდი და მთელი სხეული მიცახცახებდა. ჩემი ხმის გაგებისას ბაჩო წამში მოწყდა სხეულს და ჩემთან მოვიდა -ნინი, კარგად ხარ? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და როდესაც ჩასისხლიანებული ტუჩი დაინახა მთელი სხეული დაეძაბა - არ ვაცოცხლებ იმ ახვრებს -ბაჩო - ამოვისლუკუნე და თვალები დავხუჭე. ბაჩომ წამომაჯინა და მთელი ძალით ჩამეხუტა - წამიყვანე აქედან, გთხოვ... -წამო, ყველაფერი კარგად იქნება - ფრთხილად ამაყენა და გულზე მიმიკრა, მეორე ხელი წელზე მომხვია და მისი მანქანისკენ გავემართეთ. ფრთხილად ჩამსვა და კარი მომიხურა -ბაჩო, გვანცა - ახლა გამახსენდა ძირს დაგდებული ბავშვი -ახლავე მოვიყვან - გაიქცა და გვანცას ძებნა დაიწყო. სირბილით მოიყვანა, კალთაში ჩამისვა, მანქანას მოუარა და დაქოქა. საბედნიეროდ გვანცას არაფერი არ სჭირდა, აი მე კი როგორ ავხსნიდი გახეთქილ ტუჩს ან გახეულ მაიკას არ ვიცოდი. ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა. მთელი ძალით ჩავეხუტე და შევეცადე ჩემი მოშიშვლებული სხეული დამეფარა. მთელი მაიკა გახეული იყო. ბაჩო ხანდახან გამოაპარებდა ხოლმე თვალს ჩემსკენ და შემდეგ ისევ გზას უყურებდა. არაფრის კითხვის თავი არ მქონდა - სად მივდიოდით, როგორ მიპოვა და ა.შ. -ჩემთან წაგიყვან, დაისვენებ... - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მე გამომხედა. საპასუხოდ მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და ფანჯარაში დავიწყე ყურება... ......... ესეც მეორე თავი... ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ. თქვენს შენიშვნებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავითვალიწინებ. მადლობა ამისთვის <3 <3 <3 იმედია ისიამოვნებთ <3 ყველა ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას... პ.ს. ბაჩოსა და ნინის სურათი ისტორიას ადევს, თუმცა რადგან ერთ-ერთმა თქვენგანმა ვერ ნახა, მეორესაც დავდებ. აი ესენი არიან ჩვენი ბაჩო და ნინი ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.