შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(1 ნაწილი)


3-07-2015, 15:55
ავტორი ანკა
ნანახია 11 587

მოდით, მოკლედ გაგეცნობით, რომ თავი არ მოგაბეზროთ. მე ვარ ნინი ახვლედიანი, ახლა დავამთავრე სკოლა და უკვე უნივერსიტეტში დავიწყე სიარული. ადრე უცხოეთში ვცხოვრობდი, რადგან მამას ცუდი ჯანმრთელობა ჰქონდა და მუდმივი მკურნალობა ესაჭიროებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით. მე და დედამ მამის სიკვდილი მძიმედ გადავიტანეთ, თუმცა ერთმანეთის დახმარებით ფეხზე დადგომა კვლავ შევძელით. მეგობრები არ მყავს, რადგან „ჩამოსულ გოგოს“ ყველა აგდებით მიყურებდა. იმედი მაქვს სამშობლოში მაინც შევიძენ ერთგულ მეგობრებს, აი ცხოვრების მეგზურებს რომ ეძახიან ეგეთებს.
გარეგნობა არ დამეწუნება. ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს ჩემი თავი: გრძელი ყავისფერი თმები, მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები. მაქვს წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები, ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი ტანი მაქვს. ჩემს თვალებს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ხოლმე. მიჩვეული ვარ ამ კუთხით კომპლიმენტების მიღებას. კარგით, ძალიან რომ აღარ გაგვიგრძელდეს, აქვე გეტყვით, რომ დედაჩემს ლელა ქვია.
დღეს უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს. ჯინსები და თეთრი ზედა ჩავიცვი, ჩანთა გადავიკიდე და ჯავახიშვილისკენ გავემართე. უნივერსიტეტი ჩემს სახლთან ახლოსაა, ფეხით 5 წუთში მივდივარ ხოლმე. თან სეირნობაც ძალიან მიყვარს და თუ წვიმა არაა ავტობუსში არ ვჯდები.
აუდიტორიაში მორიდებულად შევედი და ოთახის უკანა კუთხეში მარტო დავჯექი. კარგად ვსწავლობ, მინდა წარმატებული ადამიანი ვიყო, თუმცა ის, რომ ყველაფერს ვსწავლობ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „მუდო“ ან რამე ეგეთი ვარ. მეც მავს გიჟური გამოხტომები და ძალიან მხიარულიც ვარ. ძალიან მიკვირს ხოლმე, როდესაც ხალხი ადამიანის ხასიათს სწავლის დონის მიხედვით არჩევს, თუმცა რას ვიზავთ...
ოთახში ბევრნაირი სტუდენტი ირეოდა: „სვეცკები“, „შკოლნიკები“, მორიდებულები, „ემოები“, უბრალოდ ჩვეულებრივი, მხიარული ბავშვები და ა.შ. ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. ოთახის მეორე ბოლოში, ჩემს საპირისპირო მხარეს „ბლატნოი“ ბიჭები ისხდნენ. აი, თავი მაგარი ტიპები რომ გონიათ. სხვათაშორის ყველა ძალიან სიმპატიური იყო.
-ჰეი, გამარჯობა, მე ლიკა ვარ! - ფიქრებიდან სასიამოვნო გარეგნობის გოგოს ხმამ გამომიყვანა.
-გამარჯობა, მე ნინი - ხელი გავუწოდე და გავუღიმე
-სასიამოვნოა, შეიძლება აქ დავსხდეთ? - მკითხა და ჩემს გვერდითა ადგილებზე მანიშნა
-კი, როგორ არა - ვუპასუხე და გვერდზე ჩავიწიე
-მე თათა ვარ, სასიამოვნოა - გამეცნო მეორე გოგო და მეორე მხრიდან მომიჯდა. როგორც ჩანდა, ესენი დაქალები იყვნენ.
-თბილისელი ხარ?(ლიკა) - შეკითხვა დამისვა და მომაჩერდა.
-იცით, ეს ცოტა რთული ასახსნელია - ვუთხარი და ჩავიცინე - სანამ სკოლას მოვრჩებოდი უცხოეთში ვცხოვრობდი, წელს ჩამოვედი თბილისში
-ვაუ, რამაგარია!(ლიკა) - მიპასუხა აღტაცებულმა.
-მოდი მაშინ აქაურ „სასტავს“ გაგაცნობთ, პირველკურსელები კი ვართ, მაგრამ ბავშვებს ადრეც ვიცნობდით(თათა) - მითხრა და ოთახს თვალი მოავლო.
-კაი მიდი(მე) - ვუპასუხე და ინტერესით გადავხედე ოთახს მეც.
-ესენი გოიმები არიან, მათთან ურთიერთობას არ გირჩევ - გაიცინა და შემდეგ „ჯგუფზე“ გადავიდა - ესენი ძაან უცნაურები არიან, კარგი ბავშვები არიან, მაგრამ კონტაქტში შემოსვლა უჭირთ, ასე რომ... - ცოტა დაიჭყანა და იმათაც თავი ანება. ასე ჩამოყვა ყველას, ზოგიერთთან ურთიერთობაზე კატეგორიული უარი განმიცხადა და მეც უხმოდ დავმორჩილდი. ბოლოს ჩემს „სიმპოებსაც“ მიადგა. - ოოო, ესენი არიან თუ არიან - ჩაილაპარაკა აღტაცებულმა და მეც ეჭვისთვალით გავიხედე საპირისპირო კუთხეში, საიდანაც ნაცრისფერკაპიშონწამოხურებული ბიჭი პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მომერიდა და მზერა მაშინვე ავარიდე. - მთელს თბილისს ესენი ატრიალებენ. იქითა კუთხეში რომ ზის, მაგას თემო ქვია - მანიშნა შავგვრემან ბიჭზე - აქეთ კუთხეში რომ ზის, ეგ ლუკაა - თქვა და ყავისფერთმიან ბიჭს გახედა - შუაში რომ ზის კი ეგ „გლავნია“, ბაჩო ქვია. რა ბიჭია - დაამატა ბაჩოთი მოხიბლულმა და თვალები ააპაჭუნა, რაზეც გამეცინა.
პირველ დღეს ლექციები არ გვქონია, უფრო ცხრილებზე დავრბოდით მე და ჩემი ახლადშეძენილი დაქალები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავემშვიდობე და ეზოში გამოვედი. შენობის გვერდზე კუთხეში ბაჩო და მისი საძმაკაცო დავინახე ეწეოდნენ, თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და გზა გავაგრძელე.
სახლამდე სეირნობით მივედი, სახლში შევედი და ჩანთა დივანზე მოვისროლე. დედაჩემი მუშაობს, ამიტომ სახლში იშვიათად ვხედავ ხოლმე. საჭმელი მარტივად გავიკეთე, ცოტა წავიხემსე და ჩემს ოთახში შევედი. ცოტახანში ტელეფონზე ზარი შემომივიდა, ხელში ავიღე და მაშინვე ვუპასუხე
-გისმენთ
-რას შვები ნიინ?(ლიკა) - ტელეფონში ლიკას მხიარული ხმა ჩამესმა.
-რავი სახლში ვარ, რაიყო?
-დღეს მე და თათა მივდივართ კლუბში და წამოხვალ?
-დღეს არა რა, დავიღალე, მერე იყოს კაი? ხვალ ან ზეგ
-ოქეიი - ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივაგდე.
მარტოს ისევ მამაზე ფიქრები შემომაწვა. სულ მეუბნებოდა ხოლმე, ყველაშია სიკეთეც და ბოროტებაცო, მთავარია შენ რომელს დაინახავ და რომელს მისცემს გამომჟღავნების საშუალებასო. ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა, ყოველდღე ვუმეორებ ჩემს თავს ამას და მამა მახსენდება. ძალიან მენატრება, დარწმუნებული ვარ, დედას უფრო ენატრება, მას უფრო სტკივა, თუმცა არც ბავშვისთვისაა ადვილი ასატანი ერთი მშობლის დაკარგვა. თვალიდან გადმოვარდნილი ობოლი ცრემლი მოვიწმინდე და თვალები დავხუჭე. ამ დროს კარზე ზარი იყო. ოთახში დედაჩემი შემოვუშვი და სამზარეულოში შევყევი. საღამოს ერთად ვივახშმეთ და დასაძინებლად დავწექი.
დედაჩემი ყოველთვის ადრიანად მიდის სამსახურში, ამიტომ დილით მე თვითონ მიწევს ჩემი თავის გაღვიძებაც და გამოკვებაც. ძილი მეც მიყვარს, თუმცა ადრე ადგომა არ მიჭირს. სწრაფად გავემზადე და გზას გავუყევი. მგონი სეირნობა ძალიან გამეწელა, რადგან აუდიტორიაში შევაბიჯე თუ არა ზარი დაირეკა. ყველა ადგილი გადავსებული გარდა ოთხისა. იმ კუთხეში სადაც ბიჭები ისხდნენ. სხვა რა გზა მქონდა, მივედი და დავჯექი. ლექტორმა რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო. ყურადღებით ნამდვილად არ ვუსმენდი, თუმცა მნიშვნელოვან დეტალებს ვინიშნავდი. უეცრად კარი ბაჩომ შემოგლიჯა.
-ბატონო ბაჩო, რატომ დაიგვიანეთ? - ბაჩო ლექტორს ზედაც არ უყურებდა, ალბათ უნდოდა მისი წიკვინი მალე დამთავრებულიყო, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა. - მეორედ ასე აღარ განმეორდეს - დაამატა უპასუხოდ დარჩენილმა ლექტორმა და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. ბაჩო აქეთ გამოემართა, როგორც ჩანდა დღეს მისი ძმაკაცები არ იყვნენ. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა, მე იმწამსვე მზერა ავარიდე, მან ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდზე მომიჯდა, არადა კიდევ 3 ადგილი იყო, რაღა მაინცდამაინც ჩემს გვერდით! კარგი ნინი, არაუშავს, იმედია გავუძლებ როგორმე.
მთელი ლექცია ბაჩო თვალს არ მწყვეტდა. ძალიან დაძაბული ვიყავი, რა უბედურებაა ამდენ ხანს მოშტერება. ერთი სიტყვაც კი არ ჩადიოდა ჩემს ყურში, გარდა ერთი საბედისწერო ფრაზისა
-რადგან დღეს ყველაა ორის გარდა, პროექტს ადამიანთა უფლებების დაცვაზე თქვენს გვერდით მჯდომთან ერთად გააკეთებთ და მომავალი კვირის სამშაბათ დღეს წარმოადგენთ.
თვალებგაფართოებულმა გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომს და მის ირონიულ მზერას გადავაწყდი. ღმერთო, რა სიმპატიურია! ახლა დავაკვირდი... თვალები განსაკუთრებით, მომწვანო-მოცისფრო. ასეთი აქამდე არასდროს მენახა. ჩემი ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე და პირი რაღაცის სათქმელად გავაღე, თუმცა სიტყვები არ ამოდიოდა.
-სამწუხაროა პროექტის ჩავარდნა არა?(ბაჩო) - მკითხა და ჩაიცინა
-ჩავარდნა რატომ? - გავიკვირვე
-შენ საერთოდ იცი ვინ ვარ? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა
-რა მნიშვნელობა აქვს, გავიგებ - ვუპასუხე, ჩემი ნივთები ავიღე და გოგოებისკენ წავედი.
იმდენი შურიანი თვალი გამომყვა, ვინატრე რამეს ფეხი არ წამოვკრა და ძირს არ გავიშოტო-თქო.
-რას ელაპარაკებოდი?(თათა) - მკითხა ინტერესით და ოთახიდან გამავალ ბაჩოს გააყოლა თვალი.
-არაფერ ისეთს. მაგას გონია პროექტს ჩამიგდებს - დამცინავად ჩავილაპარაკე და კარისკენ გავემართე. ლექციების ბოლომდე ბაჩოსთვის თვალი არ მომიკრავს.
უნივერსიტეტიდან გამოვედი და ჭიშკრისკენ მივდიოდი, როდესაც ბაჩოს მოვკარი თვალი. ისევ შენობის კუთხეში იდგა და ეწეოდა. პირდაპირ მისკენ გავემართე. მან ცოტა გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
-როდის ვიმეცადინოთ პროექტზე?(მე) - დოინჯშემოტრყმული წინ ავესვეტე ჩემზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.
-რავიცი, როცა გინდა - მიპასუხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. მისმა ძმაკაცებმა ფხუკუნი დაიწყეს.
-ხვალ, ლექციების მერე - მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე
-კაი - მიპასუხა აგდებულად და ზურგი მაქცია.
მე მაგას ვუჩვენებ, როგორ უნდა პროექტის ჩაგდება! სულ თავში ვურტყავ იმ წიგნებს!!!
სახლში მივედი, ვიმეცადინე და გარკვეული მასალებიც მოვიძიე ხვალისთვის. აბა ეგ არაფრის გამკეთებელი არაა თავისით! დედამ გამაფრთხილა დღეს გვიან მოვალო, ამიტომ აღარ დაველოდე ისე დავწექი დასაძინებლად.
მეორე დღეს ლექციებმა ჩვეულებრივად ჩაიარეს. მე ჩემთვის ვიყავი, ბაჩო - თავისთვის. მგონი დარჩენას არც აპირებდა, ლექციების მერე კართან ავეტუზე
-არ აპირებ დარჩენას?
-აა, ხო - აშკარად არ ახსოვდა გუშინდელი დანაპირები - წამო - მიპასუხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. სანამ ოთახამდე მივიდოდით მზერით შემჭამა. თავი უფრო კომფორტულად სკამზე დაჯდომის შემდეგ ვიგრძენი. 2 საათი რაღაცეებს ვეჩიჩინებოდი, იმედია 1 სიტყვა მაინც დაიმახსოვრა.
-კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ - მკითხა მობეზრებულად
-დღეს მეტი აღარ
-კაი - წამოდგა და დაუმშვიდობებლად გაემართა კარისკენ
-ეგეთი რატომ ხარ - შევაჩერე კართან და ვინანე ხმა რომ ამოვიღე
-როგორი - მკითხა და ირონიული მზერა მომაპყრო - ცუდი? ბოროტი? უხეში? - კითხვებს არ წყვეტდა და თვალები ზიზღით ევსებოდა
-ჰო - თავი დავხარე და ჩუმად ვუპასუხე
-რადგან საჭიროა ესეიგი ვარ - უხეშად მიპასუხა და კარისკენ შებრუნდა
-ხოდა მითხარი რატომ! - ვუპასუხე ხმამაღლა და უხეში მომართვის გამო თვალზე ცრემლი მომადგა. აშკარად გაკვირვება დაეტყო, არ ელოდა ჩემს დაჟინებულ პასუხს ალბათ. თვალზე მომდგარი ცრემლიც შეამჩნია, ერთი წამი დამნაშავე თვალები მომაპყრო, შემდეგ ისევ შეეცვალა ემოცია და არეულმა მიპასუხა
-არა, არ შეიძლება... თავი ჩემგან შორს უნდა დაიჭირო, გაიგე? შორს... - გავიდა და კარი გაიხურა.
სახტად დარჩენილი რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი და მის ნათქვამს ვაანალიზებდი. რა იქნება ახლა ისეთი, რომ მასთან ურთიერთობა არ შეიძლებოდეს. მე ამას გავარკვევ! ყველა ადამიანშია კეთილი მხარე. დარწმუნებული ვარ ბაჩოშიც არის, მაგრამ დამალული და თან იმაზე დიდი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. უბრალოდ შეუძლებელია მისნაირი თვალების პატრონი ბოროტი ან რამე მაგდაგვარი ბუნების იყოს. სახლის გზას ბაჩოზე ფიქრებში გავუყევი. დრომ როგორც ყოველთვის სწავლაში გაიარა.
მომავალი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დარჩა ლექციების შემდეგ. პრეზენტაციის წინა დღეს ცოტა ხნით კიდევ დავრჩით
-კარგი გვეყოფა - სკამიდან წამოვდექი და ბაჩოს გავუღიმე. ღმერთო, როგორ შეიცვალა!.. ჩემთან, ყოველ შემთხვევაში, სულ სხვანაირია.
-სახლში მიდიხარ? - მკითხა, კარი გამიღო და ჯერ მე გამატარა.
-კი რაიყო?
-არაფერი, მეც მაქეთ მოვდივარ
-კარგი - ვუპასუხე და გზას დავადექით.
-აქამდე თბილისში არ მინახიხარ, ამ უბანში მითუმეტეს, სადმე სხვაგან ცხოვრობდი? - მკითხა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა.
-კი, უცხოეთში.
-გასაგებია - ჩაილაპარაკა თავისთვის და გვერდზე გაიხედა. ბაჩოს ნათქვამი ამომიტივტივდა თავში და ჩამეცინა - რაზე იცინი?
-ადრე მითხარი თავი ჩემგან შორს დაიჭირეო, მაგაზე მეცინება - სახე იმწამსვე დაისერიოზულა
-ეგ არ მიხუმრია - მისი ასეთი პასუხი გამიკვირდა. აშკარად შემატყო გაოცება სახეზე და წინ დამიდგა. - მომისმინე, თავი ჩემგან შორის უნდა დაიჭირო. ხვალ მორჩება ყველაფერი, წარმოადგენ მაგ რაღაც პროექტს და ვსიო!.. შენ მე არ მიცნობ, არ იცი ვინ ვარ!
-გიცნობ - ვუპასუხე მყარად
-არა! - მიღრიალა და ხელები თავზე მოიკიდა, შემდეგ ჩაიცინა და ირონიული ღიმილი მომაპყრო - ჯერ ბავშვი ხარ! პატარა ბავშვი, რომელსაც ქვეყნიერება ვარდისფერი წარმოუდგენია! გგონია რომ მე სხვანაირი ვარ?! ეს ხომ უაზრობაა... ისეთი ვარ როგორსაც მხედავ, ტყუილად ეძებ ჩემში რამე კარგს! იმაზე ცუდი და საშიში ვარ ვიდრე შენ გგონია! ნამდვილი მონსტრი ვარ!!! - მიბრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა სიარული.
გული მეტკინა. მეგონა ამ დროის განმავლობაში ოდნავ მაინც გამოსწორდა, თუმცა არა! შევმცდარვარ! სახლამდე გზა მოწყენილმა გავაგრძელე. მეცადინეობის თავი არ მქონდა, ამიტომ თათას ნომერი ავკრიფე
-ნინუუც... რაიყო?(თათა)
-სად ხარ?
-კლუბში ვართ მე და ლიკა, გამო არ გინდა?
-კი, გამოვალ. სად არის? - მისამართი მითხრა, კლუბისთვის გამოვეწყვე და სახლის კარი გამოვიხურე.
კლუბში რომ შევედი ბარის მაგიდასთან ლიკა და თათა შევნიშნე. პირდაპირ მათკენ წავედი და ბარმენს სასმელი შევუკვეთე. ბევრი დალევა არ მიყვარს, თუმცა ასეთ ადგილებში ცოტას მაინც ვსვავ ხოლმე. იმ საღამოს კარგად გავერთეთ. სახლში ტაქსით მოვედი და პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე.
მეორე დილით ჩვეულებრივ გავუყევი გზას უნივერსიტეტისკენ. პრეზენტაცია ბოლო ლექციაზე გვქონდა. ბაჩო არ გამოჩენილა. უკვე ვნერვიულობდი და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რა მექნა მისი არმოსვლის შემთხვევაში. არც შევმცდარვარ - არ მოვიდა. ბოლო ლექციაზე საერთოდ არ შევსულვარ. იმ ქალის კაკანს რა აიტანდა. სახლისკენ წამოვედი. გზად ერთ პარკში შევიარე. ძალიან მიყვარს ბუნებაში მშვიდად ჯდომა და ფიქრი. ფიქრი ყველაფერზე...
თავში ბაჩო ამომიტივტივდა. ჩემდაუნებურად ჩამეღიმა. ჯანდაბას ეს პროექტი! სულაც არ მაინტერესებს! მაგრამ გუშინდელი უხეში საუბარი? ეს რაღაც სხვა იყო. გული შემეკუმშა. დაბინდებამდე ვიყავი იქ, შემდეგ წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით განვაგრძე სიარული.
მთელი კვირა არ გამოჩენილა. მისი ძმაკაცები ხან მოდიოდნენ, ხან არა. სულ ეჭვის თვალს მაყოლებდნენ. ნეტავ რა უნდოდათ?!
პარასკევი იყო, მიხაროდა რომ შაბათ-კვირა მოდიოდა. ისე ეგ ვის არ უხარია... ლიკასთან და თათასთან ერთად გამოვდიოდი შენობიდან, როდესაც წინ ორი მაღალი ტიპი აგვესვეტა. სულ შავებში იყვნენ ჩაცმულები და შავი სათვალეები ეკეთათ. აქაური სტუდენტები ნამდვილად არ იყვნენ.
-ნინი, ერთი წუთით შეიძლება? - მომიახლოვდა ერთ-ერთი და სათვალე მოიხსნა
-ვინ ხარ? ან ჩემი სახელი საიდან იცი?!(მე) - ვკითხე გაკვირვებულმა და უფრო მათი მოულოდნელი გამოჩენით შეშინებულმა.
-ეგ მთავარი არაა, რაღაც უნდა გითხრა. გპირდები ბევრ დროს არ წაგართმევ - ირონიული და ცივი ტონი ჰქონდა. ტანში გამცრა, თუმცა სხვა რა გზა მქონდა, გოგოებს დავუბარე აქ დამელოდეთ-თქო და ჩემს საშიშ უცნობს გავყევი.
-ბაჩო ახვლედიანთან რა საქმე გაქვს? - მომიბრუნდა იმწამსვე, როდესაც ხალხს გამოვცდით.
-ჩემი კურსელია, რა შენი საქმეა - დედუუუ!!! ნინი რამდენს ბედავ!, ჩამძახოდა ყურში ჩემი მეორე მე.
-სწორედაც რომ ჩემი საქმეა და არა შენი. მაგ ბიჭს შეეშვი და მეორედ მასთან ახლოს მიკარებული არ დაგინახო, თორემ განანებ ლამაზო - გამაფრთხილებელი ტონით მითხრა, სათვალეები გაიკეთა და იმ ადგილს მოწყდა.
ადგილიდან ვერ ვიძროდი. რა უნდა მეთქვა?! საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, მაგრამ რა გამეკეთებინა? ან ეს ტიპი ვინ იყო საერთოდ... თავში ბაჩო ამომიტივტივდა, თითქოს ბაჩოს ასე ადვილად დათმობა მიჭირდა, თუმცა ამავე დროს მუქარის ძალიან მეშინოდა. ნუთუ შემიყვარდა? არ ვიცი სიყვარული რაარის, აქამდე ეს არ განმიცდია, მხოლოდ ის ვიცი, რომ მისი თვალების დანახვისას ყველაფერი მავიწყდება. მგონი ჰოო, შემიყვარდა და თან ძალიან!!!
იმ დღიდან ბაჩო ჩემი „აკრძალული ხილი“ გახდა...


............
მოგესალმებით ჩემო უტკბესებო და უსაყვარლესებოო!!! <3 <3 <3
ძალიან ვღელავ და მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით. იმედია დაკომენტარება არ დაგეზარებათ <3
ყველა ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას...



№1  offline წევრი mani156

გაააგრძელეე:))))

 


№2  offline მოდერი ^paradise^

აუ რაკაია <3 მალე გააგრძელეე ! ბაჩო მაინტერესებსს რატოა ეგეთი აკრძალული ხიიილიი ?!! <3 მიყვარხარ ანკაა

 


№3  offline მოდერი ანკა

mani156
გაააგრძელეე:))))

მადლობა დიდიი, ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა love

^paradise^
აუ რაკაია <3 მალე გააგრძელეე ! ბაჩო მაინტერესებსს რატოა ეგეთი აკრძალული ხიიილიი ?!! <3 მიყვარხარ ანკაა

ოოო, ბაჩოსაც გაიგებთ მალე wink მეც მიყვარხარ ძააან love

 


№4  offline წევრი cancara

კაია მალე დადე

 


№5  offline მოდერი ანკა

cancara
კაია მალე დადე

მადლობაა love

 


№6  offline მოდერი ანკა

nini5852
ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასე მალე შევარება და მსგავსი რაღაცეები ძალიან ადრეა, მითუმეეტეს რომ ბაჩო საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და შორს იჭერს მისგან თავს...ცოტაარ იყოს უაზრობა გამოდის და წასაკითხად ცუდიაა. 1 კვირაც არ არის გასული რაც გაიცნო და უკვე უყვარს მით უმეტეს უნივერსიტეტში მხოლოდ 2 ჯერ თუ იყო და ცოტა ზღაპარივით ჟღერს.... იმედია ჩემს ამ კომენტარს სხვანაირად არ მიიღებ და გამოასწორებ. :))) წარმატებები

ერთხელ გამოელაპარაკა რაღაც პროექტი გააკეთეს ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიცვლება.

მადლობაა აუცილებლად გავითვალისწინებ love

 


№7  offline წევრი bar bare

Kargi gogo xaar <3 male gaagrdzele ar malodino icode !! ) da amaze patara tavebi ar dado :* mpua

 


№8  offline მოდერი ანკა

bar bare
Kargi gogo xaar <3 male gaagrdzele ar malodino icode !! ) da amaze patara tavebi ar dado :* mpua

მადლობა დიდიი love ძალიან ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონაა love

 


№9  offline მოდერი ჯია

აუ რა მაგარია ❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.. ესე მალე შეყვარებაზე უკვე დაგიწერეს და იმედია გაითვალისწინებ.. აბა შენ იცი ❤️❤️

 


№10  offline მოდერი ანკა

ჯია
აუ რა მაგარია ❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.. ესე მალე შეყვარებაზე უკვე დაგიწერეს და იმედია გაითვალისწინებ.. აბა შენ იცი ❤️❤️

მადლობა დიდიი <3 <3 <3
აუცილებლად გავითვალისწინებ love

 


№11  offline წევრი lamazmani

აუ ზაან მაგარია მარდა მომეწონა უმაგრესია love

 


№12  offline წევრი lola37

ძაან მაგარი ხარ

 


№13  offline მოდერი ანკა

lola37
ძაან მაგარი ხარ

madlobaa ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent