შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო. დასასრული


4-07-2015, 19:15
ავტორი nataska
ნანახია 4 419

ბავშვებო, ვიცი რომ ძალიან გაგიკვირდებათ ისტორიის ასეთი ნაადრევი დასრულება და ბოდიშ გიხდით თუ თქვენი მოლოდინები ვერ გავამართლე, მაგრამ ამ გამოცდების გამო ისე ვნერვიულობ ძალიან მიჭირს წერა, გამოცდების დასრულეების მერე აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი ისტორიიტ და იქ მაინც გამოვსწორდბი (შეცდომებისთვის ისევ ბოდიში)....


გამოცდილება ერთადერთი რამაა, რომელსაც არაფრისგან ვერ მიიღებ, ამიტომაცაა რომ მის სახელს არქმევენ ადამიანები თავიანთ შეცდომებს, ბეშქენასთან და დუდანასთან საუბრის მერე მთელი ღამე ამ უხვად დაგროვილ გამოცდილებაზე ფიქრობდა ალეკო და ძალიან მოუნდა ირინა ჰყოლოდა ახლა გვერდით, ვერაფრით ხსნიდა ირინასადმი ამხელა მიზიდულობას, ასე არასოდეს დამართნია და ყველაფერი უდიდეს დანაშაულის გრძნობას და მონატრებას დააბრალა, კიდევ ერთი ღამე გაათენა თეთრად... იმ განსხვავებით, რომ წარსულზე კი არა მომავალზე, ირინაზე და ბეშქენაზე ფიქრობდა...
გოგოები დილით ძალაინ ადრე გააღვიძა ირინამ, უნდა მოემზადოთ და ჩვენც უნდა მოგვეხმაროთო, სამზარეულოში შეკრებილებმა ბევრი იხალისეს ერთმანეთის ჩაცმულობაზე და თაია კი უზომოდ კმაყოფილი იყო, უცებ გადაინაცვლეს რამოდენიმე საუკუნით უკან, დიდი გულმოდგინებით ემზადებოდნენ მაშვლების მოსასვლელად, ბიჭები სასტიკად გააფრთხილეს ლაზარე არ გამოუშვათ სახლიდანო, ისიც მორჩილად იჯდა და ელოდებოდა საღამოს დადგომას, მაშვლებმა დაიგვიანეს, თბილისიდან მოდიოდნენ და გზა აებნათ, შეპირებული სამი საათის მაგირად, ხუთ საათზე მოვიდნენ და საპატარძლოს მშობლებთან ერთად შემოუსხდნენ მაგიდას, დუდანა იმან გააკვირვა, თუ რამდენად სერიოზულად უდგებოდნენ უფროსებიც ამ თეატრალიზებულ სანახაობას, სრული სერიოზულობით საუბრობდნენ ურვადის ოდენობაზე, იმაზე თუ როგო პირობებში აცხოვრებდნენ რძალს, თვალის ჩინივით, რომ გაუფრთხილდებოდნენ და ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ, ახალგაზრდები სიცილს ვერ იკავებდნენ უფროსების ამ ოსტატურად შესრულებულ როლრბზე და ბოლოს როგორც იქნა შეთანხმდნენ ყველაფერზე, ხევის ბერს ხვალ ვეახლებით ახალი ამბავით და წყვილს დავალოცინებთო, ზეგ კი ქორწილი გავმართოთო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და სიძის ოჯახმა დაიჟინა ის ქალი გვაჩვენეთ რომლის თხოვნასაც ვაპირებთო, ოთახიდან თავდახრილი და დამოტცხვებული გამოფარფატდა თეთრონი თაია, მეჯვარის თანხლებით, გარედან ყიჟინა მოისმა და სახლი ორ წამში გაივსო ხევსურულ ფორმებში ჩაცმული ვაჟკაცებით, ეს დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ყველას დაბნეული სახები ჰქონდათ, ვაჟკაცების რიგებს ბეშქენა და ბერდია გამოეყოთ, საპატარძლოს მშობლებთან მივიდნენ და წაიშაირეს, სიყვარულს, ხომ წინ ვერაფერი დაუდგებაო, ჩვენც უნდა გვაპატიოთ ასე შემოჭრა, მაგრამ სიძე თავისი დედოფლის უნახავად უკვე გვიღონდებოდაო და ზურგს უკან ამოფარებული ლაზარე გამოაჩინეს, რომელიც იღიმებოდა, მოიბოდიშა ვიცი ტრადიციები არ უნდა დამერღვია, მისი ნახვის უფლება არ მაქვს, მაგრამ იქნებ სათხოვნელ ქალს მიცვლით და ხომ უნდა ვიცოდე ვისზე ვაპირებ დაქორწინებასო, ოთახში სიცილი ატყდა, დუდანას და ნანას ამოფარებული თაია ისე გულიანად იცინოდა, დუდანამ გადაულაპარაკა, ამოისუნთქე თორე მეც გავიგუდები სიცილითო, სული, რომ მოითქა დამცავ ფარად ასვეტილი გოგოები გასწია, მშობლებს შუაში ჩაუდგა, ლაზარეს გაუღიმა, ვიცი თავის დაღწევა გინდა და სხვა ქალზე დაქორწინება, მაგრამ ხომ იცი არ მოგანიჭებ მაგ სიამოვნებას, მაინც ჩემი გახდები ორ დღეში სამუდამოთო, ბიჭებმა ახლად ნასწავლი ხევსურული საქორწილო სიმღერა დასცხეს და ისევე სწრაფად გაიკრიბნენ სახლიდან, როგორც შემოცვივდნენ, საღამოს კი სუფრა გაიშალა, მაშვლებს ხომ გამასპინძლება უნდოდათ? ძალიან მხიარულობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდა ქალის და ვაჟის მხარე მოლხენაში, კარგი სადღეგრძელოს, კარგი შაიირის, არაკის თქმაში, კარგ ცეკვაში, იჩაგრებოდა სიძის მხარე, თაიას ნათესავები ხომ მიჩვეულები იყვნენ აესეთ რაღაცეებს და ცეკვას რაც შეეხება კი სამეულმა თაისა, დუდანას და თაიას მეჯვერის ნანას შემადგენლობით ფურორი მოახდინა, ძალიან კარგი საღამო იყო, ბეშქენა ახელებდა დუდიკ ხევისბერის ბიჭმა თვალი დაგადგა და ფრთხილად იყავიო, დუდანამაც გავყვები მერე ცოლად და ლილექსსთან ჩაგიწყობ საქმეებსო, ბერდიამ ერთი კი გახედა საყვედურის თვალით სხვაზე გათხოვებას დათანხმებულ დუდანას, ქალს არ უნდა ენდოო ისე გაგცვლის ორ წამში სხვაში თვალსაც არ დაახამხამებსო, იხუმრა და დუდანამ დასამშვიდებლად ხელის გული გაუწოდა, ხომ იცი, რომ აქაც და სხვა გულშიც შენი სახელი წერია სამუდამოთო? თურმე წარსულში, ახლაც და მომავალშიცო...ბერდიას გაეცინა, ხელის გულზე გემრიელად აკოცა და აღარც გაუშვია, მთელი საღამო აკვირდებოდა ბეშქენას, როგორ უთვალთვალებდა ლილეს, ვერაფრით გაიგო, ჰქონდათ თუ არა რაიმე ურთიერთობა, თუ ეს სულ ახალი ამბავი იყო, თუმცა ახალი ამბავისთვის ზედმეტად დიდი ემოციები ტრიალებდა ამ ორ შორის, სასიამოვნო იყო მათი უსიტყვო ურთიერთობის თვალთვალი... დუდიკამ რამოდენიმე ფოტო გადაიღო ჩასაფრებულად, მერე უცებ გადაათვალიერა ფოტოები, თითქოს ახლა დააფიქსირა, თავსითვის გაიფიქრა ეს მთების პრინცესა ძალიან ლამაზიაო...
ქეიფი უკვე კულმინაციას უახლოვდებოდა, როცა ბეშქენამ დუდანას თხოვა დამეხმარეო და დუდანას გაეცინა მის მავედრებელ თვალებზე, რა უნდა გავაკეთოო დაინტრიგებულმა კითხა, ბეშქენამ ლილესთან დააბარა რაღაც, სულ ერთი სიტყვა, გელოდებიო, დუდანასაც ეჭვები დაუდასტურდა და პირნათლად გადასცა დანაბარები ლილესაც, თან დაუმატა ხვალ დროს თუ გამონახავ კარგი იქნება, გავისაუბრებდითო, ლილემაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, დუდანაც მიხვდა, რომ ტყუილად აკავებდა აღელვებულ მთების პრინცესას და იქ სადღაც კი ბეშქენა ელოდებოდა, მოუთმენლად... მერე თვალიც გააყოლა შეუჩნევლად როგორ გაიპარა ლილე სადღაც და კმაყოფილი ღიმილით მიეხუტა ბერდიას... ბეშქენა კი, მინდორზე ჩამომჯდარი ელოდა და ნაბიჯების ხმა, რომ გაიგო წამოდგა, მომღიმარი ლილეს დანახვაზე დამშვიდდა, რაღაცნაირად თბილად და მორიდებით ჩაეხუტა, ლილემ კი მაგრად მოხვია ხელები
–შენს ნახვას უკვე მერამდენე დღეა ვცდილობ და ძლივს გამომივიდა, მონატრებული ხმით უსაყვედურასავით ბეშქენამ და მინდორზე ჩამოსხდნენ
–ნუ მსაყვედურობ, მე რა ნაკლებად მომენატრე? უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არც ისე იოლია, გაბრაზდა ლილე, ბეშქენას გაეცინა, მინდორზე წამოწვა, ლილემაც მას მიბაძა და ვარსკვლავებს უყურებდნენ სიმშვიდეში
–გიხდება ხევსურული ფორმა, სიცილნარევი ხმით თქვა ლილემ და ბეშქენა მისკენ შებრუნდა
–როდის მოდიხარ თბილისში? ისე კითხა თითქოს ლილეს ორი წამის წინანდელი სიტყვები ვერ გაიგოო
–ახლა არ ჩამოვედი იქედან? თან რატომ მეკითხები იმას, რაზეც პასუხი ძალიან კარგად იცი, სანამ სწავლა არ დაიწყება მანამდე აქ ვიქნები
–ღმერთო რა გაძლებს მანამდე...
–შენ ჩამოდი, გახედა ლილემაც მისკენ შებრუნებულ ბეშქენას
–არ მცალია, სანამ ლეკვო არ წავა ვერ ჩამოვალ... თუმცა... გაახსენდა უცებ რაღაც ბეშქენას
–თუმცა ერთი თვეა უკვე აქ არის, შეიძლება მალე წავიდეს, თავისთვის წყნარად ჩაილაპარაკა და გაბრაზდასავით, ისევ წამოწვა და ვარსკვლავებს ახედა
–გუშინ დაგინახე რო ხატავდი
–ხო ვხატავდი
–მანახებ?
–მოგიყვები
–რას ნახატს?
–ხო ასე ვხატავ მე, ჩემებურად... ვხატავდი იმ გმირს მიწა, რომ გალახა და მთები დასივდა, ვხატავდი, როგორ ღიღინებდა ქართველი გუთანოს, ხარები ყავდა შებმული ნახევარ მთვარეში.... ცა ჩამოვუტანე სახნავად და ვარსკვლავები დათესა დალოცვილ მხარეში....
–ხანდახან მაგიჟებ, მორცხვად თქვა ლილემ, ძალიან კმაყოფილი იღიმებოდა და თვალნათლივ წარმოედგინა ბეშქენას ნახატი
–მეც... წამოიწია ბეშქენა და ზემოდან დააცქერდა ლილეს, რომელსაც ახლა შეშინებული სახე ჰქონდა და ბეშქენას გაეცინა
–ნუ გეშინია, ხომ ვიცი რომ მაინც ჩემები არიან, ფრთხილად გადაუსვა ცერა თითი ლილეს ტუჩებს, შუბლზე აკოცა და მერე დახუჭული თვალებიც დაუკოცნა, ხელი მოხვია და გულზე დაიწვინა, ლილეს კი მისი შენელებული და მშვიდი გულისცემა ესმოდა
–ბეშ, წასვლის დროა, ძებნას დამიწყებენ, უკვე თუ არ მეძებენ
–გეხვეწები კიდევ ხუთი წუთი და წავიდეთ... ზუსტად ხუთ წუთში ლილე წამოდგა, გაჯინიანებულ ბექას ხელი გაუწოდა ასაყენებლად, ცოტა ხანში თავი დაანება, როცა მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა, ბეშქენა ჯიუტად არ აპირებდა წამოდგომას, ვერ ვიტან როცა ბავშვივით იქცევიო გაუბრაზდა და მარტო დატოვა, ბეშქენამ ერთხელ გახედა წინ წასულ ლილეს, სწრაფად წამოხტა, დაეწია და ხელები მხრებზე შემოხვია, კისერში აკოცა და ლილეს გაეცინა
–ვერ გავძლებ უშენოდ ამდენ ხანს, მოვიფიქრებ ჩამოსვლის მიზეზს და მამაშენსაც დაველაპარაკები იმაზე, რომ სამუდამოდ თბილისში და ჩემთან მოგიწევს დარჩენა, ლილეს ისევ ჩაეღიმა ბეშქენას სულელურ სიტყვებზე
–როდის მერე გახდი ამდენად გამბედავი ხევისბერს შვილის ხელს, რომ ასე იოლად თხოვ?
–ნუ მაშინებ მამაშენის ხევისბერობით, ისიც ხომ ადამიანია? კაცია, ხო და დაველაპარაკები
–გამოფხიზლდი და ვნახოთ შეგრჩება თუ არა ხვალ ეგ გამბედაობა
–ლილე ნუ მშლი ნერვებზე, თორე დღესვე ვეტყვი ყველაფერს, რადგან ასეთი გამბედავი ვარ ალკოჰოლის წყალობით, თითი დაუქნია გასაფრთხილებლად ბეშქენამ
–ჯერ ადრეა, როცა დრო მოვა მეც მივხვდები, შენც და ერთად ვუთხრად ყველას ყველაფერი, თბილად გაუღიმა ლილემ, ბეშქენამ კი არეული თმები გაუსწორა, მექორწილეებს ჯერ ლილე დაუბრუნდა და ცოტა ხანში ბეშქენაც გამოჩნდა, ხევისბერმა ისევ დალოცათ და სუფრაც დაიშალა, ბერდიას ოფიციანტებს გოგოებიც ეხლარებოდნენ ალაგება–დალაგებაში და როცა ბერდია გაბრაზდა დუდანამ დააშოშმინა, ვერ ხვდები, რომ ახლა ყველანი ქორწილის სტუმრები ვართ და არავინ იყოფა მომსახურე პერსონალად და დანარჩენებათო? ასე უფრო სწრაფად იქნება ყველაფერი და ნუ ბუზღუნებო, ბერდიაც დაუბრუნდა მაგიდას რომელთანაც მხოლოდ მამაკაცებიღა ისხდნენ და მშვიდად ადევნებდნენ თვალს მოფუსფუსე ქალებს, სასაიმოვნო დღე სასიამოვნოდ დასრულდა და დაღლილობის და ალკოჰოლის წყალობით დილამდე გასტანა სიმშვიდემ...
როგორც ამბობენ მუცოში მზე კი არ ამოდის არამედ ჩამოდის და ახლაც, ასე ჩამოვიდა ეს სიცოცხლის დიდი და თბილი ბურთი, ხევისბერისთვის მისართმევი ძღვენი გაამზადეს მექორწილეებმა, ბროლისკარის ხატის მთავარანგელოზის შესაწირი და ხევისბერს ეახლნენ როგროც გუშინ მოილაპარაკეს ისე, ხევისბერმაც თავისი საქორწილო რიტუალები ჩაატარა, მექორწილეებს ბროლისკარის ხატისკენ გაუძღვა, სოფლის წმინდა ადგილი მოილოცეს და ხვალინდელი დიდი დღისთვის მოემზადეთო მიმართა ხალხს ხევისბერმა, მერე კი საუბრების მარათონი დაიწყო, დიდი ხანი ეძებდა შოთიკო დუდანასთან განმარტოვების ადგილს და შესაფერის დროს, ამის შესაძლებლობა, რომ არა და არ მიეცა, პირდაპირ უთხრა სალაპარაკო მაქვსო და დუდანაც ძალიან ჩვეულებრივად გაჰყვა, მართალია თავიდან მისი საუბრიდან აზრი ვერ გამოიტანა, მისი გაბრაზების მიზეზი კი შესანიშნავად იცოდა და მომისმინე ერთი წუთითო, შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად გააჩერა
–შოთი, მე და შენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, და–ძმასავით ვიზრდებოდით და მე ახლაც ასე მივიჩნევ ჩვენს ურთიერთობას, მართალია შენი საუბრიდან ვერაფერი გავიგე ნორმალურად, არც შენი ამდენი სიბრაზის მიზეზი მესმის, მაგრამ როგორც მივხვდ, ბერდიაზე და ჩვენს ურთიერთობაზე ხარ გაღიზიანებული
–ვინ არის საერთოდ ეს ბერდია და რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? და საერთოდ ლეუშამ იცის ამ ყველაფრის შესახებ? უხეშად გამოუვიდა ნათქვამი შოთიკოს
–ძალიან გთხოვ ეჭვიანობის სცენებს ნუ მიწყობ, შენ ამის უფლება არ გაქვს
–ხომ იცი რომ მიყვარხარ და შეგეძლო ამ ფაქტისთვის მაინც გაგეწია ანგარიში, შენი გრძნობების ასე საჯაროდ და მკვეთრად გამოხატვის მხრივ
–შენ ვერ დამადანაშაულებ, იმაში, რომ შენს გრძნობებს ანგარიშს არ ვუწევ, მე იმის საფუძველი არასდროს მომიცია შენთვის, რომ გეფიქრა ჩვენს შორის ოდესმე რამე მოხდებოდა, მე არ მიყვარს სხვების გრძნობებით თამაში, სულ იცოდი ჩვენი ურთიერთობა მეგობრულს, რომ არ გასცდებოდა და ახლა თავს დამნაშავედ ვერ მაგძნობინებ მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა შევიყვარე, ამორალურს და გამაღიზიანებელს კი არაფერს ვაკეთებ და შენს გარდა ჩემი და ბერდიას ჩარჩოში მოქცეული ურთიერთობა არავის აღიზიანებს, ძალიან გთხოვ ეს თემა დავხუროთ და ეს დღეები შევძლოთ რაციონალური ურთიერთობის შენარჩუნება, დიდი იმედი მაქვს, ამ ურთიერთპატივისცემის გრძნობის შენარჩუნებას კი მთელი ცხოვრება შევძლებთ, მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი დუდანას, არც დალოდებია შოთიკოს პასუხს, ისე წამოდგა, ალეკოს შეეფეთა სახლის შესასვლელთან, ეტყობა აღელვებულობა სახეზე ეწერა და ალეკომაც რა მოხდაო კითხა, არაფერიო დუდანამ და მერე უაზროდ გაბრაზებული სახით მობღვერილი შოთიკო, რომ დაინახა ყველაფერს მიხვდა, ახლა იმ ლაწირაკს ხელი თუ მოვკიდე შეიძლება შემომაკვდესო, ხმამაღლა გამოუვიდა ფიქრი, დუდანამ კი სულ საკუთარი თავი აფიცა, ჩემ თავს გაფიცებ არაფერი უთხრა, ისედაც ცუდად არის და ნუღარ დაუმატებ, გადაუვლის იმედიაო... ბერდიასაც იგივე თხოვა, თუ შოთიკოსთან მოგიწევს საუბარი, ძალიან გთხოვ არ აჰყვე ემოციებსო, მართალიც აღმოჩნდა, შოთიკოსთან საკმაოდ დაძაბული საბარი ჰქონდა და დუდანას თხოვნა, არ აჰყვე ემოციებსო პირნათლად შეასრულა, რამაც შოთიკო უფრო გააღიზიანა, ბერდიამ უთხრა, გაიზარდე ცოტა და ქალის სიყვარულზე მერე გქონდეს პრეტენზიაო... გარეთ გამოსულმა დუდანამ დაინახა როგორ უქნევდა ხელს მისი სახლის წინ მაღლობზე მდგარი ლილე და ლაპარაკის დროაო გაიფიქრა, ირინას დაუბარა ლილესთან ვიქნები თუ ვინმემ მიკითხაო, მშვიდად აუყვა მაღლობს და ლილესთან ერთად ჩამოჯდა ჩრდილში, ილაპარაკეს ბერდიაზე, ბეშქენაზე, საკუთარ ცხოვრებაზე და დუდიკამ თავისთან დაპატიჟა, როცა თბილისს დაუბრუნდები ერთმაენთი უკეთესად გავიცნოთ, მე მგონი ორივე ვხვდები ბევრი წლების გატარება მოგვიწევს ერთადო... მერე დუდანამ კითხა, ხვალ რა მოხდბაო და ლილემაც ქორწინების ხევსურული რიტუალი აუხსნა ძალიან ლამაზად, შებინდებული იყო ლილეს, რომ დაემშვიდობა, ხევისბერმა გამოაცილა თქვენებთან საქმე მაქვსო, დუდანას ძალიან მოეწონა ეს სიტყვა, აქამდე არ უფიქრია, რომ ბეშქენას და ირინას ოჯახი მისიანები იყვნენე და მათი ასე "თქვენებთან" მოხსენიება შეეძლო ვინმეს, სახლში შემოსულმა ბეშქენას კითხა ხომ მშვიდობააო, დადებითი პასუხი, რომ მიიღო გოგოები მოიკითხა, თაიას ოთახისკენ გააგზავნეს და იქ მყოფების მხიარულებას შეუერთდა, თქვენ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ რაზე საუბრობენ ქორწილის წინა დღეს მარტო დარჩენილი გოგოები.... იმხელაზე იცინოდნენ ლამის ჭერი აეხადა სახლს, მეორე სახლში ლაზარეს ოთახში იყო იგივე სიტუაცია, იქედანაც არანაკლები ხორხოცი და ჟრიამული ისმოდა, უფროსები თავიან საქმეს აკეთებდნენ კმაყოფილები... დღის ბოლოს სტუმრების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა... ძალიან დიდი აურზაური შეიქნა და ალეკო ირინას ეძებდა, მაგიდას შემომსხდარ ქალბატონებს კითხა სად არისო, ქალებმა უთხრეს ხევის ბერს ესაუბრებაო, ეზოში გავიდა, იმ იმედით, რომ საუბარი ხევისბერთან უკვე დასრულებული ექნებოდა, თუმცა შეცდა და უკან დაბრუნება სცადა, როცა ხევსიბერმა დაუძახა, ერთად მინდა გაგესაუბროთო, ირინას გვერდით მიუჯდა და ხევისბერს მორჩილად შეაცქერდა
–არ მეგონა თუ ოდესმე თქვენი ნახვის საშუალება მომეცემოდა, ადამიანის ყველაზე კარგი მასწავლებელი ტანჯვაა, ყველაზე კარგი უნარი კი პატიება, დაიწყო ხევისბერმა საუბარი და ალეკო მიხვდა რასაც გულისხმობდა, ირინას რაღაც უნდოდა ეთქვა, ხევისბერმა კი ხელით გააჩერა
–შენს პატიებაზე არ ვსაუბრობ ირინა, კარგი იქნება ალეკო სკუთარ თავს თუ აპატიებს და იმ აზრს შეურიგდება, რომ დროის უკან დაბრუნებით ვერაფერს შეცვლის, კარგი იქნება თუ მიხვდება, რომ რაც მოხდა, ცუდი რაღაცეებიც, მის სასიკეთოდ შემობრუნდა ახლა, ცხოვრების დაფასების უნარი უნდა დაიბრუნო შვილო, ქვეყნიერაბა თავიდან უნდა შეიყვარო და ქვეყნიერება რომ გიყვარდეს საკუთარი თავი და ვიღაც სხვა უნდა გიყვარდეს, არ ვგულისხობ მაინც და მაინც ქალის სიყვარულს, შვილი გიყვარდეს და ცდილობდე მისი სიყვარულის ღისი იყო... თანაგრძნობით და სიმშვიდით სავსემ გახედა ხევისბერმა ალეკოს
–ეს ყველაფერი სათქმელად იოლია... ძალიან მწარედ გამოუვიდა ნათქვამი ალეკოს და ირინას ძალიან მოუნდა, ჩახუტებოდა
–მე მინახავს რწმენადაკარგული და ამის გამო გაბოროტებული ადამიანები, მაგრამ შენ სულაც არ ხარ გაბოროტებული, უბრალოდ ცხოვრაბა მოიბეზრე ნაადრევად
–უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ცხოვრებამ მომიბეზრა ნადრევად, მე არ მინდოდა რწმენის დაკარგვა, მაიძულეს...
–ძალიან ადრე მომიწია გაზრდა, დაიწყო საუბარი ცოტაოდენი სიჩუმის მერე ალეკომ
–და მერე უბრალოდ დამავიწდა როგორ უნდა ჩაისუნთქო სიცოცხლე, ცხოვებასთან დიდი ხანია ვთამაშობ ჭადრაკის პარტიას, წესების გარეშე, სადაც ვდგევარ მარტო და მოწინააღმდეგეს კი ძალიან ცოტა პაიკი აკლია, მაგრამ დამარცხების მაინც ეშინია, ეშინია იმიტომ, რომ იცის როგორი სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება ვიყო, რადგან ეს თამაში მე მეკუთვნის... მე და ისეთებს როგორიც მე ვარ...
–ღმერთის შეგრძნება გაქვს დაკარგე საკუთარ თავში, ცუდია ეგ, ძალიან ცუდი
–ჩვენს უფალს ყველაფრის პატიება შეუძლია? მართლ ასეთი დიდსულოვანია? ბავშვივით იკითხა ალეკომ და ხევსიბერს მის გულუბრყვილობაზე გაეცინა
–მე ძალიან ბევრი ოჯახი გავაუბედურე, ბევრი საშინელება ჩავიდინე, ბევრი ადამიანი დაიღუპა ჩემს გამო, მე არ მინდოდა ამდენი ცოდვის და შეცდომის ჩადენა, მაიძულეს, დროებამ მაიძულა, არც წუწუნი და თავის მართლება მინდა ამის გამო, მაგრამ მაინც ასე გამოდის რომ თავს გაცოდებთ, უბრალოდ მეშინია რომ პატიებას არ ვიმსახურებ, უფალთან საუბარსაც ამის გამო ვდებ ამდენი ხანია, მგონია რომ ტანჯვის და სინანულის წლები, ბოდიშის მოხდას გამიადვილებს და ცოდვებშენდობილს ერთ დღესაც ისევ დამესიზმება ფერადის სიზმრები... კოშმარების მაგივრად... ირინა უსიტყვოდ წამოდგა და არც ერთს არ გაუჩერებია დარჩიო, ალეკომ უბრალოდ ძალიან ანღვლიანი თვალები გააყოლა
–ცხივრებაში სულ ყველაფერი რომ დავივიწყო და უფალმაც ყველაფერი მაპატიოს, ირინას ტანჯვას მაინც არ მაპარიებს და არც მე ვაპატიებს საკუთარ თავს ამას არასოდეს
–არასწორი ქმედების მახასიათებელი გაღიზიანებაა, ხოლო კეთილი ქმედების სიმშიდე, შენსა და ირინას ურთიერთობას გაღიზიანების არაფერი ეტყობა და დასკვენბი შენითვე გამოიტანე
–სიკეთე ჩემთის, სხვების კეთილდღეობისთის საკუთარი ინტერესების გაწირვას, მსხვერლის გაღების უნარს ნიშნავს, მე კი ჩემი თრითინასთვის არც ერთი არ გამიკეთებია და ეს სიმშვიდეც რომელსაც თქვენს ჩვენს ახლანდელ ურთიერთობაში ხედავთ, მისი იმ ადამიანობის, დიდსულოვნების და სიყვარულის შედეგია, რომელზედაც მე სულ ვგიჟდებოდი, იმიტომ რომ ამ სიმშვიდეს ყოველთვის უხვად მიზიარებდა, მაშინაც კი როცა ვფიქრობდი სიმშვიდეს ვერასოდეს ვიპივნიდი
–ხანდახან მშობლები ბოროტად ერევიან ჩვენს ცხოვრებაში, ისეთი ფრაზა თქვა ხევისბერმა, რომელსაც მათ საუბართნ თითქოს არავითარი საერთო არ ჰქონდა, ალეკოს ძალიან გაკვირვებული მზერა რომ დააფიქსირა, გაუღიმა და მშვიდად დაიწყო იმის ახსნა თუ რას გულისხმობდა
–შენ და ირინას ერთმანეთი ცუდად მიგაწოდეს, თქვენ შეგეძლოთ კარგ ოჯახად შეკრულიყავით, რომ არა თქვენი მშობლები და მათი მეგობრობა, ვეღარ გაიგე როგორ გყვარებოდა, დროსაც რომ ეცდია მიხვდებოდი...
–თქვენ ნამდვილად ხევისბერი ხართ თუ ცოტას წაუშამანებთ? შიშით გახედა ალეკომ და ორივეს გაეცინათ
–წავუშამანებ ცოტას, აღიარა ხევისბერმა და ცოტა ხნით ისევ გაჩუმდნენ
–მე მგონი თქვენს შვილს, რომ ჩემი გოგო უყვარს არ უნდა იყოს თქვენთვისაც ახალი ამბავი, ისევ მოახერხა ხევისბერმა ალეკოს გაოცება, დიდხანს იფიქრა ალეკომ რა უნდა ეთქვა
–ამაზე არ უნდა ინერვიულოთ, ის ძალიან კარგი ბიჭია, მე საერთოდ არ მგავს
–დარწმუნებული ხართ ამაში? თუ გსიამოვნებთ იმის მოსმენა, რომ ბექა თქვენი ალი–კვალია? ალეკო ისევ გაოცებული უყურებდა ხევისბერს და მანაც შეახსენა
–ხომ გითხარით წავიშამანებ ცოტათითქო? ბექა დედას ძალიან ჰგავს გარეგნულად, ხასიათები და სული კი თქვენი აქვს
–ამის მოსმენა ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა მაინც არ უნდა ინერვიულოთ და ალბათ იმასაც ხვდებით, რომ მომავალ ზაფხულს თუ არა მეორე ზაფხულს მაინც მომიწევს თქვენთან ქალის სათხოვნელად მაშვლების გამოშვება და მოდით ურვადზე აქედანვე შევთანხმდეთ, მერე ერთბაშათ გული რომ არ გამისკდეს, მთების პრინცესა უნდა ვითხოვო მაინც, გაუღიმა ალეკომ და ხევისბერიც გახალისდა
–ეჰ ჩემო ალეკო, ხევისბერებს ქალიშვილის სანაცვლოდ ურვადს არ სთავაზობენ, ის კი თავისთავად შვილებს, სრულყოფილ და სასახელო ოჯახებს ატანს რძლად
–იმედია სასიძოს ჩემი შეცდომებისთვის არ დაიწუნებთ, თორემ იძულებული გავხდები დედამისი მხოლოდ ამის გამო მაინც მოვიყვანო ცოლად
–მხოლოდ ამის გამო? გამომცდელად გახედა ხევისბერმა და ფეხზე წამოდგა, ალეკოც ადგა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარიო ზრდილბიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ალეკომ ისევ იხუმრა, თურმე ცოტა კი არა მაგრა წაუშამანებთო, ხევსბერმა კი ბეშქენა მაინც გააფრთხლეთ გული არ ატკინოს ლილესო.... აივანზე მომლოდინე ირინა, რომ დაინახა გაეცინა, რა იყო გულახდილი საუბრის მეორე სერია უნდა დაიწყოსო? ირინა ძალიან გააბრაზა ალეკოს სიტყვებმა და წასვლა დააპირა, ალეკომ სიცილით გააჩერა, ნუ გარბიხარ გაბრაზებული ბავშვივითო და ირინაც ცრემლებით სავსე თვალებით შემოუბრუნდა, ისიც უცებ დასერიოზულდა
–როდის უნდა გადაეჩვიო ჩემს გამო ცრემლების ღვრას?
–როცა შენ გადაეჩვევი ჩემს წამებას, ძლივს თქა ირინამ, ალეკომ კი ხელები მოხვია, არ იტიროო ჩასჩურჩულა, ცრემლებიც მოწმინდა, ისევ ვერ მოითმინა და მოულოდნელად აკოცა ირინას
–ხომ გთხოვე ასე აღარ მოიქცეთქო?
–თავს ვერ ვიკავებ თრითინ, როცა ახლოს ხარ შენთან ყოფნა ისე ძაან მინდა, მავიწყდება სად ვარ, რომელი წელია, რამდენი წლის ვარ, ბექასთვის მიცემული პირობაც...
–მას მაინც ნუ გაუცრუებ იმედებს, გაფრთხილებას უფრო გავდა ირინას სიტყვები და ალეკო ცივად მოშორდა
–ისე როგორც შენ გაგიცრუე ერთ დროს...
–ალექს არ ვიცი რა გჭირს, თითქოს ისევ მიპოვნე ძველ ფიქრებში გამტვერილი, მაგრამ მაშინ სად იყავი, როცა უშენობა არ შემეძლო? როგორც დაკვრა როილას ყველა კლავიშ ჩავარდნილს? –მაშინ სად იყავი როცა უშენობა დამქონდა მგზავრივით დიდი ჩემოდნით? მთლი სივრცის შენი ჩახუტებით გატენვის სურვილი რომ მქონდა? ჩემში შენი სხეულის სიფერმკრთალეს, რომ ვტიროდი? მარტოობამ ნოტები რომ მოიპარა ქუჩიდან, გარეთ მარტის სიმკაცრეს მოებერა ტუჩი და ზეციდან უშენობა წვიმდა?
–ყოველთვის იმას ვფიქრობდი, რომელიმე კითხვაზე შენთვის პასუხის გაცემას თუ შევძლებდი...
–რაზე ესაუბრე ხევისბერს? წუთიერი სისუსტე მოთოკა ირინამ და ალეკოს ძალიან გაუკვირდა მისი ასეთი სწრაფი სახეცვლილება, ტახტზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა და როგოროც იცოდა თავი კალთაში ისე ჩაუდო
–შენზე, ჩემზე, ბეშქენაზე და ლილეზე
–შენზე და ჩემზე, მთელი ჩემი სანათესაო დღემდე ბჭობს, ვინ უფრო დამნაშავეა მე თუ შენ, გაუღიმა ირინამ
–შენ რას ფიქრობ?
–ჭელიძე სინდისსი სულ დაკარგე? ხომ იცი რასაც ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სულ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, საოცარი შვილი მყავს, ისეთი როგორიც არავის დედამიწის ზურგზე, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს იმ ფაქტს ვერ დავივიწყებ, რომ ის შენი წყალობით გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სხვებმა რაც უნდა ის ილაპარაკონ, ვიღაცამ რომ მკითხოს რა არის ყველაზე ღირებული, დაუფარავად ვუპასუხებ, რომ ყველაზე ღირებული ცხოვრებაში ბექა, შენ და მე ვართ...
–ზუსტად ამ თანმიმდევრობით? მაინც ეგოისტურად იკითხა ალეკომ და ირინამაც დაუდასტურა, ზუსტად ამ თანმიმდევრობითო
–ორი დღის წინ ბეშქენას ველაპარაკე, ძალიან ნერვიულობს შენზე, უფრო სწორად იმაზე, რომ კიდე რამეს დაგიშავებ, როგორ ავუხსნა, რომ ამას არ გვაკეთებ?
–მე დაველაპარაკები
–თრითინ, ბექამ კიდე რაღაც თქვა... ის, რომ ჩემს გამო შეგძულდა თებერვალი და თოვლი, თოვლი ხომ ყველაფერზე მეტად გიყვარდა?
–შენც ყველაზე მეტად მიყვარდი და მერე რა? გადავიტანე ალექს, არ ინერვიულო, იმ ზამთრის მერე გაზაფხული მოვიდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თბილი გაზაფხული იყო, სითბომ მოიპარა ზამთარიც, თებერვალიც და თოვლიც... ბექას არსებობამ კი წაიღო შენი წასვლის ტკივილი...
–ხევისბერმა მითხრა მე გოგოს მხოლოდ სრულყოფილ ოჯახში გავათხოვებო და მე დავპირდი, რომ ცოლად მოგიყვანდი, შვილის კეთილდღეობისთვის მაინც
–ნუ მაიმუნობ თუ კაცი ხარ, აღარ შეგეფერება, გულიანად გაეცინა ირინას
–ხუმრობის გარეშე რომ გკითხო რას მიპასუხებ?
–რა უნდა მკითხო ხუმრობის გარეშე ალექს?
–უკვე ყველაფერი გვიანია?
–ალექს იცი, ხანდახან არის მდგომარეობები როდესაც დაგვიანებას სულ სხვა სახელი აქვს...
–და რა ქვის ამ ჩვენს სახე შეცვლილ დაგვიანებას?
–მაინც ვერ მოიშალე ჩვენი ერთად მოხსენიება
–კითხვაზე მიპასუხე ძალიან გთხოვ
–სულერთია, სულერთია ქვია უკვე ჩემს და შენს დაგვიანებას....
–აღარ გიყვარვარ, გაბრაზდა ალეკო და ფეხზე წამოდგა, ირინას ისევ სიცილი მოჰგვარა ალეკოს ასეთმა ქცევამ, თვითონაც წამოდგა, ზურგშექცეულს მიუახლოვდა, თავი მხრებზე დაადო, ხელები წელზე შემოხვია და ისე ჩაეხუტა
–თურმე სიყვარული მარტოკა არ კმარა ალექს... შენ უკვე გათეთრდი და მეც გავხდი ჭაღარა, მაგრამ შენ ისევ დიდი ხარ მე ისევ პატარა....
–რა გამოდის რომ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ? უკან გადაწია თავი ალეკომ და ირინას თავს დაადო, ირინამ კი მხრებზე აკოცა, ხელები გაუშვა და ჭაღარა თმებზე წაეთამაშა
–მე და შენ ბეშქენა გვყავს და აქედან გამომდინარე შეუძლებელია სიყვარულთან ჩვენი ბრძოლა წაგებულად ჩაითვალოს
–ანუ ზღაპარს ბოლო მაინც კეთილი ექნება?
–კიდევ ვერ მიხვდი, რომ ჩვენი ზღაპარი ოცი წლის წინ დამთავრდა და მას ბოლო კეთილი არ ჰქონდა?
–მივხვდი თრითინ, მივხვდი...
მარტოობამ ისევ შეაშნა, ოთახში შევიდა, ბერდიას უკვე ეძინა, ბეშქენა ხატავდა, სად იყავიო კითხა, ჯერ ხევისბერს და მერე დედას ველაპარაკებოდიო, მოწყენილმა უთხრა ალეკომ და მის ნახატს დააკვირდა, მოეწონა, თან გაუკვირდა, ამდენი ფანტაზია საიდან აქვს ამ თავშიო... მერე ვერ გაიგო რატომ დაანება ბეშქენამ ხატვას თავი და ოთახიდან რატომ გავიდა... ირინა ძველებური კარადის ერთიანად გრძელი სარკის წინ იდგა და თავს ძალიან დიდი ინტერესით აკვირდებოდა, როცა ბეშქენამ მისი ოთახის კარები შეაღო და უკან დაუდგა
–რას აკეთებ დე? ხელები შემოხვია და თავი მხარზე ჩამოადო
–ნაოჭებს ვითვლი, სევდიანად გაუღიმა ირინამ
–ამ შუაღამისას? თან ხომ იცი მსოფლიოში ულამაზესი დედიკო ხარ
–მატყუარა ხარ
–რატო? გაუკვირდა ბეშქენას
–იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს დედებს არ იცნობ
–მაგას არც აქვს დიდი მნიშვნელობა, არ მომიყვები რა ხდება? ირინამ უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გაუქნია შვილს
–ხომ იცი რომ ვარჩენ იმედგაცრუებას, ვხსნი დაბღვერილ წარბებს და ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე? ირინას მართლა გულიანად გაეცინა ბეშქენას სიტყვებზე და ლოყები გემრიელად დაუკოცნა, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე....
ტრადიციისამებრ თაიას ოთახში გოგოები იყვნენ შეკრებილები, მას ულამაზესი კაბა ეცვა, ლილემ მთის ყვავილების გვირგვინი და თაიგული მოუტანა, სიძის ოჯახმა ორი ბატკანიც გამოუგზავნათ, ერთი სახლში დაკლეს და მეორე მუცოს წმინდა ადგილას, ქალბატონმა გულიკომ ქადებიც გამოაცხო, თაია სიმღერ–სიმღერით გააცილეს სოფლის ბოლოში, ეღტი ქადა იქ შეაჭამეს და მერე ისევ სიმღერით დააბრუნეს სახლში, მეორე ქადაც იქ ელოდა... ხევისბერმა გვერგიგვერდ დააყენა სიძე–პატარძალი, დალოცა და კაბის და ჩოხის კალთები ერთმანეთს გადააკერა.... ლაზარემ ხმამაღლა უთხრა თაიას, ქვეყნად რასაც ერქვა ჩემი, შენ გაჩუქე ყველაფერიო.... მერე დაიწყო მოლხენა და ქეიფი, საღეგრძელოები, ერთმანეთის ჩახუტება და სიყვარული, ხუმრობა, სიცილი, სიხარული... ბედნიერების ბედნიერი დასაწყისი... ალეკომ დუდანასთან ცეკვის დროს მისი დიდი ხნის ოცნება განდო, მას მერე რაც პირველად აგუყვანე ხელში ძალიან მინდოდა შენთან, თაიასავით თეთრ კაბაში გამოწყობილთან მეცეკვაო, დუდანამაც ჩუმად გადაულაპარაკა, მალე აგიხდება ეგ ოცნებაო და ისედაც მოხვეული ხელები უფრო მაგრად მოხვია... დუდიკამ ამ დღეებში კიდევ ერთი რაღაც ხინკლის მოხვევა ისწავლა და ახლაც დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა სტუმრებისთვის ხინკლებს ხელებგაფქვილული, როცა ბერდია მიუახლოვდა
–ძალიან დაკავებული ხარ? იკითხა მორიდებულად
–არა, მოხდა რამე? გაუკვირდა დუდანას ბერდიას კითხვა
–მჭირდები
–დიდი ხნით?
–საერთოდ სამუდამოთ, მაგრამ ახლა ცოტა ხნით, თვალი ჩაუკრა და ქალების სიცილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევე როგორც დუდანას ფქვილიანი ხელებისთვის, ხელი ჩაკიდა და ხალხისგან დაცარიელებული სახლის ერთ–ერთ ბნელ ოთახში სწრაფად შეიყვანა, დუდანამ მაინც ვერაფერი გაიგო, ბერდიამ კი ისე მოულოდნელად აკოცა, როგორ მაშინ, პირველად, სადარბაზოში... ცოტა ხანში სიცილი აუტყდა დუდიკას, აქ ამისთვის მომიყვანეო? ბერდიამ კი სრული სერიოზულობით უპასუხა, რო დავფიქრდი რაც აქ ჩამოვედით მას მერე არ მიკოცნია შენთვის და გული დამწყდაო, დუდიკა ისევ იცინოდა, ამხელა კაცი როგორ აგაცანცარა ღვინომო, ბერდიამ ისევ გემრიელად აკოცა და მერე ქალებს დაუბრუნა... სინათლეზე გამოსულმა დუდანამ კი შეამჩნია ბერდიას გაფქვილიანებული ტანსაცმელი და ლოყები, მაგრამ არაფერი უთქვია მისთვის, კიდე კაი სანამ სტუმრებთან გავიდოდა ბეშქენა შეხვდა, ჯერ ბევრი იცინა, რა იყო ფქვილში ითამაშეო?... მერე დაფერთხა და ერთად დაუბრუნდნენ სტუმრებს... დილამდე იქეიფეს და ბოლოს ერთ პატარა მაგიდას შემომსხდარი დაღლილები დარჩნენ, ირინა, ალეკო, ბეშქენა, დუდიკა, ბერდია, თაიას მშობლები და მეჯვარეები, საუბარი რატოღაც ბავშვებზე, შვილების ყოლაზე და მათ რაოდენობაზე შამოვარდა
–დუდიკ შენ რამდენი შვილი გინდა გუყავდეს? მოულოდნელად დაუსვა კითხვა ბერდიამ
–გყავდეს თუ გვყავდეს? შეუსწორა კითხვა ბეშქენამ და ირინამ თავზე წამოარტყა გაჩუმდიო
–ბევრი, ძალიან მინდა ბევრი შვილი მყავდეს, მე ხომ დედისერთა ვარ, ამიტომ ბევრი შვილის ყოლა მინდა, ოთხი ბავში იდეალურია ჩემი აზრით და... აღარ დაამთავრა დუდანამ სათქმელი
–და? არ მოეშვა ბერდია
–და კიდევ მინდა ბავშვი ვიშვილო, უცებ ყველა დუდანას მიაშტერდა
–რატომ შვილო? თუ ღმერთი შენს შვილებს გჩუქნის? ვერ გაიგო ქალბატონმა გულიკომ (თაიას დედამ)
––არ ვიცი გულიკო დეიდა, ასე მგონია, ძალიან კარგია გაუყო სიყვარული იმას ვისაც არავინ ყავს დედამიწაზე... მორცხვად აუხსნა დუდანამ იქ მყოფებს მისი სურვილის მოტივაცია, თინის გავსო, გადაულაპარაკა ალეკოს ირინამ და ამ დასაფიქრებელ ნოტაზე დაიშალნენ....
უცნაური ქმნილებები ვართ ადამიანები, ვომობთ მშვიდობისთვის, ვკლავთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოდ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავისვენოთ, ვსვამთ საწამლავს რომელიც ნელ–ნელა გვკლავს ჯანმრთელობისთვისო, ბუზღუნებდა დილიდან ალეკო, რადგან გუშინდელი სიმთვრალის გამო თავი უსკდებოდა, თან თავბრუ ეხვეობა, ჭიანჭველებივით მოფუსფუსე მანდილოსნებს, რომ უყურებდა, რომლებიც არ ჩერდებოდნენ ისე დადიოდნენ წინ და უკან, ხევსურული ლუდი გამოუგზავნა ხევისბერმა მექორწილეებს და მამაკაცებმაც ცოტა სული მოითქვეს, მოწესრიგდნენ, ბოლოჯერ ისადილეს მუცოს მთებში, იმ სამიოდე ოჯახს დაემშიდობეს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და თბილისის გზას დაადგნენ, ბეშქენამ ისევ მოახერხა ლილესთან განმარტოვება, დიდხანს ყავდა ჩახუტებული, იცი როგორი მარტოობა მინდაო? კითხა, როგორიო, გაეცინა ლილეს, აი ისეთი... შენთან ერთადო... სექტემბრამდე მოგიწევს ისეთი მარტოობა შენ, რომ ხარ და კიდევ შენო, ღიმილით უთხრა ლილემ, ბეშქენა კი დაპირდა ალეკო როგორც კი წავა, სამსახურმაც თუ გამომიშვა აუცილებლად ამოვალო, ისევ ძველებურად განაწილდნენ მანქანებში, იმ განსხვავებით, რომ ახლა გაცილებით ბევრი იყვნენ, ბიჭები გალანტურობას იჩენდნენ, გოგოებს ბარგის ჩალაგებაში ეხმარებოდნენ და მანქანის კარებებსაც უღებდნენ მოწიწებით, დუდიკას გოგოების განაზებულ და აღფრთოვანებულ სახეებზე ეცინებოდა, თითქოს მისთვის ჩაილაპარაკა, ადამიანებში ყველაზე იშვიათი გაცემის უნარია და არა მხოლოდ მატერიალურის, გრძნობებსაც კი რომლებსაც მატერიალურთან არავითარი საერთო არააქვს, იმათაც კი არ ვუზიარებთ სხვებს, თუმც რისთვის, ან ვისთვის ვინახავთ არ ვიცით, ქუჩაში ერთმანეთს სითბო და ღიმილი რომ ვაჩუქოდ რა მოხდება? თუმცა დღეს ზრდილობა ისეთი იშვიათი გახდა, რომ ის ხშირად ერევათ ფლირტშიო... ბერდია უკან ედგა თურმე, არ მეგონა ამდენად ცინიკოსი თუ იყავიო, მკაცრი ხმით უთხრა და შეშინებული დუდიკას სახეზე გაეცინა.... ისევე მხარულად ჩამოვიდნენ თბილისში, როგორითაც ავიდნენ მუცოში.... დუდანა ისე იყო შთაბეჭდილებების ქვეშ, რომ ორი დღე მხოლოდ ხევსურეთზე და ქორწილზე ლაპარაკობდა, დაბრუნების მერე, რამოდენიმე დღე ბაერდია არ უნახია, არ ეცალა და დუდიკას მოუბოდიშა, ისე მოსაკითხად ურეკავდა ხოლმე, მერე სამსახურთად დახვდა გაუფრთხილებლად, მომღიმარი სახით ელოდებოდა და დუდანა ახლა მიხვდა, როგორ მონატრებია, ძალიან მშიაო აუწუწუნდა დუდანა, მთელი დღეა შაურმა მინდა და წამო გეხვეწები ვჭამოთო და ლამის დაიხრჩო შაურმის ჭამის დროს როცა ბერდიამ ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა შენები გააფრთხილე ჩემებთან ერთად გესტუმრები და ნიშნობასავით მოვაწყოთო, ან თუ გინდა რესტორანშიც შეიძლება ამის ორგანიძება, თუმცა ოჯახურ გარემოში მირჩევნიაო, ხველებისგან ასრემლებული თვალები, რომ დაუწყნარდა და სულიც რომ მოითქვა ბერდიას გაოცებულმა გახედა, ბერდიას გაეცინა არ მეგონა ამას რომ გეტყოდი ცერმლებად დაიღვრებოდიო და დუდიკამ დაუბღვირა, თან მხარზე დაარტყა ხელი, სიტყვის თქმას მაინც ვერ ახერხებდა და ზედმეტად კმაყოფილი ბერდიას სახის დანახვა კი უკვე აღიზიანებდა, არ მეგონა ოდესმე ხელს თუ შაურმის ჭამის დროს და ნაცნობობიდან სამ კვირაში მთხოვდნენო... სახლში, რომ მიიყვანა და დუდანა სწრაფად გადასვლას აპირებდა ბერდიამ გააჩერა, კაი რა, რა გიყვარს ეს სადარბაზოში კოცნა, შეყვარებულები ხომ აღარ ვართ ლამის ცოლ ქმარი ვართ უკვეო, მოქაჩა და როგორც იცოდა ხოლმე ისე გემრიელად დაუკოცნა ტუჩები, არ გადავიწყდეს რაც გითხარი და გამაგებინე როდის მოვიდეთო.... სახლში თავბრიდახვეული და გაოცებული ავიდა, სანამ კარებზე ზარს დარეკავდა ხუთი წუთი ჩაფიქრებული იდგა, სახლში ალეკო დახვდა, გაუხარდა სუყველას ბარენ ერთად ვეტყვი ახალ ამბავსო და მშობლების მოწყენილი სახეები რომ დააფიქსირა მაშინვე ყველაფერს მიხვდა, ალეკოს მიუბრუნდა საყვედურებით სავსე მზერით, როდის მიდიხარო? ისეთი ხმით კითხა სადაცაა ცრემლებს რომ გადმოაყოლებ, ერთ კვირაშიო, დამნაშავესავით უპასუხა ალეკომ და ბავშვივით ლოყებგაბერილ დდუდიკას, გაბერილი ლოყები გაუკოცნა
–აბა ზაფხულის ბოლომდე დავრჩებიო?
–არ გამოდის დუდიკ, მელოდებიან იქ, საქმეები მაქ
–ხომ მითხარი ვოცნებობდი შენთან თეთრ კაბაში გამოწყობილთან მეცეკვაო? ალეკოს გაეცინა და მიხვდა რასაც გულისხმობდა დუდანა, გილოცავო მოეხვია თბილად, ლეუშაც და თინიც მიხვდა ყველაფერს
–ერთ კვირაში, ხომ არ მიყავხარ შენს ხეიბარს? ჩამოვალ დუდიკ, როცა მეტყვი მაშინ ჩამოვალ, მაგ ერთ ოცნებას მაინც ავისრულებ
–დედიკო დაახლოებით მივხვდით რაშიცაა საქმე, მაგრამ იქნებ მაინც აგვიხსნა? გვერდით მიუჯდა თინი შვილს
–თეთრი კაბის ჩაცმის დრო მოვიდა დე, ბერდია მშობლებთან ერთად უნდა მოსვლა, ნიშნობასავით პატარა ცერემონია, რომ გვქონდეს ისე და ახლა ვიცი როდის იქნება ეს ყველაფერი, თან ალეკოს გავაცილებთ და თან მის ოჯახს გავიცნობ, ხომ შეიძლება ასე მა? მორცხვად გახედა ლეუშას დუდანამ, ლეუშამ კი მხრები აიჩეჩა და ალეკოს გაეცინა
–აბა რა გეგონა არ მოგტაცებდნენ ბუდიდან? თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვს უცხო ოჯახშიც ხომ არ ათხოვებ? მის მშობლებს ასე თუ ისე მაინც იცნობ და ბიჭზე კი თავს მე ვდებ, რომ ძალიან კარგია, მამას შვილია...
–მესმის ალეკო, მგრამ ასე მოულოდნელად... აღარ დაამთავრა ლეუშამ და აივანზე გავიდა, დუდანამ დაველაპარაკებიო, უკან გაყვა
–მა, მამა, მამიკოო, ლეუშა ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა დაძახება დუდიანას, რომ მისი ყურადღება მიექცია, მის წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელებში მოიქცია
–ხომ იცი, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის, ჩემს გულში ძალიან, ძლიან დიდი ადგილი გიკავია და ამას ვერავისნ წაგართმევს, მაგრამ ისიც რომ მიყვარს? მთელი ცხოვრების მის გვერდით გატარებაც რომ მინდა? გაიცნობ და შენც მიხვდები, მასაც ისე ვუყვარვარ როგორც შენ
–შვილივით? გაეცინა ლეუშას
–არა, იმედია შვილივით არა, გაეცინა დუდანასაც
–მთელი ცხოვრება რომ უფრთხილდები იმ სიყვარულით, რომ იცავ და ზრუნავ მასზე, იმ სიყვარულით, ისე მიყურებს როგორც შენ დედას უყურებ ხოლმე, ალბათ მასაც ისე ეხვევა თავბრუ როცა ვეხები, როგორც შენ როცა დედა გეხება და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მთელი ცხოვრება, მასთან ჩემი გული ხან გამალებით ცემს და ხანას სულ, სულ ანელებს ფეთქვას
–კარდეოლოგთან უნდა მიგიყვანო იქნებ არითმიაა, ისევ იხუმრა ლეუშამ
–არა მა, არითმია არაა...
–ვიცი ჩემო ერთადერთო, ვხუმრობ, შუბლზე აკოცა ლეუშამ შვილს და ერთად დაბრუნდნენ ოთახში, ივახშმეს და მომავალი ოჯახიც დალოცეს, ალეკო ახელებდა ქორწილის ფულის შეგრობა დაიწყო ჯობიაო, ისე თუ დაგჭირდები ხომ იცი ჩემი იმედიც უნდა გქონდესო, ლეუშასაც გაეცინა, სიძეს რესტორნების ქსელი ჰქონია და კიდე მე შევაგროვო ქორწილის ფული, ასეთ გოგოს ვატანო? დუდამ ალეკოს კითხა ბეშქენას უთხარი, რო მიდიხარო? მის დაჭყანულ სახეზე მიხვდა, რომ ეს ძნელი საუბარი ჯერ კიდევ წინ ელოდა ალეკოს, მაგრამ ეს ბიჭი ხომ საოცრებაა, ახალი ამბავი ძალიან მშვიდად მიიღო, თუმცა რა უნდა ექნა? იცოდა რომ მამას აღარ დაკარგავდა, უბრალოდ ის შორს იქნებოდა, ძალიან შორს, მოუხშირებდა საქართველოში სიარულს და მასთან ურთიერთობას...
ეს ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა ალეკოს ისევ ის შემადგენლობა აცილებდა რომელიც დახვდა, სტუმრებს დაემატნენ ბერდია მშობლებით, ბეშქენა და ირინა... ბერდიას და დუდანას ოჯახმა ერთმანეთი კი არ გაიცნეს, ასე ვთქვათ ნაცნობობა განაახლეს, ბერდიას დედა გულახდილად ამბობდა, არ მეგონა ამ დღეს თუ ოდესმე მოვესწრებოდიო, ბერდიასთვის, ნება რომ მიეცათ იმ საღამოსვე წაიყვანდა დუდანას თავისთან, თუმცა დუდანა ქორწილამდე თავისთან გადასვლაზე ვერაფრით დაითანხმა, ქორწილი კი ოქტომბრის ბოლოსთვის გადაწყვიტეს...
ალეკო გამთენიისას მიფრინავდა, მოქეიფეები სამო იყო დაწყებული, რომ აიშალნენ, რამდენ ხანს უნდა შევაწუხოთ ჯაყელების ოჯახობაო და მხუვალე დამშვიდოდების მერე დაიშალნენ, ბერდიამ ჩემებს მივიყვან და ალეკოს გასაცილებლად მოვალო დაუბარა დუდიკას, ირინა ბეშქენა და ალეკო კი ფეხით დაუყვნენ ჯანაშიას ქუჩას ოჯახივით... წინ ბეშქენა მიდიოდა, უკან კი ხელგადახვეული ირინა და ალეკო
–ვერაფრით ვიჯერებ, რომ ამხელაა და ჩემი შვილია, გახედა ალეკომ წინ მიმავალ ბეშქენას
–დეენემის ანალიზის ჩატარება გინდა? ამოხედა ღიმილით ირინამ
–მიყვარს როცა უხამსობებს ლაპარაკობ, წაეტამაშა ცხვირზე ალეკო
–არ მეგონა, რაიმე თუ ცხოვრების ხალისს დამიბრუნებდა, არ მეგონა ისევ თუ ვიფიქრებდი ამოვიდოდა მზე თუ არა, გამითენდებოდა კიდევ ერთი დღე? ვერც იმას წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ რაიმე მაიძულებდა თბილისში დავბუნებულიყავი
–დაბრუნდები? გაუკვირდა ირინას
–აბა შენ ბექას გამოუშვებ ჩემთან საცხოვრებლად?
–ეს მისი გადასაწყვეტია, მე ხელს არაფერში შეუშლი, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ირინამ
–არ დაგტოვებს, არასდროს, არც შენ და არც მთების პრინცესას, მე კი უკვე მის გარეშე ვეღარ გავძლებ... თქვენს გარეშე ვეღარ გავძლებ... დაუმატა უცებ ალეკომ და მიხვდა ირინას, რო გაეცინა
–ბექას დაბრუნებაზე ჯერ არაფერი უთხრა, არ მინდა დააიმედო და მერე ვეღარ მოახერხო
–ვიცი, ასე ერთბაშად არ გამომივა არაფერი, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, მანამდე კი ხშირად გესტუმრებით, ისე თქვენ არ ჩამოხვალთ ჩემთან?
–თუ დაგვპატიჟებ აბა რას ვიზამთ? დედის მაგივრად უპასუხა წინ წასულმა ბეშქენამ და სამივეს გაეცინა, დუდიკას ქირწილისთვის, რომ ჩამოვალ ახალ წლამდე შევეცდები დავრჩე და მერე ერთად წავიდეთ ყველანი თუ მანამდე საბუთების მოგვარებას შევძლებთო...
აეროპორტი, განშორების სევდა და იმით დაიმედება, რომ მალე დაბრუნდებოდა, ალეკოს ეისზე ჩასხდომა ბოლოჯერ გამოცხადდა და წავედი ხალნოო, სათითაოდ გადაეხვია სუყველას, თავის თრითინას სულ ბოლოს, იცოდა ჩხუბის დრო რომ აღარ იყო და მაინც უსაყვედურა, აქამდე უნდა გეთქვა ბეშქენა რომ ჩვენი შვილიაო.... ირინამაც გაბრაზების მაგივრად ღიმილით უპასუხა, ჩვენი არ არის, ჩემი და შენიაო.....



№1  offline წევრი nataska

Annee

ვნახე წინა თავზე შენი კომენტარი, ხევსური არავარ გურული ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს მთები, მთების შვილები და მთების ტრადიციები...

კიდევ ერთხელ მადლობა დადებითი ემოციებისთვის love love love

 


№2  offline წევრი mbella

ასე მალე დასასრულს არ ველოდი, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ :** საოცარი იყო ხევსურული ქორწილი, საოცარია ის სიყვარული რასაც შენს ისტორიებში ვკითხულობ, არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ალეკოზე და ირინაზე მაინც დამწყდა გული, თუმცა ალბათ ასეიყო საჭირო.
ძალიან ნიჭიერი ხარ და ისევ ველოდები შენს ახალ ისტორიას :***
წარმატებები გამოცდაზე :***

 


№3  offline წევრი mari_shavidze

შენს ისტორიებზე ვგიჟდები, რამდენი რა რამდენნაირი წამიკითხავს მაგრამ შენ სულ სხვანაირი სტილი გაქვს… სულ მშურს იმ საზოგადოების რომელსაც ხატავ რადგა. ასეთი გულწრფელი და ადამიანური წრე იშვიათია, ჩემთვის ოცნებასავით არის ის ურთიერთობები რომლებსაც ადამიანებს შორის ხატავ და აი მართლა ვივსები ისტორიებს რომ ვკითხულობ)))არ გაბედო და არ დაიკარგო

 


№4  offline წევრი მარიამო

გული დამწყდაა sad არც ესეთ დასასრულს ველოდი და არც ესე მალეე.. sad მეორე ნაწილიც დაწერე რაააა..როგორ მეგონა ლეკვო და თრითინა ერთად იქნებოდნენ sad წარმატებები გამოცდებზეე love love

 


№5  offline წევრი Annee

nataska
Annee

ვნახე წინა თავზე შენი კომენტარი, ხევსური არავარ გურული ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს მთები, მთების შვილები და მთების ტრადიციები...

კიდევ ერთხელ მადლობა დადებითი ემოციებისთვის love love love


არადა ისე იცი ტრადიციები, ბევრ ხევსურს შეშურდება. :დდ
ისტორია ძაან კარგი იყო.. უკარგესი. მეგონა 20 თავი მაინც იქნებოდა, მაგრამ არაფერია, მთავარი ახლა გამოცდებია და აბა შენ იცი! დასასრული ძალიან კარგი ქონდა, მაგრამ მეგონა თრითინას, ალეკოს და ბეშქენას სრულფასოვან ოჯახს ვიხილავდი. თუმცა მაინც კარგი იყო. ^_^ იცოდე არ დაიკარგო დიდხანს. გამოცდების დამთავრებისთანავე შემოვიჭყიტავ აქ და ვაი შენი ბრალი რომ არ დამხვდე! :დდ

 


№6  offline წევრი nataska

Kidev ertxel did bodishs gixdit istoriis naadrevi damtavrebistvis da emociebis naklebobistvis, cxovrebashi kvelaferi zgaparivit ketili dasasrulit ar sruldeba da me mgoni sheechvevodit chemi istoriebis maqsimalur cxovrebiseulobas, tumca me adrec vtqvi da axla gavmeordebi, me mikvarda Roca chems istoriebshi tqvenc monawileobt, istoriistvis am dasasrulit, chemi gmirebis cxovrebashi xom ar dasrulebula? Titoeul tqvengans shegizliat gqondet tqveni finali.... Iseti rogoric tqven gindat....
Momaval shexvedraze bavshvebs....

 


№7 სტუმარი makukuna

ძალიან ვისიამოვნე. მადლობა ამისთვის... გთხოვ სხვა ისტორიებიც დადე რააა... გთხოვ

 


№8  offline წევრი TamoTi

არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ისეთი სიამოვნება მივიღე ამ საოცრების კითხვისას❤️❤️ნეტავ აქამდე სად ვიყავი❤️❤️ძალიან ძალიქნ კარჰი იყო.აღფრთოვანებული ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent