შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(3 ნაწილი)


5-07-2015, 16:03
ავტორი ანკა
ნანახია 7 120

მანქანა ერთი სახლის წინ გააჩერა. ჩვეულებრივი სახლი იყო, პატარა ეზოთი.
-მოვედით - მითხრა ხმადაბლა, მანქანას მოუარა და კარი გამიღო. უხმოდ გადმოვედი და კარისკენ წავედი. მისაღებ ოთახში რომ შევედი, უხერხულად ავიტუზე ერთ ადგილას. - ბავშვი დივანზე დააწვინე, ცოდო ხარ მთელი დღეა გიჭირავს.
-იყოს არაუშავს - ვიუარე იმ მიზნით, რომ ტანი ბავშვით მაინც დამეფარა. მგონი ფიქრებს მიმიხვდა, ოდნავ ჩაიცინა და ისევ შემომხედა.
-დააწვინე და წამოდი, ჩემს მაიკას მოგცემ რომ ჩაიცვა. - ნათქვამი უხმოდ შევასრულე და მეორე სართულზე ავყევი. თავის ოთახში შევედით. ბიჭის კვალობაზე ნორმალურად დალაგებული იყო. გამიკვირდა კიდეც. ხელები გადაჯვარედინებული მქონდა, რომ სხეული დამეფარა, თუმცა რამდენად გამომდიოდა არ ვიცი. ჩემი მაისური იმდენად იყო დახეული, რომ აზრი არ ჰქონდა მეცმეოდა თუ არა. სინათლის შუქზე შევამჩნიე ბაჩოს გახეთქილი წარბი. ალბათ იმ კაცმა რომ დაარტყა მაშინ გაუსკდა. თავისი მაისური გაიხადა და კარადასთან დადგა. იდეალური სხეული ჰქონდა: დიდი მხარ-ბეჭი და დაკუნთული ტანი. მისი დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-აი ეს ჩაიცვი - ახლოს მოვიდა და მაისური გამომიწოდა, რომელიც მე საკმაოდ დიდი მექნებოდა. მისი ხითხითის გაგონების შემდეგ გავაანალიზე, რომ მას კი არ ვუსმენდი, მის პრესზე ვიყავი მიშტერებული - უკაცრავად, ახლავე ჩავიცვამ რამეს - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაიკა მომაწოდა. მე კიდევ სირცხვილით დამწვარმა გამოვართვი. სანამ ის ტანსაცმელს ეძებდა, ვიფიქრე, უცბად გადავიცვამ-თქო. ჩემი მაისურის ნაფლეთები მოვიშორე (აბა იმას მაისური აღარ ერქვა) და ბაჩოს მაისურს ხელი მოვკიდე. სწორედ იმ დროს შემოტრიალდა ბაჩოც და გაშტერებულმა შემომხედა. იმწამს ვინატრე მიწა გამსკდომოდა და სადმე ჭირში ჩავეტანე. მაიკა სწრაფად გადავიცვი და თავი ძირს დავხარე.
-ამმ... ტუჩი როგორ გაქვს? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-კარგად. წამლები სად გაქვს? წარბს დაგიმუშავებ - ვუთხარი და წარბზე მივაჩერდი.
-არაფერია, გამივლის
-მომეცი... ჭრილობა უნდა დაგიმუშავო! - იმაზე მეტად მკაცრად გამომივიდა ვიდრე მინდოდა. ჩაეღიმა და სააბაზანოში გავიდა. მეც უხმოდ მივყევი.
-ინებეთ ექიმო - ღიმილით გამომიწოდა რაღაც ყუთი, სადაც, სავარაუდოდ, წამლები უნდა ყოფილიყო.
-სად დაგიმუშავო? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე.
-აქვე რავი - გაიკვირვა და მე მომაჩერდა.
-კარგი - ვუპასუხე უხერხულად და ყუთი გავხსენი. მისი მზერა იმდენად მძაბავდა, რომ ლამის ხელების კანკალი დამეწყო. ყურადღება ხომ საერთოდ გაფანტული მქონდა. მისკენ მივტრიალდი ჭრილობის მოსაბანად, თუმცა ჩემზე ერთი თავით მაღალ ბიჭს როგორ მივწვდებოდი.
-ეგრე ვერ გწვდები - ვუთხარი მშვიდად. ნიჟარას მიეყრდნო და თვალებში მომაჩერდა. წამიერად მეც შევხედე თვალებში და გული ამიჩქარდა. გეგონება თვალების ჩემს სხეულზე თარეში არ მყოფნიდა, ახალა ამან დამძაბა კიდევ!.. ჭრილობა მოვბანე და დავუმუშავე. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და სურნელით გაბრუებული ვიყავი. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. უხერხული სიჩუმის დარღვევას, მგონი, არცერთი არ ვაპირებდით.
-მზადაა - გავუღიმე და სისხლიანი ბამბები ნაგვის ურნაში ჩავყარე -მადლობის გადახდა ვერ მოვახერხე(მე) - ვუთხარი და თავი ჩავხარე.
-არაა საჭირო - ოთახში მისი ბოხი ხმა გაისმა. შევხედე და მიღიმოდა. რა ლამაზი ღიმილი ააქვს!..
-როგორ მიპოვე? - დავუსვი ჩემთვის მეტად საინტერესო შეკითხვა.
-იქვე ვიყავი და შენი ხმა გავიგე - მიპასუხა უდარდელად, თუმცა მე მაინც ეჭვი შემეპარა მის სინამდვილეში
-კარგი.
მისაღებ ოთახში ჩამოვედით, გვანცას ჯერ კიდევ ეძინა. გვერდზე დავუჯექი და თმებზე მოვეფერე. ამ დროს ტელეფონზეც დამირეკეს
-ალო, ნინი სად ხარ ამდენხანს? - ყურში დედაჩემის ანერვიულებული ხმა ჩამესმა
-ყველაფერი კარგადაა დე, არ ინერვიულო. მეგობარს შევხვდი და მალე მოვალ. გვანცა ჩემთან ერთადაა
-კარგი, მალე მოდი. გვიანია უკვე - ტელეფონი გავთიშე და ჩემს პირდაპირ მჯდომ ბაჩოს გავხედე.
მთელს ტანზე მოურიდებლად მაკვირდებოდა. უხერხულად შევიშმუშნე, იქნებ მიმხვდარიყო, რომ მძაბავდა. საპასუხოდ ჩაეცინა:
-რა გაცინებს?(მე)
-სულ ასე იძაბები ვინმე რომ გიყურებს? - გამიღიმა და თვალებში შემომხედა. თვალები ძირს დავხარე თანხმობის ნიშნად და მისი კიდევ ერთი ჩაცინება გავიგე.
-მაშინ, ადრე რატომ მითხარი ხალხის ჭორებს არ მოუსმინოო?- გამბედაობა მოვიკრიბე და კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი. მგონი, ეს შეკითხვა არ ესიამოვნა. წარბები შეკრა და გვანცადან მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
-ხალხი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რაც არ იცის. სხვისი ცხოვრების განკიცხვა კარგად იციან, თუმცა მიზეზები არ აინტერესებთ - მითხრა მკაცრად
-შეიძლება მე გავიგო რა ხდება? - მგონი უკვე ძალიან „შევტოპე“ მის ცხოვრებაში, თუმცა ენა რომ ტვინს გადაუსწრებს იქ რას იზამ... გაოცებულმა და გაკვირვებულმა გამომხედა, შემდეგ კი მითხრა
-ყველაფერს თანდათან გაიგებ. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ შენგან თავის შორს დაჭერა არ გამომდის... - ახლა მე გავოცდი. სულ ცივად მეპყრობოდა და ახლა მეუბნება შენგან თავს შორს ვერ ვიჭერო.
-კარგი, მე... - ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და თვალი გვანცასკენ გავაპარე. უკვე იღვიძებდა, თვალები გაახილა და ოთახი გაკვირვებულმა მოათვალიერა.
-ნინი, ცად ვალთ? - მკითხა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა.
-გაიღვიძე ჩემო პრინცესა? - ბავშვს ლოყები დავუკოცნე და ხელში ავიყვანე - არსად, სახლში მივდივართ - ბაჩოს გადავხედე. ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა
-მე გაგიყვან(ბაჩო)
-არაა საჭირო, ტაქსით წავალ(მე) - გავუღიმე და გვანცა ხელში უფრო კომფორტულად დავიჭირე
-ცენ ვინ ქალ?(გვანცა) - ბაჩოს ჰკითხა და თითი მისკენ გაიშვირა
-შენი ლამაზი დის მეგობარი - გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა. - შემდეგ მე მომიბრუნდა - არ გინდა ტაქსით წასვლა, გაგიყვან - გარეთ გავიდა და მე დამელოდა
-კარგი, მადლობა - გავუღიმე და დავამატე - გვანცა ჩემი და არაა, დეიდაშვილია.
-საყვარელი დეიდაშვილი გყოლია - მანქანის კარი გამიღო, შემდეგ თვითონ ჩაჯდა მეორე მხრიდან და დაქოქა. სახლამდე მალე მივედით.
-მადლობა, კარგად - გავუღიმე და კარი გავაღე
-ხვალამდე - გამომხედა ფანჯრიდან და გვანცას თვალი ჩაუკრა. სადარბაზოში შევედი და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ როგორ ავხსნიდი იმას, რომ ტუჩი გახეთქილი მქონდა, ჩემი მაისურის მაგივრად კი ბიჭის მაისური მეცვა. ტუჩს კიდევ როგორმე დავმალავდი, მაგრამ მაიკაას...
კარი ჩემი გასაღებით ფრთხილად გავაღე და ჩუმად შევიპარე, როდესაც მისაღებ ოთახში ორი ადამიანის სილუეტი დავლანდე: დედაჩემი და დეიდაჩემი. ოთახში შესვლაზე არ მიფიქრია
-კიდევ გღვიძავთ? გვანცას თავისთან დავაწვენ და მცე ვწვები, მეძინება! - გავძახე ისე, რომ არ დავენახე, გვანცა თავის საწოლში ჩავაწვინე და მთელი სისწრაფით ჩემი ოთახისკენ გავემართე მაისურის გამოსაცვლელად.
-სად იყავი ამდენ ხანს? - შემოვიდა ოთახში გაბრაზებული დედაჩემი.
-მეგობარს შევხვდი და მასთან ერთად ვიყავი - ვიმართლე თავი
-ნინი, ეს ვისი მაისურია? - გაკვირვება დაეტყო ხმაში დედაჩემს და ვინანე საწოლზე რომ დავაგდე.
-არავისი დე, ახლა თავი დამანებე რა, ძალიან დაღლილი ვარ. მერე ვილაპარაკოთ - თმები ტუჩზე ჩამოვიფხატე, რომ არ დაენახა, ლოყაზე ვაკოცე და სააბაზანოში გავედი. დიდზე გახეთქილი არ მქონია ტუჩი, თუმცა მაინც შესამჩნევი იყო. ტანზე გადავივლე, საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. საბანზე დაგდებულ ბაჩოს მაისურს ხელი მოვკიდე და ახლოს მოვწიე. მისი სურნელი ასდიოდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თვალწინ ბაჩო დამიდგა. ჩემდაუნებურად ჩამეღიმა. მაისური ჩავიხუტე და მისი სურნელით გაბრუებულმა წამში დავიძინე.
მეორე დღეს უნივერსიტეტში წასვლის თავი არ მქონდა. გადავწყვიტე ბუნებაში გამესეირნა. ჩანთა მოვიკიდე და პარკის გზას დავადექი. სახლთან ახლოს ძალიან მაგარი პარკი იყო, გვერდზე ტყეც ჰქონდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩემთვის იდეალური იყო. ჩანთა ხის ძირში დავაგდე და მეც მის გვერდით დავჯექი. სიმღერები ჩავრთე და მეც ავყევი.
ჰო... სიმღერა ჩემი სტიქიაა. ძალიან მიყვარს. ის ჩემთვის ყველაფერია, მისით ვცხოვრობ. რა განწყობაზეც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შემიძლია მოვუსმინო და დავმშვიდდე. ჩემს განწყობაზე ის ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს. მახსოვს ადრე, როდესაც სწავლა მეზარებოდა, რაიმე თემასთან დაკავშირებით სიმღერას მოვიგონებდი ხოლმე. მართალია სრული უაზრობა გამოდიოდა და არც მელოდია უვარგოდა, თუმცა ადვილად ვსწავლობდი. თვალები მქონდა დახუჭული და სხვა სამყაროში ვიყავი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა თათასგან: „დღეს არ მოდიხარ?“. პასუხი უნდა მიმეწერა, როდესაც კიდევ ერთი ესემესი მომივიდა: „ერთხელ უკვე გაგაფრთხილე ლამაზო, რომ ბაჩო ახვლედიანს ახლოს არ გაკარებოდი. არ მინდოდა შენნაირი ლამაზი გოგოსთვის ზიანი მიმეყენებინა, თუმცა ვატყობ, რომ მომიწევს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ - ამოშალე შენი ცხოვრებიდან. ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა. მერე არ ინანო“. წავიკითხე და მთელს ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ის ვიღაც არ ხუმრობდა. წერილი დაფარული ნომრიდან იყო გამოგზავნილი. გავნერვიულდი და ჩანთა მივიხუტე. ცოტა ხანში ტელეფონზე ვიღაცის ზარმა გამომაფხიზლა. უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ - ვუთხარი და პასუხს დაველოდე
-ნინი, სად ხარ? - ბაჩოს ხმა იყო
-ამმ... პარკში, რაიყო? ჩემი ნომერი საიდან იცი?
-დამელოდე მოვდივარ - ჩემი კითხვები დააიგნორა და გამითიშა.
ბაჩოს ლოდინში თათას მივწერე რომ იმ დღეს უნივერსიტეტში არ მივდიოდი, რადგან არ მეცალა და სხვა საქმეები მქონდა. 5 წუთში ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე. მისკენ გავიხედე და ბაჩო იყო.
-აქ რაგინდა? - მოსალმების გარეშე პირდაპირ კითხვა დამისვა.
-რავი, უნივერსიტეტში წამოსვლა მეზარებოდა - გვერდზე მომიჯდა და თავია ხეს მიაყუდა. - ჩემი ნომერი საიდან იცი? - დავსვი კითხვა სასაუბრო თემის ჩამოგდების მიზნით.
-მაგის გაგება არ გამჭირვებია - გამომხედა და მთლიანად ამათვალიერა. - ნინი, მთლიანად კანკალებ, რაგჭირს? - მკითხა გაკვირვებულმა. ახლა დავაკვირდი და მთელი სხეული მითრთოდა.
-ამმ... არ ვიცი, არაფერი - ვუპასუხე დაბნეულმა.
-სულ ცახცახებ და ტყუილები არ გამოგდის, რახდება?! - გამიმეორა შეკითხვა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა.
-არაფერი-თქო! - ვუპასუხე გაბრაზებულმა ჩემი დაბნეულობის დაფარვის მიზნით და გვერდზე გავიხედე. ეს ალბათ იმ შეტყობინების ბრალი იყო. ვიღაც არ ხუმრობდა და ეს ძალიან მაშნებდა.
-ამჯერად დაგიჯერებ, მაგრამ იცოდე, მერე ტყუილები აღარ გაგივა - აღარ შევპასუხებივარ.
ჩანთა გავხსენი და ბაჩოს მაისური ამოვაცურე
-აი ეს მოვიტანე. მადლობა - მაისური გავუწოდე, საპასუხოდ მხოლოდ გაეცინა - რაარის სასაცილო? - ვკითხე გაკვირვებულმა და ცოტა გაბრაზებულმაც.
-შენ უფრო გიხდება, გქონდეს - მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. სირცხვილისგან თვალები ძირს დავხარე და მაისური ჩანთაში ჩავაბრუნე - რა ბავშვური ხარ - მითხრა დამთბარი ხმით. - გიხდება ეგ წითელი ლოყები - გული ამიჩქარდა, ამოვხედე და გამეცინა.
-რა გაცინებს?(ბაჩო) - ახლა მან მკითხა გაკვირვებულმა.
-ჩემი უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება რატომ გიყვარს - ვკითხე სიცილით. მანაც გამიღიმა, შემდეგ ჩაფიქრდა და მიპასუხა
-ოოო, ეგ ცოტა რთული კითხვაა. ალბათ იმიტომ, რომ შენი წითელი ლოყები მომწონს - ოდნავ გავუღიმე და თვალებში ჩავხედე. ისეთი სითბოთი მიყურებდა, კინაღამ მის წინ დავდნი. ნელა მომიახლოვდა. გულისცემა და პულსი ამიჩქარდა. მისი სუნთქვა ყელზე დამეცა და ტანზე ეკლებმა დამაყარეს. მუცელში პეპლებიც დაფრინავდნენ და ტორნადოებიც. ხელი სახესთან მომიტანა და თმებზე ჩამომისვა. სახე ისე ახლოს ჰქონდა, რომ ოდნავი განძრევის შემთხვევაშიც კი პირდაპირ ტუჩებში ვაკოცებდი. გაშეშებული და სუნთქვაგახშირებული ვიჯექი მის წინ და თვალებში ვუყურებდი. სახე უფრო ახლოს მოსწია და ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა. ასე მეგონა ის ადგილი ამეწვა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. მისი სურნელი ცხვირში მომელამუნა და მეც თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა სისხლი აჩქარებულად ჩემს ვენებში. სხეულის თითოეული წერტილი დაძაბული მქონდა და ბაჩოს სურნელით თავბრუ მეხვეოდა. ლოყაზე თავისი ცხელი ტუჩები მომაკრო, შემდეგ კი ნელა მომშორდა და თვალებში ჩამხედა. სირცხვილისგან მის თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი. დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და ისევ ხეს მიეყრდნო.
-ჩემთან ეგ წითელი ლოყები არ უნდა დამალო - მითხრა ხმადაბლა და სადღაც შორს გაიხედა.
-წარბი როგორ გაქვს? - უხერხული სიტუაციის განმუხტვა ვცადე
-კარგად - გადმომხედა და გამიღიმა. ამ დროს ტელეფონზე დეიდაჩემმა დამირეკა.
-ხო ნატო - ვუპასუხე და თან ბაჩოს გავხედე, რომელიც ყურადღებით მაკვირდებოდა
-ნინი, სად ხარ?
-რამე ხდება?
-მე რაღაც საქმეები გამომიჩნდა და შეძლებ გვანცა დაიტოვო?
-ახლა ბაღში არაა? - საათს დავხედე და ჯერ 12 საათი იყო.
-კი, მაგრამ ბაღის მერე რომ გამოიყვანო. საღამომდე არ მეცლება მე.
-კი, როგორ არა. 7-ზე მივიდე ხო?
-ხო, ან თუ გინდა 6-ზე.
-კაი - ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში ჩავაგდე.
-რა ხდება?(ბაჩო) - მკითხა ინტერესით
-გვანცა უნდა გამოვიყვანო ბაღიდან და მივხედო დეიდაჩემის სახლში მოსვლამდე - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ.
-რადგან უნივერსიტეტში არცერთი არ მივდივართ, რა გავაკეთოთ?
-რავი. შენ რა გინდა?(მე) - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-მე რაც მინდა, ჯერ ადრეა - თავხედურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
-დებილი ხარ რა - ხუმრობით გავკარი ხელი და მეც გამეცინა.
საღამომდე დრო „ღლაბუცობაში“ გავიყვანეთ. პარკში დავსეირნობდით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. საათის რომ დავხედე უკვე 7 ხდებოდა და ჩვენც ბაღისკენ წავედით. გვანცა ჩემი დანახვისას სიხარულით გამოიქცა და ჩამეხუტა
-თქვენ მიგყავთ გვანცა? - მოვიდა დაახლოებით 40 წლის ქალი და ღიმილით გადმომხედა
-დიახ, მე მისი დეიდაშვილი ვარ - თავაზიანად გავუღიმე და გვანცა ხელში ავიყვანე
-კარგით, ნახვამდის
-კარგად ბრძანდებოდეთ - დავემშვიდობე და გარეთ გამოვედით.
-ცენ ნინის მეგობარი ქალ ქო?(გვანცა) - იკითხა გაკრეჭილმა და ბაჩოს გახედა.
-კი(ბაჩო) - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. გვანცამ აიტეხა ბაჩოსთან მინდაო, ჩემს ხელებში აღარ ჩერდებოდა - მომეცი დავიჭერ - მითხრა და ხელები გამომიწოდა - ბავშვი უხერხულად მივაწოდე და გზა გავაგრძელეთ. გზაში სახლამდე გვანცას ენა არ გაუჩერებია. სულ ბაღის ამბებს ყვებოდა და ტიტინებდა. სადარბაზოსთან რომ მოვედით ბაჩომ გვანცა ძირს დასვა და მე მომიბრუნდა
-ხვალამდე - მითხრა და გამიღიმა
-ხვალამდე - საპასუხოდ მეც გაუღიმე და გვანცას ხელი ჩავჭიდე.
ნელა მოწია სახე ახლოს და ლოყაზე მაკოცა. მისმა სასიამოვნო სურნელმა თავბრუ დამახვია. იმ ადგილას კი, სადაც თავისი ტუჩები მომაკრო, ცეცხლის ალი წამეკიდა. დამშვიდობების ნიშნად თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედე და სადარბაზოში შევაბიჯე. სახლში არავინ არ იყო.
-ნინი, ლამე მაწამე ლა - ხელზე ჩამომეკონწიალა და საწყალი თვალებით ამომხედა
-მოდი ვნახოთ აბა რა გვაქვს, ოღონდ ჯერ ხელები უნდა დაიბანო - სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ სამზარეულოში შევედი. რაღაც ფაფა იყო, მგონი ამას აჭმევს ხოლმე ნატო. 5 წუთში მოვხარშე და ვაჭამე. შემდეგ ცოტა ვეთამაშე და დავაძინე.
დივანზე დაღლილი დავენარცხე და ტელევიზორი ჩავრთე. არხიდან არხზე უაზროდ ვრთავდი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ცოტა ხანში კარზე ზარი იყო. ნატო სახლში შემოვუშვი და პირდაპირი რეისით წავედი ჩემი ოთახისკენ.
მეორე დილით უფრო ენერგიულად გავიღვიძე. სწრაფად ჩავიცვი და უნივერსიტეტის გზას დავადექი. აუდიტორიის ოთახში შესულს პირდაპირ ლიკა და თათა დამეტაკნენ, სკამზე მათ შუაში დამსვეს და უკმაყოფილო სახეები „აიწეპეს“.
-რამე ხდება? - ვიკითხე გაკვირვებულმა
-გუშინ სად იყავი?!(თათა)
-უფროსწორედ ვისთან ერთად იყავი?!(ლიკა) - დამაყარეს კითხვები
-რა გჭირთ ხალხო - გამეცინა მათ უაზრო საქციელზე და ორივეს გადავხედე
-მომისმინე ნინი, ბაჩო ძალიან შავ-ბნელ საქმეებშია გახვეული. არ გირჩევ მასთან დაახლოებას(ლიკა) - მითხრა და თანაგრძნობით გადმომხედა
-გავიგე ხოო ვაა! - ამოვიოხრე მათი გაფრთხილებებით შეწუხებულმა და თავი ხელებში ჩავრგე.
-გუშინ კი კარგად გაერთე მასთან ერთად და...(თათა) - მითხრა და წარბები აზიდა
-თქვენ საიდან იცით მე სად და ვისთან ერთად ვიყავი?!(მე)
-რა საიდან ვიცით გოგო, მთელი უნივერსიტეტი თქვენზე ჭორაობს(ლიკა)
-მაგარი პოპულარულები ხართ(თათა) - გაეცინა თათას და მაშინვე ლიკას ბრწკენა დაიმსახურა - ეე, ხელიი!!! - ხელი სწრაფად გამოსწია და ნატკენი ადგილი დაიზილა
-რა არი სასაცილო გოგო!(ლიკა) - გაუბრაზდა დაქალს და თავი გააქნია რა გეშველებათო.
მე დასჯილი ბავშვივით ხმა ვეღარ ამოვიღე. მაინც ხომ უნდა გამერკვია რა საქმეში იყო ბაჩო გახვეული. თან გამაფრთხილებელი წერილი!.. გუშინ მეორეჯერ მომივიდა უკვე. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო და საშიში იყო...

........
ესეც შემდეგი თავი...
ძალიან მიხარია, რომ მიკომენტარებთ
თავების ზომას რაც შეეხება, დღეს ამხელა გამომივიდა და შემდეგისთვის შევეცდები კიდევ უფრო გავზარდო.
ყველა მიყვარხართ და ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი ანკა

nini5852
ძალიან კარგი იყო.

მადლობაა love

 


№2  offline წევრი KaTE:))

რჩევა მაქვს. მე შენს ადგილას, რომ ვიყო ამ ესემის შესახებ ბაჩოს ვეტყოდი და უფრო ჩავხლართავდი ამასობაში ჩვენს გოგოსაც ყველაფერს გავაგებინებდი ბაჩოზე. ცოტა კამათიც იქნებოდა და საინტერესო ს გახდიდა ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ ^_^ <3
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline მოდერი ანკა

KaTE:))
რჩევა მაქვს. მე შენს ადგილას, რომ ვიყო ამ ესემის შესახებ ბაჩოს ვეტყოდი და უფრო ჩავხლართავდი ამასობაში ჩვენს გოგოსაც ყველაფერს გავაგებინებდი ბაჩოზე. ცოტა კამათიც იქნებოდა და საინტერესო ს გახდიდა ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ ^_^ <3

ასე მგონია ჩემს აზრებს კითხულობ wink შემდეგ თავში ვაპირებდი მაგეებს wink love

 


№4  offline მოდერი ^paradise^

ანკა ისტორია ძალიან მაგარია,მაგრამ როდესაც ბაჩო პარკში მივიდა ნინისთან მეგონა,რომ ნინი ტელეფონს ამოიღებდა და ბაჩოს სმსს წააკითხებდა.. მაგრამ რატომღაც არ ქნა <3 მართლა ძალიან საინტერესოააა <3 მმმმ,მაინც არ მეყოო tongue winked

 


№5  offline მოდერი ანკა

^paradise^
ანკა ისტორია ძალიან მაგარია,მაგრამ როდესაც ბაჩო პარკში მივიდა ნინისთან მეგონა,რომ ნინი ტელეფონს ამოიღებდა და ბაჩოს სმსს წააკითხებდა.. მაგრამ რატომღაც არ ქნა <3 მართლა ძალიან საინტერესოააა <3 მმმმ,მაინც არ მეყოო tongue winked

ყველაფერი იქნება არ ინერვიულოთ wink შევეცდები კიდევ გავზარდო თავები love

 


№6  offline მოდერი ჯია

სუპერ გოგო ხარ ❤️

 


№7  offline წევრი bar bare

Rogorc yoveltvis idealuri xar <3

 


№8  offline წევრი KaTE:))

ანკა
KaTE:))
რჩევა მაქვს. მე შენს ადგილას, რომ ვიყო ამ ესემის შესახებ ბაჩოს ვეტყოდი და უფრო ჩავხლართავდი ამასობაში ჩვენს გოგოსაც ყველაფერს გავაგებინებდი ბაჩოზე. ცოტა კამათიც იქნებოდა და საინტერესო ს გახდიდა ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ ^_^ <3

ასე მგონია ჩემს აზრებს კითხულობ wink შემდეგ თავში ვაპირებდი მაგეებს wink love

ძალიან კარგია wink love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№9  offline მოდერი ანკა

ჯია
სუპერ გოგო ხარ ❤️

მადლობა დიდიი <3 <3 <3 უკვე ძალიან შემიყვარდიი love
bar bare
Rogorc yoveltvis idealuri xar <3

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო love ძალიან მახარებთ ასეთი თბილი კომენტარებით love

KaTE:))
ანკა
KaTE:))
რჩევა მაქვს. მე შენს ადგილას, რომ ვიყო ამ ესემის შესახებ ბაჩოს ვეტყოდი და უფრო ჩავხლართავდი ამასობაში ჩვენს გოგოსაც ყველაფერს გავაგებინებდი ბაჩოზე. ცოტა კამათიც იქნებოდა და საინტერესო ს გახდიდა ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ ^_^ <3

ასე მგონია ჩემს აზრებს კითხულობ wink შემდეგ თავში ვაპირებდი მაგეებს wink love

ძალიან კარგია wink love

love love love

 


№10  offline წევრი lamazmani

ი ძაან ძაან მაგაარი გოგო ხარ მალე გააგრძელე ველი მუთმენლად love

 


№11  offline მოდერი ანკა

lamazmani
ი ძაან ძაან მაგაარი გოგო ხარ მალე გააგრძელე ველი მუთმენლად love

ხვალ დავდებ შემდეგს აუცილებლაად love

 


№12  offline წევრი nino(g)

damainteresa..yochag

 


№13  offline მოდერი ანკა

nino(g)
damainteresa..yochag

მადლობა დიდიი <3 <3 <3 მიხარია რომ მოგეწონა love

 


№14  offline წევრი Sexy Mädchen

ბაჩუკიი,რა სიცოცხლეაა:დ მალე დადე უფრო დიდი თავი რა;)
--------------------
:)

 


№15  offline მოდერი ანკა

Sexy Mädchen
ბაჩუკიი,რა სიცოცხლეაა:დ მალე დადე უფრო დიდი თავი რა;)

აუცილებლაად <3 <3 <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონსს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent