აკრძალული ხილი(4 ნაწილი)
უცნობის წერილზე ფიქრმა მთელი ლექციების განმავლობაში მოსვენება არ მომცა, ამას ბაჩოს გამუდმებული მზერა ემატებოდა და ძალიან აფორიაქებული ვიყავი. გოგოებმა იმ საღამოს კლუბში წასვლა შემომთავაზეს, თუმცა ვიუარე და გადაუდებელი საქმე მოვიმიზეზე. ბაჩოსთვის ყველაფერი უნდა მეთქვა... ლექციების შემდეგ სახლის გზას დავადექი. ვიცოდი, რომ ბაჩო გამომყვებოდა და არც შევმცდარვარ. -ნინი, დამელოდე! - გამომძახა და ნაბიჯს აუჩქარა. მომიახლოვდა და ჩემთან ერთად განაგრძო სიარული. საუბრის დაწყებას მაქსიმალურად ვწელავდი, თითქოს მეშინოდა რაიმე ცუდის გაგების. ფიქრებში ვიყავი გართული და ჩემს გარშემო ვერავის ვამჩნევდი -ნინი, რამე ხდება?(ბაჩო) - მკითხა დაეჭვებულმა. იმწამსვე გავჩერდი, ბაჩოს თვალებში შევხედე და ღრმად ჩავისუნთქე. აშკარად გაუკვირდა ჩემი ასეთი საქციელი -კი, ბაჩო, ხდება. სადმე წავიდეთ რა, მგონი ბევრი სალაპარაკო გვექნება - ვუთხარი და ბაჩოს გაოცებულ თვალებს გადავაწყდი. -რამე მნიშვნელოვანია? - მაინც ვერ შეიკავა თავი კითხვის დასმისგან -ასე ვერ გეტყვი. წამო პარკთან ტყეში წავიდეთ -წამო - გზას გავუყევით და დანიშნულების ადგილას მალე მივედით. ტყეში ცოტა შიგნით შევედი და გავჩერდი. ბაჩომაც მომბაძა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა. არ ვიცოდი საუბარი რითი დამეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ბევრს ვიბოდიალებდი სანამ საქმეზე გადავიდოდი, მაინც დავიწყე: -უნივერსიტეტში რომ გადმოვედი და შენ გაგიცანი, თავიდანვე თავის ჩემგან შორს დაჭერა დაიწყე. მეც მაფრთხილებდი, რომ არ მოგკარებოდი, თუმცა მე არ დაგიჯერე და შენს და სხვების გაფრთხილებებს ყურადღება არ მივაქციე. ერთ დღესაც ვიღაც ორი კაცი მომადგა და მითხრეს, რომ თუ შენთან ურთიერთობას არ შევწყვეტდი ვინანებდი. მაშინ იმას ყურადღება არ მივაქციე... - დავინახე, თუ როგორ დაეჭიმა ძარღვები. ხელები სახეზე მოისვა დასამშვიდებლად და ისევ მე შემომხედა - გუშინ, აი მაშინ, ტყეში რომ ვიყავი მარტო კიდევ ესემესი მომივიდა... - ტელეფონი ავიღე და გავუწოდე. მაშინვე გამომართვა და შეტყობინება წაიკითხა. მეგონა მიყვირებდა და გამიბრაზდებოდა, როდესაც გაიგებდა, რომ ასეთ რამეს ვუმალავდი, მაგრამ შევცდი. ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ხმა არ ამოუღია, რაც თავს უფრო დამნაშავედ მაგრძნობინებდა. -არაფერს მეტყვი? - ვკითხე ხმადაბლა და ჩემს მობილურს მიჩერებულ ბაჩოს გავხედე. -რა უნდა გითხრა - მითხრა და ნერვიულად ჩაიცინა - ყველაფერი ჩემი ბრალია, მე გაგრიე ამ ბინძურ საქმეში. იდიოტი ვარ! ნამდვილი იდიოტი!!! - დაიყვირა უეცრად და მოულოდნელობისგან შევხტი - რამეს ვიზავ, არ ვიცი რას, მაგრამ რამეს მოვახერხებ. არ ინერვიულო, ვერაფერს დაგიშავებენ - მობილური მომაწოდა, შუბლზე მაკოცა და გაბრუნდა. -სად მიდიხარ? - მივაძახე ჩემგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ბაჩოს -დაგირეკავ საღამოს - ესღა თქვა და გაუჩინარდა. სახტად დავრჩი. ჩანთას ხელი დავავლე და სახლში წავედი. ჯერ არავინ არ იყო, არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი. გვანცა ბაღში იქნებოდა. ვჭამე და ჩემს ოთახში შევედი. გული ცუდს მიგრძნობდა. თითქოს მშვიდი დღეები მელეოდა. თვალები დავხუჭე და დამეძინა. ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, ნომერს არც დავხედე ისე ვუპასუხე -გისმენთ -ნინი -ხო ბაჩო - მაშინვე ვიცანი მისი ბოხი ხმა -შენს სახლთან ვარ, ჩამოდი გელოდები... -კარგი - საწოლიდან წამოვიზლაზნე, ჩავიცვი და დერეფანში გავედი. -ნინი სად მიდიხარ? - გამომძახა სამზარეულოდან ნატომ და თავი გამოყო -მეგობარს უნდა შევხვდე -კარგი, გვიან არ მოხვიდე -კაი - კარი გამოვიხურე და კიბეებზე ჩავედი. სადარბაზოსთან ბაჩო დავინახე კედელზე მიყუდებული. ჩემი დანახვისას სიგარეტი გადააგდო და გამიღიმა. -წამოდი, გავისეირნოთ(ბაჩო) - გზას პარკისკენ გავუყევით. თითებს ნერვიულობისგან ვიმტვრევდი და გამბედაობას ვიკრებდი, რომ ხმა ამომეღო. -ბაჩო, ესემესზე რა გაარკვიე? - ვკითხე ინტერესით -საქმე რთულადაა - ამოიოხრა და შორს გაიხედა -არ ფიქრობ, რომ უნდა ვიცოდე? - შევეცადე შემეპარებინა. -კი - მიპასუხა სერიოზულად -მერე? არ აპირებ რომ მომიყვე? - ვკითხე უფრო იმედიანად -დღეს არა - საყვარლად გამომხედა და გაიცინა. -კარგი რაა... - ამოვიწუწუნე და მუდარის თვალებით შემომხედა -დამიჯერე, არ მოგეწონება რასაც გაიგებ -სიმართლე უნდა ვიცოდე! - ვუპასუხე მკაცრად -ხოდა გაიგებ, მაგრამ დღეს არა - ისევ მშვიდად მცემდა პასუხებს -მაშინ ტყუილად ჩემოვსულვარ! მე სახლში წავალ... - ვუთხარი გაბრაზებულმა და უკან მივბრუნდი. მაჯაზე იმწამსვე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, რამაც ბაჩოს სხეულისკენ მიმაბრუნა. მეორე ხელი წელზე მომხვია და ტანზე ამიკრო. ასე ახლოს მასთან პირველად ვიყავი და ამან ძალიან დამაბნია. გული ამიჩქარდა და სახეზე სისხლი მომაწვა. თავი ახლოს მოსწია და ჩემი სურნელი ჩაისუნთქა. გაშეშებული ვიდექი და განძრევას ვერ ვახერხებდი. ბაჩომ ხელი მაჯიდან მომაშორა, თმა უკან გადამიწია და კისერში მხურვალედ მაკოცა. -უშენოდ არ შემიძლია ნინი, ამ საქმეში მე გაგრიე, მაგრამ გპირდები, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიცავ. ვერავინ მოგეკარება - ყურში მეჩურჩულებოდა და ხელით ტანზე მჭიდროდ მიკრავდა. მისი სურნელი მაბრუებდა და ვერც ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. კისერზე კიდევ ერთხელ მომაკრო თავისი ცხელი ტუჩები და შემდეგ თავი ზემოთ ამოსწია. ჯერ ტუჩთან ახლოს მაკოცა, შემდეგ ნელ-ნელა მოიწია და ნაზად შემეხო ქვედა ბაგეზე. კოცნაში მეც ავყევი, ხელი მის თმაში შევაცურე და მოვქაჩე. ეს რაღაც სხვანაირი გრძნობა იყო... ტუჩები დამიგემოვნა და ძლივს მოწყდა. -ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი... სხვას არასდროს მივცემ იმის უფლებას, რომ ისე შეგეხოს როგორც მე... ისე მოგეფეროს როგორც მე... ისე გაკოცოს როგორც მე, რადგან დღეიდან მე მეკუთვნი - თვალებში ჩამხედა და ბოხი ხმით მითხრა. - წამოდი, ცოტა კიდევ გავისეირნოთ - ხელი წელზე მომხვია და გზა გავაგრძელეთ. ბედნიერებისგან სიარულის მაგივრად დავფრინავდი. ხმას არცერთი აღარ ვიღებდით, თითქოს სიჩუმე ამომბდა ყველაფერს. ბევრჯერ დუმილი უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე ლაპარაკი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ორივე რაღაც საშინელი საფრთხის წინაშე ვიყავით, თუმცა მე მისი მჯეროდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც გაგაჩნია საყვარელი ადამიანის რწმენა... რწმენა იმისა, რომ მუდამ შენს გვერდით იქნება. მე ამ ბედნიერებას სრულიად განვიცდიდი და მიხაროდა, რომ ბაჩოს შევხვდი. -ხვალამდე - ტუჩებში მაკოცა და გამიღიმა. -ხვალამდე - ვუპასუხე ღიმილით და სახლისკენ წავედი. კარი შევაღე თუ არა, გვანცა გამოტანტალდა და მომეგება -ნინიი, მოქვედიი? - მკითხა გახარებულმა და ხელები მაღლა ასწია იმის ნიშნად, რომ ამეყვანა. მეც არ დავაყოვნე, ჰაერში ავიტაცე და ლოყაზე ვაკოცე -მოვედი ჩემო პრინცესაა. დედიკო სახლშია? -კი, ცემი დედიკოც და სენიც - მიპასუხა და მისაღები ოთახისკენ გაიხედა. -ნინი, მოხვედი?(ლელა) - მითხრა და ღიმილით გამომხედა. -ხო, რახდება ოჯახური კრება გვაქვს? - ვიკითხე ხუმრობით და დივანზე ჩამოვჯექი გვანცასთან ერთად. -ამ ბოლო დროს სახლში გვიან მოდიხარ - მითხრა დედაჩემმა და ეჭვისთვალით გადმომხედა. -ახალ მეგობრებთან ერთად ვერთობი, რამე პრობლემაა? - გავიკვირვე და დეიდაჩემსაც გადავხედე -კაი, ლელა, ახალგაზრდაა, აცადე გართობა(ნატო) - ასპარეზზე ნატო გამოვიდა. დედაჩემმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. -მე წავედი დავიძინებ - კიდევ ერთხელ გადავხედე ორივეს და შემდეგ ჩემს ოთახს მივაშურე. შუაღამეს ტელეფონის წრიპინმა გამაღვიძა. ბაჩოს ნომრიდან ესემესი იყო მოსული „უკვე მენატრები“- გამეცინა და პასუხი ავკრიფე „ამ შუაღამისას არ გძინავს?“ - პასუხმაც არ დააყოვნა „შენზე ვფიქრობ და ვერ ვიძინებ. შენთან მოვალ რა“ - ვიფიქრე, ეს სულ გაგიჟდა-თქო და მეც ხუმრობით მივწერე „კარგი მოდი, გელოდები“ - აღარ მოუწერია. ტელეფონი გვერდზე გადავდე და თავი ბალიშზე დავდე. თვალწინ ბაჩო ამომიტივტივდა და ჩამეღიმა. ცოტახანში ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგე. გულგახეთქილი წამოვხტი და გარეთ გავიხედე. ბაჩო ფანჯარაზე იყო ამოცოცებული და მიკაკუნებდა რომ გამეღო. სწრაფად მივედი ფანჯარასთან, გავაღე და ოთახში ბაჩო შემოვუშვი -შენ რა მართლა მოხვედი?! - ვკითხე გაოცებულმა. -ხომ მითხარი მოდი გელოდებიო - გაიკვირვა და ოთახში გაიარ-გამოიარა. -ღმერთო ჩემოო... და იმაზე არ იფიქრე რომ გაგეხუმრე? - ვკითხე სიცილით -რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ახლა აქ ვარ და არსად წამსვლელი არ ვარ - გამომიცხადა ამაყად და საწოლზე ჩამოჯდა. რა შარში ვარ! ახლა ამას რა ვუყო!.. ოთახში წინ და უკან დავდიოდი და საწოლზე მჯდომ ბაჩოს ყურადღებას არ ვაქცევდი. -ისე გაითვალისწინე, რომ თავშეკავებულობით არ გამოვირჩევი - გამაფრთხილა ბოხი ხმით და მთლიანად ამათვალიერა. ჩემს თავს ჩავხედე და ახლა გამახსენდა, რომ საღამურებში ვიყავი, თანაც უკიდურესად მოკლეში. -გადი და გამოვიცვლი - ვუთხარი და დაველოდე როდის ადგებოდა. -სად გავიდე - მიპასუხა სიცილით - გინდა შენებმა მნახონ შუაღამეს აქ? -აუ არა - ხელი შუბლზე მივირტყი და ფიქრი დავიწყე, თუ როგორ გადამერჩინა თავი. -აზრი არ აქვს გამოცვლას, დაწექი და მეც შენთან ერთად დავიძინებ - მომიახლოვდა, ხელი წელზე ნაზად მომხვია და კისერზე მაკოცა. მთელს ტანზე ავხურდი, მის მავთულ-ხლართებს თავი ძლივს დავაღწიე და საწოლში შევწექი. ბაჩომ მაისური გაიხადა და სკამზე მიაგდო -რას აკეთებ? - ვკითხე გაკვირვებულმა და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა -ვიხდი, აბა ტანსაცმლით ხომ არ დავიძინებ - მიპასუხა სიცილით ჩემი აზრების მიხვედრისას და გვერდზე მომიწვა. -შენ რა, მართლა აქ დარჩენას აპირებ? - ვკითხე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -ხო - მითხრა უდარდელად - მოიწიე რა, ჩაგეხუტო - ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმწია. ვერ წარმოიდგენთ იმ წამს რას ვგრძნობდი. ბაჩოს შიშველ სხეულზე აკრულს ასე მეგონა, მთელი ტანი მეწვოდა. -ნუ ხარ დაძაბული - ჩამჩურჩულა ყურში და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. ცოტა მოვდუნდი, თავი მის კისერში ჩავრგე, ფილტვები სასიამოვნო სურნელით გავივსე და გავირინდე. დილით საოცარი სიმძიმის შეგრძნებამ გამაღვიძა. შეგრძნებამ რა... ბაჩო მეწვა ზემოდან და შეგრძნებაზე მეტიც იქნებოდა! ორივე ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, თავი ჩემს მკერდზე ედო და ფეხები ერთმანეთში გვქონდა გადახლართული. საწოლიდან დენდარტყმულივით წამოვხტი და ბაჩოც გავაღვიძე -ბაჩო, წადი აქედან მალე! ვინმე რომ შემოვიდეს რა ავუხსნა მერე - ვუთხარი და მხრებზე დავეჯაჯგურე -მმმმ... მაცადე რა ძილიი... - ამოიზმუვლა და ბალიში კარგად ჩაიხუტა -აუ ბაჩოო... გთხოოვ... - ახლა მუდარის ტონით დავიწყე მისი გამოფხიზლება, თუმცა ვერაფერი გავაწყვე. -მე-ძი-ნე-ბა - დამიმარცვლა და ძილი განაგრძო. თავში ეშმაკურმა იდეამ გამიელვა. ბაჩოსკენ ნელ-ნელა დავიხარე და ქვედა ტუჩზე ნაზად ვაკოცე. შემდეგ მოვშორდი და მიტრიალებას ვაპირებდი, როდესაც ბაჩომ ხელი დამავლო და მასთან ერთად დავენარცხე საწოლზე. -სად გამირბიხარ? - თავი წამოყო და ტუჩებზე მომაშტერდა. მხურვალედ მაკოცა და შემდეგ მომშორდა. -ბაჩო, წასასვლელი ხარ, ვინმე შემოვა - ვუთხარი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. -ისეთი გემრიელი ხარ შემომეჭმები - ყურში ჩამჩურჩულა და საწოლიდან წამოდგა. მეც წამოვჯექი და მის დაკუნთულ სხეულს ყურება დავუწყე. მაისური გადაიცვა, ტუჩებში მსუბუქად მაკოცა და ფანჯარა გამოაღო -დროებით - გამიღიმა და გადახტა. სულ ღიღინით ჩავიცვი ტანზე, ვისაუზმე და უნივერსიტეტის გზას დავადექი. უეცრად გამახსენდა, რომ ბაჩო დამპირდა ყველაფერს დღეს მოგიყვებიო. ამაზე ფიქრში ავნერვიულდი, ოთახში ფანჯარასთან ახლოს დავჯექი და წიგნში ჩავიხედე, რომელიც რამდენიმე დღე იყო გასული უკვე რაც არ გადამეშალა. -პრივეტ ნინუც(თათა) - მხიარულად გადამეხვია და გადამკოცნა -ნინიი!.. მოდი მეც გაკოცო(ლიკა) - გვერდზე მომისხდნენ და ამბები გამომკითხეს. -რაღაც ძაან ვეღარ იცლი ჩვენთვის(თათა) - ჩაილაპარაკა მოწყენილმა და ლიკამაც თანხმობით ნიშნად თავი დაუქნია. -რავქნა, ბოდიშით გოგოებო. საქმეები მქონდა და ვერ ვიცლიდი - დავიწყე თავის მართლება -დღეს კინოში მივდივართ და მერე კაფეში. ხომ წამოხვალ?(ლიკა) - მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა -იციით... -კარგი რაა(თათა) - გამაწყვეტინა უკმაყოფილო თათამ და ხელები წინ გადაიჯვარედინა უფრო მეტი დრამატულობისთვის -კარგით, კარგით... წამოვალ - ხელები მაღლა ავწიე დანებების ნიშნად და ორივეს გადავხედე. -ეს უკვე მომწონს - ტაში შემოჰკრა თათამ - ძველი ნინი გვიბრუნდება - გვერდზე მომიჯდა და ლექციებიც დაიწყო. მთელი დღე გონებაგაფანტული ვიყავი. თავში არაფერი ჩამდიოდა. ლექციების შემდეგ კინოში წავედით. რაღაც კომედია იყო, თუმცა ზედაც არ შემიხედავს. ბაჩომ მომწერა სად ვიყავი და მეც პასუხი არ დავაყოვნე. მითხრა, რომ კაფეში გამომივლიდა და დავლოდებოდი. -რამე ხდება?(ლიკა) - გადმომხედა ტელეფონის ეკრანზე მიჩერებულს. -არაფერი ისეთი - მხრები ავიჩეჩე და კინოს გავხედე -ვინ იყო?(ლიკა) - მკითხა და წარბები ზემოთ აზიდა -ბაჩო - დამალვას პირდაპირ თქმა ვარჩიე. -გოგო გაგიჟდი?!(თათა) - ახმა ამან წამოყო თავი მისი სახელის გაგებისას -რა უნოდა?(ლიკა) -საღამოს გამომივლის კაფედან რომ გამოვალთ. -თქვენ რა ერთად ხართ?(თათა) - მკითხა გაკვირვებულმა -ჰო რა... - თქვი თითქმის ჩურჩულით და ტელეფონი ხელში ავათამაშე. -იცი მაინც მაგის წარსული?(ლიკა) - არ მეშვებოდა -ჯერ არა, მაგრამ გავიგებ! - არ ჩამოვრჩი კამათში. -მერე ინანებ!(თათა) - ახლა ამან დაამატა საყვედურის ტონით -თქვენ საერთოდ არ იცნობთ ბაჩოს!(მე) -არც შენ, და ფრთხილად იყავი ძალიან არ შეტოპო!(ლიკა) -მგონი ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და მე უნდა გადავწყვიტო ვის შევხვდები და ვის არა! - ფეხზე წამოვხტი და წარბშეკრულმა და ნერვებმოშლილმა გადავხედე ორივეს. არაფერი უპასუხიათ, მხოლოდ უკმაყოფილო მზერით მიყურებდნენ. - წავედი მე რა... მეგონა გამიგებდით!.. - ჩავილაპარაკე დანანებით და დარბაზიდან გამოვვარდი. უკან თათა გამომეკიდა -ნინი, მოიცადე, სად მიდიხარ?! - დამეწია და ხელზე მომქაჩა -არ ვიცი, „სახიფათო“ ბაჩოს დავურეკავ და სადმე წავალ - ვუთხარი და ბაჩოს „ტიტული“ მკვეთრად წარმოვთქვი. -ნიინ, კარგი რაა... ჩვენ შენთვის გვინდა კარგი, მეტი არაფერი... - თქვა და დამნაშავეს თვალებით შემომხედა. -ვიცი, ვიცი... მაგრამ ხომ შეიძლება მეც გამიგოთ - ვუთხარი უფრო წყნარად -კარგი, იყოს როგორც შენ გინდა - გამიღიმა და ხელი ჩამკიდა - მე აღარ ჩავერევი... ახლა კი წამოდი კინოს ყურება გავაგრძელოთ - დარბაზში მიმაბრუნა და კინოს ყურებაც გავაგრძელეთ. მალევე დამთავრდა. რომ გეკითხათ რომელი კინოს საყურებლად იყავიო, პასუხს ვერ გაგცემდით, რადგან ზედაც არ შემიხედავს. იქვე მახლობლად კაფეში შევიარეთ და ბევრიც ვიჭორავეთ. ლიკამაც ბოდიში მომიხადა, ზედმეტი მომივიდაო... მითხრეს, თუ რამე დაგჭირდება ჩვენ სულ შენს გვერდზე ვიქნებით და ჩვენი იმედი გქონდესო. ერთი სიტყვით, შევრიგდით. შემდეგ ბაჩომ მომაკითხა. გოგოები უხერხულად მიესალმნენ. ბაჩომ ჯელტმენურად შესთავაზა მათ სახლში წაყვანა და ისინიც დაგვთანხმდნენ. სახლებში „ჩამოვარიგეთ“ და გზა განვაგრძეთ. -სად მივდივართ? - ვკითხე ინტერესით და გვერდზე გავხედე. -ჩემთან სახლში - მოკლედ მიპასუხა და ისევ გზას გახედა. -შენზე უნდა მომიყვე? -ხომ დაგპირდი და შევასრულებ - ღრმად ამოისუნთქა და მანქანა გააჩერა. სახლში შევედით. ოთახებში ბაჩოს სურნელი ტრიალებდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. დივანზე დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. ხელი გადამხვია და თავისთან ახლოს მიმწია. -მომენატრე - მითხრა ვნებიანად და კისერში რამდენჯერმე მაკოცა, შემდეგ კი ტუჩები დამიგემოვნა. ხელები წელზე მომხვია, თავისკენ მიმწია და მარტივი მოძრაობით თავი მის კალთაში ამოვყავი. ხელები კისერზე მოვხვიე, ტანზე უფრო ავეკარი. თვითონ ხელები მაიკის ქვეშ შემიცურა და თავისი გრძელი თითები ჩემს ხერხემალზე აასრიალა. ტანზე სასიამოვნო ეკლებმა დამაყარეს. ტუჩები დამიკოცნა და შემდეგ კისერზე გადავიდა. -ბაჩო, ახლა ამის დრო არ არის - ამოვიჩურჩულე და ხელები მაჯაში წავავლე. -შენთან თავის შეკავება მიჭირს - სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა და თავი დაბლა დავხარე. თითებით თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. - შენი აწითლებული სახე მაგიჟებს - ტუჩებში მსუბუქად მაკოცა და გამიღიმა. - მოგიყვე? - მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა. -აჰაამ - თავი დავუქნიე, ხელები კისერზე მოვხვიე და მის კალთაში კომფორტულად მოვთავსდი. -დამპირდი, რომ ამის გაგების შემდეგ არ დამტოვებ და სულ ჩემთან იქნები - მითხრა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა. -ბაჩო, მე... გპირდები... - მცირეოდენი პაუზის შემდეგ თავი დავუქნიე, ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო: -2 წლის წინ მშობლები მომიკლეს... - თვალებში მომენტალურად დიდი ტკივილი ჩაუდგა. ვიფიქრე, იქნებ გავაჩერო-თქო, თუმცა ჩემთვის ამის მოსმენა აუცილებელი იყო. თავი ჩავხარე და მოსმენა განვაგრძე - მიზეზი ძველი ჩხუბი იყო. მე, ლუკას და თემოს ჩხუბი მოგვივიდა ერთი გოგოს გამო, ლუკას შეყვარებული იყო და მეორე ბანდის მთავარსაც მოსწონდა - დემე კერესელიძეს. ერთ-ერთი გარჩევისას საქმე უკიდურესად დაიძაბა. იარაღი, რა თქმა უნდა, ყველას თან გვქონდა. ის ნაბ*****ი ლუკას მოკვლას აპირებდა, თუმცა მე დავასწარი, ტყვია შუბლში გავარტყი და სიცოცხლეს გამოვასალმე. შემდეგ სროლა ატყდა და მეც დამჭრეს, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. საბედნიეროდ მეტი არავინ მომკვდარა. რთული ასახსნელია, თუ მე როგორ მოვახერხე მათი ბოსის მოკვლა, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ ააქვს. ფაქტი ისაა, რომ მისი ძმა - რატი კერესელიძე - სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავიმტერე და არ მოისვენებს. მისი დავალებით მომიკლეს მშობლები და იმ ახ***ს ამას არასდროს ვაპატიებ, სამაგიეროს გადავუხდი! - იმდენად დაძაბული იყო, რომ წელზე მოხვეულ ხელს უკიდურესად მიჭერდა, თუმცა არ ვიმჩნევდი. წარსულის გახსენებამ მას დიდი ტკივილი მოჰგვარა და ეს ცხადად ემჩნეოდა. არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი შეყვარებული მკვლელი იყო და მომავალში კიდევ ერთ მკვლელობას აპირებდა. ამან ძალიან დამზაფრა, თუმცა ამწუთას ჩემი გამხნევება სჭირდებოდა. შუბლი შუბლზე მივადე და თვალები დავხუჭე. ცოტახანს თვითონაც გაჩუმდა. მისი გახშირებული სუნთქვა სახეზე მეცემოდა და მის სურნელს ვგრძნობდი. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. უეცრად კარი შემოგლიჯეს და მეც გულგახეთქილმა გავიხედე შემოსასვლელის მიმართულებით. -ბაჩოო, სახლში ხარ? - მისი ძმაკაცები იყვნენ - უი, ნინი, შენც აქ ხარ? - ოთახში ლუკა შემოვიდა ლუდით ხელში და გაკვირვებული შედგა კარის ზღურბლზე. -დასალევი მოვიტანეთ ბრატ! - ახლა თემო შემოვიდა და მანაც ლუკას მოქმედება გაიმეორე - ვაა ნინი... -გამარჯობა ბიჭებო - უხერხულად გავუღიმე და ბაჩოს კალთიდან გადმოვედი. -მოდით, მოდით... აბა რა მოიტანეთ?(ბაჩო) - ძმაკაცებს გახედა და უცბად ხასიათიც შეეცვალა. გამიხარდა, როდესაც მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალი დავინახე და მეც გავხალისდი. მხიარული ძმაკაცები ყოლია. ორივე გავიცანი და დავუმეგობრდი. საღამომდე მათთან ერთად ვიყავი. ბევრი ვიცინეთ და კარგად გავერთეთ. -ბაჩო, უკვე გვიანია და სახლში უნდა წავიდე - ჩავჩურჩულე ყურში დაღლილმა -კიდევ ცოტახანს ვერ დარჩები? - მკითხა და თვალებში საყვარლად შემომხედა -ვერა, უკვე ისედაც დიდხანს ვიყავი - ჩავილაპარაკე დანანებით და ბიჭებს გადავხედე - ბიჭებო, მე უნდა წავიდე... კარგად!.. - ორივე გადავკოცნე და კარისკენ წავედი. -გავიყვან და მოვალ(ბაჩო) - ძმაკაცებს გადახედა და უკან გამომყვა. მანქანით ჩემს სახლამდე მალე მივედით. -კარგად - გავუღიმე და კარის გაღებას ვაპირებდი, როდესაც ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, რომელმაც თავისკენ მიმაბრუნა -კოცნა დაგავიწყდა - მითხრა ბოხი ხმით და ტუჩებზე ნაზად მაკოცა. -ბაჩო, ისტორიის მოყოლა რომ არ დაგიმთავრებია? - ვკითხე და ინტერესიანი თვალები მივაპყარი. -მერე გავაგრძელოთ, ახლა წადი, დაისვენე - ხელით სახეზე მომეფერა და გამიღიმა. მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში შევედი. სახლში ისევ თავისებური მყუდროება იყო. წამიერად დამავიწყდა ბაჩოც და ის პრობლემებიც რაც მქონდა და მოსვენებას არ მაძლევდა. გვანცას იმდენი ვეთამაშე, სანამ ჩემს მკლავებში არ დაეძინა, შემდეგ კი საწოლში ჩავაწვინე და ოთახიდან გამოვედი. დეიდაჩემი მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდა, დედაჩემი კი სამზარეულოში ფუსფუსებდა. -რას უყურებ? - ნატოს ვკითხე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. -რავიცი აბა, არაფერი საინტერესო. - ამოიხვნეშა მობეზრებულად და მე გადმომხედა. - დაღლილი სახე გაქვს? დღეს ძალიან გადაიტვირთე? - მკითხა მზრუნველად -ალბათ - გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი - კარგი, მე წავალ დავიძინებ. მართლა დაღლილი ვარ - დედასაც ვაკოცე ძილის წინ და ჩემს ოთახში შევედი. არა რაა!.. საწოლი არის საუკეთესო გამოგონება, რაც კი ადამიანს შეუქმნია. კმაყოფილი ჩავწექი საწოლში და მალევე დამეძინა. მეორე დღეს შაბათი იყო, ამიტომ შუადღემდე მეძინა. 12 საათისთვის ლიკას ზარმა გამაღვიძა -რაარი გოგო ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა - ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ და თვალები მოვიფშვნიტე. -რადროს დილაუთენიაა, 12 საათია უკვე. - ჩამომძახა მხიარულად და დაამატა - დღეს მე და თათა მივდივართ საშოპინგოდ და შენც წამოდი კარგი? -კარგი, ვნახოთ -ვნახოთ არ ვიცი მე! წამოხვალ აუცილებლად. 2 საათზე შენთან ვიქნებიით!.. - ტელეფონი გამითიშა და არაფრის თქმა არ მაცადა. დაბღვერილმა ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. -ოჰჰ... შენ უფრო ადრე გაღვიძება არ იკადრო - დამტუქსა დედაჩემმა. სულ მეუბნება რაუბედურებაა შეადღემდე ძილიო, არადა დარწმუნებული ვარ ჩემხელა რომ იყო თვითონაც ასე იქნებოდა, მაგრამ ამას რომელი მშობელი აღიარებს. მთავარია შვილს მიუთითონ!.. -ოოო... შაბათ-კვირა მაინც შემარგეთ ძილი - ჩავიბურდღუნე და ჩაი გავიკეთე. დიდად ყავის მოყვარული არ ვარ. ყოველ შემთხვევაში დილაობით სულ ყავას არ ვსვავ. ხან ჩაის ვიკეთებ და ხან ყავას. ამჯერად ჩაის ხასიათზე ვიყავი. კრუასანები მაგიდაზე დავაწყვე და „ქეიფი“ დავიწყე. ჭამით კმაყოფილი მაგიდიდან ავდექი, ჩემი ოთახიდან ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე. უკვე მომზადების დრო იყო. ჯინსის შორტები და თეთრი ზედა ჩავიცვი, ცოტა მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვიყავი. ამასობაში ტელეფონზე გოგოებმაც დამირეკეს -ხო თაათ... - ვუპასუხე ერთი ხელით და მეორეთი ჩანთის ძებნა დავიწყე. -შენს სახლთან ვართ და ჩამო, მანდ არ ამოგვიყვანო ახლა გვეზარება რა... -კაიი... ჩამოვდივარ - ტელეფონი გავუთიშე, ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გავედი. შოპინგი ძალიან მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სტიქიაა... შემიძლია მთელი დღე მაღაზიებში გაუჩერებლად ვიარო და ვიარო, სულ ვერ შევამჩნევ დაღლილობას, თუმცა სახლში რომ მივალ და დასასვენებლად ჩამოვჯდები, მერე ვგრძნობ ხოლმე როგორ მაქვს დაჭიმული ფეხის ყველა კუნთი. იმ დღესაც ბევრი ვიარეთ. როგორც ჩანს, მათაც ყვარებიათ მაღაზიებში ბოდიალი. ბევრი ტანსაცმელი ვიყიდეთ და კმაყოფილები იქვე კაფეში დავსხედით. -აუ, დავიღალე სიარულით - ამოიწუწუნა თათამ და საწყალი თვალებით გადმოგვხედა. -მეეც - ავყევი წუწუნში -ახლა სახლში მინდა დასვენება, მეტი არაფერი - დაგვეთანხმა ლიკაც და წვენი მოსვა. ცოტა კიდევ ვიჭორავეთ და შემდეგ სახლში წამოვედით. გოგოებმა სადარბაზომდე მომაცილეს. კიბეებზე უნდა ავსულიყავი, როდესაც ხელი მკლავში ვიღაცამ წამავლო. ვინ იქნებოდა ეს თუ არა ბაჩო. -მთელი დღეა გირეკავ, რატომ არ პასუხობ?! - თავისკენ მიმატრიალა და მკაცრად მკითხა. -ამმ... არ ვიცი - ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და 10 გამოტოვებული ზარი ვნახე ბაჩოსგან - ხმა მქონდა გამორთული და არ მესმოდა. რამე მოხდა? - ვკითხე და ინტერესით მივაჩერდი. -კი მოხდა. მთელი დღეა შენზე ვნერვიულობ. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ რამე დაგიშავეს! კინაღამ რატი კერესელიძეს დავადექი თავზე!.. - გაბრაზებული მეჩხუბებოდა და ხელს ძლიერად მიჭერდა. -ბაჩო, მტკივა, გამშვი!.. - ხელის განთავისუფლება ვცადე, თუმცა არ გამიშვა. კედელზე ამაკრო და ტუჩებზე მოწყურებულად დამეწაფა. -მეორედ ასე აღარ შემაშინო - ყურში ჩამჩურჩულა, კისერში მაკოცა და წავიდა.... ............ ესეც მეოთხე თავი... ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ უფრო დიდი თავი დამეწერა და იმედია მოგეწონებათ... მადლობა, რომ ასეთ თბილ კომენტარებს არ იშურებთ. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს და სწორედ ამის დამსახურებაა დღეს ამხელა თავი რომ დაგიწერეთ... ძალიან მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებაას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.