შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნება, მე და შენ ნაწილი 1


7-07-2015, 15:48
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 788

სიყვარული არ არის დაიძინო გაიღვიძო და აღარ გიყვარდეს.
სიყვარულია 23 წლისა დაქვრივდე და 90 წლისას კვლავ მისი სახელი გერქვას.
ბევრი რამ გამიგია სიყვარულის შესახებ,
მაგრამ არასდროს მეჯერა, რომ სიყვარულის გამო ადამაინს ყველფრის დათმობა შეეძლო,
ის რომ როდესაც გიყვარს მზე სხვანაირდ ანათებს,
დეედამიწა სხვანაირად ბრუნავს,
ყველაზე ცივ და სუსხიან ამინდშიც კი შენ გთბილა,
რადგან ეს გულიდან წამოსული სითბოა.
არაფერი შეედრება იმას რასაც სიყვარული და საყვარელი ადამიანი ჰქვია.
ამ დროს ყველაზე მცირედიც გიხარიათ,
თუნდაც სიცივეში თქვენი რჩეული თავის ქურთუკს რომ დაგითმობთ და გეტყვით
"მე სითბო არ მჭირდება მე შენ მათბობ."
მიუხედავად იმისა რომ ქურთუკი ცოტა დიდი გაქვთ,
თავს მაინც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ,
რა შეედრება მის ერთხელ ნათქვამ
"მიყვარხარს?!"
შეიძლება თქვათ ეს ხომ სისულელეა,
მაგრამ ეს ყველაზე საუკეთესო რამაა რაც კი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოხდეს.


ქარიანი დღე იყო.
ქუჩაში მიდიოდა, ქურთუკი ბოლომდე ქონდა შეკრული და წვიმის გუბეებს მოქნილად ახტებოდა.
მალევე მივიდა სასურველ ადგილას.
ჯობეები მოიქექა ტელეფონის პოვნის მიზნით,
მაგრამ ვერსად იპოვა.
გაბრაზებულმა ვერც კი გაიაზრა ისე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
_ ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. ტელეფონი როგორ დამრჩა სახლში?
ახლა რა ჯანდაბით დავურეკო თიკოს. მოსაკლავი ხარ ირინა მოსაკლავი.
ლანძღავდა თავის თავს და ვერც კი ამჩნევდა უცნობდ, რომელიც დიდი ხანია ღიმილით უყურებდა მას.
_ შემიძლია დაგეხმარო ირინკა.
სასიამოვნო ხმა მოესმა გოგონას.
შეტრიალდა და მის წინ სიმპატიური ბიჭი იდგა.
_ რაში უნდა დამეხმარო? დაბნეულმა იკითხა.
_ შემიძლია ჩემი ტელეფონი გათხოვო, გაიღიმა ბიჭმა და ირინა იქვე დადნა.
_ მადლობელი ვიქნები. გაუღიმა ირინამაც.
უცნობმა ტელეფონი გაუწოდა გოგონას.
ირინამ თაკოს ნომერი აკრიბა.
1,2,3,4,5 ზარი თაკო არ იღებს.
ირინა უფრო ბრაზდება.
ტელეფონი გათიშა და ისევ ბიჭს გაუწოდა.
_ თაკო კანდელაკო, რომ გნახავ ვერ გადამირჩები.
ჩაილაპარაკა თავისთვის და ქუდი გაისწორა.
_ რა მოხდა? იკითხა უცნობმა.
_ არაფერი, არ იღებს.
_ ახლა რას იზავ? აგრძელებდა კითხვის დასმას ბიჭი
_ არ ვიცი. ჩაილაპარაკა ირინამ და თვალი გუბეს გაუშტერა.
_ მანქანით ვარ შემიძლია სახლში წაგიყვანო.
_ არა მადლობა. აქვე ვცხოვრობ ნუცუბიძეზე ფეხითაც წავალ.
_ როგორც გინდა ბიჭს აღარაფერი უთქვამს ადგა და წავიდა.
კიდევ დიდხანს იდგა ირინა ქარში და ელოდებოდა თაკოს.
ბოლოს გაბრაზებული ფეხით გაუყვა გზას.
მაღალი კორპუსის სახურავზე გადაწყვიტა ასვლა.
ავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ციოდა კარგად მოკალათდა,
ჩანთიდან ფანქარი და რვეული ამოიღო და ხატვა დაიწყო.
ისე გაერთო ხატვაში ვერც კი მიხვდა როგორ დაღამდა.
ყოველთვის თავის ფანტაზიით ხატავდა და თავის გრძნობებს
მთლიანად აქსოვდა ნახატში, ამიტომაც მოსწონდა ყველას მისი ნამუშევრები.
ბნელ ქუჩაში მიდიოდა და წამით შიშმა აიტანა, როცა მეორე მხრიდან მომავალი ორი ბიჭი დაინახა.
ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო და აიბუზა,
ნელ-ნელა მიუყვებოდა გზას.
ბიჭები გაჩერდნენ ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ირინასკენ წამოვიდნენ.
ფეხი ერთმანეთში ერეოდათ აშკარად ნასვამები იყვნენ.
ირინას უფრო დაეუფლა შიშის გრძნობა
უკან დაიხია, ვიღაცას შეასკდა და ბოლო ხმაზე წამოიყვირა.
_ ნუ გეშინია მე ვარ. ბნელოდა, მაგრამ კარგად შეამჩნია დილის უცნობი.
თითქოს მასში მხსნელი იპოვა და მაგრად მოხვია ხელები.
ბიჭმაც არ დააყოვნა და გულში ჩაიკრა,
მერე მანქანისკენ წაიყვანა და ჩასვა.
ირინა კვლავ კანკალებდა.
_ ირინკა ნუღარ გეშინია ბიჭი გრძელ თითებს დაატარებდა გოგონას
სახეზე. ირინაც ნელ-ნელა დამშვიდდა.
_ თორნიკე. ღიმილით თქვა ბიჭმა.
_ რა? აზრზე ვერ მოვიდა გოგო.
_ ჩემი სახელია. გაუღიმა ბიჭმა.
_ სასიამოვნოა თორნიკე.
_ ჩემთვისაც ირინკა.
_ მომწონს ასე. გაიღიმა ირინამ.
_ რა? გაიკვირვა თორნიკემ.
_ ირინკა. თავი ჩახარა გოგომ.
_ ჰო? ჰოდა ამის შემდეგ ასე დაგიძახებ.
ყურადღება არ მიუქცევია ირინას ბოლო სიტყვებისთვის.
თავისი კორპუსი აჩვენა და თორნიკემაც გააჩერა.
_ ნახვამდის და მადლობა ყველაფრისთვის.
_ დროებით ირინკა. თავისი საოცარი ღიმილით გაუღიმა თორნიკემ და ადგილს მოსწყდა.
ირინა სასიამოვნოდ გაოცებული ავიდა სახლში.

გამარჯობა ყველას მომენატრეთ. დავბრუნდი მე. იმედია მოგეწონათ.



№1  offline წევრი lamazmani

კი კაიამალე გააგრძელე მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent