ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი
აპრილია. ცივა ჯერ კიდევ. საღამოს განსაკუთრებით. როგორც ყოველთვის ისე მაცვია. ჯინსის შარვალი. კეტები. ბრეტელებიანი მაიკა და კაპიშონიანი ჟაკეტი რომლის კაპიშონიც თავზე მაქვს წამოფხატული. ხო.. ზუსტად ეგრე ეძახის დედაჩემი. 9 საათია მაგრამ უკვე ღამეა. კიდევ ერთხელ დავწყევლე ჩემი საყვარელი ინგლისურის მასწავლებელი რომ გაკვეთილი ესე გვიან გადმომიწია და საკლასო ოთახიდან გამოვედი. ლამპიონები სუსტად ანათებდა მაგრამ გზის გაკვლევას ვახერხებდი. საშინლად მეშინია სიბნელის. შეშინებული ვაცეცებ თვალება აქეთ-იქით. უკან ლევანი შევნიშნე -დამელოდე გოგონი..ხოიცი მანდეთ ვცხოვრობ და მიგაცილებ-მიყვირის ლევანი და თან ქუჩაში მორბის მეც ღიმილით ვჩერდები და ველოდები როდის მომიახლოვდება მისტერ გამოდებილებული -ესე უნდა გამოიქცე გოგო? ამომივარდა გული.-ხელებს მუხლებზე იწყობს და წელში ოდნავ იხრება. საწყლად ქოშინებს დაღლილი. -წამო მალე-ვიღიმი მე -წამო რა აქვე კორპუსთან საქანელებია და ვიკატაოთ-დებილური ღიმილით მომშტერებია -ჩემს ძმას მივწერ რომ დამაგვიანდება და წავიდეთ-ტელეფონი ამოვიღე და კონტაქტებში ჩემი ძმის ნომერზე უნდა დამეჭირა თითი რომ ზარი შემოვიდა უცხო ნომრიდან. დავფიქრდი მეპასუხა თუარა. მალევე ვუპასუხე და ტელეფონი ყურთან მივიტანე. რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო -გისმენთ-ვუთხარი დაბნეულმა -მისმინე ხატია..ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ. -ყურთასმენას ბოხი გამყინავი ბარიტონი მისწვდა.-ეხლავე წახვალ სახლში. არ მაინტერესებს ლევანიკოები და საქანელები გაიგე?-მკაცრ დ თვქვა. მეც შეშინებულნა მოვავლე თვალი იქაურობას. -ვინ ხართ?-ვიკითხე ხმის კანკალით. -ტყუილად მეძებ. ვერ დამინახავ. უბრალოდ რასაც გეუბნები გააკეთე. ეხლავე სახლში წადი. არ შეგეშინდეს მე შენთან ვარ -ეს თქვა და გათიშა. დაფეთებულმა დავაშტერდი უცხო ნომერს და შემდეგ ლევანის შევხედე რომელიც ღიმილით მიყურებდა -იცი ლევან სახლში მეჩქარება.. -დავიჩურჩულე და სწრაფად შემოვბრუნდი ვიცი რომ ლევანს ეწყინებოდა მაგრამ იმდენად შემაშინა უცნობის ზარმა რომ სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. 10 წუთში სახლში ვიყავი უკვე. -მოვედი დეე.-დავიძახე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი -არ გშია?-გამომძახა სამზარეულოდან. -არა დე ოთახში შევალ სამეცადინო მაქ-სწრაფად შევედი ოთახში და შუქი ავანთე. ტელეფონზეც არ დააყოვნა მესიჯმა *მიყვარს ჭკვიანი და დამჯერი გოგონები* ღმერთო ალბათ ნამდვიმად ვიღაც გიჟია. ფანჯარა გავაღე და გარეთ გავწიე თავი რადგაც სუფთა ჰაერი შემესუნთქა მალევე მოვკარი იქვე მდგარ სილუეტს თვალი. "ნუთუ ის არის?" დამისვა ჩემმა მეორე მემ კითხვა. ბიჭს მივშტერებოდი როდესაც ხელი აწია და ნელა დამიქნია. სიბნელეში ვერ გავარჩიე ვინ იყო მაგრამ სწრაფად მოვცილდი ფანჯარას და ტელეფონსს მივვარდი. *ვინ ხარ?* სწრაფად გავგზავნე მესიჯი და პასუხს დაველოდე *გაიგებ თავის დროზე.* არც პასუხმა დააყოვნა. აღარაფერი მიპასუხია. წიგნები ჩანთვიდან ამოვიღე და მეცადინეობა დავიწყე. 11 იყო რომ მოვრჩი. ეგრევე კომპიუტერი ჩავრთე და ჩემი პროფილი შევამოწმე თითქმის არაფერი ხდებოდა ახალი. სემდეგ სასაუბროში ელენე დავლანდე და მაშინვე მესიჯი მივწერე. „ხვალ შენთან მოვდივარ. საჭმელი ბლომად გააკეთე და რამე ფილმი აარჩიე“ „საშინელება იყოს..კოლას შენ ამოიტან. 6ზე ვამთავრებ და გელოდები“-არც მას მოუწერია ზედმეტად არაფერი. ნოუთბუქი დავხურე და სამეცადინო მაგიდაზე დავდე. საღამური ჩავიცვი და თბილად გავეხვიე საბანში..ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერებს ბოლო ხმაზე ავუწიე. არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ვიგრძენი როგორ დამეცა მძიმე სხეული და ყურსასმენები მომხსნა -ჯანდაბა. გეგი დაახვიე აქედან-ბოლო ხმაზე ვუყვირე ჩემს ძმას და თმებზე მოვქაჩე -ჩემს თმებს შეეშვი და აეგდე ფეხზე. სკოლაში გაგვიანდება ცხრის ნახევარია..-ჩამყვირა ყურში და ოთახიდან გავიდა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და კარადასთან მივვარდი სწრაფად გადავიცვი ბიჭის გრძელი მაიკა და ანაზანაში გავვარდი. დილის პროცედურები სწრაფად ჩავიტარე და ჯინსის ფართო შარვალი ამოვიცვი. ჩანთა სწრაფად მოვიკიდე ზურგზე და კიბეებზე კისრისტეხვით ჩავვარდი -ჯანდაბა. ჯანდაბა. დედა რატომ არ გამაღვიძე რაა-ვლაპარაკობდი გზაში თან სკოლისკენ მივრბოდი. სკოლასთან რომ მივედი გაკვეთილი 25 წუთის დაწყილი იყო. პირველი მათემატიკა მქონდა. წიკვინა ქალი იყო და ვარვიე საერთოდ არ შევსულიყავი. იქვე პარკში დავჯექი და თავი უკან გადავწიე -დღე უკვე საშინლად იწყება.-დავიჩურჩულე და ტელეფონი ამოვიღე. თამაშის ჩართვას ვაპირებდი მესიჯი რომ მომივიდა *არ მომწონს გაკვეთილს რომ აცდენ* ისევ იგივე ნომერი უკვე ნერვებს მიშლიდა *შენი ნახვა მინდა* მივწერე და პასუხს დაველოდე. ეს ტიპი ვინც არ უნდა იყოს რომ ვნახავ საშინლად ვცემ. მართალია ცოტა ქაჯი ვარ მაგრამ ვერ ვიტან ქალაჩუნა ბიჭებს რომლებიც გოგოს პირადად ვერ გაცნობიან და ისე ებლატავენიან. თან დრო მაქვს და რა გავაკეთო? *ოჰოო.. მომწონს შენი ეგ შეთავაზება. გაკვეთილების შემდებ სკოლის სპორტდარბაზში გოგონების გასახდელში გელოდები* ტუტუცი. ვაჩვენებ როგორ უნდა ბლატავი. მთელი დარჩენილი დრო იქვე მდებარე კაფეში გავატარე სადაც მშვენიერი ყავა მივირთვი შემდეგ კი სკოლაში შევედი. დამრიგებელმა გაიგო პირველი გაკვეთილი რომ გავაცდინე. გაუკვირდა. განა არ აცდენენ მაგრამ ჩემგან როგორც ყველაზე წყნარი და ბეჯითი ბავშვისგან გაუკვირდა. რომ ავუხსენი არაუშავსო და თბილად გამიღიმა. პირველ გაკვეთილზე რომ არვყოფილვარ შემდეგი ექვსი გაკვეთილიც სწრაფად გავიდა. მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ კლასელ გოგონებთან ერთად სიცილით გავაბოტე გარეთ. ჯიბეში ტელეფონი რომ აბზუილდა ბოროტულად ჩავიცინე და ტელეფონს დავხედე *არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. თუ ამბობ რომ ჩემთან შეხვედრა გინდა ეს უნდა გააკეთო. ესე ვერაფერს მიაღწევ* ჰო.. ესღა მაკლდა.. ჭკუის დარიგებები *დარიგებები შენთვის შეინახე.. ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო.* გაბრაზებულმა გავგზავნე მესიჯი და ჟაკეტი უფრო მაგრად შემოვიჭირე ტანზე. ცივი ქარიანი ამიდი იყო *ჩემი ჭკვიანი გოგო..აწი თბილად ჩაიცვი. თორემ მე სულ ქურთუკს არ ვატარებ როგორც ფილმებშია და მერე სხვა გზით მომიწევს შენი გათბობა* ტექსტი წავიკითხე თუარა სახეზე სისხლი მომაწვა. გაბრაზებულმა მიმოვიხედე გარშემო. ქუჩაში არც თუ ისე ბევრი ხალხი ირეოდა მაგრამ ერთმა განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება. მაღალი..განიერი მხრებით და ირონიული ღიმილით. ხელი დამიქნია და მეც მისკენ წავედი გაბრაზებული. მინდოდა ერთი მაგრად შემომერტყა სახეში მაგრამ როგორც მივუახლოვდი შიშის გრძნობამ შემიპყრო. არა აქამდეც მეშინოდა მაგრამ ეხლა დავფიქრდი ამაზე. ჩემზე გაცილებით მაღალ დაკუნთულ ბიჭთან, მე ხატია ახვლედიანი მივდივარ იმის იმედით რომ ერთი ორს მოვდებ ყბაში. მისგან 1 მეტრი მაშორებდა. -რაგინდა?-მივახალე მკვახედ და მისი ირონიული ღიმილი დავაიგნორე -რავიცი. ბევრი რამე მინდა საერთოდ ცხივრებიდან-ვიცანი მისი ბოხი გამყინავი ხმა რიმელიც მობილურით მესაუბრა. ის იყო. ხმაზე ვიცანი. -მე გეკითხები რა გინდა ჩემგან?-უკმეხად ვუთხარი და ტელეფონს დავხედე სადაც გეგი მირეკავდა. 1 წუთითქო თითი ავუწიე და ტელეფონს ვუპასუხე -რახდება? -სახლში რომ წამოხვალ ლუდი წამოაყოლე რა-ჩამყვირა ტელეფონში დავიფიცებ თავის ძმაკაცები ჰყავდა ჩვენთან მოთრეული. უცნობს ზურგი ვაქვიე და ცოტა გვერდით დავდექი იმ იმედით რომ საუბარს ვერ გაიგონებდა -თუ შენ ისევ შენი ამაზრზენი ძმაკაცები გყავს მოყვანილი მე დღეს სახლში არ მოვდივარ. არამგონია მაგ ამბავმა დედა გაახაროს ამიტომ გირჩევნიათ დროზე აახვიოთ სახლიდან.-უხეშად ვუთხარი ნერვებმოშლილმა -დაიკო.. შენ ვერ მასწავლი ვინ სად მივიყვანო. ამიტომ თუარ მოხვალ კარგად იყავი..ხოიცი მაინც ვერასდროს გიტანდი-ზიზღით მითხრა და ტელეფონი გამითიშა -სი*ი-ჩავილაპარაკე და უკან მივბრუნდი რომ უცნობთან ლაპარაკი გამეგრძელებინა მაგრამ ნაბიჯი გადავდი თუარა ცხვირით ვიღაცის მკერდს შევასკდი. უცებ ვიტაცე ცხვირზე ხელი და შევამოწმე მთელი იყო თუარა -ჩემს ცხვირს რამე რომ მოსვლოდა ცოცხალი ვერ გადამირჩებოდი.-შევუბღვირე და რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდი -არ მიყვარს გოგო რომ უზრდელობს ხატი..-თქვა და თვალი ჩამიკრა -მოდი იცი რავქნათ? შენ ტელეფონიდან ამოშლი ჩემს ნომერს და დაივიწყებ ვაფშე რომ ვარსებობ. მე კიდე მაგ თავ ყბას მთელს დაგიტოვებ-ირონიულად ვუთხარი და დავინახე როგორ გაეღიმა -შენ ჩემს ცემას აპირებ?-ღიმილით მკითხა -დიახ დიახ.. სწორედ მიმიხვდით.. მიკლედ მითხარი რატო დამზდევ?-დავუსერიოზულე და ჯინსის ჯიბეში ხელები ჩავიყავი იქვე შენობას მივეყრდენი და წარბაწეულმა გავხედე. -ამჯერად მხოლოდ იმას დავჯერდეთ რომ თავს არ დაგანებებ. რაც არ უნდა მოხდეს. შენ ჩემი გოგო ხარ და ვერავინ მოგეკარება ჩემს გარდა. სხვას კიდევ აბა რავიცი როდის მოვალ საუბრის ხასიათზე. არა ისე მართლა არ მჯერა რომ შენ ვინმეს ცემ-გაიცინა და ჩემსჯენ მოიწია. 1 ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს. ჯიბიდან ხელები ამოვიღე და გულზე გადავიჯვარედინე. შემდეგ მანძილი გავზომე ჩემს ხელსა და მის ხცირს შორის და სახარბიელო რო ვერაფერი მოვიფიქრე ფეხისწვერებზე ავიწიე. მუშტი ჰაერში ნელა ავწიე და მის ცხვირთან მივიტანე -მოდი ესე დავიღლები და შენ დაიხარე მაგარი უნდა გხიო ყბაში-ვუთხარი გაბრაზებულმა და მაგრად მოვუქნიე ხელი ყბაში ძლიერად გავარტყი თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და სიცილი დაიწყო. ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა. მე კი ხელი სწრაფად ჩამოვწიე და დავაჩერდი. გაწითლებული მქონდა. ჯანდაბა მე მეტკინა მგონი ამაზე მეტად. მეორე ხელი სწრაფად დავადე გაწითლებულს და ისევ მოცინარ უცნობს შევხედე -დასახვეწი გაქ მაგრამ თანდათან ისწავლი. ოღონდ არა ჩემს სახეზე. ერთი საცდელი იყო. შემდეგში აღარ მოვითმენ და გაბრაზებული მეც იერიშზე გადმოვალ. ეხლა კი მაგ ხელზე ყინული დაიდე. დაგილურჯდება და გეტკინება-მკაცრად ჩაილაპარაკა და გვერდი ამიარა. ზიზღით გავხედე და ტელეფონზე ელენეს ნომერი ავკრიბე. -ჰო ხატუ-ჩუმად დაიჩურჩულა ელემ ალბათ მასწვლებელთანაა. -მასწავლებელს მოატყუე ვითომ ცუდად ვარ და გამო რაა...ისეთები მაქ მოსაყოლი-დავიჩერჩულე მეც და მტკივან ხელს დავხედე. -აუ ხატუ ვერა რა არ გეწყინოს. 6 გამოვალ და ჩემთანნ ამოდი. გკოცნი უნდა წავიდე-მითხრა და ტელეფონი გათიშა. სხვა გზა აღარ მქონდა სახლის გზას დავადექი. პარასკევია. მიყვარს ეს დღე. არანაირი მასწავლებლები და შაბათ-კვირა. ნელა მივაბოტებდი და არ მინდოდა სახლში ჩემი იდიოტი ძმის საძმაკაცოსთან ერთად ყოფნა მაგრამ რამექნა.. კარზე ზარი დავრეკე გასაღების ამოღება დამეზარა ჩანთიდან. კარი მომღმარმა გეგიმ გააღი და სახე მაშინვე შეეცვალა როდესაც დამინახა. ალბათ მოელოდა რომ რამე სისულელეს გავაკეთებდი. და მოლოდინიც გავუმართლე სწრაფად შევედი მისაღებში და 5-6 ბიჭი იყო. ვერვიტანდი ამ სასტავს. -ეხლა აეგდეთ ყველა და დაახვიეთ ჩემი სახლიდან. დავაი ყველა. არდაგინახოთ მეორეთ აქ მოთრეულები-დავიწყე ყვირილი და მაშინვე მიმაბრუნა გეგამ თავისკენ უხეშად -რასაკეთებ?-ზიზღით გაჟღენთილი თვალებით შემომხედა -რაც შენ უნდა გაგეკეთებინა აქამდე.-არც მე დავაკელი ტონი. -ჯერ ხმის ტონი აკონტროლე. შემდეგ ისინი ჩემი ძმაკაცები არიან და როცა უნდათ მაშინ მოვლენ ჩემთან. ეხლა კი შენთვითონ გადი აქედან.-მიყვირა და უხეშად შემაჯღრია. -არაკაცი ხარ გეგა. მამა ცოცხალი რომ იყოს ალბათ თავისი ხელით მოგკლავდა ესე რომ შეარცხვინე. შე არაკაცო. მალე აქედან წადით შენ და შენი ძმაკაცები-ზიზღით ვუთხარი და მალევე ვიგრძენი მარჯვენა ლოყა როგორ ამეწვა. წავბარბაცდი და უნებურად იქვე მდგომ სკამს დავეყრდენი. სახეზე უკვე ირონიული ღიმილი დამთამაშებდა. -ვა ვა. ეხლა მართლა დაამტკიცე შენი არაკაცობა. სადაა ის გეგა 2 წლის წინ რომ იყო? პატარა დასთან ერთად რომ იძინებდა იმიტომ რომ დას სიბნელის ეშინოდა. სადაა ის გეგი რიმელიც ბიჭებს ცემდა იმიტომ რომ რამე ზედმეტს მეტყოდნენ. მაგრამ არა. მაგ გეგი უკვე კარგა ხანია გამოვიგლოვე. მეზიზღები. ხვდები რა დონის არაკაცი გახდი? საკუთარ დას ძმაკაცების თანდასწრებით ხელი დაარტყი და როცა ისინი ამაზე იცინიან შენ რეაქცია არ გაქვს. უბრალოდ მეცოდები ამ დონეზე რომ დაეცი-ჩემი გამოსვლა დავასრულე სახეში შევაფურთხე და კარისკენ სირბილით წამოვედი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და იქვე ძელსკამზე დავჯექი. ეხლაღა შევამჩნიე ცრემლები რომლებიც ჩემს ახურებულ ლოყას კიდევ უფრო წვავდნენ. ნატკენი ხელით მოვიწმინდე და ეხლა ხელს დავაშტერდი. -რა საშინელი დღეა-ჩავიბუტბუტე და ფეხები სკამზე ავიკეცე. ხელები შემოვხვიე და თავი მუხლებზე დავიდე. -არაკაცი. არაკაცი როგორ მეზიზღება.. არაკაცი-ვბუტნუტებდი და ცრემლებს ვაიგნორებდი რომლებიც ჯერ ლოყებს მისველებდა და შემდეგ შარვალს. -ვინ გამაბრაზაო??-ირონიით გაჟღენთილმა ხმამ გაიჟღერა და მეც უნებურად ნაცნობ სახეს გავხედე რომელსაც ყბა ოდნავ გალურჯებოდა. -გადი აქედან თორემ მაგ ყბას უფრო დაგილურჯებ.-ვუთხარი და ისევ საწყის პოზიციას დავუნრუნდი. ოღონდ ამჯერად აღარ ვტიროდი. -კარგი სერიოზულად მითხარი -გვერდით მომიჯდა ისიც. ამჯერად მისი ხმა აღარ იყო ირონიული. -კარგი ანუ სერიოზულად?-ეხლა ჩემი ხმა იყოს ირონიული.. -ჰო რამოხდა? რატო ტიროდი?-ხელი ნიკაპ ქვეშ მომკიდა და თავი ამაწევინა. -და შენ გგონია გეტყვი რაც მოხდა? საერთოდ არ გიცნობ.. ნუ არც სურვილი მაქვს გაგიცნო შენ კიდე კუდში დამზდევ. არა გიჟი რომ ხარ გეტყობა.. უბრალოდ მიზეზი ვერ გავოგე გესმის? რატო უნდა დამზდევდეს ვიღაც ბიჭი ტელეფონზე მესიჯებს მწერდეს და მეუბნებოდეს რომ მისი ვარ როდესაც მე მისი სახელიც კი არ ვიცი. არმესმის..არა. ამას კიდევ ემატება ჩემი გამო*ირებული ძმა და კიდევ ბევრი რამე. ამიტომ არავის ნერვები არ მაქვს შეგიძლია მარტო დამტოვო?-მთელი ხელებით ვლაპარაკობდი და ვცდილობდი საუბრის დროს ხელებით მიმეხვედრებინა. ის კი იღიმოდა და ისე მიყურებდა.. -ვერგაიგე რას გეუბნები?-ვკითხე გაბრაზებულმა როდესაც ხმა არ ამოიღო -გავიგე. ანუ ძმასთან პრობლემები ხო? -არა. არა. არხარ ნორმალირი. მხოლოდ მაგ გაიგე? რამდენი ვილაპარაკე და ხმოლოდ ეგ გაიგე?-გაბრაზებული ფეხზე წამოვვარდი და თავზე დავადექი. -მაგ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.. მითხარი რამოხდა შენს ძმასთან-ხელი მომკიდა და კვლავ მის გვერდით დამსვა. -არაფერი.. წავედი მე. არმცალია.-ისევ წამოვდექი და სადარბაზოში სწრაფად შევვარდი. ამჯერად სახლის კარი ღია დამხვდა შევედი.ჩემი ძმა კვლავ მხიარულობდა მეგობრებთან ერთად ჩემი ოთახიდან გიტარა გამოვიტანე და არც არაფერი მითქვამს ისე გამოვხურე სახლის კარი. უცნობი ისევ იქ იჯდა გვერდი ავუარე და დედაჩემის სამსახურისკენ წავედი. გზად ყვავილები ვიყიდე და მამაჩემის საფლავზე ავიტანე. როდესაც მის სურათს შევხედე მწარედ გამეღიმა და სანამ ხმამაღლა ავბღავლდებოდი მანამ გამოვეცალე იქაურობას. მამა 2 წელია გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა. მაგრამ ვცდილობ აღარ შევიმჩნიო. 1 წელი შავებით დავდიოდი მაგრამ შემეგ დედაჩემმა დამარწმუნა რომ სხვა ფერებიც ჩამეცვა და ესე ვარ ეხლაც. ჩემი ერთადერთი მეგობარი დედაჩემია. ნუ კლასელებსაც ვუგებ.. ელენესთან ახლოს ვარ მაგრამ საუკეთესო მეგობარი არა..დედა ერთ ერთ რესტორანში შეფ-მზარეულია ამიტომ კარგი ხელფასიც აქვს და გვარჩენს. მაგრამ ამის გამო ხშირ დროს ვერ ვატარებ მასთან. რესტორანში ვისაც ვიცნობდი ყველას მივესალმე თმაზე დამცავი ჩამოვიფხატე და სამზარეულოში შევედი. -დე მოვედი.. შენთან ლაპარაკი მჭორდება.. შეგიძლია გაეთავისუფლო 1 საათით? -ვთხოვე დედას და უკნიდან მივეხუტე. -რახდება ჩემი გოგო? თბილად მკითხა დედამ და თვითონაც მომეხვია. -გეგიზე და ერთ ბიჭზე-საწყალი თვალებით გავხედე და დავინახე როგორ აენთო თვალები. -ნატო.. მე 1 საათით გავდივარ გთხოვ სანამ არ იქნები მიხედე აქაურობას რა-დაუბარა მის თანაშემწეს და სწრაფად გაიქცა გასაცდელისკენ. გაკვირვებული ვუყურებდი და სანამ გონს მოვიდოდი მანამ გამოვიდა თინეიჯერულ ფორმაში გამოწყობილი დედაჩემი. -დედა რამ გადაგრია?-ვკითხე გაკვირვებულმა და რესტორნის კარში გასულ დედაჩემს უკან გავყევი. -იცოდე ყველაფერი უნდა მომიყვე.-თვალი ჩამიკრა და მანქანაში მოკალათდა მეც მის გვერდით დავჯექი და ღვედი შევიკარი ჩვენს საყვარელ კაფეში დავჯექით და ყავა შევუკვეთეთ. -გისმენ მომიყევი.-გახარებულმა მითხრა და ყავა მოწრუპა -ჯერ გეგიზე მინდა საუბარი.. რაც მამა გარდაიცვალა..ის ძალიან შეიცვალა. დღეს კი.. მისი ძმაკაცები.. ანუ ის ტიპები.. რომ არ მოგვწონს..მათ გაყრას ვაპირებდი.. როდესაც.. მან.. მე..დედა.. მან ხელი.. მან მე ხელი გამარტყა-ვბლუყუნებდი და დავინახე როგორ შეეცვალა დედაჩემს სახე.. თვალები აუცრემლიანდა და თავი ჩახარა. -მე მაპპატიე შვილო.. ალბათ სწორედ ვერ აღვზარდე..მაპატიე კარგი?-ტირილით მითხრა და თავი ხელებში ჩარგო. -ჩუ დეე.. ნუ ტირი რა..იმისთვის კიარ მითქვამს რომ იტირო.. უბრალოდ მინდა ერთად დაველაპარაკოთ და იქნებ ბიძიასაც ვუთხრათ და დაელაპარაკოს. ბოლოსდაბოლოს მამა და ის ტყუპები იყვნენ და მოისმინოს იქნებ-თბილად გავუღიმე დედას და ხელი ხელზე დავადე. -კარგი. ოღონდ მამაზე საუბარი აღარ გვინდა ხო? თორე უარესად ავტირდები-ჩაილაპარაკა ჩემმა გულჩვილმა დედიკომ და ყავა კიდევ მოსვალ. არა მაინდამაინც ამ თბისებით ვგავარ დედას.. -და ბიჭზე კიდევ..-თქვი ჩუმად და გარემო მოვათვალიერე. იმედი მქონდა ნაცნობ სახეს ვერსად შევამჩნევდი. *სად მეძებ? შენს უკან ვარ 2 მაგიდის მოშორებით საუბარი რომ ვერ გამეგო* გავხსენი ტელეფონზე მესიჯი და ინსტიქტურად უკან გავიხედე. მართლაც იმავე ადგილზე იჯდა და დაჟინებით მომშტერებოდა. -დედი ის ბიჭია?-აღფრთოვანებულმა მითხრა დედამ და ჩემს ტელეფონს ხელი დაავლო. -დეე რასაკეთებ-გაკვირვებულმა გავხედე დედაჩემს რომელიც მესიჯს წერდა მაგრამ ცოცხალი თავით არ მაჩვენებდა ვის ან რას წერდა. მალევე ჩვენს მაგიდას გაღიმებული 'უცნობი' მოუახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა. -გამარჯობა ქალბატონო.. -ნათია. შეგიძლია უბრალოდ ნათია დამიძახო.-ღიმილით გაუწოდა ხელი მანაც ჯელტმენურად ხელზე აკოცა -ვაჩე გლოველი.. სასიამოვნოა-მომხიბვლელად გაიღიმა. -მმ. სახელს და გვარს ვერ დაგიწუნებ.. მართლაც შესანიშნავია-გაიცინა დედაჩემმა -ისე დამიწუნებთ?-სიცილით კითხა და ხელი გადამხვია. სიმწრის ღიმილით მოვიშორე ხელი და გაბრაზებულმა გადავხედე -არა შესანიშნავი ახალგაზრდა გრძანდებით.. სწავლობ? -რათქმაუნდა დედაჩემი მაცნობს მას. მაგრამ ისე უბრწყინავს თვალები ესე 3 წელია არ ყოფილა.. რაც მამას ავადმყოფობა გავიგე და არ ვაპირებ ბედნიერება ჩავაშხამო. -დიახ.. პირველ კურსზე ვარ. ბიზნესზე ვსწავლობ. თან ვმუშაობ მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შვებულების აღება მომიწია.-ამაყად აწია თავი და ამ წუთას ამ სიყეყეჩისთვის მისთვის თავის წაცლა მინდოდა -მართლა? სად მუშაობ?-ღიმილით კითხა დედაჩემმა თან თვალი ჩამიკრა და მანიშნა გამეღიმა. -მამაჩემის კომპანიაში. რაღაც საქმეებს ვაგვარებ. მაგრამ როგორც 25 წლის გავხდენი კომპანიას გადმომაბარებს. -ამაყად წარმოთქვა და ღიმილით გადმომხედა როდესაც ჩემს მობეზრებულ სახეს შეხედა სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და მომიჭირა. -კარგით ბავშვებო.. მე უნდა დაგტოვოთ.. ისაუბრეთ თქვენ. დედიკო შენი გიტარა ჩემს მანქანაში იქნება-ლოყაზე მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ -მეორედ არ გაბედო და არც კი შემეხო იდიოტო -შევუღრინე და შევეცადე მისი ხელი მომეშორებინა. -დედაშენს ძალიან მოვეწონე.. ამიტომ მგონი უარს არ მეტყვის ხვალ მისი ერთადერთი ქალიშვილი გავასეირნო.. ხვალ შაბათია და თან არვ მასწავლებლები გაქვს -არ ვაპირებ. შენნაირ უსაქმურს, ყეყეჩ და იდიოტ ბიჭს პაემანზე გავყვე-ირონიულად ვუთხარი და მის დამცინავ მზერას რომ წავაწყდი მინდოდა თავში რამე ჩამერტყა -საერთოდ არც ხარ ნამყოფი პაემანზე ხატუ. ყველაფერი ვიცი და ნუ შეეცდები ჩემს დადებილებას-ცინიკურად მითხრა და ჩემი ფინჯნიდან ყავა მოსვა. -შეგეძლო შეგეკვეთა-ზიზღით ვუთხარი და ფინჯანი მისკენ მივწიე. -არმინდა.. დროა ერთმანეთი გავიცნოთ-თვალი ჩამიკრა და გაიღიმა -არანაირი სურვილი არ მაქვს შენი გაცნობის-უკმეხად ვუთხარი და ნამცხვარის პატარა ნაჭერი შევჭამე -დედაშენი უკვე იმას ფიქრობს რომელ რესტორანში გადაიხადოს ქორწილი და ალბათ მენიუს არჩევს. ნუთუ აპირებ ამ უსაყვარლეს ქალს იმედენი გაუცრუო?-სრულიად სერიოზულად განაცხადა და მიმტანს თხოვა მენიუ მოეტანა. -სხვა ბიჭი მომწონს. არ მევასებიან შენნაირი უსაქმურები-შევუღრინე და იქვე სკამზე მიგდებული ჟაკეტის აღება მინდოდა როდესაც მან მომასწრო -კარგი. რატომ ვარ უსაქმური ამიხსენი ჯერ. მერე მითხარი ვინ მოგწონს.-სერუოზულად მკითხა და ჩემი მოსაცმელი თავის სკამზე მიკიდა. -რა? აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო? ერთ საღამოს მირეკავ და მეუბნები ლევანისთან ერთად არ წახვდეო. მეც შეშინებული უცებ გავვარდი სახლში და მის მერე სულ კუდში დამზდევ. მაგის მერე როგორ ვიფიქრო რომ უსაქმური არხარ. თან შენს თანში დარწმუნებული იდიოტი ხარ. არმევასებიან შენნაირი ბიჭები-რათქმაუნდა როგორც ლაპარაკისას მჩვევია ხელებს უმისამართოთ ვიქნევდი და ვცდილობდი ხელებით მიმეხვედრებინა რას ვსაუბრობდი. -და მაგიტომ ვარ უსაქმური? უბრალოდ შვებულება მაქვს და არვიცი თავი რით გავირთო. ვინ მოგწონს?-ირონიულად მითხრა და კაფეში გოგონებს მოავლო თვალი. -არ მაინტერესებს. უბრალოდ ერთი თავქარიანი იდიოტი ხარ. უბრალოდ თავი დამანებე და არც არავინ გეკითხება ვინ მომწონს. არმესმის შეგეძლო სადმე კლუბში წასულიყავი და უბრალოდ შენ ტოლ გოგონასთან ერთად კარგად გაერთობოდი და არა 15 წლის ლაწირაკისთვის კუდში გეზდია. არმესმის ამ ბიჭების. მხოლოდ ზურგის ტვინი გაქვთ?-გაბრაზებულმა მივახალე და ხელი მაგიდაზე დავარტყი რითაც იქ მყოფთა ყურადღება მივიქციე. -ცოტა შემიძლია კიდევ გითმინო ეს უაზრო საუბრები. უბრალოდ მითხარი ვინ მოგწონს და შევეცდები დაგემხარო და გირჩიო როგორ მოაწონო იმ ბიჭს თავი თორემ ესე რომ გაცვია მხოლოდ შეაშინებ ვინმეს-ცალყბად ჩაიცინა და ჩემი ჩაცმულობა შეათვალიერა -მშვენივრად ვგრძნობ ესეც თავს-გაბრაზებულმა ვუთხარი და ჩემი ჩაცმულობა ავათვარიელე. თეთრი დახეული ჯინსი. საყვარელი ნაცრისფერი მაისური (ბიჭის) და ამავე ფერის კეტები. ხოლო მოსაცმელი მუქი მწვანე კაპიშონიანი და ისიც ბიჭის. -რას და გოგოს არ გავხარ. თავიდან ბოლომდე ბიჭი ხარ და თუ გინდა იმ ბიჭს დაევასო გოგოს ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა-დამარიგა და თვალი ჩამიკრა. უნებურად დავფიქრდი რომელ ბიჭზე იყო საუბარი.. რომ მომწონდა? მაგრამ ეს ბიჭი საიდანღა მოვიყვანო? ან იქნებ უბრალოდ მეღადავება.. -მე შენ არ გენდობი. რჩევებს მეგობრები მომცემენ. შენ ამაზე არ ინერვიულო.. ჰო ისე ყბა როგორ გაქვს?-ცინიკურად ვითხარი და მის გამოკვეთილ ყბას მივაშტერდი რომელიც ოდნავ დალურჯებოდა -რავი არის თავისთვის არც მე ვაწუხებ და არც ის. შენ როგორ გაქვს ხელი? არც მან დამაკლო და ნაგლურად გამიღიმა -მშვენივრად იმის მიუხედავად რომ შენს მერე ერთ-ორ ბიჭს მაგრად ვხიე-ახალი ტყუილი მოვიფიქრე და ჩემს თავზე გამეცინა -კარგია პროფესიონალურად იტყუები მაგრამ ჩემზე ეგ არ ჭრის.. -ამმ..თქვენი სახელი?-სიცილით ვკითხე სახელი არადა ზუსტად მახსოვდა რა სახელი და გვარი თქვა დედაჩემთან -ვაჩე საყვარელო-ორინიული ღიმილით მითხრა და ხელით მაგიდაზე სინქრონულად დააკაკუნა -ბატონო ვაჩე..არა არმომწონს შენი სახელი..ეხლა მე უნდა წავიდე დაქალთან..უკვე ნახევარი საათით დავაგვიანე..და არარის აუცილებელი მეორედ შევხვდეთ ან შევეხმიანოთ ერთმანეთს.. კარგად ბრძანდებოდეთ..მმ..ნებას დამრთავთ და ჩემს მოსაცმელს დამიბრუნებთ?-ღიმილით ვუთხარი უკვე დასერიოზლებულ ვაჩეს. -აჰ აიღე. ხვალ შევხვდებით..-მოსაცმელი მომაწოდა ლოყაზე ნაზი კოცნა დამიტოვა და მიმტანისკენ წავიდა. დავინახე როგორ მიაწოდა ფული..მეტი არაფერი დამინახავს კაფიდან გამოვედი და ელენეს სახლის გზას დავადექი. ნაცევარ საათში უკვე იქ ვიყავი კარზე გაბმული ზარი დავრეკე და კარებიდან გაბრაზებული ელემ გამოყო თავი -შენ..1 საათით დაიგვიანე ქალბატონო..მალე შემობრძანდი-გაბრაზებულმა მითხრა და მისაღებში შემაგდო.. -გოგო მაგარი რაღაც მაქვს მოსაყოლი..-სიცილით ვითხარი და უკან სვლით წავედი მისაღებისკენ.. -შენს უკან ჩემი მეგობრები. ნინი დათა და ნუცა არიან..შეგიძლია გაიცნო. ეს კი ჩემი გიჟი ძმაკაცი ხატიაა. დღეს ერთდ უნდა ვიგიჟოთ. მალე შენსავით პუნქტუალური დიტო მოვა რომელიც 6 საათზე უნდა მოსულიყო-დაამთავრა თუარა საუბარი და გაცნობის ცერემონია კარზე ზარი გაისმა. -დიტო იქნება მიდი ხატია გააღე და ჩვენ ამასობაში ფილმს გავამზადებთ-ეშმაკური ღიმილით მითხრა ნუცამ და კარისკენ გამაგდო -აუჰჰ..ესენი ვერ არიან დაწყობილები..დაღლილი ბავშვი გამომაგდეს კარის გასაღებათ..შემოდით..არა ნუ რა სტუმართმოყვარე ვარ რა-ჩემთვის ვჩურჩულებდი და ვიცინოდი..კარი გავაღე არც შემიხედია ვინ მოვიდა ისე გამოვეცალე კატს და მისაღებში დავბრუნდი მაგრამ ვიცოდი ის ვიღაც დიტო უკან მომყვებოდა. მისი ფეხის ხმა მესმოდა. -აუ დავიღალე ბავშვებო დამაჯინეთ რა-დავიწუწუნე და ელენეს ხელით ვუბიძგე მიწეულიყო რადგან კარგად დავმჯდარიყავი. -გაიცანი უკვე დიტო?-მკითხა დათამ -ჰა? აბა სად?-გაკვირვებულმა წამოვყავი თავი -გაიცანი ეს არის დიმიტრი ეს კიდევ ჩემი ძმაკაცია ხატია -ჩამოურაკრაკა ელემ. წამით შევხედე დიტოს და იმწამსვე სიცილი ამიტყდა. -რაგაცინებს? -წარბაწეულმა გამომხედა დათამ -ეს როგორ გავს-სიცილით ძლივს მოვაბი თავი 2 სიტყვას. -ვის?-ეხლა ნუცა ჩაება საუბარში -ვაჩეს. ვაჩე გლოველს-ვთქვი და კვლავ გავიცინე -მეორედ მაგ სახელს და გვარს ახსენებ ჩემი თანდასწრებით და მოგკლავ-დაიყვირა დიტომ მაგიდაზე ხელი გაბრაზებულმა დაარტყა და სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯებით გავიდა -რა დაემართა?-ვიკითხე გაკვირვებულმა -მოკლედ ვაჩე და დიტო ძმები არიან ნუ ნახევარ ძმები. ახალი დაბადებული იყო დიმიტრი რომ გაიგეს რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა თანაც ის ქალი ორსულად იყო. მამამისმა მიატოვა პატარა დიმიტრი და დედამისი და იმ ქალთან წავიდაა. ბავშვი რომ დაიბადა გვარი მისცა კანონიერ შვილად აღიარა და შემდეგ საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. მის მერე არც დაბრუნებულა. ვაჩეს დედა კიდევ გათხოვდა მდიდარი ქმარი ჰყავს და იმ კაცს ვაჩე შვილივით უყვარს ვაჩესაც და ასეროვთქვათ მამა-შვილი არიან ხოლო დიმიტრის დედა აღარ გათხოვილა. ვერ იტანენ ერთმანეთს დიტო და ვაჩე. რამდენჯერ უჩხუბიათ და უცემიათ ერთმანეთი ვერავინ დათვლის. წესიერად ალბათ არც არასდროს ულაპარაკიათ-ნინიმ თქვა ყველაფერი რაც იცოდა. გოგონებიც დაეთანხმნენ -ნინი ჩემზე ჭორაობას თუარ მორჩები ენას ამოგაცლი-შეუბღვირა ოთახში ახლად შემოსულმა დიტომ ნინის -უფ ვითომ რამის გქონდეს-უდარდელად უპასუხა ნინიმ და ენა გამოუყო -კარგი ბავშვებო წავედი მე. ძმა მყავს მოსარჯულებელი-ხმამაღლა თქვი და გავიცინე. ფეხზე წამოვხტი ჩემი მოსაცმელი ავიღე ხელი დავუქნიე ბავშვებს და გარეთ გავვარდი. სახლისკენ არ წავსულვარ. დედა სახლში ჯერ არ იქნებოდა მე კი ჩემს ძმასთან არ მინდოდა საუბარი. არვიცოდი სად წავსულიყავი მაგრამ გზას გავუყევი. მალევე ჩემმა ტელეფონმა დაიწყო რეკვა. ნომერს რომ დავხედე უნებურად გამეღიმა ვაჩეს ნომერი რომ შევამჩნიე -ვაა უსაქმურო რამ შეგაწუხა?-ვკითხე სიცილით -დავინახე როგორ გაგეღიმა ჩემი ნომერი რომ წაიკითხე. გამოგიჭირე ხატია-მითხრა და ალბათ შემდეგ გაიღიმა -ტყუილად. რა გინდოდა მითხარი-ხმა გავიმკაცრე და უფრო მომხოვნი გავხადე -იქნებ ამიხსნა დიმიტრი გლოველი უკან რატომ მოგყვება? -წამში შეეეცვალა ხმა და გაბრაზებულმა მითხრა -ეგ ის ბიჭია მომწონსთქო რომ გეუბნებოდი ხომ გახსოოოვსს?-ცოტა ხმამაღლა ვთქვი და გარშემო შეუმჩნევლად მიმოვიხედე. ვაჩეს გამწარების გეგმა მშვენივრად მიდიოდა და ამას კარგად ვხვდებოდი -მოგკლავ-დაიგრგვინა და ტელეფონი გამითიშა -რაჭირი ეტაკა-გავიცინე ვითომ არ ვიცოდი და გზა მშვიდად განვარგრძე...5 წუთი არიქნებოდა გასული ხელზე რომ უხეში შეხება ვიგრძენი და წამის მეასედში მიმატრიალა მისკენ უცნობმა. -რას ნიშნავს ეს?-გაბრაზებულმა დაიგრგვინა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობმა ხმამ. -რა რას ნიშნავს?-ვკითხე გაკვირვებულმა -წამოდი სალაპარაკო გვაქვს-უხეშად შემაბრუნა წინა მხარეს და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. მეც ინსტიქტურად მოვყვებოდი და თან გაოცებული მის სახის ნაკვთებს ვიკვლევდი. ვარდისფერი ტუჩები არც თუ ისე დიდი.. შავი ლამაზი თვალები.. დიდი წამწამები.. ყავისფერი მოკლედ შეჭრილი თმა და ასევე მოკლედ შეპარსული წვერი. ჩემზე 2 თავით მაღალი მაინც იქნებოდა -დიდხანს უნდა მომაშტერდე?-ირონიულად ამოილაპარაკა და სადღაც მოყრუებულ ჩიხში შემიყვანა -აქ რაგვინდა? -შეშინებულმა ვკითხე და ეხლაღა მოვიფიქრე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ უშედეგოდ. -ხელი მეტკინა ჩემით წამოვალ-ვუთხარი და ტერიტორია დავზვერე თუ შემეძლო გაქცევა. -იცოდე ეხლა გაგიშვებ. მაგრამ თუ გაიქცევი უარესი მოგივა. და შენ კარგად იცი არ გამიჭირდება შენი მოძებნა-უხეშად მითხრა და ხელი მიშვა. -რაზე გინდოდა საუბარი?-ხმის კანკალით ვკითხე და აქეთ-იქით მიმოვიხედე. -მომესმა თუ თვით დიმიტრი გლოველზე თქვი რომ მოგწონდა?-ღრენით მითხრა და სახე ჩემ სახესთან ახლოს მოიტანა. -ცოტა უკან გაიწი გთხოვ-ხელი მკერდზე მოვადე და ვევადე ცოტა უკან გამეწია. -თვალებში შემომხედე-დაიგრგვინა და უნებურად მის კუპრივით შავ თვალებს ავხედე. მაგრამ დაბნეულმა მალევე ავარიდე მზერა. -შემომხედემეთქი-დაისისნა და ხელი ნიკაპში ჩამავლო -ხელი გამიშვი-ამოვიკნავლე და თვალი თვალში გავუსწორე. ვუყურებდი მის შავ თვალებს რომელშიც ვირეკლებოდი და შიგ ვიკარგებოდი.. არვიცოდი რა გრძნობა იყო მაგრამ ვიცოდი რომ უკვე ძალიან მომწონდა ეს თვალები -შენ დიმიტრი გლოველი მოგწონს?-მკითხა წყნარად ისე რომ მზერა არ მოუშორებია. -ხო..მომწონს-რაც არ უნდა მომხდარიყო არ ვაპირებდი ამ თამაშში უკან დახევას. -მაშ ასე. ანუ ჩასატარებელი გვაქვს ოპერაცია "როგორ მოვაწონოთ ხატია დიმიტრის" ეს რთული იქნება.-დაისისინა და ირონიულად გაიღიმა. ჰმმმ...ახალი ისტორიით..გუშინ ვერ დავდე..მთელი ღამე სათაურზე ვფიქრობდი და ძლივს მოვიფიქრე.. შეაფასეთ..3500 სიტყვაა დააფასეთ :დ ფოტოზე ხატიაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.