შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა III


9-07-2015, 13:55
ავტორი gijka13
ნანახია 3 596

მალევე ლინდაც და მისი "სასტავიც" კუსტბაზე შეიკრიბნენ, სადაც ყოველთვის იკრიბებოდნენ ხოლმე. ლინდამ მოტოციკლი გააჩერა და გადმოვიდა.
-შენ გოგო სულ გააფრინე? ერთი ცრემლიც არ გადმოგვარდნია, სადღაც წახვედი და გვირეკავ აქ კვრიბავ ვითომ ანრი ცოცხალი იყოს და დღეს არაფერი მიმხდარიყო...!
უყვიროდა მარიტა ლინდას და თან ხელებს უშენდა.
-მარიტა გეყოფა, თავი დაანებე.
ხელებს უკავებდა ნიკსონი. ლინდა კი იდგა თავ აწეული, თითქოს არაფერს განიცდიდა.
-რა სხადნიაკი მოგვიწყვე რაშია საქმე?
იკითხა გიგიმ.
-დაჩიზე მაინტერესებს დეტალები.
-დაჩი? დაჩი? რა დაჩი ანრი აღარარის გოგო რა დაჩი?
მთელი ხმით აყვირდა ნიკსონი.
-რაც მაინტერესებს მითხარით და წადით, ჩემი თხოვნაა.
-რატო გაინტერესებს?
თავჩახრილმა ჰკითხა გუგამ.
-თქვენ გგონიათ მე არ მტკივა? თქვენ გგონიათ მე არაფერს ვგრძნობ? თქვენზე უფრო მე მტკივა, ყველა თქვენგაზე მეტად მე მიჭირს.
ცრემლები გადმოსცვივდა ლინდას, რომელიც აქამდე ამ ოთხეულისგან არც ერთს არ ენახა. ნიკამ მიუახლოვდა და მაგრად ჩაიკრა გულში.
-სუ... ყველაფერი კარგად იქნება... დამშვიდდი.
ეჩურჩულებოდა ნიკა. ლინდამ ცრემლები მოიწმინდა და ისევ მტკიცე გამომეტყველება მიიღო.
-ანრის ავარია შემთხვევითი არ ყოფილა.
დაიწყო მან.
-რას ამბობ?
ცეცხლი აენთო თვალებში გუგას.
-ჯერ ერთი ანრი პროფესიონალი მრბოლელი იყო და ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა, მერე კიდე ტრასაზე მისი მოტოციკლის ზეთის კვალია, მოტოციკლი სადაა?
-ჩემთანაა.
თქვა ნიკამ.
-ხო და შენთან წავიდეთ.
ყველა თავიანთ მოტოციკლეტს მოაჯდა და 15 წუთში უკვე ნიკას ეზოში იყვნენ.
-ხო გითხარი მუხრუჭის მავთული გადაჭრილია.
თქვა ლინდამ.
-ფუ ამის დედას***ეცი ვის რაში დაჭირდა ანრის დაბრედვა ტოო?
ანერვიულდა ნიკა.
-მე ვიცი.
უეცრად თქვა გიგიმ.
-ვის?
-ვის და დაჩის.
-ზუსტად, მაგრამ შენ რა იცი?
გაუკვირდა ლინდას.
-მე და ანრიმ ერთად გავიგეთ მაგ როჟაზე რაღაცეები, მაგარი ახ*არი როჟაა, დავბრიდავ.
-რაში სჭირდებოდა?
ბიჭებს მუშტები ჰქონდათ სიბრაზისგან შეკრული.
ლინდამ იმ ღამის შესახებ ყველაფერი უამბო, ისიც როგორ სცემა ანრიმ დაჩი.
-მოვკლავ მაგ ნაბო*ვარს.
მოტოციკლეტისკენ გაიწია გუგა, მაგრამ ლინდამ შეაჩერა.
-ვერაფერს დაუმტკიცებ, არასპრავედლივი შენ გამოხვალ და მთელი მისი სასტავი გადაგეკიდება,
-ფეხებზე .
-მე არ , არ მინდა რომელიმე თქვენგანი კიდევ დავკარგო.
თქვა ლინდამ.
-იდეა გაქვს?
იკითხა აქამდე ჩუმად მჯდარმა მარიტამ.
-მაქვს, ჯერ ყველაფერი დეტალებში უნდა გავარკვიო მაგ ნაბ*ჭვარზე, სად დადის, რას აკეთებს, რას ჭამს, დაჟე ისიც რომელ დღეს რა ფერის ტრუსი აცვია.
-მერე მაგ რას მოგვიტანს?
-რას მოგვიტანს და სამხილებს,
საუბარში ჩაერია ნიკსონი.
ნიკსონი ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანია, სიმპატიურიც და სამართლიანიც, მთელი ცხოვრება სიმართლით დადის და ჯერ არასდროს წაუგია, მხოლოდ ლინდასთან და ანრისთან აგებდა რბოლას.
-მოკლედ მე ასეთი იდეა მაქვს.
დაიწყო ლინდამ.
-დაჩის სასტავს უნდა შევუერთდე გარკვეული დროით, იქნებ რამე გავარკვიო.
-არა ტყუილი ბაზარია. შენც ვერ დაგკარგავ.
კატეგორიული იყო ნიკსონი.
-მე არაფერი მომივა, ხო იცი 9 სიცოცხლე მაქ.
-დარწმუნებული ხარ?
-ანრის გამო ყველაფერს გავაკეთებ იმ ნა*იჭვარს ავატირებ, მუხლებზე დავაყენებ და მერე გავასხმევინებ ტვინს.
-ჩვენ შენთან ვართ, მაგრამ თავს გაუფრთხილდი.
-ხო და კიდევ, ნიკსონ გთხოვ ანრის მოტოციკლი შეაკეთო, მინდა ჩემთან იყოს.
-კაი ეს მოტოციკლი ისედაც შენ გეკუთვნის.
ლინდამ ყველას გადაეხვია და მოტოციკლს მოაჯდა, თვალის დახამხამებაში უკვე სახლში იყო, იმდენად სწრაფად ატარებდა თავის "ბიჭს" ასე უწოდებდა მოტოციკლს.
სახლში შესვლისთანავე მაია დაინახა, რომელიც სავარძელთან ჩამჯდარიყო და მთელი ხმით ტიროდა.
-რა გატირებს მაია?
ისე ჰკითხა ლინდამ, რომ მის ხმას სიმტკიცე არ მოჰკლებია.
-ანრი, შვილივით მიყვარდა.
-კარგი რა მაია ნუ ტირი.
-შენ?
-რა მე?
-ვიცი ახლა შენს გულში რაც ხდება, მაგრამ არ გინდა გარეთ გამოიტანო, ვიცი როგორ გტკივა.
-მე კარგად ვარ,
მტკიცე ხმით უთხრა ლინდამ.
-მე ვერ მომატყუილებს.
-მეძინება.
ხმა გაებზარა გოგონას და კიბეები წამის მეასედში აირბინა, ოთახის კარები გააღო, მალევე დაკეტა და კარებთან ჩაიკეცა, უნდოდა ეკივლა, ეყვირა, ყველაფერი დაელეწა, მაგრამ არ სეეძლო სისუსტე გამოემჟღავნებინა, გაგუდული ტიროდა და იქეთ-აქეთ ქანაობდა. მთელი ღამე ასე გაათენა, გამთენიისხანს ჩაეძინა, მოელანდა თუ დაესიზმრა ვერ გეტყვით, ანრი მივიდა მასთან, მთელი ძალით ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები პატარავ.
ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა, საბანი გადააფარა და თვითონ გვერდით მიუწვა, მოეხვია და თავი მის თმაში ჩარგო. ლინდა აშკარად გრძნობდა ანრის სურნელს და შეხებას, უცნაური იყო მაგრამ საწოლში გაეღვიძა, საბანი ეხურა და ფანჯარა ღია იყო. ემოციებისგან ვეღარ აზროვნუბდა.
-გავგიჟდი...
იძახოდა და ტიროდა, ბოლოს თავი ხელში აიყვანა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, გამოვიდა, დახეული ჯინსი და შავი მაისური გადაიცვა, მისი მეგზურები შავი მეტალით გაწყობილი ბატინკები, ასევე მეტალებიანი ქურთუკი ჩაიცვა, ტყავის ხელთათმანები გაიკეთა და პირველ სართულზე მისაღებ ოთახში ჩავიდა.
-ლინდა ჭამე!
გამოსძახა მაიამ სამზარეულოდან.
-არ მშია მაია მეჩქარება.
უთხრა გოგონამ და გარეთ გავიდა, მოტოციკლს მოაჯდა და მალევე ნიკსონის სახლის წინ აღმოჩნდა.
-ნიკსონ!
ქვემოდან დაუძახა, ნიკსონის ოთახის ფანჯარა გაიღო და წელს ზევით შიშველმა დაკუნთულმა და საშინლად სიმპატიურმა ნიკსონმა გამოიხედა.
-ეე ჩამო რა მოშორდი სარკეს!
დაუძახა ლინდამ.
ნიკსონიც ჩამოვიდა, ოღონდ ახლა შავი მაისური ეცვა.
-რაშვები?
-რავიცი ბიჭო დაჩის ნომერი მინდა.
-მაინც არ იშლი შე*ემა?
წარბები ზემოთ აზიდა ნიკამ.
-ხო იცი რო არ შევარჩენ?
-ბაზარი არაა არც მე შევარჩენ მაგ ახ*არს შენც ხო იცი, მარა არარის საჭირო შენი ჩარევა.
-შენც იცი რო საჭირო ვარ ამ საქმეში.
ნიკა გაჩუმდა, მერე სახლში შებრუნდა, მალევე გამოვიდა, პატარა ფურცელი გამოიტანა და ლინდას მიაწოდა. გოგონამ ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიბა.
-ალო, დაჩი პრივეტ, ლინდა ვარ.
-ლინდა? რა იყო საკმარისად ვერ მცემე?
-ბოდიშის მოსახდელად გირეკავ, მაპატიე რა.
ამბობდა ლინდა და თან სიბრაზისგან კისრის ძარღვები ეჭიმებოდა, მუჭი ისე ძლიერად ჰქონდა შეკრული, რომ ფრჩხილების ნადები ხელის გული დაუსისხლიანდა,
-არაუშავს დაი*იდე.
-მოკლედ რა ამათ სასტავში აღარ მინდა, შენც კაი სასტავი გყავს თუ მიმიღებთ, რბოლებზე არ შეგარცხვენ ხო იცი?
-ვაა საღოლ ტვინი გქონია, ჩემთან დაპირისპირებას ისედაც არ გირჩევდი.
-ხო და არც ვაპირებ.
უფრო მაგრად შეკრა მუშტი ლინდამ.
-კაი ბაზარი არაა დღეს საღამოს მნახე რა და ვიზიარებ.
ამის გაგონებაზე ლინდა სულ გაცეცხლდა.
-კაი წავედი საღამოს გნახავ.
ტელეფონი როგორც კი გათიშა მთელი ძალით დაუშინა ფეხები მოტოციკლს,
-ნაბი*ვარი ცინიკოსი!
ყვიროდა გამწარებული.
-ლინდა! ლინდა! დაწყნარდი, ვსო ვსო მორჩა.
ჩაეხუტა ნიკა და ისე ამშვიდებდა.
-დაწყნარდი, მალე გავასხმევინებ მაგ ახ*არს ტვინს.
-ჩემი ხელით უნდა მოვკლა.
-გპირდები უფლებას მოგცემ შენი ხელით გაასხმევინო ტვინი. საღამოს წადი, მაგ ახ*ართან საკმაოდ დასტოინი ურთიერთობა მქონდა, ცოტახანში მეც მოვიფიქრებ მიზეზს და გადმოვალ, მარიტა და ბიჭები აქედან დაგვიდგებიან გვერდში.
-კარგი წავედი,
-ჭკვიანად.
-კაი
ლინდა მოტოციკლს მოაჯდა და თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს.
მიჰქროდა და ანრიზე ფიქრობდა როცა ანრის ხმა მოესმა ყურთან ახლოს,
-მე შენთან ვარ.
უმეორებდა ხმა, ლინდამ მოტოციკლი გვერდზე გადააყენა და გააჩერა, გადმოვიდა და იქეთ აქეთ დაიწო ყურება, მერე ხელები თავზე მოიჭირა,
-მემგონი ვგიჟდები, ნამდვილად ვგიჟდები.
ბუტბუტებდა და თან იქეთ-აქეთ დადიოდა.

მოსაღამოვდა, ლინდა რბოლაზე წავიდა, თვითონ არ მონაწილეობდა დაჩის სანახავად მივიდა, ის ის იყო დაჩიმ რბოლა დაამთავრა მოიგო და ლინდასკენ წამოვიდა,
-ანრი შენთვის ვაკეთებ გამაძლიერე.
ჩაიბუტბუტა ლინდამ, ამ დროს კი სასიამოვნი ნიავმა შეეხო სახეზე და ჟრუანტელმა დაუარა. დაჩიც მიუახლოვდა.
-აბა თოჯინა აქ რამ მოგიყვანა?
გაიღიმა დაჩიმ, ლინდას კი მთელი გულით უნდოდა ამ ღიმილისთვის ბოლო მოეღო, მაგრამ ამით ვერაფერს მოიგებდა.
-თქვენს სასტავში მინდა გადმოსვლა.
-აქ მხოლოდ ძლიერები ვართ.
-მე სუსტად მთვლი?
-ვფიქრობ რომ ასეა.
ლინდა შუა ტრასაზე გავიდა და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
-ყურადღება ხალხო! თქვენს წინ "მეხი" დგას, რომელიც 15 წლიდან რბოლაში იღებს მონაწილეობას და ჯერ არცერთი რბოლა არ წაუგია! ღეს კი ეს ადამიანი მეუბნება, რომ მე სუსტი ვარ... მე მას რბოლაში ვიწვევ, თუ წავაგე ჩემს მოტოციკლს ვაძლევ, სანაცვლოდ კი მისგან არაფერს ვითხოვ, დასაკარგიც არაფერი აქვს.
თან დაჩიზე მიათითა გოგონამ.
რბოლა! ბოლა!
ირგვლივ ყვიროდა ხალხი, დაჩის სხვა გზა აღარ ჰქონდა და რბოლაზე დათანხმდა.
მოტოციკლეტები ერთმანეთის გვერდით დადგა, ლინდა ამჯერად ჩაფხუტის გარეშე იყო.
-შენ რა ჩაფხუტს არ იკეთებ?
ჰკითხა დაჩიმ.
-არა.
უპასუხა ლინდამ და გაახსენდა, რომ ანრი რბოლებზე ყოველთვის ჩაფხუტის გარეშე მონაწილეობდა.
-კარგი როგორც გინდა.
დაჩიმ ჩაფხუტი მოირგო, მათ შორის მდგარმა გოგონამ ხელები დაუშვა და და მოტოციკლეტები გაფრინდნენ, საოცარი სიტუაცია იყო გულშემატკივრებში, დაჩი იმარჯვებდა, ფინიშამდე სულ რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, ლინდამ სიჩქარეს უმატა დაჩი უკან ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზი გადაკვეთა. დაჩისთვის შოკი იქ იყო, კარგად ვერ შეაფასა ლინდას შესაძლებლობები, რბოლაში ქალმა აჯობა, თანაც საქართველოში. ამას ვერ იჯერებდა. ორივემ გააჩერა მოტოციკლეტი, ლინდა გადმოვიდა და თავდაჯერებული ნაბიჯებით მიუახლოვდა.
-საკმარისად გამოვავლინე ჩემი შესაძებლობები?
-კი.
გაოცებულმა უპასუხა დაჩიმ.
ირგვლივ კი ხალხი "მეხს" გაიძახოდა.



№1  offline წევრი lamazmani

Dzaan kaia momwons veli axal tavvs male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent