შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (4)


9-07-2015, 16:46
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 982

შემდეგ დღეს საქორწინო კაბისთვის ერთად წავიდნენ.ლიზა,ეკა,ინგა და თათა.ეკამ ცნობილ დიზაინერთან მიიყვანა,რათა ზომები აეღოთ ლიზასთვის,მატერია აერჩიათ და კაბის სტილი. ლიზა ჟურნალებს ათვალიერებდა თუმცა უინტერესოდ.ბევრი ფიქრის შემდეგ აირჩია.შიფონში გამოყვანილი კაბა,მძივებით,ქვევით გაშლილი(თუ სიმართლე გინდათ ეს კაბა ეკამ და ინგამ აარჩიეს,ლიზა კი დათანხმდა).კაბის ამბავი მოაგვარეს,შემდეგ ქორწილის ცერემონიის ორგანიზატორებთან წავიდნენ,ლიზამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და წამოვიდა თათაც მას გამოყვა.სახლში მისვლის თანავე ლიზამ პიცა შეუკვეთა და მიირთვეს.
თათა:-შენი მომავალი დედამთილი ძალიან გემოვნებიანი ქალი ჩანს.დაინახე რამხელა თანხა გადაიხადა კაბაში?
ლიზა:-საერთოდ არ მიხარია.ცუდად ვხდები როდესაც ჩემს ქორწილს წარმოვიდგენ.
თათა:-მეგობარო,მისმინე.შენი საქმრო არ ჩანს ცუდი კაცი.გუშინ მანქანიდან რომ გადმოვიდა,გოგოებს თვალები ზედ დარჩათ.თან მე თუ მკითხავ ერთმანეთს უხდებით.
ლიზა:-ვუხდებით?კარგი რაა თათა.მოდი ამაზე საუბარს მოვრჩეთ.-ლიზამ მოკლედ მოუჭრა.-ხო,მართლა გუშინ გუკა იყო სკოლაში ჩემს სანახავად.
თათა:-მერე რა უთხარი? 2 დღის წინ ვნახე და გამომიტყდა რომ,უყვარხარ!-ლიზა გაჩერდა.
ლიზა:-რა?მე მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიქნები.-ლიზა დაიბნა.
თათა:-სამაგიეროდ ის არ მიგიჩნევს მეგობრად.ქორწილზე უთხარი?
ლიზა:-კი და თავი ახლა საშინლად მძულს რომ გული ვატკინე.-ლიზა უფრო დანაღვლიანდა.-არ ვიცოდი...უნდა დაველაპარაკო.
თათა:-არა მეგობარო.მოდი დრო მიეცი შენი ნათქვამი გაიაზროს. ბანკეტზე რას შვები?
ლიზა:-არ მოვდივარ!დაგავიწყდა?მე ხომ დანიშნული ვარ.-ლიზამ თითზე ანიშნა.თათამ კი ამოიოხრა. მობილურის ხმა გაისმა ლიზას ურეკავდნენ,უცხო ნომერი იყო,გოგონამ უპასუხა,გაგიკვირდებათ და ეს დანიელი იყო.
დანიელი:-გამარჯობა.-ლიზამ გათიშა,ბიჭმა კი ისევ დარეკა.
ლიზა:-რაა გინდა!?ჩემი ნომერი როგორ გაიგე?!
დანიელი:-შენ ხომ ჩემი საცოლე ხარ არა?რა იცი,რაში მჭირდები,იქნებ ვკვდები და ბოლო სიტყვა მაქვს სათქმელი?-დანიელმა ეს ოდნავ სერიოზული ხმით თქვა. ლიზამ წარბი ასწია და ჩაიცინა.
ლიზა:-კარგი,რა ხდება?
დანიელი:-20 წთ-ში გამოგივლი.
ლიზა:-არა არ მცალია!მეგობართან...-დანიელმა მოკლედ მოუჭრა.
დანიელი:-20 წთ-ში მანდ ვარ!მოხხერხებულად ჩაიხვი,ბევრი სასიარულო გვაქვს.-ბიჭმა გაუთიშა.
ლიზა:-იდიოტი!-ლიზა ილანძღებოდა.
თათა:-რა ხდეება,ვის ლანძღავ?
ლიზა:-დანიელი იყო.20 წთ-ში მოვა,სადღაც მივყავარ.არ წავალ!-თათა ადგა და ლიზას ოთახიდან სპორტული ტანისამოსი გამოუტანა.
თათა:-ესენი ჩაიცვი.
ლიზა:-არ მინდა წასვლა!
თათა:-ლიზა მისმინე.დანიელი ცდილობს რომ,ურთიერთობა ააწყოს.თუ მთელი ცხოვრების გატარება ერთად მოგიწევთ,ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ და დაახლოვდეთ.
ლიზა:-მე არ მინდა!მას არ შევიყვარებ!
თათა:-გაყევი!-თათამ მკაცრად უთხრა და ტანსაცმელზე მიუთითა.ლიზასაც სხვა გზა არ ჰქონდა ადგა და ჩაიცვა. დანიელი კი ზუსტად 20 წთ-ში ლიზას სახლთან იყო,გოგონაც ქვევით ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა.
ლიზა:-წინასწარ გაფრთხილებ ცუდ ხასიათზე ვარ.
დანიელი:-მართლა!?მე ჯერ კარგ ხასსიათზე არ მინახიხარ.-ლიზამ კარი გააღო უნდა გადასულიყო მაგრამ დანიელმა გააჩერა.
დანიელი:-კარგი!-ბიჭი გაჩუმებული იჯდა ,ლიზა კი ვერ ისვენებდა და ისევ თვითონ კითხა.
ლიზა:-სად მივდივართ?
დანიელი:-მე ხმა არ უნდა ამომეღო...-ლიზამ გაბრაზებული შეხედა.-ლამაზ ადგილას,სადაც ურთიერთობის დალაგებას შევძლებთ.-ლიზა მას უყურებდა,შემდეგ კი ფანჯარაში გაიხედა.დანიელი იღიმოდა,მაგრამ არ იმჩნევდა. მალე ადგილზე მივიდნენ.დანი მანქანიდან გადავიდა და საბარგულიდან კალათა გადმოიღო.
დანიელი:-გადმოდი...
ლიზა:-მოვედით?
დანიელი:-არა,მანქანა იქ ვერ მივა,ამიტომ ფეხით მივდივართ.-დანიელი წინ წავიდა,ლიზა კი ფეხდაფეხ მიყვებოდა.5 წუთის სავალზე იყო.როდესაც მივიდნენ ლიზას იქაურობა ძალიან მოეწონა.ულამაზესი ბუნება იყო,იქ ახლოს ჩანჩქერი მოედინებოდა და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა.საოცრად მშვიდი ადგილი იყო,ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი.ბიჭმა საცოლის კმაყოფილი სახე რომ,დაინახა ჩაიფხუკუნა.
დანიელი:-მოგეწონა?
ლიზა:-კი,ლამაზია.როგორ იპოვე?
დანიელი:-აქ ყოფნა მიყვარს.-დანიელმა პლედს ხელი მოკიდა და ლიზაც დაეხმარა გაშლაში.ჩამოსხდნენ ცოტა მიირთვეს,ისაუბრეს.
ლიზა:-ღმერთო,ძალიან მომწონს აქაურობა.
დანიელი:-საოცრებაა,ჩვეულებრივს არაფერი მოგწონს.-ლიზამ ხელი მიკრა,ბიჭმა კი ჩაიცინა.-კარგი,კარგი ვიხუმრე.
ლიზა:-მისმინე...ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ქორწილი გარდაუვალია.ამიტომ მოდი ვიმეეგობროთ.-ლიზამ ეს თავდახრილმა თქვა.
დანიელი:-კარგი ვიმეგობროთ,მიხარია რომ ასე გადაწყვიტე....-ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,ლიზას გააჟჟრჟოლა და ეკალმა დააყარა,თვითონაც ვერ მიხვდა რატომ მოუვიდა ასე. ხელი უცბად გაუშვა და პლედზზე წამოწვა.
დანიელი:-რადგან მეგობრები ვართ,შენს შესახებ მომიყევი.ცხოვრებაში რა გეგმები გქონდა?
ლიზა:-მე ბევრი გეგმა მქონდა,თუმცა ქორწილი არ შედიოდა ამ გეგმებში,ყოველ შემთხვევაში აახლა არა...მოკლედ მინდოდა რომ ტურიზმზე მესწავლა და მსოფლიოში მემოგზაურა,ქვეყნები დამეთვალიერებინა და ბევრი რამ გამეგო.
დანიელი:-მოგზაურობა მეც მიყვარს.-ლიზამ გაუღიმა.-ვინმეზე ფიქრობ?-ლიზამ წარბი ასწია.
ლიზა:-არა.-დაფიქრდა იგივე კითხვა მისთვისაც დაესვა თუ არა და ბოლოს მაინც დაუსვა.-შენ?
დანიელი:-უკვე აღარ.-და გაუღიმა.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.-წამოდი დავიაროთ.-დანი ადგა და საცოლეს ხელი გაუწპდა,მანაც არ გააყოვნა. ტყეში სეირნობდნენ,მდინარეზე გადადიოდნენ როდესაც ლიზას დაუცურდა და წყალში ჩავარდა,მან ცურვა არ იცოდა ამიტომ დინებამ წაიღო.დანიელს შეეშინდა და ისიც გადახტა მდინარეში.დინება ოდნავ სწრაფი იყო ამიტომ დანის ოდნავ გაუჭირდა საცოლის ამოყვანა.როდესაც დაეწია ხელი მოკიდა და სასწრაფოს ამოიყვანა წყლიდან,ბალახზე დააწვინა და ცდილობდა რომ მოესულიერებინა.
დანიელი:-ლიზა,თვალები გაახილე გეხვეწები.-თმები გაუსწორა და გაიფიქრა,როომ გონება დაკარგული ლიზა უფრო ლამაზი იყო ვიდრე მოლაპარაკე.ლიზა გონს მოდიოდა-ლზა..
ლიზა:-დანიელ,შენ რომ არა...-ლიზა აკანკალდა.-მე...მე...
დანიელი:-წამოდი,მანქანაში სპორტული მაქვს და მოიცვი...-გოგონა ადგა,მაგრამ წაბორძიკდა და დანიელს ჩაუვარდა ხელებში.მან აიყვანა და ისე მიიყვანა მანქანამდე.უკანა სავარძელში დასვა და სპორტული მისცა.
დანიელი:-აიღე და ეს ჩაიცვი,ავად არ გახდე.
ლიზა:-შენც სულ სველი ხარ.
დანიელი:-არაუშავს.მიდი გამოიცვალე მე ცეცხლს დავანთებ.-დანიელი წავიდა,ფიჩხი ააგროვა და ცეცხლი დაანთო.ლიზა მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლთან ჩამპჯდა,დანიც მიუჯდა,ისიც მთლიანად სველი იყო და კანკალებდა.
ლიზა:-მთლიანად კანკალებ.-ლიზამ შუბლზე ხელი დაადო.ცხელი იყო და გაწითლებული.
დანიელი:-კარგად ვარ.-
ლიზა:-არა არ ხარ კარგად.აიღე პლედი მოიფარე,თან მაისური გაიხადე რომ გაშრეს.-დანიელმა მაისური გაიხადა,გოგონა მას უყურებდა,შემდეგ კი მაისური გამოართვა. უცბად დანიელს გონება დაეკარგა,მიწაზე უგოგონდ იწვა,ლიზამ ამ მდგომარეობაში რომ დაინახა შეშინდა.დანიელი ხმას არ იღებდა მხოლოდ სახე უხურდა.ლიზა ნერვიულობდა რადგან ვერაფრით შველოდა.
ლიზა:-დანიელ,დანიელ.გთხოვ აქ მარტო არ დამტოვო.-ლიზა მანქანაში ტელეფონს ეძებდა.მაშინვე სასწრაფოში დარეკა და უთხრა სადაც უნდა მისულიყვნენ.მაშინვე დანიელთან წავიდა და მასთან იყო.დანიმ მისი ხელი,ხელებში მოიქცია და ჩაიხუტა.
დანიელი:-ლიზა...ლიზა...-ჩუმად ამბობდა.
ლიზა:-აქ ვარ დაწყნარდი.სასწრაფო მალე მოვა.-ნახევარ საათში სასწრაფო მოვიდა და წაიყვანეს.საავადმყოფოში მისვლის თანავე დანიელი ექიმთან შეიყვანეს,ლიზა კი დერეფანში დარჩა.ყველას გააგებინა და ისინიც მივიდნენ.გოგონა მოუსვენრრად იყო,აქეთ-იქით დადიოდა. ეიმიც გამოვიდა.
ეკა:-როგორ არის ჩემი შვილი?
ექიმი:-სიცხე ჰქონდა,სანერვიულო არაფერია,უბრალოდ ფილტვების ანთება აქვს.
ივანე:-შეიძლება ვნახოთ?
ექიმი:-მას ხვალ გავწერთ. პაციენტი ლიზას კითხულობს,ამბობს ჩემი საცოლეაო.-ყველამ ლიზას შეხედა.გოგონამ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ექიმს გაყვა. პალატაში რომ შევიდა დანიელს თვალები ეხუჭა.
ლიზა:-დანიელ...-დანიელმა,საცოლეს შეხედა და ხელი გაუწოდა.-კარგად ხარ?
დანიელი:-შენი წყალობით,მადლობ.-ლიზამ ნახად გაუღიმა.
ლიზა:-გარეთ შენი მშობლები არიან,დავუძახებ.
დანიელი:-არა,შენ დარჩი.-ლიზა დარჩა,მაგრამ ეკამ ვეღარ მოითმინა და ცოტა ხანში შევიდა,მას კი დანარჩენებიც მიყვნენ.
ეკა:-შვილო როგორ გვანერვიულე.
ივანე:-კარგად ხარ?
დანიელი:-კი,ლიზას წყალობით.-ლიზას შეხედა და ხელი ძლიერად მოუჭირა.
ეკა:-ამ ღამით აქ დავრჩები.
დანიელი:-არა.ლიზა შენ დარჩი გთხოვ.-ეს ისე თქვა რომ საცოლესთვის თვალი არ მოუშორებია.
ივანე:-შვილლო,ლიზა დაღლილია...
ლიზა:-არა,დავრჩები.- მალე ყველა წავიდ.ლიზა კი საქმროსთან დარჩა.
დანიელი:-მოდი გთხოვ,გვერდით დამიწექი.-დანიელმა ეს ნაზი და მშვიდი ხმით უთხრა.ლიზამაც უარი არ უთხრა და გვერდით დაუწვა....
დღეები კი გადიოდა....



№1  offline წევრი lamazmani

Kaia male gaagrdzele

 


№2  offline წევრი cancara

მალე დადე რა

მალე მალე მალე დადე გაიგეე მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent