ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 2
-მაშ ასე. ანუ ჩასატარებელი გვაქვს ოპერაცია "როგორ მოვაწონოთ ხატია დიმიტრის" ეს რთული იქნება.-დაისისინა და ირონიულად გაიღიმა. -მაგისთვის მომიყვანე აქ?-დაეჭვებით ვკითხე -რათქმაუნდა არა..შენ გგონია უფლებას მოგცემ რომ მასთან იყო?-გაბრაზებულმა დამიყვირა და კედელთან მიმიმწყვდია -თავი დამანებე-მეც ავუწიე ხმას და გვერდის ავლა ვცადე რომ გავქცეულიყავი მაგრამ დამიჭირა და კვლავ „ჩემს“ კუთვნილ ადგილზე დამაბრუნა -მისმინე. არ მაინტერესებს შენ ვინ მოგწონს. შენ სულ ჩემს გვერდით უნდა იყო. არ მემეტები სხვისთვის-მითხრა ჩუმად და ჩემსკენ გადმოიხარა. რამოდენიმე წამში მისი ტუჩები ყურის ბიბილოზე შემეხო შემდეგ კი მომშორდა. უცნობმა ელექტროდენმა დამიარა მთელ სხეულში. მომღიმარ ვაჩეს გაკვირვებულმა გავხედე -წადი გვიანია უკვე სახლში გაგვიანდება-მითხრა ღიმილით არაფერი მიპასუხია ისე წამოვედი. უკვე კარგად დაბნელებული იყო ტელეფონს დავხედე 8 საათი იყო. ყურსასმენები მოვირგე და ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ჩავრთე. ფეხით გავუყევი გზას და ვფიქრობდი როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება 1 დღეში. არც კი მჯერა რომ ამდენი რამ 1 დღეში მოხდა. სახლში დაღლილი მივედი. არავინ იყო. რათქმაუნდა დედაჩემი 12 საათამდე სამსახურშია რადგან რესტორნის შეფ-მზარეულია და თითქმის მთელ დღეს იქ ატარებს. რათქმაუნდა არც გეგი არაა სახლში. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში შევედი. მაცივარში რაც გემრიელი ვნახე გამოვიღე დიდ თეფშზე დავაწყე და საძინებელში გავედი. კომედიური ფილმი ჩართე და თან საჭმელს შევექეცი. ბევრი ვიცინე. უკვე 11 საათი იყო გეგი რომ მოვიდა. გავიგე კარის ხმა მაგრამ არ გავსულვარ. მალევე დააკაკუნა კარზე. არაფერი მიპასუხია. მალევე შეწყვიტა და თავი დამანება. არ მინდოდა მასთან საუბარი. ალბათ თვითონაც მიხვდა. ფილმი როგორც კი დამთავრდა ნოუთბუქი დავხურე. მოსვრილი თეფში სამზარეულოში გავიტანე. მოვრეცხე და თავის ადგილზე დავაბრუნე -ხატია. სალაპარაკო გვაქვს არა?-გავიგე ჩემი ძმის ნაღვლიანი ხმა, პასუხი არ გავეცი. არ შემიხედია ისე გავედი სამზარეულოდან და ოთახში შევედი. რომ შემეხედა შემეცოდებოდა და ვაპატიებდი. არ მაქვს სურვილი მასთან საუბრის და ეს მანაც კარგად იცის. მაიკა გადავიცვი, საღამურებს ვერ ვიტან ამიტომ ღამე მაიკით მძინავს. საბანში შევძვერი და თვალები დავხუჭე ძილის მოლოდინში. დიდი ხანი ვწრიალებდი ლოგინში. საბოლოოდ კი ჩხუბის და ლეწვის ხმამ მომიყვანა. დაფეტებული წამოვხტი ფეხზე და ჩემი ძმის ოთახისკენ გავიქეცი საიდანაც ხმა მოდიოდა. -შენ გგონია მინდა რომ მე ესეთი ვიყოო? გგონია მინდა? გგონია მინდოდა ხელი გამერტყა ხატიასთვის? ნათია გგონია მინდოდა? ვიცი რომ არ არიან კარგი ხალხი მაგრამ ვმეგობრომ იმიტომ რომ გულს ვაყოლებ. ვერ გადავიტანე ადვილად მამას სიკვდილი ხომ ხედავთ? შენ მუშაობ და მთელი დღით დაკარგული ხარ რომ შეგვინახო. ხატია კიდევ დილის 8 საათიდან წასულია მთელი დღე მასწავლებლებთან ან მეგობრებთანაა. მე რავქნა?? რავქნა? ამ დედაატირებულ ტკივილს რავუყო? არ მოვწიო ? არ დავლიო? რაში ჩავკლა ტკივილი?-ღრიალებდა ბოლო ხმაზე გეგი და ყველაფერს ლეწავდა გამწარებული რაც ხელში მოყვებოდა. ტირილი ამივარდა. ვეღარ ვჩერდებოდი. როდესაც კედელთან ჩამჯდარ დედას თვალი მოვკარი უარესად ავტირდი. გეგისთან მივედი და სწრაფად ჩავეხუტე -გაჩერდი რა გთხოვ-სლუკუნით ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე. როდესაც მის ცრემლიან თვალებს წავაწყდი გული ათას ნაწილად დამეფლითა, არ მახსოვდა ის დრო როდესაც გეგი სახლში მთვრალი მოდიოდა და უაზროდ ყვირონა. არც ის ზოგჯერ 1 კვირით რომ დაიკარგებოდა ხან ნაცემს ვპოულობდით და ხან ალკოჰოლისგან გათიშულს არც ის გუშინ ხელი რომ გამარტყა ის ისევ ჩემი უფროსი ძამიკო იყო რომელიც მთელი გულით მიყვარდა და მის გარეშე მე არავინ ვიყავი -მაპატიეთ რა..-დაიჩურჩულა და უგონოდ დაეცა იატაკზე..დედაჩემი შეშინებული წამოხტა. ავკანკალდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა -სასწრაფოში დარეკე სწრაფად-დამიყვირა დედაჩემმა სწრაფად გავვარდი ოთახში არ შევიმჩნიე ტკივილი რომელიც ფეხის გულზე ვიგრძენი. სასრაფოში დავრეკე. შარვალი ამოვიცვი და ისევ დედაჩემთან და გეგისთან გავვარდი. დედაჩემი შეშინებული დააბოტებდა ოთახში და თან ნამსხვრევებს კრეფდა. სწრაფად დავიხარე გეგასკენ და სახეში რამოდენიმეჯერ ნაზად გავარტყი. შედეგი რომ არ გამოიღო კიდევ უფრო ძლიერად გავარტყი მაგრამ შედეგი 0. მალევე მოვიდა სასწრაფო და გეგი გამოაფხიზლეს. -რაჭირდა?-შეშინებულმა იკითხა დედამ და გეგის თბილად გადაუსვა თავზე ხელი -სტრესის ბრალია. უბრალოდ ხვალ იწვეს. ზედმეტად არ გადაიღალოს და კარგად იკვებოს.-მშვიდად აუხსნა ექიმმა და სახლი დატოვა. -მაპატიეთ ხო?-ჩუმად დაიჩურჩულა გეგიმ და ნაღვლიანად შემომხედა. -დედა..იქნებ გეგი შენს ოთახში გაგვეყვანა?-ღიმილით ვკითხე დედას მან კი გაკვირვებულმა გამომხედა -უბრალოდ ვიფიქრე სამივე იქ კარგად დავეტეოდით-სიცილით ვთქვი და გეგის ხელი ავიღე და ზემოთ ავქაჩე რომ ამდგარიყო -კარგი მოიცა ვდგები გოგო ნუხარ ქაჯი-სიცილით მითხრა გეგიმ და ფეხზე ადგა. იმ ღამეს ტკბილად მეძინა. მე და დედა გეგიზე ვიყავით ჩახუტებული და ისე გვეძინა. მხოლოდ 1 ადამიანი გვაკლდა და მის დანაკლისს სამივე კარგად ვხვდებოდით. დილით პირველი საათი იყო რომ გამეღვიძა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სახე დავმანჭე როდესაც მარჯვენა ფეხი მეტკინა. სწრაფად ავწიე ჰაერში და მარცხენა ფეხს დავეყრდენი. მისაღებში ფეხისწვერებით გავედი და დივანზე დავეხეთქე. -გეგიი-დავიყვირე იმ იმედით რომ გეგი სახლში იქნებოდა მაგრამ პასუხი არ გამცა ამიტომ მარჯვენა ფეხი ჰაერში ავწიე და გამოკვლევა დავიწყე. ერთი ღრმა ჭრილობა მქონდა რომელშიც მინა ჯერ კიდევ ჩარჩენილიყო. 3 კი მგონი უბრალო ნაკაწრი უნდა ყოფილიყო -ეს მინდოდა ეხლა მე?-დაბღვერილმა ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. აბაზანაში გავედი და დილის პროცედურები ჩავიტარე. კბილებს ვიხეხავდი როდესაც კარზე ზარი დარეკეს. ნელა წავედი კარისკენ და თან კბილებს ვიხეხავდი. კარი გავაღე და გაკვირვებულმა შევხედე გაღიმებულ ვაჩეს. კარის დაკეტვას ვაპირებდი სწრაფად რომ შემოხტა სახლში, -კარგი მიდი დაასრულე საქმე და მერე ვილაპარაკოთ-კბილის ჯაგრისზე მანიშნა და მისაღებში გავიდა. გაკვირვებულმა გავხედე უკვე მოშინაურებულ ვაჩეს და კოჭლობით შევედი აბაზანაში. ფეხის ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი. სწრაფად დავამთავრე კბილების გამოხეხვა და კვლავ კოჭლობით გავედი მისაღებში -აქ რასაკეთებ?-ვკითხე და გაღიმებულ ვაჩეს გავხედე -ფეხზე რაგჭირს?-კითხვა შემომიბრუნა და ჩემს ფეხს დააკვირდა -არაფერი. აქ რაგინდა?-უხეშად ვკითხე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე -შენს სანახავად მოვედი. მაჩვენე ფეხი-თავი გააქნია და ხელი მის გვერდით დივანზე დაატყაპუნა იმის ნიშნად რომ მივსულიყავი. -სახლში შეიძლება ჩემი ძმა ყოფილიყო. მე კი შენს გამო პრობლემები შემექმნებოდა. არაფერი გესაქმება აქ. გზა იცი შეგიძლია წახვიდე-გაბრაზებულმა ვუთხარი და ნერვები უფრო ამეშალა როდესაც სიცილი დაიწყო -ვიცოდი რომ მარტო იყავი მაგრამ გინდ ყოფილიყო. მე დაველაპარაკებოდი. დედაშენმა იცის ჩემთან ერთად რომ მოდიხარ დღეს. ეხლა კი მოდი სანამ გავბრაზდი-ღიმილით მითხრა და მანიშნა მივსულიყავი. როცა მიხვდა რომ იქ მიმსვლელი არ ვიყავი ფეხზე წამოდგა უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი და დივანზე დამსვა. -რაგჭირსთქო?-გამიმიეორა კითხვა -არვიცი-მხრები ავიჩეჩე და წამოდგომა ვცადე -იჯექი.-მბრძანებლური ტონით მითხრა. სწრაფად მოკიდა ჩემს მარჯვენა ფეხს ხელი და მაღლა ამაწევინა -რას აკეთებ ეე-დავიყვირე მაგრამ მგონი ვერც გაიგო გართული იყო ჩემი ფეხის გულის თვალიერებაში -ადექი ჩაივცი ექიმთან მივდივართ-უხეშად მითხრა და ფეხზე ადგა -გარეთ დამელოდე და გამოვალ-ვუთხარი სერიოზულად და გულში ჩემმა გამეცინა ჩემს გეგმაზე -აქ დაგელოდები-მკაცრად მითხრა და ფანჯარასთან მივიდა -დეგენერატი-ჩავიბუტბუტე და ოთახში გავედი. შავი მუხლზე გადაჭრილი შარვალი ჩავიცვი და წითელი წელში გამოყვანილი პერანგი. ფეხზე კეტები ამოვიცვი და მისაღებში დავბრუნდი -მზად ხარ?-მკითხა და ჩემკენ მობრუნდა -თმებს დავივარცხნი-დაბღვერილმა ვუთხარი და სარკესთან გრძელი თმის დავარცხნა დავიწყე. 1/5 არ მქონდა დავარცხნილი ნერვები მომეშალა და პროსტა შევიკარი -გინდა მე დაგვარცხნო?-თბილი ხმით მითხრა და გვერდით ამომიდგა -არა არმინდა.-წარმაწეულმა გავხედე -ჰო კაი წამო. კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს-ღიმილით გამაფრთხილა და გარეთ გავიდა. მეც ტელეფონი ავიღე, კარი ჩავკეტე და ქვემოთ ჩავედი პატარა თავისთვის ბოდიში მაგრამ მინდოდა 12 საათამდე მომესწრო და მაგიტომ გამოვიდა ესეთი პატარა ფოტოზე ვაჩეა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.