შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 3


11-07-2015, 21:45
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 528

-დილით რომელზე მიდიხარ სკოლაში?-მკითხა მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა და მთავარ გზაზე გავედით
-რაში გაინტერესებს?-ვკითხე ისე რომ არც შემიხედავს და ფანჯრიდან ხალხის თვალიერება დავიწყე
-გამოგივლი-მიპასუხა და გაეღიმა როდესაც ჩემს გაკვირვებულ თვალებს შეხედა
-არმინდა. როგორმე ჩემით მივალ-დავისისინე და ტელეფონს დავხედე რომელზეც ჩემი კლასელის თაკოს მესიჯი იყო მოსული. სწრაფად გავხსენი
*გთხოვ. გთხოვ მითხარი რომ ისტორიაში იგივე გვაქვს* მესიჯი წავიკითხე თუარა სიცილი ამიტყდა.
-ვინაა?-წარბშეკრულმა მკითხა და ტელეფონი ხელიდან ამომაცალა
-დამიბრუნე ეე-კვლავ წავართვი ტელეფონი და სწრაფად დავბლოკე
-მომე-გაბრაზებულმა მითხრა მეც ეშმაკური ღიმილით მივაწოდე ტელეფონი. ჯიბეში ჩაიდო და კვლავ გზას გახედა. მალევე გააჩერა მანქანა საავადმყოფოს ეზოში. მეც გადავხტი და მალევე შემახსენა ფეხმა თავი. სახე შევჭმუხნე და ვაჩეს გავხედე რომელიც ჩემს ტელეფონზე პაროლის შეყვანას ცდილობდა
-ტყუილად ცდილობ, მაინც ვერ მიხვდები-ენა გამოვუყავი და გავიცინე
-კარგი ჰო-დანებდა ვაჩე და ტელეფონი გამომიწოდა. მეც ბლოკი მოვხსენი და თაკოსთვის პასუხის მიწერას ვაპირებდი ხელიდან რომ ამაცალა ტელეფონი.
-დეგენერატო-შევუბღვირე და მიმღებში ვაჩეს უკან პატარა ბავშვივით დავდექი როდესაც ის ექიმს ესაუბრებოდა
-წამოდი ფეხს დაგიმუშავებენ და მერე სადმე წავიდეთ-ხელკავი გამომდო და ექიმს უკან გაჰყვა. კაბინეტში შევედით და იქვე პაციენტებისთვის განკუთვნილ ადგილზე დავჯექი
-გაიხადეთ ფეხი და მაჩვენეთ-ბრძანება გასცა ხანში შესულმა მამაკაცმა (ექიმმა) და რაღაცის ძებნა დაიწყო კარადაში. უცებ გავიძრე ფეხზე კეტი და შარვალი ოდნავ ავიკეცე. დაველოდე ექიმი როდის მომიახლოვდებოდა. მალევე შეამოწმა ჭრილობა.
-ღრმა ჭრილობაა მაგრამ გაჭრა არამგონია დაჭირდეს-ჩაიდუდღუნა ექიმმა
-გამაყუჩებელს გაგიკეთებ და აღარ გეტკინება-გამაყუჩებელი გამიკეთა მალევე მთელი ფეხი გამიბუჟდა და ისე ამომიღო მინა ფეხიდან ვერაფერი გავიგე.
-შეგიძლიათ წახვიდეთ-მითხრა როდესა ფეხის გადახვევა დაასრულა და მალევე ვაჩე ღიმილით მოვიდა
-წავედით?-მკითხა როდესაც ფეხზე წამოვდექი
-ჰო.-ვუპასუხე და მკვლელი თვალებით შევხედე წელზე ხელი რომ მომხვია
-გაგიჭირდება სიარული და დაგეხმარები-თავი გაიმართლა და ნელა წამიყვანა გასასვლელისკენ. მანქანაში როგორც ჩავსხედით ეგრევე მკითხა
-ხო გშია?
-არა არმშია, ტელეფონს დამიბრუნებ?-საწყალი თვალებით გავხედე და ხელი გავწიე რომ ტელეფონი მოეცა
-ჰო კაი-გამიღიმა და სწრაფად მომცა ტელე. მეც გეგის ნომერი ამოვძებნე და სწრაფად დავურეკე. არ მიპასუხა მაგრამ მალევე მესიჯი მომივიდა გასაუბრებაზე ვარ და ვერ გიპასუხებო. ღიმილით ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში და ვაჩეს გავხედე
-რაიყო?-მანაც ღიმილით მკითხა და მისი თითები ჩემს თითებში ახლართა
-მმ..არაფერი..ხელი გაწი-ხელის გათავისუფლება ვცადე მაგრამ უფრო მომიჭირა და არც მე გავძალიანებივარ
-მოვედით-მითხრა როდესაც მანქანაა გააჩერა და მალევე ამოვიცანი დედაჩემის რესტორანი. ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მანქანიდან გადავიდა
-დეგენერატო. წავედი მე სახლში-გვერდის ავლა ვცადე მაგრამ დამიჭრა და წელზე ხელი მომხვია.
-დედაშენი გველოდება-ღიმილით მითხრა და შესასვლლელისკენ წამიყვანა
-მეორედ აღარსად გამოგყვები-დაბღვერილმა ვუთხარი და სკამზე მოვთავსდი. ვაჩე ჩემს პირდაპირ დაჯდა და ღიმილით მიყურებდა
-გამარჯობა ხატია. რას მიითმევთ-ღიმილით მოგვიახლოვდა თათია. ის აქ მუშაობს მიმტანად. ძალიან საყვარელი გოგონაა და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს.
-მე როგორც ყოველთვის-გავიცინე
-მეც ის რაც ხატიას-ღიმილით უთხრა ვაჩემ-ჰო და კიდევ ფორთოხლის წვენი-დაამატა ბოლოს და გაღიმებული მომიტრიალდა
-რაიცი რა შევუკვეთე მე შენც რომ შეუკვეთე?-ვუთხარი გამომცდელად და ტელეფონი ხელში ავათამაშე
-ვიცი-ეშმაკურად მითხრა და თვალი ჩამიკრა
-საიდან?-გაკვირვებულმა ვკითხე
-კრაბის სალათი მეც მიყვარს-კითხვას თავი აარიდა და ჩემს გაკვირვებულ სახეზე კიდევ უფრო გაეღიმა
-რაიცი?
-მე ყველაფერი ვიცი-მომაჯადოვებლად გამიღიმა და რესტორანში ხალხის თვალიერება დაიწყო. მალევე გაუშეშდა სახე ერთ ადგილზე და ღიმილი სიბრაზემ შეცვალა. მის მზერას თვალი გავაყოლე და თვალში ირონიულად მომღიმარი დიტო მომხვდა.
-აქ იყავი და მალე მოვალ-გაბრაზებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა მათ მაგიდასთან მივიდა მალევე კი ძმები თვალს მიეფარნენ. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში ჩქარი ნაბიჯებით შევედი
-დედაჩემი აქაა?-ვკითხე მის დამხმარეს როდესაც დედაჩემს თვალი ვერ მოვკარი
-საკუჭნაოშია-მიპასუხა და თავის საქმე გააგრძელა
-დეე-დავიძახე და საკუჭნაოს კარი ოდნავ შევაღე
-დეე აქ რაგინდა? ვაჩესთან ერთად არ უნდა იყო?-ღიმილით მკითხა დედამ და ჩემს სახეს რომ წააწყდა მალევე დასერიოზულდა
-რამოხდა დე?-თბილად მკითხა და ლოყაზე ხელი მომისვა
-დე იქ ვიყავით ვაჩემ თავის ნახევარ ძმა რომ დაინახა და გარეთ გავიდნენ. საშინლად გაბრაზებული იყო. ვერ იტანენ ერთმანეთს. მოძებნე რა-ხმაჩამწყდარმა ვუთხარი
-მიდი დე შენ დაბრუნდი შენს ადგილას მე მოვაგვარებ. ნუ ნერვიულობ კაი?-თბილად მითხრა და გარეთ გავიდა
#ვაჩეს ნაამბობი
-აბა რა საქმე გაქვს საყვარელო ძამიკო-ირონიულად თქვა დიმიტრიმ და შემომხედა
-ხშირად გხედავ ხატიას გვერდით და მის სამეგობროში. რამე პრობლემა ხოარაა-გაბრაზებულმა ვუყვირე
-ძამოკო მეც ხშირად გხედავ მის გვერდით და ნამდვილად არ მომწონს მე ეს. არ შეეფერები. ის კარგია შენ ცუდი-ირონიულად მითხრა და მოსაცმლის სახელი მკლავზე აიწია
-მე ვარ ცუდი და შენ ანგელოზი?-ცინიზმით ვუთხარი და მუშჭი პირდაპირ ცხვირში ვუთავაზე. ხელი ცხვირზე მიიდო და სიცილი დაიყწო
-ეს ხარ სულ ძამიკო?-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და თვითონაც მომიქნია მუშტი. ავიცილე და სწრაფად დავუბრუნე საპასუხო
-ჰეი..ბიჭებო რას აკეთებთ-გავიგე ნაცნობი ხმა და სწრაფად შევბრუნდი ნათიასკენ
-ჩვენ სხვა დროს გავაგრძელებთ-ვუთხარი დიმიტრის და ნათიასკენ წავედი
-რახდება ნათია?-ვკითხე ღიმილით
-წამოდი უნდა ვისაუბროთ-მკარად მითხრა „სადედამთილომ“ და სამზარეულოსკენ გამიძღვა
-იქ მარტო მყავს დატოვებული ხატია-ღიმილით ვუთხარი და იქვე სკამზე დავჯექი
-მაგ მანამ უნდა გეფიქრა სანამ გახვიდოდი. იცოდე მეორედ აღარ გავიგო რომ როდესაც ჩემს შვილთან ერთად ხარ გადიხარ და ჩხუბობ.-მკაცრად მითხრა და ჩემს წინ დაჯდა
-კარგი რა ნათია. ვითომ არ იცოდე რომ როდესაც ხატია ჩემთანაა არაფერი მოუვა. უბრალოდ მას რომ ვხედავ თავს ვერ ვიკავებ. აღარ განმეორდება. დილას სახლიდან რომელზე გადის?-ღიმილით ვკითხე და მხარზე ხელი მოვხვიე
-მაიმუნი ბიჭი ხარ შენ. ცხრის ნახევარზე გადის-ღიმილით მითხრა
-კაი წავედი ეხლა მე იქ ცოდოა მარტო-ლოყაზე ვაკოცე ნათიას და ხატიასთან დავბრუნდი რომელიც ნერვიულად იხედებოდა აქეთ-იქით. უკნიდან მივეპარე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. ვიგრძენი შიშისგან როგორ შეხტა და სიცილი ამიტყდა.
-რაგაცინებს-ნაწყენმა მითხრა და ხელი მოყაზე მოისვა
-საყვარელი ხარ-გულრწფელად ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და მის შეფაკლულ ლოყებზე კვლავ გულიანად გამეცინა
-დეგენერატო-მითხრა და უკვე მოტანილი სალათის ჭამა დაიწყო
-მმ როგორ მშია-ვთქვი და სალათი პირისკენ გავიქანე. ხმა არ ამოუღია. მალევე დავამთავრეთ ჭამა და წვენი მოვსვი
-ბოდიში წეღანდელისთვის ხო?-ღიმილით ვკითხე
-არაუშავს.-ჩუმად თქვა და თავი დახარა
-წამო გავისეირნოთ ხო?-ფეხზე წამოვდექი და თავზე დავადექი
-ამ. კარგი.-დაბნეული წამოდგა და გასასვლელიისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი
-სად გინდა რომ წავიდეთ?-ვკითხე და მანქანის კარი გავუღე
-სახლში რა-საწყალი თვალებით ამომხედა
-დაიღალე?-თბილად ვკითხე და ხელები მხრებზე მოვხვიე
-არა მაგრამ სახლში მინდა-ღიმილით თქვა და ჩემი ხელებიდან თავი დაიძვრინა
-ნუ მაიმუნობ-ღიმილით ვუთხარი და როდესაც მანქანაში დაჯდა კარი მივუკეტე. მეც საჭეს მივუჯექი და მანქანა დავძარი
-კითვას დაგისვავ ოღონდ არგაბრაზდე.-მითხრა სერიოზულად
-მმ..გააჩნია რას მკითხავ. თუ იცი რომ გავბრაზდები ეგეთი რაღაც არ უნდა გეთქვა და პირდაპირ გეკითხა-გულწრფელად ვუთხარი და მისი პატარა ხელი კვლავ ჩემს ხელში მოვიქციე
-მე შენზე და დიტოზე მინდოდა მეკითხა. თუ რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს, თქვენ ხო ძმები ხართ-გაუბედავად მკითხა და ფანჯარაში გაიხედა. გამეცინა მის საქციელზე. მართალია ნებისმიერმა რომ მიხსენოს დიმიტრი გავბრაზდები მაგრამ მასზე გაბრაზება არ შემიძლია
-მე არც მძულდა პატარაობიდან დედა მასწავლიდა რომ ის ჩემი ძმა იყო და როცა გაუჭირდებოდა უნდა დავხმარებოდი რომ დედმამიშვილი ყველაზე ძვირფასი განძი იყო. მაგრამ როდესაც მის ზიზღით სავსე თვალებს ვუყურებდი სულ მავიწყდებოდა დედა რასაც მარიგებდა. ბავშვობიდან ვძულდი და მეც შემაძულა თავი. სულ ვჩხუბობთ. ეხლა კი სხვა მიზეზია ჩხუბისთვის. იცი დედაჩემს ძალიან უნდა შენი გაცნობა-ღიმილით ვუყვებოდი
-დედაშენს ჩემი გაცნობა რატო უნდა?-გაკვირვებულმა მკითხა და სწრაფად გაითავისუფლა ხელი ჩემი ხელიდან
-იმიტომ-ღიმილით ვუთხარი და სიცილი ამიტყდა როდესაც დედაჩემის ბუზღუნი გამახსენდა

-დედი მთელი დღეებია სახლში არ ხარ. დილით 8 საათზე გადიხარ და გვიან ბრუნდები. სამსახურშიც არდადიხარ. მხოლოდ უნივერსიტეტში ესწრები რამოდენიმე ლექციას.-ნაწყენმა მითხრა დედამ
-დეე..კარგი ცოტაც მოითმინე. მგონი შესაფერისი სარძლო გიშოვე-ღიმილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი
-ჩემი ბიჭიი. გაიზარდე დედი უკვე? როდის გამაცნობ შენს შეყვარებულს დე?-თბილად მიითხრა და თავზე ხელი გადამისვა
-მალე დე მალე.-ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გამოვვარდი

შეფასება მინდა მე



№1  offline წევრი დადუ♥♥

Vaime chemi gogo ra magaria nu martlaia naxevari wakitxuli mqonda magram bolo dzaan magari iyo :D <3 ar unda genevruila amdeni erti ragacis mititeba ROM dagaviwydat imitom ro am tavis sikargem yvelaferi cudi gadawona ai martla magrad miyvarxart shenc DA istoriac <3

 


№2  offline წევრი black))

Uuu dzaanmagaria ^_^ ❤ ukvevgijdebi shenze

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Vaime chemi gogo ra magaria nu martlaia naxevari wakitxuli mqonda magram bolo dzaan magari iyo :D <3 ar unda genevruila amdeni erti ragacis mititeba ROM dagaviwydat imitom ro am tavis sikargem yvelaferi cudi gadawona ai martla magrad miyvarxart shenc DA istoriac <3

ჩემი დადუ ხარ შენ :3

black))
Uuu dzaanmagaria ^_^ ❤ ukvevgijdebi shenze

მადლობა <3 <3 <3 <3 მეც ვგიჟდები love

 


№4  offline წევრი BvBArMy

აუუ მალე გაააგრძელე რააა
--------------------
I Hate Everything About You

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auuu ra kaiaa rogor momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent