ჩემს პლანეტაზე სიყვარული ხარ (სრულად)
2011 წელი. 27 დეკემბერი. ასეთი სიცივე ჯერ არ მახსოვს, მოთოვოს მაინც, გავიხარებთ. დედაზე ვღელავ, ამბობს კარგად ვარო და არ მჯერა, სულ თავი სტკივა, სულ წამლებს სვავს, აღარ მინდა მამის შემდეგ დედაც დავკარგო, ახლობლები მაიმედებენ ყველაფერი კარგად იქნებაო, თუმცა მე მაინც ვერ ვისვენებ. მესამე დღეა სახლიდან არ გავსულვარ, ვზივარ და ხან რას ვუყურებ, ხან რას. ნანო მეჩხუბება, სულ დამივიწყეო და მართალიცაა, მეგობრებში აღარ გავდივარ, მიჭირს. რაც მამამ მიგვატოვა სულ გავუცხოვდი, აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს, იმის თავიც არ მაქვს სამსახური ვიშოვო და ოჯახში ფული შევიტანო, თორემ სადაცაა შიმშილისგან ამოვიხოცებით მეც და საცოდავი დედაჩემიც. ნანომ მითხრა ჩემი ერთი ნაცნობი გამდიდრდა, რაღაც ბიზნესი წამოიწყო და იქნებ ვცადოთო, აღარაფრის მჯერა, 18 წლის ვარ, ბიზნესს ვერ გავუძღვები. –გაუმართლა, გგონია ჩვენც ეგრე გაგვიმართლებს?! თანაც არამგონია ის შენი ნაცნობი კანონიერი საქმით იყოს დაკავებული–ვიხსენებ ჩემს პასუხს და ვიღიმი. –ყავა მზადაა–ოთახიდან გამომძახა ნანომ და რეალობაში დამაბრუნა, სულ დამავიწყდა აქ რომ იყო. –ხომ იცი ნანო, ყავას არ ვსვავ, ჩაის გავიკეთებ–საწოლიდან ვდგები და ოთახში ფეხშიშველი გავდივარ. –ხო კარგი, შეხედე რა მოვიტანე–ჩანთიდან პატარა კოლოფს იღებს და ერთი ხელი მოძრაობით ხსნის. –რა ლამაზია–წამოვიძახე და გამჭირვალე ანგელოზი გამოვართვი. –შენს ნაძვის ხეს ვუყიდე. –მადლობაო ნაძვის ხემ–ვთქვი და ანგელოზი გამოსაჩენ ადგილზე დავკიდე. –ნაძვის ხემ ხო, მარა დედაშენმა რაო?–ფეხები დივანზე აკეცა და ყავის წითელ ჭიქას ორივე ხელი მოუჭირა. –ახალი წლისთვის ვერ მოდის, ბებიაჩემმა ვკვდები და მარტო ნუ დამტოვებთო. –ცოდოა ეგ ქალი, ახალ წელს მარტო ძაან ტეხავს–მხრებს იჩეჩავს ნანო, მე კი წარბაწეული ვუყურებ. –მე არ ვარ ცოდო, დედაჩემმა მარტო რომ დამტოვა?! –კარგი ეხლა ნია! იმხელა ქალს ეჯინები თუ რა იყო? –არ ვეჯინები, უბრალოდ ყოველ ახალ წელს ერთად ვხვდებოდით. –ხო რავიცი, ეგეც არი. –კაი ნანო, წადი თუ გინდა–შევთავაზე მას შემდეგ, რაც შევნიშნე რომ ყოველ წამს საათისკენ იხედებოდა. –ხო წავალ–წამოხტა და ქურთუკი მოიცვა–მოკლედ ახალ წელს მშობლებთან ერთად შევხვდები და ეგრევე გამოვალ შენთან. –არა ნანო, ეგ არ გააკეთო, ეწყინებათ შენს მშობლებს, შენი ძმის ამბავი ხომ იცი, არ გამოგიშვებს, დარჩი სახლში და დილით გავიდეთ სადმე. –ხო კარგი, გკოცნი და მიყვარხარ! არ მოიწყინო სიხარულო–ლოყაზე ლოყა მომადო და სახლიდან გავიდა. დივანზე ფეხები ავკეცე, პლედი გადავიფარე და სათამაშოებით დახუნძლულ ნაძვის ხეს მივაშტერდი, განსაკუთრებით ლამაზი იყო ნანოს ნაჩუქარი ანგელოზი. *** ახალ წელსაც ჩვეულ პოზიციაში, ფეხებაკეცილი ვიჯექი დივანზე, ხელში ერთი ჭიქა შამპანიური მეჭირა და კვლავ სათამაშოებით დახუნძლულ ნაძვის ხეს მივჩერებოდი... არაფერი განსაკუთრებული, ვიჯექი და სასმელს მშვიდად ვწრუპავდი, არც არავის დაურეკავს, ტელევიზორის ჩამრთველისკენ გავიწიე, მოვისმენ რა ხდებათქო და შუქი წავიდა. იმ ღამეს თბილისში მოთოვა. 2011 წელი. 15 მაისი. –ძალიან გამიხარდა, კარგია.–თვალები გადაატრიალა და მობილური დივანზე დააგდო. თავი გავაქნიე და ვანიშნე რა ხდებათქო. –დათა ჩამოდის აბაშიძე. –რაა?–პირი გაოცებისგან დავაღე. –ხო ჩემმა ძმამ მითხრა. –გადავირევი. 9 წელია ფეხი არ ჩამოუდგამს და რა ეტაკა? –არ ვიცი, ეტყობა ოჯახს გაუჭირდა რუსეთში. –არამგონია, სხვა რამე იქნება–ინტერესით ჩავილაპარაკე მე. –რა მნიშვნელობა აქვს, ეგ ხო იცი როგორი ბიჭია, ცოლს იშოვის, სამსახურს აქ გააგრძელებს და აიწყობს ცხოვრობას–დაასკვნა ნანომ. –ეგრე გგონია? –მგონია რა, ეგრე იქნება აი ნახავ. არ გახსოვს ბავშვობაში დედამისს რიგები რო ედგა? –არაა–ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და ხმამაღლა გავიცინე. რა ზრდილობააო დედაჩემმა სამზარეულოდან გამომძახა და კვლავ აახმაურა ხორცის მანქანა. *** მეორე ღამეს აბაშიძე ჩამოფრინდა რუსეთიდან და მთელი ბახტრიონი აახმაურა, ღამე ვეღარ ვიძინებდით ისეთი ხმაური იყო გარეთ, თუმცა დათა აბაშიძეს ვინ რას გაუბედავდა?! ერთხელ უნივერსტეტიდან გვიან მოვედი, დედაჩემს უკვე ეძინა, ისეთი დაღლილი ვიყავი ერთი სული მქონდა საწოლში მენებივრა, დავწექი და ატყდა ღრეობა, ვერაფრით დავიძინე, ავდექი და ჩავედი, ვეღარ მოვითმინე. –რა ხდება? რა დღეში ხართ?–დავუძახე ახლოს მდგარ ბიჭებს–ხალხს ძილი უნდა, მესამე დღეა თვალი ვერ მომიხუჭავს, პოლიციას გამოვიძახებ იცოდეთ!–დავემუქრე და უკან გამოვბრუნდი, უეცრად ვიღაცის საშინლად უხეში ხელი ვიგრძენი მკლავზე და თვალებანთებული შევბრუნდი. –ნია, მე ვარ ხიზანა–გამიღიმა უბნელმა, რომელიც საკმაოდ იყო მთვრალი. –ხოდა მეცი პატივი და დამაძინე–უხეშად ვთქვი და ხელი გამოვტაცე. –ძმაკაცი ჩამოვიდა, აღარ გავიმეორებთ რა. გვაპატიე ნია, ხო იცი და ხარ ჩემი–ბარბაცებდა ხიზანა. –ვიქნები, იგივე თუ აღარ განმეორდება. –რამე ხდება?–საოცრად სასიამოვნო ბარიტონი გაისმა და მეც ხიზანას უკან, სიბნელეში დავიწყე თვალების ცეცება, რამდენიმე წამში სილუეტიც გამოიკვეთა, ჩვენსკენ მოდიოდა, მისი თითოეული ნაბიჯი ძალიან, ძალიან ნელი და მშვიდი მეჩვენა, მოდიოდა ცოტათი დაძაბული, ოდნავ წელში მოხრილი, ერთ ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა, მეორე ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი, თავზე კაპიუშონი წამოეფხატა და მე ვიგრძენი ის რაც არასდროს მიგრძვნია, ვიგრძენი ნამი ხელის გულებზე, ვიგრძენი გულის გახშირებული ფეთქვა და თავი დაბლა დავხარე. –არაფერი ბრატ, გოგოს რაღაც პრობლემა შეექმნა–უპასუხა ხიზანამ. –რა პრობლემა?–დაინტერესდა და ვიგრძენი მე გამომხედა. –არაფერია–თავის მაღლა აწევა მოვახერხე. ზუსტად ისეთი იყო, ოდნავ შეცვლილი, სულ ოდნავ, მიღიმოდა. –ძაან კარგი. შენ ნია ხო?–მკითხა უეცრად და სიგარეტი პირთან მიიტანა. –ხო–მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე. –მახსოვხარ–მანაც გამიღიმა–ბავშვობაში რა. –კარგია. კარგი ნახვამდის. –თუ გაწუხებთ იზვინი, ჩემი ბრალია–მგონი მიმიხვდა დაბლა ჩამოსვლის მიზეზს. –არაფერია–უცბად მოვლბი და უკან გავბრუნდი. აღარაფერი უთქვამს, ალბათ ისიც გაბრუნდა, ან იდგა და მიყურებდა სანამ სადარბაზოში შევიდოდი. უბრალოდ, ჰო უბრალოდ მიყურებდა. რა ლამაზი ოცნებაა არა? რა ლამაზი ოცნება ხარ. *** მეორე დილას ყველაფერი ნანოს მოვუყევი და მითხრა ჩემი ძმაც მაგათთან ერთად იყო გუშინო. არც გამკვირვებია, აი ნანოს კი გაუკვირდა ჩემგან ასეთი სითამამე. –ისე ეგ დათა კარგი ბიჭია, ნიკასგან ვიცი. –ხო, მომეწონა მეც. არ მეგონა ეგეთი. –გაები სიხარულო, გაები–ახარხარდა ნანო. *** მომდევნო დღესაც გვიან დავბრუნდი სახლში, სადარბაზოსთან იდგნენ ბიჭები და რაღაცაზე იცინოდნენ. –გამარჯობა–ჩვეულად გავუღიმე, ხიზანა გადასაკოცნად წამოდგა. –ვახ, ნია სად იყავი?–მკითხა ნიკამ და მანაც გადამკოცნა. –რა იყო ნიკუშ?!–წარბები ავწიე. –არაფერი, პროსტა გკითხე ნია, ხო იცი მე არ უნდა დამიმალო. –სულელი ხარ–გავიცინე–ნანო სადაა? –სახლშია, სად იქნება. –გამარჯობა–კვლავ გავიგე სასიამოვნო ხმა. ის არის. ჩემი ლამაზი ოცნება. –გაგიმარჯოს–ვეცადე ომახიანად მეთქვა, თუმცა რამდენად შევძელი არ ვიცი. –რას შვები?–მკითხა კონკრეტულად მე და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. –მე.. რავი არაფერს–დავიბენი. –გცალია ხო? –კი მცალია. –წამო–უკან შეტრიალდა–გავიაროთ–გაკვირვებული ვაცეცებდი აქეთ–იქით თვალებს. მე? მე მითხრა? ადგილიდან ძლივს დავიძარი და უკან ჩუმი ნაბიჯებით ავედევნე. –ძაან გაზრდილი ხარ–მითხრა ისე რომ არც შემობრუნებულა. გამეცინა. –აბა ისეთი ხო არ დავრჩებოდი? –არა, ეგ არ მითქვამს. –გასაგებია. რამე ხდება?–დავინტერესდი. –რაზე? –რავიცი, რატო გამომიყვანე. –ისე, პრობლემაა? –არანაირი–ხელები გავასავსავე და გვერდით ამოვუდექი. –სად სწავლობ? –ჯავახიშვილში. –როდის ამთავრებ? –ჯერ არა. პირველ კურსზე ვარ. –გევასება ვინმე?–იმდენად მოულოდნელი კითხვა დამისვა, ნერწყვი გადამცდა და ხველება ავტეხე. –კაი რა იყო?–გაიცინა. –არ ვიცი. დამაბნიე–პირდაპირ ვუთხარი და მას ავხედე. –არაუშავს. –მაპატიე, მაგრამ სახლში უნდა ავიდე. –ხო, წამო–თავი დამიქნია და წინ წავიდა. იმ ღამეს არ დამეძინა, მთელი ღამე დათაზე ვფიქრობდი. *** თენდება, ჩაის ჭიქით ჩვეულ პოზიციაში ვზივარ და ვფიქრობ, ვერ ვგრძნობ დროის სვლას, მინდა ავდგე, რამე მაინც გავაკეთო, ფეხები არ მემორჩილება. თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა, აღარაფერი მესმის. ჩაის ვწრუპავ. დედამიწა ბრუნავს, ბრუნავს, არ ჩერდება და შენ გგავს, მელანდები. თითქოს სამყაროს შენი ფერი აქვს, ჩემს პლანეტაზე სიყვარული ხარ.. და მაინც, რა არის სიყვარული?! ეს ის გრძნობაა რომელსაც შეეწირა უამრავი გმირი. „სიყვარულისთვის ფიროსმანმა სახლი გაყიდა, სიყვარულისთვის კუკარაჩა ტყვიამ გახვრიტა.“ ვიღიმი. რა უცნაურია, შენზე თუ ვფიქრობ სულ ვიღიმი. დედაჩემის მიერ რამდენჯერმე განმეორებულმა „ნია“–მ გონება გამინათა და ფეხზე ფეთიანივით წამოვხტი. –გამოშტერდი გოგო?–გაბრაზებულმა მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. –ვფიქრობდი, რა იყო? –ფიქრობდა–გამაჯავრა–ჩადი პური და ხელსახოცები ამოიტანე, გათავებულა. –ვერა, მეზარება. –ნია! –მომე ფული–ფეხსაცმელები ჩავიცვი, ფული გამოვართვი და კიბეებზე დავეშვი. –ვა ნია! –ხიზან, როგორ ხარ?–მხიარულად ვპასუხობ და მისკენ მივდივარ. –რავი ვარ. გცალია? –კი მცალია, რა ხდება? –რავი საღამოს რესტორანში მივდივართ, ხო არ წამოხვიდოდი? –მე?–საჩვენებლი თითი მკერდთან მივიტანე და ხიზანას გაოცებულმა ავხედე. –ხო. –რავი რატომაც არა, წამოვალ. –აუ ჯიგარი ხარ რა, არადა მეთქი გამიჭირდება დათანხმებათქო. **** –მოდიხარ ანუ?–საბოლოოდ მკითხა ნანომ. –მოვდივარ–განვაცხადე და კარადა გამოვხსენი. –ეს ჩაიცვი, არ გადამრიო–შავ კაბას ხელი დასტაცა და საწოლზე დააგდო. –ეს? არ მიხდება–ტუჩები წინ გამოვწიე. –ვაიმე, გამაგიჟებ შენ! ჩაიცვი დროზე. –ხო კაი. –ვა გოგოებო, რა ლამაზები ხართ–დაიწყო ნიკუშამ. –მადლობა–ერთხმად ვუთხარით ორივემ და გავიცინეთ. –ნია შენ დათასთან ჩაჯექი. –მე? –აუ ნუ იცი ეს თავის დადებილება. მიდი ჩაჯექი. ნელი ნაბიჯებით მივდივარ დათას მანქანისკენ და ვოცნებობ კომპლიმენტი მითხრას, თუმცა იმედები მიცრუვდება, გაღიმებული ვიკავებ მგზავრის ადგილს და დათას ვესალმები. –შორია? –წყნეთშია, მალე ჩავალთ–გზას თვალს არ აშორებს ისე მპასუხობს. –კარგი–ვჩუმდები, სათქმელი ამომეწურა. –ნია, ეწევი?–რამდენიმე წუთის შემდეგ მეკითხება. –არა. –გამიხარდა. –შენ ბევრს ეწევი. ხმა აღარ ამოუღია, რა უცნაური ბიჭია. *** იმ ღამეს წყნეთში დავრჩით, არაფერი მომხდარა, არ ვიცი დათას რა სჭირდა, რას გრძნობდა და რატომ იყო ასე. მთელი დღე ჩუმად იჯდა, მხოლოდ სადღეგრძელოებზე დგებოდა და ჩვეული უნიკალიზმით იღიმოდა. აშკარად დავდებილდი. უკანა გზაზე დათას მანქანით მგზავრობაზე უარი განვაცხადე, მასთან ერთად ვიძაბები, ვიბნევი და იმდენს ვფიქრობ თავი მტკივდება, ამიტომ მირჩევნია ნიკას და ნანოს ჩხუბს ვუსმინო. *** –მე მახსოვს–სიცილი შეწყვიტა ნიკამ და მე და დათას გადმოგვხედა–აი ნია იყო 8–9 წლის და იტოკში ერთი ბიჭი ყავდა გადაკიდებული, მაგარი *ლე იყო როგორც მახსოვს, ხოდა მოდის ერთხელ სასტავი ვზივართ და დაიწყო კაჩაობა ნია ჩემი შეყვარებულიაო და ვაკოცეო და მაგრა არ გვესიამოვნა ხო აზზე ხართ რა და დათა მედგა გვერძე, მეთქი დავცხოთთქო და ისე მაგრად ვცემეთ 2 კვირა სკოლაში აღარ გვიშვებდა დირექტორი. –რა სადიზმია!–წამოიყვირა ნანომ. –საწყალი ის ბიჭი. –არა ისე დათა აღიარე, გევასებოდა ნია–გადაიხარხარა ხიზანამ და დათას სერიოზულ სახეზე გვანიშნა. –ბაზარი არაა, მევასებოდა–თქვა და გამიღიმა–ადრე რა, პატარა ვიყავი ძაან. –რეებს ჩალიჩობდი დათა, ეხლა რო მახსენდება მეკეტება–აგრძელებდა ხიზანა, მე კი ამ ახალი ამბით გაოგნებული ვიჯექი და დათას მივშტერებოდი. –აბა ტოო, პროსტა ნია იყო მაგარი ავარდნილი. –რა?–ძლივს ამოვიღე ხმა–მე ვიყავი ავარდნილი? –აუ მახსოვს მეც და მერე ნიაზე გამწარებული ჩვენ გვწევდი ხოლმე ჰაერში, ნიას ხო არ ვეჩხუბებიო. –გეყოფათ რა–ხელი ავიქნიე–სისულელეებს ამბობთ, არაფერი ავარდნილი მე არ ვიყავი. –აუ ნია აწითლდაააა–გაიწელა ნიკუშა და დას ხელი გადახვია. გაბრაზებული ავდექი ფეხზე და სადარბაზოსკენ გავიქეცი, მეწყინა, ძალიან მეწყინა და ვინანე რომ ადრე ვერ მივხვდი, ცხოვრებაში პირველად მომინდა ისევ ის 9 წლის ნია ვყოფილიყავი დედის ჩანთიდან წითელ პომადას რომ ვიპარავდი და ნანოსთან ერთად ვისვამდი, მომინდა ისევ მჭეროდა ბარბის ჩანთა, ისევ ჩამეცვა დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ისევ მეყიდა ლამაზი კაბა რომ დათას გავპრანჭვოდი, როგორ მინდა ვუთხრა იმ პატარა ნიას რომ დათას უყვარდა, მინდა ვუთხრა რომ დათა მის გამო ყველაფერს აკეთებდა და წრფელი ბავშვური სიყვარულით უყვარდა. იქნებ ახლა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, იქნებ ახლა უფრო ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან, ჩემი ბრალია, 9 წლის ნიას ბრალია, თუმცა ბავშვს რას მოვკითხავ, მაშინ ნიკუშასიც და დათასიც მეშინოდა, ისეთი სერიოზული სახეებით დადიოდნენ, ისე მტრულად გვიყურებდნენ მეშინოდა არ გვცემონთქო. მახსოვს, ყველაფერი მახსოვს, მახსოვს როგორ დამცინოდა დათა წითელი პომადით გარეთ რომ გავედი, მახსოვს როგორ უთხრა ნიკუშამ რას დასცინი, შენი ცოლია ჩემი კი არაო.. მაშინ ვერ მივხვდი რა იგულისხმა და ახლა ვხვდები რომ მე ვუარყავი, პატარა ნიამ უარყო დათა და ალბათ ახლა ამიტომ მექცევა ასე გაურკვევლად... *** ძილის წინ თვალებს ვხუჭავ და შენ მელანდები, ჩემს გვერდით ხარ და მიღიმი, რამდენი ხანი გავიდა და ყველგან გეძებ, ვერ გიშვებ. რა იქნება ჩემს გვერდით იყო, მიღიმოდე და მეუბნებოდე რომ დარჩები, დარჩები სამუდამოდ ჩემთან. რა იქნება, იცოდე როგორ მიჭირს, იცოდე როგორ მჭირდები. რომ არ გამეცანი მოვკვდებოდი და ნეტავ... არ გამეცანი. ასე ყოფნას სიკვდილი არ ჯობს? ჩემს პლანეტაზე სიყვარული ხარ. ნეტავ იცოდე როგორ მინდიხარ, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, აუცილებლად დაბრუნდებოდი! *** 2012 წელი. თებერვალი. შარშანდელთან შედარებით წელს არ ცივა, ან იქნებ მე არ მცივა რადგან დათაა აქ, შორიდანაც მათბობს, მიღიმის და შუა ზამთარშიც კი მცხელა, მეხება და შუა ზამთარშიც კი ვხურვარ. –ნია, გარეთ გამოხვალ? –კი გამოვალ. –სადარბაზოსთან ვარ, ჩამოდი. თბილად ჩაიცვი ცივა. მობილურს ვთიშავ და ვიღიმი. თბილად ვიცვამ და ჩავდივარ. –როგორ ხარ? –კარგად, შენ?–მიღიმის. –მეც. წამო გავიაროთ. –რამე ხდება?–ვინტერესდები. –არა ნია, მომენატრე პროსტა. –მეც მომენატრე, მაგრამ დილით ხომ გნახე. –არ მეყო. ვილაპარაკოთ. –ვლაპარაკობთ კიდეც–ვიბნევი. –ვიცი ნია. –დათა მაგიჟებ. –ნია რა ქვია ჩვენს ურთიერთობას? –დათა, რა? –რა ვართ ერთმანეთისთვის, ვინ ვარ შენთვის ნია?-დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. ვინ ხარ შენ ჩემთვის? არებობა, სიცოცხლე, სიყვარული, მრავალფეროვნება, წყალი, ჰაერი, ყველაფერი. ეს გითხრა? ამას მიიღებ? როგორ გითხრა? –ნია, შემ ჩემთვის ბევრს ნიშნავ! საკუთრება ხარ, ჩემი ხარ და ვერ გიშვებ! არ დამცინო, ვერ გიხსნი რა, აი სიტყვები არ მომდის ხო ხვდები, მაგარი ბანძი ბიჭი ვარ, ვერ გეუბნები რა მაგარი ხარ, ვერ გეუბნები რო მაგრად მიყვარხარ და დალშე შენ იცი რა, აი ბიჭები რო გოგოებს სიყვარულს უხსნიან ხო აზზე ხარ?! აი ეგ მინდა მეც რა, აი რო არსებობ ეგ მევასება, აი რო იღიმი მიყვარს და მიხარია. შენ გაჩნდი იმისთვის რო ჩემი გრქმეოდა, გაიგე?–თვალებს ვხუჭავ და თითოეულ მის სიტყვას ბოლომდე შევიგრძნობ. –გავიგე–ვამბობ რამდენიმე წუთის შემდეგ–ანუ, მე და შენ... ანუ ჩვენ დღეიდან.. –ხო–მომიახლოვდა–დღეიდან ჩემი გქვია–დაიხარა და მაკოცა, მაკოცა ისე თითქოს ჩემი ტუჩები ჰაერი ყოფილიყოს და მას სუნთქვა ესაჭიროებოდეს. –მარტო არ დამტოვო–ვამბობ და მის თვალებს ვაშტერდები. –ყველას, აი ვაფშე ყველას ვინც გაგეკარება ხელის აუკანკალებლად მოვკლავ ნია! –ვიცი–თავს ვუქნევ და ბედნიერების ცრემლებიც დინებას იწყებს. ყველა კარგად შეხვდა ჩვენს ამბავს, განსაკუთრებით ნანოს გაუხარდა, ბედნიერების საზღვრებს გავცდით, სადღაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიჯექით, დრო გაჩერებულიყო და ჰორიზონტს ვუყურებდით, ჩემს შინაგან სამყაროს დათა ერქვა, დათა იყო ყველა და ყველაფერი და მეც იმდენად ვიყავი ბენდიერი, რომ ყოველ ღამე შიში მიპყრობდა მისი დაკარგვისა, მეშინოდა მოსალოდნელი უბედურების, რომელიც როგორც ყოველთვის ულევ ბენდიერებას მოაქვს. *** მახსენდები და სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ, არ ვიცი სად ხარ და გეძებ ყველგან. ნეტავ აქ მყავდე, გვერდით მედგე და შენი ღიმილიც კი გადამატანინებდა ყველაფერს. მჭირდები, არ გეუბნებიან? არ ინეტერესდები? ბიჭები მიმალავენ, მაგრამ ვიცი გეკონტაქტებიან, ვიცი გიყვებიან და შენ მაინც არ ბრუნდები, იცი როგორ მიჭირს? ველოდები როცა მოხვალ, ჩამკიდებ ხელს და წამიყვან, ველოდები ამ დღეს და მჯერა, მჯერა რომ ოდესღაც მოხვალ და გერქმევა ჩემი! *** –ნია, მიბრაზდები? ნია ნუ ხარ ჩუმად! –დათა თავი დამანებე რა–უხეშად მოვიშორე მისი ხელი. –ნია სისულელეზე ბრაზდები! არ იყო ის ჩემი, ხო აგიხსენი უკვე! –ა, შენი არ იყო და ვიღაცამ გაგიჩალიჩა ხო? –ნია ნუ ყვირი! –არ ვიყვირო? არ მაქვს მიზეზი დათა? –ბოდიში ხო მოგიხადე ნია, მეტი რა ვქნა?! –რა უნდა ქნა?! არც არაფერი დათა. –ნი, ბოდიში რა. ნარკოტიკი მეზიზღება ნია! შენც იცი და მთელმა უბანმაც–ჩემი სახე ხელებში მოიქცია–არ იტირო ნია, არ მევასება რო ტირი, ნია გეხვეწები რა. –დათა იცოდე, რომ გავიგო.. –არაფერს არ გაიგებ ნია, მორჩა ნუ ტირი–სიტყვა გამაწყვეტინა და მომეხვია. –დათა არ მინდა გაიკეთო, არ მინდა შენი ცხოვრება.. –ნია ეხლა მაბრაზებ! მოვრჩით მაგ თემაზე. ** დათას მანქანაში ვზივარ, ნიკასთან მივდივართ, რაღაც პრობლემააო და დათას უთხრა დროზე მოდიო, ცოტა ვნერვიულობ, დათა დაძაბული ზის და გზას უყურებს, არ მელაპარაკება. –რა ხდება? გამოვიდა?–ანერვიულებული შევარდა სახლში და ნიკას გახედა. –გამოვიდა და გავედით მალე, ნია აქ დატოვე–თქვა ნიკუშამ ოთახიდან, იარაღი გამოიტანა და დათას გაუწოდა, სახე წამეშალა, დათამ შემომხედა და მანიშნა არ ინერვიულოო, ნიკას იარაღი გამოართვა და ქამარზე დაიმაგრა, თეთრი პერანგი ზემოდან გადმოაფარა. –დათა–კართან მისულს წამოვეწიე–რა ხდება? –ნუ გეშინია ჩემო სიცოცხლე, არაფერი ისეთი, ძველი პრობლემაა–შუბლზე მაკოცა და გაბრუნდა. –დათა! –რა იყო?–უკან მობრუნდა. –ძალიან მიყვარხარ, სისულელე არ გააკეთო. –მოვალ და ცოლად მოგიყვან იცოდე! –მოხვალ და ცოლად გამოგყვები–თავი დავუქნიე, გაბრუნდა. საღამომდე ველოდე, ნანო ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ, ვერაფრით დამამშვიდა. საღამოს დედამ გამომიარა და სახლში წამიყვანა, მიხვდა ძალიან რომ ვნერვიულობდი და ისიც ნანოსავით შეეცადა ჩემს დამშვიდებას, არაფერი გამოუვიდა, საშინლად გავხდი. ღამის სამ საათზე უცხო ნომერმა დამირეკა და გარეთ გასვლა მომთხოვა, დათას ეხებაო. ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. –რა ხდება?–ვკითხე უხეში გარეგნობის მამაკაცს. –იოანე–ხელი გამომიწოდა, არ ჩამომირთმევია. –რა ხდება?–კითხვა გავუმეორე–სად არის დათა? –დათა არ მოვა! –რას ნიშნავს არ მოვა, ვინ ხარ?–ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე. –ტონს დაუწიე! –შენ ის ხარ არა, ვისთანაც დათა და ნიკა წამოვიდნენ?! შენ ხარ ის ბიჭი?! –გამოიცანი–გამიღიმა–დათა სახლშია, აი მე კი შენი გაცნობა მინდოდა. –არაკაცო. გულზე მომეშვა და ძლივს ამოვისუნთქე. –ვერ მოვრიგდებით ასე. –შენთან მორიგებას არც ვაპირებ! შემეშვი!–უკან გავბრუნდი. –დათას დაკარგავ. –რა? –შენ მე არ მიცნობ და ნუ მეთამაშები ნია. ერთხელ უკვე ვცადე დათას მოკვლა და თუ არ მოვრიგდებით მე და შენ, მეორედ აღარ გაუმართლებს. –რა გინდა? –დროდადრო გაიგებ. –მე დათას წინააღმდეგ არასდროს წავალ. –დათას წინააღმდეგ წასვლა მაშინ იქნება, მე თუ არ დამემორჩილები. –იცოდე–მისკენ წავედი–დათას რომ რამე მოუვიდეს, საქმრო რომ წამართვა... –რა? რას მიზავ? –მოგკლავ გესმის? მოგკლავ!–უკან გავბრუნდი და სადარბაზოში შეშინებული შევედი, ამ ბიჭმა დათას მოკვლა ადრე თუ ცადა, მეორედ გაუჭირდება? მეორედ მიზანში მოარტყავს! არ ეტყობა რაც არის? ვატოს წამართმევს, გული ცუდს მიგრძნობს, შინაგანი ხმა მეუბნება რომ ვატოს წამართმევს. *** ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ, ნეტავ გესმოდეს ახლა ჩემი. მაპატიე, მაპატიე რაც დავაშავე, მაპატიე რომ ჩვენი სიყვარული ვერ დავიცავი, მაპატიე რომ შემეშინდა, მაპატიე რომ ვერ გენდე, ვერ გაგიმხილე. ახლა ყველაზე მეტად მჭირდები, ნუ დამტოვებ, დაბრუნდი. ხომ ვთქვით რომ გვეყვარებოდა ერთმანეთი, გვიყვარდეს ბოლომდე. ნანომ მითხრა დაივიწყე, წარსულიაო. რასაც ვერადროს დაივიწყებ, ისაა წარსული?! შენთან მინდა ძალიან. არ მიმიტოვებიხარ, იცოდე რომ მე ყოველთვის შენ აგირჩევ. *** –ვინერვიულე გუშინ რომ არ დამირეკე–მისკენ გადავიწიე და მოვეხვიე. –აღარ გაგაღვიძე. –ხო მივხვდი. რამე ხომ არ მოხდა? –არა ნია, არაფერი. –ანუ არ უნდა მეშინოდეს. –შენ არაფრის, მერამდენედ გეუბნები რომ სულ დაგიცავ, ჩემი სიცოცხლის გაწირვაც რომ მომიხდეს–ზემოთ ავიწიე და მის ტუჩებს შევეხე. დასაძინებლად ვემზადებოდი ისევ უცხო ნომერმა რომ დამირეკა, დაბლა ჩავედი. –რა გინდა?–უხეშად ვკითხე. –დათას ზურგს ეფარები და გგონია დაცული ხარ? –შემეშვი, ნუ მირეკავ! იცოდე დათას ყველაფერს ვეტყვი და არ შეგარჩენს. –უთხარი, მეც ეგ მინდა, უთხარი რომ თავის ფეხით მოვიდეს ჩემთან, უთხარი ვეღარ ვითმენ ისე მინდა შუბლში ტყვია დავახალო. –გაჩუმდი–ვუყვირე და ხელი ვკარი–ეგ აღარ თქვა! –გეშინია ნია? შეგეშინდა? –თავი დაგვანებე, შეგვეშვი!–ცრემლები მდიოდა და გიჟივით ვყვიროდი, იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე რომ მოთმინების ფიალა ამევსო. სახლში ავბრუნდი და დათას დავურეკე. –დათა, მიყვარხარ! –ჩემო სიხარულო, მეც მაგრად–ნამძინარევი ხმა ჰქონდა–რამე ხდება? –არა, არაფერი მომენატრე. –ნი ცოლად ხო გამომყვები?–მოულოდნელად მკითხა. –გამოგყვები დათ! ხვალვე გამოგყვები. –ხოდა ხვალ ამოვდივარ კაბით და ბეჭდით, მელოდე იცოდე. ჩემი სიცოცხლე ხარ! –გელოდები დათუ. –წავედი მეძინება, ხვალ დიდი დღეა! მობილური გავთიშე და ისტერიული ტირილი ამივარდა. დილის 9 საათზე ამოვიდნენ დათა, ხიზანა და ნიკუშა, ნანო უკვე ჩემთან იყო, დათამ დედაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, ბეჭედი მაჩუქა და ძალიან ლამაზი კაბა ოთახში ყუთით დამიდო. –გაემზადე, ვისაც მოასწრებ ისინი დაპატიჟე, რამდენიც გინდა ნია! 4 საათზე გელოდები. –ერთადერთი ხარ. –წავედი მე მოვაგვარებ რაღაცეებს და რომელი გირჩევნია ლიმუზინი თუ... –ლიმუზინი–გახარებულმა წამოვიყვირე, ბავშვობიდან ვოცნებობ რომ ქორწილში თეთრი ლიმუზინით მივიდე. –კაი მოვა მაშინ მძღოლი. –კაი წადი–ვაკოცე და ოთახში შევბრუნდი. თეთრი კაბა ძალიან მომიხდა, ნანო და დედაჩემი სტუმრების დასაპატიჟებლად გავგზავნე. 3 საათი იყო კარზე ზარი გაისმა, კაბით ძლივს მივედი გასაღებად, სახლში კი იოანე შემომეჭრა. –ეგ კაბა გაიხადე–ბრძანება გასცა მან. –რა?–ავკანკალდი, იოანემ იარაღი ამოიღო და სავარძელზე დადო. –კაბა გაიხადე, დათას ცოლად არ გაყვები! –რას ბოდავ, ჩემი სახლიდან წაეთრიე დროზე. –ანუ არა?–ფეხზე წამოდგა და იარაღი აიღო. –არა–მტკიცედ ვთქვი–მე დათას ცოლად უნდა გავყვე, ასეთ რამეს არ გავუკეთებ გესმის?! –ხოდა დათა გაგიკეთებს–იარაღი კვლავ შეინახა და კარისკენ წავიდა. –რას აპირებ?–შეშინებული ავედევნე უკან. –საკურთხეველთან უნდა მოვკლა–კარი გამოაღო და კიბეებზე დაეშვა. –არა–ვიკივლე და უკან გავეკიდე–არ გააკეთო ეგ! არა!–პერანგზე ვექაჩებოდი და მის შეჩერებას ვცდილობდი-კაბას გავიხდი, ცოლად არ გავყვები, არაფერი დაუშავო! –გელოდები–გამარჯვებულის ღიმილით მობრუნდა უკან და სადარბაზოში გავიდა. კაბა გავიხადე, საწოლზე დავდე და საათს გავხედე. 4–ის ნახევარს უჩვენებდა და ვგრძნობდი რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. –ეკლესიაში მივალთ, დათას ეტყვი რომ ცოლად არ გაყვები–ხელი მაჯაში ჩამავლო და კიბეებზე დაიწყო სვლა. ცრემლები ღაპა–ღუპით მდიოდა, იოანე იმუქრებოდა. ძალიან, ძალიან შემეშინდა, ვერაფერი მოვიფიქრე. მე და იოანე ერთად შევედით ეკლესიაში, არასდროს დამავიწყდება დათას გაფითრებული სახე, როდესაც დაინახა რომ საქორწილო კაბა აღარ მეცვა. მე კი, მე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი რომ დათას ვუთხარი აღარ მიყვარხარ და ცოლად არ გამოგყვებითქო, მერე კი ყველას და ყველაფერს გავექეცი. **** 2015 წელი. მაისი. ამ ამბიდან 3 წელი გავიდა, შარშან დედა გარდამეცვალა და დავრჩი ალბათ სულ მარტო, დამრჩა მხოლოდ ის ბედნიერი დღეები რაც დათასთან და დედასთან ერთად გავატარე, დამრჩა მხოლოდ ის მოგონებები რაც მათთან მაკავშირებს. ნანომ მითხრა რომ დათა რუსეთში დაბრუნდა, მეუბნება ბიჭებს კონტაქტი არ აქვთ მასთანო, თუმცა არ მჯერა. დღემდე მაქვს იმედი, იმედი რომელიც არასდროს კვდება, ვიცი დაბრუნდება, ვიცი ისევ შევხვდებით ერთმანეთს და მოვუყვებით შვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. ხანდახან მაინც გამიხსენებ, ისე, უბრალოდ და მოგენატრები. –ნია!–ოთახში გაფითრებული ნანო შემოვიდა, აღარც მახსოვდა აქ რომ იყო. –გისმენ–ურეაქციოდ ვამბობ ის კი დივანზე ჯდება, ფეხებს იკეცავს და მიღიმის. –დათა ჩამოსულა გუშინ ღამე. –რა?–სავარძლიდან ფეხებს ვწევ და ნანოს გაშტერებული ვუყურებ. –ხო, ნიკამ მითხრა. საღამოს ვიკრიბებით ყველა რესტორანში. –მე არ წამოვალ! –კაი რა! რო არ წამოხვიდე მიხვდება რო კიდე გიყვარს. –მიხვდეს. –ნუ სულელობ. წამოხვალ! –გაგიჟდი ნანო? თვალებში როგორ შევხედო! მე ხომ ცხოვრება დავუნგრიე, თავი გავიუბედურე და ისიც გავაუბედურე. –ეგ ადრე იყო, ჩაიცვამ და ერთად წავალთ. –არ ვიცი. –იცოდე დამკარგავ! –გეყოფა ნანო. –წავედი. 7–ზე აქ ვარ. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩავიცვი, არც მაკიაჟი, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ნანო მეჩხუბა. *** –ეს ნიაა?–მომესმა უკნიდან საოცრად სასიამოვნო ხმა და მეც გულისცემა ამიჩქარდა, ხელის გულებზე ნამი ვიგრძენი და თავი ჩავხარე. –კი ნიაა, გაიზარდა–ნიკუშას ხმაც გავიგე და უკან შევბრუნდი. საოცრად იყო შეცვლილი, ოდნავ წვერი, ოდნავ გამხდარი, წელში მოხრილი, თეთრი პერანგით, ერთი ხელით ეწეოდა, მეორე ჯიბეში ჰქონდა ჩამალული და იღიმოდა, ისევ ისე განსხვავებულად იღიმოდა. –როგორ ხარ?–ჩემსკენ წამოვიდა, ვერაფერი ვთქვი ან რა უნდა მეთქვა, კარგად შენთქო?! –ნია–მარჯვენა ხელი მაღლა ასწია და დაატკაცუნა, შევხტი. –კარგად ვარ თქო ვერ გეტყვი. შენ?–ძლივს შევძელი პირში ენის დატრიალება. –მე კარგად–თქვა და უკან გაბრუნდა, მორჩა, მეტი არაფერი. ჩანთას ხელი დავტაცე და რესტორნიდან ისე წამოვედი არავის შევუმჩნევივარ. მომდევნო დღეს სახლში გვიან დავბრუნდი. სადარბაზოსთან იდგა, მხოლოდ ის. მივუახლოვდი, ალკოჰოლის და სიგარეტის სუნში გაჟღენთილიყო, ოდნავ ბარბაცებდა. –მთვრალი ხარ?–ვკითხე. –შენით. –რა? –რატო ტო? რატო დაანგრიე ყველაფერი! რაზე ფიქრობდი! რატო ვერ გააცნობიერე რა მოყვებოდა ამ ყველაფერს ნია!–ჩემსკენ წამოვიდა და ორივე ხელი ლოყაზე დამადო, დამცხა. –შედეგებზე არ ვფიქრობდი, შენზე ვფიქრობდი–ვთქვი ჩუმად–ჩვენი ამბებიც თვითმფრინავივით გაფრინდებიან. სიყვარულზე უარესი, მიჩვევაა დათა-რამდენი ხანია ეს სახელი აღარ მითქვამს. ვიღიმი–ყოველ დილით ვიღვიძებ და მობილურს ვამოწმებ, ხომ არ მომწერე, მერე მახსენდება რომ ჩემი აღარ ხარ, მახსენდება და სუნთქვა მიჭირს გესმის?! დავაშავე და მთელი ცხოვრება რომც გეხვეწო ვიცი არ მაპატიებ, სიგიჟეა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვძლებ დათა, მინდა სულ შენი სახელი ვმეორე, მინდა სულ შენს სურნელს ვგრძნობდე, მინდა გიყვარდე, გინდოდე. შენ რომ წახვედი მთელი ქალაქი დაცარიელდა, შენ რომ აღარ დააბიჯებდი ჩემს ქალაქში, სიცოხლე მოკვდა. აღარ მინდა ვიღვიძებდე და ვგრძნობდე რომ არ ხარ! –3 წელი–თქვა და გაირინდა–3 წელი ვებრძოდი უშენობას და წავაგე გესმის? წავაგე ნია, რადგან უშენობა არ არსებობს! უშენობა სიკვდილის ტოლფასია და გინდ დაიჯერე, გინდ არა, ამდენი ხანი მკვდარი ვიყავი! არასდროს განმიცდია ქალთან ასეთი რამ, როდესაც ეკლესიაში იოანესთან ერთად შემოხვედი, ყველაფერმა აზრი დაკარგა, შენ ჩემში დაიკარგე. მერე ყველაფერი გავიგე და გავბრაზდი, გავბრაზდი ჩემს თავზე რომ ვერ დაგიცავი, გავრაზდი იმაზე რომ არაფერი მითხარი ნია, აღარ მინდოდი, შენთან აღარ მინდოდა და ამან მომკლა. ვერ ვაჯობე, ვერ გაჯობე, ვერ გადაგაბიჯე და ჩამოვედი, აზრი აღარ ჰქონდა ჩემს თავთან ბრძოლას! ნია დედამიწაზე ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ და ყველა ქრება. შენ ხარ ქალი რომელმაც საჭმელი უნდა მომიმზადოს, შენ ხარ ქალი რომელმაც ყოველ დილით კოცნით უნდა გამაღვიძოს, ნია შენ ქალი ხარ ის, ვინც ჩემი შვილები უნდა გაზარდოს! გაშტერებული ვუსმენდი და ცრემლები მდიოდა. –ნია შენს გარეშ ამ ცხოვრების დედას*ევეცი, სხვასთან ვერ წახვალ, არ გაგიშვებ, სხვას ვერ შეეხები, უფლებას არ მოგცემ, სხვას ვერ შეხედავ სიყვარულით სავსე თვალებით, მე არ დაგაცდი ნია. –დათა.. მე... მე ამ სიყვარულის ნაწილი ვარ, სხვა არაფერი ვიცი. –ყველაფერი წარმავალია ნია, მხოლოდ ჩვენ ვართ სამუდამოდ–გრძელ თითებს კისერზე მხვევს, ჩემსკენ იხრება და საფეთქელთან ძალიან ახლოს მკოცნის. თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ ნანატრ სიამოვნებას, ნანატრ სურნელს და სიყვარულს. *** ნეტავ იცოდე როგორ გამახარე, ნეტავ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის, ახლა აქ ხარ, გვერდით და იღიმი, მშვიდად ეწევი სიგარეტს და ჩემი ყურებით ტკბები, მე კი შენი აქ ყოფნით ვარსებობ, შენი ღიმილით ვცოცხლობ. ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ! *** „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, უყვარდათ ერთმანეთი ერთმანეთზე მეტად.“ დასასრული. ***************** კიდევ ერთი ახალი ისტორია. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი წინა ისტორია წაიკითხა და კომენტარი დამიწერა თქვენ არ იცით როგორ გამახარეთ მიყვარხართ! ❤️ ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.