შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებები გაფრინდნენ.[ 2 თავი]


22-03-2015, 19:56
ავტორი grifini
ნანახია 1 843

***
-მერე ლიიი,მერე რა მოხდა ?-ჰკითხა მოუთმენელმა ლუციმ.
-დამაცადე.-ერთი შევუბღვირე და ისევ გავაგრძელე.

***
სადღაც ორ საათ ნახევარში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ,რომელიღაცის სოფლის ტყეში.
სულ ხუთნი იყვნენ მათი ჩათვლით,ანუ ორი იქ ელოდებოდა.
-თათიააააა,-ადგილზე შეხტა იმხელა ხმაზე დაიყვირა იოანემ.-შენი ტელეფონი ჟუის.
-მოიცა მოვალ.-უთხრა და ფეხზე წამოდგა.
ტელეფონს დახედა და სახე ღიმილმა გაუპო.
-ხო ევა.-ჩასძახა სიხარულით,რაზეც ყველას ყურადღება მიიპყრო და მთლიანად წამოხურდა სახეზე.
-რას ყვირიხარ? გამისკდა დოლი!-ამოიწუწუნა ევამ.
-დოლი კი არა,ბარაბანი ბოთე.-უთხრა სიცილით.
-აუ,მოიცა დღნაშვს დავურეკავ და ერთად ვიბაათოთ.
-ვაიმე,რა ჩერჩეტი ხარ გოგო ვიბაათოთ რა არის?! ვიბაასოთ.-უთხრა სიცილით.
-ხო დამაცადე,ჯგუფური უნდა მოვაწყო.-უთხრა ბუზღუნით და ტელეფონში გაისმა ხმა,რომელიც დალოდებას უქადდა.
-აჰა,მოვედი-ტელეფონი განზე გასწია,ისე ჩაჰყვირა ნანომ.
-თქვენ ორმა ხო ვერ ისწავლეთ,რომ ტელეფონში არ უნდა ჩასძახოთ და თან ბოლო ხმაზე.-დაიწუწუნა ევამ.
-უი,ჩახვედით თათუშ?-იკითხა ნანომ.
-სად ხარ?-ახლა ევამ იკითხა.
-არ ვიცი,სადღაც ტყეში ვართ ჩემი ძმის მეგობრები პიკნიკს აწყობენ და უნდა დავრჩეთ ორი დღით.-უთხრა გახარებულმა და ბედნიერმა.
-სად არის ტყე არ იცი?-ჰკითხა ევამ.
-არა,მოიცა ჩემს ძმას ვკითხავ.-ტელეფონი იქვე ხის მორზე დადო,თვითონ კი იოანესკენ გაეშურა,რომელიც მაიასთან იყო ლაპარაკში გართული.-იო,ბოდიში რაღაც უნდა გკითხო.-თქვა სულ აწითლებულმა.
-ხო რა არის?-ჰკითხა ღიმილით და ლოყაზე აკოცა.
-სად არის ეს ტყე?რომელ ქალაქთან არის ახლო?-ჰკითხა სულ მოუთმენლად.
-ჰმ...მგონი გორთანაა ახლოს.რა არის რო?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ვაიმე,ნანო.-წამოიყვირა და სწრაფად გაექანა ტელეფონისკენ.-ნანოოოოო.-იყვირა ბოლო ხმაზე,რაზეც ისევ მიიქცია ყურადღება და რაღა თქმა უნდა გაწითლდა.
-რა გაღრიალებს გოგო,ან ამდენი ხანი სად ეგდე?!-იყვირა განრისხებულმა ევამ.
-ნანო გინდა გნახო?-ევას კითხვა დააიგნორა და ეშმაკურად აათამაშა წარბები,თითქოს დაინახავდა.
-რა ?როგორ?-ჰკითხა გაკვირვებულმა ნანომ.
-როგორ და ახლა ჩაიმევ,ორი დღის ტანსაცმელს ჩაალაგებ და წამოხვალ ტყისკენ.აქ კი მე დაგხვდები.-უთხრა გახარებულმა თათიამ,ისე რომ იოანეს გაბრწყინებული თვალებისთვის ყურადღბა არ მიუქცევია.
-ვერა,თათ-წამში მოეწყინა თათიას.
-რატომ?-ჰკითხა მოწყენილი ხმით.
-არ ვიცი სად ხართ,ეს ერთი.მეორეც არ გამომიშვებენ,ესეც მეორე და მესამე მიტყდება.-თქვა დუდღუნით.
-ეხლა,ვეტყვი მე ჩემს ძმას და იქნებ ჩამომიყვანოს.-აღტაცებულმა თქვა თათიამ და კმაყოფილად ჩაიღიმა თავის იდეით.
-ეე,უჩემოდ უნდა ნახოთ ერთმანეთი?!-იკითხა გაბზარული ხმით ევამ.
-შენც მალე გნახავთ ქუთაისო.-უთხრა სიცილით ნანომ.-შეიძლება ექსკურსიაზე წამოვიდე.
-აუუუ,რა მაგარია.-წამოიძახა ევამ.
-კარგი,ვთიშავ და შეიძება გნახო დღეს.-წამოიყვირა აღაცებულმა თათიამ და ტელეფონი გათიშა.
სწრაფად გაეშურა საქმით დაკავებული ძმისკენ და გულში მტელი ხმით ყვიროდა.
-იოანეე,-დაუძახა ხმა დაბლა.
-რა არის?-ჰკითხა ისე რომ,საქმეს არ მოსცილებია.
-რაღაც უნდა გთხოვო და უნდა შემისრულო,ასეთი შანსი მეტჯერ არ მექნება!-უთხრა და შემოტრიალებულ იოანეს,ისევ შრეკის კატის თვალებით შეხედა.
-აბა,გისმენ.-უთხრა სიცილით და ხელები გადაიჯვარედინა.
-გორში უნდა ჩამიყვანო!გთხოვ,რა.-უთხრა და ყელზე სამი თითი მოიჭრა ხვეწნის ნიშნით.
-რატომ კი მარა?-ჰკითხა გაკვირვებულმა იოანემ.
-სტალინი უნდა ვნახო.-ხელი ჩაიქნია თათიამ.
***
-ვაიმე,რა კაი ტიპია-სიცილით იგუდებოდა ლუციუსი.
-ძალიან.-დაეთანხმა ელოც და სიცილი გააგრძელა.-აუუ,ისე ნახე თათია მე ვარ,ლუციუსი ევა და ნანო შენ.
-აღარ მოვყვები.-შევუღრინე და ისევ გავაგრძელე მოყოლა.

***
-ოჰო,მოგენატრა არა?-ჰკითხა სიცილით იოანემ.
-გთხოვ.-შეეხვეწა ისევ.
-არ ვიცი,ბავშვებს ვკითხავ თუ წამოვლენ.-მხრები აიჩეჩა და ბავშვებისკენ წავიდა.
თათია გულში დახუნაობდა და ფიქრებით ნანოს ეხუტებოდა.
აი,იცით რა მაგარი გრძნობაა,როდესაც არ ნახული მეგობარი უნდა ნახო,რომელსაც დღე და ღამ წერ ? აი ვერ წარმოიდგენთ!რომ ფიქრობ ნახავ,ჩაეხუტები და მაგრად ჩაიკრავ გულში.
-მოემზადე.-უთხრა იოანემ და მოხტუნავე დაზე გაეღიმა,არც ისე ხშირადაა ბედნიერი.
სწრაფად ჩახტა მანქანაში და დაელოდა,როდის ჩაჯდებოდა იოანეც.ჯერ კირილე ჩაჯდა და მერე მიუჯდა გაღიმებული იოანეც.
დრო ისე გაიწელა ეგონა,საუკუნე იყო რაც მიდიოდა.კირილე ისევ ჩუმად იყო,არც თათია იღებდა ხმას.იოანე ხო საერთოდ.ყველა ჩუმად იყო და მუსიკის ჰანგებს უსმენდნენ.„Asleep” გიჟდებოდა ამ სიმღერაზე,ეხლა ისე გეგონებათ,რომ ყველა სიმღერაზე გიჟდებოდა რასაც უსმენდაო,მაგრამ არა! გამორჩეულებიც ჰქონდა.
გორში ისე ჩავიდნენ,ვერ გაიგო ერთი საათი მგზავრობდა თუ ერთი საუკუნე.
-სად მივიდეთ?-ჰკითხა იოანემ.
-მგონი სადღაც სტალინის ბაღთან ცხოვრობს თუ არ ვცდები.-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა,შემდეგ ხელი ჩაიქნია და თავი დაუქნია მანდ წადიო.
იოანეც სტალინის ბაღისკენ გაეშურა,უკან მანქანაც მათ მიყვა.
კირილე ფანჯრიდან აკვირდებოდა თათიას.მის ყოველ უმიზეზო გაღიმებას,მის თვალებს,რომლებიც ბედნიერებას და სევდას ერთოდროულად ასხივებდა და თითქოს მის გულში უკვე დაიკავა ადგილი,არა დაკავებული ჰქონდა მაგრამ როგორ აღიარებდა პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდაო?! უბრალოდ გულში ის აღიარა საყვარელი ბავშვიაო,მეტი არაფერი.მაგრამ მე და თქვენ ხომ ვიცით,რომ უყვარდა ?!
-აჰა,შენი სტალინის ბაღი.-უთხრა იოანემ და რომელიღაც შენობის წინ გააჩერა.
სწრაფად ამოაძვრინა ტელეფონი ჯიბიდან და ნანოსთან გაუშვა ზარი,მეორე ზარზე უკვე აიღო.
-სად წახვედი გოგო ?-ჩაჰვირა ტელეფონში აიღო თუ არა.
-ეხლა,ასწევ ერთ ადგილს და ჩამოხვალ სტალინთან.-უთხრა სიცილით.
-საააად?!-იყვირა გაკვირვებულმა ნანომ.
-I am in Gori ძეტკა.-უთხრა სიცილით.
-ორ წუთში მანდ ვარ,არა წუთ ნახევარში.-ისევ ჩასძახა და ტლეფონი გაუთიშა.თათიას სახეზე ბედნიერები ღიმილმა გადაურბინა.
იოანე და მისი მეგობრები სტალინის სახლ-მუზემს ათვალიედებდნენ და სურათებს იღებდნენ.
უცბად დაინახა თმა გაშლილი სილუეტი,რომელიც სასტიკად გავდა ნანოს.ისეთი სისწრაფით მირბოდა თათიასკენ,ალბათ მანქანასაც კი გაასწრებდა.თათიამაც ვეღარ მოითმინა და მისკენ გაიქცა,ერთმანეთს მთელი ძალით შეასკდნენ ,მაგრამ ეს შესკდომაც ისეთი სასიამოვნო იყო,სულაც არ აპირებდნენ ერთმანეთის გაშვებას.ორივე ერთმანეთში ჩაიძირნენ,და გეფიცებით მაშინ ისინი უსაზღვროები იყვნენ!

***
-მეც,რომ გნახავთ ეგრე ჩაგეხუტებით,არა უფრო მაგრა.-საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ლუციმ.
-აბა შენ იცი-უთხრა ირონია შეპარული სიცილით ელომ და ისევ სმენად იქცნენ.

***
ხელს ერთმანეთს არ უშვებდნენ,ისეტი საოცარი მომენტი იყო ირგვლივ მყოფები უცნობები თუ ნაცნობები ყველა სურათს უღებდა.წარმოიდგინეთ ორი მონათესავე სულმა ერთმანეთი ნახა,ამდენი წლის შემდეგ! ეხლა ის წარმოიდგინეთ მესამე მონათესავე სულიც,რომ მათთან იქნება რა მოხდება?! ჩახუტების პარადოქსი იქნება ! მეგობრობის არმაგედონი,რომ დაიწყოს ისინი გადაარჩენენ !
-ჩემი დღნაშვი...-ყურში ჩასჩურჩულა ნანოს თათიამ.
-ჩემი კვატი...-ახლა ნანომ ჩასჩურულა.
არ სჯეროდათ,ნუთუ ერთმანეთი ნახეს ?! არა,ამაზე მაგარი მომენტი არ არსებობს !
იოანემ ჩაახველა და გოგოენბმაც მას შეხედეს,ოღონდ ისე რომ ერთმანეთს არ მოშორებიან.
-რა გინდა?-შეუბღვირა თათიამ,იონემ წარბი ასწია.
-იქნებ დამდო პატივი და გამაცნო.-უთხრა სიცილით,მაშნვე ჩამოშორდა არ ეხამუშებოდა მაგრამ მაინც ჩამოშორდა.
-ნანო იო,იო ნანო.-გააცნო სიცილით ერთმანეთი და აწითლებულ ნანოზე სიცილი ვერ შეიკავა.

***
-აუუ,რა საყვარლები არიან.-ჩაილაპარაკა ლუციმ.
-ხო,ვიცი-ვუთხარი სიცილით.
-აუუ,ეხლა გავრბივარ ოდი უნდა ვნახო და მერე გავაგრძელოთ რა.-გვითხრა ელომ და გაგვეკრიჭა.
-კარგი ხო.-ვუთხარი და დავემშვიდობე.



№1 სტუმარი Eta

Aიიი დზაან მაგარიააა <3 თავებიი გაზარდე ოღონდ ))))

 


№2  offline მოდერი ელი

ეხლა რახდება... დავიყე კითხვა რაღაცადა მერე ისე აეწყო ეს გორშიო, ის წუთაისიო , მერე თათიამ ექსკურსია ქუთაისშიო და მეთქი ვაიჰ ექსკურსიაზე მე არ ვაპირებ მანდ წასვლას თქო... ვიფიქრე ვითომ??? მაგრამ მერე მეთქი ვირუსის გვერდითი მოვლენეი ხომ არაა თქო,მაგრამ მერე მანდ მე რომ ვთქვი აი მანდ უკვე მივხვდი და სულ გამაჟრალა მთელ ტანში.... აი შე მამუნო შენაა. არა და თუ ესე აკეთებდი. რამდენი ბიჭის სახელი მოგწერე. კაი ხო იო გამოიყენე მარა აი ეს კირილე საიდან ჩამოვარდა და როდის დაგეცა თავში?? მოვკვდი მაგ სახელზე სიცილით... ცუდო შენ :P

 


№3 სტუმარი ცირა

გაგრძელება არ ააქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent