შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(10 ნაწილი)


13-07-2015, 14:01
ავტორი ანკა
ნანახია 7 178

გამეღვიძა... თვალების გახელა არ მინდოდა, იქნებ გუშინდელი დღე სიზმარი იყო, თუმცა არა... ვიგრძენი რბილი ქსოვილი, თვალები ზანტად გავახილე და ნათელ ოთახს თვალი მოვავლე. არ ვიცოდი სად ვიყავი. ამ გარემოს პირველად ვხედავდი, თუმცა თავს მშვიდად ვგრძნობდი, რადგან ბაჩო აქვე იქნებოდა სადღაც. საწოლში წამოვჯექი და გავიზმორე. საწოლის გვერდზე ტუმბოზე დადებულ საათს დავხედე - უკვე შუადღის 12 საათი ყოფილა. რამდენხანს მძინებია... აქ არანაირი ტანსაცმელი არ მქონდა. ავდექი, კარადა გამოვაღე და შიგნით შევიხედე. ნაცრისფერი სპორტულები დავინახე და მაშინვე ხელი დავავლე. მგონი კარგადაც მომერგო

აკრძალული ხილი(10 ნაწილი)


ოთახიდან გამოვედი და კიბეებს დავუყევი. ტახტზე ბაჩო დავინახე, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და არხიდან არხზე უაზროდ რთავდა.
-როგორ ხარ? - გამომხედა და გამიღიმა.
-შედარებით უკეთესად - საპასუხოდ გავუღიმე და ტახტზე მივუჯექი. ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე.
-ტანზე რაგჭირს?! - მკითხა დაძაბულმა - იმ ნა*****მა ხელი დაგაკარა?! - ტონს აუწია. არაფერი მიპასუხია, მხოლოდ თავი დავხარე. ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ნატკენი ადგილები უკეთესად გამოიყურებოდა. ზოგან სისხლჩაქცევა მქონდა, თუმცა ესეც გაივლიდა.
-მომენატრე - თვალებში ჩავხედე და მისგან წამოსული სითბოთი და სიყვარულით მთლიანად გავთბი. ხელი სახეზე ნაზად მომისვა და ტუჩებზე მაკოცა. სიამოვნებისგან თვალები მიმელულა.
-ის ახ***ი ციხეში რომ არ იყოს გავუსწორდებოდი როგორც საჭიროა - ჩაილაპარაკა მყარად და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.
-ციხეში უარესად დაიტანჯება. დავანებოთ თავი და ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ყველას საკუთარ საქციელზე საკადრისი პასუხი მოეთხოვება... - ბაჩომ ხელი წელზე ნაზად მომხვია და ტანზე მიმიხუტა, მეც სიამოვნებისგან გავიტრუნე.
-ჩემი სპორტულები გიხდება - თბილად ჩამჩურჩულა. ხმის ტემბრზე ეტყობოდა, რომ იღიმოდა იმ მომაჯადოვებელი ღიმილით, მე რომ ასე მიყვარდა.
-როგორ მიპოვე? - მხოლოდ ახლა დავინტერესდი როგორ გადავურჩი სიკვდილს, ან თუნდაც ბაჩოს პანაშვიდს.
-ეგ რომ გაიგო ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა მომიწევს
-მიდი, გისმენ - კომფორტულად მოვკალათდი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი. ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
-თავიდანვე ვიცოდი, იმ წერილების წაკითხვის შემდეგ, რომ შენც საფრთხეში იყავი ჩემ გამო. სულ ვაკონტროლებდი სიტუაციას, თუმცა იმ საღამოს, ციხეში რომ წამიყვანეს ყურადღება ვეღარ მოგაქციე და იმ ნა******მაც დრო იხელთა - მოგიტაცა. თავიდან არ ვიცოდი შენი გატაცების შესახებ. ციხიდან გამოსვლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მთავარი ის იყო, რომ ვატო გადავარჩინე და პოლიციელების ხელში არ ჩავარდა. მეორე დღეს მთელი დღე გელოდი, თუმცა არ ჩანდი. ვიკა და ბიჭები მოვიდნენ. ვიკამ მითხრა, რომ გელაპარაკა და არ გეცალა. სიმართლე გითხრა გული მეტკინა. უკვე 1 დღე იყო გასული რაც არ მენახე და ძალიან მენატრებოდი. იმ დღესვე საღამოს ვიკა დაფეთებული მოვარდა ჩემს სანახავად და მითხრა რომ შენ დაურეკე და შველას თხოვდი, თან არ იცოდი სად იყავი. მაშინვე მივხვდი რომ ამაში რატის ხელი ერია. ვიკა ჰაკერია. ალბათ არ უთქვამს შენთვის. ჰოდა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა შენი ნომრის მიხედვით შენი ადგილსამყოფელის დადგენა. ციხეში მართალია რატის ხალხი ჰყავდა, რომელიც მე მაკონტროლებდა, თუმცა გარკვეული კავშირები თემოსაც ააქვს და მისი დახმარებით ციხიდან უხმაუროდ გამომიშვეს. მეორე დღეს დილიდან გეგმებს ვაწყობდით თუ როგორ მოვქცეულიყავით, რომ შენთვის სახიფათო არ ყოფილიყო. ყველაზე კარგ დროდ შუაღამე მივიჩნიეთ. გაგვიმართლა კიდეც - შენ ოთახში მარტო იყავი, რატის ხალხი საერთოდ არ ელოდა ჩვენს გამოჩენას და ძალიან დაიბნენ, რამაც უპირატესობა მოგვცა. რატი გვიან გამოჩნდა. დანარჩენი კი შენც იცი - შუბლზე მაკოცა და ხელი მხარზე ჩამომისვა.
-ახლა კიდე მაჭამე რამე, რამდენი ვილაპარაკე ჭორიკანა ქალივით - გაიცინა და გადმომხედა.
-ახლავე - ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი. კუნთები მტკიოდა, თუმცა ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას.
-ხო მართლა, ბაჩო, სად ვართ?!(მე) - გავძახე სამზარეულოდან.
-მოგიტაცე პატარა!.. - გამომძახა იქიდან და ჩაიცინა. მომენტალურად გამოვშტერდი. დივანზე მჯდომს წინ ავესვეტე და ხელები წელზე შემოვიჭდე მეტი დრამატულობისთვის.
-რა ქენი?!(მე) – „ყურებს არ დავუჯერე“
-მოგიტაცე - მიპასუხა უდარდელად - გუშინ ისეთი დაღლილი და გამოშტერებული იყავი, რომ მეთქვა წამო ამერიკაში წავიდეთ-თქო მაგაზეც დამთანხმდებოდი - გაიცინა და საზურგეს მიეყრდნო
-ნორმალური ხარ შენ? ამხელა კაცი ხარ და არ უნდა გაიზარდო?! - გამეცინა მეც - სად ვართ ეგ მაინც მითხარი - „შევევედრე უტეხ ბაჩოს“.
-ყაზბეგში, ჩემს სახლში - მითხრა „კოორდინატები“
-აჰ, მადლობთ! კარგი წავედი ახლა მე საჭმელს გავაკეთებ - სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე. რაც კი პროდუქტები იყო, ყველაფერი გამოვალაგე და საქმეს შევუდექი. ნახევარ საათში ოთახში თავი ბაჩომ შემოყო
-ეს რა გემრიელი სუნებია? - ხელები წელზე მომხვია, ტანზე ამიკრო და ტუჩები დამიკოცნა.
-მზადაა უკვე ყველაფერი და დაჯექი, შევჭამოთ - თეფშები მაგიდაზე დავაწყვე და „სუფრას“ მივუჯექი. ჭამას მოვრჩით თუ არა, მაშინვე დედაჩემი გამახსენდა.
-აუ ბაჩო, დედაჩემი! - ხელი შუბლზე მივირტყი და გასამართლებელი საბუთების დალაგება დავიწყე ტვინში. - უნდა დავურეკო, ტელეფონი სად არის?
-საძინებელში ტუმბოზე(ბაჩო)
-კარგი - წამოვდექი და შედარებით სწრაფი ნაბიჯით გავემართე ოთახისკენ. ნომერი ავკრიფე და გავირინდე.
-გისმენთ - გავიგე ტელეფონში დედაჩემის ხმა
-ალო, დე... მე ვარ
-ნინი?! - გაუკვირდა, თუმცა სიხარულის ნოტები მაინც იკვეთებოდა მის ხმაში.
-ხო მე ვარ.
-სად ხარ აქამდე? - დაიწყო „ცაცხანი“
-დე, აგიხსნი ყველაფერს
-რას ამიხსნი გოგო! ტელეფონზე გირეკავ - არ პასუხობ. რამდენი დღეა უკვე სახლში არ მოსულხარ და ერთხელაც არ დაგირეკავს! იცი როგორ ვნერვიულობდი?! თან ლიკამ და თათამაც არ იცოდნენ რომ ვკითხე. ვისთან ერთად ხარ, ან სად ხარ? რას აკეთებ გამაგებინე ერთი! - დამტუქსა პატარა ბავშვივით.
-მთავარია რომ კარგად ვარ და სახლში მოვალ დღეს.
-მოხვალ და ვეღარც გახვალ! დასჯილი ხარ იცოდე! - მიპასუხა მკაცრად. ამ დროს ოთახის კარი ბაჩომ შემოაღო და გვერდზე მომიჯდა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-რა დასჯილი დე კაი რა! პატარა ბავშვი ხო არ ვარ - გამეცინა და ბაჩოს მოშორება ვცადე, რომელსაც ძლიერი ხელები წელზე შემოეჭდო და კისერს ვნებიანად მიკოცნიდა.
-ჩემთვის სულ პატარა იქნები. როდის აქეთ გახდი დიდი ამიხსენი ერთი ქალბატონო?! - დედაჩემის ხმაში ცოტა სირბილე იგრძნობოდა, თუმცა მაინც გაბრაზებული იყო.
-უკვე დიდიხანია - ვუპასუხე და ხმის დარეგულირება ვცადე.
-რახდება მანდ?! - იკითხა დედაჩემმა ეჭვნარევი ხმით. ბაჩომ ჩაიხითხითა და ჩემი „წვალება“ განაგრძო.
-არაფერიი - ჩავძახე ტელეფონში და ბაჩოს მკლავებში ავხვანცალდი
-ბაჩოო, გაჩე ერთწამს - ვუთხარი სიცილით, თუმცა მაინც არ მისმენდა. ისე საოცრად დაასრიალებდა თავის ხელებს ჩემს ტანზე და ისე ვნებიანად მიკოცნიდა კისერს, რომ ჭკუას ვკარგავდი.
-ნინი! რახდება-მეთქი?! - ხმის ტონს აუწია.
-სექსი მაქ და არ მცალია - ვუპასუხე სიცილით და მე და ბაჩოს სიცილი აგვიტყდა.
-დედა!.. ეს რეები გისწავლია გოგო შენ! სულ შეიშალე ჭკუიდან? - გაოცდა დედაჩემი.
-მართლა დე, და ახლა ხელს მიშლი - ორივე ვიცინოდით, თუმცა მე სად მქონდა სასაცილოდ საქმე. ბაჩომ მაისურის ქვეშ შეაცურა ხელები, ზემოდან მომექცა და თავისკენ მიმიზიდა. სულ გამოვშტერი.
-წავედი მე კაი. ნეტა როდის დაჭკვიანდები - „ყურად არ იღო“ დედაჩემმა ჩემი განცხადება.
-კაი დე, მიყვარხარ
-ნუ მეპირფერები! სასჯელი მაინც არ აგცდება - „გამომიჭირა“ და ტელეფონში მისი ჩაცინების ხმა გავიგე
-მართლა მიყვარხაარ - ხმა მოვისაწ.... და ბაჩოს არეულ თვალებს გადავაწყდი. ეშმაკურად ავხედე და ენა გამოვუყავი. მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა. ახლა დედაჩემს პასუხსაც ვეღარ გავცემდი და მართლა იფიქრებდა, რომ სე*სი მქონდა.
-მეც - და ტელეფონი გამითიშა, საბედნიეროდ. ტელეფონი გვერდზე მოვისროლე და ბაჩოს ხელებში ავხვანცალდი.
-ბაჩოო!!! რაიყო ახლა ეს შენი საქციელი? - სიცილით ვუსაყვედურე და თვალებში ჩავხედე, სადაც ეშმაკურად უთამაშებდა ჭინკები.
-რაგინდა, მე კარგად გავერთე - მიპასუხა სიცილით.
-დებილი ხარ რა
-მეორედ დებილი აღარ დამიძახო - გამაფრთხილა მკაცრად და მერე უცბად მოლბა - მიყვარს ჩემს შეხებაზე და კოცნაზე რომ იბნევი - გამიღიმა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა.
-ბაჩო, ახლა არ შემიძლია - ამოვიჩურჩულე და კოცნისგან ნასიამოვნებმა თვალები მივლულე.
არაფერი უპასუხია, გვერდიდან მომიწვა და გულში ჩამიკრა. მის მკლავებში გავიტრუნე და თავი კისერში ჩავრგე.
-დღეს სახლში უნდა დავბრუნდე - ვუთხარი ხმადაბლა.
-გოგოო!.. მე შენ მოტაცებული მყავხარ-მეთქი!..
-არ ვხუმრობ! მართლაა... - ამოვიწუწუნე საწყლად - დედაჩემი მართა მომკლავს დღესაც სახლში რომ არ მივიდე
-კარგი წავიდეთ, ოღონდ საღამოს. მანამდე ჩემი ხარ - ყურში ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.
ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. თვალი რომ გავახილე უკვე მოსაღამოვებული იყო. ბაჩოს „მავთულ-ხლართებს“ თავი დავაღწიე და წამოვჯექი, ცოტა გავიზმორე და შემდეგ ბაჩოსკენ დავიხარე
-ბაჩოო - ყურში ჩავჩურჩულე და კისერში ნაზად ვაკოცე. აშკარად ესიამოვნა და გააჟრჟოლა, რამაც ღიმილი მომგვარა. კიდევ ერთხელ ვაკოცე და შემდეგ ტუჩები ისევ ყურთან მივუტანე - გაიღვიძე რა. წავიდეთ...
-მმმმ.... - ამოიზმუვლა და ერთი ხელი წელზე მომხვია - კიდე მაკოცე რა... - თვალების გახელის გარეშე მითხრა და გაიტრუნა. მის ასეთ ბავშვურ საქციელზე ჩამეცინა. კიდევ ერთხელ მივაწებე ჩემი ტუჩები მხურვალე კისერზე და შემდეგ ტუჩებზე ნაზად ვეამბორე. მანაც მაკოცა და მეორე ხელიც წელზე მომხვია.
-წასასვლელები ვართ - ვუთხარი წყნარად და გავუღიმე. ისე თბილად მიყურებდა, რომ ლამის ხელებში ჩავადნი. ამ უსიამოვნო ცნობის გაგება არ მოეწონა. უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და წამოჯდა. მეც მივბაძე და საწოლზე წამოვჯექი.
ნელ-ნელა გამოვფხიზლდით ორივე, სახლი მოწესრიგებული დავტოვეთ, მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით...
-ნინი, არ მიყვარს პატარა ბავშვივით მალვა. მინდა დედაშენი გავიცნო - მითხრა უეცრად და ხელი მომკიდა.
-კარგი, ვეტყვი და გაგაცნობ - გავუღიმე და გული სიხარულით ამევსო. ეს უკვე ახალი „ეტაპი“ იყო.
-დღესვე არა?! - გამომხედა და სასაცილოდ დამეჭყანა.
-გაგიჟდი?! მართლა იფიქრებს რო სე*სი გვქონდა - ვუთხარი სიცილით და გზას გავხედე.


..........
ესეც ახალი თავი ჩემო თბილებო, ტკბილებო და საყვარლებო...
დღეს დილიდან დავიწყე ახალი თავის წერა და ამიტომ უფრო ადრიანად დაგიდეთ...
იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ
ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი ^paradise^

Haha :D ai dzalian kargi iyooo :D deda xels mishlio :D haha nini magariaa raa <3 miyvarxar anka :D bejiti muza gyavs :D

 


№2  offline მოდერი ანკა

^paradise^
Haha :D ai dzalian kargi iyooo :D deda xels mishlio :D haha nini magariaa raa <3 miyvarxar anka :D bejiti muza gyavs :D

ჰო მაგის წერისას მეც ვიცინოდი wink
ჩემო საყვარელოო მიხარია რომ მოგეწონაა <3 <3 <3 love
მუზაა... ხო რავი, დღეს ბეჯითი მოსწავლე იყო ^_^ wink

 


№3  offline წევრი KaTE:))

ძალიან გამიხარდა ნაიარევზე, რომ დაწერე დიალოგი.^_^ არაფერი მაქვს დასაწუნი გარდა რაღაც პატარა ხარვეზებისა ((♡)) ამიტომაც დღეს შენ მხიარულ ხასიათსაც უფრო გამოგიხალისებ და როგორც ჩვენ ვიცით პროცენტულად 90-ს დაგიწერ. არ გეწყინოს, მაგრამ კიდევ ერთს გეტყვი 100%-ით მომეწონაო საერთოდ ზოგჯერ წიგნზეც არ იტყვიან, ამიტომაც მეც ვერასოდეს დაგიწერ. შეიძლება ადამიანმა შენს ან ჩემს ნაშრომში ვერანაირი შეცდომა ვერ აღმოაჩინოს, მაგრამ თვითონ მოთხრობა არ მოეწონოს, ამიტომაც ზოგჯერ შეიძლება გრამატიკულად მომეწონოს მაგრამ შინაარსობლივად არა... ♡♡♡ ეს მაინც რომ იცოდე, დარწმუნებული ვარ ზოგჯერ შენც ასე ხარ.
დღეს შენს ჩანახატს -90%
წარმატებები ანკუ love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline მოდერი ანკა

KaTE:))
ძალიან გამიხარდა ნაიარევზე, რომ დაწერე დიალოგი.^_^ არაფერი მაქვს დასაწუნი გარდა რაღაც პატარა ხარვეზებისა ((♡)) ამიტომაც დღეს შენ მხიარულ ხასიათსაც უფრო გამოგიხალისებ და როგორც ჩვენ ვიცით პროცენტულად 90-ს დაგიწერ. არ გეწყინოს, მაგრამ კიდევ ერთს გეტყვი 100%-ით მომეწონაო საერთოდ ზოგჯერ წიგნზეც არ იტყვიან, ამიტომაც მეც ვერასოდეს დაგიწერ. შეიძლება ადამიანმა შენს ან ჩემს ნაშრომში ვერანაირი შეცდომა ვერ აღმოაჩინოს, მაგრამ თვითონ მოთხრობა არ მოეწონოს, ამიტომაც ზოგჯერ შეიძლება გრამატიკულად მომეწონოს მაგრამ შინაარსობლივად არა... ♡♡♡ ეს მაინც რომ იცოდე, დარწმუნებული ვარ ზოგჯერ შენც ასე ხარ.
დღეს შენს ჩანახატს -90%
წარმატებები ანკუ love

მადლობა მაას! :D :D ძალიან შემიყვარდი და მართლა დიდი მადლობაა love
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი კრიტიკა და ყველაფერი მართლაც მისაღებია, ამიტომ გაფასებ და მიყვარხარ <3 <3 <3
მართლაც რომ საუცხოო განწყობაზე დამაყენე! wink love

nini5852
დედას რო ეუბნები სექსით ვარ დაკავებული არ მცალიაო :დ ძალიან მაგარიი იყოო, ძაან ბევრი ვიცინე :D

მიხარია რომ მოგეწონაა love <3 <3 <3
მაგ მომენტის წერისას მეც ვიცინოდი wink
მადლობა დაკომენტარებისთვისს love <3

 


№5  offline წევრი KaTE:))



შენ ის არ იცი მე როგორ მიყვარხარ, ყველაზე მეტად შენთან დავმეგობრდი ამ საიტზე. ძალიან ბევრს, რომ დავუწერე ეს არ მომეწონათქო, მითხრეს:"თუ არ მოგწონს არ წაიკითხოო" შენ კი უბრალოდ მიიღე ჩემი კრიტიკა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მიყვარხარ უზომოდ... ^_^ I love u baby ♡♡♡
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№6  offline წევრი sali))

aii martla magaari gogoo xar,ai martlaa dzaliaan miikvarxarr.veloodebi shemdeegss

 


№7  offline მოდერი ანკა

KaTE:))
შენ ის არ იცი მე როგორ მიყვარხარ, ყველაზე მეტად შენთან დავმეგობრდი ამ საიტზე. ძალიან ბევრს, რომ დავუწერე ეს არ მომეწონათქო, მითხრეს:"თუ არ მოგწონს არ წაიკითხოო" შენ კი უბრალოდ მიიღე ჩემი კრიტიკა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მიყვარხარ უზომოდ... ^_^ I love u baby ♡♡♡

I love u too babe wink love love love

sali))
aii martla magaari gogoo xar,ai martlaa dzaliaan miikvarxarr.veloodebi shemdeegss

მადლობააა <3 <3 <3 სულ მიხარია შენი კომენტარის დანახვა ძალიააან და მადლობა დიდი რომ არ გეზარება ხოლმე ჩემი გახარება love

 


№8  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი იყო მაგარი თავი მომწონს ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი მიყვარხარ მაგრად love

 


№9  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძაან მაგარი იყო მაგარი თავი მომწონს ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი მიყვარხარ მაგრად love

მეეც მაგრად მიყვარხაარ <3 <3 <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent