შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(7 ნაწილი)


10-07-2015, 16:56
ავტორი ანკა
ნანახია 6 704

დილით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. თითქოს შიგნიდან ყველაფერი მეწვოდა. ზანტად გავახილე თვალები და ბაჩოს გავხედე. თურმე უკვე გაღვიძებული იყო. ჩაფიქრებულს მზერა კედლისთვის გაეშტერებინა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა.
-ბაჩო - მასთან ავჩოჩდი და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე.
-გაიღვიძე ჩემო პატარა? - მითხრა სხვანაირად დამთბარი ხმით და გამიღიმა. საპასუხოდ თავი დავუქნიე და თვალებზე მივაჩერდი.
-წყალი უნდა გადავივლო - ნელა მოვშორდი და სააბაზანოსკენ გავიხედე. არ შევუყოვნებივარ. სწრაფად მოვწესრიგდი და ოთახში დავბრუნდი. ბაჩო ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა. მე რომ შევედი გათიშა და მომიბრუნდა.
-ვის ელაპარაკებოდი? - ვკითხე ინტერესით.
-ვატოს - არ მესიამოვნა მისი სახელის გაგება, თუმცა არ შევიმჩნიე - საღამოს ისევ წვეულებას აწყობს.
-უნდა წავიდეთ? - ამოვიოხრე და დაღლილი თვალებით გავხედე
-ხო - გაუკვირდა ჩემი რეაქცია - რამე ხდება?! - იკითხა დაეჭვებულმა
-არაფერი - მივუახლოვდი და ხელები კისერზე მსუბუქად შემოვაწყვე, მანაც ხელები წელზე მომხვია და ტუჩებში მაკოცა - უბრალოდ არ მომწონს ეგ შენი ძმაკაცი - ვუთხარი დაჭყანულმა.
-მთავარია მე მოგწონდე - მიპასუხა ეშმაკურად, წელზე შემომისვა და ბაგეებზე მოწყურებულად დამეწაფა.
დილის ალერსი რომ მოვითავეთ, სამზარეულოში ჩამოვედით. ვისაუზმეთ და უნივერსიტეტში წავედით. აუდიტორიაში ფეხი შევდგი თუ არა ლიკამ და თათამ ჩემი თავი ბაჩოს „ჩამოართვეს“ და ასე უთხრეს ლექციებზე მაინც დაგვითმე ცოტახანსო. ბაჩოც ღიმილით მოგვშორდა და ძმაკაცებისკენ გაემართა.
საღამოს წვეულებაზე წავედით. ლიკა და თათაც წამოვიყვანე. სახლში შევედი და ბაჩოს ძებნა დავიწყე.
-ჩვენ სასმელს ავიღებთ და მოვალთ. შენც წამოგიღოთ?(თათა) - მკითხა, როდესაც სიტუაცია მოეწონა და კითხვისნიშნიანი თვალებით მომაჩერდა.
-არა იყოს - სახე დავმანჭე და ბაჩოს ძებნა განვაგრძე. ვატოსთან ერთად იჯდა. როგორ ნერვებს მიშლიდა ეს ვატოც რაა...
-მოდი ნინუც... - ხელი გამოიშვირა ჩემკენ, მეც ღიმილით მივედი და გვერდზე მივუჯექი. რაღაცაზე ღადაობდნენ და გულიანად იცინოდნენ. მათი დადებითი განწყობა მეც გადმომედო და სიცილში ავყევი. მალე ლიკა და თათაც შემოგვიერთდნენ და გვერდით მომისკუპდნენ. კარგი განწყობა ვიღაც გოგოს გამოჩენამ ჩამიშხამა.
-ბაჩუკიი, როგორ მომენატრე ბიჭოო! - ვიღაცა უკნიდან კისერზე ჩამოეკიდა და თავი მის კისერში ჩარგო.
-მეც ვიკუშ(ბაჩო) - სიხარულით მიესალმა და ლოყაზე გემრიელად აკოცა. ვერ წარმოიდგენთ ამ დროს რა დამემართა. თითქოს იქ არ ვყოფილიყავი, ჩემს თვალწინ ვიღაცას კოცნიდა და თურმე „მასაც მოენატრა“... ჰაჰჰ!.. შევეცადე სიბრაზე და ეჭვიანობა სახეზე არ დამტყობოდა, თუმცა მგონი არ გამომდიოდა. ვიკამ ღიმილით გამომხედა და ხელი გამომიწოდა
-ნინი, მე ვიკა ვარ! მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს გაგიცანი - კიდევ კარგი ბაჩოს მოშორდა.
-სასიამოვნოა ვიკა - ყალბი ღიმილი „ავიწეპე“ და ხელი გავუწოდე. ვიკა სიცილით გადაყირავდა. შემდეგ ბაჩომ ხელი მიაშველა და ტახტზე მეორე მხრიდან მოისვა
-კარგი გოგო, ნუ მოკვდი სიცილით - უთხრა მხიარულად და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
-ძვირფასო, მე ბაჩოს მეგობარი ვარ, მეტი არაფერი - მითხრა კისკისით და ბაჩოს გახედა.
-ჩემი ეჭვიანი გოგოო!.. როგორ გაბრაზდი პატარა... - ღიმილით ჩამეხუტა ბაჩო და მეც ხელები მოვხვიე. აქ კი უკვე შემრცხვა. ხომ ვიცოდი, რომ ბაჩოს მე ვუყვარდი მარტო და რა საჭირო იყო ეჭვიანობა?!
-ბაჩუნიი, გამო ახლა გვალაპარაკე გოგოები - იდაყვი მხარში გაკრა და ანიშნა ამდგარიყო
-რაიყო ხალხო, დღეს რა ყველა შეყვარებულს მახევს! - წამოდგა უკმაყოფილოდ და ბუზღუნით მიუჯდა ძმაკაცებს.
-შენზე ბევრი მსმენია. იცი, ბაჩო სულ შენზე მელაპარაკება(ვიკა) - გვერდზე მომისკუპდა და ბაჩოს ეშმაკურად გახედა. - იმედია აღარ ეჭვიანობ ხო? - დაამატა სიცილით და ცხვირზე ორი თითი მომკიდა.
-არა რა სისულელეა - თავი გავაქნიე და ახლა უკვე გულწრფელად გავუღიმე - დიდი ხანია შენ და ბაჩო ერთმანეთს იცნობთ?
-კი, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. და-ძმასავით ვართ რა ფაქტიურად - სასმელი მოსვა და საზურგეს მიეყრდნო. - აბა როგორ მოგწონს ჩვენი სასტავი? - მკითხა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა.
-რავი, კაია... - ცოტა შევყვნდი - უბრალოდ, ვატო არ მომწონს - ამის გაგებაზე მაშინვე ყურები ცქვიტა.
-რატო, რახდება?! - მკითხა და წარბები აზიდა.
-აქ ვერ გეტყვი - ვუჩურჩულე და ვატოსკენ გავაპარე მზერა, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-წამო გავიდეთ - ხელი მომკიდა და ბარის მაგიდასთან მივედით. - რამე სისულელე ქნა? - მკითხა ახლა უკვე სერიოზულად
-კი, თან ზედმეტი მოუვიდა - ვუპასუხე და უხერხულად შევიშმუშნე.
-მაინც? - არ დაკმაყოფილდა ზოგადი ინფორმაციით.
-თავხედია. ტუჩებში მაკოცა, ერთ ღამეს შენთან გავატარებო და რავი... - მობეზრებულად გავაქნიე თავი და ცივი წყალი დავლიე.
-ბაჩოს არ უთხარი?
-რავი...
-არა? - პირი დააღო გაოცებისგან
-არა... - დავიჩურჩულე და თავი დამნაშავე ბავშვივით დავხარე
-რატომ? - გაუკვირდა.
-რავი, ჩხუბს ატეხდა და არ მინდოდა
-მართლა მაოცებ რა... - მითხრა და ისევ აკისკისდა.
-შენ ფიქრობ, რომ უნდა ვუთხრა? - გავხედე და პასუხს დაველოდე.
-კი, იმიტომ რომ ეგრე კიდევ მოიქცევა და თან უფრო მეტსაც გაგიბედავს. სიმართლე გითხრა ვატო არც მე არ მეხატება გულზე. საშინელი მექალთანეა. სე**ის გარდა არაფერი არ აინტერესებს. სე**ი და ფული. მორჩა! - ხელები ჰაერში ასწია, თითქოს მაჩვენა, რომ მეტი მართლაც არაფერი ადარდებდა.
-ვეტყვი მერე - გავუღიმე და სკამზე კომფორტულად მოვთავსდი - შენზე მომიყევი რამე
-რავი რა მოგიყვე... - ცოტა ჩაფიქრდა და ისევ განაგრძო - ჯერ თბილისში ვცხოვრობდი, მერე რუსეთში წავედი როცა გავიზარდე, ცოტა ხნით იქ გავჩერდი და შემდეგ ევროპა შემოვიარე. ძირითადად ვმოგზაურობ რა, მაგრამ ახლა არამგონია თბილისიდან წავიდე. მომენატრა აქაურობა - მელაპარაკებოდა და ასე მეგონა სხვა სამყაროში იყო. მართლაც საოცარი გოგო იყო. ეტყობოდა, რომ შინაგანად ძალიან ძლიერი, ხასიათებით კი ლაღი და ხალისიანი იყო. ბევრი ვიჭორავეთ და მეგობრებსაც შევუერთდით. ლიკას და თათას უკვე „დათრეული“ ყავდათ ბიჭები და ეფლირტავებოდნენ. ჩვენთვის სულ არ ეცალათ. მათ დანახვაზე გამეცინა. ბაჩოს მივუჯექი და თავი მხარზე ჩამოვადე. საღამო მშვიდად და ხალისიანად მიდიოდა, თუმცა უეცრად ეზოდან პოლიციის მანქანების ხმა გავიგეთ. ყველა ფეხზე წამოვიჭერით. ოთახში ოთხი შუახნის მამაკაცი შემოვიდა.
-ვატო ჩიქოვანი რომელია თქვენგან?! - იკითხა, მგონი, მთავარმა და ოთახს თვალი მოავლო. ყველა დუმდა. ვატოსკენ თვალი გავაპარე და თავის ადგილას არ დამხვდა. გამიკვირდა და ოთახს თვალი მოვავლე - რომელია ვატო ჩიქოვანი!!! - დაიგრგვინა პოლიციელმა და ყველა დაკვირვებით დაათვალიერა. - აქედან ფეხს არავინ გაადგამს სანამ ვატოს არ დავიჭერთ. ვიცით რომ აქ არის! - თქვა და დანარჩენ სამს ანიშნა ძებნა დაეწყოთ. ოთხივემ იარაღი მოიმარჯვა და სახლის ჩხრეკას შეუდგნენ. ბაჩო დაძაბული იდგა, ხელი ხელზე მოვუჭირე რომ დამემშვიდებინა
-ბაჩო, რამე ხდება? - ყურში ჩავჩურჩულე პოლიციელისთვის შეუმჩნევლად
-დაიჭერენ, ამის დ***ც! რამე უნდა ვიღონო!..
-გაგიჟდი?! შენც დაგიჭერენ! - არ მოვუწონე გადაწყვეტილება და პოლიციელს გავხედე, რომელიც უკვე ნერვებს ძალიან მიშლიდა.
მოულოდნელად კარი ვიღაცამ შემოგლიჯა
-ოფიცერო, გაიქცა!.. გარეთაა და ჩვენი ჯგუფის წევრები მისდევენ!
-წავედით! - ასძახა დანარჩენ სამს და სახლიდან გავიდა. მალე ის სამი პოლიციელიც გავიდა სახლიდან. ბაჩო მაშინვე გასასვლელს მივარდა.
-ბაჩო, სად მიდიხარ?! - დავედევნე უკან
-ნინი, აქ იყავი! ვატო თუ დაიჭირეს მთელი ცხოვრება გამოკეტავენ! მარტოს ვერ მივატოვებ! - მითხრა მკაცრად და გარეთ გავარდა. სახტად დავრჩი. ბავშვები დაიშალნენ. აშკარა იყო, რომ წვეულება დამთავრდა. ლიკა და თათაც წავიდნენ. მხოლოდ მე და ვიკა დავრჩით. ლუკა და თემო ბაჩოს გაყვნენ.
-მოდი ნინი დაჯექი და არ ინერვიულო. ბაჩოს არაფერი მოუვა - დამამშვიდა, დივანზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
-კი მაგრამ, ისეთი აგრესიულია რამე რომ ქნას მასაც დაიჭერენ - ვუთხარი შეშინებულმა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
-მომისმინე, მეც ვნერვიულობ ბაჩოზე, მაგრამ ახლა ემოციები უნდა მოთოკო. ასე არ შეიძლება - ხელი სახეზე ჩამომისვა და შუბლზე მაკოცა.
ნერვიულობას ვერ ვწყვეტდი. ბაჩოსთან დარეკვა მინდოდა, თუმცა ვიკამ დამარწმუნა, რომ ამით ხელი შეეშლებოდა, ამიტომ მეც გადავიფიქრე. ვატოს სახლი დავტოვეთ და წამოვედით. ახლა ჩემს სახლში ყველაზე ნაკლებად მინდოდა, თუმცა მაინც ვერაფერი გავაწყვე ჯიუტი და უდრეკი ვიკას წინააღმდეგ.
-კიდევ გეუბნები, არ ინერვიულო - სადარბაზოსთან შემაჩერა და გამიღიმა - დაისვენე, ყველაფერი კარგად იქნება
-კაი, კარგად - გადავკოცნე და სახლში ავედი.
დედაჩემი უკვე მოსული იყო. მასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ამ ბოლო დროს ეჭვისთვალით მიყურებდა სულ რომ ვიგვიანებდი, მაგრამ ახლა ამის გარჩევას არ ვაპირებდი. ლოყაზე ვაკოცე და დასაძინებლად წავედი.
მთელი ღამე თეთრად გავათენე. ბაჩო თავიდან ვერ ამოვიგდე. საწოლში ვწრიალებდი და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ბაჩოსთან წავსულიყავი და მენახა. როცა გინდა მაშინ არ გადის ეს დრო სწრაფად რაა!!! ძლივს გათენდა. უნივერსიტეტის თავი ნამდვილად არ მქონდა. სწრაფად ჩავიცვი და ბაჩოს სახლისკენ წავედი. ტაქსი მოშორებით გავაჩერე, ფული გადავუხადე და გზას ფეხით გავუყევი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. საათს დავხედე, ჯერ დილის 9 საათი იყო, ჯიბეში უნდა ჩამედო, როდესაც ვიღაცამ ხელები პირზე ამაფარა. ისე ძლიერად მიჭერდა, რომ ხელი ვერ გავაშვებინე. მინდოდა მეკივლა, თუმცა ხმას ვერ ვიღებდი. რაღაც ნაჭერი მქონდა აფარებული... საშინელი სუნი ჰქონდა, ძალიან მძაფრი. ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი, თუმცა არაფერი გამომდიოდა. ის ვიღაცა ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. არასასიამოვნო სურნელმა თავიდან თავბრუ დამახვია, შემდეგ კი გონება გამითიშა.
ორგვლივ ყველაფერი ბნელმა მოიცვა...

საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა. თვალები დახუჭული მქონდა და ასეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლოდი მედო ზემოდანო. დიდი ძალისხმევის შემდეგ შევძელი და თვალები გავახილე. ირგვლივ მიმოვიხედე. მგონი სარდაფი იყო. ნესტის სუნმა ნესტოები ამიწვა. რაღაც სკამზე ვიჯექი დაბმული. ხელები და ფეხები შეკრული მქონდა. ოთახს თვალი მოვავლე. ჩემგან მარჯვნივ პატარა სარკმელი იყო და იქიდან ცოტა სინათლე შემოდიოდა, სარკმლის ქვეშ კი ხის მაგიდა და სკამი იდგა. სკამზე ბუნდოვნად დავლანდე ადამიანის ფიგურა. იმდენად ბნელოდა, რომ კარგად ვერ გავარჩიე ვინ იყო. თვალები მოვჭუტე და ყურადღებით დავაკვირდი. ალბათ იქ მჯდომმა შეამჩნია რომ გამოვფხიზლდი, ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. შიშისგან კანკალი დამეწყო. შეხედვას ვერ ვბედავდი. თავი დავხარე და თვალები დავხუჭე. თბილმა სითხემ გზა გაიკვლია ჩემს ღაწვებზე და ნიაღვარივით წამოვიდა.
-გამოფხიზლდი მზეთუნახავო? - სიჩუმე უცნობის საშინლად ცივმა ტონმა დაარღვია. - რომ გეკითხები უნდა მიპასუხო!!! - დამიღრიალა ბოლო ხმაზე. იმდენად შემეშინდა, რომ ტირილს ვუმატე. - ცრემლებს ვერ ვიტან, მეორედ არ დამანახო, თორემ იცოდე გავბრაზდები და ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ... - ხელი ნიკაპზე მომკიდა, უხეშად ამაწევინა თავი და თვალებში ჩამხედა. მისი ნახშირივით შავი თვალების დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გამცრა...

........
ესეც შემდეგი თავი...
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, რომ დააკომენტაროთ.
ყველა მიყვარხართ და ველი შეფასებას...

პ.ს. მაინტერესებს ამ კითხვებზე როგორ მიპასუხებთ:
როგორ ფიქრობთ:
1.რა ბედი ეწევა ბაჩოს?
2.ვინ მოიტაცა ნინი?



№1  offline მოდერი ^paradise^

Ooohoooo :D davidzabe tvalebi gadmomekarkla <3 mm eseigi nini ro vatom moitaca eg asianii egrea da bacho mgoni daichire :( <3 magari xar ankaaa :*

 


№2  offline მოდერი ანკა

nini5852
ჩემი აზრით ბაჩო ვატოს ნაცვლად დაიჭირეს და ნინი მოიტაცა ვატომ ან იმ სასტავმა ბაჩო რო არ ევასებათ :დდ ხო? :დ კარგი იყო :* :დ თან ძალიან. შენზე ხო სიტვები ზედმეტია :*

მადლობა ჩემო საყვარელოო!!! love კითხვებზე პასუხს რაც შეეხება, უმეტესი ნაწილი გამოიცანი! wink ყოჩააღ!.. love <3 <3 <3

 


№3  offline მოდერი ჯია

ბაჩოს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს გადავწვავ მთელს საპატრულოს :დდდდ

 


№4  offline მოდერი ანკა

^paradise^
Ooohoooo :D davidzabe tvalebi gadmomekarkla <3 mm eseigi nini ro vatom moitaca eg asianii egrea da bacho mgoni daichire :( <3 magari xar ankaaa :*

რაღაცეები შენც გამოიცანი ჩემო საყვარელოო მაგრამ ყველაფერი ვერა tongue
მიხარია რომ მოგეწონა love <3 <3 <3 ზოგიერთი საიდუმლოები შემდეგი თავში ამოიხსნება wink

ჯია
ბაჩოს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს გადავწვავ მთელს საპატრულოს :დდდდ

wink გავითვალისწინებ wink მიხარია რომ მოგეწონაა <3 <3 <3 love
საწყალი საპატრულო wink

 


№5  offline მოდერი ჯია

ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს ❤️

 


№6  offline მოდერი ანკა

ჯია
ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს ❤️

ხვაალ love <3 <3 <3 თუ დრო მექნება დიდსაც დავდებ ^__^

 


№7  offline წევრი bar bare

Chem bachanchulas araperi ukna torem mogamtvrev mag titebs dzirshi! :D Da nini savaraudod iman gaitaca vinc bacho dachra, ar maxsovs magis saxeli mgoni vato kvia:D saboloo jamshi iyo perfect

 


№8  offline მოდერი ანკა

bar bare
Chem bachanchulas araperi ukna torem mogamtvrev mag titebs dzirshi! :D Da nini savaraudod iman gaitaca vinc bacho dachra, ar maxsovs magis saxeli mgoni vato kvia:D saboloo jamshi iyo perfect

ვაუუ!!! wink შენც პერფექტო ხარ!..
მიხარია რომ მოგწონსს love

 


№9  offline წევრი cancara

მალე დადე კარგია და დიდი ტავები

 


№10  offline წევრი lamazmani

ვაიმე იცოდე ბაჩოს რამე რპ მოუვიდეს მოგკლავ wink ხო რაც შეეხება მგონია რო ვატოს მოწყობილია ველაფერი ან კიდე იმ სასტავმა მოიტაცა მთავარს მოგონი რატი რო ქვია ბაჩოს არაფერი მოუვიდეს ისე ძაან მაგარია ველი ახალ თავს მოუთმენლად ძაან მაგარი გოგო ხარ love

 


№11  offline მოდერი ანკა

oldman
ცოტა არარეაური ისტორიაა, მაგრამ სასიამოვნო წასაკითხია.
მომწონს...
რა თქმა უნდა, ვატომ გაუჩალიჩა და ვატომ მოიტაცა ნინი.
მოცულობას თუ გაზრდი, კარგი იქნება.
წარმატებები...


მადლობაა <3 <3 <3 შევეცდები მოცულობა გავზარდო love

cancara
მალე დადე კარგია და დიდი ტავები

მიხარია რომ მოგწონსს... <3 <3 <3 love

lamazmani
ვაიმე იცოდე ბაჩოს რამე რპ მოუვიდეს მოგკლავ wink ხო რაც შეეხება მგონია რო ვატოს მოწყობილია ველაფერი ან კიდე იმ სასტავმა მოიტაცა მთავარს მოგონი რატი რო ქვია ბაჩოს არაფერი მოუვიდეს ისე ძაან მაგარია ველი ახალ თავს მოუთმენლად ძაან მაგარი გოგო ხარ love

ბაჩოს სერიოზული არაფერი მოუვა არ ინერვიულოთ wink მადლობა დიდიი love შემდეგი თავიც მალე იქნება winked

 


№12  offline წევრი KaTE:))

აჰა, კულმინაციაც ამას ქვია. ვფიქრობ ჩემი აზრია მოთხრობასთან დაკავშირებით საკმაოდ გაიგე და გამოასწორე კიდეც შენი შეცდომები, მაგრამ(ახლა ალბათ ფიქრობ რით ვერ ვასიამოვნე ეს გოგოო :D) ორი რამ მაინც უნდა გითხრა:
1) მეთქი-უნდა გამოიყენო პირველ პირში. შენ ხშირად გიწერია პირველ პირში ზმნასთან თქო, რაც მორფოლოგიური შეცდომაა. ასევე როცა მეთქის დაწერ უნდა იქმარო დეფისი/ტირე "-" მაგ: ვლ დაკავშირებით საკმაოდ გაიგე და გამოასწორე კიდეც შენი შეცდომები, მაგრამ(ახლა ალბათ ფიქრობ რით ვერ ვასიამოვნე ეს გოგოო :D) ორი რამ მაინც უნდა გითხრა:
1) მეთქი-უნდა გამოიყენო პირველ პირში. შენ ხშირად გიწერია პირველ პირში ზმნასთან თქო, რაც მორფოლოგიური შეცდომაა. ასევე როცა მეთქის დაწერ უნდა იქმარო დეფისი/ტირე "-" მაგ: ვლაპარაკობ-მეთქი

თქო-გამოიყენება მეორე პირთან. მაგ: ვლაპარსკობ-თქო
ო-გამოიყრნება მესამე პირთან და არის სიტყვასთან შეზრდილი, ამიტომ იქნება ამგვარად--> ვლაპარაკობო

2) ეს არ არის გრამატიკული ან რაიმე შეცდომა უბრალოდ შენს ადგილას, რომ ვყოფილიყავი აი იმ მომენტში როცა ბაჩო ვატოს დასახმარებლად მიდიოდა უცებ ვათქმევინებდი ნინის ყველაფერს ვატოს შესახებ და კიდევ უფრო დავძაბავდი სიტუაციას. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. უბრალოდ იმიტომ გეუბნები სულ დაძაბე მომენტი-მეთქი, რომ სახელი აქვს ასეთი-"აკრძალული ხილი"
წარმატებებს გისურვებ ანკა. სიყვარულით ქეთი love love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№13  offline მოდერი ანკა

KaTE:))
აჰა, კულმინაციაც ამას ქვია. ვფიქრობ ჩემი აზრია მოთხრობასთან დაკავშირებით საკმაოდ გაიგე და გამოასწორე კიდეც შენი შეცდომები, მაგრამ(ახლა ალბათ ფიქრობ რით ვერ ვასიამოვნე ეს გოგოო :D) ორი რამ მაინც უნდა გითხრა:
1) მეთქი-უნდა გამოიყენო პირველ პირში. შენ ხშირად გიწერია პირველ პირში ზმნასთან თქო, რაც მორფოლოგიური შეცდომაა. ასევე როცა მეთქის დაწერ უნდა იქმარო დეფისი/ტირე "-" მაგ: ვლ დაკავშირებით საკმაოდ გაიგე და გამოასწორე კიდეც შენი შეცდომები, მაგრამ(ახლა ალბათ ფიქრობ რით ვერ ვასიამოვნე ეს გოგოო :D) ორი რამ მაინც უნდა გითხრა:
1) მეთქი-უნდა გამოიყენო პირველ პირში. შენ ხშირად გიწერია პირველ პირში ზმნასთან თქო, რაც მორფოლოგიური შეცდომაა. ასევე როცა მეთქის დაწერ უნდა იქმარო დეფისი/ტირე "-" მაგ: ვლაპარაკობ-მეთქი

თქო-გამოიყენება მეორე პირთან. მაგ: ვლაპარსკობ-თქო
ო-გამოიყრნება მესამე პირთან და არის სიტყვასთან შეზრდილი, ამიტომ იქნება ამგვარად--> ვლაპარაკობო

2) ეს არ არის გრამატიკული ან რაიმე შეცდომა უბრალოდ შენს ადგილას, რომ ვყოფილიყავი აი იმ მომენტში როცა ბაჩო ვატოს დასახმარებლად მიდიოდა უცებ ვათქმევინებდი ნინის ყველაფერს ვატოს შესახებ და კიდევ უფრო დავძაბავდი სიტუაციას. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. უბრალოდ იმიტომ გეუბნები სულ დაძაბე მომენტი-მეთქი, რომ სახელი აქვს ასეთი-"აკრძალული ხილი"
წარმატებებს გისურვებ ანკა. სიყვარულით ქეთი love love

პირველ რიგში მადლობა რომ დააკომენტარე და მიხარია რომ ასე თუ ისე მოგეწონა უკვე ისტორია wink
მორფოლოგიას რაც შეეხება, რომელი როგორ იწერება ვიცი(ანუ დეფისით თუ მის გარეშე), მაგრამ ხშირად მეშლება -მეთქი-ს და -თქო-ს გამოყენება და აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას <3 <3 <3 love
მომენტებსაც უფრო დავძაბავ. რაც შეეხება იმას, რომ ნინის ბაჩოსთვის ეთქვა რაც ვატომ გააკეთა, მაშინ ბაჩო მის დასახმარებლად კი არა მოსაკლავად წავიდოდა wink ამიტომ ამ მომენტმა ცოტათი გადაინაცვლა love
მადლობაა love love love

 


№14  offline მოდერი ანკა

nini5852
ანკა
nini5852
ჩემი აზრით ბაჩო ვატოს ნაცვლად დაიჭირეს და ნინი მოიტაცა ვატომ ან იმ სასტავმა ბაჩო რო არ ევასებათ :დდ ხო? :დ კარგი იყო :* :დ თან ძალიან. შენზე ხო სიტვები ზედმეტია :*

მადლობა ჩემო საყვარელოო!!! love კითხვებზე პასუხს რაც შეეხება, უმეტესი ნაწილი გამოიცანი! wink ყოჩააღ!.. love <3 <3 <3

მართლა?? :Dვაიმეე :D რომელიი გამოვიცაანიი? :დ :D

ხვალ გაიგებთ ყველაფერს wink wink love

 


№15  offline წევრი თათა

მე რა გითხრა ძალიან მომწონს იტორია და გამახარე დღეს ახალი თავი რო დადე <3 წარმატებები ჩემო კარგო <3
--------------------
tatukakhorava

 


№16  offline მოდერი ანკა

თათა
მე რა გითხრა ძალიან მომწონს იტორია და გამახარე დღეს ახალი თავი რო დადე <3 წარმატებები ჩემო კარგო <3

მადლობა დიდიი <3 <3 <3 ხვალაც დავდებ აუცილებლაად love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent