შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (7)


14-07-2015, 10:08
ავტორი buchi
ნანახია 2 288

ყველაფერი ნათელი იყო,მან მე გამომიყენა.
3დღე გავიდა,არავისთან ლაპარაკი და არავის დანახვა არ მინდოდა,უტა ემებთან გავუშვი.სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი,გონს ვერ მოვდიოდა.უზომოდ მენატრებოდა მისი ხმა,მისი სუნი,მისი ღიმილი,ჩემ თავზე ვბრაზობდი ყველაფერი ამის მერე როგორ შეიძლებოდა მეფიქრა მასზე და ისევ მომნატრებოდა ისევ მყვარებოდა,მაგრამ გულიდან ვერ ვიგლეჯდი.გონებაში ვიხსენებდი მის სიტყვებს "მიყვარხარ მახინჯო,მინდა შენთ გვერდით ვიღვიძებდე ყოველ დილას და მძინარე გიყურებდე,მუდამ შენ გვერდით ვიქნები" ზარის ხმამ გამომაფხიზლა ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და კარი გავაღე,გოგოები გიჟებივით შემოცვივდნენ.
-რა გჭირს?3დღეა არ გამოჩენილხარ,ტელეფონი გათიშული გაქვს,რა ხდებაერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს.მე კიდე დივანზე ფეხებმოკეცილი და გაბრუებული ვიჯექი.
-აღარ იტყვი რა გჭირს?ადამიანს არ გავხარ(ანი)
-მომატყუა....
-რაა?ვიზე ამბობ?
-გიოზე.
-რას ჰქვია მოგატყუა?ყველ ერთად ჩამეძია.
-მომატყუა,გამომიყენა,არაფერი მეტი.ერთობოდა და მერე მომისროლაროგორც ძველი მობეზრებული ნივთი მთელი ხმით ვყვიროდი და ცრემლები ერთიმეორეს მიყოლებით მომდიდოა.
-მოიცა დამშვიდდი და ისე მოყევი რა მოხდა.ანი მაგრად მომეხვია მარი და ქეთა სმენად გადაქცეულები მოგვიჯდნენ გვერდით.
-ნიკამ მომასმენინა,მათი ჩაწერილი საუბარი აი თუ არ გჯერათ დისკს ვტაცე ხელი და იქვე მიგდებულ ლეპტობში ჩავდე და ოთახიდან გავედი,ამის მოსმენას კიდევ ერთხელ ვერ გავიძლებდი.რამდენიმე წუთში სამივე საძინებელში შემოვარდა.
-არ ვიცი რა გითხრა,არვიცი,არ მესმის(ქეთა)
-მე ვიცი,მე მესმის,ვერ გაიგონეთ?უბრალოდ ერთობოდა.ამასაც ნიკას ვერ დავაბრალებთ.ფაქტია რომ თვითონ აღიარა, თან ძალიან მშვიდად და წყნარად.რა სულელი ვარ,დებილი!
-კაი რაა,დაწყნარდი ნათ არც დებილი ხარ და არც სულელი.მაგრამ ეს როგორ გააკეთა.ვერ ვიჯერებ რომ მართლა ასე ფიქრობს.რა საჭირო იყო მაშინ ეს ყველაფერი,ამდენი დაპირება,ამდენი...
-საჭირო იყო,იმისთვის რომ მიეღო ის რაც უნდოდა!და მიიღო კიდევაც.
-მოიცა ერთად იყავით?(ქეთა,მარი)
-ხო,ვიყავით,ვიყავით...ჯანდაბა.რა დებილი ვარ,როგორ მოვიტყუე თავი როგორ ვენდე.
-კაი რა დამშვიდდი,ნაგავი,უნამუსო ეს როგორ გააკეთა,არადა საერთოდ ვერ შემაჩნევდი რომთამაშობდა რომ შეიძლებოდა ასეთი რამ ეფიქრა......
-მაგრამ იფიქრა,გააკეთა და დამიკიდა!ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.ბოლო ხმასე დავიწყე ბღავილი.არ გაბედოთ რომელიმე და არ დაურეკოთ,არაფერი არ უთხრათ გესმით?!არმინდა იცოდეს რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ,თვითონ დამიკიდა და ეგონოს რომ ჩემთვისაც მორიგი გართობა იყო და მეტი არაფერი!!!!არცერთი არაფერს ეტყვით!მარი,სანდროსთან არ გაბედო რამის თქმა,უთხარი რომ და ვერთობოდი და აღარ მინდა ოდესმე ვნახო!!!მათაც დამპირდნენ რომ არცერთი არ გაეკარებოდა.გოგოები მამხნევებდნენ,გვერდში მედგნენ 1კვირაში ზღვაზე უნდა წავსულიყავით მაგრამ ვიუარე,თუმცა არ მომეშვნენ ცოტას გაერთობი,გულს გადააყოლებ,დაისვენებ და განიტვირთებიო,დამითანხმეს მით უფრო რომ ზღვა მიყვარს სიგიჟემდე,მეც გავყევი.გოგოები ტელეფონის საყიდლად გავიყოლე ნომერიც შევცვალე,აღარ მინდოდა სინმეს (გიოს) ისევ შეეხსენებინა თავი.დედა უტასთან ერთად საგურამოში აპირენბდა ერთკვირაში ჩასვლას მეც ძღვიდან მათ გავუვლიდი და 10დღით იქ ვაპირებდი დარჩენას.2კვირით ჩავედით ქობულეთში და ჩვენ უკვე ნაცნობ სახლს მივაშურეთ სადაც 7წელია ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებთ,სახლის მეპატრონე სიხარულით შეგვხვდა და 2 ოთახი გვაჩვენა(ლუქსები)ჩვენც დავბინავდით და 3საათზე პლაჟზე გავედით.
გიოს ნაამბობი.
ნათიას ვურეკვადი და ტელეფონი გამორთული ჰქონდა,ნიკასთან ლაპარაკის მეორე დღეს მასთან მისვლა გადავწყვიტე,მაგრამ კარი არავინ გამიღო(უტა მშობლებთან მყავდა გაყვანილი)ანის დავურეკე,მითხრა არც ჩემთან გამოჩენილაო,4დღე გავიდა და არ ჩანდა ვერც ვურეკვადი რომ სიმართლე მეთქვა,რომ ძალიან მენატრებოდა და მიყვარდა,მაგრამ იმისთვის რომ ერთად ვყოფილიყავით ცოტახანს უნდა მოგვეცადა.მისვლა აღარ მინდოდა არმინდოდა ყველაფერი გამეფუჭებინა და ნიკას გაეგო.მერე სანდრომ დამირეკა საქმე მაქვსო და მითხრა ნათიას დანაბარები,აღარ შემაწუხოს ყველაფერი დამთავრდა,ჩემი მორიგი გატაცება იყო და მივხვდი არ მიყვარსო.ამან საერთოდ გადამრია,ჭკუაზე არ ვიყავი.ლევანს ქვეყნიდან გამგზავრება მოუწია ისიც ვერაფრს მშველიდა.მაგრამ ძალიან გაუკვირდა ამის მოსმენა.ყოველ ღამე ბარში ვიჯექი გვიანობამდე და ვსვამდი.ერთ ღამეს ვეღარ გავუძელი ნიკაც ფეხებზე დავიკიდე და ყველაფერიც,ნათიას ნახვა მინდოდა,ნასვამი ვიყავი სახლში ავაკითხე,მაგრამ ისევ არავინ დამხვდა კართან ვიჯექი მთელი ღამე,დილით მეზობელმა მითხრა ზღვაზე წავიდაო.უნდა მენახა,უნდა მენახა თვალებში ჩამეხედა და ისე ეთქვა რომ არ ვუყვარდი და უბრალოდე ერთობოდა,რომ აღარასოდეს უნდოდა ჩემი დანახვა.სანდროს დავურეკე მანაც დამიდასტურა რო ქობულეთში იყვნენ და მარისთან ჩასვლას აპირებდა ხვალ.მე აღარ დავაცადე და ვუთხარი დღესვე წავიდეთ მეთქი
-ვეღარ გავჩერდები,ესეთ დებილურ სიტუაციაში თავი ჯერ არ მიგრძვნია,გავგიჟდები თუ არ დაველაპარაკე.ნიკაც ფეხებზე მკიდაი უკვე ამ ცხოვრების დედას შე... დღესვე უნდა ვნახო.
-კაი,ბაზარი არაა წავიდეთ,მარა მერე რას იზავ ეს ყველაფერო რო დაგიდასტუროს?
-არვიცი,არვიცი მაგაზა არ ვფიქრობ,ესე უბრალოდ ვერ იტყოდა.რაღაც სხვა ხდება ტო,გული მიგრძნობს,ვიცი რო ვუყვარვარ,ვიცი ვგრძნობ!
გოგოები პლაჟზე ვნებივრობდით,თავს უფლება მივეცი და ცოტა გავმხიარულდი,ანიმ და ქეთამ როგორც ყოველთვის არ დააყოვნეს და ვიღაც ბიჭები გაიცნეს,მერე ვენთან მოიყვანეს და მე და მარისაც გაგვაცნეს.
-გოგოებო,გიგა,ალექსანდრე და დემეტრე(ქეთა)
-სასიამოვნოა(მე და მარი)
-დემეტრე,ერთ-ერთმა ხელი გამომიწოდა,მეც ჩამოვართვი.ქეთა და ანი კი გიგას და ალექსანდრეს ესაუბრებოდნენ და გულიანად იცინოდნენ.
-გავიგე დღეს ამოხვედით(დემეტრე)
-კი ასეა(მე)
-ძაან კაი,რატო არ ბანაობ?
-რავიცი,დავიჯღანე და გოგოებს გავხედე.
-ნათ წამო რა წყალში შევიდეთ.
-წამოხვალ?დემეტრემ ხელი გამომიწოდა მეც უხალისოდ დავწვდი და წამოვდექი.იმ დღეს ბიჭებმა ცოტა გაგვამხიარულეს მართლა კარგი ბიჭები იყვნენ,სასაცილო ამბებს ყვებოდნენ და ცდილობდნენ გავემხიარულებინეთ,საღამოს დისკოთეკაზე დაგპატიჟეს.სახლში მისულები ერთმანეთს ასწრებდნენ აბაზანაში შესვლას რომ საღამოსთვის მოწესრიგებულიყვნენ,მე საწოლზე ვიჯექი და ღიმილით ვადევნებდი თვალს.მერე დედას დავურეკე.
-დე რას შვებით?
-რავიცი დედა არაფერს,როგორ მოეწყვეთ?
-მშვენივრად.უტა მენატრება,უნდა წამომეყვანა.
-უტასთვის ზღვა არ არის სასარგებლო დე,ნუ ნერვიულობ კარგადაა.
-ვიცი,მალაპარაკერა.
-დედიკო მომენატრე.
-მეც დეე,ძალიან თანძალიალ ძალიან.სურამში რომ ჩახვალთ მეც მალე მოვალ და ერთად ვიქნებით.ბებოს ხომარ აბრაზებ?
-არა,ბაბუ გვასეირნებს,გუშინ მთაწმინდაზე ვიყავით.
-მიხარია რომკარგად ერთობი,მიყვარხარ დე,გკოცნი ბეევრს,ჭკვიანად მოიქეცი კარგი?
-ხო.მიყვარხარ დედიკო.
-მეც.ტელეფონი საწოლზე მივაგდე.ოთახში ქეთა შემოვარდა
-ის შტერი შევარდა.დამასწრო,ახლა 2 საათი არ გამოვა იქედან,ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა და ხელიჩაიქნია.
-ჩემთან შედი,ხელით ვანიშნე სააბაზანოზე.მარი მაღაზიაში გავიდა,მე მერეც ვიბანავებ.
-მერე?მერე ვეღარ მოასწრებ,მეგონა მარი იყო შესული.
-არა,არ მოვიდვარ მე.
-ოოოო,კაი რააა.რას ჰქვია არ მდიხარ?დემეტრემ პირადად დაგპატიჟა.
-ხო მაგრამ მე არ...
-არავითარი მაგრამ,ოთახში შემოვიდა მარი,გული რაღაცას უნდა გადააყოლო მოდიხარ და დამთავრებულია,სანდრომ დამირეკა ისიც ჩამოვა 12საათსვის მანდ ვიქნებიო იქ მოვა პირდაპირ.
-კაი რაა,არმინდა
-მორჩი წუწუნს და შედი გადაივლე,მეც ხომ უნდა მოვწესრიგდე.გოგოებმა ძალით წამომაგდეს საწოლიდან და აბაზანაში შემათრიეს,მაგრამ მე გიოზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი არ შემეძლო ყოველ წუთს არ მეფიქრა მასზე,ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი და მინოდადა ყველა გრძნობა ყველა განცდა წყლისთვცის გამეტანებინა,მაგრამ მისი ხმა ყურებში ჩამესმოდა "მიყვარხარ მახინჯო",მერე ის ჩანაწერი ამომიტივტივდა "მაგარი ნაშაა,გასართობად მინოდა,სრიოზულ ურთიერთობას არც ვაპირებ" ამის მერე როგორ ბედავ კიდე იმ ნაძირალაზა იფიქრო თავმოყვარეობა სულ დაკარგე ნათია ახვლედიანო?! ჩავძახე ჩემ თავს,დაორთქლილ სარკეს თითები გადავუსვი და იქ არეკლილ სილუეტს პირობა მივეცი რომ დღეს დისკოთეკაზე წავიდოდი და კარგადაც გავერთობოდი.სააბაზანოდან გამოვედი თუ არა ქეთა შევარდა,მარის ენა გამოუყო და კარები სწრაფად გადაკეტა.
-არაააა,მშვილდაძე მოგკლავ მაგედან რომ გამოხვალ,მივარდა მარი სააბაზანოს კარებს,მათ საქციელზე სიცილი ამიტდა,ამასობაში ანიც შემოვიდა პირსახოციანი და მარის უთხრა სააბაზანო თავისუფალიაო,ისიც თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
-აბა რას იცვამ?(ანი)
-არვიციი,კარადის კარი გამოვაღე და კაბები გადმოვყარე,ეს არ მომწონს,არც ეს,არც ეს.უზალისოდ ვისროდი აქეთ-იქით კაბებს.აი ესსს და უცებ კმაყოფილმა ავაფრიალე ხელში შავი მუხლს აცდენილი "ბრეტელებიანი" დეკოლტე კაბა.თმა ზემოთ ავიწიე კუდად შევიკარი,ფეხზე წითელი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ავიცვი,სადა მაკიაჟი გავიკეთე.
-მმმ...როგორ მომწონს ძაან გიხდება ეგ კაბა.ეს მათხოვე რაა.მწვანე კაბას დაწვდა ანი და თვალები საყვარლად ააფახუნა.11 საათისთვის ყველანი მზად ვიყავით.ბიჭებმაც მოგვაკითხეს კომპლიმენტებით აგვავსეს და ამაყად შეაბიჯეს ჩვენთან ერთად ღამის კლუბში.ბიჭები ძალიან კარგები აღმოჩნდნენ,მხიარულები,საინტერესო და თავაზიანები.დემეტრე არ მცილდებოდა ხვდებოდა რომ რაღაც შემემთხვეა და ცდილობდა სულ გავემხიარულებინე,ცოტა დავლიეთ,ბევრი ვიცეკვეთ ვცდილობდი გიო ამ საღამოს მაინც დამევიწყებინა,ცოტახნით მაინც.სანდრო შევამჩნიე ბართან არ მინდოდა მისი ნახვა და გარეთ გავედი,დემეტრეც გამომყვა შემომთავაზა სანაპიროზე ჩავიდეთო,მეც დავთანხმდი.ფეხსაცმელი გავიხადე და ფრთხილად მივაბიჯებდი ქვებზე,იქვე ზგვასთან ჩამოვჯექით,საოცრად მშვიდი მომეჩვენა ზღვა.ცაზე უამრავი ვარსკვლავი იყო და მთვარე ირეკლებოდა ზღვის შუაგულში.
-ნათი რამე მოხდა?
-რააა?ფიქრებიდან გამომარკვია დემეტრეს ოდნავ შერბილებულმა ბოხმა ხმამ.
-რაღაც ხასიატზე არ ხარ თითქოს,რაღაცაზე ნერვიულობ,დაძაბული ხარ.
-ააა,ხოოისე არაფერი...
-მომიყევი.
-არმინდა ამაზე ლაპარაკი და ზღვას გავხეედე.
-გასაგებია,იქნებ რამე გირჩიო,იქნებ შევძლო დახმარება?არ მეშვებოდა და თან ქვებს ისროდა წყალში.
-არამგონია ვინმე დამეხმაროს.
-მეც დავშორდი...
-რაა?
-შეყვარებულს,აქ ჩამმოვედით ბიჭები.მაგრამ მაინც ვერ ვწყეტ მასზე ფიქრს.შენც ასე ხარ ხო?გამეღიმა.
-როგორც ჩანს ერთი ტკივილი გვაერთიანებს.დავშორდი ან არვიცი რაც ჰქვია.
-რა მოხდა?
-არც მე ვიცი,აღმოჩნდა რომ მატყუებდა ერთობოდა შემთხვევით გავიგე მას არ უთქვამს სხვისგან გავიგე.
-იქნებ ის სხვა შეცდა?არ გიფიქრია ამაზე?
-არა,არ შემცდარა,ჩანაწრი მოვისმინე.
-მერე რა გითხრა?
-არაფერი,არ იცის რომ გავიგე.უბრალოდ დავშორდი იცის რომ ვითომ მომბეზრდა და მეტი არაფერი.
-რატო არ დაელაპარაკე?
-რა აზრი ჰქონდა?
-როგორ არა აქვს,ჩემი აზრით უნდა დაელაპარაკო,იცი რამდენი შეცდომა ხდება?იცი რამდენ შეცდომას ვუშვბთ იმით რო არ ვუსმენთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს?მეც ასე მოვიქეცი,მაგრამ სიმართლე რო მგავიგე გვიანი იყო... ძალიან გავაბრაზე და ვეღერ შემოვირიგე.
-მემგონი დრო უნდა მისცე,თუ მართლა უყვარხარ აუცილებლად გაპატიებს აი ნახავ.გაბრაზება გადაუვლის.
-არვიცი,არამგონია.შენ?დაელაპარაკე,მოუსმინე იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე
-არა დემე არა,არ შემიძლია...
-დაფიქრდი რა,ძნელია გაურკვევლობაში ცხოვრება ნათი.დემემ ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-მიხარია რომ გაგიცანი.არამგონია ის ტიპი ისეთი დებილი იყოს რო შენი დაკარგვა არაფრად მიაჩნდეს.
-მადლობა დემე.გავუღიმე.ხელები გამომიწოდა მეც შევაგებე ჩემი ხელები და სახლის გზას დავადექით.
გიოს ნაამბობი
მე და სანდრო პირდაპი კლუბში მივედით.როგორც კი შევედით მაშინვე დავინახე ნათია ვიღაც ტიპთან ერთად ბაღთან იჯდა და სვამდა,ძალიან მხიარული მეჩვენა,მერე იგივე ტიპთან ერთად ცეკვავდა.სანდრო გოგოებისკენ წავიდა მითხრა გავარკვევ ვინ არისო.ჭკუიდან გადავედი გიჟივით გამოვვარდი იქიდან და ბულვარში სკამზე ჩამოვჯექი,ცოტახანში ისინიც გამოჩნდნენ სანაპიროსკენ აიღეს გეზი,გვერდიგვერდ ისხდნენ რამოდენიმე ხანი,საერთოდ გადამეკეტა იმ ტიპმა ხელი რომ მოხვია და შუბლზე აკოცა,მანქანაში ჩავჯექი და გიჟივით გამოვარდი,რა დებილი ხარ სილაგაძე რა დებილი.როგორ ჩააკითხე რას ელოდებოდი რას ელოდი ის საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც გეგონა,ახლა სხვის გვერდითაა,შენ არც ახსოვხარ,უღიმის ვიღაცას ისე როგორც ადრე შენ გიღიმოდა,მაგრამ ის ვიღაც შენ აღარ ხარ.მანქანას გიჟივით ვატარებდი.სანდრო მირეკავდა მაგრამ არ ვიღებდი.
დემეს დავემშვიდობე,მადლობა გადავუხადე ვთხოვე ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის.სახლში ავედი და საწოლზე დავენარცხე,თავი მისკდებოდა.იქნებ მართლა უნდა დამერეკა?იქნებ უნდა შევხვედროდი და ახსნა მომეთხოვამ,მაგრამ მე ხომ ჩემი ყურით მოვისმინე მისი ნალაპარაკები.მალე გოგოებიც მოვიდნენ.

-------------------
ესეც მომდევნო თავი.ვცდილობ ყველაფერი ჩავტიო და გითხრათ,მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი კარგები და თბილები ხათ <3:**



№1  offline მოდერი ჯია

მომწონს ძალიან! ❤️ მაგრამ ესე ძალიანაც ნუ აწვალებ რა :( ცოდოა ეს გოგო, რამდენი უნდა გადაიტანოს.. და გიოს საქციელი არ მომეწონა, რომ გაიქცა )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent