შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 7


17-07-2015, 12:08
ავტორი sopiko
ნანახია 5 088

დღეები დღეებს მისდევდა და ალექსანდრეს და ლინდას ურთიერთობაც უკეთესობისკენ მიდიოდა. მათ მეგობრობისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაგეს, თუმცა ლინდა თავის ხასიათს ვერ ივიწყებდა და სანდროს ნერვებს უშლიდა. იმ დღეს სამსახურში იყო ერისთავი როცა აქეთ-იქით ძმაკაცები წამოადგნენ თავზე.
-ალექსანდრე, გვეჩვენება თუ ძალიან შეიცვალე? უკვე ეჭვი მეპარება რომ ისევ ის ძველი... უფროსწორად ახალი სანდრო აღარ... უფროსწორად...-აზრი ვეღარ დაალაგა თაზომ და არეულმა შეხედა ლევანს, მიდი დამეხმარეო. ლევანს ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ ჰკითხა:
-შეყვარებული ხარ სანდრო?
-რა? თქვენ ხომ არ გაუბერეთ?-თავი აიღო ალექსანდრემ და გაოცებულმა შეხედა მეგობრებს.
-ჩვენ ვერაფერს დაგვიმალავ. ის ჯმუხი სანდრო აღარ ხარ, სამსახურიდანაც ადრე გადიხარ, სულ სადღაც მიიჩქარი, ძველი იუმორის გრძნობა დაგიბრუნდა, რას მივაწეროთ ეს ცვლილებები?
-თუ ფიქრობთ რომ ჩემსა და ლინდას შორის...-დაიწყო სანდრომ მაგრამ თაზომ შეაწყვეტინა.
-ჩვენ ქალის სახელი არ გვიხსენებია...-ირონიულად ჩაიცინა მან, ალექსანდრემ წარბები შეკრა:
-ნუ მოიგონებთ ხოლმე რაღაცას, მეჩქარება, უნდა წავიდე...-წამოხტა ფეხზე და გარეთ გავარდა.
-ეს მგონი მართლა შეყვარებულია....-გაიღიმა ლევანმა.

ლინდა
სამზარეულოში სადილს ვამზადებდი როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ღიღინით გავედი შემოსასვლელში, კარი გამოვაღე და თვალთ დამიბნელდა... ეს იმიტომ რომ ვიღაცა მთელი ძალით მომახტა ზედ.
-ფული გინდა?-ვკითხე ისტერიკაში ჩავარდნილმა და მხოლოდ ახლა დავინახე რომ სახლში შემოვარდნილი ''ბანდიტი'' ნიზა იყო.
-ნიზააა, იცოდი რომ მენატრებოდი? საყვარელო, ხომ კარგად ხარ?-დავატრიალე სწრაფად-როგორ მომენატრეეე-ჩავეხუტე ბოლოს.
-არ შემომიშვებ?-სიცილით მკითხა ნიზამ-როგორც ვხედავ დიასახლისის როლი მოგირგია-წინსაფარზე მიმანიშნა მან.
-შემოდი, შემოდი შე გადარეულო-გონს მოვეგე მე და მისაღებში შევიყვანე.
-ეს რა არის?-უცებ წამოიყვირა მან.
-რა?-გამიკვირდა მე.
-ხელზე დაიხედე-პირზე ხელი აიფარა ნიზამ. მეც დავიხედე და ჩემი ქორწინების ბეჭედი დავინახე.
-ნიზა, ეს ის არ არის რაც შენ გგონია-ჩავილაპარაკე ყველასათვის ნაცნობი და ჩემთვის საძულველი ფრაზა.
-აბა რა არის?
მივხვდი რომ სხვა გზა არ მქონდა. მომიწია თავიდან ბოლომდე ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა მისთვის. ჩემმა ნაამბობმა ნიზა შოკში ჩააგდო.
-შენებმა იციან?
-არა, რას ამბობ. იცოდე, სიტყვა არ უნდა დაგცდეს თორემ...
-ვიცი, ვიცი. მოკლედ შენთან საქმე მაქვს ლინდა-დაიწყო ნიზამ-დღესვე უნდა დავბრუნდე სოფელში. უბრალოდ... მოკლედ გეტყვი, გაგამ ცოლი მოიყვანა.
-რა?-პირი დავაღე მე.
-ძალიან გთხოვ არ ინერვიულო, ამ ზაფხულს სოფელში ქუთაისიდან ვიღაც პრანჭიკელა გოგო ჩამოვიდა, გაგამ მაშინვე შეძლო მისი მოხიბვლა, შენს საქმროსაც მეტი რა უნდოდა, ფულიანი გოგო ჩაიგდო ხელში, დაჰკრა ფეხი და მოიტაცა. კინაღამ გადაირივნენ მისი მშობლები მაგრამ მალევე ყველაფერს მიხვდნენ. სამწუხაროდ იმ გოგოს მშობლებიც დათანხმდნენ და ახლა ვაჟბატონი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად-მოკლე მომიყვა ნიზამ.
-მე მას ვენდე... მან კი მიღალატა...-ჩავილაპარაკე და თავი დავხარე.
-აქ რა ხდება?-მომესმა ხმა და შეშფოთებულმა გავიხედე შემოსასვლელისკენ. იქ ალექსანდრე იდგა, სახეზე ფერი აღარ ედო. აშკარა იყო ჩვენი საუბარი მოესმინა. ნიზამ საათს დახედა და ფეხზე წამოდგა.
-მე უნდა წავიდე ლინდა, მატერებელი ოთხზე გადის. უბრალოდ ამის თქმა მინდოდა.-გადამეხვია ის და ყურში ჩამჩურჩულა-იცოდე არ ინერვიულო.
ნიზა კარამდე მივიცილე და უკან შემოვბრუნდი.
-თუ ჩემთვის რამის მოყოლა მოგინდება მიამბე, თუ არადა მე არაფერს დაგაძალებ-მეგობრულად გამიღიმა ალექსანდრემ. მე თავი დავუქნიე და საძინებელში შევედი. მაშინვე სააბაზანოს მივაშურე. მინდოდა ყველაფერი გადამეხარშა. ერთსაათიანი შხაპის შემდეგ წყლიდან ამოვედი და პირსახოცი შემოვიხვიე. სახელური ჩამოვწიე მაგრამ კარი არ გაიღო. ჩემმა უიღბლობამ აქაც იჩინა თავი. ბევრი ვიჩხირკიდელავე მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლოს რაც ძალი და ღონე მქონდა დავიყვირე:
-ალექსანდრეეე-წამში კარის ხმა გავიგე და მივხვდი რომ სანდრო ოთახში შემოვიდა.
-რა მოხდა ლინდა?-მალე გავიგე მისი ხმაც.
-ალექსანდრე, კარი ჩამეკეტაა-ლამის ავტირდი მე.
-ახლავე...ახლავე, დამიცადე...-მის ნათქვამზე გამეცინა, დავიცდიდი აბა რა, სად უნდა წავსულიყავი... ხუთ წუთში დაბრუნდა და ცოტა ხნის მერე ძვლივსძვლივობით გააღო კარი.
-ნეტა გამაგებინა რას უშვრები ამ კარებებს-ჩაიცინა მან და ღიმილი სახეზე შეახმა მე რომ დამინახა. ჯერ გამიკვირდა რა სჭირს_მეთქი მაგრამ როცა ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა დამიბერა და შემცივდა, მივხვდი რამაც შეუცვალა სახე ასე. ნახევრად შიშველი ვიდექი სააბაზანოში და სველი თმიდან წყალი წურწურით ჩამომდიოდა. გონს მოვედი როცა მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვია სახეზე. შეშინებული უკან გავხტი. ალექსანდრე გონს მოეგო, ხელი ასწია და წინ ჩამოშლილი თმა ყურის უკან გადამიწია.
-მე გავალ...-ჩაიჩურჩულა შეცვლილი ხმით და მარტო დამტოვა. იქვე კუთხეში ჩავიკეცე და თვალები დავხუჭე. რას უნდა ნიშნავდეს მისი საქციელი? აქამდე ხომ ასე ცივად მექცეოდა... შიშმა და ძრწოლამ ამიტანა. ცოტა ხნის წინ გავიგე რომ საქმრომ მიღალატა, ახლა კი ალექსანდრე უცნაურ ქცევებში გამოვიჭირე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი... ხო, კარგი ვიტყუები, ამოსუნთქვა როგორ ვერ მოვასწარი მაგრამ მაინც... საშინელ გაურკვევლობაში ვიყავი, ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე სოფელში დავბრუნდები_მეთქი მაგრამ არა! სად წავიდა ჩემი სიჯიუტე? უნდა გამერკვია რას გრძნობდა ალექსანდრე ჩემს მიმართ და მერე დამეგეგმა გაქცევის ოპერაცია. თვალის უპეებზე ხელი მოვისვი და შევკრთი... ვტიროდი... ნამდვილად ვტიროდი...

მეორე დილას გვიან გამოვედი ოთახიდნ. მეგონა ალექსანდრე უკვე წასული იქნებოდა სამსახურში და ძალიან გამიკვირდა როცა დავინახე რომ დივანზე იჯდა და გამორთულ ტელევიზორს უყურებდა.
-გელოდებოდი....-გადმომხედა მან.
-ალექსანდრე მე...
-არ არის საჭირო არაფრის ახსნა, გუშინდელი ჩემი ქცევა გაუცნობიერებელი იყო-შემაწყვეტინა მან-ნუ დაფრთხები და ძალიან გთხოვ არაფრის შეცვლას არ ეცადო ჩვენს ურთიერთობაში.
-ვიცი ალექსანდრე, შენგან ზუსტად ამ პასუხს ველოდი და ძალიან მიხარია რომ შენც ისე ფიქრობ, როგორც მე-გავუღიმე გულწრფელად და სამზარეულოში გავედი.

........................................................
ესეც შემდეგი თავი. ვიცი პატარაა მაგრამ არ მიყვარს ტყუილად გაწელვა უაზრო დიალოგებით. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები. მალე ეს ისტორია უფრო ინტრიგული გახდება. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 <3 <3
p.s. იმედია ის ადამიანი ვისაც ამ ისტორიას ვუძღვნი კმაყოფილია მოთხრობის ასე შეტრიალებით <3 <3 <3 მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ და შენს აზრს დაუმალავად მიზიარებ <3



№1  offline წევრი .anka.

ძაან კარგი იყო მომეწონა love love

 


№2  offline წევრი naina

უნდა მეტი დადო,გაზლება არუნდა ლოდინს?კარგი გოგო ხარ

 


№3  offline მოდერი sopiko

.anka.
ძაან კარგი იყო მომეწონა love love

naina
უნდა მეტი დადო,გაზლება არუნდა ლოდინს?კარგი გოგო ხარ

მადლობები <3 <3 ხომ ვდებ ყოველ დღე, კიდე არ გყოფნით? =D მიხარია რომ მოგწონთ

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian momewona

 


№5  offline წევრი buubbuuu)))

კარგი იყო მე მომეწონა ♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№6  offline წევრი cancara

კაია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent