შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ბრალია 2


17-07-2015, 21:28
ავტორი Lydia
ნანახია 2 145

ტრასაზე ვიდექი გაშეშებული,მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ძლირი ტკივილი ვიგრძენი თავის არეში,შარვლის უკანა დიდი ჯიბეში გაზეთი დაკეცილად ჩავიდე და სასწარაფოდ ავაჩქარე ფეხის ნაბიჯები სახლისკენ.გზაში ძლიერად გაწვიმდა სირბილით შევარდი სახლში.სულ სველი ვიყავი ამიტომ პირდაპირ ოთახში შევედი,პატარა და დაბალ კარადაზე წამლების კოლოფი გადმოვიღე და ვარდისფერი ტაბლეტი გადავყლაპე.ლოგინზე სველი ტანსაცმლით გავგორდი,მოვიკუნტე და ისე შამეძინა.ყოველთვის როცა ამ წამალს ვიღებ ძალიან ღრმად ვეშვები ძილის მორევში.ეს ერთგვარი ყოველდღიური რიტუალია ჩემთვის.
ღრმად ჩაძინებულს ძილში ვიღაცეების სიცილი შემომესმა,საჩქაროდ წამოვყე თავი და დავინახე ჩემს საწოლთან მჯდომარე 5 მამაკაცი რომლებსაც ალკოჰოლის მძაფრი სუნი ასდიოდათ და ხელებს აფათურებდნენ ჩემს სხეულზე.ერთ-ერთი მაიკლიც (მამაჩემი-ც) იყო,კარებთან იდგა და სიცილით კვდებოდა.
-(ლინდა) რას აკეთებთ?გამიშვით ხელი! კაცებს ხელი გავაშვებინე და საწოლის ბოლოსკენ მივიჩოჩე.
კაცები მაინც აგრძელებდნენ სიცილს და ჩემსკენ იწეოდა ყველა ერთბაშათ.
-(მაიკლი) საყვარელო შენთვის ჯობია ჭკვიანად მოიგცე და ჩემს ძმაკაცებს არ ეუხეშო.მაკლიმ თვალი ჩამიკრა და ნახევრად დახურულ კარებში კაცებს მოაძახა.
-(მაიკლი) ბიჭებო ყველაფრის ნებას გრთავთ! გაერთეთ და ასწავლეთ ჭკუა.მაიკლიმ კარები ძლეირად დახურა და გაერიდა იქაურობას.
კაცებმა ცოტახნით მოდუნებული ყურადღება ისევ ჩემზე გადმოიტანეს და ერთიანად დამიწყეს სხეეულზე ხელების ფათური.
-(ლინდა) ხელი გამიშვით ნაბ******ბო!
უკვე ისტერიკაში გადამდიოდა და განწირული ხმით ვკიოდი.
-ნუ გვერუჩები ლამაზო! ჯობია შენთვითონ დაგვნებდე.
კაცებბმა ერთმნეთს გადახედეს და საშინლად დაიწყეს ისევ სიცილი.
-(ლინდა) მაიკლი გთხოვ! მაიკლი!
ვყვიროდი მაგრამ არავის ესმოდა ჩემი ხმა.
ერთი სახეზე მეფერებოდა,მეორე ფეხებზე მისმევდა ხელებს, დანარჩები კი ცდილობდა ტანსაცმელი გაეხადათ.
წინააღმდეგობას ვუწევდი,მაგრამ არ გამომოდიოდა.თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ბოლოს საწოლის ბოლო ნაწილს მივაპყარი მზერა გამახსენდა, რომ ყოველთვის ვინახავდი ლეიბის ქვეშ დანას,რადგან ჩემს სახლში ასეთი სცენები ყოველდღიური მოვლენა იყო.
ნელ-ნელა გადავიხარე საწოლის ბოლოსკენ, ხელი შევაცურე ლების ქვეშ და იქიდან დიდი ვერცხლისფერი დანა გამოვაცურე.
ერთს ხელის გულზე გავუსვი,მეორეს სახეზე,როდესაც დაჭრილებმა სიმწრის ყვირლი დაიწყეს ვისარგებლე და დარაჩენს სკამი გადავატეხე თავში.
ოთახიდან სასწრაფოდ გავარდი და დავინახე,მაკლის და მონიკას ოთახი ღია იყო,იქიდან კვნესის ხმა გამოდიოდა და თავის საქმეში გართულები იყვნენ,მხოლოდ მაშინ გამოიხედეს აქეთ,როცა კაცების სიმწირს ძახილი შემოესმათ.აღარ გავჩერებულვარ, გარეთ გამოვარდი სირბილით და უცხო გზას დავადექი.დიდხანს ვირბინე სანამ არ დამშვიდი რომ არავინ მომდევდა უკან.გული აჩქარებული მქონდა,სულ ოფლიანი ვიყავი და გაყინული.არ ვიცოდი სად წავსულიყავი ხის ქვეშ ჩამოვჯექი და დიდიხნის შემდეგ აკანკელებულს ისევ ჩამეძინა.
.......................................................................................................................................................................
დილა იყო უკვე როცა თვალები ხის ქვეშ გავახილე,აქეთ-იქით ვიყურებოდი და ჩემს გუშინდელ ამბავზე ვფიქრობდი.უცბად ანნიკა გამახსენდა და ხელათ წამოვხტი,ცოტა წელი მტკიოდა და ვერ ვიშლებოდი მხრებში.წამში გავიაზრე სად ვიყავი და ანნიკას სახლისკენ დავიძერი.
როდესაც სახლთან მივედი,ვიცოდი რომ ეძინებოდა რადგან ძალიან ადრე იყო ამიტომ ხეზე გაჭირვებით ავძვერი და მის ოთახში შევიპარე.საწოლში არ იწვა,მაგრამ მისი ნივთები თავის ადგილზე იყო,ცოტახნით ჩავფიქრდი და ისიც აბაზანიდან პირსახოცით გამოვიდა,როდესაც დამიანხა უეცრად შეხტა და თვალები დაჭყიტა.
-(ანნიკა) ლინდა? აქ რას აკეთებ?
-(ლინდა) მეც არ ვიცი,უბრალოდ სხვა არავინ მყავს და არც წასასვლელი არ მქონდა არსად.
-(ანნიკა) რა მოხდა?
ანნიკა საწოლზე დაჯდა და თმების გამშრალება დაიწყო.
მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,როდესაც წინანდადება დავასრულე ანნიკას რეაქცია მხოლოდ ერთი სიტყვით აიხსნებოდა ,,ნაბ***რები''
-(ანნიკა) მე ვამაყობ შენით,ძალიან კარგი ქენი რომ წამოხვედი,აქამდეც უნდა წამოსულიყავი.
-(ლინდა) მეც მინდოდა მაგრამ ისიც იცი რატო ვიყავი ჯერ კიდევ იმ სახლში.
-(ანნიკა) და ეხლა რა იქნება?
-(ლინდა) ჯერ არ ვიცი,მაგრამ თავს რაღაც კარგად ვგრძნობ,თითქოს ჰაერში ვისწავლე ფრენა.
-(ანნიკა) ხო იცი როგორ მიყვარხარ,მაგრამ ისიც იცი რომ ჩემთან ვერ დაგტოვებ,ჩემები შენთან მეგობრობაზე წინააღმდეგები არიან.
-(ლინდა) ხოო ვიცი,ვიცი და არც ვაპირებ აქ დარჩენას,უბრალოდ გთხოვ ერთი სამი საათი დამაცადე გავიაზრო ყველაფერი და მერე წავალ.
-(ანნიკა) კარგი,ქვემოდან საუზმეს ამოგიტან,ჩემს ტანსაცმელს მოგცემ და შედი წყალი გადაივლე,მე წვეულებაზე მივდივარ დამიანს დაბადების დღე აქვს და რაღაცეები მაქვს მოსამზადებელი.
-(ლინდა) დიდი მადლობა,გპირდები დიდხანს არ შეგაწუხებ.ყურადღება არ მიმიქცევია მის ბოლოს სიტყვებზე.
ანნიკამ თავისი გარდერობი გამოხსნა და ერთი მოკლე კაბა გადმომიგდო ლოგნზე.
-(ლინდა) ეს ძალიან მოკლე არაა?
-(ანნიკა) ზედმეტი კომენატრების გარეშე! მონაზვნის ტანსაცმელი არ მაქვს ბოდიში.
-(ლინდა) კარგი,კარგი.
გოგონამ საუზმეც ამომიტანა,აბაზანისთვის საჭირო ნივთები მომცა და თვითონ წავიდა.
დიდიხნის ჯდომის შემდეგ,ტანსაცმლის გახდა დავიწყე რომ წყალი გადამევლო,შარვლიდან ისევ ის ოთხად დაკუჭული გაზეთი გადმოვარდა,ყურადღება არ მიმიქცევია,უბრალოდ ჩამეცინა,რომ მხოლოდ ეგ დამრჩა.
ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი,ფიქრებით გატაცებული როცა წყალი გაცივდა და მეც მივხვდი,რომ უკვე დრო იყო გამოვსულიყავი.
ტანი შევიმშრალე მოვარდისფრო პირსახოცით და კაბა გადავიცვი,საწოლზე ფეხ მოკუნტული დავჯექი და საუზმეს შევექეცი.გავიფიქრე რა კარგია ცხოვრება როცა ასეთ სახლში და ასეთ პირობებში ცხოვრობ.
რატომღაც უსაქმურობამ გაზეთი ამაღებინა და დიდი ინტერესით გადამაშლევინა.პირველი გვერდი აჭრელებული იყო,მოდლებით,ახალი მოდის ტენდენციებით,ახალი მანქანებით და ცნობილი სასიყვარულო ოჯახების დანგრევის ისტორიებით.
ერთი ისტორია მომხდვა თვალში: ბიზმესმენი ახლაგარზდა ბიჭი დაშორდა ქალს რომელიც მზადაა მის გამო სიცოცხლე გასწიროს.ისტორიის გვერძე კი ქერათმიანი ახალგაზრდა სექსუალური ქალბატონის სურათი იყო ჩაკრული.ასეთი უაზრობა და ბანალური ისტორიები ხო ახაალგაზრდების საყვარელი საჭორიკნო თემააა.
შემდეგი გვერდი კი მეტატ მომხვდა თვალში: სამუშაო და დასაქმება!
სწორედ ეს არის რაც მინდოდა.სასწრაფოდ მივარდი ანნიკას მაგიდას სადაც წითელი მარკერი იდო და ხელში მოვიმარჯვე.
დიდხანს ვეძებდი ,მაგრამ ისეთი არაფერი იყო.ყველა უმაღლეს განათელბას და უცხო ენებს ითხოვდნენ.იმედი გადავიწურე,მარკერი და გაზეთი მოვისროლე.მარკერი გაზეთის ბოლო ნაწილისკენ დავარდა და ჩემი ყურადღება ისევ მიიქცია.
ხელში ავიღე და სწორედ ის წავიკითხე,ის რასაც დიდიხანია ვეძებდი:
სამსახური მათთვის,ვისაც არ აქვს საკმარისი განათლება იყოს კომპანიაში,
ან თუნდაც იყოს დირეტროის ქვეშომდომი,მართოს ბიზნესი და აწარმოოს მოლაპარაკებები
დაგვიკავშირდით მითითებლ ნომერზე და იშოვეთ თქვენთვის შესაფერისი სამსახური.
რაღაც იმედი მომეცა და თვალები გამიბრწყინდა,სასწრაფოდ გადავგორდი გვერძე სადაც ანნიკას სახლისთვის განკუთვნილი ტელეფონი ედო.
ნომერი დიდი დაკვირვებით ავკრიფე და დაველოდე მოპასუხეს.
-ოპერატორი ილივია გისმენთ!
-(ლინდა) გამარჯობათ თქვენი განცხადება ვნახე გაზეთში,სამსახურთან დაკავშირებით.
-კარგით,თქვენი სახელი თუ შეიძლება?
-(ლინდა) ლინდა მქვია.
-ქ/ნ ლინდა,გთხოვთ მობრძანდეთ გაზეთში მითითებულ ნომერზე,რომ ჩვენ შევძლოთ თქვენი დახმარება.
-(ლინდა) რომელ საათებში?
-ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
-(ლინდა) ძალიან დიდი მადლონა,ეხლავე წამოვალ.ტელეფონი გავთიშე გაზეთი ხელში ავიღე და სახლიდან ჩუმად გავიპარე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent