ალბათობის თეორია (6)
მზერა, რომელიც შინაგანად სწვავდა, უკვე ნათელი იყო საიდანაც მოდიოდა. უნდოდა ეყურა გამუდმებით მამაკაცის უნაკლო სხეულისთვის, თანაც ნახევარი წელი მოეშიშვლებინა, და იმაზეც თანახმა იყო, რომ უნახავის ნერწყვები გადაეშვა ყელში ყოველ მეორე წუთს. მაგრამ რა ქნას იმაზე ამაყი თუ არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? მზერა უცბად ჩააჩოჩა თავის ჩანთაზე, მერე გადასწვდა, გახსნა, მაისური ამოიღო, გადაიცვა და ანკას გასძახა. –წავიდეთ რა! –სად გვეჩქარება? – თქვა უდარდელად და მოტივტივე გასაბერ ბალიშზე ნებივრობა გააგრძელა. –მოდი აქ! – მკაცრად უთხრა, უფრო სწორად, დაიჩურჩულა. ანკამ მობეზრებულად ამოიხვნეშა და აუზიდან ავიდა. –გუგაა იქ, – დაიჩურჩულა და თვალები დაუბრიალა, – არ გაიხედო! – მკაცრად დაამატა. –მერე რა? – მხრები უდარდელად აიჩეჩა. –მერე რა და ის, რომ წასვლის დროა! –კაი რა, ბეა... ნუ გაქვს კომუნისტური ხასიათი... – დაეღრიჯა გოგო. –წამიყვანე მაინც სახლში და მოდი ისევ. ახლა მარტო რომ გავიდე, იფიქრებს გამირბისო... –და მერე მასე არ არის? – ეშმაკურად აუთამაშა წარბები. –არა... – სახე აეკაფრა მაშინვე ქალს. –იცი რა? ნუ იბავშვებ და მიდი ახლა, გამოიწვიე, ქალი ხარ შენ და არა მაგის სათამაშო თოჯინა. როცა ხედავ განზე არ უნდა გარბოდე! – ახლა ანკამ დაუბრიალა თვალები. –არ შემიძლია... ჩვეულებრივი კაცი არ არის... გამოვიწვევ და ცუდად დავასრულებ... – თვალი ისევ ვერანდისკენ გააპარა და ისევ შენიშნა უდარდელად „გამოკიდებული“ მამაკაცი. –სცადე და ვერაფერს გააკეთებს. ხაფანგში გააბავ, აი, ნახე თუ არა! – თვალი ჩაუკრა და ისევ ვერანდისკენ წავიდა. –გოგოებო! – გასძახა ბეამ ტყუპებს. – მაცივრიდან წვენებსა და საზამთროს გამოვიღებ, გაცივდებოდა! როდესაც თანხმობა მიიღო, ანკას რჩევას მიჰყვა. გამომწვევი სიარულით გაემართა სახლისკენ. მხოლოდ მაისური ეცვა, ისიც ისეთი გამჭირვალე, რომ ყველაფერი ეტყობოდა. უკანალსაც არ უფარავდა და ისეც გამომწვევსა და მადის აღმძვრელ სხეულს უფრო ატყობდა სექსუალურობას. სახლში შევიდა და პირდაპირ გაემართა სამზარეულოსკენ, სადაც მაცივარი ეგულებოდა. მთელი ეს გზა გრძნობდა მწველ მზერას, რომელიც არა და არ შორდებოდა. გულში გამარჯვებას ზეიმობდა, რადგანაც იცოდა, რომ გუგა ამ შემთხვევაში არაფრის მაქნისი არ იყო, მაგრამ ამავდროულად შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში, რადგან იცოდა მამაკაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი. ჯერ წვენები გამოიღო და ჭიქებიანად დატვირთული გავიდა გარეთ. შენიშნა, რომ მამაკაცი თავის ადგილზე აღარ იდგა. იფიქრა მოვიშორეო და უფრო გათავისუფლებული დაბრუნდა სახლში, საზამთრო რომ გამოიტანა. ღიღინით დაუყვა დერეფანს და სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან საზამთროს ჯამი გამოიღო და თეფშების ასაღებად დაიხარა. გასწორდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ წელზე ხელები შემოხვია ვიღაცამ. იმდენად მხურვალე იყო მისი ხელები, რომ დაიწვა ბეა. თავი თმაში, ყელთან ჩარგო სხეულმა, რომელიც ეკვროდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. იცნო ბეამ ნაცნობი სუნთქვა, ნაცნობი სიმხურვალე და ისედაც დამფრთხალი ასმაგად დაფრთხა. –ესეიგი, ჩემი გამოწვევა გადაწყვიტე? – დაიჩურჩულა მკაცრმა და ამავდროულად თბილმა ბარიტონმა. – მაშინ გილოცავ, გამოგივიდა! – დაამატა და ერთი მოძრაობით მოაბრუნა ქალი თავისკენ. ნელა დახარა თავი და ბეას გემრიელ ტუჩებს ისე დააცხრა, რომ ქალმა გააზრება ვერც მოასწრო. რომ გენახათ რა სასაცილო სანახაობა იყო.. ქალი, რომელიც სამზარეულოს კარადას მიყრდნობოდა და გაშტერებული, გახევებული და გაკვირვებული შეჰყურებდა მამაკაცს, რომელიც გაშმაგებული უკოცნიდა ოდნავ გახსნილ ბაგეებს, მონაცვლეობით. ისეთი გემრიელი კოცნა იცოდა მამაკაცმა, რომ რა გასაკვირი იყო ბეას რეაქცია. თუმცაღა დენდარტყმულივით მოვიდა გონზე მაშინ, როცა მამაკაცი მოცილებული იყო მის ტუჩებს და დაჭყეტილი თვალები ოდნავ დაჭუტა. –სერიოზულად? – იკითხა ხმის კანკალით. ჯერაც მიკვირს სად ეტეოდა ამხელა გამბედაობა ამ ერთ ციცქნა ქალს. –გემრიელი ტუჩები გაქვს! – თვალი ჩაუკრა და ბაგეები ირონიული ღიმილით გაეპო. – ერთი სული მაქვს მთლიანად როდის დაგაგემოვნებ! – კიდევ უფრო გაწელა ღიმილი და შეტრიალდა, გასვლა დააპირა. – მაგრამ შენთვისვე აჯობებს, არ დააჩქარო! – მიაძახა, ხელი აიქნია და კარში გაუჩინარდა. დატოვა პირდაღებული, აღშფოთებული და ოდნავ შეხურებული ქალი სამზარეულოში. საიდან მოვიდა და საიდან გაქრა... ემოციებით დაზაფრული მივიდა სახლში. ანკას სახლამდე გადასვლა დაეზარა და ისიც უკან მიჰყვა ბეას, რომელსაც, სიმართლე რომ თქვას, არ ქონდა თავი დაქალის სისულელეების მოსმენის, მაგრამ მოუწია. სამზარეულოში ისხდნენ და უკვე მილეულ დღეს განიხილავდნენ. რამდენი რამ გადახდა ბეას თავს და მაინც როგორ შეუდრეკელად მოემუწა პირი, სამაგიეროდ უთავგადასავლოდ დარჩენილი ანკა ტლიკინებდა და ტლიკინებდა, გაუჩერებლად. ბოლოს მოიფიქრა დაპაუზება და მოსმენის რეჟიმი გააქტიურა. –აბა? მოგწონს გუგა, არა?! – წარბები სასაცილოდ აათამაშა და ყავა მოსვა. –არა... – უდარდელად აიჩეჩა მხრები ბეამ, მაგრამ გუგას ხსენებაზე, უნდა აღიაროს, მთელ ტანში გაეფანტნენ ჭიანჭველები და მუცელში პეპლები. –კი, როგორ არა! – წამოიყვირა გახარებულმა. –დავუშვათ მასეა, მერე? არ ეტყობა რა მექალთანეცაა? – თვალები გადაატრიალდა და ონკანში ჩადო ჭიქა. –რომელ კაცს არ უყვარს კარგი ქალები რა! – ხელი ჩაიქნია და გამოცარიელებული ჭიქა მიაწოდა. –თუ ჩემთან ყოფნა უნდა, სხვისკენ არ უნდა გაიხედოს! – ცხვირი აიბზუა და ზედმეტად ეგოისტური, მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა. –მერე მე კი არ უნდა მითხრა ეგ, იმას უნდა უთხრა! – სიცილით ჩაილაპარაკა და სიჩუმეთი დაღლილმა კიდევ ერთი იდეა წამოჭრა. – დღეს ბარში წავიდეთ. –რა გვინდა ბარში? – გაკვირვებულმა გადახედა ბეამ. –გავერთობით, – მხრები აიჩეჩა ანკამ. – აბა სახლში რა უნდა აკეთო. –დავჯდები აივანზე, შემოვდებ მოაჯირზე ფეხებს, პლედში გავეხვევი, ავიღებ „ტრიუმფალურ თაღს“ და წავიკითხავ! მართლაც ასე მოიქცეოდა. „ტრიუმფალური თაღი“ და თავისი აივანი ძლიერ უყვარს. შეუძლია იქვე წაიკითხოს ათიათასჯერ ეს წიგნი და არ მობეზრდეს. –არ გამოვა! – წამოიყვირა ანკამ, რომელიც თვალებით ანიშნებდა „დაგერხაო“. – ჩაიცვი მიდი მალე, მეც ჩამაცვი რამე და მივდივართ! – თვალები დაუბრიალა და ამით ანიშნა, მალე თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო. –ანკა, იმდენ ფულს ვხარჯავ, რომ ვეღარ ვთხოვ დედაჩემს! – გაბრაზდა ბეაც. –ჩემზე იყოს ხარჯები! –შენც უნდა გაწუხებდეს ნამუსი, შენი ხელფასით ტანსაცმლის ყიდვის მეტს არაფერს აკეთებ და ისევ შენებს აწუხებ! –შენ ნუ დარდობ რა, – შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა. საძინებლისკენ გაეშურა, სადაც ტანის სამოსი ეგულებოდა და ბეასაც თავით ანიშნა წამოდიო. ამოიფშვინა და უგამოსავლოდ დარჩენილი დაჰყვა დაქალის ნებას. ბარში მივიდნენ. სიტუაცია თავიდან ძალიან ჩვეულებრივი იყო. ისევ კოქტეილები, ისევ ნელი ცეკვები, ისევ სიცილი, ანეგდოტები, ნაცნობები და ბოლოს ბეას გააჟრიალა. კარში ირაკლი, თოკო და ნიკო რომ შენიშნა, სკამზე შეხტა და ანკას ფეხზე უბწკინა, რასაც მისი დაყვირება და ბარის ზედ შემოხედვა მოჰყვა. აღარ იცოდა ბეამ რომელი მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და დამალულიყო. ბიჭები უკვე მათკენ მოდიოდნენ. ერთ მხრივ ზედმეტადაც ბედნიერობდა, რადგან გუგა თან არ ახლდათ, მაგრამ არავინ იცოდა როდის გამოჩნდებოდა მამაკაცი და ხელახლა როდის აუკანკალებდა ქალს ყველა კუნჭულს. –ბეატრის! – მხიარულად მიესალმა ირაკლი და გადაკოცვნის შემდეგ მის წინ მოკალათდა. იგივე გაიმეორეს ბიჭებმაც. –როგორ ხარ? – ღიმილით კითხა თოკომ. –როგორ გამიხარდა შენი დანახვა! – წამოიყვირა ირაკლიმ ბავშვივით და არ აცადა პასუხის გაცემა. –რამიშავს, ნელ–ნელა ვარ, – უპასუხა თოკოს შეკითხვას, – მეც გამიხარდა თქვენი დანახვა, ბიჭებო! – დაამატა კარგად მსახიობობის მთელი არსების მცდელობით. ისე კი რატომაც არა? ამ პოზიტიური ბიჭების დანახვა მართლაც ძალიან გაუხარდა, უბრალოდ რაღაც ჭამდა შინაგანად და ვერ ხვდებოდა ეს შიშის იყო თუ – სიძულვილის, რადგან საშინლად არ უნდოდა გუგას აქ გამოჩენა. –ბიჭებო, ეს ანკაა, ჩემი უახლოესი დაქალი, – ღიმილით მიუთითა ანკაზე, რომელიც ირაკლის მიშტერებოდა და „დორბლებს ყრიდა“ ისე, თითქოს სიმპათიური, ქერა ბიჭი არ ენახა. – ეს ირაკლია, ეს თოკო, ეს კი ნიკო, – სათითაოდ მიანიშნა და მუჯლუგუნი წაკრა, გამოფხიზლდიო. –აჰ, სასიამოვნოა! – დენდარტყმულივით აყვირდა, რაზეც ბიჭები ახარხარდნენ და რაც გულით ეწყინა დაბნეულ გოგოს. – ნუ დამცინი, შენი ბრალია! – თითი უდარდელად გაიშვირა ირაკლისკენ. ბიჭმა ცერა თითი მკერდისკენ წაიღო და გაკვირვებულმა იკითხა: –ჩემი? –დაივიწყე! – ამოიჩურჩულა აწითლებულმა ანკამ და კოქტეილი მოსვა. ბიჭებმა სასმელი შეუკვეთეს და პირველივე სადღეგრძელო მათი შეხვედრის შესვეს. –ანკა, – დაიწყო ირაკლიმ და გაკვირვებულ გოგოს მიაჩერდა. – ჩვენი გაცნობისა იყოს! – სიცილით ასწია ჭიქა ჰაერში. –იყოს... – დარცხვენილმა, სააშკარაოზე გამოტანილმა ოდნავ შეარხია თავისი კოქტეილის ჭიქაც. ამ გარემოებამ ცოტა გაამხიარულა შეშინებული ბეა, მაგრამ რა არის ეს ოხერი წუთისოფელი და ეს თითისტოლა თბილისი, ვერავის ვერსად რომ ვერ დაემალები. კარებში გუგა გამოჩნდა, კვლავინდებური, არაჩვეულებრივი ღიმილით. კოსტუმი გაიხადა, საკიდზე ჩამოკიდა და ნაცნობი სილუეტებისკენ დაიძრა, პიჯაკის სწორებით. –გამარჯობაა! – ოდნავ გაიწელა და სიცილით მიესალმა საზოგადოებას, – ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, არა? – ანკას გახედა. –ანკა, – თავი ოდნავ დაუკრა და თავი წარუდგინა. –გუგა, – იგივე გაიმეორა მამაკაცმაც და ირაკლის გვერდზე მოკალათდა. –მაპატიეთ, ერთ წუთში დავბრუნდები, – ფეხზე წამოდგა ბეა, მოკლე კაბა, რომელიც ჯდომისგან უფრო დამოკლებულიყო, გაისწორა და არეული ნაბიჯებით წავიდა საპირფარეშოსკენ, რომელშიც არაფერი ესაქმებოდა. რამოდენიმე წუთში, როცა აღარ და აღარ გამოჩნდა ქალი, გუგა წამოდგა და მის სანახავად წავიდა. __________________________ გუშინ მთელი დღე სახლში არ ვიყავი, გვიან დაბრუნებულმა კი აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი არ მქონია, ამიტომ მომიტევეთ დაგვიანებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მოგწონთ და აზრს გამოთქვამთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.