შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 8


18-07-2015, 13:00
ავტორი sopiko
ნანახია 5 377

...ლინდა...
გულდამშვიდებულმა საჭმელიც გემრიელი მოვამზადე და კარგ ხასიათზეც დავდექი. სულ გადამავიწყდა გაგას არაკაცული საქციელი და ეს მიკვირდა კიდეც. როგორ შეიძლება თავმოყვარე ქალმა საყვარელი კაცის ღალატი ასე უცებ გადახარშოს.
''ნუთუ გაგა ის არ იყო ვინც მეგონა?''-გამოვუტყდი საკუთარ თავს და ამ დასკვნამ შემაშინა. იქნებ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი... მაგრამ ეს ყველაფერი ვისი ბრალი იყო? იქნებ ალექსანდრე უნდა გამომეცხადებინა დამნაშავედ. არა! ეს შეუძლებელია. მე და ალექსანდრე?!
''ლინდა და ალექსანდრე, რა სასიამოვნოდ ჟღერს''-გავიფიქრე ჩემდაუნებურად და გამეცინა. ვერც კი მივხვდი როდის გავიმსჭვალე ალექსანდრეს მიმართ პატივისცემით. არ მინდოდა იმაზე მეფიქრა რომ ამას გაგაზე შურის საძიებლად ვაკეთებდი. სანდროც ხომ ასე იქცეოდა, ნანას გამო ჩემთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობდა. გუშინდელი მისი ქცევაც არ იყო გასაკვირი, ბოლოს და ბოლოს კაცია და მისგან თავშეკავება უფრო განმაცვიფრებდა. კარზე კაკუნმა გამომარკვია:
-ლინდა, შეიძლება?
-შემოდი ალექსანდრე-კაბა გავისწორე მე და შევცბი, ვიპრანჭებოდი... იმიტომ ვიპრანჭებოდი რომ სანდროს მოწონება დამემსახურებინა.
-ლინდა მეჩვენება თუ ისევ გუშინდელზე ფიქრობ?-ღიმილით მკითხა მან და გვერდით მომიჯდა.
-ალექსანდრე, სოფელში მინდა წასვლა-წამოვროშე მე და როგორც ყოველთვის არც დავფიქრებულვარ გადაწყვეტილება ისე მივიღე.
-რატომ? თუ გუშინ...
-არა! არა!-შევაწყვეტინე მე-უბრალოდ მინდა ყველაფერზე დავფიქრდე, ამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა...
-მართალი ხარ-სწრაფად დამთანხმდა ის-თან შენებიც მოგენატრებოდნენ. წადი, მაგრამ მალე ჩამოდი თორემ შენ მწარე საჭმელს ისე შევეჩვიე ერთი დღეც კი ვერ გავძლებ მის გარეშე-სიცილით მითხრა მან და მეც ხასიათზე მომიყვანა.
-კარგი, მაშინ ახლავე ჩავალაგებ ჩემოდანს და ხვალ საღამოს მატარებელს გამოვყვები.
-მე წავალ, ხელს არ შეგიშლი-მხარზე ხელი დამადო ალექსანდრემ, შევამჩნიე რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ოთახიდან გავიდა.

ალექსანდრემ ირგვლივ მიმოიხედა და მოწყენილი ჩამოჯდა სავარძელზე. თითქოს რაღაც აკლდა ამ სახლს, ვიღაცის მხიარული ღიღინი და ლამაზი თვალები, ვიღაცის რა, ლინდას ლამაზი თვალები. მასზე ფიქრისაც კი ეშინოდა, ცდილობდა ცივი გონებით ემოქმედა, რადგან იცოდა, ერთ დღეს ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, ამ პატარა, გამოუცდელ გოგოს მთლად დააფრთხობდა. ვეღარ მოითმინა და ლინდას საძინებელ ოთახში შევიდა. ნათლად იგრძნობოდა გოგონას იაფფასიანი სუნამოს სუნი, თუმცა ეს სურნელი ისეთი ტკბილი და სასიამოვნო იყო... ალბთ იმიტომ რომ ლინდას სუნი იყო, საყვარელი ქალის სურნელი...
''საყვარელი... საყვარელი... საყვარელი....''-ჩაესმოდა ალექსანდრეს ორფეოსის ხმა და რაღაცნაირად უხაროდა რომ მას არანაირი დაბრკოლების გადალახვა არ მოუწევდა თავისი სიყვარულის გამო, ლინდა არც გათხოვილი იყო და არც მიწისქვეშეთში მოუწევდა მისი ძებნა, მხოლოდ სოფელში უნდა წასულიყო და გოგონას სიყვარულში გამოტყდომოდა. ფეხზე წამოდგა და დაუფიქრებლად გავარდა სახლიდან.

...ლინდა...
როცა ჩემი მშობლიური სახლის კარი შევაღე და საყვარელი სახეები დავინახე გულს მომეშვა, ყველა პრობლემა და გაურკვევლობა დამავიწყდა. დედას გახარებული სახე წამსვე შეცვალა შეშინებულმა.
-შვილო, ხომ არაფერი მოხდა?-გამოექანა ჩემთან ჩასახუტებლად და ისე ჩამიკრა გულში რომ გარშემო ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.
-დეიდა გენაცვალოს შენ...-ახლა დეიდა შეენაცვლა მას. კიდევ დიდი ხანი ვერ იჯერეს გული ჩემი მოფერებით, ბოლოს დედამ გაბედა და შემომაპარა:
-იმ არაკაცის ამბავი გეცოდინება...-ცრემლი თავსაფრის ბოლოთი მოიწმინდა მან.
-დედა, შენ მაგაზე ნუ იდარდებ, აი ნახავ მაგაზე უკეთესი ქმარი თუ არ მეყოლება...-სიცილით დავიქადნე მე და მარჯვენა ხელი უკან დავმალე, დედას საქორწინო ბეჭედი რომ არ დაენახა.
-ნათია დეიდა...-სახლში შემოვარდა შეშფოთებული ნიზა და ჩემს დანახვაზე წივილ-კივილი ატეხა.
-შე უნამუსო, არ უნდა მითხრა რომ ჩამოხვედი-დამაყარა სალანძღავი სიტყვების კორიანტელი.
-ამ წუთას მოვედი ჩემო ნიზა, აბა მითხარი რის სათქმელად შემოხვედი ასე გამწარებული?-გადავიკისკისე მე. ნიზამ ჯერ ჩემებს გადახედა, თითქოს თვალებით ეკითხებოდა ვუთხრა თუ არაო, სამწუხაროდ დედამ და დეიდამ ჩვენი ჟესტური ენის ვერაფერი გაიგეს და მოუთმენლად კითხეს ნიზას:
-რა მოხდა შვილო, რამ შეგაშფოთა?
-გაგა ჩამოვიდა-ძვლივსგასაგონად ამოღერღა ნიზამ და ვიგრძენი როგორ დამემტვრა გული ნაწილებად. ფეხზე წამოვხტი და კარისკენ წავედი.
-ლინდა მოიცადე... ლინდა...-მკლავზე ხელი ჩამავლო ნიზამ და შემაჩერა.
-დამშვიდდი ნიზა, ყველაფერი უნდა დავასრულო მასთან...-გავუღიმე მე და გარეთ გავედი. გაგას სახლს რომ მივუახლოვდი ცოტა არ იყოს ვინანე აქ რომ მოვედი. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და კარზე დავაკაკუნე. რამდენიმე წუთში კარი ჩემმა ყოფილმა საქმრომ გააღო. მე რომ დამინახა შეკრთა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა:
-წამოდი, გავისეირნოთ...-გარეთ გამოვიდა ისიც და გზა ერთად განვაგრძეთ. იმ ქვასთან მივედით სადაც ყოველდღე პაემანს მინიშნავდა ხოლმე. გაგა ქვაზე ჩამოჯდა და დაიწყო:
-ვიცი უამრავი საზიზღრობა გითხრეს ჩემზე, მაგრამ არც ასე არაა საქმე.
-კარგი, მაშინ შენ მითხარი როგორაა საქმე, მაგრამ გეტყვი რომ შენი ბარაქიანი ქორწინების შესახებ ყველაფერი გავიგე.
-ასეც ვფიქრობდი. მე ფული მჭირდებოდა ლინდა, ძალიან მჭირდებოდა. მინდოდა იმ ქალისთვის ფული გამომეტყუებინა, მერე კი თბილისში ბინა მექირავებინა. შენ ხომ ქალაქური ცხოვრება გიზიდავს, მინდოდა მეც შემძლებოდა ამის შემოთავაზება თუ...
-თუ რა?-როცა მივხვდი რომ წინადადების დასრულებას აღარ აპირებდა შევეკითხე მე:
-თუ არ დავიგვიანებდი...-ფეხე წამოდგა გაგაც-მე შენ მიყვარხარ ლინდა, აი ნახავ მალე დაგიბრუნდები...-ჩემი სახე ხელებში მოიქცია მან და თვალებში ჩამხედა.

იდგა და გაჰყურებდა შეყვარებულ წყვილს. როგორ ეგონა რომ არანაირი ბარიერი არ აშორებდა ლინდასთან, როგორ ოცნებობდა რომ ის გახდებოდა მისი შვილების დედა... ლამაზ ოჯახზე ოცნებობდა მაგრამ ეს ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა... სიყვარული_ ეს სიტყვა არაფრის მომტანია, მხოლოდ ტანჯვა მოაქვს, ტანჯვა და საშინელი ტკივილი. ეს ტკივილი ნელ-ნელა გკლავს. ის ვერასოდეს ირწმუნებდა იმ სასწაულებს რომლის მოხდენაც სიყვარულს შეუძლია. ყველაფერი დამთავრდა... ისევ ის წყვდიადი... ისევ მარტოობა... ისევ სიცივე და უამრავი ტყუილი... ახალი სახლი და იმედგაცრუებული მშობლები... ცრემლმორეული სალომე და სიცარიელე... ფიქრობდა რომ ბედი დასცინოდა...დაიღალა ამდენი გამოცდით... მასაც უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო... ლინდა მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერილი იყო, მაგრამ მალე ყველაფერი ისევ უკუნეთმა შთანთქა და დარჩა სიბნელეში მარტოობასთან ხელიხელჩაკიდებული... ისევ მთელი ძალით მიეხეთქა რეალობას და ყველა ჭრილობა შეეხსნა...
იდგა და გაჰყურებდა ალექსანდრე შეყვარებულ წყვილს და გრძნობდა როგორ მოცოცავდა თვალებიდან ცრემლები...

........................................................
ჩემო საყვარლებო &ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ისტორია ერთ-ორ თავში დავასრულებ უკვე. ახლა როგორც არასდროს ისე გთხოვთ რომ უფრო კონკრეტულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი ისტორიის პერსონაჟებზეც და სიუჟეტზეც ბედნიერ დღეს გისურვებთ...



№1  offline წევრი დადუ♥♥

Dzalian kargia ubralod aleqsandre mecodeba((( ratqmaunda Linda DA aleqsandre ertad unda datovo DA arc erts araferi daushavo.DA bolo tavebshi yvelaferi dawvrilebit agwere ra :* DA cota mat pirvep shvilzec davwere :D <3

 


№2  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

მე პირადად ძალიან მომწონს ლინდას პერსონაჟი: ძალიან გაბედული ხალისიანი და პოზიტიური რაღაც მომენტებს თუ არ ჩავთვლით მაგრამ ჩემი აზრით ერთი მინუსი აქვს ძალიან გულმავიწყია და ეს ცუდია, და კიდევ ამ ისტორიაში არ არის გამოხატული მაგალითად ოჯახის წევრების აზრი ამათ წყვილთან დაკავშირებით და კარგი იქნება ამათაც თუ ჩართავ და კიდევ თუ შეგიძლია თავები გაზრდე და სუპერ გოგო იქნები wink

 


№3  offline წევრი teddy))

ძალიან კარგი ისტორია love ლინდა ძალიან მომწონს, ძალიან მხიარული გოგოა.

 


№4  offline წევრი Unnamed

Oo kai ra..codoa es bichii (((

 


№5  offline წევრი KaTE:))

ახლა ჩემს კრიტიკას აზრი არ აქვს რადგან ვფიქრობ უკვე ყველაფერი გააზრებული გაქვს და მის შეცვლას არ აპირებ. ამიტომ ბოლო თავზე ყველაზე დიდ კომენტარს დაგიწერ და აი იმ კომენტარით შევაჯამებ ჩემს აზრს მოთხრობასთან დაკავშირებით
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№6  offline წევრი რახელი

ეხლაა წავიკითხე მთელიი ისტორიაა...მინდა გითხრა რომ მოვიხიბლეე..ძალიან კარგია მალეე გააგრძელეე

 


№7  offline მოდერი sopiko

დადუ♥♥
Dzalian kargia ubralod aleqsandre mecodeba((( ratqmaunda Linda DA aleqsandre ertad unda datovo DA arc erts araferi daushavo.DA bolo tavebshi yvelaferi dawvrilebit agwere ra :* DA cota mat pirvep shvilzec davwere :D <3

მადლობა ჩემო კარგო love მომავალში რა იქნება ამას ვერ გეტყვი, დაელოდე შემდეგ თავს love

eRtI sWeRvA GoGo
მე პირადად ძალიან მომწონს ლინდას პერსონაჟი: ძალიან გაბედული ხალისიანი და პოზიტიური რაღაც მომენტებს თუ არ ჩავთვლით მაგრამ ჩემი აზრით ერთი მინუსი აქვს ძალიან გულმავიწყია და ეს ცუდია, და კიდევ ამ ისტორიაში არ არის გამოხატული მაგალითად ოჯახის წევრების აზრი ამათ წყვილთან დაკავშირებით და კარგი იქნება ამათაც თუ ჩართავ და კიდევ თუ შეგიძლია თავები გაზრდე და სუპერ გოგო იქნები wink

შემდეგ თავში მშობლებზეც იქნება wink შენ კი დიდი მადლობა რომ კითხულობ და თბილ კომენტარებს არ იშურებ
teddy))
ძალიან კარგი ისტორია love ლინდა ძალიან მომწონს, ძალიან მხიარული გოგოა.

მადლობებიიი love ეს ისტორია შენ გეძღვნება და ყველაზე მეტად ამ პატარა კომენტარმა გამახარააა
KaTE:))
ახლა ჩემს კრიტიკას აზრი არ აქვს რადგან ვფიქრობ უკვე ყველაფერი გააზრებული გაქვს და მის შეცვლას არ აპირებ. ამიტომ ბოლო თავზე ყველაზე დიდ კომენტარს დაგიწერ და აი იმ კომენტარით შევაჯამებ ჩემს აზრს მოთხრობასთან დაკავშირებით

კარგიი love ველოდებიიი
Unnamed
Oo kai ra..codoa es bichii (((

მეც მეცოდებაა wink მადლობა რომ კითხულობ love
რახელი
ეხლაა წავიკითხე მთელიი ისტორიაა...მინდა გითხრა რომ მოვიხიბლეე..ძალიან კარგია მალეე გააგრძელეე

მეც არა ვთქვი სადაა ჩემი გოგო_მეთქი? ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი love მადლობა, ხვალ დავდებ შემდეგ თავს...

 


№8  offline წევრი თათა

ძალიან ძალიან მომწონს ყოჩაღ მაგრათ ვხალისობ ხოლმე ლინდაზე <3 ეს ბიჭი მეც მაგრათ მეცოდება და იმედია ლინდა და ალექსანდრე ერთად იქნებიან <3 :*
--------------------
tatukakhorava

 


№9  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№10  offline მოდერი sopiko

თათა
ძალიან ძალიან მომწონს ყოჩაღ მაგრათ ვხალისობ ხოლმე ლინდაზე <3 ეს ბიჭი მეც მაგრათ მეცოდება და იმედია ლინდა და ალექსანდრე ერთად იქნებიან <3 :*

მადლობა love შემდეგ თავში ყველაფერს გაიგებთ...

cancara
Kaia kai male dade

მოკლედ შენგან ამაზე დიდი კომენტარი ვერ მივიღე რა wink მადლობაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent