შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი [4]


18-07-2015, 18:45
ავტორი რაც გიყვარს
ნანახია 1 688

3 თავი
საავადმყოფოს ეზოში, გადაჭრილ მორთან იჯდა ნინა. მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა და ნაზად აუდ-ჩაუდიოდა გულმკერდი. თლილი თითები მუხლებზე ელაგა, თავი სულ ოდნავ გადაეწია გვერდით და ბალახზე ამოჩემებულ, ერთ წერტილს დასჩერებოდა ჯიუტად. გრილი, სასიამოვნო სიო ქროდა და ნინასაც ნაზად უფრიალებდა წინ გადმოყრილი, რბილი, ყავისფერი ლოკონები. მაღალ კისერზე მკრთალად უთრთოდა ცისფერი ძარღვი, რომელსაც ნაკლებად შესამჩნევს ხდიდა პირველის გლუვი, ხორბლისფერი კანი. ეს გოგონა საოცრად ჰგავდა "იმ" ნინას, საოპერაციო მაგიდაზე რომ მისვენებულიყო უგონოდ და შეხების დაუოკებელ სურვილს რომ უჩენდა ბურდულს. ძალიან მოუნდა ანდრიას, მისვლა და უბრალოდ დაჟინებით თვალებში ჩახედვა. უხილავი სიმშვიდე გადაჰფენოდა გოგონას სახეზე და მამაკაცსაც წამით დაუმშვიდდა აფორიაქებული სული. ეს იყო პირველი ჩემთხვევა, როცა ნინას დანახვას არ გამოუწვევია მასში გაღიზიანება და უკანმოუხედავად წასვლის სურვილი. პირიქით, ძალიან მოუნდა დიდხანს დგომა და უბრალოდ ყურება. მხოლოდ ერთხელ, წამის მეასედში გამოხედა გოგონამ მხრით კედელზე მიყუდებულ, ფეხებგადაჯვარედინებულ ბურდულს, ისევ ძალიან რომ შვენოდა თეთრი ხალათი. შეამჩნია ანდრიამ, როგორ საოცრად ეხამებოდა მთვარის მკრთალი, ცისფერი ნათება ნინას მუქ, ზღვისფერ თვალებს. მიუხედავად იმ სითბოსი, რომლიც რამდენიმე წუთის წინ შეიგრძნო ბურდულმა, პირველის ლურჯმა ირისებმა უკვალოდ გაუქრეს და მამაკაცს ისევ დაუარა სხეულში გაურკვეველი გრძნობით გამოწვეულმა ჟრუანტელმა. კედელი, რომელზეც მხრით გახლდათ მიყუდებული, უჩვეულოდ ცივი ეჩვენა და წელში გაიმართა.
სასიამოვნო საღამო იყო ...
მთვარის შუქით განათებული, ვარსკვლავებით მოფენილი და უჩვეულოდ სასიამოვნო.
არ შეეძლო ... არ შეეძლო ბურდულს, რომ საკუთარ თავთანაც კი დაემალა ის შეგრძნება, რასაც ნინას ზღვისფერები იწვევდნენ მის ორგანიზმში. იზიდავდა ნინა, თვალებში ყურებისა და გლუვ კანზე შეხების დაუოკებელ სურვილს უჩენდა მამაკაცს და ექიმს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ პირველად ვერ აკონტროლებდა თავს. უცხო იყო ის შეგრძნება, რასაც აღძრავდა 19წლის, კაფანდარა ნინას დანახვა. თუ აქამდე, ნებისმიერი "მაგარი ქალის" დანახვისას სუნთქვა უხშირდებოდა ბურდულს და ისე, როგორც ნებისმიერ მამაკაცს და სხეულში სიმხურვალეს აგრძნობინებდა, ნინას დანახვა ერთიანად ყინავდა და გონებას უბინდავდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ დაჟინებით ეყურებინა თვალებში . . .
ფიქრებში წასული, სადღაც გადაკარგული პირველი ანდრიას მოახლოებამ გამოარკვია სასიამოვნო ბურუსიდან. გვერდულად ახედა მამაკაცს, რომელიც ულაპარაკოდ ჩამოუჯდა გვერდით და მზერა სივრცეს გაუშტერა. ძალიან უნდოდა, რომ მასაც შეეხედა და ისევ ეგრძნო ის სიცივე, რომელსაც აგრძნობინებდნენ ნინას ზღვისფერები, თუმცა არ შეუხედავს ... არაფრის დიდებით არ მოუშორებია მზერა სივრცისთვის.
ბურდულმა შეამჩნია, როგორ დაუწყო თვალიერება ნინამ ეზოში მოსეირნე ქალბატონს, რომელსაც ეტლში ის ბიჭი ეჯდა, პირველმა საკუთარი ხელებით რომ შეუჩერა სისხლდენა. გაყინული მზერით შეათვალიერა ბავშვი, ისე, რომ გამომეტყველება არ შეცვლია და კოპები მხოლოდ მაშინ შეკრა, მისკენ და ანდრიასკენ რომ დაიძრა ქალბატონი, შვილთან ერთად. წამიერად გახედა ექიმს და მის სახეზე მოფენილ ღიმილს რომ ჰკიდა თვალი, შუბლი კიდევ უფრო შეეკრა ... ქალს უღიმოდა ანდრია და ისიც ბედნიერებით აღსავსე თვალებით უცქერდა ხან ბურდულს, ხანაც ნინას.
საბოლოოდ მაშინ გააანალიზა სიტუაცია გოგონამ, მის წინ რომ აისვეტა ჩაფსკვნილი, ქერა ქალბატონი და ნინას ოდნავ გაოცებული ჩააშტერდა თვალებში. ანდრიამ იცოდა, რაც დაუტრიალებდა გონებაში ქალს, პირველის ცივი ზღვისფერების დანახვისას და გონებაში უთანაგრძნო კიდეც, გაოცებულ, თვალებგაფართოებულ ქალს, მთელი ძლით რომ მოეჭირა პუტკუნა თითები ეტლისთვის და ვერაფრის დიდებით ვერ იღებდა ხმას. არა და, აქ აშკარად რაღაცის სათქმელად მოვიდა ... ნინასგან მზერა მომღიმარ ექიმზე რომ გადაიტანა და მისგანაც გამამხნევებელი თვალის ჩაკვრა და ღიმილი მიიღო საპასუხოდ, მხოლოდ მაშინ გადააგორა უკან ყელში გაჩხერილი ბურთი და ხმის ამოსაღებლად მოემზადა. იცოდა ბურდულმა, წესით რომ უნდა ამდგარიყო და ისინი მარტო დაეტოვებინა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, "მორალური" მხარდაჭერა რომ დასჭირდებოდა ქალს პირველთან საუბრისას და დარჩენა ამჯობია ... თან, ძალიან აინტერესებდა რას იტყოდა ჩვეული გამომეტყველებით მომზირალი ნინა, მზერა ქალზე რომ მიჰყინვოდა და მოთმინებით ელოდა, რას იტყოდა.
-ნინა, ხომ?! - კანი დაეჭიმა და ბურდულმა შეამჩნია, როგორ მოუჭირა თითები ეტლს კიდევ უფრო მეტად. ქალს შეეძლო დაეფიცა, რომ ნინაზე მშვენიერი და ამავდროულად მასზე ცივი თავის ცხოვრებაში არაფერი ენახა - მე მითხრეს, რომ ... - ხმა გაუწყდა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ავტომატურად აბნევდა პირველი ... გოგონა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივად, უდარდელად უცდიდა როდის დაასრულებდა საუბარს ქალბატონი - მითხრეს, რომ ლუკას თქვენ გადაუხვიეთ ჭრილობა მიმღებში. - ამოილაპარაკა და ნინას ისე დაჟინებით მიაჩერდა, თითქოს ახლა მას უნდა ეთქვა რაიმე. პირველი ჯიუტად დუმდა - უსაზღვროდ მადლიერი ვარ თქვენი. - თვალები აემღვრა ქალს - ალბათ ჯერ არ გეცოდინება, რას ნიშნავს ქალისთვის შვილი, მაგრამ რომ გაიგებ, მერე მიხვდები როგორ გულით მინდა თქვენთვის მადლობის გადახდა. - დაასრულა ქალმა და ნინა მიხვდა, ახლა აუცილებლად უნდა ეთქვა რაღაც. გაუღიმა ... ნაკვთები დაიმორჩილა და გაუღიმა ...
-არაფრის. - იყო პასუხი ჩვეული, არაფრისმთქმელი ტონით და ქალის ჩამქრალი თვალები. ანდრიას დაფჩენილი პირი და ნინას ძველებურად, ერთ ადგილას მიყინული მზერა. "არაფრის" , საოცრად ცივი, არაფრისმთქმელი პასუხი, რომელსაც მათ წინ დაყუდებული, შავკაბიანი ქალბატონის უხერხული ღიმილი მოჰყვა. ამჯერად ვეღარც თვალის ჩაკვრა მოახერხა ექიმმა და ვეღარც დამაიმედებლად თავის დაქნევა. ნინამ ყველაფერი გააფუჭა.
იცოდა პირველმა, რასაც გამოიწვევდა მისი უაზრო პასუხი, მაგრამ არ შეეძლო ისეთი სახით მიეღო მადლობები, თითქოს იმ პერიოდში, როცა პატარას ჭრილობას უხვევდა, ამას გულით აკეთებდა და ფიქრობდა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ქალი, რომელიც დაკარგავდა შვილს. იმ დროს, როცა ნინა ბავშვს დაეხმარა, არაფერზე უფიქრია ... რობოტივით აკეთებდა ერთსა და იმას და იცოდა, რომ ამ მადლობას არ იმსახურებდა, იმიტომ, რომ უბრალოდ არ ადარდებდა . . .
-რატომ არ შეგიძლია, ერთხელ მაინც მოიქცე ნორმალური ადამიანივით ... - კბილებს შორის გამოსცრა ბურდულს და ნინას ეგონა, რომ მოესმა. ვერც ძველებური სითბო და მზრუნველობა ამოიკითხა ექიმის თვალებიდან და თავი ჩაქინდრა პირველმა. ანდრიას ვერ აუხსნიდა იმას, რომ ვერ მიიღებდა მადლობას, რომელიც მას არ ეკუთვოდა ... "მადლობას" იმსახურებდა კესანე, რომელმაც აიძულა ბავშვთან მიახლოვება და დახმარება. ადამიანი, რომელიც პატარა, საკუთარ სისხლის გუბეში მოცურავე ბავშვის ბედმა ააღელვა. კესოსთვის უნდა გადაეხადათ მადლობა და არა იმ გოგონასთვის, რომელიც აფსოლიტურად მშვიდად, რობოტივით ტენიდა თითებს გადახსნილ ჭრილობაში - რატომ არ შეგიძლია, ერთხელ მაინც თქვა რაიმე ადამიანური, თბილი ... და თუნდაც მოჩვენებით მიიღო ისეთი გამომეტყველება, თითქოს გადარდებდეს! - საუბარს ვეღარ აკონტროლებდა ბურდული, თუმცა, იცოდა, რომ ამის თქმის უფლება არ ჰქონდა და საერთოდ, არაფრის უფლება არ ჰქონდაა ნინას წინაშე.
-შენ მე არ მიცნობ ... - ისევ ისეთი ხავერდოვანი, აუღელვებელი იყო ნინას ხმა როგორც ყოველთვის და ბურდულს წამიერად მოეჩვენა, რომ გოგონამ გაუღიმა. ცინიკურ სიცილს უფრო წააგავდა ნინას ოდნავ ჩატეხილი ტუჩის კუთხეები, ვიდრე გულწრფელს.
-ორ კვირაში იმდენი მოახერხე, რომ თავი გამაცანი! - ხელებს ნერვიულად მუშტავდა ანდრია და ახლა თამამად შეგვეძლო გვეთქვა, რომ ცივი ზღვისფერები ჩაშტერებოდნენ ც ი ვ თაფლისფერებს. მამაკაცის ოდესღაც მზრუნველ თვალებს აღარაფერი შერჩენოდა სითბოსა და სიყვარულის მსგავსი - ქალმა უბრალოდ მადლობა გადაგიხადა, იმიტომ ... იმიტომ, რომ ბავშვი გადაარჩინე, მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე!
-მე არავინ გადამირჩენია! - ინტონაცია არ შეცვლია პირველის ხავერდოვან ხმის ტემბრს - კესანემ გადაარჩინა და თუ მაინც და მაინც მადლიერების გამოხატვა უნდა, მას მიაკითხოს! - აუღელვებლად მიახალა, ისე, რომ წამით არ მოუშორებია მზერა ექიმის დაჭიმული ხბისთვის. ანდრია დაიბნა ... აფსოლიტურ გაურკვევლობაში ჩავარდნილმა, ოდნავ დააწვრილა თვალები და ნინა ისე შეათვალიერა, თითქოს პირველად ხედავსო - არ გაქვს უფლება! არ გაქვს უფლება აქ იდგე და მასწავლიდე, ვის როგორ უნდა ვესაუბრო. შენ ჩემი ექიმი ხარ ანდრია და მეტი უბრალოდ არაფერი! - ეტლი საავადმყოფოსკენ გააგორა ნინამ და ბურდულმა იგრძნო, რა მტკივნეულად შეეკუმშა ფილტვები.
-მართალი ხარ, ნინა! - მეტად ხმამაღლა მოუვიდა, თუმცა იმ წამს საერთოდ არ ანაღვლებდა - შენი ექიმი ვარ და მეტი არაფერი. ექიმი, რომელმაც საშვილოსნო შეგინარჩუნა, თუმცა ერთხელაც არ გიცდია მისთვის მადლობის გადახდა. ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ, ნინა, რომელსიც ცდილობს საკუთარი სიუხეშით ხალხს გული მოუკლას! - მონოლოგი უხეშად დაასრულა ანდრიამ და აღარც შეუხედავს მასზე მიშტერებული პირველისთვის, ისე გაუყვა შენობისკენ მიმავალ გზას. ნინას არ უნდა სწყენოდა და არც სწყენია, იმიტომ, რომ არ ადარდებდა ... ამას ემატებოდა ისიც, რომ ნებისმიერ უცხო ადამიანს, რომელსაც მისი გრძნობების შესახებ არაფერი ეცოდინებოდა, იფიქრებდა ზუსტად იმას, რასაც რეალურად ბურდული ფიქრობდა. მან არ იცოდა, რატომ არ მიიღო პირველმა მადლობა ... ვერც იმას ხვდებოდა, რატომ იდგა მაშინ ასობით უსიცოცხლო სხეულის წინაშე და რატომ ცდილობდა თითოეულის ასე დაკვირვებით შესწავლას. არც ის იცოდა, რატომ არ დაინტერესდა ნინა მის მიერ "გადარჩენილი" ბიჭის მდგომარეობით და საერთოდ, რა ჯანდაბა სჭირდა ამ გოგოს ასეთი უცნაური , თუმცა მისთვის აშკარად საინტერესო და ახალი.
-ყოჩაღ ნინა, ყოჩაღ .. - ხელებგადაჯვარედინებული, ხეზე მიყუდებული იდგა თამთა და ოდნავ ზიზღნარევი მზერით დაშტერებოდა ჩვეული გამომეტყველებით მჯდომ უმცსორს "დაიკოს" . საფეთქლებთან გრძნობდა აჩქარებულ გულისცემას და რეალობა ძალიან მწარედ ულაწუნებდა სახეში. ილუზია იმდენად რეალური იყო, რომ თამთას ორივე ლოყა აეწვა - ყოჩაღ ... შენ მოახერხე და თავი კიდევ ერთ ადამიანს შეაძულე.
-მე თავს არავის ვაძულებ, უბრალოდ ხალხს რაღაცები არ მოსწონს და რაღაცების შეცვლას ცდილობს. - მხრები უდარდელად აიჩეჩა უცმროსმა პირველმა და თამთამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, უმცროსი დის გალანძღვა მოუნდა, ძალიან.
-შენი ბრალია, ნინა, შენი ბრალია ასეთი რომ ხარ. - თავი გააქნია და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია - ასეთებად არ იბადებიან, ასეთები ხდებიან და აჰა, შენ ეს მოახერხე! - სიმწრით ჩაეცინა გოგონას და ნინამ მოსალოდნელ საფრთხეს თვალი გაუსწორა - ვერაფერს გრძნობ ... იმიტომ კი არა, რომ ასეთად დაიბადე ... იმიტომ, რომ საკუთარ თავს აიძულებ ასეთი იყო. არასდროს დაუშვებ იმას, რომ სხვისმა ტკივილმა შენამდე ახლოს მოაღწიოს. რობოტი ხარ, ნინა! რობოტი, რომელიც საკუთარ თავს უდარდელობას აიძულებს და არაჩვეულებრივად გამოსდის. მოეშვი ... ერთხელ მაინც სცადე და მოდუნდი ... როცა მიმღებში შემოყვანილი პაციენტის სასოწარკვეთილ ღრიალს მოისმენ, საკუთარ თავს არ აიძულო, რომ ეს ხმა ყურებში გაძლიერებულმა წუილმა გადაფაროს. როცა დასახიჩრებულ პაციენტს თვალს გაუსწორებ, საკუთარ თავს არ აიძულო, რომ მზერა დაგებინდოს და ვეღარაფერი დაინახო! - ტონს თანდათან უწევდა თამთა და ათრთოლებულ თითებს ნერვიულად იჭერდა კისერზე - ერთხელ მაინც ჩახედე რეალობას თვალებში! შეეგუე იმას, რომ ხალხს სტკივა, განიცდის და იტანჯება! ნუ მართავ საკუთარ ემოციებს, ნინა ... მოდუნდი და გრძზნობებს საშუალება მიეცი, რომ თავად გმართონ შენ. არაჩვეულებრივი პოლიტიკოსი იქნებოდი, ნინა. ჩვეული, შეუცვლელი გამომეტყველებით გასცემდი ათასობით ადამიანის დახვრეტის ბრძანებას, თუკი ეს აუცილებელი გახდებოდა. არ ვიცი ... არ ვიცი, ამას როგორ ახერხებ, მაგრამ იცი რა?! ხანდახან მინდა, რომ გგავდე, მინდა, რომ არ მადარდებდეს და არაფერი არ მიმქონდეს გულთან ასე ახლოს. მე არ შემიძლია გრძნობების მართვა, ნინა, მაგრამ დამიჯერე, ასე უკეთესია ... მოდუნდი და მიეცი ემოციებს გამომჟღავნების საშუალება! ნუ ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ შენ "ასეთი ხარ" ... ასეთი არ ხარ, ნინა, უბრაოდ საკუთარ თავს "ასეთს ხდი". - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თამთა, მაგრამ ყელში გაჩხერილმა, ცრემლებით სავსე ბურთმა გასაქანი აღარ მისცა. წამწამებთან დაგუბებულმა, მარილიანმა სითხემ ყველაფერი დაუბინდა - ჯანდაბა, ნინა! ვწყევლი იმ დღეს, როცა შენ პირველად აიძულე საკუთარ თავს უგრნობლობა! - სასოწაარკვეთილი, საოცრად იმედგაცრუებული ხმით ამოილაპარაკა ატირებულმა უფროსმა უკანასკნელი სიტყვები და ნინას გაყინული ზღვისფერებისთვის აღარც შეუხედავს, ისე დატოვა საავადმყოფოს ეზო. მანამ უყურა ნინამ ატირებულ დას, სანამ გოგონა თვალს არ მიეფარა.
ღრმად ჩაუშვა ფილტვებში ჰაერი ... მერე, ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს ... ერთხელაც მოავლო მიდამოს გაყინული ზღვისფერები და ეტლი შენობისკენ გააგორა.
________________
გადახედვას ვერ ვასწრებ, სეცდომებისთვის ბოდიში. ძალიან ვცდილობ, რომ თქვენამდე მოვიტანო ყველა ის ემოცია, რასაც მე განვიცდი ამ ისტორიის წერისას და მინდა თქვენც გაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული მოთხრობა ჩემთვის.
მადლობა, თუ ვინმე კითხულობს.



№1  offline წევრი მელანო

საოცარი ხარ.
ვერ მოვითმინე, რომ არ მეთქვა.
მგონი, ნინას მაგივრადაც მე განცივდი.
მთელი ორგანიზმით მიყვარს ეს მოთხრობაც, ნინაც და ანდრიაც. ეს ის ისტორიაა, რომელიც მე ძალიან მჭირდებოდა. მადლობა შენ, რომ წერ და თანაც როგორ ......

 


№2  offline წევრი რაც გიყვარს

მელანო
საოცარი ხარ.
ვერ მოვითმინე, რომ არ მეთქვა.
მგონი, ნინას მაგივრადაც მე განცივდი.
მთელი ორგანიზმით მიყვარს ეს მოთხრობაც, ნინაც და ანდრიაც. ეს ის ისტორიაა, რომელიც მე ძალიან მჭირდებოდა. მადლობა შენ, რომ წერ და თანაც როგორ ......


გამაბედნიერე.

 


№3  offline წევრი MIMI10

არ ვიცი რა გაძლევს იმის მუზას ჩემო ლამაზო, რომ ასეთი უცნაური და ღრმა ისტორია წერო, მაგრამ ფაქტია, შენ და შენი ისტორიები ხართ ისინი, "რაც მიყვარს". love ჩემო ტკბილო

 


№4  offline წევრი რაც გიყვარს

მიმიკო, უღრმესი მადლობა და მიყვარხარ ძალიან.
MIMI10
არ ვიცი რა გაძლევს იმის მუზას ჩემო ლამაზო, რომ ასეთი უცნაური და ღრმა ისტორია წერო, მაგრამ ფაქტია, შენ და შენი ისტორიები ხართ ისინი, "რაც მიყვარს". love ჩემო ტკბილო

 


№5  offline წევრი ლილიანა7

Mdzimea tviton istoria. rom vkotxulob bevr rameze mefikreba da sicancaris xasiatze arasdros ar var . kargi xar dzalian

 


№6  offline წევრი პირველი

ისეთი მაგარია, რომ სულ უნდა წერო და წერო.

 


№7  offline წევრი რაც გიყვარს

ძალიან მახარებთ. feel feel feel

 


№8  offline წევრი Winchester ))

ძალიან კარგად გადმოსცემ გრძნობებს და ემოციებს. ხანდახან მგონია რომ ნინა მაგივრადაც მე განვიცდი , ისე მითრევს შენი მოთხრობა რომ თავი ერთერთი პერსონაჟი მგონია. საოცრად გამართულად და დალაგებულად წერ. ძალიან ნიჭიერი ხარ და მადლობა ასეთი ისტორიისთვის. ❤❤


რაც შეეხება მოთხრობას, ძალიან მინდა რომ ნინამ ჩამოშალოს გრძნობაგაუმტარი კედელი და მასშიც ამოხეთქოს ემოციებმა. რატომღაც მგონია რომ ამაში სწორედ ანდრეა დაეხმარება. რა თქმა უნდა ნინას სხვა ახლობლებიც შეიტანენ ალბათ წვლილს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი და ნიჭიერი რომ ხარ . ❤❤❤ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent