შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი [2]


15-07-2015, 20:11
ავტორი რაც გიყვარს
ნანახია 1 662

2 თავი

საოპერაციო მაგიდაზე, უგონოდ მიწოლილ ნინას, ახლა დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ვერაფერს გრძნობდა. გაყინული თვალები დაეხუჭა და აღარც მისი სახე გახლდათ უღმერთოდ ცივი. გამშრალი, თუმცა ძველებურად ღვინისფერი, სავსე ბაგეები ოდნავ გაეხსნა და სახე შესამჩნევად დასჭიმვოდა. კანი თბილი ჰქონდა ... რამდენჯერმე დაუსვა ხელი მთავარმა ქირურგმა და ფილტვები მტკივნეულად შეეკუმშა. საკმარისი იქნებოდა, უძიროდ ზღვისფერი თვალები ისევ გაეხილა და ნინაც ისევ გაცივდებოდა. პირველის ნაცვლადაც სტკიოდა ბურდულს. იძულებული იყო, 19 წლის კაფანდარა, საოცარი ეშხის მქონე გოგონა საშვილოშნოს გარეშე დაეტოვებინა და უშვილობის საუკუნო ტანჯვისთვის გაეწირა. ანდრია არ ჰგავდა ნინას, ის განიცდიდა ... ზომიერად, თუმცა გრძნობდა ... ქირურგი გალხდათ და ზედმეტი ემოციები, რა თქმა უნდა, საკუთარი საქმის შესრულების საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ მას შეეძლო ემართა გრძნობები. მიუხედავად ამისა, მის გულთან ყოველთვის ძალიან ახლოს მიდიოდა თითოეული ხელიდან გამოცლილი პაციენთის დაკარგული სიცოცხლე ... არაჩვეულებრივად ესმოდა, რომ საოპერაციო მაგიდაზე დასვენებული სხეული, ორგანოების კოლოფი, მისი ექსპერიმენტების ობიექტი კი არა, ვიღაცის შვილი, და, მეგობარი და შეყვარებული გახლდათ. თავს ვალდებულად გრძნობდა, დახმარებოდა და თანაეგრძნო. იმიტომ კი არა, რომ ვალდებული იყო ... უბრალოდ განიცდიდა, ზომიერად, თუმცა მაინც მძაფრად. შეუძლებელიც კი იყო არ ედარდა მაშინ, როცა ცხვირწინ 19 წლის ნინა ეწვა. გოგონა, რომელიც ძალიან მალე ჩამოყალიბდებოდა ქალად, თუმცა ვერასდროს დაუძახებდნენ ,,დედას’’ და ვერასდროს იგრძნობდა დედად ყოფნის ბედნიერებას. ერთი შეხედვით, თბილი და მგრძნობიარე ჩანდა პირველი, დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა ბურდულს, მისი გლუვი კანის შეგრძნების და რამდენჯერმე, შესამჩნევად დაუსვა ორი თითი ხორბლისფერ ნაკვთებზე. რამდენიმე დღის წინ, ნინასი და მისი დის დიალოგი მთელმა საავადმყოფომ რომ მოისმინა, ბურდულს ეგონა, საოპერაციო მაგიდაზე ვიღაც გაბოროტებული, ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგონა დახვდებოდა ... იმედები სასიამოვნოდ გაუცრუვდა. ცხვირწინ ეწვა ნინა, რომელის სევდიანი, ნატიფი და შესამჩნევად მკვეთრი ნაკთები, უფრო მეტად აგრძნობინებდა საკუთარ უსუსურობას მის წინაშე და ძალიან უნდოდა ყველაფერი დაელეწა ... იქაურობა გაენადგურებინა ... არ შეეძლო შეგუებოდა იმ აზრს, რომ გოგონას საუკუნო ტანჯვისთვის იმეტებდა. აინტერესებდა ... ნინას შინაგანი სამყარო, ფიქრები და განცდები უჩენდა მისი შეცნობის სურვილს. არ მოსწონდა პირველი, მისი ხასიათის შესახებ დასკვნის გამოტანა მხოლოდ ერთი დიალოგის მიხედვით შეილო, რომელიც რამდნეიმე დღის წინ საავადმყოფოში მოისმინა. არ მოსწონდა, მაგრამ ძალიან აინტერესებდა. ესმოდა, როგორ საუბრობდა ნინა თამთასთან და გული უცივდებოდა, საგრძნობლად. არ მოსწონდა გოგონას ხასიათი, ფიქრები, დამოკიდებულებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, სიცივე ... კახას ოთახიდან რომ გამოვიდა პირველი, ანდრიამ მხოლოდ მისი ზურგი დაინახა, მაგრამ ნინასგან წამოსულმა გრილმა აურამ იმდენი შეძლო, რომ ერთიანად შეძრა და სხეული გაუყინა.
და მაინც, არ შეეძლო 19 წლის გოგონა ასე სასტიკად გაეწირა ... უშვილობის საუკუნო ტანჯვისთვის.

888

-ნარკოზიდან გამოვიდა. - ეს იყო სიტყვები, რომელიც პირველად მოისმინა ნინამ, მანამ, სანამ ისევ მოავლებდა გარემოს სიცივეჩამდგარ მზერას. თითქოს ერთმანეთზე შეწებებული ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა და გრძელი წამწამები გაჭირვებით ააფახურა. შეგრძნება, რომელმაც ყველა დანარჩენი გადაფარა, ეს იყო საშინელი თავბრუსხვევა, ამას მოყვებოდა გულის რევა და მუცლის ღრუს გაუსაძლისი წვა. ჩაქუჩების კაკუნს გრძნობდა საფეთქლებთან და ახლა უფრო მეტად სტკივდებოდა ისედაც უაზროდ დამძიმებული თავი. მზერა რომ დაეწმინდა, თვალი სახეგაბრწყინებულ, თვალებში სხივჩამდგარ თამთას ჰკიდა, რომელიც სავარაუდოდ, ნინას ნარკოზიდან გამოსვლამ გაახარა ასე ძალიან. ადგილზე ცქმუტავდა უფროსი და, უაზროდ აცეცებდა თითებს აქეთ-იქით და ფრჩხილებს მოუთმენლად აკაკუნებდა მაგიდაზე. თავის გაუსაძლისი ტკივილი არ აძლევდა საშუალებას, რომ სახე მიეტრიალებინა და გაერჩია, კიდევ ვინ დაყუდებულიყო პალატაში. არ ესიამოვნა ნინას საავადმყოფოსეული სითეთრე და ამავე ფერის ზეწრები. სახლში მოუნდა, ძალიან და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. სხეულის თითოეული კითხე-კუნჭული ეწვოდა ...
-თამთა, ცოტა ხნით დაგვტოვე. - ბედნიერების ნოტები შეჰპარვოდა პალატის კუთხეში დაყუდებული კახას საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულ ხმის ტემბრს. მამამისის დანახვამ, სასიამოვნო იმპულსები გაგზავნა ნინას სხეულში და ძალიან ეცადა გაეღიმა. ტკივილისგან ემანჭებოდა სახე და გრძნობდა, როგორ გადასდიოდა ფერები.
თამთას არ უყოყმანია, სწრაფად წამოხტა ადგილიდან და „კუნტრუშით“ დატოვა პალატა. გოგონას აღარ ეტყობოდა რამდენიმე დღის წინანდელი მღელვარება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერასდროს გახდებოდა დეიდა. ნინას გაუკვირდა და კოპებშეკრულმა გადაიტანა მზერა მომღიმარ კახაზე.
-თავს როგორ გრძნობ, მა?! - საოცრად მზრუნველი იყო მამაკაცის ხმა. გრძელი, მოვლილი თითები ფრთხილად გადაატარა ქალიშვილის ოფლით დაცვარულ შუბლს და შეჭმუხნულ სახეზე ინტერესით დააშტერდა - ძალიან გტკივა?!
-არა, არაფერია. - გაჭირვებით ამოილაპარაკა პირველმა და ეცადა, მამის უსაზრვრო სიხარულის მიზეზი როგორმე აეხსნა. ლოგიკური იყო, რომ მისი ნარკოზიდან გამოსვლა ნამდვილად სასიხარულო ამბავი გახლდათ, მაგრამ ეს არ იყო იმხელა ბედნიერება, რომ კახას აკიაფებული თვალებისა და თამთას კუნტრუშის რეალური მიზეზი გამხდარიყო.
-ნინა, მომისმინე და არ გამაწყვეტინო! - საზეიმოდ გამოაცხადა მამაკაცმა და ნინამ იგრზნო, როგორ გაძლიერდა საფეთქლებთან ჩაქუჩების კაკუნი - საშვილოსნოზე იმ ზომის წანაზარდი გქონდა, რომ საშვილოსნოსთან ერთად თუ არ ამოკვეთდნენ, ეს სერიოზულ სისხლდენას გამოიწვევდა და უდიდესი შანსი იყო ოპერაციის ფატალური შედეგით დასრულებისა. თითქმის არ არსებობდა ქირურგი, რომელიც წანაზარდს საშვილოსნოს გარეშე ამოგკვეთდა .. მათ შორის მეც კი არ შემეძლო ეს გამეკეთებინა და შენი სიცოცხლე საკუთარ თავზე ამეღო. თუ ამოგკვეთდნენ წანაზარდთან ერთად საშვილოსნოსაც, ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში შენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა, თუმცა მთელი ცხოვრება უშვილობა დაგტანჯავდა. - პირველს ფერები გადაუვიდა და ყელი გაუშრა - შენმა ქირურგმა, საშვილოსნოს ამოკვეთა უკანასკნელ წამს გადაიფიქრა, შენი სიცოცხლე საკუთარ თავზე აიღო და მხოლოდ წანაზარდი მოგაშორა. სისხლდენა გაჭირვებით, თუმცა მაინც შეაჩერა და საშვილოსნო შეგინარჩუნა. ნინა, გეფიცები, ამხელა პასუხისმგებლობას, მე ... მამაშენიც კი ვერ ავიღებდი საკუთარ თავზე. რაიმე რომ დაგმართნოდა, ანდრია მზად იყო ჩემი ხელით მომკვდარიყო .. მაგრამ მოახერხა, ნინა გესმის?! საშვილოსნო შეგინარჩუნა. - მოზღვავებული ემოციისგან, საუბარი აღარ შეეძლო კახას. გამშრალი ყელი წყლით ჩაისველა და ატკივებული თავი ჩაქინდა. ახლა ნინას ჯერ იყო ... ახლა მას უნდა გამოეხატა მადლიერება, სიხარული, ბედნიერება. გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ხმის ამოღებას ვერ შეძლებდა, მაგრამ სიხარული მაინც უნდა გამოხატვოდა გათეთრებულ ნაკვტებზე. უფერული ბედნიერებით იყო გაჟღენთილი პირველის სხეული. იჩინეს თუ არა თავი მის ორგანიზმში გაღვივებულმა ახალმა ემოციებმა , გრძნობების დამშლელმა ფერმენტებმაც მაშინვე გაიღვიძეს და მზერა ისევ გაუყინეს პირველს. ნინას უნდა გაეღიმა და კახასთვის ეგრძნობინებინა, რომ მისთვის სულ ერთი არ იყო. მოახერხა ... რა თქმა უნდა, გაუღიმა და მამაკაცის სხეულშიც გაიგზავნა სასიამოვნო იმპულსები მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილის მზერამ ისევ გაუყინა რამდენიმე წამის წინ ბედნიერებით ათრთოლებული მთელი სხეული. იცოდა, რომ გოგონა მარტო უნდა დაეტოვებინა ... უნდა მიეცა ფიქრის, გააზრებისა და შეგრძნების საშუალება. არ არის ადვილი, როცა იღვიძებ და გეუბნებიან, რომ არაფერი არ მომხდარა, ყველა ორგანო ისევ თავის ადგილას გაქვს და არც უშვილობა დაგტანჯავს მთელი ცხოვრების მანძილზე. შეგეძლება გაიზარდო და ჩამოყალიბდე სრულყოფილ, იდეალურ ქალად ... მიუხედავად იმისა, რომ ნინა ვერასდროს იქნებოდა იდეალური, იმიტომ, რომ იდეალურობამდე იმაზე მეტი აკლდა, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ფერმკრთალ, დანამულ შუბლზე ფრთხილად აკოცა თვალებმინაბულ ქალიშვილს და პალატა ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
ნინა გაითიშა, ფიქრის, გააზრების უნარი ერთიანად დაკარგა. სიმძიმედაწოლილ ქუთუთოებს ძლიერად მიაჭირა ნატიფი თითები და საკუთარ თავს გონზე მოსვლა აიძულა. ორგანიზმში დავლილი მოვლითი ტკივილები არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ კახას რამდენიმე წამის წინანდელი განცხადების სიცხადე მთელი სხეულით შეეგრძნო. მოხდა ის, რასაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდა საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ მისვენებული 19 წლის, ქალად „არ“ ჩამოყალიბებული გოგონა, რომლსაც უწევდა იმ აზრთან შეგუება, რომ ვერასდროს გახდებოდა სრულყოფილი ადამიანი, სრულყოფილი ცხოვრებითა და ოჯახით.
ანდრია არ ენახა, არ იცოდა ვინ იყო, როგორი იყო, მაგრამ შეეძლო დაეფიცა, რომ იგრძნობდა. ქუჩაშიც რომ დაენახა ადამიანი, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედროდა, მიხვდებოდა, რომ ეს იყო ბურდული. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მის მაგივრადაც განიცადა! ნინას ტკივილი, რომელიც გოგონას „ფერმენტებმა“ ასე მარტივად ჩაახშეს, მან გაითავისა. პირველის განცდა, რომელიც რეალურად არ არსებობდა, ბურდულის ორგანიზმმა შეითავსა და ჰო, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე უდიდესი საფრთხის ქვეშ დააყენა, გარისკა! რომ მომკვდარიყო ნინა, მისი სხეული საოპერაციო მაგიდაზე რომ გაშეშებულიყო, ის მაინც მადლიერი იქნებოდა ანდრიასი, რომელმაც სცადა და ის ტკივილი, რომელიც წესით გოგონას უნდა განეცადა, თუმცა ვერ განიცადა, აფსოლიტურად უცხო მამაკაცმა, ქირურგმა გაითავისა და სრული სიცხადით შეიგრძნო.

888

საწოლიდან სწრაფად წამოდგა პირველი. მიუხედავად იმისა, რომ ეტლის გარეშე გადაადგილება კიდევ 1 კვირის განმავლობაში მკაცრად ეკრძალებოდა, ეტლითაც შესანიშნავად არტყამდა წრეებს საავადმყოფოს. სახლში უნდოდა, ძალიან ... მაგრამ მსგავსი სირთულის ოპერაციის შემდეგ, კარგა ხანს ვერ დააღწევდა თავს საავადმყოფოს. რამდენჯერმე თავი იქ ამოყო, სადაც საერთოდ არ გახლდათ მისი ადგილი. ძირითადად დროს მიმღებში ატარებდა. თავადაც არ იცოდა, რატომ აგორებდა ეტლს მიმღების ერთი ბოლოდან მეორემდე და რატომ აშტერდებოდა სახედახოკილ პაციენტებს, რატომ ისმენდა მათი მშობლების პირიდან ამომავალ, სასოწარკვეთილ ხმებს და რატომ ეამაყებოდა მამა, რომელსაც მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა თითოეული მიმღებში მოკუნტული, უპეებჩაშავებული და მთრთოლვარე სხეული. შეეძლო დილიდან-საღამომდე მჯდარიყო პირველ სართულზე და ეყურებინა პაციენტებისთვის, მანამ, სანამ პალატებსა და საოპერაციოებში არ განამწესებდნენ. რამდენჯერმე მოკრა თვალი პაციენტის მშობლებთან მოსაუბრე ბურდულს ... მამაკაცი ძირითადად სულ საოპერაციოში გახლდათ და ნინას არ მისცემია საშუალება, რომ მისთვის მადლობა გადაეხადა. ოპერაცია გაუკეთა და მორჩა ... იმ დღის შემდეგ ფეხიც არ შეუდგამს პირველის პალატაში, ნინას კი საერთოდ არ ჰქონდა სურვილი გამოკიდების და მადლობების ხდის ... ანდრიასთან საუბრის საშუალება რომ მისცემოდა, აუცილებლად გამოხატავდა მადლიერებას, თუმცა ასეთი ფორმით არა. ძალიან მაღალი იყო ბურდული და თეთრი ხალათიც საოცრად შვენოდა ათლეტურ სხეულს. თვალები ჰქონდა თაფლისფერი ... მეტყველი და ღრმა. თბილი თაფლისფერები გახლდათ მამაკაცის გარეგნობის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც შეეძლო ადამიანისთვის სითბო და მზრუნველობა ეგრძნობინებინა. რამდენჯერმე წააწყდა ანდრია, მიმღების კუთხეში, ეტლში მჯდომ, პაციენტებზე მზერამიყინულ ნინას და შესამჩნევად შეაჟრჟოლა. ეს არ იყო ის გოგონა, საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ რომ გახლდათ მისვენებული და თვალები მიენაბა. ერთი შეხედვით, ნინას კანი აღარ იყო თბილი და სასიამოვნო ... საშინელი სიცივე ჩასდგომოდა თითქოს არაფრისმთქმელ, ზღვისფერ თვალებში. ვალდებული გახლდათ მამაკაცი, რამდენჯერმე პირველის პალატაში შესულიყო და გოგონასთვის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაესვა შეკითხვები, მაგრამ შიგნით ფეხი არასდროს შეუდგამს. აინტერესებდა ნინა ... მისი შინაგანი სამყარო და გაყინული ზღვისფერები აინტერესებდა ძალიან, მაგრამ პალატაში არასდროს შესულა. უკვირდა, დილიდან საღამომდე მიმღებში რომ იჯდა გოგონა მაშინ, როცა ნებისმიერი, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი გაეცლებოდა საავადმყოფოს პირველ სართულზე ატეხილ მოთქმა-გოდებას. ნინა უნდა წასულიყო, თვალი აერიდებინა, საკუთარ პალატაში უნდა შესულიყო და დაესვენა, მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობდა მათზე მიშტერებას და დილიდან საღამომდე გაუნძრევლად ჯდომას.
რამდენჯერმე შეამჩნია გოგონამ, როგორ შევიდნენ ექთნები პირველი სართულის კუთხეში, ყველაზე მიყრუებულ ოთახში ... მორგში. რა თქმა უნდა, იქ შესვლის სურვილი სხვას ვის გაუჩნდებოდა, თუ არა ნინას. თავისუფლად შეეძლო კარის შეღება და გვამებით სავსე ოთახში აღმოჩენა. პირველს უნდოდა დაენახა, ასობით გაყინული სხეული, გალურჯებული ფრჩხილები და სამუდამოდ დახუჭული თვალები, რომლებიც ერთ დროს, ალბათ დიდ სიყვარულს აგრძნობინებდნენ ახლობლებს. უნდოდა გაეაზრებინა, რომ ეს ადამიანები გახლდნენ ვიღაცის მშობლები, ცოლები, ქმრები, შვილები და მეგობრები. უნდოდა მიმხვდარიყო, რომ სიკვლიდის გზა სულაც არ ჰგავდა ვარდისფერ გზას. ნინას უნდოდა სტკენოდა ... ეგრძნო თითოეული უსიცოცხლო სხეულის სიცივე და განეცადა. ძალიან უნდოდა, ოდესმე მაინც ჩამოენგრია მის გარშემო აღმართული „გრძნობაგაუმტარი“ გავალავანი და ეტირა. სურდა გაეთავისებინა თითოეული მათგანის განცდა სიკვდილის წინ ... მათი ცოლების, ქმრებისა თუ მშობლების ტკივილი.
იჯდა ორბორბლიან ეტლში, თეთრი ხალათის ამარა და დაშტერებოდა თაროებს, სადაც იწვნენ ადამიანები, რომლებიც ვეღარასდროს შეძლებდნენ სიყვარულს, ვერასდროს გამოხატავდნენ სითბოს, ვერ მოავლებდნენ მიდამოს სითბოჩამდგარ თვალებს და ვერ შეეხებოდნენ საყვარელ ადამიანს. ახლა უნდა ეგრძნო .. ახლა მაინც უნდა განეცადა, თუმცა ისევ ისეთი სიცივე ჩასდგომოდა გაყინულ ზღვისფერებს. იჯდა ნინა, ნიკაპი ხელის გულზე ჩამოედო, იდაყვი ეტლზე ჰქონდა დაყრდნობილი და ცდილობდა, ორგანიზმში ამუშავებული ფერმენტები საბოლოოდ გაექრო.
-აქ რას აკეთებ, ნინა?! - ზურგს უკან მოესმა მტკიცე, ბოხი, თუმცა მაინც საკმაოდ სასიამოვნო, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ხმის ტემბრი და პირველმაც ფრთხილი მოძრაობით შეატრიალა თვალი მის უკან დაყუდებული ქირურგისკენ. მხოლოდ ერთხელ, უინტერესოდ შეათვალიერა ბურდული და ისე, რომ არაფერი უთქვამს, მზერა კვლავ დაასო პირველივე თაროზე გაშოტილ, უსიცოცხლო სხეულს. ნინას დაკვირვების ობიექტს თვალი გააყოლა ექიმმა და წამიერად, ძალიან აღელდა... თითები ძლიერად მომუშტა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა, მერე ისე ძლიერად ამოისუნთქა, თითქოს სანთლის ჩაქრობას ცდილობსო. რაღაც უნდოდა გოგონას და ბურდულს ძალიან მოუნდა გაეგო, რა ... - ნინა, კარგად ხარ?!
-არაჩვეულებრივად. - გაიგონა გოგონას მშვიდი, ხავერდოვანი ხმის ტემბრი და ფერმკრთალი, მოვლილი, თლილი თითები ყელზე ჩამოისვა. ყელი უშრებოდა და ჰაერი აღარ ჰქოფნიდა მამაკაცს. არ შეიძლებოდა ნინას თავი არაჩვეულებრივად ეგრძნო, იმიტომ, რომ თავადაც კი არ იყო კარგად! კარგად ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ მორგში გახლდათ დაყუდებული ... ასობით გვამის პირისპირ იდგა და გრძნობდა, რა მტკივნეულად ეკუმშებოდა გული. ხმა რომ ამოეღო, იცოდა, მღელვარება მაშინვე დაეტყობოდა მის ტემბრს, თუმცა ნინას ჰარმონიულ ხმას საერთოდ არ ემჩნეოდა არანაირი ანერვიულება, მშვიდად განაგრძნობდა გვამზე დაკვირვებას და ბურდულსაც უფრო მეტად ეხუთებოდა სული.
-აქ არ უნდა იყო! - სიმკაცრე შეემატა მამაკაცის ხმას. ნინამ კიდევ ერთხელ შეანათა გაყინული მზერა და ანდრიას გაუკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი იდუმალი ძალა ჰქონოდა 19წლის კაფანდარა გოგონას ზღვისფერ თვალებს - თუ რამე გჭირდება შემიძლია დაგეხმარო, მაგრამ აქ შენი ადგილი არ არის, ნინა.
-ვერ დამეხმარები. - ისევ ისეთი ხავერდოვანი იყო გოგონას ხმა და ბურდულს წამით მოეჩვენა, რომ ნინა სიამოვნებას იღებდა უსიცოცხლოდ მისვენებული სხეულების ყურებით.
-მაშინ, დატოვე აქაურობა. - დაჟინებით ჩაშტერებოდნენ თბილი თაფლისფერები გაყინულ ზღვისფერებს და ანდრიას ხმაც ისევ ისეთი მკაცრი იყო, როგორც რამდენიმე წამის წინ.
-რამეს ვაშავებ?! - შეიშმუშნა ნინა - უბრალოდ ეტლში ვზივარ და აქაურობას ვათვალიერებ, მგონი, ამაში საგანგაშო არაფერია. - უდარდელად ამოილაპარაკა და ისეთი მძიმე მზერა დაასო ბურდულს, ანდრიას ეგონა, რომ მის სხეულს ბზარი აუცილებლად გაუჩნდებოდა. არც ამხელა წინააღმდეგობას ელოდა ნინასგან და ოდნავ დააბნია კიდეც.
-პაციენტების შემოსვლა მორგში აკრძალულია ნინა და არ მესმის, რატომ გიჩნდება სურვილი ათვალიერო ასობით გვამი! - აშკარად გაღიზიანდა ექიმი და დაწყობილი, ხორბლისფერი ნაკვთებიც ოდნავ აერია.
-არც არის საჭირო, რომ გესმოდეთ. - მშვიდად აგრძზელებდა საუბარს პირველი და ანდრიაც ტიტანური მოთმინებით შეჰყურებდა გოგონას, რომელმაც რამდენიმე წამის წინ, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფა მიაყენა.
-თვითონ დატოვებ პალატას, თუ მე გაგიყვანო?! - ცინიკური ნოტები შეეპარა მამაკაცის ხმას და ნინამ იგრძნო, ძალიან მალე რომ გამოიყვანდა მწყობრიდან ბატონ ანდრიას.
-მინდა, რომ აქ ვიყო და არ გაქვს უფლება დამიშალო ... დამშვიდდი, გვამებს არ გავიტაცებ! - ერთი შეხედვით გაბრაზდა პირველი, მაგრამ მის ღზვისფერ თვალებს ისევ არანაირი ცვლილება არ დატყობია და ანდრია გაღიზიანდა. პირველად ვერ შეძლო ადამიანის მზერიდან მისი შინაგანი ემოციის ამოკითხვა და წამიერად, ძალიან მოუნდა, რომ ნინა აქედან გაეყვანა და აღარასდროს აღარ ჩაეხედა მისთვის თვალებში. ერთს ფიქრობდა, მაგრამ აფსოლიტურად საწინააღმდეგოს აკეთებდა ... ისე დაჟინებით დაშტერებოდა სახეზე, რომ პირველი ოდნავ გააკვირვა კიდეც. კონცენტრაცია აღარ შეეძლო ნინას, გონებას ვეღარ იკრებდა მაშინ, როცა ვიღაც ასე დაჟინებით აკვირდებოდა მის თვალებს. აქ იმისთვის მოვიდა, რომ უნდა ეგრძნო ... რაღაც უნდა განეცადა, თუმცა ექიმმა ძლივს შეკოწიწებული ემოციები ერთბაშად გაუფანტა და ყველაფერი წყალში ჩაუყარა. ახლა აქ ჯდომას და თვალების უაზროდ ცეცებას აზრი საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომ თავადვე ამჯობინა მორგი დაეტოვებინა და აქ მაშინ შემოსულიყო, როცა სხვა არავინ იქნებოდა. ცალყბა ღიმილით დაასაჩუქრა მამაკაცი და ეტლი მიმღებისკენ გააგორა.



№1  offline წევრი ელეონორა

Uuuuuuuudidesi txovna meqneba , rom arc erti dge ar daagviano torem ise mainteresebs sheidzleba gavgijde. dzalian gaazrebuli, chamokalibebuli da gamartuli istoriaa ... andriaze da ninaze vgijdebi . mokled, velodebi !!

 


№2  offline წევრი რაც გიყვარს

მადლობა, ჩემო კარგო love

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვაიმე როგორ მომწონს ეს გოგო *_* ანდრიას კი არა მე დამევასა მგონი :დ

 


№4  offline წევრი პირველი

chemi komentari caishala ratomgac da kidev ertxel getkvi , rom andriaze magari bichi ar vici me ... ninaze kidev cina tavshic davafiksire chemi azri da kide vitkvi rom dzalian rtuli adamiani , magram vgijdebi ise momcons. kvelaferi shesanishnavia!
madloba, madloba da madloba aseti istoriistvis:)

 


№5  offline წევრი რაც გიყვარს

ვაიმე, როგორ გამახარეთ! request

 


№6  offline ახალბედა მწერალი once upon

ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, იმედია არ დააგვიანებ *-*

 


№7  offline წევრი Drama Queen

Dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaalian momwons istoria da shenze xo vafanateb!! ❤️ Male dade icode! ^.^

 


№8  offline წევრი MIMI10

chemo lamazo, sul tkuilad nerviulobdi, arachveeeeeeulebrivia !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent