აკრძალული ხილი(15 ნაწილი)
ერთი კვირა ერთმანეთის ალერსში და სიყვარულში გავატარეთ მე და ბაჩომ, თუმცა მთლად ასეც არიყო... თავგადამკვდარი ვმეცადინეობდი, რომ გამოცდებზე კარგი ქულები მიმეღო და მოვახერხე კიდეც... ყველაზე მაღალი არა, მაგრამ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შეფასება ავიღე და ამაყად გამოვპაკუნდი შენობიდან. თემო და თათა რას შვებოდნენ? ოოო... თემომ თათას გაუგო ვიღაც ბიჭი რომ ეპრანჭებოდა და ერთი ამბავი დააწია. ის საწყალი ისე დააშინა, თათას 100 მეტრის რადიუსზე რომ დაინახავდა, უკვე გასაქცევს ეძებდა. თათა ძალიან ჭირვეულობდა. მთელი დღე გაიძახოდა მძულს ეს იდიოტი თემოო, თუმცა გული ხომ სხვას გრძნობდა და ლაპარაკობდა... ზუსტად 3 კვირა დასჭირდა თემოს იმისთვის, რომ თათას გული მოეგო და ეს მოახერხა კიდეც. საყვარელი წყვილი იყო - უხდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ კინკლაობაზე ძალიან ბევრს ვიცინოდით ყველა და ალბათ მომენატრებოდა... სასწავლო წელი ზლაზვნით და მომაბეზრებლად გაიწელა, თუმცა მაინც დამთავრდა - სხვა რა გზა ჰქონდა. ერთ დღესაც, ჩემი ნიშნების სანახავად ვიყავი წასული უნივერსიტეტში და შენობიდან გამოსვლისას კარში თემო შემეფეთა. -ნინი, ხო გცალია? - მკითხა ცოტა ანერვიულებულმა. -კი რა ხდება? ბაჩოს უნდა შევხვედროდი, მაგრამ თუ სასწრაფო რამეა გადავდებ - მისკენ მივბრუნდი და პასუხს დაველოდე -ააა, არა, ბაჩომ იცის. მოკლედ, ახლა აქ ვერ გეტყვი... - კეფა მოიფხანა და თავის მანქანას გახედა - წამო ჩემთან სახლში. ბაჩო და ლუკაც იქ მოვლენ და დაგელაპარაკებით ყველას რა. -გოგოებს არ დავურეკო? - ვკითხე და მობილური ხელში ავათამაშე -არა, არა!!! - მომენტალურად მიპასუხა დაძაბულმა -რატომ?! აბა მე ერთი გოგო რაში გჭირდებით - გამეცინა და თავისი მანქანისკენ მიმავალ თემოს გავყევი -კაროჩე, მარტო შენ არ იქნები - ბაჩო ვიკას მოიყვანს. -აჰა, ნუ ეგ უკვე შეღავათია - გავიხუმრე და სკამზე მოვკალათდი. თემომ მანქანა დაძრა და გზას გაუყვა. - ამიხსენი მაინც ასეთი საჩქარო რა არის -ვაიმე გოგოოო!!! რა მოუთმენელი ხარ! - გაეცინა და საჭეს ხელი მსუბუქად მისცხო - მივალთ და გეტყვით-მეთქი. არავინ არ იცის. ყველა იქ დაგიბარეთ და ერთად უნდა გითხრათ. ცხრაჯერ ხო არ მოგიყვებით ტო! - ამოიოხრა და საწყალი თვალები მომაპყრო -კარგი, როგორც გინდა - გავიცინე და გზას გავხედე. თემოს სახლშიც მალე მივედით. ბაჩო და ვიკა იქ იყვნენ უკვე, ლუკა ჯერ კიდევ მოსასვლელი იყო. -კუსაა, მომენატრეე - ბაჩომ თბილად გამიღიმა და პირდაპირ ჩემი ტუჩებისკენ წამოვიდა. -კუსა რამ მოგაფიქრა შე*ემა!!! - თემო სიცილისგან დივანზე გადაწვა და ბოლო ხმაზე ახარხარდა. -აუ შენ შენს კაპასს მიხედე რა - შეუბღვირა ბაჩომ და ცალი ხელით ტანზე ამიკრო. -აუ ახლა აქ არ დაიწყოთ ხვევნა-პროშვნა რაა!!! - ამოიოხრა ვიკამ და უკმაყოფილო გაპაკუნდა სამზარეულოში. -შენ ვის დაეკარგე - გაეცინა ბაჩოს და კარისკენ მიბიძგა - წამოდი, გარეთ დაგაგემოვნებ, თორემ ესენი არაფერს შემარგებენ - ყურში ჩამჩურჩულა და გარეთ გამოვედით. უხერხული პაუზა ჩამოწვა. ბაჩო ხმას არ იღებდა, სიჩუმის დარღვევა ისევ მე გადავწყვიტე. -არ იცი თემომ რისთვის დაგვიბარა? -ჩშშ - სახლის კედელთან მომიმწყვდია და საჩვენებელი თითი ტუჩზე მომადო. მარცხენა ხელი წელზე შემიცურა და ტანზე ამიკრო, შემდეგ თავი ნელა დახარა ჩემი სახისკენ, ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა და კისერში მხურვალედ მაკოცა. უკვე 1 წელი იყო თითქმის, რაც შეყვარებულები ვიყავით და იმ დაბნეულობას და ენით აღუწერელ შეგრძნებას კვლავ განვიცდიდი. ისევ ისე ვიბნეოდი, ისევ ისე მიხურდა მთელი სხეული მისი შეხებისას, ისევ ისე მივლიდა ტანში ჟრუანტელი და ისევ ისე მაყრიდა ეკლები. თუმცა არა... უფრო მძაფრადაც. სიამოვნებისგან მის მკლავებში გავიტრუნე და თვალები დავხუჭე. -ამდენი კოცნით განებივრებ და მაინც ვერ მიეჩვიე - ჩამჩურჩულა ყურში და ჩაიცინა - გული ჩიტივით გიფართხალებს - ტუჩები ყურზე მომაკრო, შემდეგ ნელა და აუჩქარებლად დაიძრა ტუჩებისკენ. მხურვალე კოცნებს მიტოვებდა და წელზე მოხვეულ ხელებს ჩემს სხეულზე დაათამაშებდა. ვნებიანად დამიგემოვნა ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა ტუჩი, შემდეგ ორივე. ხელები კისერზე მოვხვიე, თითები მის თმებში ავხლართე და ნაზად მოვეფერე. ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა და კმაყოფილს გულში ჩამეღიმა. ისე ნელა, ნაზად და ვნებიანად მკოცნიდა, რომ მაგიჟებდა... ამ ყველაფერს მისი თავბრუდამხვევი სურნელიც ემატებოდა და ამ სამყაროს სრულიად მოწყვეტილი ვიყავი. -უკაცრავად გუგულებო, მაგრამ ბატონი თემოს ბრძანებით სხდომა იწყება - ფხუკუნით მოგვიახლოვდა ლუკა და კედელს ერთი ხელით მიეყრდნო. -მალე მოვალთ - უპასუხა ბაჩომ ისე, რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია. ძალიან შემრცხვა და ბაჩოს მკერდზე ხელები მივაჭირე, რომ მომშორებოდა. -ნახე რა მორცხვი ბავშვი გყავს - ჩაიცინა ლუკამ და კიბეებისკენ წავიდა -არ შემოგეჭამოს და მალე მოდით! - გამოგვძახა ბოლოს და სახლში შევიდა. -რა საყვარლად გიწითლდება ეგ ლოყები ჩემო კუსკუსა - ცხვირზე მაკოცა და გულში ჩამიკრა. -კარგი, წამო წავიდეთ - გავუღიმე და ბედნიერებისგან აკაშკაშებულ თვალებში ჩავხედე. -წამო - ხელი გადამხვია და ჩვენც კიბეებისკენ დავიძარით. გზაში კისერზე ნაზად ვაკოცე და როდესაც ისევ ვიგრძენი, რომ გააჟრჟოლა ჩუმად ჩამეცინა. -ნუ მაიმუნობ მანდ თორემ დაისჯები და მერე ლუკა ვეღარ გადაგარჩენს - მითხრა სიცილით, კარი შეაღო და ხელი წელზე მომხვია. -ოჰ, გვიკადრეთ გუგულებო?! - ახარხარდა ლუკა და ორივეს გადმოგვხედა - ბიჭო ეს შენი შეყვარებული პომიდორია თუ ჭარხალი, ნახე როგორი გაწითლებულია!!! - ამაზე ცალკე დაიწყო როხროხი და თემოც აიყოლია. დარცხვენილი გავყევი ბაჩოს და დივანზე მის გვერდით ავიწურე. -კაი ნინი, რა არის აქ ახლა მოსარიდებელი - მითხრა თემომ და თბილად გამიღიმა - ვხუმრობთ უბრალოდ და ეგრე ნუ გრცხვენია ხოლმე - ფეხზე წამოდგა და ოთახის ცენტრისკენ დაიძრა - მოკლედ... ახლა, რისთვის დაგიბარეთ ამდენი. ზოგი იმიტომ, რომ თქვენი კრეატიული იდეები მჭირდება და ზოგი იმიტომ, რომ არაფერში ვარგიხართ, თუმცა ღირსები ხართ იცოდეთ - გაიცინა და დაბღვერილ ბაჩოს და ლუკას გადახედა -ანუ კრეატიულები არ გგონივართ ხო? - გაეჯგიმა ლუკა და ცალი წარბი აზიდა -მოიცა, შენ რა, კრეატიული გგონია შენი თავი?! - ახლა ბაჩო ახარხარდა და ლუკას გადახედა -შენ ხო ვარსკვლავებს წყვიტავ რა იდეებში - შეუბღვირა ლუკამ და ისევ თემოს გახედა ეჭვისთვალით -მოკლედ, არ ვიცი რა... ახლა გამოჩნდება ვინ არის ყველაზე ორიგინალური! - გაგვაჩუმა ყველა თემომ და ღრმად ამოისუნთქა - მოკლედ, თათას უნდა ვთხოვო ცოლობა და მინდა ეს ორიგინალურად გავაკეთო... იმედი მაქვს ერთად რამე კარგს მოვიფიქრებთ - მე და ვიკას გადმოგვხედა და ნერვიულად გაიღიმა -ვაა, თემოო!!! თათას ცოლობა უნდა სთხოვო?! - ვიკა გაკვირვებული წამოხტა ფეხზე -ეე რაა!!! - ამოიოხრა ლუკამ უკმაყოფილოდ - ორივემ მიღალატეთ რა! აბა აწი ქალებში მარტომ უნდა ვიარო? გოგოების მაჩალკა ვარ ამის დ***ც შე***ი?! - ამოიბუზღუნა და დივანზე გადაწვა -აუ, ძალიან მაგარია თემო. გილოცავ! - მივულოცე და მხიარულად შემოვკარი ტაში. -მადლობა ნინი - გამიღიმა და თვითონაც დივანზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით. - აბა ჰე ახლა!.. რამე იდეა მინდა ორიგინალური რა... ნინი, ვიკა, თქვენ მაინც გოგოები ხართ და ამ მუტრუკებზე უკეთესს მოიფიქრებთ რამეს - ძმაკაცებს ენა გამოუყო და ფეხზე წამოხტა ბაჩოს მუშტი რომ აეცილებინა -ენას ამოგაძრობ ახლა შენ და მერე ვნახავთ თათას ცოლობას როგორ სთხოვ! - შეუბღვირა ბაჩომ და მოქნეული ხელი ისევ ჩემს მხარზე დააბრუნა -კაი რაიყო შე****, ვხუმრობ! - ტუჩები პატარა ბავშვივით დაბრიცა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა. -კაი, გაჩერდით ახლა სულ ყველანი! იდეები გვინდა! - წამოიძახა ვიკამ ხმამაღლა და გამაფრთხილებლად მოგვავლო თვალი „აბა ერთი ვინმეს ხმა ამოგიღიათო“. -ბიჭო, შუაღამეს რომ დაადგე თავზე და პირდაპირ უთხრა?! - წამოყო თავი ლუკამ და ბრძენი კაცივით ფეხმორთხმით მოკალათდა დივანზე. -ეგ ორიგინალური არაა - დაიწუნა თემომ ლუკას იდეა და დამსწრეებს თვალი იმედიანად მოგვავლო. -რესტორანში რომანტიული საღამო მოუწყვე, ისე რომ მარტო თქვენ იყოთ და მანდ სთხოვე ხელი - წამოიძახა ვიკამ -არაა, ეგ ძალიან ბანალურია, თან არაა რომანტიკა ჩემი სტილი. რამეში ჩავა*ვავ ასიანი ვიცი - ხელი ჩაიქნია უიმედოდ. -მე კი ვიცი კარგი, მაგრამ ეგრე ნინის უნდა ვთხოვო ცოლობა - ჩაიცინა ბაჩომ ეშმაკურად და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. -ძმაკაციც ეგეთი უნდა - შეუბღვირა თემომ ბაჩოს და მტრული მზერა სტყორცნა -აუ როგორ უნდა მთხოვო ხელი? - ვკითხე პატარა ბავშვივით და პასუხის მოლოდინში ცქმუტვა დავიწყე -აი ისე, რომ საერთოდ არ მოელოდო და გამოშტერდე - ყურში ჩამჩურჩულა და კისერში მაკოცა -ოო, კაი კაი! ჩვენც აქ ვართ - გაგვაჩერა თემომ -აუ ამათ იმენა რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული - ახარხარდა ლუკა და ბაჩოს ნასროლი ბალიში ძლივს მოიგერია. -კარგით რაა!!! მე დასახმარებლად დაგიძახეთ! ერთმანეთთან საჩხუბრად კიარა - თემო ნაწყენი წამოდგა ფეხზე და ხელები ჰაერში აიქნია -კარგი, კარგი, გავჩუმდებით - უპასუხა ვიკამ დასამშვიდებლად და ბიჭებს მამისმკვლელი მზერა სტყორცნა. ლუკა მაშინვე დანებდა, ბაჩომ კი უკმაყოფილოდ ჩარგო თავი ჩემს კისერში. -ბაჩო, ეგრე ტვინს მირევ და ვეღარ ვფიქრობ - ვუთხარი ჩუმად და გადავიკისკისე. -არაუშავს, რამეს მოახერხებ - ჩაიცინა ბაჩომ და ორივე ხელი მომხვია ისე, რომ გულში ჩავეკარი. მთელი გონება დავძაბე და ახალმა იდეამაც არ დააყოვნა -აუ მაგარი რამე მოვიფიქრე! - წამოვიძახე გახარებულმა. ყველამ იმედიანად შემომხედა. -აუ ნინი და ხარ რა!!! - თემომ გახარებულმა შესძახა - თუ მართლა კარგი იდეაა ხო ვაფშე და იქნები - გამიცინა და ინტერესით მომაჩერდა -ჰე ახლა თქვი აბა რა არის - წამოიძახა ლუკამ მოუთმენლად -მოკლედ... თათა გიჟდება ჩიტებზე, ხოდა ვუყიდოთ რამე თუთიყუში და სახლში დავახვედროთ. იმ ჩიტს ბეჭედი დავაჭერინოთ ნისკარტით, მაინც ვერ გადაყლაპავს მაგაზე არ იდარდოთ. ხოდა სახლში დავახვედროთ და რომ მოვა, მერე შენ დაუჩოქებ და ცოლობას სთხოვ რა. ეტყვი რო ნახე ჩიტსაც კი უნდა რომ ცოლად გამომყვეო, ან რამე ეგეთი მოიფიქრე ახლა სიტყვები თავში არ მომდის, მაგრამ მაგასაც დავაწყობთ. ჩვენ ამ დროს დამალულები ვიქნებით სხვადასხვა ადგილას ოთახში და რომ დაგთანხმდება ყველა წამოვხტებით და ქაღალდის ფეიერვერკებს გავისვრით. კიდევ შეიძება ნამცხვრები და რამე დასალევი ვიყიდოთ რომ იქვე ავღნიშნოთ და გავერთოთ. აბა როგორია? - ვკითხე თემოს გულისფანცქალით და იმედს ვიტოვებდი, რომ მოეწონებოდა -აი ვიცოდი ნინი რა! ვიცოდი, რომ ყველაზე მაგარს შენ მოიფიქრებდი!!! - გახარებული თემო ფეხზე წამოხტა, ხელებში ამიტაცა და იმდენი მაბზრიალა, სანამ თავბრუ არ დამეხვა. -აა, ვაიმე თემო ახლა გული ამერევა დამსვიი!!! - ვუთხარი სიცილით და თან მკლავებზე დავეჯაჯგურე. -ვაიმე შენ არ გამიხდე ცუდად, თორემ ბაჩო მომკლავს! - შეიცხადა სიცილით და ფრთხილად დამაბრუნა დივანზე ბაჩოს გვერდით. -ვაუუ, მართლა ძალიან ორიგინალურია! - შემაქო ვიკამაც. -კი, მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა ლამაზი ჩიტის და ბეჭდის არჩევა - ვთქვი საქმიანი ქალივით და ბავშვებს თვალი მოვავლე -ჩიტს ბიჭები ვიყიდით, ეგ ადვილია. ბეჭედი კი გოგოებმა მიჩალიჩეთ რა - შეგვეხვეწა თემო მე და ვიკას. -არაა პრობლემა - უპასუხა ვიკამ - როდის უნდა სთხოვო ცოლობა? -არ ვიცი, ხვალამდე მოვასწრებთ? ბევრის მომთმენი მე არ ვარ გაითვალისწინეთ - გაიცინა თემომ -მგონი კი - თქვა ვიკამ ვარაუდით -წამო მაშინ ჩვენ წავიდეთ ბეჭედზე. ხო იცი, რთულია ლამაზის და განსაკუთრებულის პოვნა - ფეხზე წამოვდექი და ვიკას ვანიშნე ამდგარიყო. -გოგოებო, გაგიყვანოთ? - ლუკაც ფეხზე წამოდგა -კი, შენც წამოდი - უპასუხა ვიკამ -მიდი მაშინ შენ გოგოებთან იყავი და მე და თემო ჩიტს ვიჩალიჩებთ - თქვა ბაჩომ და თემოს გახედა. -კარგით, აბა მაშინ ყველანი საქმეს შევუდგეთ - გამოაცხადა ვიკამ მხიარულად და ლუკას მანქანისკენ აჩქარებული ნაბიჯით გაემართა. ........ ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო... ძალიან მიყვარხართ, მახარებთ და მაბედნიერებთ. ამ სიტყვების გამეორება არასდროს დამეზარება. ყოველი თქვენგანის კომენტარი უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ დავჯდე და უკეთესად ვწერო. ისტორიის დამთავრებას რაც შეეხება... მართალია დასასრულს ვუახლოვდებით, თუმცა ეს ჯერ არც ისე ახლოსაა როგორც თქვენ გგონიათ. ასე რომ ჯერ კიდევ დაგვრჩა რამდენიმე თავი და იმედი მაქვს ისიამოვნებთ... მიყვარხართ ყველა და როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.