შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად შეცვალა 4


19-07-2015, 20:49
ავტორი miranda
ნანახია 2 317

განერვიულებული ვიყავი, ვაპირებდი რომ პირდაპირ ჩემს ოთახში შევსულიყავი და მომხდარი გამეანალიზებინა მაგრამ ბებომ დამიძახა და მისკენ შევბრუნდი იქ კი ჩემი დაქალი ლიკა და ნიკა იდგნენ, უცბად გავაანალიზე ყველაფერი და მათკენ წავედი სანახავად. ნიკა მიცინოდა ხოლსახლში რომ მივედი ბებო ეზოში იყო და მის გვერძე თუ ვინმე იდგა სულ ვერ შევამჩნიე ისეთი ო ლიკა კი კითხვისნიშნიანი თვალებით მიყურებდა, ვიცოდი მარტოები რომ დავრჩებოდით კარგად გამლანძღავდა იმიტომ რომ ასეთი დაბნეული დავდიოდი, თან რის გამო? ბებომ მითხრა რომ სამზარეულოდან რაღაცეები გამომეტანა მე კი დროს არ ვკარგავდი და თან პარალელურად ვეკითხებოდი ნიკას და ლიკას რა ხდებოდა თბილისში.
ლიკას თავს ვაჩვენებდი რომ არაფერი ხდებოდა მაგრამ მას არაფერი გამოპარვია და რათქმაუნდა არც ახლა გამოეპარებოდა რამე. მოულოდნელად სიტყვა გამაწყვეტინა და თვალების ბრიალით მკითხა: -ლიზი, არ მაჩვენებ ამაღამ სად უნდა დავიძინო?
-რა ჩვენება გინდა ლიკ რათქმაუნდა ჩემთან.
-ლიზი საუკუნეა აქ არ ვყოფილვარ თან ნივთებიც ამოსალაგებელი მაქვს და წამოდი რა..
აქ უკვე დავრწმუნდი რომ ნივთების ამოლაგება და ოთახი მხოლოდ მიზეზი იყო რომ ჩემთან მარტო დარჩენილიყო. მეც წინააღმდეგობა არ გავუწიე და მორჩილად ვუთხარი:
-კაი წამო მაშინ ავიდეთ მეორე სართულზე, სანამ ოთახში არ შევედით ლიკას ხმა არ ამოუღია, ოთახში შესვლისთანავე უამრავი კითხვა დამაყარა, მეც დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, როგორც კი მოვრჩი ეგრევე ბოლო ხმაზე დაიყვირა
-ევასები და შენც გევასება .
- გოგო დებილი ხარ? რა გაღრიალებს გაიგო მთელმა სოფელმა... თან არც მევასება და არც ვევასები ნუ ბოდაც. ვუთხარი საკუთარ თავში დარწმუნებულმა ლიკას
-კიკი მჯერა აბა რაა
-ოო აი ტუ არც გჯერა რაა
-მე შენ ასეთი არ მახსოვხარ და მაგიტო გეუბნები..
გულის სიღრმეში ალბად მეც ლიკას აზრზე ვიდექი მაგრამ რა მათქმევინებდა. არმინდოდა ლუკა მომწონებოდა ის ხომ უხეში და ცინიკოსი იყო მაგრამ ამავდროულად ისეთი სიმპათიური წარმოდგენაც მაბნევდა,

„ლუკას თვალით“
დილით ძმაკაცთან ვიყავი რომლის სახლიც ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალზეა, ამ შემოსახვევში სულ უჭირთ ხოლმე შემოსვლა და მეც როცა ამ სახლიდან გამოვდივარ ყოველთვის ვფრთხილობ.. მაგრამ ესჭირვეული და დაბნეული გოგო ისე უეცრად დამეჯახა ვერც მოვასწარი გამერკვია რა ხდებოდა, ბოდიშიც არ მოუხდია ისე დამტოვა გზაზე ფეხმოტეხილი, ისეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო არვიცი ალბად იქვე დავულეწავდი მანქანას. მერე ღამე მე და ჩემი ძმაკაცები ჩემს სახლში ვერთობოდით და იარაღი გავისროლეთ, ის აივანზე გამოვიდა თურმე ჩემს მეზოობლად ყოფილა ჩამოსული. ისეთი ლამაზი იყო ნერწყვებს ვყლაპავდი თან ტანსაცმელი არ ეცვ, ლიფით და ტრუსით იყო, ალბად სროლის ხმაზე დაბნეული გამოვიდა ნახევრად შიშველი, თორემ ვერ ვიტყვი რომ ცუდი გოგოს შთაბეჭდილება დამიტოვა. მეც გაშტერებული ვუყურებდი, უამრავი გოგო მინახავს მასზე ლამაზიც ალბად მასზე კარგი ტანითაც მაგრამ არვიცი რა დამემართა, თითქოს მასში იყო რაღაც რამაც ასე გამადებილა. შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და ზუსტად ვიცი რომ მიცნო, ჩემი ძმა და ძმაკაცები დასცინოდნენ და ისინიც ჩემსავით ყლაპავდნენ ნერწყვებს.
მეორე დღეს მაღაზიში შემხვდა ისეთი ლამაზი იყო რამის ვუთხარი კიდეც, მაგრამ ასე უბრალოდ ხომ არ მივიდოდი და ვეტყოდი. მაღაზიიდან ერთად წამოვედით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მისი სახელიც გავიგე მაგრამ უცბად გამიბრაზდა და შუა ქუჩაში დამტოვა.
სახლი რომ მივედი ბიჭები ეზოში ისხდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მათთან მივედი და ვკითხე თუ რაზე საუბრობდნენ, ჩემმა ძმაკაცმა სანდრომ კი მითხრა რომ გოგოების ჩამოყვანა უნდოდათ, ვერ ვიტყვი რომ ეს ამბავი არ მესიამოვნა, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით დიდად ნასიამოვნებელი არ დავრჩი.
ბიჭებმა ლუდისსმა დაიწყეს მე როგორღაც დავაღწიე მათ თავი და ოთახში ავედი, წამოვწექი და უაზროდ დავიწყე ფიქრი, მაგრამ უცბად გამახსენდა რომ ლიზი საღამოს ლალი დეიდასთან აპირებდა წასვლას, ავდექი, ბრიჯი, თეთრი მაიკა კედები ჩავიცვი და სახლიდან გავედი კასტილიც აღარ მჭირდებოდა და სიარულს თავისუფლად შევძლებდი. ლალი დეიდა საკმაოდ შორს ცხოვრობდა, სადღაც 30 წუთში მის სახლთან ვიყავი სალომეს (ლალის შვილი) ბავშვობიდან ვიცნობდი და თითქოს ბედმა გამიღიმა უეცრად სალო კარიდან გამოვიდა მომესალმა გადამკოცნა და სახლში შემიპატიჟა, მეც ზუსტად ეგ მინდოდა და სახლში შევედი, ლაპარაკში გავერთეთ და სადღაც 20 წუთში ვიღაცამ დაიძახა სალომეო, სალომეს დიდი ძაღლი ჰყავდა და როგორც ჩანდა იმ ვიღაცამ არ იცოდა ამის შესახებ ამიტომ კარი შემოაღო და ძაღლიც მისკენ გაიქცა, ეს ვიღაც ლიზი აღმოჩნდა, ლიზიმ კივილი რომ დაიწყო, ფეხზე ავდექი მისკენ გავიქეცი და ძაღლს წინ გადავუდექი, ლიზის გაოცებულ სახეს რომ შევხედე სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე, ლიზიმ კი მხოლოდ ის მკითხა ფეხი მომირჩა თუ არა და პასუხი რომ გამეცა არ მაცადა , კიდევ მკითხა რას ვაკეთებდი იქ, მეც ვუთხარი რომ სალომემ დამპატიჟა. მერე სალომემ დაგვიძახა, გოგოებმა ცივი ყავა დალიეს მე კი მათ ვუსმენდი, იხსენებდნენ ბავშვობას და გულიანად იცინოდნენ. ლიზის სიცილი ძალიან უხდებოდა, მაგრამ ჩემთან კონტაქტში საერთოდ არ შემოდიოდა. ამ ლაპარაკში 10 საათი გახდა და ბიჭებმა დამირეკეს მოდი პონტი ავაგდეთო, დამშვიდობებას ვაპირებდი ლიზი რომ წამოდგა და განაცხადა ჩემი წასვლის დროაო ჩემიც მეთქი, სალომეს დავემშვიდობეთ, ალბად ძაღლის შიში რომ არ ქონოდა ლიზის არც დამელოდებოდა, სახლი დავტოვეთ და უხმოდ გავუყევით გზას, როგორც ჩანდა ქალბატონი ხმის ამოღებას არ აპირებდა მე კი ასე ვეღარ ვიქნებოდი და კითხვების დასმა დავუწყე
-ლიზი, ტბილისში ცხოვრობ?
-კი
-რამდენი წლის ხარ ?
-21
-და კიდევ ერთი რაღაც რო გკითხო შეიძლება?
-კი
-ჩემს მიმართ აგრესიული რატო ხარ?
-საიდან მოიტანე, უბრალოდ ხასიათზე არ ვარ
-5 წუთის წინ კარგ ხასიათზე იყავი
-ახლა აღარ ვარ
-აი კიდევ. კარგი არაუშავს.
ამ დროს სახლთანაც მივედით და ეგრევე მანქანა გაჩერდა იქიდან კი 6 გოგო გადმოვიდა, ლიზიმ გაიცინა და ირონიით მითხრა: ვატყობ დღეს გულაობთ ბიჭები მე კი ვუპასუხე რატომაც არა თქო და წავიდა.
წეღანაც ხომ ვთქვი ეს ამბავი დიდად არ გამიხარდა თქო და არაფრის სურვილი არ მქონდა, ეგრევე ოთახში ავედი ტანსაცმელი ავიღე და მერე აბაზანაში შევედი...

გამარჯობათ როგორ ხართ ? ბავშვებო ვიცი რომ პატარაა მაგარმ ეხლა ამაზე დიდი ვერ დავწერე პირობას გაძლევთ რომ დღეს 12 ის მერე აუცილებლად დავდებ.. გთხოვთ დაწეროთ კომენტარებიი <33 სურათზე ლიზი და ლიკა არიან




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent