შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი III)


20-07-2015, 00:22
ავტორი Nina))
ნანახია 5 339

-უკაცრავად!-ბოხი ხმოთ ჩაიჩურჩულა ლიზას ყურთან ერეკლემ,ლიზა წამით გაჩერდა,ყველა გაქრა ირგვლივ,მოცეკვავე ხალხი,გადატენილი მაგიდები,ბარმენი.ყველაფერი დატრიალდა და მხოლოდ რაც შემორჩა ერეკლე და ვისკი იყო,რომელიც მაგიდაზე იდო,ვოთომ არაფერიო,გავლას აპირებდა,როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა.
<<ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა,ყველაფერი მე ხო უნდა დამემართოს,სირცხვილს-სირცხვილი ემატება>>გაიფიქრა მისით და ერეკლეს გამოწვდილი ხელი დააიგნორა,არა,მაშინ კარგად დაიჭირა! ახლა რა მოხდა!
<<ჯანდაბა,"რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო!">> გაიფიქრა დედისგან ათასჯერ მაინც განაგონი სიტყვები,წამოდგომა სცადა,სადაცაა უნდა ამდგარიყო რომ ისევ აუსხლტა ფეხი და წაიქცა,გაიხდის ახლა ამ მაღლებს და პირდაპირ თავში ირტყამს..

მამაკაცმა კარგად იხალისა ლიზაზე,პირველად გაიფიქრა იგივეს განმეორება უნდა,როგორც წინა ღამით გააკეთაო და ხელის შესაშველებლად აღარ დაქანცულა,უბრალოდ იდგა და უყურებდა გოგოს,რომელიც სირცხვილით იწვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა,გულში კი იატაკზე იწვა ერეკლე და სიცილისგან უკვე მუცელი სტკიოდა.

<<ოღონდ ახლა არ იტირო რა,ოღონდ ახლა არა,გთხოვ ადექი,დალიე ვისკი და გაცილდი აქაურობას>>გაიფიქრა მისთვის და სწრაფად გამოეპასუხა თავისი ალტერეგო,
<<მოინდომა გოგომ მისით ადგომა,გამოგიწოდა მამაკაცმა ხელი,ჩაგეჭიდა,ამდგარიყავი და დაგეიგნორებინა შემედგ>>
<<არანაირად! ნაგავი,აი,ნახე,ახლა წამოვდგები და ზედაც არ შევხედავ,ხალხსაც დავაიგნორებ,მე რომ მიყურებს და რომ ხალისობს,ხვალ დილითვე გავფრინდები!>>მიაწამლა ალერეგო და მესამე მცედოლბაზე წამოდგა,ყველაფერი საოცრება ამ გოგოს უნდა დაემართოს,მეორედ ხედავს მამაკაცს და უკვე რამდენჯერ შერცხვა მის წინაშე,წამოდგა,გასწორდა,კაბა გაისწორა,თმები უკან გადაიყარა და ნელი,ფრთხილი მაბიჯებით დაჯდა ბართან და ვისკი შეუკვეთა.
ერთ ჭიქას,მეორე მოაყოლა და მიხვდა რომ უკვე წასვლის დრო იყო,მიმტანს სთხოვა ჩანთა და მანქანის გასაღები აეღო მისი მანქანიდან და კლუბიდან უკვალოდ და დაუმშვიდობებლად გაქრა,არადა ეს ხალხიც თვითონ შეკრიბა აქ,დასამშვიდობებლად,სუფთა დებილია!
სულელი და შტერი! საჭეს მიარტყა ხელი და შემდეგ ნელი სვლით განაგრძო გზა...

***
კარგად იხალისა გოგონაზე,ამაზე კარგად უკვე დიდი ხანია არ გაუცინია,წამოსვლას აპირებდა თვალი ლამაზმა ყელსაბამმა რომ მოჭრა,ალბათ რომ წაიქცა დაუვარდა,კიდევ ერთხელ გაიხსენდა ორჯერ წაქცევის ინციდენტი და ყელსაბამ-გასაღების ასაღებად დაიხარა.
-ხომ ვამბობ,თანამედროვე კონკია-ჩაიბუტბუტა მისთვის და ახარხარებულ გივიკოსა და ბიჭებს დაუბრუნდა.

***
საკუთარი თავის ლანძღვით გამოათრია კარადაში მდგომი ჩემოდანი და რაც სჭირდებოდა და არ სჭირდებოდა ყველა ტანსაცმელი საგულდაგულოდ დაკეცა და ჩაალაგა,როცა მიხვდა რომ ჩემოდანი არ იკეტებოდა ყველაფერი ამოყარა და ამჯერად დალაგებულად ჩააწყო ის რაც რეალურად შეიძლებოდა პირველი ერთი კვირა მაინც დასჭირვებოდა,მერე გაივლის და იყიდის იქ ყველაფერს,რას მოაკლებს ან აქსანა,ან მამუკა!
"უკვე მერამდენედ შერცხვი!"-დაისისინა ალტერეგომ.
"ჯანდაბა,ერთხელ მაინც რომ მოკეტო შეგიძლია?!"-გამოეპასუხა საკუთარ თავს
"აღიარე რომ სიმპატიურია!"-სრულიად სხვა კუთხით წამოიწყო საუბარი ალტერეგომ
"თავში ავარდნილი მამიკოს ბიჭია!"-დაუსისინა ალტერეგოს
"საშინლად სიმპატიური,რომელმაც დაგიწუნა და ხელი გკრა!"-მწარე ადგილას ჰკრა ფეხი ალტერეგომ
"თვითკმაყოფილი მაიმუნია!"-დაისისინა და როდესაც მიხვდა რას აკეთებდა თავი მაგრად გააქნია და წაბარბაცებულმა ისევ იატაკზე მოადინა ზღართანი.
ერთი დღისთვის ეს უკვე მეტისმეტია! რას ვერჩით ამ გოგოს!
წყალი გადაივლო,საათი ღამის სამს უჩვენებდა,ძილს აპირებდა,როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
"მამი,ახლა არ გაღვიძებ,დარწმუნებული ვარ ბარგი ჩალაგებული გაქვს,ხვალ პირველზეა ფრენა,მანამ აუცილებლად დაგირეკავ და გაგაღვიძებ,მიყვარხარ ძალიან!"- გაეღიმა მამის ყურადღებაზე და მზრუნველობაზე და ყველაფერი გადაავიწყდა,როდესაც გააცნობიერა რომ ხვალ საყვარელ,ბუნჩულა მამიკოს ლოყებს დაუკოცნიდა და დედის ალერსსა და თმის ფერებაში გატრუნულს ჩაეძინებოდა. ეს კომფორტი დიდი ხანია მოაკლდა და სულ მალე ყველა დღეს აინაზღაურებს. ფიქრებში გართულს წვიმის ხმა რომ მოესმა,თან შხაპუნასი, მთლად გადაირია,ასეთი დღის შემდეგ წვიმამ ხასიათზე მოიყვანა..
ზაფხულის შხაპუნა წვიმა თავისი საოცრებანით.
ყოველთვის უყვარდა წვიმის წვეთებზე ცქერა, თუ როგორ უროგოდ ეხეთქებიან მშრალ ასფალტს.
ასეთ დროს ფანჯრის რაფაზე ჯდომა ზედ გამოჭრილია,
გამოუსწორებელი რომანტიკოსი?!
რა შუაშია!
სძულს,გმობს-რომანტიკას!
წვიმის წვეთებზე,
წვიმაზე,
და წვიმის შემდეგ დარჩრნილ სუნზე კი გიჟდება.
ეს ზაფხულის წვიმა კიდევ ხომ საოცრებაა!!
მერე-და უბრალო წვიმა?!
შხაპუნა,კოკისპირული.
ასფალტზე მოცეკცავე წვეთები,
თავის დაკრულ მელოდიაზე რომ ქაოტურად მოძრაობენ და უწესრიგოდ ცეკვავენ.
ერთი,ორი წვეთი ფანჯრის გარეთა რაფასაც ეცემა და მას მოდევნებული რამდენიმე წვეთად ქცეული წყალიც რომ სახეზე გეპკურება - საოცრებაა! ამაზე მეტი სილაღე რაღა უნდა იყოს!
დაუფიქრებლად რომ გაჰყოფ ხელს და ცდილობ წვიმის წვეთებს სახე შეუშვირო,თავი ცოცხლად და თავისუფლად რომ იგრძნო.
მაინც ვერ ხვდება,სად პოულობს ბუნება ამდენ საშუალებას საშინელი დღის საოცრად დაგვირგვინებისთვის.
ერთი კია,
სულ არ ეჩვენება ამ წუთას წვიმა დარდის მსგავსად,პირიქით,უფრო ლაღი და მხიარული ეჩვენება.
ჰო,
ალბათ შემოდგომისებური ხასიათის ბრალია.
ეს შემოდგომა რა მოსატანია ამ ზაფხულს..
მშვიდად შეწვა ლოგინში და ემოციებისაგან ფიზიკურად და სულიერად გადაღლილს მშვიდად ჩაეძინა.

***
აი,ერეკლე ცოტა განსხვავებული თემაა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ოთახში გამეფებულ სურნელზე ჭკუიდან იშლებოდა და მისი პატრონი რომ ახსენდებოდა რაღაცნაირი გრძნობები იპყრობდნენ.
ბავშვურია ეს გოგო,არადა თინეიჯერულ ასაკს მგონი დიდი ხანია გაცდენილი უნდა იყოს,რაღაცნაირია,უნდა იფიქროს რომ გასაზრდელია,მაგრამ ის ღამე უდგება თვალწინ და ქარაფშუტად უფრო ეჩვენება,ვიდრე ბავშვურად,იქნებ ყვეალს ასე დაზდევს და ვინ იცის მერამდენეა ერეკლე,ნერვები რომ მოეშალა საკუთარ ფიქრებზე,ოთახში გაბატონებული სურნელი ხარბათ შეისრუტა და დილის ექვსზე ძილს მიეცა.

***
ლაღად წამოდგა ფეხზე,ასეთი გახარებული დიდი ხანია არ ყოფილა,ასეთი მიზეზი ალბათ ორი წელია არ ჰქონია და მაგიტომ,დღეს დედ-მამას ნახავს,გულში ჩაიკრავს ორივეს და მათი კოცნით გულს იჯერებს,აუცილებლად მოუყვება აქსანას დათუნაზე,თორემ უკვე ლოდად ადევს,წინათ იკითხა კიდევაც დათუნაც და ნინიკოც,პირდაპირ არ აჯახებს როგორც იყო,მაგრამ აუცილებლად მოუყვება,ოჯახში საიდუმლოებები თითქმის არ აქვთ,ასეთი კი მითუმეტეს,უბრალოდ ერეკლეს შესახებ არაფერს იტყვის.

"ჰაჰა-ბოროტულად ჩაიცინა ალტერეგომ-მაინც გაიხსენე ხომ შენი პრინცი"
"ჯანდაბაშიც წასულხართ შენც და ის თვითკმაყოფილი მაიმუნიც!"-ახლა ნამდვილად ჯანდაბაში ისროლა ერეკლეზე ფიქრები და ნელ-ნელა მზადება დაიწყო,იქვე დადებული შავი მაისური ,გარედან პერანგი გადმოაცვა,შორტები ჩაიცვა, სახის დამატენიანებელი კრემი წაისვა და თმები გაიშალა.სახლში არ შეჭამს,გავა სადმე და დატკბება თბილისში დარჩენილი რამდენიმე საათით,ფრენამდე ჯერ კიდევ არის ორი საათი.
მანქანაში მოთავსდა,როდესაც ტელეფონი აწკრიალდა.
-მამიი,ვნახე შენი შეტყობინება,მზად ვარ უკვე და მანქანაში ვზივარ,კაფეში გავივლი და კივირთმევ რამეს,ბოლოჯერ გადავხედავ თბილისს-გაიღიმა და მიხვდა მამამისიც რომ იღიმოდა
-ვიცოდი,ჩემო ლამაზო,ბინაზე რა ქენი?
-ნუნუკას ჩავაბარე,მამიკო,მაგაზე უკეთესს ვის ვიპოვნიდით?-თვალებში სითბო ჩაეღვარა მისი ნათლია ნუნუკა რომ გაახსენდა,ორმოცდა ხუთი წლის არის და ისეთ ჯანზეა იცოცხლე,შენი ჭირიმე რააა.იქვე ახლოს ცხოვრობს და გადაწყვიტა მანქანაც მისთვის დაეტოვებინა,აეროპორტში გადადცემს რომელიმეს და ისინიც მიუყვანენ.
მამას ესაუბრა ცოტახანი და მერე გათიშა,როდესავ კაფეს მიუახლოვდა,მსუბუქად დანაყრდა და აეროპორტის გზისკენ აიღო გეზი,საყვარელ კაფეში სელფიც გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა,სახელწოდებით: "სელფი გამგზავრებამდე,მომენატრებით ყველანი."

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი III)


ქართული ნომერი გამორთო და საგულდაგულოდ შეინახა,რომ ჩამოვა ხომ დასჭირდება არა? უკვე რამდენი წელია ეს ნომერი აქვს.

თვითმფრინავში ზის და ახლა აქვს დრო ძილისთვის,მაგრამ ძილს სანამ მიეცემა ფიქრისთვისაც აქვს დრო,ძირითადად ფიქრებში გართულს ეძინება ხოლმე,ახლაც ასე დაემართა ზუსტად,დათუნაზე ფიქრებში იყო გართული,ფიქრობდა თუ რატომ არ დაურეკა და შერიგება არ სთხოვა.
დავიჯერო აღარ უყვარდა?
საერთოდ უყვარდა კი?!
რაღაც საეჭვოდ სდუმს ონიანი.
ისევ ონიანზე ფიქრობდა ძილისპირული რომ მოვიდა და გუშინდელ დაღლილობამ რომ დღეს შემოუტია და ბურანში გაეხვია.

აეროპორტში მამუკა და აქსანა დახვდნენ,მათი დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა და ამდენი წლის მონატრება და სიშორე მთელი ნახევარი საათის ტირილით ამიგმინა.

-გეყო ამდენი ტირილი,თორემ ხვალ წვეულებისთვის გაბერილი თევზივით იქნები-თმებზე ხელი მოუსვა დედამ
-დედიკო,როგორ მომენატრე რომ იცოდე-მის კისერში ცხვირ-ჩადებული ლუღლუღებდა და ბედნიერების წამებით ტკბებოდა.
-ამას შეხედეთ ერთი,მე არ მოგენატრე?
-მამიკო,შენც მომენატრე,შენ როგორ არ მომენატრე აბა?-ახლა მამის კსიერში გადაინაცვლა და ხან დედას კოცნიდა მარცხენა ლოყაზე,ხან მამას-მარჯვენაზე.
-ჩემი დედოფალი და ჩემი პრინცესა,ორივე ჩემთანაა!ბედნიერივარ!-თვალებში სრულყოფილი ბედნიერების სხივი აუკიაფდა მამუკას,აი,რა აკლდა თურმე მთელი ორი წელი სრულფასოვან ბედნიერებამდე!

-დე წვეულებაო,ესაო,ისაო,რა ხდება?-როდესაც გული ბოლომდე იჯერა მათი მოფერებით,მამას ფეხები დააწყო დივანზე მოკალათებულს და დედას თავი დაადო და ანიშნა ისე მოეყოლა,რომ თმებისთვის ხელი არ მოეცილებინა.
-დე,უკვე რამდენი ხანია მთხოვენ შენს გაცნობას ჩემი კოლეგები,ჟურნალისტები და რადგან ჩამოხვედი შენს საპატივცემულოდ წვეულებას ვაწყობთ,მე და მამაშენი,თან მამაშენის პარტნიორებიც იქნებიან ძმაკაცებიც,ჩემი დაქალებიც,ჟურნალისტებიც,მოდის სამყაროს პირველი წევრები,დიზაინრები და ასე შემდეგ.
-დეე და კაბა?-თავი წამოსწია ანერვიულებულმა
-ელი სააბმა ახალი, ულამაზესი კოლექციიდან კაბა გამოგზავნა,სპეციალურად შენთვის-ამაყად წარმოსთქვა აქსანამ და შვილს ანიშნა საწყის პოზას დაბრუნებოდა.
-დეე,რომ არ ჩავიცვა ეწყინება?-ტუჩზე იკბინა ლიზამ,ყოველთვის ასე შვებოდა,როდესაც ნერვიულობდა
-რას ქვია არ ჩაიცვა?ეწყინება და მერე როგორ,თვით სააბმა გამოგზავნა,შენთვის-ნაწყენი ტონით უთხტა შვილს,მაგრამ ხმისთვის წამითაც არ აუწევია,არასდროს იყვირია ლიზათვის,ყოველთბის დაქალივით იყვნენ დედა-შვილი,არც ახლა აპირებდა,მითუმეტე ორი წლის შემდეგ პირველად ნახა.
-დე,შენი კოლექციიდან ერთ-ერთი კაბის ჩაცმა მინდა-თავის სიტყვაში დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლიზამ და მშობლებს გული სიამაყით აევსოთ,მის გულწრფელობაში არც ერთს შეჰპარვია ეჭვი,არ უთქვამს ლიზას ეს დედის გულის მოსაგებად,უნდოდა დედის გამართულ წვეულებაზე დედამისი კაბა ჩაეცვა და სწორედ მაგიტომ თქვა.
არასდროს ყოფილა პირფერი,
მითუმეტეს მშობლების მიმართ.
არ უნდოდა ახლა ჩაეცვა სხვა დიზაინრების კაბები,როდესაც დედა ჰყავდა დიზაინერი და ამაყობდა მისით და ძალიანაც მსოწონდა აქსანას კოლექციის კაბები,ერთი,კრემისფერი განსაკუთრებით.
რატომ უნდა ალაპარაკოს სხვები? მისი შვილი აე იცმევს და სხვამ რატომ ჩაიცვასო?!
სიამაყით იყო მამუკასა და აქსანას გული სავსე,ასეთი ღირსეული შვილი რომ აღზარდეს.
დიდხანს ეფერებოდა დედა თმებზე,მერე მამამ თავი მუცელზე ჩამოადო და ისიც გემრიელად მოთავდა დივანზე,ხარბად შეიყნოსა საყვარელი მამაკაცის სურნელი,რომელიც ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო,რომელშიც დარწმუნებული იყო რომ არასდროს ატკენდა გულს და უდიდესი კომფორტის გრძნობაში,მგზავრობისგან მოთენთილსა და დაღლილს,დივანზევე ჩამოეძინა,მამაზე მჭირდოდ ჰქონდა ხელი მკხვეული.
დედა კი განაგრძობდა ლიზას თმების თამაშს და ტკბებოდა ამ ლამაზი წუთებით...


ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი III)


ესეც ლიზა აეროპორტში.


-----
მგონი საკმაოდ კარგი თავი გამოვიდა..
გადავწყვიტე ცოტა მხიარულიება არ აწყენდა და რამდენიმე სულელობა ჩავადენინე ლიზას,იმედია არ მიწყენთ.
მადლობა ღამის მუზას.
დილის ოთხზე დავიწყე და დილის ექვსის ნახევარი იყო რომ დავასრულე.
აწი,საკმაოდ საინტერესო თავები მოდის.
ბევრი სიურპრიზი გელით წინ.
მადლობა რომ კითხულობთ.
სიყვარულით,ნინუცი. love



№1  offline წევრი milangirl

საინტერესი ისტორიაა. ინტერესით ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent