დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად შეცვალა 5
ლიზის თვალით: სალომესთან რომ მივედი ლუკა იქ დამხვდა, ძალიამ გამიხარდა, მაგრამ გადავწყვიტე მისთვის ხმა არ გამეცა და ასეც მოვიქეცი. ბოლოს სახლთან რომ მივედის ლუკას სახლთან მანქანა გაჩერდა მანქანიდან 6 გოგო გადმოვიფა არვიცი რატომ მაგრამ საშინლად ვიეჭვიანე. ხო მართლა ნიკა იმდღესვე წავიდა თბილისში, ხოლო ლიკამ კი სალომესთან წამოსვლად ძილი ამჯობინა. ოთახში ავედი და ეგრევე ფანჯარასთან მივედი, ფანჯარა რომ გავაღე დახმაურდა და ლიკას გაეღვიძა, მერე მოვუყევი ყველაფერი და გადავწყვიტეთ აივანზე დავმსხდარიყავით და იქიდან გვედევნებინა თვალი რა ხდებოდა იმ სახლში სადაც ლუკა იმყოფებოდა, თან ორივეს გვეცინებოდა ჩვენს საქციელზე. ამ ღამემ ჩვეულებრივად ჩაიარა.მეორე დღეს ბებო დამადგა თავზე და წამომახტუნა, მე მეგონა 12 საათი მაინც იქნებოდა მაგრამ ჯერ მხოლოდ 9 საათი იყო, ბებომ მითხრა ხელ-პირი დაიბანე და სამზარეულოში ჩამოდიო, მეც მასე მოვიქეცი და სამზარეულოში ჩასულს მახარა რომ ქადები უნდა გამომეცხო, ვიცოდვილე რაღაცეები და საბოლოოდ ლამაზი და გემრიელი ქადები გამომივიდა, და ბოლოს მითხრა თეფშზე დააწყვე და ჩვენს მეზობლებს გააწოდეო, ამდროს ერთ ქადას ვაგემოვნებდი და რამის ყელში გადამცდა ბებოს თავი დავუქნიე კარგი მეთქი და ეგრევე ლიკასთან ავედი, გავაღვიძე და ეს რომ ვუთხარი რამის მოკვდა სიცილით. თან ვემუდარებოდი გამომყოლოდა, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. როგორც ჩანდა იმ ბიჭებთან მისვლა მარტოს მომიწევდა, მაგას ალბად მერჩივნა მოვმკვდარიყავი, მაგრან არჩევანიდ წინაშე არავინ მაყენებდა, ამიტომ იძულებით გავამზადე თეფში და გასატანად წავედი, თან ვფიქრობდი ახლა ის გოგოებიც იქ რომ იყვნენ თქო სახლამდეც მივედი და რადგან მხოლოდ ლუკას სახელი ვიცოდი, მისი სახელი დავიძახე, მაგრამ ლუკას მაგივრად ვიღაც ორი ბიჭი გამოვიდა და ჩემს დანახვაზრ ფერი შეეცვალათ მაგრამ მალევე დამიწყეს ღადაობა და იმ დღეს იხსენებდნენ აივანზე რომ გამოვედი, უკვე წამოსვლას ვაპირებდი ლუკას ხმამ რომ მომაბრუნა, მოიცადეო მეც გავჩერდი, ბიჭებს რაღაც გადასჩურჩულა და ისინიც შიგნით შევიდნენ. ლუკამ კიბეები ჩამოიარა და ჩემსკენ წამოვიდა თან კითხვებს მისვამდა: -ლიზი აქ რამ მოგიყვანა? -იცი ლუკა ჩემი ნება რომ ყოფილიყო სულ არ მოვოდოდი, ბებომ გამომატანა ეს ქადენი თქვენთან. ლუკამ ქადებს დახედა, ტუჩები გაილოკა და ერთცალს დასტაცა ხელი. როგორცვე ჩაკბიჩა სახეზე დაეტყო რომ ძალიან მოეწონა, მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ისე დაიქუხა. ქუხილის ბავშვობიდან მეშინია მეკი იმხელა ხმაზე დავიყვირე ქადა ხელიდან გაუვარდა მერე ისეთი წვიმა დაიწყო რომ გარშემო აღარაფერი ჩანდა. ლუკამ ხელზე ხელი ჩამჭიდა და სადღაც მიმარბევინებდა, სულ მალე კი მის სახლში აღმოვჩნდი. ლუკამ მითხრა: -აქ იყავი და ახლავე დავბრუნდები. -არა არა, წავალ მე. -ლიზი !! მეც სხვა რა გზა მქონდა ვიდექი და ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა ლუკა. სადღაც ორ წუთში პირსაწმენდით და ტანსაცმლით დაბრუნდა ხელში. სულაც არ მციოდა მაგრამ ჩემზე რომ ზრუნავდა ძალიან მსიამოვნებდა. ჩემთან ახლოს მოვიდა, ალბად ლუკა პირველი ბიჭი იყო ვინც ასე მომიახლოვდა, პირსაწმენდი შემომახვია და ტანსაცმელი ხელში შემომაჩეჩა, და მითხრა: -იქ ჩემი ოთახია შეგიძლია შეხვიდე და გამოიცვალო, ეგ ჩემი ბიძაშვილის ტანსაცმელია იმედია მოგერგება. -არა მადლობ, ახლა მალე წავალ არ არიდ საჭირო -კარგი რა ლიზი, ხო შეიძლება როგორც მეგობრები მასე ვიყოთ, მიდი მიდი გამოიცვალე, მეც სხვა რა გზა მქონდა ოთახში შევედი და სველი ტანსაცმელი გავიხადე. ჯინსის შარვალი და ყვითელი მაისური ჩავიცვი და ოთახ დავტოვე. რომ გამოვედი ლუკას ხელები ჯიბეში ქონდა ჩაწყობილი და ფანჯარაში იყურებოდა მეც მასთან მივედი გვერძე დავუდექი და გარეთ გავიხედე. ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. -ხო ლიკ. -გოგო სად ხარ აქამდე? კაია მანდ? - გოგო გარეთ არ იყურები? ამ თავსხმა წვიმაში როგორ გამოვიდე, თან ხომ იცი ქუხილის როგორ მეშინია. -მერე ის ჯელტმენი სადაა? ვერ გამოგაცილებს? -ოო მოვალ ნუ გეშინია აქ არ დავრჩები. საუბარი დავასრულე და ლუკა ისევ მომიახლოვდა -ვის ელაპარაკებოდი? -ჩემს დაქალს. -აქაა? -კი. - რატომ არ წამოვიდა? -და რატომ უნდა წამოსულიყო, იმ ერთ თეფშს მეც დავძრამდი როგორმე. -კარგი კარგი. -მისმინე შენი მობილურის ნომერი ჩამაწერინე (ლუკა) -რათ გინდა? (მე) -რაიცი რახდება მეზობლები ვართ. -მეც აღარ გავჯიუტდი და ნომერი ჩავაწერინე. ამ დროს კი წვიმამ გადაიღო და ჩემი წასვლის დროა თქო განვაცხადე. ლუკაც აღარ შემეწინააღმდეგა. კარებში ვიყავი რომ მივაძახე, ტანსაცმელს გავრეცხავ და გამოგაწვდითქო. პასუხს აღარ დაველოდე და წავედი. სახლში რომ მივედი ბებო და ლიკა რაღაცაზე საუბრობდნენ და მერომ დამინახეს სხვა ტანსაცმელში საუბარი გაწყვიტეს. -კი მაგრამ ბებო სახლიდან სხვა ტანსაცმელით არ წახვედი? -კი ბებო, სულ დამისველდა ყველაფერი და თუ არ ვცდები ლუკამ მომცა ესენი. მეტი აღარაფერიბ უთქვამთ, მე ოთახში ავედი და დედას დავურეკე. -დეე როგორ ხარ? -კარგად შენ დე? -რავი მეც კარგად. მამა როგორ არის? -რავიცი კარგად თითქმის სულ გასულია სახლიდან. (ხომართლა მამაჩემი ექიმია და თითქმის სულ დაკავებულია) -აუუ მომენატრეთ. -მეც დედიკო. ბებ და ლიკა როგორ არიან? -კარგად, კაი დეე ეხლა უნდა ჩავიდე ქვემოთ. -კაი მიდი გკოცნი. დაბლა ჩავედი, იმის მიუხედავად რომ 11 საათი იყო ლიკა საჭმელს ჭამდა, მეც მივუჯექი და ერთსდ დავაგემოვნეთ ბებოს გამზადებული საჭმელები. მერე ოთახდი ავედით, ლეპტოპში "the best of me" ჩავრთეთ და ბევრიც ვიტირეთ. სადღაც 2 საათი იყო sms რომ მომივიდა, რომ გავხსენი უცხო ნომრიდან იყო და მწერდა: რას აკეთებ? მე ეს არ მესიამოვნა და მივწერე რომელი ხარ მეთქი. არადა ზუსტაფ ვიცოდი ლუკა რომ იყო. -ლუკა ვარ შენი მეზობელი. -ა ხო დამავიწყდა ნომერი რომ მოგეცი. -არაუშავს, ახლა ხომ გაგახსენდა. ვერ მივხვდი ამაზე რაუნდა მიმეწერა და აღარაფერი მივწერე. ხუთ წუთში ისე. მომივიდა sms. -დაგეძინა? -არა არა მღვიძავს. -კარგია. შეგიძლია ცოტახანს აივანზე გამოხვიდე? -რავიცი კი. ავდექი ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. ლუკა იქ იყო უკვე. -ორი წუთი მიყურებდა და მათვალიერებდა ხოლო მერე კი მანიშნა მობილური მენახა. მობილური შიგნით დავტოვე შევედი და გამოვიტანე sms გავხსენი და ეწერა. "რალამაზიხარ" თვალებში რომ შევხედე იცინოდა. მე არ ვიცოდი რაუნდა მექნა და ოთახში შევედი ამ დროს კი ისევ sms მომივიდა. -ახლა ვნახე ამინდი, ხვალ მზეა და არგინდა შენ შენი დაქალი მე და ჩემი ძმაკაცი მდინარეზე წავიდეთ? -რავიცი მოვიფიქრებთ. -კარგი მაშინ. -ძილინების. -ძილინების. მეტი აღარ მოუწერია მეც მალევე ჩამეძინა დილით რომ გავიღვიძე sms დამხვდა. "დილამშვიდობის" მეც მივწერე დილამშვიდობის თქო. -აბა მოიფიქრეთ რას ვიზამთ დღეს? -არა ჯერ, ახლა ვეტყვი ჩემს დაქალს და პასიხს გაგაგებინებ. -კაი გელოდები. დაბლა ჩავედილიკა უკვე ამდგარი იყო, გვერძე გამოვიყვანე და ვკითხე რას ფიქრობდა მდინარეზე წასვლის შესახებ, თავიდან გაეცინა შემდეგ გამომცდელი მზერა მომავლო და მკითხა მინდოდა თუ არა წასვლა მეთვითონ. ლიკასთან ტყუილი არ გამომივიდოდა ამიტომ პატარა ბავშვივით ამოვილუღლუღე: -ხომინდა გავერთობით ცოტას. -აჰაა ასეც ვიცოდი რომ გინდოდა , რადგან შენც გიმდაბდა არაფერს არ ვაკეთებთ სახლში წავიდეთ. მე ძალიან გამიხარდა ეგრევე ტელეფონი ავიღე და ლუკას მივწერე. -ვუთხარი ჩემს დაქალს და თანახმაა წამოვალთ. -ძალიან კარგი 4 საათისთვის მზად იყავით მოგწერ. მე პასუხი აღარ დამიბრუნებია მომზადება დავიწყეთ, სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მიხაროდა ის რაც ხდებოდა მაგრამ მიზეზს ვერ ვიგებდი. რაც ლუკა გავიცანი მასთანაც და საკუთარ თავთანაც უამრავი კითხვა მიჩნდებოდა უამრავ ახალ შეგრძნებას ვგრძნობდი. ისეთს ადრე რომ არ შემეგრძნო. ეს სიახლე იმდენად ახალი იყო ვერ ვიგებდი უნდა მომწონებოდა თუ არა. ფაქტი ერთი იყო შინაგანად ის აღარ ვიყავი ვინც ადრე... ოთხი საათიც გახდა მე და ლიკა უკვე მზად ვიყავით. ორივეს მოკლე შორტები გვეცვა, მე შავი მაისური მეცვა ლიკას კი თეთრი, ფეხზე ორივეს კედები გვეცვა, მე თმა გავიშალე იმან შეიკრა. მოკლედ მდინარეზე წასასვლელად მზად ვიყავით. გარედან ბებოს ხმა შემოგვესმა გვეძახდა რომ დაბლა ჩავსულიყავით.დაბლა რომ ჩავედით ეზოში ლუკა იდგა ვიღაც ბიჭთან ერთად. -ეს ილიაა ძემი ძმა. ილია გავიცანით და მერე ლუკად ვკითხე აბა ჩემო ძმაკაციო? -არ ეცალა, და ჩემი ძმის რა გაქვს საწინააღმდეგო. -არა რაუნდა მქონდეს საწინააღმდეგოუბრალოდ ვიკითხე. მისმა პასუხმა გამაღიზიანა. -აუ ლიზი ნუ ხარ ბრაზიანი გეხუმრე გოგო მეც აღარაფერი ვთქვი და გზა გავაგრძელეთ. მდინარეზე სადღაც 20 წუთში მივედით. მისვლისთანავე ლუკამ და ილიამ მაისურები გაიხადეს და შორტებით გადახტნენ წყალში. მე და ლიკამაც გავიხადეთ ჯერ მაისურები ხოკო მერე კი შორტები. მე სულ შავი კუპალნიკი მეცვა ლიკას კი თეთრი, მოკლედ ორივე ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. შემთხვევით ბიჭებისკენ შევბრუნდი და ლუკა მიყურებდა, ცოტა დავკომპლექსდი და ეგრევე წყალში გადავხტი, ჩემთვის რომ არ ეყურებინა. ლიკაც ჩამოხტა და ილიასთან ერთად ცურავდა. მხოლოდ მე და ლუკა ვიდექით ერთმანეთისგან შორს . ცოტახანში ასე უაზროდ ყოფნა მომბეზრდა და გადავწყვიტე მაღლა ავსულიყავი, იქვე კარგი მზიანი ადგილი ავარჩიე და მზეს მივეფიცხე. ალბად 5 წუთიც არ იყო გასული ვიღაცამ ხელში რომ ამიყვანა და კივილის დაწყებას რომ ვაპირებდი დავინახე რომ ის ვიღაც ლუკა იყო, ამიტომ ძალიან მაგრად ჩავეხუტე და ორივე ერთად გადავხტით წყალში... თავი ისე მოვაჩვენე ლუკას რომ ვითომ მეშინოდა და ისიც მეხუტებოდა. ასე ვიყავით ჩახუტებულები თავზე მამაჩემი რომ დაგვადგა... ------------------- ესეც მე-5 თავი საერთოდ არ წეერთ კომენტარებს გთხოვთ დაწერეთ ვინც კითხულობთ <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.