შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(16 ნაწილი)


20-07-2015, 11:51
ავტორი ანკა
ნანახია 5 519

მთელი დღე მე და ვიკა ლუკას წინ და უკან დავათრევდით მაღაზიებში. ნამდვილად არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა შესაფერისი ბეჭდის პოვნა. სად აღარ ვიყავით, თუმცა ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები: უნდა ყოფილიყო ლამაზი და არ უნდა ჰქონოდა „ცეცხლის ფასი“. მართალია ეს ორი რამ ერთად რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ჩვენც იმ ერთადერთს ვეძებდით.
-აუ ნინი, კარგი რაა!.. შენ მაინც არ გეცოდები?! და-ვი-ტან-ჯე - დაგვიმარცვლა მობუზღუნე ლუკამ და უკან აგვედევნა
-ბიჭო რამდენს ბუზღუნებ შენ კიდე რა ოჰჰ!!! - ამოიოხრა ვიკამ და მორიგი მაღაზიის კარი შეაღო.
-მე რა გიყო აბა ლუკა ჰა? - მივუბრუნდი და თბილად გავუცინე - ეგეთი ადვილი არაა ლამაზი ბეჭდის ყიდვა
-ვიცი ვიცი ხოო... - მიპასუხა მობეზრებულად და ბეჭდებს თვალი მოავლო
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მოგვიახლოვდა საშუალო ხნის ქალბატონი და თბილად გაგვიღიმა,
-საქორწილო ბეჭედს ვეძებთ. რამე ორიგინალური გვინდა, თუმცა ფასი რაც შეიძლება დაბალი - აუხსნა ვიკამ და თან თვალიერება განაგრძო.
-რამდენიმე მოდელი მაქვს, მხოლოდ თითო-თითო ცალი. თუ დაინტერესდებით, შემიძლია გაჩვენოთ
-გვანახეთ - გავუღიმე და მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.
-აქეთ წამობრძანდით - ვიწრო გასასვლელს გაუყვა და ერთ ვიტრინასთან შეჩერდა. - აი ესენი. მოგწონთ?
-ამმმ... რავიი... - სახე დამანჭა ვიკამ
-ვიკუუშ, აი ეს ლამაზია - თითით ანიშნა ლუკამ რომელიღაცაზე და მის რეაქციას დაელოდა. მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ფაქტია, რომ იქ არაფერი საჩვენო არ იდო, ამიტომ თვალიერება განვაგრძე.
-ლუკა კარგი რაა!.. ეს თათას არ მოეწონება - ამოიბუზღუნა ვიკამ
-რა არ მოეწონება გოგო, ეს მე რო მაჩუქო მე გამოგყვები ცოლად! - შეიცხადა ლუკამ და ბეჭედს მოჭუტული თვალით გახედა
-მასხარა ხარ რა! - გაეცინა ვიკას და ჩემკენ წამოვიდა - ნახე რამე ნიინ?
-ჯერ-ჯერობით ვერა - ვუპასუხე ყურებჩამოყრილმა და გასასვლელს გავხედე - წამოდი რა წავიდეთ! აქაც არაფერი არაა, რომ ყოფილიყო დავინახავდით!!! - ჩავილაპარაკე დანანებით და გასასვლელისკენ დავიძარი. ლუკა და ვიკაც მე მომყვნენ. კარი გავაღე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემგან მარცხნივ დავინახე რაც დავინახე! ძალიან ლამაზი ბეჭედი!
-ვაიმე!! ვიკა ეს ნახე!!! - მაშინვე ვიტრინასთან მივვარდი და თითი მისკენ გავიშვირე
-ვაუუ!!! - გაოცდა ვიკაც და თვალები გაუფართოვდა
-ეს რა ღირს? - ჰკითხა კონსულტანტ ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ გვემსახურებოდა
-1000$ - გვიპასუხა და დაამატა - სხვათაშორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალი მოდელია

აკრძალული ხილი(16 ნაწილი)


-ვიღებთ - წამოიძახა ვიკამ მხიარულად და მე გამომხედა - ისე ფასი კია ცოტა დიდი და ვერ დაგვიკლებთ? - ქალს მოჭუტული თვალებით შეხედა იმ იმედით, რომ ცოტას მაინც დაგვიკლებდა.
10 წუთიანი ვაჭრობის შემდეგ ვიკამ იმდენი მოახერხა, რომ იმ ქალს ბეჭედზე 50$ დააკლებინა. დიდი არაფერი, თუმცა ვიკა ისე ამაყობდა, გეგონება მთელი ცხოვრების დანაზოგი გადაარჩინა დახარჯვასო.
-ჩემო პატარა, რა ქენით, იყიდეთ ბეჭედი? - ტელეფონზე ბაჩომ დამირეკა და ჩემი საყვარელი თბილი ხმით მკითხა
-კი, ახლა გამოვედით მაღაზიიდან. ჩიტზე რა ქენით?
-ეგეც ვიყიდეთ. თემოსთან გამოდით, მანდ ვართ
-კარგი
-გელოდები, მიყვარხარ
-მეც - ვუპასუხე და გავთიშე.
-ბავშვებო, თემო და ბაჩო თემოსთან არიან და იქ გველოდებიან - მანქანაში ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და ლუკამაც მანქანა დაძრა
-რაო ჩიტზე - იკითხა ლუკამ და გზას გახედა
-იყიდეს და თემოსთან ყავთ
-აუ როგორ მაინტერესებსს! - თქვა აჟიტირებულმა ვიკამ - მაგრამ მე რო დღეს ვივაჭრეე... - წამოაყრანტალა ისევ და ამაყად გაიჯგიმა სკამზე
-ფრთხილად მანქანის ჭერს თავი არ აარტყა - გაუცინა ლუკამ და ენა გამოუყო
-შენ გირჩევნია გზას უყურო! - შეუბღვირა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა - და არ ინერვიულო, შენს ჯართ მანქანას არაფერს ვუზამ! - დაამატა დაცინვით
-რა არის გოგო ჯართი?! - შეიცხადა მაშინვე - ჩემი მანქანაა ჯართი ხო?! - ჰკითხა და წარბი აზიდა
-დიახ, შენი! აბა სხვა ვის მანქანას ხედავ აქ! - ხელები ჰაერში აიქნია და ირგვლივ მიმოიხედა იმის საჩვენებლად, რომ გარშემო მართლაც არავის მანქანა არ იყო
-ვაი შე ქაჯოო! - ჩაილაპარაკა დანანებით და ვიკასგან ხელის წამორტყმაც დაიმსახურა თავში
-ბიჭო შენ წესიერად მელაპარაკე! - გაკაპასდა ქალბატონი
-შენ კიდე ხელები დაიმოკლე - არ დააკლო არც მან და მანქანის მართვა განაგრძო. აი ასეთ ჩხუბსა და აყალ-მაყალში მივაღწიეთ თემოს სახლამდე. ჩიტის ჭიკჭიკი ეზოშივე გავიგე და მეც აჩქარებული ნაბიჯით გავუყევი ბილიკს
-აბა ჩიტი?! - ვიკითხე მოუთმენლად და ოთახს თვალი მოვავლე. ერთ კუთხეში დიდი ოქროსფერი გალია იდგა და შიგნიდან წითელი თუთიყუში ინტერესით მაკვირდებოდა.

აკრძალული ხილი(16 ნაწილი)


-აგერაა ეს ბანდიტი - თქვა თემომ უკმაყოფილოდ და ხელი ჩიტისკენ გაიშვირა
-ბანდიტი რატო?! -გავიკვირვე და გალიას მივუახლოვდი - აუ რა საყვარელიაა - კარი გამოვაღე და ჩიტს გულზე მივეფერე. ისიც სიამოვნებისგან გაირინდა
-აა, გოგო გიკბენს ან გამოფრინდება - თემო ერთ ადგილას შეხტა და გალიას მივარდა. მაშინვე ხელი გამომაყოფინა და კარი დაკეტა
-რაიყო? არსად არ მიფრინავდა - გამეცინა და ბაჩოსკენ წავედი
-ცოტა ხნის წინ თემო და ჩიტი ჩხუბობდნენ - მითხრა ბაჩომ და ნაცნობი მომენტის გახსენებაზე სიცილი ატეხა.
-ჩიტი ეძახე და ისეთი მწარე კბენა იცის რო მგელი ვერ გიკბენს ეგრე - ამოიბუზღუნა თემომ და თითს დახედა
-გიკბინა? - გადავიკისკისე და ხელზე დავხედე - უიმე! ბიჭო კლავდი თუ რატო გიკბინა ასე?! - შევიცხადე, როდესაც თემოს დასისხლიანებული თითი დავინახე
-აუ რავი ჩემი! იმდენი ჩიტიდან რაღა ეს წამოვიყვანე. როგორ შევაძულე ასე თავი ტოო!!! - ხელები ჰაერში აზიდა და უკმაყოფილო დაენარცხა დივანზე.
-ბეჭედი განახოთ? - იკითხა ვიკამ და ჩანთაში ქექვა დაიწყო.
-კი - უპასუხა თემომ და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-ვაუუ, მაგარია! - თქვა ბაჩომ და ბეჭედი ყურადღებით დაათვალიერა
-რა მიეცით? - იკითხა თემომ - მართლა ძალიან მაგარია! ყოჩაღ გოგოებო
-1000$ - ვუპასუხე მე
-950$ - წარმოთქვა ვიკამ გარკვევით
-ოჰ, უკაცრავად! - ჩავიცინე მე
-რა გინდა! 50$ ფული არაა?! - გაიკვირვა და დივანზე ჩამოჯდა.
-არის არის - დანებების ნიშნად ხელები ჰაერში ავწიე და ღრმად ამოვიოხრე. ვიკა კმაყოფილი მიეყრდნო დივნის საზურგეს და კომფორტულად მოთავსდა.
-აბა, ახლა მოვიფიქროთ რას და როგორ ვიზამთ! - ვთქვი მე და თავში ათასი გეგმა დავსახე...
***
მეორე დღისთვის ლიკა გავაფრთხილეთ, რომ თათა მანამ გაერთო სხვადასხვა საქმით, სანამ ჩვენ სახლს არ მოვაწყობდით. ჯერ რომ გაიგო დაქალი მითხოვდებაო, იმდენი იკივლა, კინაღამ ტელეფონიდან გამოხტა, შემდეგ კიდევ აჟიტირებულს ძლივს გავაგებინეთ ჩვენი გეგმა და მისი მოვალეობები.
-ლიკას დაურეკეთ ვინმემ, წამოიყვანოს თათა უკვე! - დაიძახა ვიკამ ყველას გასაგონად და ისევ სამზარეულოში შევიდა
-მე მივწეერ! - გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსეს და ტელეფონზე მესიჯი ავკრიფე, შემდეგ კი ჩიტს მივუბრუნდი.
-აუუჰჰჰ! შენ ახლა ეგ ბეჭედი მაგ დემონს უნდა ჩაუდო ნისკარტში?! -შეიცხადა თემომ
-ხო - გავიკვირვე და გალიის კარი გავაღე - და სულაც არაა დემონი - ჩაილაპარაკე, უფრო ჩიტის გასაგონად და თითით ისევ მოვეფერე. - ვერ ვხვდები რატო არ მოგწონს! ნახე რა საყვარლად ხუჭავს თვალებს რომ ვეფერები
-ხო ძაან - „დამეთანხმა“ თემო და ოთახებში ბოდიალი განაგრძო
-ბიჭო რა ტრაწიანი ხარივით დადიხარ წინ და უკან! დაეტიე რა ერთ ადგილას!!! - ამოიოხრა ძმაკაცის სიარულით შეწუხებულმა ლუკამ და ქაღალდის ფეიერვერკები პარკიდან ამოიღო
-ტრაწიან ხარს განახებ ახლა მანდ რომ მოვალ! - შეუბღვირა თემომ და დივანზე მაინც დაჯდა.
-ბაჩო, მოდი ეს შენ აიღე და იმ კუთხეში ჩაიკუზე, მე აქეთ ვიქნები - ლუკამ ბაჩოს ქაღალდის ფეიერვერკი გაუწოდა და სავარძლის უკან პატარა კუთხეზე ანიშნა.
-აუ იქ უნდა ჩავეკვეტო?! - შეწუხებული სახით თქვა ბაჩომ
-ხო შე**მა რაიყო - გაიცინა ლუკამ და თვითონ თავისი ადგილისკენ წავიდა
-სამზარეულოში ყველაფერი მზადაა! ცოლობაზე რომ დაგთანხმდება, პირდაპირ გამოვიტანთ ტკბილეულებს და შამპანურს - გამოაცხადა ვიკამ ამაყად და ბაჩოზე გაეცინა - ამას რა ჭირს
-ვერ ეტევა ბიჭი იმ კუთხეში და წუხს - ჩაიფხუკუნა ლუკამ და თავისი ფეიერვერკი მოათვალიერა - ბიჭო, ეს როგორ უნდა გავისროლო?! - იკითხა გაკვირვებულმა
-ეგ ქაღალდი უნდა მოახიო, და მერე გამოქაჩო მთელი ძალით
-აჰაა, კაი მოვწვი უკვე! სპასიბა - თავისი ადგილი დაიკავა და ზედმეტი ქაღალდი ძირს დაყარა.
-ლიკამ მომწერა, ლიფტში არიან!!! - გამოვაცხადე ხმამაღლა და ყველას გადავხედე. ჩიტს ბეჭედი მივეცი და მანაც გამომართვა. როგორც ჩანდა მოეწონა - მონდომებით დაუწყო ღრღნა
-ეე, არ გააფუჭოს! - თემომ ხელი „დემონისკენ“ გაიშვირა
-ვერაფერს ვერ უზამს როგორც არ უნდა მოინდომოს - დავამშვიდე თემო და ვიკასთან ერთად სამზარეულოში დავიმალე.
მალე კარში გასაღების შერჭობის ხმა გაისმა. ყველა გავისუსეთ... კარი გაიღო და თათას ხმაც გავიგეთ
-რა უცნაურად იქცევი დღეს ლიკა რა! მომატარე იმდენი მაღაზია და არაფერი არ იყიდე!!! - ამოიბუზღუნა და მისაღებ ოთახში შემოვიდა - თემო?! - გაიკვირვა და შემდეგ გალიას გახედა - ჩიტს აქ რაუნდა?! - უარესად გაოცდა და ხელი გალიისკენ გაიშვირა. ამ დროს ლიკა ჩვენთან შემოიპარა სამზარეულოში. თათას მისთვის მაინც არ ეცალა.
-თათა, ეს თუთიყუში შენთვისაა მოგწონს? ოღონდ ერთი პირობით
-აუ კიიი!!! რა საყვარელიაა!!! - ერთ ადგილას დაიწყო ხტუნვა და გალიასთან მივიდა
-მე და ჩიტი გთხოვთ, რომ ცოლად გამომყვე - უთხრა და ჩიტზე ანიშნა.
-ვაიმე! თემოო!!! - ხელები პირზე მიიფარა და ხმა ვეღარ ამოიღო
-გამომყვები ცოლად? - კიდევ გაუმეორა და თბილად გაუღიმა
-კი! კიიი!!!! - იკივლა და ხტუნვა-ხტუნვით მიახტა თემოს
ამ დროს ბიჭებმა ფეიერვერკი გაისროლეს და გოგოებიც სამზარეულოდან გამოვვარდით
-გილოცაავ თაათ!!! - ვყვიროდით ყველა
-მოიცა, თქვენც იცოდით?! ლიკა შეენც?! - იკითხა გახარებულმა და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა
-მოიცა! ჯერ არ დაგვიმთვარებია! - გაგვაჩერა თემომ - ახლა ბეჭედი უნდა გაგიკეთო თითზე - უთხრა და გალია გამოაღო.
-აუ თემო რა საყვარელი ხაარ! - ამოიტირა თათამ და გალიის წინ დადგა ბეჭდის მოლოდინში.
-მომეცი პატარა ბეჭედი აბა - მიეალერსა თემო ჩიტს, თუმცა ვერაფერი გააწყო - ფრინველს რეაქცია არ ჰქონია. წყნარად განაგრძო ბეჭედთან თამაში. - მომეე - გაუმეორა და თითებით ბეჭედს შეეხო. ჩიტმა სწრაფად გაუქანა ნისკარტი, თუმცა საბედნიეროდ თემომ ხელის გამოწევა მოასწრო - ოხ ამის!!! - გაბრაზდა და უფრო მეტი დაჟინებით მივარდა. ბიჭები სიცილისგან ძირს გორაობდნენ, მე თემოს საცოდაობით ვკვდებოდი, თათა კიდევ ისეთი გახარებული იყო, მგონი ვერც ხვდებოდა, რომ თემო ჩიტს ბეჭედს ვერ ართმევდა. თემო ძლიერად ჩაეჭიდა ბეჭედს და ჩიტისგან კარგი გვარიანი კბენაც დაიმსახურა - ოხხ, შენიი!!! - შეიგინა და ხელი გალიიდან გამოყო - აუ რა მწარედ იკბინება ჩემი!!! - ჩიტი გალიიდან გამოფრინდა და ფარდის დასაკიდებელზე დაჯდა ბეჭდით პირში.
-აჰააჰა! ვაიმე თემოო!!! ჩიტს ბეჭედი როგორ ვერ გამოართვი ბიჭოო!!! - უარესად ახარხარდა ლუკა და ჩიტს გახედა.
-აუუ, ახლა ამას რა დაიჭერს! - ამოიოხრა თემომ
-ოოო თემო რაა!!! ჩაშალე ყველაფერი! - უსაყვედურა ვიკამ და ხელები გადაიჯვარედინა, თან ცალი თვალით ჭერიდან მომზირალ ჩიტს ახედა.
-ჰე, ქენი ახლა რამე ფაუნის მოყვარულო ქალბატონო, თორემ დარჩი გაუთხოვარი! - გაიცინა ლიკამ და თათას უბიძგა.
-აჰ!! ჰო! მე გამოვართმევ! - თქვა სიცილით, მუჭით ცრემლები მოიწმინდა და სკამი ფარდასთან მიწია. ზედ ავიდა და ჩიტს ნელა მიუახლოვდა.
-რაო პატარა, რა საყვარელი ხარ - მშვიდად ებუტბუტებოდა რაღაცეებს და ხელს ნელა წევდა მისკენ. ფრინველმა ჯერ არ გაიკარა, თუმცა შემდეგ მშვიდად გაინაბა, როდესაც მოფერება ესიამოვნა. თათამ მომენტით ისარგებლა და ჩიტს ბეჭედი გამოართვა, ისიც აღარ შეწინააღმდეგებია.
-თემო, რა ლამაზი ბეჭედია! - ხელში დაიჭირა და სკამიდან ჩამოვიდა
-საღოოლ რძალო! - იყვირა ლუკამ - დემონი დამორჩილებულია - განაგრძო როხროხი
-აუ ბიჭო შენ ჩაკვდი მანდ რა! ამ მართლა დემონმა ჩამიშალა ყველაფერი! - თქვა გაბუტულმა თემომ და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. თათა ღიმილით მიუახლოვდა თემოს და ხელები კისერზე ნაზად მოხვია
-თემო, ხომ იცი როგორ მიყვარხაარ! არაფერი არ ჩაუშლია! პირიქით, ყველაზე ორიგინალური და მაგარი ხელის თხოვნა იყო! ასეთზე ვერც კი ვიოცნებებდი - გაუღიმა და თემოს ღიმილიც „მოიპოვა“
-მეც მიყვარხარ - ხელები წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა
-ბეჭედს თითზე არ გამიკეთებ? - გაუღიმა და ბეჭედი თვალწინ დაუჭირა. თემომ საცოლეს ბეჭედი წამოაცვა და შემდეგ ხანგრძლივი კოცნითაც დააჯილდოვა. ყველამ ტაში შემოვკარით.
აი ასე კურიოზულად, მაგრამ რომანტიულად და ორიგინალურად სთხოვა ხელი თემომ თათას. იმ საღამოს ბევრი დავლიეთ და კარგადაც გავერთეთ. ისეთი მთვრალები ვიყავით, ფეხის გადადგმაც არ შეგვეძლო. თათამ თქვა, ახლა არსად არ გაგიშვებთ, ჩემთან გტოვებთ ყველასო. ზოგი დივანზე დაგვაწვინა, ზოგი საწოლებზე და საბოლოოდ რაღაცნაირად დაგვატია 6 კაცი თავის პატარა სახლში.
მე და ბაჩო, რა თქმა უნდა, ერთად მოვთავსდით. ვერსად ვერ იგრძნობ ადამიანი იმაზე მეტად კომფორტულად თავს, ვიდრე საყვარელი მამაკაცის მკლავებში. კომფორტულად მოვთავსდი ბაჩოს ტორებს შორის, რომელიც ჩემზე ჰქონდა შემოხვეული და გულში ვყავდი ჩაკრული, ფილტვები მისი სურნელით გავივსე და გავირინდე.


...........
ესეც შემდეგი თავი...
იმედი მაქვს ხელის თხოვნა მოგეწონათ და ცოტა მაინც გახალისდით... თუ ასეა, ჩავთვლი, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე...
ყველა ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას ჩემო უტკბესებოო...



№1  offline მოდერი ^paradise^

ჰაჰაჰჰა აუ რამდენიიი ვიცინეეეე wink ტრაწიანი ხაააააააარი wink wink მაგარი მყავხააარ <3 ძალიააან ორიგინალური იყო <3 ყოჩაააღ ანკაა <3

 


№2  offline მოდერი ანკა

^paradise^
ჰაჰაჰჰა აუ რამდენიიი ვიცინეეეე wink ტრაწიანი ხაააააააარი wink wink მაგარი მყავხააარ <3 ძალიააან ორიგინალური იყო <3 ყოჩაააღ ანკაა <3

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო!!! love
ძალიან მიყვარხარ და მიხარია თუ გაგაცინე ჩემო ლამაზოო!!! wink

 


№3  offline წევრი KaTE:))

ვაიმე საყვარელო, რამდენი მაცინე ^_^ ახლა ბაჩოს ხელის თხოვნას ველოდები ^^^ მაინტერესებს როგორი იქნება wink
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline მოდერი ანკა

KaTE:))
ვაიმე საყვარელო, რამდენი მაცინე ^_^ ახლა ბაჩოს ხელის თხოვნას ველოდები ^^^ მაინტერესებს როგორი იქნება wink

დიდი მადლობა ძაან მიყვარხაარ!!! love

 


№5  offline წევრი sali))

Magari ikoo kochaag

 


№6  offline მოდერი ანკა

sali))
Magari ikoo kochaag

მადლობა ჩემო საყვარელოოო <3 love

 


№7  offline წევრი lamazmani

ვაიმე აი არ ვიცი რა გითხრა უმაგრესი იყო ხელის თოვნა ძაან მაგარი იყო ოიგინალურიც და სასაცილოც მეც მინდა ესეთი ხელის თხოვნა wink
ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი აი ბევრჯერ გითხარი და კიდევ ათასჯერ და მილიარდჯერ გეტყვი საგოოლ ძაან მაგარი ხარ
ეს რო მორჩება ძაან დამაკლდება ჯერ არ დაამთავრო რა love
მაგარი ხარ მიყვარხარ ძაააააააააააააააააააააან love love love love love love love love love

 


№8  offline მოდერი ანკა

lamazmani
ვაიმე აი არ ვიცი რა გითხრა უმაგრესი იყო ხელის თოვნა ძაან მაგარი იყო ოიგინალურიც და სასაცილოც მეც მინდა ესეთი ხელის თხოვნა wink
ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი აი ბევრჯერ გითხარი და კიდევ ათასჯერ და მილიარდჯერ გეტყვი საგოოლ ძაან მაგარი ხარ
ეს რო მორჩება ძაან დამაკლდება ჯერ არ დაამთავრო რა love
მაგარი ხარ მიყვარხარ ძაააააააააააააააააააააან love love love love love love love love love

შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს შენი დიდი და გემრიელი კომენტარების კითხვა! ძალიან მიყვარხარ მეც და დიდი მადლობა <3 <3 <3 მიხარია რომ მოგწონს ისტორია, თუმცა არ ინერვიულოთ, ახლითაც მალე დაგიბრუნდებით! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent