შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამსხვრევებს მიღმა(4) უკან წარსულში


20-07-2015, 13:35
ავტორი ^paradise^
ნანახია 1 994

- კი მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ კინოში თუ ხდება! ევა არარეალურად ჟღერს.-ჯეინი საწოლზე წამოჯდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა დაქალს..
- ჯეინ,გეუბნები,ხვალ წამოვიღებ სარკეს,შენი თვალით ნახავ ყველაფერს,-ევა საწოლიდან წამოდგა და აივანზე გავიდა.. მხოლოდ მამაკაცის თბილი ხმა ახსოვდა და სახელი,რომელიც სულ თავში უტრიალებდა.. ვარსკვლავებით გამოჭედილ ცას შეხედა.ჩაესმოდა ხალხის განწირული კივილი.“წიგნებში რაც ეწერა,ის საერთოდ ახლოს არ მივა,იმასთან რაც მე ვნახე“-თავისთვის გაიფიქრა და ოთახში შებრუნდა.
- ევა,მოდი,ყველაფერი ამოვქექე დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით,ეს თითქმის არარეალურია,-ბორბლებიან სკამზე შემოტრიალდა ჯეინი და ევასს შეხედა,-ყველაფერს აქვს ახსნაა.
- ჯეინ,ამას ახსნა არ სჭირდება,მე ვიყავი იქ,მე დავინახე ბენჟამინი მისი ცოლი და..,-ევა შეყოყმანდა,მას ჯეინისთის არ ჰქონდა ნათქვამი ანდრეას შესახებ..
- დაა?,-გოგონამ ხელები გადაიჯვარედინა და უფრო კარგად მოკალათდა..
- და ანდრეა,-თვალების ბრიალით დაწვა საწოლზე.-როდესაც იქ ვიყავი,ბანაკში,ბენმა მიმიყვანა,მანდ შემოიყვანეს დაჭრილი ბიჭი,არ ვიცი რატომ,მაგრამ ინსტიქტურად წავედი მისკენ,თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო,ტყვია ამოვუღე და მის გვერდით გავჩერდი,-ევამ შეწყვიტა ლაპარაკი და თვალები დახუჭა,რომ ანდრეა უფრო კარგად გაეხსენებინა.. ხვალ გავარკვევთ მაგას,-ჯეინმა ლოგინი გაიშალა და დაწვა.სულმოუთმენლად ელოდებოდა ხვალინდელ დღეს..
- ჯეინ,ადექი,უკვე უნდა წავიდეთ,-ევამ საწოლი გადაალაგა და ჯეინს მკლავში დაეჯაჯგურა..
- სულ ცოტახანიც,-ბოხი ხმით დაიბურტყუნა ჯეინმა და გვერდი იცვალა.
- ადექი,სარკე უნდა წამოვიღოთ,-ჯეინი იმ წამსე წამოხტა,უცებ ჩაიცვა ტანზე,შევარდა აბაზანაში და იქიდანაც მალე გამოყო თავი.
- მზად ვააარ,-დოინჯი შემოირტყა და გოგონას წინ აესვეტა..
- წამოდი,ჯერ ვჭამოთ რამე,კუჭი მტკივა,-ევა კიბეებზე ჩავიდა და ამანდას მიესალმა.
- ხო აბა რა იქნება,მთელი საუკუნე არ გიჭამია,-ჩუმად უჩურჩულა ჯეინმა და თვალი ჩაუკრა.
- დეეე,გუშინ გვიან დაბრუნდი?,-გოგონამ გამოიღო „ხლოპიები“ უცებ ჩაყარა თეფშებში და რძე დაასხა.
- კი,იმ წვეულებაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ და დიდხანს ვლაპარაკობდით,-ამანდამ ჩანთას ხელი დაავლო,სარკეში ჩაიხედა..
- გოგოებო,მე მივდივარ,დღესაც გვიან დავბრუნდები,საჭმელი მაცივარშია,-კარები მოიხურა ამანდამ და გზას გაუყვა..ჯეინმა უცებ დააგდო კოვზი და გამოტენილი პირით გაეკიდა დედას. მალევე დაბრუნდა კმაყოფილი და ევას თვალწინ მანქანის გასაღები აუფრიალა..
- როგორ მოხდა,რომ მანქანა განდო?,-ევას გაეცინა და ჭამა განაგრძო.
- წვენი გამოიღე რა,-დაქალს ხელით ანიშნა და კმაყოფილმა ტელევიზორი ჩართო..
- აი,აქ გააჩერე,-ხელით ანიშნა მაღაზიასთან ევამ.
- იქნებ,იმ კაცმაც იმოგზაურა წარსულში.-გაეცინა ჯეინს და მანქანიდან გადმოხტა.
- გამარჯობათ,ბატონო ბენჟამინ,-მაღაზიაში ისევ სამარისებრი სიჩუმე სუფევდა..
- ბენჟამიიიინ,-ევა სამზარეულოში შევიდა,თვალი მოავლო დაურეცხავ თეფშეფს,მერე კი ისევ მთავარ შესასვლელში დადგა.
- მაშინებს ეს ადგილი,-მხარი გაჰრა ჯეინმა დაქალს და ნამსხვრევებად ქცეულ სარკეს მოავლო თვალი.
- ეს არის?,-ჩუმად უჩურჩულა დაქალს და ხელით სარკისკენ ანიშნა,რომელიც ჯეინის დაშინებულ სახეს ირეკლავდა. ევამ თამამად მოათვალიერა მაღაზია,თუმცა ბენჟამინი ვერსად ვერ ნახა..
- მოდი,არ გიკბენს,-კარებთან ატუზულ ჯეინს დაუძახა და სარკის წინ დადგა.
- მოიცა,ახლა არ დამტოვო აქ მარტო,-ჯეინიც მის გვერდით მივიდა და ლამაზ მოჩუქურთმებულ ნივთს დააშტერდა.
- რაღაც იგრძნობა მაგიური,ისეე,-თითი ხისკენ გაწია,თუმცა ევამ უკან გამოაწევინა.
- არ შეეხო,დებილო,-დაქალს დაუსისინა .. სუჩუმე დაარღვია იატაკის ჭრაჭუნმა.გოგონებმა გვერდით გაიხედეს და კოჭლ მოხუცზე შეაჩერეს მზერა. ჯეინს სუნთქვა შეეკრა და ცივმა ოფლმა დაასხხა.
- უკვე მოხვედი შვილო?,-მოხუცის თბილმა ხმამ დაძაბულობა დაშინებულ დაქალს მოუხსნა და ღრმად ამოისუნთქა. ევა ბენჟამინისკენ წავიდა და თბილად ჩაეხუტა.
- თავს როგორ გრძნობთ?,-გაუღიმა მოხუცსს და სიარულში დაეხმარა..
- კარგად,ჯოხი დამეკარგა გუშინ,სადღაც აქვე დავდევი და ვერ ვიპოვე,ვიფიქრე ბაღში გავიდოდი,ცოტას მივალაგებდი,-მოხუცმა ამოიოხრა და ჯეინს დააკვირდა.
- ეს ჩემი დაქალია,ჯეინი,-გააცნო დაქალი ბენჟამის და ჯეინის სახეზე ჩაეღიმაა,-სარკის წამოსაღებად მოვედით,-დაამატა „სასხვათაშორისოდ“ და მოხუცსს გაუღიმა.
- კი,კი წაიღეთ,-აშკარად ბენჟამინს არ ესიამოვნა,რომ გოგონებს მხოლოდ სარკე სჭირდებოდათ და უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
- ბატონო ბენჟამინ,დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ხვალ მე და ჯეინი,მაღაზია მტვრიანია,დავალაგებდით და ბაღსაც მივხედავდით,-ევამ მიხვდა ბენჟამინის გულისტკივილს და მოხუცს ჩაეხუტა,-თუ,რა თქმა უნდა, წინაამღდეგი არ იქნებით?,-დაამატა მან და ბენჟამინის გახარებულ სახეზე გაეღიმა.
- შვილო,ამაზე კარგს რას იზამდი,-აკანკალებული ხელი გოგონას ხელს მოუჭირა და აცრემლიანებული თვალებით შეხედა..
- კარგით,მაშინ შევთანხმდით,ხვალ მოვალთ ამ დროს ,-მოხუცსს შეუთანხმდა და სარკის წამოღებაში დააეხმარა ჯეინს.
- კარგი რა ევა,ისედაც მეშინია ამ ადგილის,ახლა კიდე მტვრები მაწმენდინე,ჯობდა ჩემი ოთახი დაგელაგებინა,ასეთი კეთილი თუ იყავი არ ვიცოდი,-უკმაყოფილოდ ჩაისისინა ჯეინმა და მოხუცს დაემშვიდობა.
- მორჩი მანდ მოთქმა-გონებას,ვერ ხედავ როგორი კარგი ადამიანია,დაახმარება სჭირდება,არავინ ყავს,რაიყო წელი მოგწყდება,თუ გული წაგივა რამე სიკეთე რომ გააკეთო?,-დაქალს შეუბრუნა და იქვე „მოაკეტინა“ ჯეინი.
- კარგი,კარგი,-მანქანას გასაღები მოარგო და ადგილს მოწყდა,-ისე მართალი ხარ.. საყვარელი კაცია,არავინ ჰყავს?
- არამგონია,ცოლი გარდაეცვალა,არამგონია ევას შვილები გაეჩინა მისთვის.. არ ვიცი,მასზე ყველაფრის გაგება მინდა,ამიტომ მინდა ხვალ მასთან მისვლა,-ევამ სათვალე თავზე დაიკოსა და შუშა ჩამოსწია.
- და,იმდროინდელ ახალგაზრდა ბენჟამინს ვერ გამოკითხავ? რამე რომ იყოს?,-ჯეინმა ისევ დაიწყო თავისი,ამაზე ევას პასუხი არ გაუცია უბრალოდ გზას უყურებდა,როდესაც გოგონას ტელეფონი აწკრიალდა,უკმაყოფილოდ დახედა და ნაცნობი ბიჭის ნომერი ამოიკითხა.
- ვინ არის?,-ჯეინმა გზას თვალები მოსწყვიტა და ევას ტელეფონს დახედა..
- ნეტა ვინ იქნება?,-ევამ ხმა გამორთო და ტელეფონი ჩანთაში ჩატენა.
- ბოლოსდაბოლოს,ბიჭს მოსწონხარ,რამდენჯერ უნდა გაგიმეორო,იქნებ აიღო ეგ ყურმილი და მეც მომასვენებ და იმასაც,-აშკარად ცუდ ხასიათზე დადგა ჯეინი და ყველას „ჭამდა“.
- ახლა რა უნდა ვქნათ? რამე შეულოცე?,-ჯეინმა დოინჯი შემოირტყა და სარკეს დახედა.. ევამ მტვრის ტილო დაასველა და ფრთხილად შეახო სარკეს..
- რავიცი,ჯერ აქ ხარ?,-მკლავზე უბწკინა ევას.
- რას შვები გოგოო?,-ტკივილისგან ხელი მოსივა ნატკენ ადგილას და წარბები შეკრა.ჯეინს რამდენჯერმე ერთმანეთის მიყოლებით დააცემინა..
- ჯეინ,ხო ხედავ რომ ალერგია გაქ მტვრეზე გადი იქით,-ევამ საგულდაგულოდ გაწმინდა სარკე,მერე კი პარკიდან ნამსხვრევები ამოიღო და ლოგინზე დადო. კარგად შეათვალიერა ყველა.
- ფრთხილად ხელი არ გაიჭრა,-ანიშნა ერთ-ერთ ნამსხვრევზე,თუმცა უკვე გვიანი იყო. ევას თითიდან წითელმა სითხემ ამოხეთქა.
- მოიცადე სპირტს და ბამბას მოვიტან,-ჯეინი უცებ გავარდა ოთახიდან..,-ამანდას ნომერი აკრიფე,ვერ ვპოულოობ,სად დადო ამ ქალმაა,-ჯეინი ოხრავდა,თუმცა მისი ხმა ევას აღარ ესმოდა.. ყურებში არასასიამოვნო წუილი ესმოდა,თვალებში უცებ დაუბნელდა,იგრძნო რომ რაღაც ძლიერი ექაჩებოდა უკან.. დღის შუქმა ოთახი გაანათა,ევამ თვალები გაახილა და ანდრიას მომღიმარი სახე დალანდა.. დაბნეული წამოხტა სავარძელიდან და გაჭრილ თითს დახედა.. თითზე ჭრილობის არაფერი ემჩნეოდა.
- დილამშვიდობის,-თბილმა ბარიტონმა აზრზე მოიყვანა. ანდრეა წამოდგა და დაბნეული გოგონასკენ მივიდა.
- დილამშვიდობის,-დაბნეული უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცსს.
- რა დაგესიზმრა,როგორი შეშინებული იყურები,-ანდრეამ ხელი გოგონას სახისკენ წაიღო და ლოყაზე ჩამოუსვა.
- დაწექი,ჭრილობა უნდა ვნახო,-გაახსენდა ყველაფერი,რაც ამ ბანაკში მოხდა და მამაკაცსს ლოგინისკენ უბიძგა,ისიც მორჩილად დგამდა ნაბიჯებს.. ანდრეამ სისხლიანი პერანგი გაიხადა,კმაყოფილი დაწვა ლოგინზე. ევამ წითლად შეღებილი სახვევი ფრთხილად მოხსნა. ანდრეას კანს რამდენჯერაც შეეხებოდა,იმდენჯერ დენი არტყამდა..
- როგორი მორცხვი ხარ,-მამაკაცი გოგონას სახეს თვალს არ აშორებდა.ევა ხან წითლდებოდა,ხან ცივი ოფლი ასხამდა,-რამდენი ხანი უნდა ვიწვე აქ ექიმო? სამშობლოს ვჭირდები,-კმაყოფილმა თქვა ეს სიტყვები და გოგონას გახედა..
- ორი კვირა, დაჭრილი ვერ წახვალ,-გოგონამ ონკანი მოუშვა და მის წინ ჩამოკიდებულ სარკეს თვალი აარიდა,მხოლოდ ახლა შენიშნა კედელზე კალენდარი,რომელიც 1942 წელს უჩვენებდა..
- ევა,მშიაა,-ისევ მამაკაცის ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა.
- ახლავე,მოგიტან საჭმელს,-ოთახიდან გავიდა,დაჭრილი ჯარისკაცები უკვე გემრიალად ილუკმებოდნენ,არავის არ ეცალა ევასთვის..
- ევააა,-ბენის ხმა გაიგონა ამ ჟრიამულში და მისკენ წავიდა.
- მოდი შემოგვიერთდი,-ბენმა გოგონას ადგილი დაუთმო.. „სუფრას“ თვალი მოავლო,ბენჟამინი და მისი საცოლე ისხდნენ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,არც შეუმჩნევიათ ევას არსებობა.
- ანდრეას უნდა წავუღო,-ევამ სქლად დაჭრილი ხორცის ნაჭერი აიღო,შემწვარი კარტოფილი დაიდო და რამდენიმე პურის დაჭერი.
- ანდრეას თუ უნდა წაუღო,მაშინ აი ეს დაალევინე,-ბენჟამინმა გოგონას ნათქვამი გაიგონა და ჯიბიდან რკინის ბოთლი ამოიღო.
- ეს რა არი?,-ევამ ხელში აათამაშა ბოთლი და გაკვირვებულმა შეხედა მამაკაცსს,
- ვისკი,სხვა რა უნდა ესხას,-მხიარულად წარმოთქვა ჯარისკაცმა და ბენს რაღაც ანიშნა. გოგონამ ფეხით შეაღო ანდრეას ოთახი და ლოგინზე დაჯდა.
- ეს ბენჟამინმა გამოგატანა ხო?,-ვისკის ბოთლს ხელი მოკიდა და კმაყოფილმა გაუცინა ევას.
- ხო,თუმცა ტყუილად გიხარია,მაინც არ დალევ,არ შეიძლება შენთვის,-ხელიდან გამოგლიჯა ბოთლი და ჯიბეში ჩაიდო.. პატარა მაგიდაზე საჭმელი დაუდო და პატარა ბავშვივით თავისი ხელით აჭამა.
- ევა,ხომ იცი,რომ ომში ნებისმიერ დროს სიკვდილი გემუქრება,ეს ვისკის ბოთლი ვერც სიცოცხლეს დამიმოკლებს და ვერც გამიხანგრძლივებს,ჩვენ უკვე მომენტით ვტკბებით,რადგან არ ვიცით რა მოხდება ხვალ,-ანდრეამ დამწუხრებული ხმით უთხრა გოგონას და ლოგინში ჩაწვა.. ჯერ კიდევ ეტყობოდა,რომ სასტიკად ტკიოდა ნატკენი.ევამ პასუხად არაფერი გასცა,მხოლოდ მის მწვანე თვალებს უყურებდა და მასში იძირებოდა.
- მომიყევი რამე შენზე,-მამაკაცი ისე მოკალათდა,როგორც პატარა ბავშვი,რომელიც ზღაპრის მოსასმენად ემზადება..
- 18 წლის ვარ,დედა შარშან გარდამეცვალა,ქუჩაზე გადადიოდა და მანქანამ დაარტყა,ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს,მამა კი ბიზნესმენია,მუშაობს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში.. მყავს დაქალი,ჯეინი,რომელიც ძალიან კარგად მიგებს.. ახლა კი ერთად უნდა ვაკეთებდეთ პროექტს მეორე მსოფლიო ომზე,-ევამ პირდაპირ უთხრა მამაკაცსს ყველაფერი რასაც ფიქრობდა.. ანდრეას მზერამ,მისმა ღიმილმა საერთოდ დაავიწყა დრო და ვითარება..
- მამაშენი ბიზნესმენია? მეორე მსოფლიო ომზე პროექტს აკეთებთ?,-ანდრეამ თვალები გააფართოვა და ლოგინზე წამოჯდა.. ევას მხოლოდ ახლა გაახსენდა,რომ სადღაც წარსულში იყო,იმ დროში,სადაც ბიზნესი საერთოდ არ იცოდნენ რაიყო..ევამ ვერაფერი უპასუხა ანდრეას და თემის შეცვლა გადაწყვიტა.
- შენზე მომიყავი რამე ანდრეა,-მამაკაცსს თბილად გაუღიმა.
- როდესაც პატარა ვიყავი,დედაჩემი რუსის ჯარისკაცებმა დახვრიტეს,მთელი სახლი ააფეთქეს.. მე ეზოში ვთამაშობდი და დამალვა მოვასწარი.. რაც ბავშობიდან მახსოვს ეს მხოლოდ ომი და შიმშილია,საყვარელი ადამიანების სიკვდილს უკვე მივეჩვიე.. 20 წლამდე როგორ მოვაღწიე არ ვიცი,ბევჯერ გადავურჩი ტყვიას,ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს,მაგრამ სიცოცხლეს რომ ერთი ჯარისკაცის მიერ ნასროლი ტყვია გამომასალმებს,მაგ აზრს უკვე მივეჩვიე.. მყავს ძმა,-ანდრეამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალებში დიდი ტკივილი ჩაუდგა,-უფრო სწორად,მყავდა ძმა,რომელიც ჩემს თვალწინ მოკლეს.. არჩევანი არ მქონდა,მე უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება.. ცხოვრება იმ სამყაროში,სადაც ხალხი ერთმანეთს კლავს..ჩამაბარეს იარაღი და ასე გამომიშვეს ბრძოლის ველზე.. გერმანელებს სხვა გზა არ გვქონდა,მეც,როგორც ყველას,პატრიოტიზმი მამოძრავებდა.. დასაცავი მხოლოდ ჩემი სამშობლო დამრჩა,სხვა ყველა გამოასალმეს სიცოცხლეს.. დავრჩით მარტო მე და ჩემი იარაღი.. მხოლოდ ეს არის რაც გამაჩნია და რის იმედზეც ვარ ახლა,-ევას ერთი ცრემლი ლოყაზე ჩამოუვარდა,ერთს მეორე მიჰყვა,მეორეს მესამეე და მალე სიჩუმე მისმა ტირილმა დაარღვია.
- ევა,არ იტირო,-მამაკაცმა მისი სახე ხელებში მოითავსა და ცერა თითით მოსწმინდა ცრემლები.. ევას ისევ გააჟრიალა,ანდრეას მწვანე თვალებში ჩაიძირა,ნელ-ნელა იგრძნო მამაკაცის ცხელი სუნთქვა,რომელიც სახეზე ეხებოდა,სიამოვნებისგან თვალები დახუჭა,ანდრეა უფრო და უფრო მეტად ამცირებდა მათ შორის მანძილს..
- აიიი ვიპოვეეე,-ოთახში კისრისტეხვით შემოვარდა ჯეინი,ევასთან მიირბინა.
- ჯეინ,მე იქ ვიყავი,-სახეზე აწითლებული ევა ლოგინთან იდგა და გაოგნებული იყურებოდა. ევამ ინსტიქტურად ნატკენ თითს შეეხო,სისხლი გაუჩერებლად მოდიოდა და მის ლამაზ სიფრიფანა კაბას აფუჭებდა..
პ.ს ძალიან ცოტა კითხულობს ამ ისტორიას,თუმცა მე მაინც დავამთავრებ და ვეცდები საინტერესოდ დავწეერო. როგორც ყოველთვის ველი შეფასებას :დ
ნამსხვრევებს მიღმა(4)  უკან წარსულში



№1  offline მოდერი ანკა

უმაგრესი იყო ჩემო საყვარელოოო!!!
ამ ანდრეას კიდე ეკოცნა ევასთვის რა მოხდებოდაა wink
კაი არაუშავს მაგ მომენტსაც დაველოდები wink
მიყვარხარ ძაან love

 


№2  offline მოდერი ^paradise^

ანკა
უმაგრესი იყო ჩემო საყვარელოოო!!!
ამ ანდრეას კიდე ეკოცნა ევასთვის რა მოხდებოდაა wink
კაი არაუშავს მაგ მომენტსაც დაველოდები wink
მიყვარხარ ძაან love

ოოო წინ ცხელი ღამეები გველოდებაა winked wink მადლობაა საყვარელო <3

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

Vaimeeee ^^^^^ au dzalian kargiaaaa.dges wavikitxe ottxive tavi DA agfrtovanebuli var aseti her ar wamikitxia am saitze amdagbaric ki ar yofila :D <3 dzalia n kargi xar DA dzaan miyvarxart shenc DA istoriac..xo exa to vtqva andria DA Eva erta d datove tqo ragac ararealurs movitxov albat :D nu ravici magram mainc getyvi bednieri dasarsuli gaukete ra <3 <3 <3

 


№4  offline მოდერი ^paradise^

დადუ♥♥
Vaimeeee ^^^^^ au dzalian kargiaaaa.dges wavikitxe ottxive tavi DA agfrtovanebuli var aseti her ar wamikitxia am saitze amdagbaric ki ar yofila :D <3 dzalia n kargi xar DA dzaan miyvarxart shenc DA istoriac..xo exa to vtqva andria DA Eva erta d datove tqo ragac ararealurs movitxov albat :D nu ravici magram mainc getyvi bednieri dasarsuli gaukete ra <3 <3 <3

დადუუუ <3 საყვაარელო :* როგორ გამახარე, უდიდესი მადლობა,ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია თითოეული კომენტარი <3 ხოოო ანდრიას და ევას ერთად ვერ დავტოვეებ მაგრააამ საინტრესოდ და კარგად დამთავრება,შეიძლება ოდნავ ბოლოში ვიტიროთ <3 მადლობა საყვარელო :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სხვების არ ვიცი მაგრამ მე რომ ძალიან მომწონს ეგ ვიცი და მოუთმენლად რომ ველოდები ახალ თავს ეგეც ვიცი... იმედია მალე დადებ ახალს და იფრო დიდ თავს...

 


№6  offline მოდერი ^paradise^

უცნობი ქ
სხვების არ ვიცი მაგრამ მე რომ ძალიან მომწონს ეგ ვიცი და მოუთმენლად რომ ველოდები ახალ თავს ეგეც ვიცი... იმედია მალე დადებ ახალს და იფრო დიდ თავს...

Udidesi madloba chemo sayvarelo :* male davdeeb da shevecdebi meti davwero :*

 


№7  offline მოდერი ჯია

ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე! მართლა ვერ გადმოგცემ როგორ მომწონს და როგორი აღფრთოვანებული ვარ შენით ❤️

 


№8  offline მოდერი ^paradise^

ჯია
ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე! მართლა ვერ გადმოგცემ როგორ მომწონს და როგორი აღფრთოვანებული ვარ შენით ❤️

love ყველააზეე საყვარელი მკითხველი მყავხაარ winked დიდი მადლობა საყვარელოოოო love როგორ მახარებ ნეტა იცოდე lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent