შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა?_წესების გარეშე!(6)


20-07-2015, 15:11
ავტორი Tay194
ნანახია 2 196

საშინელებაა როცა იმის გაკეთება გიწევს რაც არ გსურს.სამწუხაროდ ეს ხშირი მოვლენა საკმაოდ დიდ ლაქას გვიტოვებს, რომელსაც შემედგომ მთელი ჩვენი ცხოვრება ვიშორებთ, მაგრამ უშედეგოდ.ხშირად საყვარელი ადამიამების გამო საკუთარ თავს ვწირავთ, რადგან ვთვლით,რომ გარდა საკუთარი თავისა კიდევ არსებობს რაღაც, რაც ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია,ამიტომ ვეწინააღმდეგებით ეგრედწოდებულ მე-ს და იმას კი არ ვაკეთებთ რაც ჩვენ გვსურს ან იმ წამს სწორად მიგვაჩნია, არამედ იმას რაც ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის არის მისაღები და საჭირო.მე თუ ოდესმე მკითხავს ვინმე თუ რა გავაკეთე ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ცხოვრებაში მე ვეტყვი,რომ დავთმე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,მიზნები და ოცნებები,რომლებიც აქამდე ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო.მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დავთანხმდი და ნორმალურად მოვეკოდე მათ გადაწყვეტილებას ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ჩემს გეგმებზე, რომლებსაც უკვე წლებია ვაწყობ. უბრალოდ შევეცდები ერთი წლით დავაიგნორო ყველაფერი და ქეთასი კი არა სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრო

_საშინელებაა!მონაყოლით გაოგნებულმა ანამ იმხელაზე ჭყიტა თვალები,რომ ლამის გადმოსცვივდა
_შენ თავს ვფიცავარ ძაან ტეხავს!მტკიცეთ თქვა ნინიმ და წვენი მოსვა
_თავი რაღაც კრიმინალურ სერიალში მგონია!გაეცინა, მაგრამ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო.უცებ ისევ დასერიოზულდა და უაზროდ დაიწყო ყურება და ფიქრი
_რა უნდა ქნა?უცებ მიარტყა ხელი ნინიმ და ჩაფიქრებული მალევე გამოაქცუნა არასასიამოვნო ფიქრებიდან
_ვფიქრობ!მოკლედ მოუჭრა და მობილურს დახედა
_ვინმეს ელოდები?უცებ მიანათა ანამ თავისი დიდრონი თვალები და ხელით მობილურზე ანიშნა
_შეიძლება დღესვე წავიდე..მოწყენილმა, ბურტყინით გასცა პასუხი და გაბუსხულმა ტუჩები წინ გამოსწია
_დაიკიდე, წამო დღეს გავერთოთ თან მაგრად!უცებ შემოკრა ტაში ანამ და ქერა თმა მოხდენილად გადაიგდო ზურგზე
_გოგო დეპრესიაშია, კვდება და უნდა გავერთოთ?გააფრინე ხო?მობეზრებულად გადააქნია თავი ნინიმ
_მაშინ ვიჯდეთ და ვიგლოვოთ!
_ცეკვას და გართობას კი ჯობს ამ სიტუაციაში!ირონიულად გახედა ნინიმ გაბუსხულ ანას და გამარჯვებილი სახე მიიღო, თუმცა ტყუილად გაუხარდა ნაადრევი გამარჯვება
_ქეთ წამო კლუბში გავერთოთ,დავლიოთ და იქ მოვიფიქროთ შენი ამბები!მაინც თავისას აგრძელებდა ანა თან ნინის უყურებდა
_აუფ დალევა ისე არ მაწყენდა!ახლაღა მოაშორა თვალი სივრცეს და გოგოებს გახედა
_გაგიჟდი გოგო?!ამ ცანცარას როგორ უსმენ?!გაკვირვებულმა გახედა ნინიმ ქეთას და თავი უკმაყოფილოდ გააქნია
_ნუ ხარ შენ ჯმუხი!ენა გამოუყო ანამ და ნინისგან მოქნეული ხელი ოსტატურად აიცილა.ბავაშობიდან ასე იყვნენ.ანა ლაპარაკობდა, ნინი უსწორებდა და ქეთა უსმენდა.საბოლოოდ ანა იმარჯვებდა და მაინც გაქონდა თავისი.რამდენჯერ უჩხუბიათ ამის გამო, უფროსწორად ნინი და ანა ჩხუბობდნებ ქეთა ისევ და ისევ უსმენდა მათ და ბოლოს თუ ჩააკვეხებდა ხოლმე რამოდენიმე სიტყვას.ყოველთვის ასეთი იყო. არ უყვარდა ბევრი საუბარი,ჩხუბი და კამათი ხომ საერთოდ.ადრე თუ ჩხუბი მოუვიდოდა კლასელთან ან რომელიმე ნაცნობთან ნინი და ანა რომ არა ხმას ვერ ამოიღებდა და თავის სიმართლესაც ვერ დაამტკიცებდა.ანა ქერა, ცისფერთვალება გოგოა, ადამიანი პოზიტივია. ნინი შავგვრემანი, ულამაზესი გოგონაა უბრალოდ განსხვავებული ხედვები, რომ აქვს ზუსტად ამიტომაა,რომ ანასთან ხშირად კამათობს. ნუ რათქმაუნდა ეს ყველაფერი მცირე დოზით ხდება და ხუთი წუთის შემდგომ ყველაფერი ისევ თავს ჩვეულ რითმს უბრუნდება, მაგრამ კი დაგესლავენ ხოლმე კარგად ერთმანეთს

_მე არ წამოვალ ხომ იცით კლუბები არ მიყვარს!ფეხზე წამოდგა ნინი და გოგოებს გადახედა
_ნიინ კარგი რა ჩემი ხათრით!პატარა ბავშვივით წაიღო ყელთან თითები და საწყლად აათვალიერა მეგობარი
_გაუშვი წავიდეს მაგან არც დაქალობა იცის და არაფერი!ცხვირაბზუებულმა ანამ ხელით ანიშნა შეეშვიო და თვითონაც ფეხზე წამოდგა
_კაი ჰო წავიდეთ!ანას სწერვული საქციელით გამხიარულებულმა ნინიმ გულიანად გაიცინა და დანებების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია
საკმაოდ მყუდრო ბარში მოუწიათ ყოფნა ხალხიც ცოტა იყო და უფრო კარგად შეეძლოთ გართობაც და საუბარიც.როცა ეს ოთხი ერთად იკრიბება იქ ზედმეტი ყვირილი, როხროხი და გამომწვევი მოსაბეზრებელი სიცილი არ შეიძლება.ერთხელ ამის გამო მთელი რესტორანი დახურეს და ისე გადაიხადეს გიგას დაბადების დღე.მართალია გიგა უარზე იყო,მაგრამ მათე გაიჯგიმა ჩემი ძმაკაცის დაბადებისდღე მშვიდად,წყნარად და მოკლედ ჩვენ გემოზე უნდა იყოსო,მაგრამ შენც არ მომიკვდე. აბა ისე როგორ იქნებოდა კაი ქართულ სუფრა, მამაპაპური ჩხუბითა და ერთმანეთისთვის დიდად სასიამოვნო სიტყვების თქმით არ დასრულებულიყო.ეს იქით იყოს და მთელი რესტორანი დალეწეს და გადაბუგეს.ამის შემდგომ თითქოს ჭკუა ისწავლესო და ახლა სტუმრების სიას ათასჯერ გადახედავენ ხოლმე,რომ ვინმე ისეთი არ მოხვდეს ვისაც რატი ვერ იტანს ან უბრალოდ არ ეხატება გულზე.რატი იმიტომ,რომ მთავარი ჩხუბის თავი ეგ არის, იყო და იქნება.უცბად თუ მოუარეს ან უბრალოდ რაღაც არ მოეწონა მაშინვე ვსო,დამთავრებულია ყველაფერი.მიხვდით ალბად,რომ ის ალიაქოთი და ჩხუბიც რაღაც ელემენტარულის გამო მოხდა,რომელიც რატის დაჭრითა და სამი თვე საავადმყოფოში წოლით დასრულდა.იმის მერე იცოცხლე ცოტა კი ისწავლეს ჭკუა.მთელი ღამე რატის ოთახში ათენებდნენ ბიჭები და ერთი წუთითაც კი არ შორდებოდნენ

_აქ მოგვაქცევს ვინმე ყურადღებას?!უკმაყოფილოდ აათვალიერა კუთხეში ატუზული გოგონა მათემ და მზერა მის მკერდზე ჩეაჩერა.გოგონამ უცებ შეისწორა პერანგი და სწრაფად წამოვიდა მაგიდისკენ.უცებ ჩაიწერა შეკვეთა და თვალებაბრიალებული მათეს სიფათი დააიგნორა
_გოგოს თუ არ უნდა!სახედამანჭულმა,უკმაყოფილოდ მოსვა ლუდი და მასზე მიშტერებულ ბიჭებს პატარა ბავშვივით გაეკრიჭა
_ამისთვის მოვედით აქ შე ჩ****!უცებ დატუქსასავით რატიმ და გოგოს ისეთი თვალებით გახედა,ლამის ადგილზე მოკლა
_რაიყო ტო მკერდი დამევასა!რატის სახის დანახვაზე მათემ ხმამაღლა დაიწყო სიცილი და ლუდი ერთი მოსმით ბოლომდე დალია
_კაროჩე მოყევით აბა თქვენსკენ რა ხდება!გიგამ მობილური გვერდით გადადო და ბიჭებს გადახედა
_აუ რამდენი ხანია ასე არ შევკრებილვართ ვეღარ ვიცლით ტო!ახლაღა იკადრა მობილურში ჩამძვრალმა გიორგიმ გამოფხიზლება,თავის სატრფოს წერდა ვაჟბატონი
_ორი დღის წინაც ერთად არ ვიყავით?!
_ჰო ბიჯო მეც მაგას ვამბოვ, ადრე ისე არ გავიდოდა დღე ერთმანეთი არ გვენახა!უკმაყოფილოდ თქვა გიომ და მობილური მოიშორა
_საქმეები გვაქვს ტო საქმეები!მტკიცედ თქვა რატიმ
_კაროჩე საქმეებზე გამახსენდა და მოდი რამე ბიზნესი წამოვიწყოთ,ოღონდ აქ არა რა საზღვარგარეთ ხო აზრზეხართ!უცებ მოაშორა გოგოს თვალი მათემ და სერიოზული სახით გახედა ბიჭებს
_მე მაწყობს!
_კაი აზრია!
_მე არ მაწყობს არ მცალია!კატეგორიულად გამოაცხადა გიგამ
_რატომ?ინტერესიანი თვალები მიაპყრო რატიმ და პასუხის მოლოდინში მაგიდაზე ხელებს ისე ატუაპუნებდა ლამის სულ დასძვრა ყველა თითი
_კაროჩე მამაჩემის საქმეზე რა!ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და სითხით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა.უცებ ყველა დასერიოზულდა და რაღაცაზე ჩაფიქრდა.ისეთი სახეები ქონდათ თითქოს რაღაც არაამქვეყნიურზე ფოქრობდნენ.გამეფებული დუმილი ისევ მათემ დაარღვია
_რას აპირებ?!
_ყველაფერს წავართმევ!კომპანია უკვე წავართვი!როცა ლევანი გაახსენდა ზიზღით აივსო, მთლიანად გაეყინა მთელი სხეული და ძარღვები დაებერა.თოთქოს უცებ მოწყდა ყველაფერს და ცოტა ხნის წინანდელი მომღიმარი გიგასგან მხოლოდ დაუნდობელი ადამიანი დარჩენილოყო, რომელიც თავისი მიზნების ასრულებისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი
_კიდე რაღა დარჩა კომპანია თუ წაართვი!
_ქალიშვილი დარჩა და იმასაც წავართმევ, უკვე წავართვი!უფროსწორად ახლა ავდგები და წავართმევ!უცებ წამოდგა ფეხზე და როცა გადიოდა მათემ ხელით დაიჭირა,თავისკენ შემოატრიალა განრისხებული მეგობარი და თვალებში ჩააშტერდა
_ასეთი მთვრალი სად მიდიხარ !მოდი დაბრუნდი!ხუთი წუთი ასე იდგნენ, არც ერთი ფეხს არ იცვლიდა.ბოლოს როცა დაინახა, რომ გიგა მაინც წავიდოდა ისევ მათე დანებდა_გამოგყვები!უცებ დადო თანხა მაგიდაზე და ბიჭებს ანიშნა ჩვენ წავედითომანქანაში უფრო კარგად გააცნო საუკეთესო მეგობარს თავისი გეგმა,მათეც უსმენდა და არაფერს ეუბნებოდა.იცის თუ რამე გადაწყვიტა და დაგეგმა იმას აუცილებლად შეასრულებს და შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.ამ სიტუაციაში ცოტა ეშინია მათეს. ეშინია, რომ ძმაკაცს რაღაც შეეშლება და თვითონ ჩაიძირება ამ თამაშში,მაგრამ ჯერ ვერხვდება რა.სრაფად გააჩერა მათემ მანქანა ადგილზე და გიგას უკან გაყვა
_ამ შუაღამეს იქნებ არ ღირს!უკვე კართან მისულს დააწია სიტყვები მათემ და როცა გიგას სახე დაინახა უხმოდ მოტრიალდა და მანქანას მიეყრდნო.გიგამ უცებ აირბინა კიბეები, ღილაკს ხელი დააჭირა და თმააბურდული ქალი უკმაყოფილოდ აათვალიერა.არა რა კარგი იქნებოდა ახლა ქეთა, რომ დაენახა ასე თმააბურდული ახალი გაღვიძებული და არა ეს ქალი.უცებ გაეცინა როცა ქეთა წარმოიდგინა,მაგრამ მალევე ისევ დასერიოზულდა და თავისი ბოხი ბარიტონი სწრაფად მიაწვდინა ქალს
_ქეთა სახლშია?!
_არა სახლში მხოლოდ ბატონი ლევანი და მისი მეუღლეა!ქალმა მშვიდად მიუგო და კარის დაკეტვას აპირებდა როცა ნახევრად დაკეტილი კარი ხელით გააჩერა
_დარწმუნებული ხართ?!წარბაწეულმა გახედა ქალს და ირონიულად გაიცინა
_დიახ!
_ამ შუაღამეს სად არის?!
_კლუბშია თავის დეიდაშვილთან ერთად,თვითონ ასე დაიბარა!მკაცრად გამოუცხადა ქალმა და კარი ცხივრწინ მიუჯახუნა.
_კლუბშია ჰო?!კაი!უცებ ამოიბურტყუნა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ

გამარჯობა მეგობრები გმადლობთ ვინც ელოდებით და კითხულობთ მაპატიეთ დაგვიანებისთვის უბრალოდ ვერანაირად ვერ მოვახერხე დადება



№1  offline წევრი Margvelashvili

მმმმ...მომეწონააა :) ველი სულმოყტმენლად შემდეგს

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

იმედია შწმდეგ თავს მალე დადებ და ისევ ასე დიდხანს არ გვალოდინებ... მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოვლენების გამძაფრებას ველოდები...

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომწონს იმედია აღარ გვალოდინებ

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

აღარ აგრძელებ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ზიტა

აღარ დებთ დადე რა სრულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent